Archive for the ‘ვიდეო ციტატები’ Category

ახალი რუბრიკა

Вторник, Ноябрь 6th, 2012

მოგესალმები ჩვენო ერთგულო მკითხველო!

ჩვენს ბლოგზე მორიგი ახალი რუბრიკა იხსნება, სახელწოდებით: "ვიდეო ციტატები".

ჩვენ დავამზადებთ პატარა ვიდეო რგოლებს [2 დან 5 წთ. მდე], რომელიც გამორჩეული იქნება საუკეთესო ხარისხით, საუკეთესო მუსიკითა და წარმატებული ადამიანებისა და დიდი მოაზროვნეების რჩეული გამონათქვამებით.

ამ ბოლო დროს, რაც ახალ პროექტებზე დავიწყეთ მუშაობა, იმდენ დროს ვეღარ უთმობთ ახალი პოსტების ხშირად წერას, რაზეც უკვე არაერთი წერილი, თხოვნა და შენიშვნა მივიღეთ ჩვენი ერთგული მკითხველისგან. ასე, რომ დარწმუნებულივარ ეს რუბრიკა ცოტათი მაინც ამოავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც ჩვენი მოუცლელობის გამო შეიქმნა.

(далее…)