ახალი წელი ახალი პრიორიტეტებით

 

 

 

 

"მთავარია მთავარი იყოს მთავარი!"

და რა არის შენს ცხოვრებაში მთავარი?

დღეს ჩვენმა "ოთხმა კვანტუმმა" ჩამაფიქრა…

კი მაგრამ — ეს ხომ 4 მამოძრავებელი ენერგიაა?

  • გონება [IQ].
  • სული [SQ].
  • ემოციები [EQ].
  • სხეული [PQ].

ესენია ენერგიები, რომლებიც ავითარებს ადამიანს და სამყაროში ამჟღავნებს, როგორც ძლიერ და წარმატებულს, ან უსუსურსა და ხელმოცარულ პიროვნებას!

მოდი სათითაოდ გავშიფროთ:

1. გონება [IQ]. ჩვენი ხედვა და მიზნები. სისტემების შექმნა.
2. სული [SQ]. ეს არის იდეა [ცხოვრების საქმე], რომლის აღსასრულებლადაც მოგვავლინა შემოქმედმა.
3. ემოციები [EQ]. ურთიერთობები. ოჯახი. ქალი/მამაკაცი. შვილები. ახლობლები.
4. სხეული [PQ]. ჯანმერთელობა. მოქმედება.

და როგორ ანაწილებ შენ პრიორიტეტებს?

  • რა უფრო მთავარია — ოჯახი თუ ბიზნესი? ჩემთვის — ოჯახი!
  • რა უფრო მთავარია — ჯანმრთელობა თუ ბიზნესი? ჩემთვის — ჯანმრთელობა!

პირადად მე, პრიორიტეტების ასეთი თანმიმდევრულობა გამომდის:

1. სხეული [PQ]. ჯანმრთელობა. საკუთარი თავი. ნამდვილად არ უნდა ორი აზრი იმას, რომ თუ ავად გავხდები და დავსუსტდები, არავითარი სარგებელი არ იქნება ჩემგან. გამოდის, რომ საკუთარი თავის მიღება და სიყვარული — ეს არის სათავე და #1 პრიორიტეტი. ჩვენ არ შეგვიძლია გვიყვარდეს სხვა იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ჩვენ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ამ თეზისს და ფეხები ვაბაკუნოთ საკუთარი თავმდაბლობის დასამტკიცებლად, მაგრამ არსებობს ერთი უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც აცხადებს: შენ არ შეგიძლია გასცე ის, რაც არ გაქვს!

2. ემოციები [EQ]. ურთიერთობები. შვილები. მეორე ნახევარი. მშობლები. მეგობრები. ეს ბევრად უფრო მთავარია, ვიდრე ჩემი საქმე, იმიტომ რომ თუ ურთიერთობებში ჩავარდნა მაქვს, მაშინ ვერანაირი საქმე ვერ მომიტანს ბედნიერებას. რისთვის ვმუშაობთ? რად გვინდა სახლები, აგარაკები და ავტომანქანები? სასაცილოა. რესურსის გენერირებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც ღირს ამის კეთება. სხვა შემთხვევაში საქმის კეთება უბრალოდ დამტკიცებაა და სხვა არაფერი — ანუ ეგოსთან რბოლა, რომელსაც ვერასოდეს დაეწევი.

3. სული [SQ]. ცხოვრების საქმე — ჩვენი საკვანძო კომპეტენცია. ეს არის გამჟღავნების სფერო ადამიანებთან მიმართებაში — სიკეთე სამყაროს. ოსტატობა [ვირტუოზობა], რომელიც გამოუსწორებელ სარგებელს აყენებს სამყაროს. ეს ყველაფერი კი მადლიერების, აღიარებისა და სიმდიდრის უკუკავშირით ჯილდოვდება. გამჟღავნება ნიშნავს ვირტუოზული შინაგანი თამაშის [მიზეზი] ბუნებრივ უკუკავშირს, ანუ — შენი ვირტუოზობის გარეგან თამაშში გამღავნებას და სამყაროსთვის კუთვნილის დაბრუნებას [შედეგი]. ეს არის ჭშმარიტი გაცემა, ხოლო, როგორც უკვე ვიცით — ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ ის, რაც არ გაგვაჩნია!

4. გონება [IQ]. დიახ, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ პრაქტიკამ მიჩვენა, რომ თუ მინდა ვიყო ეფექტური — ჯერ უნდა ვიმოქმედო და მხოლოდ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ვიფიქრო… რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება "სიბეცე"… როდესაც ადამიანს მწიფე და ეკოლოგიური ფასეულობები აქვს, ის არ ჩაიდენს სიბეცეს… რაც შეეხება სწავლას და სისტემების შექმნას, მე უკვე ზუსტად ვიცი, თუ რომელ მომენტში რა მჭირდება და მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე ვიწყებ სწავლას… ანუ აღარ ვარ ინფორმაციის კოლექციონერი.

ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სფეროები შეიძლება იყოს მთავარი. ეს ჩემი გრადაციაა, რომელსაც არ აქვს პრეტენზია უნივერსალურობაზე და ჭეშმარიტებაზე.

ეს იდეალური ვერსიაა [პირადად ჩემთვის], რომელსაც ვცდილობ მივდიო და ნაწილობრივ გამომდის.

მოდი ვნახოთ, თუ როგორ ნაწილდება პრიორიტეტები სინამდვილეში?

ამის დანახვას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ უბრალოდ, ცალი თავალით გადავხედავთ ჩვენს მოქმედებებს. ამის გაკეთება კი ძალიან ადვილია, უბრალოდ უნდა შევხედოთ იმას, თუ როგორ ვანაწილებთ დროს და რა დროს ვუთმობთ თითოეულ სფეროს.

დაკვირვების შემთხვევაში, აბსოლუტურად საპირისპირო სურათს მივიღებთ. აი ჩვენი პრიორიტეტების შკალა:

1. სული [SQ]. საქმე. სამსახური/ბიზნესი. ძირითადად მთელ დროს საქმეს ვუთმობთ. რომელიც ადამიანების უმრავლესობის ცხოვრებაში, საერთოდ არც არის "გულის საქმე". ესეიგი სიტყვა "სულს" აქ ფორმალური სახე აქვს. ჩვენ შეიძლება საჭმელი არ ვჭამოთ და არ დავიძინოთ, თუ საქმეს სჭირდება. შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ ვინახულოთ ახლობლები. რატომ? იმიტომ რომ არ გვცალია. ჩვენ ხომ საქმეს ვაკეთებთ?! მაგრამ, ისმის კითხვა — რისთვის?

2. გონება [IQ]. სწავლა. ფიქრებში დაკარგული [მენტალური მასტურბაცია].

3. ემოციები [EQ]. ოჯახი. მეგობრები. ურთიერთობები.

4. სხეული [PQ]. ჯანმრთელობა. საკუთარი თავი.

ამ გამრუდებული მოდელით ვიტანჯებით ყველა — და რა თქმა უნდა, იტანჯება ის საქმეც, რომელსაც ვაკეთებთ. ეს უმწიფარი ფასეულობების გამო ხდება, ანუ ეს არის ტიპიური რეაქტიური ადამიანის ცხოვრების მოდელი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობს, ჯერ კიდევ არ განვითარებულა სათანადოდ. დიახ, დიახ — ეს ჩვენ გვეხება, ყველას…

ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ საკუთარი თავის სიყვარული და ჯანმრთელობა ბოლო ადგილზე გვიდგას [მე უკვე შევცვალე ეს და სწორედ მას შემდეგ მოვიდა ეს გამონათებაც და საერთოდ — მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა].

რაც საკუთარი თავი და ჯანმრთელობა #1 პრიორიტეტი გახდა ჩემთვის, მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა… ათჯერ უფრო მეტად შემიყვარდა ადამიანი, გაიზარდა ჩემი შემოსავლები, გამრავლდა პოზიტიური უკუკავშირი სამყაროსგან და ა.შ.

ბოლო დღეებია, ისეთი გამონათებები მომდის ვარჯიშისას, რომლებიც უახლეს მომავალში პირდაპირი გაგებით — მილიონერად მაქცევს.

როდესაც ადამიანს საკუთარი თავი და ჯანმრთელობა ბოლო ადგილზე უდგას, სწორედ ეს ხდება ყველაფრის სათავე და მას უბრალოდ არ უნდა გაუკვირდეს, რომ სიბნელეში, სივიწროვეში, სინესტეში და სუნში ზის, იმიტომ რომ თავად შეიძვრინა თავი ამ საჯდომში. ეს უბრალოდ შედეგია — და ეს აბსოლუტური ნორმაა!

პირადად შენ, როგორ ანაწილებ დროს?

პირადად მე, საკუთარი თავი და ჯანმრთელობა ვაქციე #1 პრიორიტეტად… ყოველ დილას [უკვე ერთი თვეა] დავდივარ ფიტნეს დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მეუბნება — ასე არ შეიძლებაო… მე არ მაინტერესებს, ერთ ყურში ვუშვება და მეორედან ვათავისუფლებ, იმიტომ რომ პირველ რიგში თვითდისციპლინაზე ვმუშაობ და ჩვევას ვიმუშავებ — საკუთარი თავის მართვის ჩვევას. ვდგები დილის 7 საათზე, დაწოლით კი, ვწვები გვიან, იმიტომ რომ საქმეები მაქვს wink

როგორ ფიქრობ, ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში? რა უფრო მთავარია?

აი, მაგალითად გუშინ, საქმეს ვაკეთებდი, შევედი ნატასთან, იძინებდა [ეს პოსტი დაიწერა ერთი თვის წინ — მასტერ-მაინდში], ძილი ნებისა ვუსურვე და უცებ მივიღე იმპულსი: "ძილის დროა — მე შენი სხეული ვარ, რომელმაც უნდა გატაროს და გაკეთებინოს დიდი საქმეები, ამიტომ მომიარე და დამასვენე…"

არა, ეს არ იყო გრემლინი, მე უკვე ვისწავლე ნამდვილი "მე"-სა და გრემლინის ხმების გარჩევა…

ეს არ იყო გრემლინი და მე დავუჯერე მას! მე გავიხედე წინ და არ მივაყენე ტრამვა სხეულს, რადგან დილას ადრე ვიყავი ასადგომი.

რატომ მოვიქეცი ასე და რამ მიბიძგა ამისკენ?

ფასეულობამ დაიწყო დამწიფება და ეს არის ნამდვილი განვითარევბის დონე!

ჯანმრთელობა და საკუთარ თავზე ზრუნვა — ჩემი ფასეულობაა და ისინი ჩემს შინაგან ორიენტირებად იქცნენ! [არაცნობიერი კომპეტენცია!]

როგორც იქნა მე გავიგე, თუ რა არის მთავარი ჩემს ცხოვრებაში… და ჩემს მაგალითზე გთხოვ დაფიქრდე შენც.

ჩამოყალიბდი:

1. რა არის მთავარი შენთვის და როგორი თანმიმდევრობით?
2. რაზე ხარჯავ დღეს დროს და არის თუ არა ეს ინვესტიცია მიზანშეწონილი?
3. შენი მოქმედებები ჰარმონიულია თუ არა შენს ფასეულობებთან?
4. დამწიფდნენ თუ არა შენი ფასეულობები?

დაფიქრდი!

P.S. რამდენიმე დღეში ახალი წელი ახლოვდება და ჩვენ განვიზრახეთ დაუვიწყარი საუქრები გაგიკეთოთ… ამიტომ, ყურადღებით იყავი… ამ დღეების განმავლობაში, ყოველ დღე მოგიკაკუნებ ფოსტაში. ხვალ შემოგთავაზებ პოსტს, თუ როგორ ვაქციოთ 2015 წელი ნამდვილ შედევრად… პირველ საჩუქარს სწორედ ხვალ მიიღებ… ასე რომ — ფხიზლად იყავი, არ დააგვიანო wink

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი და თვლი, რომ შენი მეგობრებისთვისაც სასარგებლო იქნება, აუცილებლად გააზიარე და კომენტარის დატოვებასაც ნუ დაიზარებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი აზრი.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


Tags: , , ,

4 комментария to “ახალი წელი ახალი პრიორიტეტებით”

  1. ლაშა:

    თუ საკუთარი თავი არ გიყვარს სხვასაც ვერ შეიყვარებ

  2. მამუკა:

    უღრმესი მადლობა სასარგებლო რჩევებისტვის, დამდეგს გილოცავთ, წარმატებები

  3. გიორგი:

    «შენ არ შეგიძლია გასცე ის, რაც არ გაქვს!», მაგრამ შენ ყოველთვის გაქვს რაღაც, რაც შეგიძლია გასცე. =)

  4. nino:

    madlobaaaa……

Leave a Reply