აი რა არ გაძლევს ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას…

სცენა ფილმიდან: "ყველაფერი სიყვარულისთვის".

მამა-შვილი დგანან ტაძარში. მამა მალე უნდა მოკვდეს. ისინი ჩუმად ლოცულობენ. შემდეგ მამა ეუბნება შვილს:

"მე არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება ის დღე, როდესაც მან უნდა დატოვოს ეს წუთისოფელი. მე მაღელვებს ის, რომ ადამიანები მაშინაც კი არ ცხოვრობენ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ისინი უარს ამბობენ და თავს ანებებენ ნამდვილ ცხოვრებას".

ეს სიმართლეა! შენ როგორ ფიქრობ, რატომ ანებებენ ადამიანები ცხოვრებას თავს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან?

შეგვიძლია მრავალი მიზეზი ჩამოვთვალოთ: არასახარბიელო ეკონომიკური გარემო; ცუდი მთავრობა; ცუდი წინა მთავრობა; ცუდი წინისწინა მთავრობა; "სწერვა" სიდედრი [დედამთილი]; დროის, ფულის, სიმამაცის უკმარისობა და ა.შ. მაგრამ — ეს ყველაფერი შედეგია და არა მიზეზი. მე ასე ვიტყოდი: ჩვენი საზოგადოება და განათლების სისტემა ფიზიკურად არ იძლევა ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრო. ის იძლევა უტყუარ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იარსებო.

ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი მთელი 100%-ით და იცხოვრონ იმდენად სავსე ცხოვრებით, რომ უკან მოხედვისას არაფერზე ინანონ.

შენ ახლა კითხულობ ამ სიტყვებს და ნერვები გეშლება, რადგანაც თვლი, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, შემდეგ კი გიკვირს, თუ რატომ ხარ შენც ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს. იმიტომ რომ სწორედ ეგ აზრები და რწმუნებულებები გიხერგავენ გზას ნამდვილი ცხოვრებისაკენ. შენ კომფორტის ზონაში გყავს გამოკეტილი საკუთარი პოტენციალი და არ აძლევ მას იქედან გამოსვლის საშუალებას.

შენი პრობლემა რაიმეს არ ცოდნაში კი არ არის, არამედ იმ ცოდნაშია, რომელსაც შენ აქ და ამჟამად ფლობ!!!

კი ვიცი, ცოტათი გაგამწარა ახლა ჩემმა სიტყვებმა. თუ სიმართლე გაინტერესებს, ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რათა დაგეხმარო და აბსტრაგირება მოგახდენინო შენი ეგოცენტრული "მე"-სგან და დაგანახო, რომ შენ არ ხარ ის, ვინც ახლა გაღიზიანდა.

"რაც გაღიზიანებს, ის გფლობს!"

შენი მთავარი პრობლემა, სწორედ რომ კომფორტის ზონაშია. შენ იმდენად შეეჩვიე მანდ ცხოვრებას, იმდენად ჭკვიანი ხარ და იმდენად მყარია შენი რწმუნებულებათა სისტემა, რომ მხოლოდ ჩვეული და წლების მანძილზე დაზეპირებული მარშრუტით დადიხარ. შენ იმდენად ჩაიკეტე საკუთარ უსაფრთხო კომფორტის ზონაში, რომ საკუთარი ჩრდილისაც კი გეშინია, თუ სადმე უჩვეულო "პოზაში" წააწყდი მას wink.

კომფორტის ზონა

კომფორტის ზონა — ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას განვიცდით. კომფორტის ზონაში არ არის შფოთისა და შიშის ადგილი, მაგრამ ძალიან ხშირად, ადამიანები კომფორტის ზონაში დარჩენის სურვილის გამო, სერიოზულ მახეში ებმევიან, რომლიდანაც ძალიან რთულია თავის დაღწევა. ამ პოსტიდან შენ შეიტყობ იმ მახეების შესახებ, რომელსაც შენი უსაფრთხო კომფორტის ზონა გიმზადებს და ასევე შეიტყობ, თუ როგორ დააღწიო თავი ამ მახეებს.

იმისათვის, რომ გავიგოთ ჩვენი შინაგანი ბლოკების, რწმუნებულებების, შინაგანი ხმების, აზრებისა და შიშების ჭშმარიტი ბუნება, აუცილებელია გავიცნოთ ჩვენი ტვინის სტრუქტურა და გავარკვიოთ, თუ როგორ მუშაობს ის.

ის თუ იცოდი, რომ ადამიანს ერთის ნაცვლად სამი ტვინი აქვს?

დიახ, დიახ სამი ტვინი და ესენია:

  • რეპტილიის ტვინი;
  • ემოციონალური ტვინი [ლიმბური სისტემა];
  • ცერებრალური ტვინი [ნეო კორტექსი].

 

მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად:

რეპტილიის ტვინი

რეპტილიის ტვინი — ეს არის უძველესი ტვინი. მან უკვე დიდი ხანია დაასრულა განვითარება. ის ხერხემალზეა დამაგრებული და ზურგისტვინით არის დაკავშირებული მთელს სხეულთან. მისი მთავარი ფუნქციაა — ყურადღება მიაქციოს სხეულს. როდესაც შენ გრძნობ შიშს, სწორედ მაშინ არის ეს ტვინი აქტიურ მდგომარეობაში. ის ინსტინქტურად რეაგირებს შიშზე, რადგანაც აბსოლუტურად არაცნობიერად მოქმედებს. როდესაც მოულოდნელად მანქანა გამოვარდება მოსახვევიდან და დიდი სისწრაფით პირდაპირ შენზე წამოვა, შენ იმის ნაცვლად, რომ დადგე და დაიწყო განსჯა: "აი, მანქანა მოდის ჩემზე და თუ არ გადავხტი ახლავე ის აუცილებლად დამეჯახება!" უბრალოდ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე ხტები უკან და ამით უზრუნველყოფ საკუთარი სხეულის დაცვას. მოკლედ, რეპტილიის ტვინს არასოდეს სძინავს და ნებისმიერ საშიშროებაზე რეაგირებს, მათ შორის ილუზორულზეც.

კომფორტის ზონაში გაჭედვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საკვანძო მახეს სწორედ  ილუზორული შიში წარმოადგენს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველივე ახლის და განუსაზღვრელის ეშინია.

როგორც უკვე ერთ-ერთ წინა პოსტში ვისაუბრეთ, შიში — ეს არის დაცვითი მექანიზმი, რომელიც ზრუნავს ჩვენს ორგანიზმზე. რეპტილიის ტვინი პასუხისმგებელია იმაზე, რომ არ მოვხვდეთ უბედურებაში. მისი ფუნქციაა ან გაშეშება, ან გაქცევა, ან შებრძოლება. მოკლედ, თუ არ შევისწავლით ამ ტვინის ფუნქციონირების არსს და არ დავიწყებთ მის ეფექტურად მართვას, არაფერ კარგს არ მოგვიტანს ის, რადგანაც ეს არის შემზღუდველი ფაქტორი, რომელიც არ გვაძლევს სწრაფი ტემპებით განვითარების შესაძლებლობას.

ემოციონალური ტვინი

შემდეგ მოდის ემოციონალური ტვინი, იგივე ლიმბურის სისტემა. ის მუშაობს ტანდემში რეპტილიის ტვინთან და ფიზიკურ და ემოციონალურ ცნობიერს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი მხოლოდ წარსულზეა ორიენტირებული და იქ მიღებული გამოცდილება აწმყოში გადმოაქვს. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჩვენს ჩვევებზე. სწორედ მისი ფუნქციაა შეინარჩუნოს ჩვეული ქცევითი მოდელები. როდესაც შენ ცვლილებებისადმი შინაგან წინააღმდეგობას გრძნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სწორედ ემოციონალური ტვინი მართავს შენს გონებას.

ცერებრალური ტვინი

და ბოლოს — ცერებრალური ტვინი, იგივე ნეო კორტექსი. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა ტვინი. მისი ფუნქციაა — გადაწყვეტილებების მიღება, სწავლა, ანალიზი, დაგეგმვა, ვიზუალიზაცია და ა.შ. ეს ტვინი არ მუშაობს წარსულზე — ის ორიენტირებულია აწმყოზე და მომავალზე. ის არა მხოლოდ მომავლის ვიზუალიზაციას ახდენს, არამედ იკვლევს მათი მიღწევის კონკრეტულ გზებს.

სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობის ცერებრალური ტვინი იმდენად სუსტია, რომ ვერ უმკლავდება პირველი ორი ტვინის ძალას.

პირველი ორი ტვინი შენს უსაფრთხოებაზე მუშაობს, მაგრამ ხშირად მათ იმდენად ზედმეტი მოსდით, რომ შენს სიახლეებისაკენ სწრაფვას ბლოკავენ. მათი "უსაფრთხოების სამსახურის" მთავარი ინსტრუმენტები — შენი რწმუნებულებები, აზრები და ემოციებია, რომლებიც მოულოდნელად, თითქოს არსაიდან ჩნდებიან, გბოჭავენ და შენი წარმატების საბოტირებას ახდენენ.

სწორედ ამიტომ, შენი ყოველი მომდევნო დღე, ფაქტიურად მათემატიკური სიზუსტით მეორდება და წინა დღის ფერმკრთალ ასლს წარმოადგენს. შენს ცხოვრებაში არ ხდება არაფერი ახალი, რადგანაც:

"შენ წელიწადში ერთ დღეს ცხოვრობ, უბრალოდ ამას                365-ჯერ აკეთებ!" © GT

შენ უნდა განავითარო შენი ინტელექტი და მაქსიმალურად ცნობიერ მდგომარეობაში იცხოვრო. იმის გაცნობიერება, რომ მოცემულ მომენტში შენი უსაფრთხოების სისტემა ჩაირთო, შესაძლებლობას მოგცემს გაარკვიო, თუ საიდან იყო ეს სიგნალი. ის გააჩენს ცნობიერ პაუზას სტიმულსა და ინსტიქტურ რეაქციას შორის. შემდეგ კი, შენ შეძლებ მშვიდად და აუღელვებლად გააკეთო ცნობიერი არჩევანი და ეფექტურად განაგრძო გზა.

მოდი განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

სხვის თვალში სულელად გამოჩენის შიში — ეს ალბათ სიკვდილისა და საჯარო გამოსვლების შიშის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია. ადამიანები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი [ან არ გააკეთონ არაფერი], რათა არ იყვნენ სხვების მიერ გაკრიტიკებული.

ამ შიშის სათავე შორეულ წარსულში იმალება. ადრე ადამიანები პატარა დასახლებებში ცხოვრობდნენ და შესაბამისად ყველა ერთმანეთს იცნობდა. თუ ვინმე დაცინვის, გაჭორვისა და კრიტიკის ობიექტი ხდებოდა, ხმები ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ამის შესახებ. ამიტომ, ადამიანები ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევდნენ ნებისმიერ ახალ და უცხო ქმედებას და ცდილობდნენ მაქსიმალურად შერეოდნენ ერთფეროვან მასას.

დღეს უკვე შეიცვალა დრო, მაგრამ ეს რეფლექსი ჩვენს რეპტილიის ტვინში კოდურ დონეზე მაინც დარჩა. დღეს ინფორმაციის მოძრაობის სისწრაფე იმდენად მაღალია, რომ ერთი ადამიანის ქცევა უმნიშვნელო წვეთი ხდება ამ სწრაფად ცვალებად მოვლენათა ბობოქარ ოკეანეში. აქედან გამომდინარე, ადამიანებს ქალაქებში წესიერად არც კი ამახსოვრდებათ ერთმანეთი. დღეს შეიძლება შიშველმა გაირბინო ქუჩაში, შემდეგ უცბად ჩაიცვა, მიხვიდე ამ სანახაობის მაყურებლებთან და ჰკითხო: საით გაიქცა შიშველი მამაკაცი? უმრავლესობა ამაყად მიგითითებს მიმართულებას და ვერც კი მიხვდება, რომ თავად ამ წარმოდგენის გმირი იღებს მათგან ინტერვიუს cool.

დღეს უკვე ის ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ სხვების თვალში სულელად გამოჩენის, კრიტიკის და ემოციონალური თავდასხმების, გაცილებით უფრო დიდ შედეგებს აღწევენ, ვიდრე ისინი, რომლებსაც ცხვირის გამოყოფის ეშინიათ. ის ადამიანები, რომლებიც შეეჩვიენ საკუთარი უსაფრთხო კომფორტის ზონის მიღმა მოქმედებას, ხდებიან ჩემპიონები და ექსტრა კლასის პროფესიონალები.

არსებობს ასეთი გამონათქვამი:

"ჭკვიანი ბევრია, მამაცი ცოტა!"

დღეს, ისე, როგორც არასდროს აქტუალურია ეს გამონათქვამი, რადგანაც სწორედ მამაცი ადამიანები იღებენ ყველაფერს, ჭკვიანები კი მათზე მუშაობენ.

მშვენიერი მაგალითია — ევროპაში გამეფებული ეკონომიკური კრიზისი. ჩემი აზრით ეს კრიზისი პირველ რიგში ფსიქოლოგიური მიზეზების გამო გაჩნდა. შენ ალბათ გსმენია ევროპის ვალის შესახებ. საიდან გაჩნდა ეს ვალი? ძალიან მოკლედ, რომ ვთქვათ: ერთ მომენტში, ევროპულმა ფირმებმა და საწარმოებმა დაიწყეს არაეფექტურად მუშაობა. დებეტი არ დაემთხვა კრედიტს და მათ დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ გამოსულიყვნენ ამ მდგომარეობიდან. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ საკუთარი შეცდომები და გადაეწყოთ მთელი ინფრასტრუქტურა და წარმოება, მათ კრედიტის აღების სახით [კომფორტის ზონაში დარჩენა], იპოვეს ძალიან მარტივი გამოსავალი. არავითარი გაკოტრება, არავითარი პრობლემები, არავითარი ნერვიულობა, კრედიტმა ყველა პრობლემა მოაგვარა. სადღაც 30 წლის განმავლობაში ეკონომიკა სწორედ ამ მდგომარეობაში არსებობდა, კრედიტი იფარებოდა კრედიტით, ვალი კი ექსპონენციალური პროგრესიით იზრდებოდა.

ერთ მომენტში პროცენტი კრედიტზე იმდენად გაიზარდა, რომ მორიგი გადათამაშება და ახალი კრედიტის აღება არაღაფრით გამოდიოდა, რისი დამსახურებითაც 2008 წლის კრიზისმაც მოაკაკუნა. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი და ფსიქოლოგი, ადრიან ფერნჰეიმი აცხადებს: "ყველაფერი, რომ "ჯიგრულად" მომხდარიყო, საჭირო იყო მრავალი საწარმოს გაკოტრება და ამ გზით გამოსვლა მდგომარეობიდან".

მაგრამ ადამიანების კომფორტის ზონაში დარჩენის სურვილმა აქაც გაიმარჯვა და გამოსავალი გამოინახა: ახლა უკვე ქვეყვნების მთავრობებს შეუძლიათ კრედიტის აღება და ამ გზით სისტემის შენარჩუნება. გავიდა კიდევ 5 წელი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კრედიტზე გაზრდილი პროცენტები კვლავაც პრობლემებს ქმნიან. ახლა უკვე ყველაზე დიდი პრობლემები საბერძნეთსა და ესპანეთს ექმნება. გამსესხებელი აღარავინაა. მართალია მეხი ჯერ არ ჩამოვარდნილა, მაგრამ შედეგი შესაძლოა გამანადგურებელი აღმოჩნდეს მთელი მსოფლიო ეკონომიკისათვის.

სურათზე ნაჩვენებია ქვეყნების ერთიანი შიდა პროდუქტის შეფარდება მათ ვალთან [გასადიდებლად დააკლიკე სურათზე]

ჩემი აზრით აჯობებს არ დავემსგავსოთ უგუნურ ეკონომისტებსა და ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს, რომლებმაც სიმართლის თქმისა და კომფორტის ზონის დატოვების შიშით, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე "რუსული რულეტკა დაატრიალა".

სინამდვილეში, თითოეული ადამიანის არჩევანი ძალზედ უბრალოა: ან ზიხარ ჭაობში და ელოდები თუ რა მოხდება, ან აკეთებ არჩევას პერსონალურ ეფექტურობაზე და პიროვნულ განვითარებაზე და ყოველდღიურად შეუპოვრად სწავლობ კომფორტის ზონიდან გამოსვლას.

"მუხაზე ასვლის ორი საშუალება არსებობს. პირველი — შეუპოვრად დაიწყო მასზე ასვლა. მეორე — დააჯდე რკოს და ელოდო როდის გაიზრდება!" © ზიგ ზიგლარი

რჩევა: ძალიან მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა შეაჩვიო თავი კომფორტის ზონის მიღმა მოქმედებას. მე გირჩევ ყოველღიური გამოწვევები დაუწესო საკუთარ თავს. ეს უნდა აკეთო არა შედეგის გამო, არამედ თავად კომფორტის ზონიდან გამოსვლის უნარის გამომუშავების გამო!!! ეს წარმოუდგენლად საჭირო და სასარგებლო უნარია, რომელიც უდიდეს უპირატესობას მოგცემს მათზე, ვინც ჭაობში ტივტივებს და ცხვირის ამოყოფისაც კი ეშინია. ჩემი აზრით საუკეთესო გზა — თანამოაზრეთა გარემოცვის შექმნაა. ქმნადი, ეკოლოგიური და ინოვაციური იდეების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს, ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია.

სწორედ ამას ისახავს მიზნად ჩემი ახალი მულტიმედიური კურსი: "წარმატების ანბანი". იქ, აბსოლუტურად გასაგებ, "ადამიანურ" ენაზე,  დეტალურად არის გადმოცემული და მარტივ მამრავლებად დაშლილი, საკვანძო ფსიქოლოგიური ასპექტები და შემოთავაზებულია ალტერნატიული გზები თითოეული ბარიერის დასაძლევად. კურსში ვერ შეხვდები ზედმეტ ლაი-ლაის და "ჭკვიან" ფსიქოლოგიურ სიტყვებს, რომელთა საზრისსაც ფსიქოლოგების გარდა სხვა ვერავინ იგებს wink

ასე, რომ მალე, პირველად საქართველოს ისტორიაში, დღის სინათლეს იხილავს, ინტელექტიკას ქართული ტრანსფორმაციული კურსი "წარმატების ანბანი". ტექნიკური დეტალების გამო, თარიღს ჯერ ვერ ვაანონსებთ ზსუსტად, ამიტომ ყურადღებით იყავი, რათა არ გამოგრჩეს ის უნიკალური შემოთავაზება, რომელიც მხოლოდ კურსის რელიზის დღეებში იქნება.

ყურადღება მიაქციე ფოსტას, რადგანაც ინფორმაციის ყველაზე ინტიმურ მხარეს ყველასთვის არასოდეს გამოვფენ. ეს ინფორმაცია ექსკლუზიიურად მხოლოდ ჩვენს ხელმომწერებს ეკუთვნის. ასე, რომ თუ ჯერ არ ხარ ჩვენი ხელმომწერი, გადადი >>>ამ ბმულზე<<< ახლავე და გამოიწერე წიგნი სიურპრიზი. შემდეგ კი არ დაგავიწყდეს ფოსტაში ყოველდღიურად შეხედვა… რა იცი რა გელოდება იქ wink

P.S. მადლიერი ვიქნები, თუ დატოვებ კომენტარს და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებ. თუ მოგეწონა, გაუზიარე მეგობრებსაც.

P.S.S. შენი კომფორტის ზონა სწორედ პირველ ორ ტვინში ცხოვრობს და მხოლოდ ცნობიერ ნებელობითი ძალისხმევის შედეგად არის შესაძლებელი მისი გარღვევა. ხოლო ცნობიერ-ნებელობით ძალისხმევაზე სწორედ შენი პირველი ტვინი, იგივე ინტელექტი აგებს პასუხს. ასე რომ არჩევანი შენზეა, რომელ არჩევანსაც ასევე შენი ნეო კორტექსი აკეთებს wink

პატივისცემით, სიყვარულითა და რწმენით GT


Tags: , , , ,

22 комментария to “აი რა არ გაძლევს ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას…”

  1. მეწისქვილე:

    ბატონო გიორგი.ძალიან საინტერესო,აქტუალური და ფუნდამენტალურად გააზრებული საკითხია.ნებისმიერ პრობლემაზე მსჯელობისას,სწორი დასკვნების მისაღებად, აუცილებელია რომ საკითხი განხილულ იქნას დროისა და სივრცის ჭრილში.(ამას მოითხოვს დიალექტიკური აზროვნების კანონები.)თქვენს ნაშრომს მეტ დამაჯერებლობას სწორედაც, რომ საკითხის ამ კუთხით განხილვა მატებს.თუნდაც გაკრიტიკების შიშის ჩამოყალიბების ობიექტური მიზეზების შორეულ წარსულში მოძიება(საკმაოდ არგუმენტირებული)და მისი განვითარება(როგორც პროცესი) და კავშირი დღევანდელობასთან ამ ნაშრომის ერთერთ ძლიერ ადგილად მიმაჩნია.დავამატებდი,რომ ადრე, როდესაც კაცობრიობის ინტელექტუალური შესაძლებლობები სუსტად იყო განვითარებული, სიმამაცე ასოცირდებოდა ფიზიკურ ძალასთან.დღეს წინა პლანზე წამოიწია აზროვნების ძალა.შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი სიმამაცე გამოიჩინა აინშტაინმა,როდესაც მან დროის მუდმივობას კითხვის ნიშანი დაუსვა,წამოაყენა ფარდობითობის თეორია და დრო ცვალებად სიდიდეებში გადაიტანა.(მას დაძლეული ჰქონდა «სხვის თვალში სულელად გამოჩენის შიში»).მინდა გამოვთქვა ერთი მოსაზრება,კერძოდ, არ მგონია, რომ ზოგადად ადამიანებს ახასიათებდეთ სიახლის შიში.პირიქით, ვფიქრობ,რომ სიახლისაკენ სწრაფვა და ძიებისაკენ მიდრეკილება არის სწორედ კაცობრიობის განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი.თუ აქაც დროის ფაქტორს გავითვალისწინებთ,ასაკის მატებასთან ერთად,ადამიანების უმეტესობა ხდება კონსერვატორი,და ეს არ არის სიახლის შიშით განპირობებული.მაგრამ ამის განხილვა შორს წაგვიყვანს,მე კი ვატყობ ისედაც მეტი გამომივიდა.მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ნაშრომისათვის, იმ სიახლეებისათვის რაც მე შევიძინე.დიდი მადლობა.

  2. შორენა:

    ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება-ის საკუთარი თავის შექმნაა.ჯორჯ ბერნარდ შოუ
    პ.ს. საინტერესოა ფრიად

  3. მერი ბენდელიანი:

    *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO*

  4. მადლობის მეტი რა შეიძლება ვთქვა გიორგი.მოუთმენლად ველოდები ყოველ შენ ახალ სტატიას და პრაკტიკაში ვნერავ შენ რჩევებს.ძნელია ვთქვა საკუთარ თავზე რამე მაგრამ,მეუღლე აღმინიშნავს ძალიან შეცვლილი ხარო 🙂 ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ამაში ლომის წილი ინტელექტიკას მიუძღვის.ჩემი ცხოვრებაც საგრძნობლად შეიცვალა უკეთესობისკენ,ფინანსურადაც და ემოციონალურადაც. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს 🙂

  5. გიორგი:

    საინტერესოა და ველოდები მოუთმენლად ახალ პოსტებს. მადლობა

  6. ალექსი:

    მოგესალმებით და დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურად ხართ ჩართული ამ თემის განხილვაში და, საერთოდ, ამ ბლოგის გარშემო შეკრებილ საზოგადოებას! =)
    განსაკუთრებული მადლობა გიორგის იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც არ იშურებს იმისთვის, რომ უკეთესნი გავხდეთ. ნამდვილად მისასალმებელი და დროული საქმეა მსგავსი პროექტები ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო- ნათქვამია.
    დარწმუნებული ვარ, რომ «ეს განწირული სულისკვეთება» ძალიან მალე მოიტანს კეთილ ნაყოფს.
    გისურვებთ წარმატებებს საკუთარი თავის რეალიზებაში.

  7. ლია:

    ახალი სიტყვა ქართულ ცნობიერებაში!!!! როცა გავეცანი ამ თემას, ჩემთვის ჩავიკეტე ოთახში და გულდასმით გადავხედე არა მარტო ჩემს ცხოვრებას, არამედ ჩემი მშობლების, ძმის და საერთოდ ახლობლებლების ცხოვრებას, და გაოგნებული დავრჩი, ყველას გვქონდა საშუალება ცხოვრების ერთფეროვნებიდან თავის დაღწევის,ჩვენი სიჭკვიანე და ჩვენი ინტელექტი სკოლისა და უნივერსიტეტის კედლებში დარჩა, გარეთ ცხოვრება კი გამბედავმა ადამიანებმა მოიწყეს ჩვენს ხარჯზე, აღფრთოვანებულები ვიყავით მათი მიღწევებით და ვერ ვგრძნობდით რომ ამაში ჩვენი წვლილიც იყო… ბევრი რომ არ გავარგრძელო გვიან,მაგრამ ვაპირებდი გაზეპირებული მარშუტის შეცვლას, … ორშაბათიდან, ეს ორშაბათები კი საკმაოდ გაიწელა. გიორგი თავისი სულში ჩამწვდომი თემით ალბათ ბიძგი იქნება ჩემთვის, ვნახოთ რა შეიცვლება. მადლობა გიორგი.

  8. მარინე ზუხბაია:

    მადლობა ძალიან საინტერესოა.თითქოს ახალი არაფერი გავიგე,მაგრამ ჩემი როგორც დევნილისთვის აფხაზეთიდან და დღევანდელი სოციალური მდგომარეობის ფონზე ამაზე ფიქრი ძნელია დ თუ სიმართლე გინდათ ცხოველის ტვინი მაქვს მგონი უკვე რა ვაჭამო ბავშვებს და როგორ გადავიხადო ბინის ქირა. მადლობელი ვიქნები თუ შეძლებთ და გამიადვილებთ ადრე სიკვდილს

  9. ჯუნა:

    მადლობა, ჯერ პირველ რიგში ჩემს მეგობარს ირაკლის, რომ ეს გვერდი გამაცნო…
    რაც შეეხება სტატიას, ის მწარე რეალობაა აღწერილი, რომელშიც მეც საკმოად «კონფორტულად» ვცხოვრობ, გარკვეული მიზეზების გამო და მიწევს სხვისი ცხოვრებით დაინტერესებული და უსაქმური საზოგადოების აზრი გათვალისწინება

  10. ლაშა:

    სტატია ძალიან მომეწონა,საერთოდ ამ პოსტზე დაწერილი სტატიები ძალიან მომწონს,რადგან ავტორმა იცის როგორ დააინტერესოს ხალხი.მიხარია რომ ასეთი პიროვნება გამოჩნდა და ეს პოსტი დაარსა.ამ პოსტზე თითქმის ყველა სტატია რამდენჯერმე მაქვს წაკითხული,ამ სტატიების მიხედვით ვცდილობდი მეცხოვრა,მაგრამ უშედეგოდ.ვფიქრობ ეს სტატიები აუცილებელია ჩვენთვის,მაგრამ საკმარისი არაა. თუმცა დიდი სარგებლობა მომიტანა ამავე პოსტზე განთავსებულმა «ბრაიან ტრეისის» ტრენინგმა.
    რამდენი ქართველია ვინც რუსული არ იცის და ამ ტრენინგებს ვერ გებულობს.
    ბატონო გიორგი იქნებ ქართული თარგმანი გაუკეთოთ და ამ პოსტზე ისე განათავსოთ{გთხოვთ}.განა თქვენც მისი რჩევების მიხედვით არ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება?

  11. ნატული:

    გიორგი, განვმეორდები და კვლავაც გადაგიხდი გულითად მადლობას! გადაუჭარბებლად გეტყვი, რომ ძალიან საჭირო და აუცილებელ საქმეს აკეთებ, საინტერესოა შენი ყურისგდება! კვლავაც წარმატებებს მოგისურვებ, მ ე ა მ ა ყ ე ბ ი !

  12. მამუკა:

    გვეიმედები გიორგი!!!

  13. მარიკა:

    შესანიშნავია! უფრო შესანიშნავი კი ისაა, რომ ვიღაც ფიქრობს ჩვენზე, ფიქრობს ჩვენს მაგივრად, და რაც მთავარია, კითხვებს კი არ სვამს, პირდაპირ პასუხს იძლევა.
    თუმცა უნდა ვთქვა, თავის დროზე ამაზე დამაფიქრა და დასკვნები გამაკეთებინა გოფრედო პარიზეს «პატრონმა». ყველას გირჩევთ წაიკითხოთ.
    მადლობა გიორგის! ველი ახალ პოსტებს!

  14. საკუთარი «შიშიანი» წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა: რომ არა შიში, აქ მინიმუმ ათჯერ მეტი კომენტარი მაინც იქნებოდა 🙂

    კაცობრიობის ისტორია მუდმივი «შიშიანობის» ისტორიაა და სტაგნაციას ადგილი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ ყველა ეპოქას ჰყავს თავზეხელარებული, უშიშარი, არანორმალური ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ძრავის როლს ამ ისტორიის ჩარხის ტრიალში და არ აძლევენ სამყაროს დამყაყების საშუალებას.

    ქართულ სინამდვილეში სწორედაც რომ დროული იყო შენისთანა «არანორმალურის» გამოჩენა გიორგი! ახალი აზროვნების სიოს სასიამოვნო ქროლვა იგრძნობა ივერიაში და იმედი მაქვს რომ ადამიანები ამ სიოს ქარიშხლად ქცევის შიშით სოროებში შეძვრომის ნავლად ქარის წისქვილების მშენებლობას მიჰყოფენ ხელს 🙂

  15. დზალიან კმაკოფილი ვარ,უგრმესი მადლობა ბატონ გიორგის

  16. მანანა:

    მადლობა გიორგი!!!!

  17. ენდი კუბლაშვილი:

    გიორგი გამარჯობა. საჩუქრად მიღებული მაქვს თქვენი წიგნი ,,სიურპრიზი» და რა თქმა უნდა წავიკითხე. დიდი მადლობა. ვკითხულობ თქვენ სტატიებს და დიდი მადლობა. პირველი აზრი რაც თავში მომდის ამ კითხვის დროს ის არის რომ ,,ეს ყველაფერი სკოლის ასაკში უნდა იცოდეს ბავშვმა და ასეთი აზროვნებით უნდა ყალიბდებოდეს მოზარდი». იქნებ ამ კუთხითაც იფიქროთ. აი თუნდაც მიხვიდეთ რომელიმე სკოლაში, დირექტორს გააცნოთ თქვენი წიგნი,,სიურპრიზი» და შესთავაზოთ (თუ საჭირო გახდა უნდა დაუმტკიცოთ) რომ მოსწავლეებს გააცნოთ, წაუკითხოთ, მოუყვეთ თქვენი ვებ გვერდის, თქვენი ბლოგის შესახებ. დაიმეგობრეთ თინეიჯერები და ესაუბრეთ მათ. მაშინ იქნებ სათამაშო აზარტომანიასაც აცდეს ბევრი მათგანი და კომპიუტერში ფასიან თუ უფასო თამაშების ნაცვლად თქვენთან ისაუბრონ, იმოქმედონ და ასე დაიწყონ ცხოვრება სკოლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ თუ ერთხელ მოხვდება მოზარდი თქვენ ბლოგზე დატოვება გაუჭირდება. მე პირადად ზუსტად ამაზე ვფიქრობ და მინდა ეს ოცნება ჩემს პატარა ქალაქში განვახორციელო. თქვენ ხომ წუხართ, რომ ბევრი იწონებს თქვენ სტატიებს, მაგრამ ცხოვრებაში ცოტა ანხორციელებს. ჰოდა როცა ადამიანი ამ ზარებს ბავშვობიდან შეისისხლხორცებს ცხოვრებაშიც უფრო ბუნებრივად და სიამოვნებით განახორციელებს.

  18. მანანა:

    მადლობა, მადლობა, მადლობა!!!

  19. თამარი:

    მადლობა გიორგი გაიხარე

  20. ირაკლი:

    ძალიან საინტერესოა, მადლობა 🙂

  21. მადლობა სტატიისატვის ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე…..

  22. თქვენ თქვენს მიმდევრებთან ერთად მართლაც შეგიძლიათ შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

Leave a Reply