მიზეზი #4 — არაადეკვატური თვითშეფასება

Pull და Push ქალები

რატომ არ არის ყველა ქალი ურთიერთობაში ბედნიერი? ან როგორი უნდა იყო, რომ საყვარელ მამაკაცთან ბედნიერი იყო? სუსტი თუ ძლიერი? ან საერთოდ, რას ნიშნავს, იყო სუსტი ან ძლიერი? ჩვენ უკვე მეოთხე პოსტია, ვსაუბრობთ მიზეზებზე, რის გამოც ქალები ვერ ახერხებენ ბედნიერებას… ეს კი ერთ-ერთი მათგანია… თუ ჯერ არ წაგიკითხავს წინა პოსტები, გადადი ქვემოთ მითითებულ ბმულებზე და გაეცანი პირველ 3 მიზეზს, შეგახსენებ, რომ ჩემი ყოველი მომდევნო პოსტი წინას ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს…

პოსტი #1 >>

პოსტი #2 >>

პოსტი #3 >>

წინა პოსტებში გამოვყავით შემდეგი ტიპის ქალები:

1. "ძლიერი კაცის" ტიპი;

2. "სუსტი ქალის" ტიპი;

3. "მამიკოს პრინცესა";

4. "არ შემდგარი პრინცესა".

და მოკლედ ვისაუბრეთ, თუ რატომ ვერ ახერხებს თითოეული ეს ტიპი ურთიერთობაში ბედნიერებას — ისინი ან საერთოდ ვერ იწყებენ ურთიერთობებს, ან მალევე წყვეტენ, ოჯახის შექმნის შემთხვევაში კი, ან ანგრევენ, ან კიდევ "გაძლებაზე" ცხოვრობენ…

როგორია იდეალური ტიპის ქალი?

ან თუ არსებობს იდეალური ქალის ფორმულა?

ურთიერთობების ფაზლში, სად უნდა იყო შენ, რომ მიიღო იდეალური ურთიერთობები?

ამ თემებზე მომდევნო 3 პოსტში გესაუბრებით, ვრცლად კი ყველაფერს 16 აპრილს, ვებინარზე "მე ქალი ვარ" განვიხილავთ…

დღევანდელი პოსტი უფრო მეტად დააინტერესებთ მათ, ვინც ახლა ეძებს სასურველ პრინცს და არ იცის, როგორ იპოვოს და მოიზიდოს ის…

აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ ქალების 2 ტიპი, რომელთაგანაც ერთნი წარმატებით იზიდავენ მამაკაცებს, მეორენი კი — რატომღაც, "აფრთხობენ" მათ…

ალბათ, შეგიმჩნევია, რომ არსებობენ ხუმრობით რომ ვთქვათ, ე.წ. Wi-Fi ქალები, რომლებიც რატომღაც იმდენ მამაკაცს იზიდავენ, ბოლოს ბეზრდებათ კიდეც და "იმალებიან", მაშინ, როცა მეორე ტიპის, ე.წ. "ინფრა-რედი" ქალების ცხოვრება ისე მიდის, ერთი "რეალური კანდიდატიც" კი არ ჩნდება მათ გარშემო…

რას აკეთებენ ისეთს პირველი ტიპის ქალები, რაც ვერაფრით ისწავლეს და გაიგეს მათზე არაფრით ნაკლებმა, მეორე ტიპის ქალებმა???

აქ საქმე უკვე ეხება თვითშეფასებასა და შინაგან რწმუნებულებებს — რწმუნებულებებს მამაკაცის შესახებ…

სანამ თითოეულ მათგანს განვიხილავდეთ, გეტყვი, რომ 3 ტიპის თვითშეფასება არსებობს:

1. მაღალი;

2. დაბალი;

3. ადეკვატური.

დაბალ თვითშეფასებას მგონი განმარტება არც სჭირდება — ადამიანს აქვს კომპლექსების მთელი "ბუკეტი", რომელიც სათავეს ძირითადად, ბავშვობიდან იღებს… ჩვენ მიერ წინა პოსტებში განხილულ ქალთა ტიპებს თუ გადავხედავთ, აღზრდის მეთოდიდან გამომდინარე, დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან "სუსტი ქალები" და "არ შემდგარი პრინცესები"…

მაღალი თვითშეფასებაც სინამდვილეში, დაბალი თვითშეფასების მაჩვენებელია… მაღალი თვითშეფასების მქონე ქალები (კაცებიც) გამოირჩევიან ნარცისიზმით და ვერაფრით დააჯერებ, რომ "მათი შესაფერისი ქვა დაგორავს დედამიწაზე" smiley არადა, გულის სიღრმეში, ძალიან ეშინიათ მარტოობის და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თვალში მალავენ საკუთარ დაბალ თვითშეფასებას… ასეთ თვითშეფასებას ფლობენ ასევე წინა პოსტში განხილული ქალთა ტიპები — "ძლიერი კაცები" და "მამიკოს პრინცესები"…

ადეკვატური თვითშეფასება — მხოლოდ "ძლიერ ქალს" აქვს, რომელმაც ზუსტად იცის, სად გამოიყენოს საკუთარი სიძლიერე, სად — სისუსტე… იგი აცნობიერებს, რომ მასში უდიდესი ძალა და ენერგიაა, მაგრამ სწორად და მოზომილად იყენებს მას, სიტუაციის შესაბამისად… სწორედ ასეთი ქალის ფორმულის შექმნას შევძლებთ მომდევნო ორ პოსტში და შემდეგ კი — ვებინარზე

ახლა კი, დავუბრუნდეთ Wi-Fi (PULL) და ინფრა-რედ (PUSH) ქალებს…

Wi-Fi — იგივე Pull ქალები — გამოირჩევიან ადეკვატური და ხშირად, მაღალი თვითშეფასებით… მაღალი თვითშეფასების ქალს კაცები ჯერ "ბუზებივით ეხვევიან", მაგრამ მერე საკმაოდ უჭირთ მათთან ურთიერთობის გაგრძელება, სწორედ მათი არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასებისა და მოთხოვნების გამო და მალევე წყვეტენ მათთან ურთიერთობას…

როცა საქმე ადეკვატური თვითშეფასების ქალთან გვაქვს, ისინი ადვილად იზიდავენ მამაკაცებს და ასევე ადვილად აწყობენ მათთან იდეალურ ურთიერთობას… ალბათ, გინახავს ქალები, რომლებსაც ყველაფერი მარტივად გამოსდით და ყოველთვის ისეთი კაცები ჩნდებიან მათ გვერდით, რომ ხშირად გიკვირს, სად პოულობენ და როგორ ახერხებენ მათ მოხიბვლას და ოჯახის შექმნის შემდეგ კი — ასეთი იდეალური ურთიერთობების შენარჩუნებას…

Pull ქალებს მამაკაცის შესახებ ადეკვატური რწმუნებულებები აქვთ, ანუ ისინი უმრავლესობასავით არ ფიქრობენ, რომ "ყველა კაცი ერთნაირია" და უარესი გამიგია კიდევ "ყველა ერთ კედელთან უნდა დააყენო და დახვრიტო" smiley ან "ყველა მტკვარში გადამხტარა ერთ დღეს", ოღონდ თუ შვილი ბიჭი ყავს — "ჩემი შვილის გარდა და ამას მივხედავ მე" smiley ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ მართლა მსმენია cheeky

მოკლედ, Pull ქალებთან, კაცები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს… რადგან ადეკვატური თვითშეფასების ქალს აქვს იმის ძალა და უნარი, რომ ადეკვატური თვითშეფასების სტიმულირება მოახდინოს საყვარელ მამაკაცშიც… ურთიერთობა ჯანსაღ საწყისებზე იწყება და ვითარდება და სწორედ ამიტომ მიდის ჯანსაღ და ლოგიკურ ფინიშამდეც…

ინფრა-რედ, იგივე Push — ქალებს დაბალი, ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვთ… ისინი უმრავლეს შემთხვევებში, გაიზარდნენ ოჯახებში, რომლებშიც ან "ქალი სამზარეულოში ვიცი მე" პარადიგმა იყო და ქალი (დედა) მუდმივად დაჩაგრულ და მეორე, ან სულაც, ბოლო  ადგილას მდგომ სიტუაციაში იმყოფებოდა, რამაც კოპირება მოახდინა და შვილს "ესტაფეტით გადაეცა" ეს მოდელი.

ან კიდევ მეორე მოდელში გაიზარდნენ, კერძოდ კი — მამა ელოდა ბიჭს, გაჩნდა გოგო, მასთან ერთად კი — მამის შინაგანი უკმაყოფილება და მიუღებლობა, რის გამოც გოგონა იძულებული იყო, მთელი ცხოვრება ემტკიცებინა, რომ "კარგია" და მასაც შეუძლია რაღაც, მაგრამ მასში უკვე ქვეცნობიერად იქნა კოდირებული დანაშაულის გრძნობა — რომ მან ვერ გაამართლა მშობლების მოლოდინი და არ იმსახურებს არაფერ კარგს — და სწორედ ამიტომ, ჩამოყალიბდა დაბალი თვითშეფასება და "არ შემდგარი პრინცესა", რომელსაც არც პრინცების არსებობის სწამს და არც საკუთარი შესაძლებლობების…

Push ქალები, სწორედ ამ დაბალი თვითშეფასების გამო, ვერ ახერხებენ ურთიერთობების დაწყებას და მამაკაცების არათუ მოზიდვას, არამედ თავისით მოსული მამაკაცების ქვეცნობიერად "დაფრთხობას" ახდენენ, რადგან გულის სიღრმეში მიაჩნიათ, რომ არ იმსახურებენ სიყვარულს და შესაბამისად, აქვთ შიში, რომ "მოატყუებენ", "მიატოვებენ", "დაიტანჯებიან" და რეალურად, ყველაფერი სწორედ  ამ რწმუნებულებების შესაბამისადაც ვითარდება, რადგან სამყაროს კანონია ასეთი — რა რწმუნებულებაც გაქვს, იმ სცენარით ავითარებ შენს ცხოვრებას…

თუ მიგაჩნია, რომ აუცილებლად მარტო დარჩები, ქვეცნობიერად ისე წაიყვან ცხოვრებას და მოვლენებს, რომ ბოლოს, სინამდვილეშიც მარტო დარჩები…  როგორც კი Push ქალები ერთხელ მაინც განიცდიან სიყვარულში მარცხს, მათ "მიატოვებენ" და "დაიტანჯებიან", უკვე მყარად უყალიბდებათ მამაკაცების შესახებ რწმუნებულებები, რომ "ყველა კაცი ერთნაირია" და "ურთერთობის დაწყება საშიშია და ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"… ჰოდა, სწორედ ამ რწმუნებულებების გამო, ისინი თავიანთ ცხოვრებაში აკოპირებენ და აკოპირებენ სწორედ იმ პირველი მამაკაცისა და ურთიერთობის მოდელს, რომელშიც არ გაუმართლათ ან მიატოვეს…

რაშია ასეთი ქალებისთვის გამოსავალი?

გამოსავალი, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, აქაც საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებაშია… უამრავი ტექნიკა არსებობს და "ინტელექტიკასაც" ბევრი ტრენინგი და კურსი აქვს, რომელიც ბავშვობაში ჩამოყალიბებული რწმუნებულებების გადაფორმატებაში, რეალობის აღქმასა და გაცნობიერებაში და თვითშეფასების ადეკვატურ ნიშნულამდე აყვანაში ეხმარება ადამიანს… ერთ-ერთ ტექნიკას კი 16 აპრილს ვებინარზე "მე ქალი ვარ" გაეცნობი…

ასე რომ, თუ ჯერ არ გაგივლია რეგისტრაცია ვებინარზე, გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე, გაიარე უმარტივესი პროცედურა და გააფორმე ხელმოწერა: http://inteleqtika.biz/webinar

P.S. დღევანდელ პოსტს აქ დავასრულებ და შეგახსენებ, რომ მომდევნო 2 პოსტში ჩვენ ერთად გამოვიყვანთ "ბედნიერი ქალის ფორმულას" და გვეცოდინება ყველა ინგრედიენტი, რომლითაც შეგვეძლება ჩვენი თავი "ბედნიერ ქალად" და შესაბამისად, ჩვენი მამაკაცი "ძლიერ კაცად" მოვამზადოთ wink

P.P.S. დაელოდე ჩემს ხვალინდელ პოსტს და ნუ დაიზარებ კომენტარებისა და უკუკავშირის გაკეთებას, რომ ერთად უკეთ დავინახოთ და გავიაზროთ, რა პრობლემები მუსირებს ჩვენს გარშემო, "სად მარხია ძაღლის თავი" და როგორ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გავხდეთ ქალი, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს…

თუ მოგეწონა პოსტი, გაუზიარე მეგობრებსაც…

სიყვარულით, ნატა თვალაძე [NT]


Tags: , ,

Leave a Reply