2013 წლის 5 გამონათება და პატარა საახალწლო ბონუსი ჩემგან

მოგესალმები მეგობარო! მინდა მოგილოცო დამდეგი ახალი წელი. დღევანდელი პოსტი 2 ნაწილად იყოფა: პირველი — ეს იქნება გასული წლის შეჯამება; ხუთი გამონათება და მცირე რჩევები ჩემგან — პირადად შენ. ხოლო, მეორე ნაწილში კი პატარა [დიდი] საჩუქარი გელოდება. ასე რომ — გირჩევ ბოლომდე ყურადღებით წაიკითხო ეს პოსტი.

მაშ ასე — დავიწყეთ: ჩავატარე წლის ტრადიციული შეჯამება და გადავწყვიტე 2013 წელს მიღებული გამონათებები გამიზიარებინა შენთვის. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ საინტერესო წელი მქონდა. ეს იყო პატარა [დიდი] გარღვევების და "მშენებლობის" დაწყების წელი.

ახლა კი, ამ პოსტის პირველ ნაწილში მინდა იმ 5 გამონათების შესახებ გაგესაუბრო, რომელიც 2013 წელში მივიღე… და ასევე წლის მცირე შეჯამება და ანალიზიც დავაფიქსირო:

1. ცხოვრების საქმე

2013 წლის მიწურულს საფუძველი ჩაეყარა კომპანია "ინტელექტიკას" შენებას. ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგანაც ინტელექტიკა — ჩვენი ცხოვრების საქმეა. ეს ახალი ხმაა ქართულ რეალობაში, რომელიც პირობას გაძლევ, რომ მრავალჯერ გაგაოცებს 2014 წლიდან.

პრინციპში 2013 წელს საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში. საფუძველი ჩაეყარა ახალ, ძალზედ საინტერესო პროექტებს. შენ უკვე იცი, რომ სიახლე განუსაზღვრელობასთან და შიშთან მეგობრობს… და უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხში არც მე ვარ გამონაკლისი. ისეთ საქმეს მოვკიდე ხელი — და თანაც არათუ ნულიდან, არამედ მინუსიდან — რომ რაღა დაგიმალო და ნამდვილად მეშინოდა.

მაგრამ, როდესაც არსებობს ცოდნისა და განვითარების წყურვილი; როდესაც გაქვს ინფორმაციის გაზიარებისა და თანამოაზრეების შემოკრებვის მწველი სურვილი, რომლებსაც ასევე წყურიათ საყვარელ საქმეზე ბიზნესის დაწყება — ეს ძალიან შთაგაგონებს და ნებისმიერ შიშზე და წინააღმდეგობაზე მაღლა გაყენებს. ეს გრძნობა იწყებს ცეკვას შენში და კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით მიგაქანებს ცხოვრების ბილიკზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდე ვიწრო და დანგრეული ბილიკიდან, ჩქაროსნულ ავტობანზე.

რჩევა: მიუხედავად შიშისა და სირთულეებისა, იარე მხოლოდ წინ — დიადი მიზნებისკენ, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ.

2. მჟავე კიტრის ქილა

"ძლიერი გარემოცვა — ტრანსფორმაციისა და კვანტური ზრდის საწინდარია!"

2013 წელს გავიცანი ადამიანები, რომლებიც ნამდვილი ვირტუოზები არიან თავიანთ საქმეში. ისინი უკვე მილიონებს ეთამაშებიან და მილიარდებისკენ მიიღწვიან.

…და მინდა გითხრა, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ვართ მე და შენ. არ დაგიმალავ და ისინი ბევრად უბრალოებიც კი არიან, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ. აღმოჩნდა, რომ ისინი არ არიან ზე ადამიანები; არ არიან ინაპლანეტელები; არ არიან ვუნდერკინდები;

… ისინი ძალიან უბრალო, მაგრამ ზედმეტად მიზანდასახული და შეუპოვარი პიროვნებები არიან.

ახლა მინდა გამოვყო ის მახასიათებლები, რომლებიც ასეთ უპირატესობას და ფენომენალურ შედეგებს აძლევს მათ:

  • ოცნება;
  • ხედვა;
  • სტრატეგია;
  • მიზანი;
  • გეგმა;
  • გამბედაობა;
  • გამჭვირვალობა;
  • სწავლისა და განვითარების მიმართ ავადმყოფური სწრაფვა;
  • ქარიზმატულობა;
  • ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა;
  • მესამე ათასწლეულის ლიდერობა;
  • საკუთარი დანიშნულების ცოდნა;
  • ექსტრა-კლასის პროფესიონალიზმი;
  • ცხოვრების საქმე!!!

"ნებისმიერს შეუძლია გახდეს ნებისმიერი!"

რჩევა: იმუშავე საკუთარ თავზე. ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომელსაც უნდა ებრძოლო ყოველ დღე — ეს შენი ბნელი მხარეა. რაც უფრო ძლიერი და ინტენსიურია შენი პერსონალური ეფექტურობა და პიროვნული ზრდა, მით უფრო მასშტაბურია მიღებული შედეგიც. შეცვალე საკუთარი თავი და შეიცვლება სამყარო. თუ გრძნობ, რომ იპოვე შთაგონება — გადადგი მისკენ შემხვედრი ნაბიჯი. ნუ შეგაშინებს შიში და განუსაზღვრელობა. დროთა განმავლობაში შენ გაგიჩნდება მკვეთრი ხედვა და გარემოებებიც შენს სასარგებლოდ დაიწყებენ განვითარებას. გჯეროდეს საკუთარი თავის.

შემოიკრიბე გარშემო ძლიერი და მიზანდასახული ადამიანები. აამოქმედე "მჟავე კიტრის ქილის" პრინციპი: 

მჟავე კიტრის მწნილში ჩვეულებრივი კიტრი რომ ჩადო, უნდა ამ კიტრს თუ არა, ადრე თუ გვიან მაინც დამწნილდება! ასე, რომ მოხვდი წარმატებული ადამიანების გარემოცვაში, ჩაჯექი მათ ქილაში და მალე შენც დამწნილდები wink

"ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო!" © ხალხური

3. "მარცხი არ არსებობს, არის მხოლოდ უკუკავშირი"

მე ვისწავლე, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს თავს, ყველაფერი გაკვეთილია, რომლითაც შემოქმედი მღზრდის და მაძლიერებს მე. ამის გაცნობიერების შემდეგ [ოღონდ არა გაგების, არამედ — გაცნობიერების], მე ყველაფრის მიმართ შევიცვალე დამოკიდებულება. მე გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ჩვენ ვაკრავთ სიტუაციებს მინუსის და პლიუსის იარლიყებს.

ამ წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა არ დაუჭირა მხარი ჩემს წამოწყებას. რამდენჯერმე მიზერული თანადგომა მჭირდებოდა [ფინანსურიც და მორალურიც] პროექტების დასაწყებად, რაც სწორედ უსახსრობის გამო ვერ შევძელი. ეს რა თქმა უნდა უსიამოვნო იყო და არ დაგიმალავ და იმედგაცრუების ცდუნებაც კი გამიჩნდა რამდენჯერმე. მაგრამ შემდეგ ვხედავდი, რომ ყველაფერი საუკეთესო სცენარით ვითარდებოდა. მე მივიღე საუკეთესო გაკვეთილები და ვისწავლე, თუ როგორ უნდა ამოვიდეს ადამიანი ფინანსური და ემოციონალური ორმოდან, შემდეგ კი, საყვარელ საქმეზე, აბსოლუტურად ნულიდან და აბსოლუტურად უფულოდ, როგორ დაიწყოს ბიზნესი. ვიცი ზოგისთვის ეს სიტყვები ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგრამ რატომღაც, დღეს უკვე ნაკლებად მანერვიულებს ეს wink

რჩევა: ისწავლე ნებისმიერი სიტუაციის ღირსეულად დახვედრა და პრობლემების ნაცვლად ამოცანებისა და გაკვეთილების დანახვა. რაც არ უნდა ხდებოდეს შენს თავს, გახსოვდეს, რომ ამით შემოქმედი გზრდის და გაძლიერებს. რატომ? იმიტომ რომ უყვარხარ!!! ამგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში, შენი ტვინი დაიწყებს მიზეზებისა და ფაქტების დანახვას, რომლებიც დაატასტურებენ შენი დამოკიდებულების ეფექტურობას.

4. კვანტური ზრდა

ჩვენ შევქმენით რამდენიმე პროექტი, რომლებიც 2014 წლიდან იხილავენ დღის სინათლეს. ერთი უკვე ფაქტიურად მთლიანად დასრულებულია და დაღესასწაულების ჩავლას ელოდება. ეს არის რევოლუციური კურსი: "წარმატების ანბანი". მეყოფა სინაგლე და ვიტყვი, რომ — ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კურსი პერსონალური ეფექტურობისა და პიროვნული განვითარების ნიშაში. მე და ჩემმა გუნდმა, 8 თვიანი მუშაობის შემდეგ, თავი მუვუყარეთ, გავაერთიანეთ და სისტემად ვაქციეთ ის უნიკალური ცოდნა, რომელსაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ნამცეც-ნამცეც ვეძებდი მსოფლიო ლიდერების წიგნებსა თუ კურსებში. მოკლედ მე შევქმენი ის, რაც ყველაზე მეტად მაკლდა თავად მე და რასაც ერთიანად ვერცერთ მენტორთან ვერ ვპოულობდი.

რაც შეეხება ბიზნეს პროექტს, ჩვენ შევქმენით უმძლავრესი "სტარტაპ პროგრამა", რომელსაც ასევე არ აქვს ანალოგი საქართველოში. "შენი საქმის სკოლა" [შსს] — ეს არის პროექტი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება საყვარელი საქმის მონეტიზაციაში და მასზე საკუთარი ბიზნესის დაწყებაში. დღეს საქართველოში ფაქტიურად ყველა ნიშა თავისუფალია. მე ვხედავ მარკეტინგის "სპეციალისტებს", რომლებსაც არ უვარგათ მარკეტინგი; ვხედავ "ბიზნეს ტრენერებს", რომლებსაც არ აქვთ ბიზნესი; ვხედავ ფსიქოლოგებს, რომლებიც ისეთ რთულ ენაზე ლაპარაკობენ, რომ მათ გარდა არავის ესმის მათი ენა… მოკლედ, ვხედავ სასწაულ არაპროფესიონალიზმს და სიყალბეს, რასაც წერტილი უნდა დაესვას.

ასევე ვმუშაობთ რამდენიმე ახალი პროექტზე, რომლებსაც ახლა ვერ ავხდი ფარდას, რადგანაც შემდეგ იმ დაგეგმილ "ექშენს" მუღამი დაეკარგება.

ამ წლის განმავლობაში ასევე იყო მრავალი მოულოდნელი გარღვევა. კერძოდ:

ჩემი უფასო წიგნი: "სიურპრიზი"  4 428 ადამიანმა წაიკითხა. მივიღე ტონა სამადლობელი წერილი. არ დაგიმალავ და ზოგიერთმა წერილმა — აღმაფრთოვანა. ბევრი წერილი არაადეკვატური და გადაჭარბებულიც იყო — ეგეთი "მაგარი ტიპიც" არ ვარ. იყო ტალახისა და ფეკალიების სროლაც, დაუსაბუთებელი და არაკონსტრუქციული კრიტიკაც [მათ გარეშე შეუძლებელია პროგრესი]. მოკლედ ძალიან მაგარი წელი იყო, მაგრამ გავაცნობიერე, რომ თავად წელზე არ არის დამოკიდებული მაგარი იქნება თუ არა. ყოველი წელი შეიძლება, რომ მაგარი და მაგარზე მაგარი იყოს [სწორედ ეს არის ჩემი მიზანიც].

ფეისბუქზე კონკურენტებს ისე "ჩავუწუილეთ", რომ თავი გაჩერებულ ზაპოროჟეცში ეგონათ და "ნახადუ" გადმოვიდნენ cheeky. ამ მომენტისთვის ჩვენ უკვე 77 255-ნი ვართ. ძირითადი ზრდა სწორედ 2013 წელს მოხდა. აქაც არსებობს გარკვეული "საიდუმლოები" და ამ და კიდევ მრავალ "ფიშკებს" მომავალ ინტენსივებზე და ქოუჩ-ჯგუფებში ვასწავლით.

ასევე ამ წელიწადში ინდივიდუალურ ქოუჩინგში მუშაობა დავიწყე 3 ადამიანთან, მათგან ერთთან უკვე დავასრულე, ორთან კი ამჟამადაც ვაგრძელებ მუშაობას.

რჩევა: დაიწყე მოუსვენარი მცდელობები… რა თქმა უნდა — ეს ყველაფერი შენი საყვარელი საქმიანობის ირგვლივ უნდა ხდებოდეს. საქმე შენს ძლიერ მხარეებზე ააგე, ამ შემთხვევაში შენ აუცილებლად მიაგნებ იმ ოქროს საბადოს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველგჰყოფს.

5. სიყვარულის სიყვარული

ჩემი ოჯახი — ჩემი ძრავია. მე გულწრფელად მადლიერი და უზომოდ შეყვარებული ვარ. სიყვარული ყველაზე მძლავრი ძალაა ამ ყვეყანაზე. რაც ეს გავაცნობიერე [გაცნობიერება და გაგება — ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა], მას შემდეგ ვცდილობ ფართოდ გახსნილი მქონდეს გულის კარები და სულ სიყვარული ვაფრქვიო.

რჩევა: იყავი გახსნილი და გამჭვირვალე. იყავი მადლიერი და შენს ოჯახზე უზომოდ შეყვარებული. მოიშორე ლოდი სახელად ამპარტავნება და შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა ენერგიის გამონთავისუფლებას შეძლებ შენს შიგნით. ნუ იქნები ემოციონალური ინვალიდი. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მიდი შენი ოჯახის წევრებთან, ჩაეხუტე, აკოცე და უთხარი, თუ რაოდენ ძლიერ გიყვარს ისინი. დამიჯერე არც ერთი ბიზნესი და სამსახური არ ღირს იმად, რომ საყვარელ ადამიანს აწყენინო ან ყურადღება მოაკლო. ბიზნესი და სამსახური არ იტირებს და არ მოგიგონებს სიკვდილის შემდეგ. ასე რომ ყოველ დღე გიყვარდეს ისე, რომ თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა. რა იცი — იქნებ არ ცდები?!

შეჯამება: 2013 წელში ნამდვილი რევოლუცია მოხდა ჩემს ცნობიერებაში და ცხოვრების მთავარ საქმეში.

ასევე, მინდა უღრმესი მადლიერება და სიყვარული გამოვხატო ჩემი მეგორებისა და გუნდისწევრების მიმართ.

ჩვენ, ერთად შევქმენით პროექტები, რომლებსაც საქართველოს გამოღვიძება და ფეხზე წამოყენება ძალუძს. როგორ შეიძლება არ შთაგაგონებდეს და არ გმუხტავდეს ყოველივე ეს?! თანაც, როდესაც იცი, რომ — ეს მხოლოდ დასაწყისია!

2014 წელში მრავალი საინტერესო და აღმაფრთოვანებელი ამოცანა გველოდება.

წინ გამარჯვებებისაკენ.

რჩევა: თუ გსურს რომ მომავალი წელი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე იყო ეს წელი, მაშინ ახალი წლის დადგომამდე აუცილებლად დაისახე კონკრეტული და ნათლად ფორმულირებული მიზნები. სწორედ ამიტომ ამ პოსტის მეორე, ბონუს ნაწილში, მინდა პატარა, მაგრამ მუშა საახალწლო საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც დაგეხმარება, რომ შენი 2014 წელი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე იყო 2013.

BONUS

ეს არის ჩანაწერი 2013 წლის ვებინარიდან, რომელიც შარშან ჩემი გუნდის წევრებს ჩავუტარე. ხოლო, ამ საჩუქრის ეფექტურობაზე სწორედ ის მიღწევები მეტყველებს, რომელთა მცირე ნაწილიც ამ პოსტში გაგაცანი. ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი გარღვევა და გამონათება 2013 წელში, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ 2012 წლის 30 დეკემბერს დავჯექი და ამ ვებინარში მოცემული ალგორითმის მიხედვით ჯერ გავაანალიზე და შემდეგ დეტალურად დავგეგმე 2013 წელი. ასე რომ მოიმარჯვე პასტა და ფურცელი და ჩაუჯექი ამ პატარა [42 წთ] ვიდეო-გაკვეთილს.

ასევე მინდა გითხრა, რომ ინტელექტიკას გუნდმა იმაზეც იზრუნა, რომ ვიდეოში ინფორმაციის გარდა საახალწლო განწყობაც ჩაგვექსოვა. რამდენად გამოგვივიდა ეს უკვე შენი შესაფასებელია.

<>

ამ ლინკის მეშვეობით, შენ შეძლებ დავალების გადმოწერას:

>>>გადმოწერე დავალება ახლავე და შეუდექი საქმეს<<<

P.S. როგორი იყო შენი 2013 წელი და რა დასკვნები გააკეთე. გაგვაცანი კომენტარებში შენი მოსაზრება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და გასული წლის გამონათებებიც გაგვიზიარე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი აზრი, ასე რომ ველით შენს კომენტარს.

P.P.S. თუ მოგეწონა მეგობრებსაც გაუზიარე!

ინტელექტიკას გუნდი გილოცავს დამდეგ 2014 წელს!


Tags: , , , , , , , ,

15 комментариев to “2013 წლის 5 გამონათება და პატარა საახალწლო ბონუსი ჩემგან”

  1. თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ, მომავლის შიში გიქრება, ყველა დაბრკოლებას გაუძლებთ და წინსვლასაც არ შეაჩერებთ. წარმატებებს გისურვებთ………

  2. ხატია დევაძე:

    ძაან ძაან ძაან მაგარიაა, თან მეც რომ ვარ «ფარულად» ნახსენებიი??? 😀 :*

  3. ირმა:

    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელია… წარმატებები.

  4. მერი:

    *BRAVO* *BRAVO* *BRAVO*

  5. საინტერესო ხედვებია და ფრიად საჭირო.ვკითხულობთ,გვეხმარება.წარმატებებს გისურვებთ!

  6. უღრმესი მადლობა გიო იმისთვის რომ არსებობ და აკეთებ ამ საშვილიშვილო საქმეს, თანაც აკეთებ საოცარი სიყვარულით და თავდადებით. ღმერთმა დაგლოცოს, გაგამრავლოს და გაგაძლიეროს!

    დამდგეგ შობა–ახალ წელს გილოცავ!

  7. ლაშა:

    საინტერესო პოსტია.განსაკუთრებით პირველი სამი ნაბიჯი მომეწონა.მადლობას მოგახსენებთ.შარშანდელ საახალწლო პოსტზე ბევრად დხვეწილია.ერთი შენიშვნა მაქვს,მეოთხე ნაბიჯში დაგეგმვა გასაგებია,მაგრამ რადგან ბევრმა დაგეგმვა როგორ ხდება არ ვიცით,იქნებ სამომავლოდ მაინც დაწეროდ ამაზე.
    სავარჯიშო შარშანაც შევასრულე.ნაწილობრივ ამიხდა.
    ტრენინგებს რუსულ ენაზე გთხოვთ ქართული ტიტრები მაინც მიაწეროთ.რადგან ვერავინ ისარგებლებს მაგ ტრენინგებით ვინც რუსული არ იცის.უმრავლესობა ახალგაზრდამ არ იცის.უმრავლესობა თქვენი მკითხველისა 25 წლამდეა.მაგ ტრენინგებით ვერც რუსები ისარგებლებენ თუ ქარტული კითხვაარ იციან,რადგან შემოვლენ მთავარ გვერდზე შეხედავენ წარწერას ბიბლიოთეკა ,ვერ გაიგებენ და არც შევლენ ბიბლიოთეკაში.ხოლო რუსული და ქართული ცოტამ იცის.მადლობთ .გილოცავთ ახალ წელს.გისურვებთ წარმატებებს.ვფიქრობ ასეც იქნება

  8. გიორგი:

    ვუერთდები ყველა პოზიტიურ კომენტარს, მართლაც ძაან მაგარია და გასათვალისწინებელი. მადლობა

  9. ნელი ბობოხიძე:

    დიდი მადლობა. ჯგუფ -ინტელექტიკას ვულოცავ ახალ 2014 წელს ვუსურვებ წარმატებებს ბედნიერებას და ღვთისწყალობას. დიდი ბედნიერებაა იმის განცდა. რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიზნების განხორციელებით სიკეთეს სთესავენ ირგვლივმყოფებში. შემართებით ენთუზიაზმით ემსახურებიან ჰუმანიზმის პრინციპებს.ძალიან მიყვარხართ და მახარებს თქვენი არსებობაა. გულისყურით ვადევნებ თვალს თქვენს გამოცემებს თუ ვიდეო-გაკვეთილებს, უგრმესი მადლობა ამისათვის

  10. ინტელექტიკას ასეთმა საახალწლო საჩუქარმა, ერთი წლის წინ შეცვალა ჩემი აზროვნება და დღეს უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამ, გისურვებთ თქვეც გამოიყენოთ ეს შანსი *IN LOVE*

  11. თამუნა:

    დიდი მადლობა!! გენიალურია!მთავარია აზროვნების შეცვლა და მართლაც ყველაფერი კარგად აეწყობა ხოლმე!!ძალიან მინდა და ვეცდები რომ ეს ყველაფერი გავაკეთო!!

  12. რეზო:

    ძალიან კარგია,ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მოხარული ვიქნები პირადი ურთიერთობის.

  13. ხათუნა მელაძე:

    დიდი მადლობა, გაიხარე,წინ წარმატებებით გევლოთ.

  14. maxi:

    გიორგი მეგობარ ძმაო რავიცი რა გითხრა კიდე ეს საკემე რასაც შენ აკეტებ უზლიერესი რამ არის აი მართლა გამოვიხედე თვალებიდან სულ სახვნაირად ფიქრი დავიწყე მეგობარო დიდი მადლობა რომ არსებობ უფალი გფარავდეს

Leave a Reply