Archive for the ‘გიორგი თვალაძე’ Category

რა საერთოა შენსა და ფენოვან ხაჭაპურს შორის? :-)

Пятница, Июнь 19th, 2015

უცნაური სათაურია ხომ?

არადა, ძალიან ბევრი რამ გაქვთ საერთო — შენ და ფენოვან ხაჭაპურს. ახლავე აგიხსნი ყველაფერს.

(далее…)

როგორ მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს?

Четверг, Июнь 18th, 2015

დღეს უკვე მეხუთე დღეა, რაც ერთად ვართ და ვგეგმავთ შენს გარღვევას წარმატებისკენ. ვფიქრობ, ამ დღეების განმავლობაში, საკმაო ინფორმაცია და ტრანსფორმაცია მიიღე [მინდა, მჯეროდეს]… მაგრამ გუშინდელი პოსტიდან შენ გაიგე, რომ ინფორმაციის მიღება სულაც არ არის მთავარი.

(далее…)

რა უშლის ხელს «საიდუმლოს» ამოქმედებას?

Понедельник, Июнь 15th, 2015

გუშინდელ პოსტში, ჩვენ საბოლოოდ გავარკვიეთ, თუ რატომ არ გამოგვდის თავისუფლად ოცნება… მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გვაფერხებს და გვიხერგავს მადლისკენ მიმავალი ენერგიის არხს.

თუ არ წაგიკითხავს გუშინდელი პოსტი, აუცილებლად გაეცანი მას, თორემ ისე, ამ პოსტის წაკითხვას აზრი არ ექნება.

(далее…)

რატომ არ მუშაობს ფილმი «საიდუმლო» [The Secret]?

Воскресенье, Июнь 14th, 2015

რამდენიმე წლის წინ, დღის სინათლე იხილა დოკუმენტურმა ფილმმა "საიდუმლო", რომელმაც სერიოზული ფურორი მოახდინა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც… შეიქმნა განცდა, თითქოს ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო — შენ ოღონდ ისურვე და მოგეცემა.

(далее…)

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი?

Среда, Май 6th, 2015

როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მთავარი სტარტის აღებისას, როდესაც ყველაფრის შეცვლას და დიდი წარმატების მიღწევას განიზრახავ?

შენ ალბათ იტყვი — მიზნის დასახვა, ფული, თანამოაზრეები… 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს, სულ სხვა რამაა…

(далее…)

სექსუალური უმეცრება

Вторник, Май 5th, 2015

დღევანდელ პოსტში მინდა ერთგვარ ტაბუირებულ თემაზე გესაუბრო… რომელზე საუბრისასაც მსჯელობენ, კამათობენ, ჩხუბობენ, იცინიან, "ღადაობენ", ბევრს უცებ ახსენდება, რომ ტაბუ ადევს თემას და გაურბის მასზე საუბარს და მომეტებული აგრესიით პასუხობს სტატიების ავტორებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს, იკეტება და იმალება, როცა ამ თემას ეხებიან, იმ ფარდის უკან, რომ ამაზე საუბარი ცუდია, ცოდვაა, პირადია, არ შეიძლება, დაგვღუპავს, გადაგვაჯიშებს და ა.შ. მაგრამ ფაქტი ერთია და მას ვერ გაექცევა ვერც ამ თემით დაინტერესებული და მასზე საუბრისადმი გახსნილი და ვერც ჩაკეტილი და დოგმებს ამოფარებული, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი — უამრავი ქალი დღეს ოჯახში სექსუალური შეუთავსებლობის "მსხვერპლია"…

(далее…)

რა გიშლის ხელს საკუთარი ქალურობის სრულად რეალიზებაში?

Воскресенье, Май 3rd, 2015

გუშინდელ პოსტში ვისაუბრეთ მაქსველ მოლცის ფსიქოკიბერნეტიკასა და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. დღევანდელი პოსტიც, შეიძლება ითქვას, რომ მისი გაგრძელებაა და ძალიან ავსებს მას, ამიტომ მოდი, ზედმეტი პრელუდიების გარეშე, შევუდგეთ საქმეს.

(далее…)

უხილავი ბარიერი, რომელიც გიხერგავს ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას

Суббота, Май 2nd, 2015

ყველაზე გავრცელებული კითხვა ქალებში, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება, ასე ჟღერს: "რა მჭირს? რატომ ვარ მარტო? რატომ ვერ ვპოულობ წესიერ მამაკაცს?"

იმისათვის, რომ პასუხი მივიღოთ ამ მტკივნეულ კითხვაზე, მინდა, შენი ყურადღება მივაპყრო მეციერებათა დოქტორის, ნეიროქირურგისა და ფსიქოლოგის, მაქსველ მოლცის ნაშრომს, სახელწოდებით: "ფსიქოკიბერნეტიკა".

(далее…)

ვინ არის და რა როლი აკისრია თანამედროვე ცხოვრებაში ქალს?

Суббота, Апрель 11th, 2015

ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, მამაკაცებს გამოგვყავს კარგი და ცუდი ქალის კრიტერიუმები. ამით ჩვენ ერთგვარი იდეალის რეცეპტის გამოყვანას ვცდილობთ.

ზოგიერთი, როდესაც ვერ იპოვის ამ რეცეპტს, საერთოდ გულს იცრუებს სუსტი სქესის ულამაზეს ქმნილებებზე, ან იარლიყებს კიდებს და ყოფს მათ "კარგებად" და "ცუდებად".

როგორც აღმოჩნდა, ჩვენ კაცებს, არაადეკვატური რწმუნებულებები გვაქვს ქალებზე.

რამ განაპირობა ეს რწმუნებულებები?

(далее…)

სიყვარული დაფრინავს

Суббота, Февраль 14th, 2015

როდესაც შეხვდები ადამიანს, რომელიც ისე შეგიყვარებს, როგორც არავის, არასდროს, არავინ ყვარებია, შენ შეხვდები საკუთარ თავს…

შენ შეხვდები იმ საკუთარ თავს, რომელიც დიდი ხნის წინ ყველასგან გადამალე… პირველ რიგში შენ ის საკუთარი თავისგან გადამალე… შენ შეხვდები იმ საკუთარ თავს, რომელიც თითქმის აღარც კი გახსოვს…

(далее…)