77 ტრანსფორმაციულ-პროვოკაციული შეკითხვა, რომლებიც აუცილებლად უნდა დაუსვა საკუთარ თავს

 

დღეს მოგიმზადე 77 შეკითხვა, რომელიც ცნობიერების კონტექსტის გაზრდაში და ტრანსფორმაციაში დაგეხმარება. მოემზადე, შენ წინ პატარა "თვითქოუჩინგი" გელის, რომელიც დამერწმუნე ძალზედ სასარგებლო რამაა. ამ კითხვებზე არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები. ხშირად სწორად დასმული კითხვა თავად წარმოადგენს სწორ პასუხს.

გულით მიუდექი ამ კითხვებს და შენ სერიოზულ სარგებელს მიიღებ. თუ პასტა და ფურცლით არა, გულში მაინც უპასუხე მათ და მიღებული შედეგი უბრალოდ გაგაოცებს [დატესტილია] wink.

ტრანსფორმაცია

1. რამდენ წელს მისცემდი საკუთარ თავს, რომ არ იცოდე რამდენი წლის ხარ?

2. რა უფრო უარესია: განიცადო მარცხი, თუ საერთოდ არ სცადო?

3. თუ ცხოვრევრება ასეთი მოკლეა, რატომ აკეთებ ამდენ რაღაცას, რაც არ გიყვარს და არ გსიამოვნებს, და რატომ აკეთბ ასე ცოტას, რაც გიყვარს და გსიამოვნებს?

4. როდესაც შენი სამუშაო დასრულებულია, ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულია, რა უფრო მეტია — სიტყვები თუ შედეგი?

5. რაიმე ერთის შეცვლის ნება რომ დაგრთონ და არაფერში შეგზღუდონ, რას შეცვლიდი?

6. ბედნიერება ნაციონალური ვალუტა რომ გახდეს, რომელი ერთი საქმიანობა გაგამდიდრებდა?

7. აკეთებ იმას, რისიც გწამს, თუ ცდილობ გწამდეს ის, რასაც აკეთებ?

8. ადამიანის სიცოცხლე საშუალოდ 40 წელს რომ გრძელდებოდეს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში, რათა მაქსიმალურად საინტერესოდ გეცხოვრა?

9. რამდენად აკონტროლებ იმას, რაც ხდება შენს ცხოვრებაში?

10. რაზე ღელავ ყველაზე მეტად: აკეთო საქმე სწორად, თუ აკეთო სწორი საქმე?

11. წარმოიდგინე, რომ სადილობ სამ ადამიანთან ერთად, რომლებსაც აფასებ და პატივს სცემ. ისინი იწყებენ შენი უახლოვესი მეგობრის გაკრიტიკებას, უბრალოდ მათ არ იციან, რომ ის შენი მეგობარია. ეს კრიტიკა დამამცირებელი და უსამართლოა. როგორ მოიქცევი?

12. პატარა ბავშვისთვის მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოს, რომელი რჩევაც გადამწყვეტი იქნებოდა მის ცხოვრებაში, რას ურჩევდი?

13. შეგიძლია დაარღვიო კანონი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

14. შეგინიშნავს თუ არა ოდესმე უგუნურება, რომელიც ცოტა ხანში გენიალობა აღმოჩენილა?

15. რას აკეთებ ცხოვრებაში ყველასგან გამორჩეულად და განსხვავებულად?

16. როგორ და რატომ ხდება ისე, რომ რაღაც, რაც შენ გაბედნიერებს, სხვისთვის არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავს?

17. რისი გაკეთება გსურდა ძლიერ, რაც არ გააკეთე? რა გაფერხებს?

18. არის თუ არა შენს ცხოვრებაში რამე, რაზეც ჩაბღაუჭებული ხარ, არადა ხვდები, რომ უკვე დროა გაუშვა ხელი?

19. სამუდამოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა რომ შემოგთავაზონ, სად გადახვიდოდი და რატომ?

20. ლიფტის გამოძახებისას, ღილაკს ერთხელ აწვები, თუ მეტჯერ? ნამდვილად გჯერა, რომ ეს ააჩქარებს ლიფტს?

21. ვინ გინდა იყო: ნერვიული გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?

22. რატომ ხარ შენ — შენ?

23. ისურვებდი თუ არა შენნაირ მეგობარს?

24. რა უფრო უარესია: შენი საუკეთესო მეგობარი რომ გადავიდეს სხვა ქვეყანაში და ვეღარასოდეს ნახო, თუ დარჩეს იქ სადაც არის და შეწყვიტოთ ურთიერთობა?

25. რისთვის ხარ ყველაზე მეტად მადლიერი ცხოვრებაში?

26. რას აირჩევდი: დაკარგო მეხსიერება, თუ არასოდეს გქონდეს ახალი?

27. შეიძლება თუ არა მოიპოვო სიმართლე, ბრძოლის გარეშე?

28. შენი ყველაზე დიდი შიში გამართლდა?

29. გახსოვს 5 წლის წინ ის დღე, როდესაც ყველაზე მაგარი გაბრაზებული იყავი? აქვს თუ არა იმ გაბრაზებას ახლა რაიმე მნიშვნელობა?

30. რომელია შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება? რა აქცევს შენს მოგონებას ყველაზე ბედნიერად?

31. წარსულში რა მოვლენებმა გაგრძნობინეს თავი ნამდვილ და ცოცხალ ადამიანად?

32. თუ არა ახლა, აბა მაშ როდის?

33. თუ შენ ჯერ კიდევ არ მოგიღწევია ამისთვის, მაშინ რა გაქვს დასაკარგი?

34. განგიცდია თუ არა შემდეგი რამ: იყავი ვიღაცასთან და ხმაამოუღებლად იჯექი, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე საუკეთესო დიალოგი იყო შენს ცხოვრებაში?

35. რატომ გახდა რელიგია, რომელიც სიყვარულს ქადაგებს, ამდენი ომის, ნგრევისა და განადგურების მიზეზი?

36. შესაძლოა თუ არა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იცოდეს ადამიანმა, რა არის კარგი და რა ცუდი?

37. ახლა რომ მილიონი დოლარი მოგცენ, წამოხვიდოდი თუ არა იმ სამსახურიდან, რომელშიც მუშაობ?

38. რა უფრო გინდა: გქონდეს ბევრი სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულო, თუ ცოტა, მაგრამ ისეთი, რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებს?

39. გაქვს თუ არა ისეთი შეგრძნება, რომ დღევანდელი დღე შენს ცხოვრებაში უკვე მრავალჯერ განმეორდა?

40. უკანასკნელად როდის მოქმედებდი ისე, რომ თავში მხოლოდ დაუსრულებელი იდეის ჩანასახი გქონდა, მაგრამ ღრმად გწამდა მისი?

41. დავუშვათ გაიგე, რომ ყველა ვისაც იცნობ ხვალ უნდა მოკვდეს, ვის მოინახულებდი დღეს?

42. გაცვლიდი თუ არა შენი ცხოვრების 10 წელიწადს მსოფლიო პოპულარობაზე, სიმდიდრეზე და მომხიბვლელობაზე?

43. შენი აზრით, რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის?

44. შენ ცხოვრობ თუ არსებობ?

45. რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის სტაბილური მინიმუმი, თუ სარისკო მაქსიმუმი?

46. ქვეცნობიერად გააქვს იმის იმედი, რომ ის ცხოვრების სტილი, რომლითაც ცხოვრობ დღეს, რაიმე რადიკალურ ცვლილებას მოახდენს შენს ცხოვრებაში და უზრუნველად დაიწყებ ცხოვრებას?

47. თუ ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, მაშინ რატომ ეშინია მას ასე ძაან შეცდომების დაშვების?

48. რას გააკეთებდი სხვაგვარად, რომ იცოდე, რომ არავინ, არასდროს განგიკითხავდა და გაგაკრიტიკებდა?

49. როდის შეგინიშნავს უკანასკნელად საკუთარი სუნთქვის ხმა? გულისცემა?

50. რა გიყვარს? შენი უკანასკნელი მოქმედება გამოხატავდა თუ არა ამ სიყვარულს?

51. ამ პოსტს ცნობიერად კითხულობ, თუ სტიქიურად?

52. 5 წლის წინ შეგიძლია გაიხსენო რას აკეთებდი ამ დღეს? წინა დღეს? იმის წინა დღეს?

53. გადაწყვეტილებებს იღებენ აქ და ამჟამად. შენ თავად იღებ გადაწყვეტილებებს, თუ შენს ნაცვლად სხვები იღებენ მათ?

54. პროფესია შენ აირჩიე, თუ მშობლებმა აგირჩიეს?

55. როგორ ფიქრობ, ადამიანი რისთვის მოდის ამ ქვეყანაზე?

56. შენ რა დანიშნულება გაქვს? რისთვის მოხვედი?

57. რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული?

58. შენს ყოველდღიურ მოქმედებებში, შენი ფასეულობების თანახმად მოქმედება უფრო იკვეთება, თუ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედება?

59. რა არის შენთვის სიყვარული?

60. იმ საქმიანობაში, რომლითაც დღეს ხარ დაკავებული, ხედავ შენს დანიშნულებას?

61. რა იგულისხმა სოკრატემ სიტყვებში: "მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი"?

62. თუ სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა, შენ საიდან იცი ამდენი რამ? cheeky

63. დააბოლოვე წინადადება: ფული — ეს არის…?

64. რატომ ფიქრობ ასე?

65. რამ განაპირობა შენი რწმუნებულება ფულთან მიმართემაში?

66. გინდა რომ გამდიდრდე?

67. რას ნიშნავს შენთვის სიმდიდრე?

68. შენი ფულთან დაკავშირებით რწმუნებულება, ხელს შეუწყობს, თუ პირიქით შეუშლის შენს გამდიდრებას?

69. რა როლი უჭირავს რწმუნებულებას ადამიანის ფინანსურ წარმატებაში?

70. საქმე, რომლითაც ხარ დაკავებული, შენი საყვარელი საქმეა?

71. რას უსურვებდი საქართველოს, რომ იცოდე, რომ შენი სურვილი აუცილებლად ახდება?

72. როგორია შენი აზრით კარგი ადამიანი?

73. რა გაკლია შენ?

74. ოდნავ მაინც დაგაფიქრა ამ პოსტმა?

75. რამეს შეცვლი?

76. კომენტარს დატოვებ? 

77. მეგობრებს გაუზიარებ? 

ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე — ეს არის შიში. დაუსაბუთებელი და ილუზორული — წარსული გამოცდილების მიერ განპირობებული შიში. შიში გადადგა ნაბიჯი განუსაზღვრელობაში! შიში გააკეთო თამამი აღიარება! შიში გაიხსნა საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე — ნიღბების გარეშე! ჩვენ ყოველთვის გვეშინია და სწორედ ამიტომ ვმარცხდებით ასე ხშირად! სინამდვილეში, ჩვენ საკუთარი უსაზღვრო ძალისა და პოტენციალის გვეშინია. ეს ქვეცნობიერი შიშია… იმიტომ, რომ ძალების კონცენტრირების შემთხვევაში, ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია… და ჩვენ გვეშინია ამხელა პასუხისმგებლობის! აბა დაფიქრდი… არცერთ გენიოსს და ბუმბერაზ ადამიანს არ ჰქონია რაიმე დამატებითი უჯრედი ტვინში… უმეტესობა მათგანი შენზე და ჩემზე ათასჯერ უფრო რთულ პირობებში უმკლავდებოდა ცხოვრების ეკლებს… და ყველაფერი ორგანიზებული ძალისხმევის, ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებისა და ამ ყველაფრის ერთ კონკრეტულ წერტილში კონცენტრირების შედეგად შეძლეს. ეს არის და ეს მთელი საიდუმლოების საიდუმლოებაც.  უშიშარ, თამამ და წარმატებულ დღეს გისურვებ… დაე შენი დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჭეშმარიტად ახალი, და არა გუშინდელი დღის ფერმკრთალი ასლი. გარისკე ცხოვრება!  დამიჯერე — მცენარის ცხოვრებით ცხოვრების ძირი, ბევრად მწარე იქნება, ვიდრე რისკისაგან მიღებული გადაყვლეფილი მუხლების წუთიერი ჩხვლეტა, რომელიც კენწეროში გატკბილდება! © GT 

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით GT და გუნდი INTELEQTIKA


Tags: , , ,

22 комментария to “77 ტრანსფორმაციულ-პროვოკაციული შეკითხვა, რომლებიც აუცილებლად უნდა დაუსვა საკუთარ თავს”

  1. ჩინური იგლოთერაპიასავით ზუსტ წერტილებში ესობა თითოეული კითხვა <3
    უამრავ ადამიანს გვირაბის ბოლოში გაიყვანს ამ პასუხებით სწორი ხელმძღვანელობა <3
    დასასრულიც ღიმილისმომგვრელი და სახალისო იყო <3
    დიდი მადლობა ამ პოსტისთვის, ჩემო ძვირფასო მენტორო <3 !

  2. ნათია:

    საოცარი ემოციის ქვეშ ვარ,ეს სულ არ ნიშნავს იმას რო უამრავი დადებითი პასუხები მაქვს კითხვებზე-პირიქით…მადლობთ რო საკუთარი თავის შეცნობაში მეხმარებით თქვენი პოსტებით..

  3. tengiza:

    ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც აზროვნებს, ამკითხვების წაკითხვის გარეშეც უნდა იცოდეს თავისი თავის.

  4. ბატონო, თენგიზა, თქვენი კომენტარიდან იკვეთება, რომ თქვენ წაიკითხეთ ეს კითხვები 🙂

  5. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    ვფიქრობ კონტექსტის გაფართოვებას მართლაც «ემსახურება» ეს პოსტი 😉 განსაკუთრებით კი, «ცეცხლი» ბოლოში დართულმა სტატიამ «მომიკიდა» *IN LOVE*

  6. tengiza:

    დიახ, წავიკითხე, მაგრამ დრო ტყუილად დავკარგე. ისეთი ვერაფერი გავიგე, რაც აქამდე არვიცოდი, თუმცა იმედიმაქვს ბევრს გამოადგება, რობოტების ნაკლებობას ნამდვილად არ არგანიცდით 🙂

  7. ტესტი დამაფიქრებელია,საკუთარ თავში ჩახედვის საშუალებას გაძლევს ,განსაკუთრაბით კითხვა — შენ რა დაიშნულება გაქვს ? რისთვის მოხვედი ?ამ კითხვაზე პასუხი რთულია … ჩვენ ეს არ ვიცით.. ჩამოყალიბებული თვისებების და შეხედულებების შეცვლა ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია , მაგრამ ტესტი გიბიძგებს , გაძლევს საშუალებას ,რაღაც ახალი შესთავაზო შენს თავს , რაღაც შეცვალო… ეს საინტერესოა .

  8. ია ხაჭაპურიძე:

    ძალიან საინტერესო კითხვებია… თითქოსდა ეს ყველაფერი უკვე იცი, მაგრამ შენში ჩალექილია და დავიწყების მტვერი ედება. ამ პოსტმა ამოატივტივა და კიდე უფრო ნათლად დაგვანახა რა გვრჩებოდა უყურადღებოდ და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება თუკი გვინდა ვიცხოვროთ და არა მხოლოდ ვიარსებოთ.ბოლო მინაწერი კი საოცარია ნამდილად!

  9. გიორგი დიდი მადლობა საინტერესო პოსტისთვის,უმნისვნელოვანესი კითხვები იყო ჩემთვის,დღევანდელი ჩემი არსებული კონტექსტიდან გაცემული პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან თუ რა პასუხები მქონდა გარკვეული პერიოდის წინ და ამან გარკვეული სიამოვნება მომანიჭა.მნიშვნელოვანია თუ რამდენად ვიყენებთ ამ 77 კითხვაზე გაცემულ პასუხებს ცხოვრებაში და საქმეში,ჩემთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,რომ ნებისმიერი თეორიული ცოდნა საქმით დავამტკიცო.

  10. უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით =)

  11. რა თქმა უნდა ვგულისხმობ დადებით პასუხებს(გაურკვევლობა,რომ არ გამოიწვიოს =) )

    და ისეთ პასუხებს,რომლებიც ხელს შეგვიწყობს განვითარებისთვის და წარმატებისთვის.

  12. საოცრად საინტერესო პოსტია, სიამოვნებით წავიკითხე…და მეგობრებსაც გავუზიარე, აქ დასმული კითხვები უმეტესწილად პასუხიცაა მრავალთათვის , მრავალ კითხვაზე…გმადლობთ პოსტისათვის…

  13. თემო:

    შეიძლებოდა უფრო შემოკლებაც. რამოდენიმე კარგი შეკითხვა უფრო ეფექტური იქნებოდა.

  14. ლაშა:

    ბევრ კითხვებზე ვუპასუხე არ ვიცი, არ ვიცი.ვფიქრობ ეს პოსტი მე პირადად მცირე ბიძგს მომცემს,სასწაულებს არ ველი.მიყვარს ნელ ნელა ყველაფრის გაკეთება და შეცვლა[შეიძლება ეს ჩემი ნაკლიც იყოს].კარგი კითხვებია .მადლობთ

  15. ლაშა:

    ვფიქრობ 2-3 ჯერ თუ არ წაიკითხე აზრსკარგად ვერ ჩავწვდები.თუმცა არ ვიცი რაა ჩემი საყვარელი საქმე და ველი რა გამოჩნდება.49 კითხვასთან დაკავშირებით.სიურპრიზის კითხვისას,დავიწყე ვარჯიში და ვერაფრით ვერ ვახერხებდი სხვადასხვა ფიქრების შეჩერებას და შევეშვი[რამდენიმე დღეში].თუმცა რომელიგაც ბლოგზე დეპრესიის საწინააგმდეგოდ ურჩევდნენ 1 საათით განმარტოებით ყოფნას და საკუთარ აზრებზე დაკვირვებას,ასე რომ უნდა დავიწყო ისევ.ხომ ვერ მირჩევთ სწრაფი კითხვის სასწავლად რა კურსები გავიარო[ვიცი რუსული]?მადლობთ.წარმატებები

  16. თაკო:

    მართლაც უმნიშვნელოვანესი პოსტია,ძალიან საინტერესო, დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომი..დიდი მადლობა გიორგი

  17. სასარგებლო კითხვებია,ბევრ რამეს შეიძენ ცხოვრებაში…ისეთ რამეებზე დავფიქრდი,რომელზეც არასოდეს მიფიქრია…დიდი მადლობა:)

  18. ნანა:

    ეს იმდენად მნიშვნელოვანი კითხვებია, რომ ხშირად უნდა დაუსვა საკუთარ თავს. ვფიქრობ მოზარდი უკვე უნდა ჩააფიქრო ამ კითხვებზე, რომ გეზი სწორად აიღოს და წლები აღარ დაკარგოს. რაც შეეხება ერთ პასუხს, რომ ზედმეტი კითხვებია, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა კითხვები მოქმედებს უფრო მეტად. ის, რაც თქვენთვის იყო მნიშვნელოვანი, შეიძლება სხვისთვის სულ სხვა კითხვებია მნიშვნელოვანი.ამის დაწუნებას თქვენეული ვერსია შემოგვთავაზეთ და ვინ იცის ეგება მოვიწონოთკიდეც. =)

  19. საბა:

    საინტერესო პოსტია. ერთი შეხედვით ადვილი, მაგრამ დასაფიქრებელი კითხვებია. ბევრ კითხვაზე გამიჭირდა პასუხის გაცემა.

  20. ფატიმა:

    საინტერესოა, ეს კითხვები კარგი იქნება ყველამ ხშირად დაუსვას საკუთარ თავს ჩემის ჩათვლით.
    მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრმა შეიძლება დაღუპოს კაცობრიობა.ყველამ ჩვენი საქციელი ,ფიქრები უნდა მივმართოთ იქითკენ საით მივდივართ,როგორ მივდივართ. ცხვრებივით მივყვებით ფარას სამწუხაროდ. ამაზედაც ღირს ყურადღების გამახვილება.

  21. მარიამი:

    მთავარია გაჩნდეს კითხვა და როდესაც ჩნდება კითხვა ეს უკვე რაღაცის გაცნობის კიდევ ერთი წინაპირობაა. კითხვები მომეწონა, იყო ისეთებიც პასუხი რომ ვერ მოვუძებნე ვნახოთ მომავალში რა იქნება :(:(:(: დავფიქრდი… მადლობა თქვენ

  22. ვაკო:

    კარგია ყოჩაღ. დამეხმარება აუცილებლად

Leave a Reply