Archive for the ‘ვიზუალიზაცია’ Category

როგორ მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს?

Четверг, Июнь 18th, 2015

დღეს უკვე მეხუთე დღეა, რაც ერთად ვართ და ვგეგმავთ შენს გარღვევას წარმატებისკენ. ვფიქრობ, ამ დღეების განმავლობაში, საკმაო ინფორმაცია და ტრანსფორმაცია მიიღე [მინდა, მჯეროდეს]… მაგრამ გუშინდელი პოსტიდან შენ გაიგე, რომ ინფორმაციის მიღება სულაც არ არის მთავარი.

(далее…)

რატომ არ მუშაობს ფილმი «საიდუმლო» [The Secret]?

Воскресенье, Июнь 14th, 2015

რამდენიმე წლის წინ, დღის სინათლე იხილა დოკუმენტურმა ფილმმა "საიდუმლო", რომელმაც სერიოზული ფურორი მოახდინა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც… შეიქმნა განცდა, თითქოს ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო — შენ ოღონდ ისურვე და მოგეცემა.

(далее…)

2013 წლის 5 გამონათება და პატარა საახალწლო ბონუსი ჩემგან

Воскресенье, Декабрь 29th, 2013

მოგესალმები მეგობარო! მინდა მოგილოცო დამდეგი ახალი წელი. დღევანდელი პოსტი 2 ნაწილად იყოფა: პირველი — ეს იქნება გასული წლის შეჯამება; ხუთი გამონათება და მცირე რჩევები ჩემგან — პირადად შენ. ხოლო, მეორე ნაწილში კი პატარა [დიდი] საჩუქარი გელოდება. ასე რომ — გირჩევ ბოლომდე ყურადღებით წაიკითხო ეს პოსტი.

მაშ ასე — დავიწყეთ: ჩავატარე წლის ტრადიციული შეჯამება და გადავწყვიტე 2013 წელს მიღებული გამონათებები გამიზიარებინა შენთვის. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ საინტერესო წელი მქონდა. ეს იყო პატარა [დიდი] გარღვევების და "მშენებლობის" დაწყების წელი.

(далее…)

საახალწლო საჩუქარი

Воскресенье, Декабрь 30th, 2012

ამბობენ, რომ ახალწელს, თუ სწორად დაისახავ სწორ მიზანს, ის აუცილებლად აგისრულდებაო.

— გსუურს, რომ შემდეგ 2013 წელს, შენი ოცნებები და მიზნები რეალობად იქცეს?

ალბათ შენი პასუხია "კი". ჰო და, თუ ასეა, მაშინ გამოყავი ცოტა დრო და ერთ წელიწადში აღმოაჩენ, რომ შენი ოცნებები ასრულდა. მაგრამ, პირველ რიგში საჭიროა, მათი სწორად ჩაფიქრება.

(далее…)

ვიზუალიზაციის საიდუმლო

Вторник, Август 28th, 2012

მოგესალმები ჩემო ერთგულო და საყვარელო მკითხველო. ეს ზაფხულიც თითქმის გავიდა და დროა მთელი ძალებით ჩავერთოთ საქმეში, რათა არ ჩამოვრჩეთ სინათლის სისწრაფით განვითარებად სამყაროს.

დღეს კი, ძალიან საინტერესო და უმნიშვნელოვანეს თემაზე, კერძოდ — ვიზუალიზაციაზე მინდა გაგესაუბრო. გახმაურებული ფილმის «The Secret» (საიდუმლო)-ს ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ, დისკუსიები არ წყდება ვიზუალიზაციის შესახებ. ადამიანები ორ ბანაკად გაიყვნენ: ერთი მხარე აცხადებს, რომ ვიზუალიზაცია აბსოლუტური სისულელეა და რომ ყველაფერი "ფიზიკურად" უნდა აკეთო. ხოლო, მეორე მხარე კი, საპირისპიროს ამტკიცებს, მათ სჯერათ ვიზუალიზაციის და აქტიურად იყენებენ მას.

(далее…)