სიგარეტი კლავს [Anti Smoking]

მოგესალმები ჩვენო ერთგულო და ძვირფასო მკითხველო!

  • როგორ მიდის შენი საქმეები?
  • როგორია ამ ეტაპზე შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
  • სიგარეტს თუ ეწევი?
  • გსიამოვნებს და იმიტომ ეწევი თუ?…
  • როგორ პასუხს გასცემდი კითხვაზე: რატომ ეწევი სიგარეტს?

ამ კითხვებს შემთხვევით ნამდვილად არ ვსვამ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბლოგის თემატიკა პირდაპირ კავშირშია "წარმატებასთან", იმასაც კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ თითოეული ჩვენთაგანი, რომ წარმატება — მოქმედების გარეშე არ მოდის, მოქმედება — ენერგიის გარეშე არ მოდის, ხოლო ენერგია კი — ჯანმრთელობის გარეშე არა და არ მოდის.

ასე რომ, დღეს გადავწყვიტეთ შემოქთავაზო და ჩაგრთოთ პატარა "ანტი სიგარეტის" კამპანიაში. წესები ძალიან მარტივია: ჩვენ მოვამზადეთ, პატარა  1:29 წთ-იანი ვიდეო რგოლი, სახელწოდებით — [Anti Smoking], ხოლო შენ კი ეს ვიდეო რგოლი უნდა გადაუგზავნო, რაც შეიძლება მეტ შენს ნაცნობს (თუ გნებავს უცნობსაც) თუ რა თქმა უნდა გული შეგტკივა მათ ჯანმრთელობაზე და ზრუნავ მათი ნათელი მომავლისათვის.

მოკლედ, იმდენად რამდენადაც ეს არის საყოველთაო (საერო) სენი, ამ ვიდეოს მიზანია, რომ "ვირუსული ინფექციასავით" გავრცელდეს მთელს ქართულ ინტერნეტ სივრცეზე და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცემინოს პასუხები ზემოთ დასმულ კითხვებზე.

პირადად მე, როდესაც 20 წლიანი აქტიური მწეველობის შემდეგ, უბრალო შეურყეველი გადაწყვეტილებისა და ნებისყობის ხარჯზე დავანებე ამ მავნე ჩვევას თავი, ჩავწერე ერთი ვიდეო. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს ჩემი ახალბედობა და გამოუცდელობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თემა საკმაოდ აქტუალური და სასარგებლო გამოვიდა. 

ჩემს პირველ ვიდეოს შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ გადახვალთ ამ ბმულზე:

"მე დავანებე სიგარეტს თავი 16 397 ლარის გულისათვის!"

ახლა კი შეუდგეთ ჩვენს "ანტი სიგარეტის" კამპანიას და მოდი პირველ რიგში გაეცანი ვიდეოს.

არ დაგავიწყდეს ვიდეოზე ხარისხის მომატება და 720p HD-ზე დაყენება.

საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო მკითხველისათვის 😉

P.S. ძალიან გთოვ კომენტარებში გაგვიზიარე, თუ მწეველი ხარ — რა გიშლის ხელს თავის დანებებაში? თუ დაანებე — როგორ შეძელი? და თუ საერთოდ არასოდეს არ ყოფილხარ მწეველი — გაუზიარე მწეველებს როგორი შეგრძნებაა ეს? დამერწმუნე შენს კომენტარს ძალიან ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებაზე შეუძლია დადებითი ზეგავლენის მოხდენა;

P.P.S. "ინტელექტიკა" მთელი თავისი გუნდითა და თანამოაზრეებით, წინასწარ გიხდის უუუდიდეს მადლობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და ულევ ენერგიას!   ჩვენ ===> თქვენ ===> გვიყვარხართ!


Tags: , ,

12 комментариев to “სიგარეტი კლავს [Anti Smoking]”

  1. სუპერ პოსტია ნამდვილად ძალიან მაგარი შეგრძნება რომ არ ეწევი =) გეთანხმებით 100%-ით თავიდან შენ ეწევი მაგრამ მერე ნამდვილად შენ გეწევა სიგარეტი =) =) არ ვიცი მწეველებს დაგეხმარებათ თუ არა ეს პოსტი მაგრამ ის მაინც ვიცი რომ დაგაფიქრებთ!!!!!
    დამიჯერეთ ცხოვრება უფრო მშვენიერი და მაგარია სიგარეტის გარეშე =) =) =)

  2. დანებების რეცეპტი:

    1. დანებების ძლიერი სურვილი.
    2. დანებების გადაწყვეტილება.
    3. სიტყვის არ დარღვევა.

  3. დავითი:

    ბევრჯერ ვცადე მაგრამ არ გამომივიდა. ფსიქოლოგიურადაც მოვევემზადე თუ როგორ უარყოფით შედეგებს იწვევს სიგარეტი. მოკლედ გავიტანე ორი კვირა და მოვხვდი სუფრაზე სადაც ერთი იქედან მაბოლებდა მეორე აქედან, თან დალეულზე მაგრად გიჩნდება სურვილი და კი გავაბოლო…. რამდენჯერაც დავანებე მზგავსი შემთხვევებით დავიწყე ისევ 🙂

  4. მეგობრებო უკვე მესამე წელია, რაც სიგარეტი აღარ გვეწევა და გვანადგურებს, რასაც გულრწფელად გილოცავთ *BRAVO*

  5. აგარ მოვწევ არასოდეს

  6. დავით, ვინ ვინ და ჩემის აზრით შენ ნამდვილად უნდა შეძლო ამ მანე და დამღუპველი ჩვევის მოცილება!

    ერთ დროს მეც მასე ვიყავი, ხუთჯერ მქონდა თავის დანებების მცდელობა და ხუთივეჯერ ნერვოზი დამემართა, შემდეგ კი მივხვდი, რომ მეთვითონვე ვიზღუდავდი თავს და ის ფაქტი, რაც მე ნერვოზს მმართებდა ჩემივე შექმნილი ტოქსიკური პროგრამა იყო, რომელიც გაზვიადებული მტკიცებულებებისა და მცდარი შეხედულებების სახით მე თვითონ, უფროსწორედ ჩემმა ეგომ შექმნა… როგორც კი გავაცნობიერე, რომ ამ სენის დაძლევა მხოლოდ ჩემს რაციონალურ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული და თანაც ცხოვრებაში გაცილებით უფრო დიდი და ამბიციური მიზნები დავისახე, ისე დავანებე ამ საწამლავს თავი, რომ არათუ ნერვოზი, არამედ ერთი დღეც კი არ მიწვალია. აგერ უკვე სამი წელია, რაც აღარ ვეწევი და ერთხელაც კი არ მომდომებია!!! *OK*

  7. ანიე:

    ზოგჯერ ვეწეოდი… ჩემს საყვარელ ადამიანს ეს მსუბუქად რომ ვთქვა სწყინდა ძალიან…. ერთ დღეს უბრალოდ აღარ გავაპროტესტე მისი რეაქცია ჩემი და სიგარეტის ურთიერთობის შესახებ :-))… და ვუთხარი ჩემს თავს რომ ეს ადამიანი გაცილებით ბევრად, ათასჯერ, ათიათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია… ვიდრე ჩემივე ჯანმრთელობისთვის საზიანო მავნე ჩვევა.რომ ამის გამო ვაწყენინო..(სიგარეტი ძალიანაც მომწონდა სიმართლე რომ ვთქვა…რატომღაც…ერთ დროს,,,) მოკლედ აღარ ვეწევი….. გაპროტესტების გარეშე მივიღე მისი სურვილი… ჯანმრთელობაზე არ მიფიქრია მაშინ…ვთვლიდი რომ არ ვეწეოდი იმდენს რომ სიგარეტს ჩემი ჯანმრთელობისთვის რაიმე ევნო.. ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ მაინც ხომ უნდა დამენებებინა თავი როცა დადგებოდა საკითხი ,,ბავშვი,, :-))სიგარეტის მავნებლობა ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობისას იწყება. მე ხომ უნდა ვიყო ჯანმრთელი რომ პაწაწუნა რომ მეყოლება არაფერმა შეაწუხოს……დედა რომ ვიქნები მერე მართლა აღარ მოვწევ მეთქი ვფიქრობდი გამიგეთ ? თავს მაინც დავანებებდი …..მოკლედ… ჩემი ისტორია ესაა.ჩემი საყვარელი ადამიანი დამეხმარა. მიხარია რომ სიგარეტი მე არ მეწევა.

  8. გაიხარე ანი! *ROSE*

    მიხარია, რომ შენისთანა ადამიანები არსებობენ. ადამიანები, რომლებიც თავისთვის არ ინახავენ და არ ამწნილებენ თავიანთ გამოცდილებას და სხვებსაც უზიარებენ!

    დამერწმუნე, რომ შენი კომენტარი ბევრი ადამიანისთვის (განსაკუთრებით მომავალი დედებისთვის) საუკეთესო მაგალითი იქნება! *THUMBS UP* მადლობა!!!

  9. ქეთევანი:

    გამიგია მეგობრებისგან,რომ სიგარეტი ვითომ გაწყნარებ და ასეთი ფსიქოლოგიით ცხოვრობენ,არ შეუძლიათ ცხოვრებას პოზიტიურად,სულიერი კუთხით,ჯანმრთელი სუნთქვით შეხედონ,ზოგისთვის სიგარეტი კომფორტის შეგრძნებაა.შეიძლება სიგარეტი მოგინდეს იქ,სადაც ყველა ეწევა ოთახში,გარემოს და პირად აზროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს.თბილისში, სტუდენტობის დროს,მინდოდა,რომ სიგარეტი მომეწია,რადგან მხატვრების გარემოში ვიყავი,იქ თითქმის ყველა ეწეოდა,ლექტორებიც კი.ახლა მთიან ქალაქში,ტყეში სახლი,კავკასიის მთებისა და ალაზნის ველის ფონზე რა სიგარეტი უნდა მოგინდეს? =) თან ეკლესიურად ვცხოვრობ,უმრავლესობა არამწეველი მეგობრები მყავს,თუმცა მწეველი მეგობრებიც მყავს,მაგრამ მე ჯანმრთელი ცხოვრება ავირჩიე.მოწევის სურვილიც იკარგება. *ROSE*

  10. თამარ გილოცავთ, რომ მიიღეთ ესეთი სერიოზული გადაწყვეტიელება და ესე თამამად განაცხადეთ ამის შესახებ *THUMBS UP* *BRAVO*

  11. დავითი:

    რავიცი იმედია ერთ დღესაც მომივა მუზა და გადავაგდებ…

  12. ინგა:

    დიდიხანია ვეწევი,ძალიან მინდა თავი დავანებო,,,არ გამომდის…აუცილებლად უნდა გავანებო თავი,,არეულად ვწერ ვნერვიულობ…როგორ გავანებო თავი იკნებ იდეა მომაწოდოთ………

Leave a Reply