როგორ ვაქციოთ 2015 წელი ნამდვილ შედევრად

2014 წელი დასასრულს უახლოვდება და მე ვმუშაობ დაუსრულებელი საქმეების დაფინალებაზე, რომლიდან მთავარიც არის 30 დღიანი ტრენინგი-პრაქტიკუმი: "ფინანსური ინტელექტი’კა". ვაანალიზებ 2014 წლის მოვლენებს, ვიღებ გაკვეთილებს, ვაკეთებ დასკვნებს, ვეძებ საუკეთესო მომენტებისა და მიღწევების ფესვს და ვხვდები, რომ — ეს იყო ყველაზე საკვანძო და გარდამტეხი წელი მთელ ჩემს ცხოვრებაში.

2014 წლის საუკეთესო მოვლენები და მიღწევები იყო უტყუარი შედეგი იმისა, რომ მე განვიზრახე, შემებიჯებინა განუსაზღვრელობაში და გადამედგა ყველაზე უჩვეულო და არანორმალური ნაბიჯები, რაც კი ოდესმე გადამიდგამს. ეს იყო წელი, რომელმაც მ~თელი ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა… თანაც — სამუდამოდ!

მე ძალიან ნათლად გავაცნობიერე, რომ შეუძლებელია მიაღწიო რაიმე გრანდიოზულს და პრინციპულად ახალს, თუ შენს ცხოვრებაში ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება.

ერთი და იგივე ფიქრები, ემოციები, მოქმედებები და მოვლენები — ეს არის ჭაობი, რომელშიც იძირებიან და ქრებიან ჩვენი საუკეთესო ზრახვები, თამამი სურვილები და სანუკვარი ოცნებები. ჩვენი ფსიქიკის უძველესი, ინსტინქტური და თვითგადარჩენაზე ორიენტირებული მექანიზმები და გარემოცვის ყოველდღიური ინერცია, თითოეულ ჩვენგანს ამ "კომფორტული ყოფიერების ჭაობში" მიგვათრევს, სადაც ყველაფერი ნაცნობი, პროგნოზირებადი და განპირობებულია.

როდესაც ამ ჭაობს ეჩვევი [და შენ უკვე მიჩვეული ხარ], ცნობიერება, რომელიც შენი ზრახვების ასრულებაზე აგებს პასუხს — იძინებს, შენ კი უბრალოდ, მოვლენების დამკვირვებელი ხდები, რომელიც უბრალოდ არსებობს და საკუთარ პასუხისმგებლობას "სხვას" აბარებს.

სად ვიპივოთ "ინსტრუმენტები", რომლებიც გამოაღვიძებენ შენს შემოქმედებით ცნობიერებას? რომლებიც შთააგონებენ შენს კრეატიულ აზროვნებას ინოვაციების შექმნაზე და შენი ცხოვრების ხარისხს ასჯერ გაზრდიან? ძალიან მალე, ჩვენ ერთად მივიღებთ პასუხებს ამ კითხვებზე.

პასუხები ამ კითხვებზე, ან მათი არ ქონა, ყოველდღიურად განსაზღვრავს შენი აწმყოსა და მომავალის ხარისხს. ყოველ წამს შენ იღებ გადაწყვეტილებას [ცნობიერს — არაცნობიერს], თუ როგორ მომავალში აღმოჩნდები ხვალ, ზეგ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ…

პრინციპში, დიდი არჩევანი არც გაქვს… შენი მომავალი ან იქნება იმის განმეორება, რაც იყო წარსულში [იგივე შედეგები, მოვლენები, შესაძლებლობები], ან — აბსოლუტურად ახალი, წარმოუდგენელი შესაძლებლობებით, შედეგებითა და ფაქტებით სავსე.

წარმოიდგინე, როგორი იქნება შენი ცხოვრება ერთი დღის, ერთი კვირის, ერთი თვის, ერთი წლის შემდეგ! ახლა კი ჰკითხე საკუთარ თავს:

  • ის, რასაც მე ვფიქრობ, ვგრძნობ, ვაკეთებ ან ვიღებ, წარსულშიც იყო, თუ პირველად ხდება?
  • თუ ეს რაღაც ახალია, რამდენად განსხვავდება ის ყოველივე იმისგან, რაც წარსულში იყო?
  • ეს სერიოზული გარღვევაა, თუ უმნიშვნელო მოდიფიკაცია იმისა, რაც უკვე იყო?

ძირითადი ფოკუსირება მოახდინე 4 საკვანძო სფეროზე:

  • ჯანმრთელობა;
  • ფინანსები;
  • ურთიერთობები;
  • პერსონალური განვითარება.

თუ დიდი პროცენტი იქედან, რაც შენს ცხოვრებაში ხდება არ  ახალია და ძველია, ესეიგი შენ დაბალი თვითშეფასება გაქვს და შენი აწმყო — შეშინებული წარსულის მიერაა განპირობებული, რაც ავტომატურად გაძლევს ერთფეროვნებას და შენი მომავალი შენივე უპერსპექტივო წარსულის ფერმკრთალი ასლი ხდება.

თუ გგონია, რომ რაღაც შეიცვლება, ძალიან ცდები, იმიტომ რომ თავისით არაფერი შეიცვლება. დამიჯერე, მე ამ თემას წლები შევალიე და ზუსტად ვიცი, რასაც ვსაუბრობ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნებისმიერი ოცნებისა და მიზნის რეალიზების პროცესი, სინამდვილეში — ეს არის ჩვეული და წარსულის მიერ განპირობებული შავ-თეთრი სამყაროს მოჯადოებული წრის გარღვევისა და სრული განუსაზღვრელობის სივრცეში გასვლის პროცესი.

განუსაზღვრელობის სივრცე — ეს არის ტერიტორია, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად უცხო და ახალია, სადაც ხდება ის, რაც წარსულში არასოდეს მომხდარა… სადაც შენს გამოცდილებას არ შეუძლია გიკარნახოს, თუ როგორ მოიქცე და საქმეში შენი კრეატიული ცნობიერების — ღვთაებრივი პოტენციალის ჩართვა გიწევს. ეს არის სპონტანურობისა და დაუვიწყარი თავგადასავლების სივრცე, სადაც მუდმივად აწმყოა და შიშისა და სკეპტიციზმის ადგილი არ არის. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ამ სივრცეში შებიჯება… და არა იმიტომ, რომ ეს ერთეულები რაიმე უპირატესობით სარგებლობენ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ — დანარჩენი უბრალოდ, ვერ ბედავს. ისინი იმდენად არიან მიჯაჭვულები საკუთარ განათლებას, ფიქრებს, რწმუნებულებებსა და დოგმებს, რომ სიამოვნებით შესწირავენ მთელ ცხოვრებას იმის მტკიცებას, რომ სხვა ალტერნატივა და ჭეშმარიტება, უბრალოდ, არ არსებობს.

ოდესმე სანუკვარი ოცნება თუ აგხდენია?

თუ კი, კარგად გაიხსენე ეგ მომენტი და შენ აღმოაჩენ, რომ ის, რაც მაშინ მოხდა — იყო აბსოლუტურად ახალი შენს ცხოვრებაში. ოცნების ახდენის მომენტში, შენ იღებ ან განიცდი რაღაც ახალს!

ძალიან მიყვარს სიტყვა "ახალი"… და ძალიან მინდა, რომ 2015 წელი იყოს პრინციპულად ახალი და განსხვავებული მისი წინამორბედი წლებისგან.

სწორედ ამიტომ, მთელმა ჩვენმა გუნდმა, ერთხმად გადავწყვიტეთ, 2015 წელი ვაქციოთ ჩვენთვის და ჩვენი ერთგული მკითხველებისთვის, ესეიგი შენთვის, ნამდვილ შედევრად და დაუვიწყარ ზღაპრად.

პირველ რიგში, მინდა, დაუვიწყარი საჩუქარი გაჩუქო. ეს არის ჩემი 3 საათიანი ვებინარის ჩანაწერი: "როგორ მივაღწიოთ წარმატებას ნებისმიერ სფეროში".

რაც შეეხება მომდევნო საჩუქარს, ეს იქნება ცოცხალი ონლაინ ვებინარი: "ჩვენ არ გვეხება კრიზისი. როგორ ვაქციოთ 2015 წელი ნამდვილ შედევრად".

და კიდევ ერთი გრანდიოზული საჩუქარი… თუმცა, მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ, რომელსაც ვებინარზე გაიგებ…

ეს ვებინარები დაგეხმარება, აქციო შენი ახალი წელი ნამდვილად ახლად, აავსო ის დაუვიწყარი მომენტებით, შესაძლებლობებითა და მიღწევებით!

თუ დაგაინტერესა ჩემმა წინადადებამ cheeky, მაშინ გადადი ამ ბმულზე: მსურს მივიღო საჩუქარი ახლავე >> გააფორმე ხელმოწერა და შენ მყისვე მიიღებ ჩემი ვებინარის ვიდეო-ჩანაწერს… რაც შეეხება ცოცხალ ვებინარს, ის ჩატარდება შაბათს, 27.12.14, 20:00 სთ-ზე.

P.S. ასევე, ვებინარზე მე მოგიყვები ჩემ მიერ გაკეთებული კვანტური ნახტომის შესახებ, თუ როგორ გავზარდე 2014 წელში ჩემი შემოსავლები თვეში 10.000 ლარამდე. ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს, საგრძნობლად გაზარდოს საკუთარი შემოსავლები 2015 წელს!

მსურს მივიღო საჩუქარი ახლავე >>

P.P.S. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საკუთარი ფინანსური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რომელიც ძალზე იშვიათად ჩნდება… და მხოლოდ ყველაზე ყურადღებიანი და გაბედული ადამიანები დაინახავენ მასში უნიკალურ შანსს და გამოიყენებენ დაუვიწყარი და გრანდიოზული ფინანსური მომავლის ასაშენებლად!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT


Tags: , , ,

5 комментариев to “როგორ ვაქციოთ 2015 წელი ნამდვილ შედევრად”

  1. ლაშა:

    ჩხოვრების აზრია გვქონდეს ცხოვრების დიდი მიზანი, მის განსახორციელებლად საჭიროა მოტივაცია.მტავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯამრთელობას,ფინანსებს,ურთიერთობას და თვიტგანვითარებას.

  2. 2015 წელს შედევრად ვაქცევთ იმ შემთხვევაში თუ დავეხმარებით ადამიანებს განადგურებული ჯანმრთელობის აღდგენაში,დავასაქმებთ-პურის ფული მაინც რომ აიღონ.დაუბრუნებთ ხვალინდელი დღის რწმენას,დაუბრუნებთ იმედს და ბოლოს და ბოლოს დავინახავთ გაღიმებულ ხალხს.დამერწმუნეთ,ბევრს არ უხარია ახალი წლის მოსვლა სიდუხჭირის,ავადმყოფობის,სახლში დარჩენილი უსწავლელი და უმუშევარი შვილების და სხვა მიზეზთა გამო.

  3. სალომე:

    2014 წელი გარკვეულწილად ჩემთვისაც გარდამტეხი წელი იყო! ყოველ შემთვევაში მოხდა ისეთი რაღაცები ჩემს ცხოვრებაში, რაც დიდი ხანია, აღარ ხდებოდა ან საერთოდ არ მომხდარა! სხვათა შორის აქედან ბევრი ცუდიც იყო და ძალიან ცუდიც! მაგრამ «კარგ რაღაცებს» შორის იყო ისეთი მძაფრი შეგრძნებები, რომ მათზე უფრო ვკონცენტრირდები და ჩემს ცნობიერებაში ეს წელი სამუდამოდ საეტაპოდ დარჩება! მთავარს მინდა გავუსვა ხაზი — მე ვისწავლე მღელვარებასთან ბრძოლა! შეიძლება ყველა ბრძოლაში გამარჯვებული არ გამოვდივარ, მარამ ვიბრძვი, ვდუღვარ, არ ვნებდები… ასევე პოზიტივზე ფოკუსირებამ მომცა სერიოზული შედეგები მისი «გაფუების» სახით და ყველაზე მთავარი — თვითშეფასების საკითხს «ჩავუჯექი» სერიოზულად და აქაც თვითონ სამყარო მომეხმარა და აღმოვაჩინე რაღაც-რაღაცები 😉 😉
    ამ ყველაფერში გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ «ინტელექტიკასადმი»! ღმერთი ხედავს ჩემს გულწრფელობას! გლოცავთ და დაგილოცავთ შემდგომ ნაბიჯებს! <3 *IN LOVE*

  4. ლოლიტა:

    როგორ მოვხვდე თქვენთან ტრენინგზე?
    =)

  5. გიორგი:

    საკუთარ ტყავზე გამოვცადე ამ თემის შინაარსი სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ძალიან მძაფრად. სამწუხარო ის არის რომ ეს ცრუ რწმუნებულებების ჭაობი რაც ძალი და ღონე აქვს გითრევს შიგნით ამას პლიუს გრემლინიც ემატება და მაგარ ,,შარში იჩითები». ეს ჭაობი მართლაც ვერ ახერხებს სხვანაირად შეხედოს სამყაროს, თავისი დოგმები აქვს და ვერც კი წარმოუდგენია სხვანაირადაც რომ შეიძლება თურმე. ხანდახან გგონია რომ გახვალ და ცოტა ბილიკს დატოვებ რომ სხვებმაც გამოიარონ, მაგრამ არა, სხვებს მხოლოდ დიდი ,,ავტობანები» ურჩევიათ სადაც სიჩქარე წინასწარ განსაზღვრულია უკვე. და შენს ბილიკს კი შორიდან უყურებენ როგორც ტელევიზორს თბილად მოკალათებულნი სავარძელში, ტელევიზორში ხომ ყველაფერი ტყუილია. ამის მერე შენ მარტო რჩები სხვა განზომილების მდგომარეობაში შენს საყვარელ გრემლინთან ერთად და ეგგრევე უკან დაბრუნებაზე იწყებ ,,ჩალიჩს»

Leave a Reply