Archive for the ‘ვიდეო’ Category

პრინციპები: წარმატებული ადამიანების პერსონალური კომპასი

Пятница, Июль 13th, 2012

მოგესალმები მეგობარო!

— როგორ მიდის შენი საქმეები?

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გაქვს!

დღეს ძალიან სერიოზულ თემას მინდა შევეხო. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და ადამიანების უმრავლესობა დროს ტარებაზე, გართობაზე და დასვენებაზე ფიქრობს, მე და ჩემი გუნდი "Powerful Inteleqtual Team"-ი კვირაში სამჯერ ტრენინგებს გავდივართ, ორჯერ ცოცხალ რეჟიმში, ხოლო ერთხელ ინტერნეტის მეშვეობით, ვებინარების სახით.

— იცი რატომ გიყვები ყოველივე ამას? იმიტომ კი არა, რომ ტრაბახით თავი მოგაწონო, არამედ იმიტომ, რომ შენთვის უფრო ადვილად გასაგები გახდეს ჩვენი პრინციპები, უშუალოდ რასაც ეძღვნება ჩვენი დღევანდელი პოსტი.

ანუ, ჩვენი ერთ-ერთი პრინციპია — პროფესიონალიზმი!!! ხოლო პროფესიონალიზმი სწავლისა და პრაქტიკული მოქმედებების ხარჯზე გვეძლევა. ამიტომ, საუკეთესო დროა, ისწავლო და იმოქმედო მაშინ, როდესაც სხვები (მათ შორის კონკურენტები) ერთობიან, ირუჯებიან და ისვენებენ.

(далее…)

გარედან დანახული საქართველო

Пятница, Май 4th, 2012

 

მოგესალმები ჩვენო ძვირფასო და ერთგულო მკითხველო! 

მცირე პაუზის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვბრუნდებით და თანაც ვბუნდებით სასიამოვნო სიახლით. ეს პატარა სიახლე, ჩვენს უსაყვარლეს, ერთადერთ და განუმეორებელ მიწაწყალს, საქართველოს ეხება. უფროსწორედ კი არ ეხება, არამედ ეს პოსტი უშუალოდ საქართველოზეა. 

(далее…)

იცით თუ არა რომ…

Вторник, Апрель 17th, 2012

მოგესალმები, ჩვენო ძვირფასო მკითხველო!

მცირე პაუზის შემდეგ, მეტად სასიამოვნო და სასარგებლო სიახლით, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდით!

მაგრამ, ვიდრე საქმეზე გადავიდოდეთ, ნება მომეცი მოგილოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. "ინტელექტიკა" გილოცავს დღესასწაულთა დღესასწაულს, გისურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თავისუფლებას. ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს!

ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა!

(далее…)

მოულოდნელი წერილი იქედან…

Среда, Март 21st, 2012

ეს კითხვები, რომელიც ამ პაპირუსზეა მოყვანილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომელზეც თითოეულ ადამიანს (ნებსით თუ უნებლიეთ) ცხოვრების განმავლობაში უწევს პასუხების გაცემა. ყველა იმ ადამიანმა, რომელთა შექმნილი ნაწარმების აქტიური მომხმარებლებიც გახლავართ თითოეული ჩვენთაგანი (მაგალითად ის, რითაც ახლა ერთმანეთს ვეკონტაქტებით), თავის დროზე გასცეს ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები და სწორედ ამიტომაც შევიდნენ საუკუნო ისტორიაში.

(далее…)

Google Business Case

Вторник, Март 6th, 2012

მოგესალმებით მეგობრებო!

დღეს ჩვენს რუბრიკაში: "ბიზნეს-ქეისი", დაპირებისამებრ მორიგი ახალი ვიდეო პრეზენტაცია მომზადდა, კერძოდ კი: "Google Business Case".

ჩვენს ბლოგზე Google-სთან დაკავშირებული პოსტი პირველი არ არის. თუ გახსოვთ, როდესაც ჩვენი ბლოგი "ინტელექტიკა" ახალი გახსნილი იყო, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიდეო გაკვეთილი სწორედ Google-ზე შემოგთავაზეთ, სახელწოდებით: "№1 საფოსტო ყუთი მსოფლიოში", სადაც მიუხედავად სასარგებლო ინფორმაციისა კარგად ჩანს ჩემი ახალბედობა და გამოუცდელობა 😉

(далее…)

იყავი ბედნიერი «აქ და ამჟამად»

Суббота, Март 3rd, 2012

 

უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ მიუხედავად პრობლემებისა და სხვადასხვა განსაცდელებისა, ჩვენი ცხოვრება მშვენიერია. მე სულ ვეძებ სვადასხვა გზებს იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შთავაგონო და თუნდაც იოტის ოდენა როლი მაინც ვითამაშო იმაში, რომ მის ცხოვრებაში მძიმე წარსულისა და ბუნდოვანი მომავლის ნაცვლად, ამ წუთის, ამწამისა და ამ მომენტის, (საწყის ეტაპზე ფერმკრთალი მაინც) ხედვა გავაჩინო. საწყისი ეტაპი, იმიტომ ვახსენე, რომ როდესაც ადამიანი მცირედი დოზით მაინც გაუგებს "აქ და ამჟამად" ცხოვრებას გემოს, მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი გახდება.

(далее…)

ხარისხიანი ენერგიის წყარო

Среда, Февраль 1st, 2012

 

მოგესალმები ძვირფასო მკითხველო!

დღეს 1 თებერვალია, თვის დასაწყისი. წუსტად ახლა მოვრჩი გასული თვის ანალიზს, შევადგინე მომდევნო თვის სტრატეგიული გეგმა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, თუ რის ხარჯზე აღწევენ მაღალ შედეგებს წარმატებული ადამიანები.

(далее…)

ცხოვრების ექსპრეს დიაგნოსტიკა!

Среда, Декабрь 14th, 2011

 

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მკითხველებო.

შეამჩნევდით, თუ რამდენი ადამიანი ჩივის და მწყრალად არის განწყობილი ამ ცხოვრების მიმართ.

კერძოდ, მათ არ მოწონთ:

  • დაბალი ხელფასი;
  • მაღალი გადასახადები;
  • არასამართლიანი არჩევნები;
  • უსამართლობა;
  • და ა.შ. მიზეზები, რომლებიც ფაქტიურად ყოველ დღე გვესმის, შეიძლება გაუთავებელი რაოდენობით ჩამოიწეროს.

(далее…)

დროის ფასი!

Суббота, Декабрь 10th, 2011

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წლის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ სტუდენტს, რომელმაც ვერ ჩააბარა ბოლო გამოცდა.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი თვის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ დედას, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი კვირის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორს.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი დღის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ექვსი შვილის დედას, რომელსაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი საათის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ შეყვარებულებს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ერთმანეთთან შეხვედრას.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წუთის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ადამიანს, რომელმაც მატარებელზე დააგვიანა.

(далее…)

ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი!

Вторник, Ноябрь 29th, 2011

 

 

 

გუშინ შედგა ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი. გუშინ ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენი გარემოცვის სკეპტიციზმს, ჩვენს საქმიანობასთან და ამორჩეულ, შეუცვლელ ცხოვრებისეულ კურსთან დაკავშირებით. გუშინ მე და ჩემი პარტნიორი კონსტანტინე ცირეკიძე მიწვეულები ვიყავით, მედია-კავშირ ობიექტივში, გადაცემა "ახალგაზრდული აზრი" სადაც ერთი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით მრავალ აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.

კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ:

  1. საიდან გაჩნდა ბლოგ "ინტელექტიკას" შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება ის;
  2. ჩვენი ხედვები წარმატებასთან დაკავშირებით;
  3. რატომ არის ქართველი ახლგაზრდა პასიურ მდგომარეობაში და როგორ უნდა გამოვიდეს აქედან;
  4. როგორ ვითარდება დღეს საქართველოში ტრეინინგების, ბიზნეს ტრენერებისა და "კოუჩინგის" ინსტიტუტი;
  5. ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები;

და კიდევ მრავალი საინტერესო რამ, რასაც ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერიდან შეიტყობთ.

(далее…)