მხ. ფილმები

 

პოლიანნა

ფილმი გადაღებულია ელეონორა პორტერის რომანის მიხედვით. პოლიანნა უიტერი – მთავარი გმირი, იყო მისიონერების შვილი. პოლიანნა ყოველთვის იყო კეთილი და მხიარული გოგონა, რომელიც ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და ყველაფერში ხედავდა მხოლოდ კარგს. მაგრამ უეცრად მშობლების გარდაცვალების შემდეგ მას მოუწია საცხოვრებლად პატარა ქალაქში დეიდასთან გადასვლა. ქალაქი დასახლებული იყო უჟმური და გაბოროტებული ადამიანებით.

მაგრამ მიუხედავად ცხოვრების ასეთი განვითარებისა, პოლიანნა დარჩა ისეთივე მხიარული და კეთილი როგორიც იყო და ამ თვისებების დამსახურებით, დროთა განმავლობაში დიდი ზეგავლენა მოახდინა ამ ქალაქის ცხოვრებაზე და მცხოვრებლებზე.

 ვრცლად

უკანასკნელი საჩუქარი

ჯეისონ სმიტის მდიდარი ბაბუის სიკვდილის შემდეგ. ჯეისონი რა თქმა უნდა, დიდი ანდერძის მიღებას ელის. მაგრამ ყველაფერი ასე იოლად არ არის.
 
ბაბუამ შეიმუშავა ცხოვრების შესწავლის სპეციალური ინტენსიური კურსი: თორმეტი საფეხური, ყოველივე მათგანის დაძლევისას, ჯეისონი უნდა მიხვდეს, რა არის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი – ფული თუ ბედნიერება.

 ვრცლად

რევოლვერი

"უდიდესი მტერი დაიმალება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად დაუწყებთ ძებნას!"
იულიუს კეისარი, 75 წელი ჩ.წ.ა
 
"ერთადერთი საშუალება დაჭკვიანებისა, არის ეთამაშო უფრო ჭკვიან მოწინააღმდეგეს!"
ჭადრაკის საფუძვლები, 1883 წელი
 
"ბიზნესის პირველი წესი – დაიცავით თქვენი ინვესტიციები!"
ბანკირის ეტიკეტი, 1775 წელი

 ვრცლად

უსაზღვრო

ნიუ-იორკელ ედის პრობლემები აქვს. სრულიად შემთხვევით იგი პოულობს პრეპარატს, რომელიც ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის. ედი იღებს წამალს და მისი საქმიანობა უფრო პერსპექტიული ხდება. მაგრამ პრეპარატს უკუჩვენებაც აქვს…

 ვრცლად

კორექტირების ბიურო

კონგრესმენი დევიდ ნორისი სწრაფად მოძრაობს კარიერის კიბეზე. სადღაც გზაში ის ხვდება ლამაზმან–ბალერინას სახელად ელიზა, მაგრამ ვერ ხვდება რატომ ვერ იცნობს ახალგაზრდა გოგონას უფრო ახლოს – უცნაური მოვლენები სულ უშლიან ხელს და ერთმანეთს უფრო და უფრო აშორებენ…

 ვრცლად

 

ზაზუნას დღე

ტელევიზიის კომენტატორი ფილ კონორსი ყოველწლიურად ჩამოდის პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქში ზაზუნას დღის აღსანიშნავად. მაგრამ ამჯერად მხიარულება არ ჰგვას ადრინდელს. დრო მას ბოროტად გაეხუმრა: ადგა და გაჩერდა. ახლა ფილის კალენდარზე ერთი და იგივე რიცხვია სულ – 2 თებერვალი, რომელსაც ის ვერაფრით ვერ სცდება. წამყვანი ცდილობს ამ კომიკური სიტუაციისგან სარგებელი გამონახოს… ფილს ერთადერთი სანუკვარი ოცნება აქვს დარჩენილი – 3 თებერვალი…

 ვრცლად

მშვიდობიანი მეომარი

დენ მილმანი – ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე, იგი ვარჯიშობს კოლეჯში და ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას.

 ვრცლად

ბედნიერების კვალდაკვალ

ფილმი "ბედნიერების კვალდაკვალ" – დრამაა, გადაღებული ამერიკელი რეჟისორის გაბრიელ მუჩინოს მიერ.

ვრცლად

დაპირისპირება გიგანტებთან

რა უნდა ქნას მწვრთნელმა, როდესაც მას უწევს გაუთავებელი ინტრიგების გადალახვა გუნდში? ენგრევა ოჯახური იდილია?

ვრცლად

შვიდი ცხოვრება

წარსულში ჩადენილის გამო, ბენი თვლის საკუთარ თავს დამნაშავედ და ძალიან უჩვეულო მოგზაურობას იწყებს დანაშაულის გამოსასყიდად.

ვრცლად