Archive for the ‘იგავარაკები’ Category

ოცნებების მაღაზია

Понедельник, Май 5th, 2014

ნუთუ შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ჩვენს ულამაზეს დედამიწაზე ერთი უცნაური მაღაზია დგას? ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მაღაზიაა, მაგრამ სიანამდვილეში ეს მეტად უჩვეულო და უნიკალური მაღაზიაა. ეს ოცნებების მაღაზიაა! დიახ, დიახ — იქ ოცნებები იყიდება.

(далее…)

იგავი: «სტაფილო, კვერცხი და ყავა»

Воскресенье, Ноябрь 24th, 2013

მივიდა ერთხელ მოსწავლე მასწავლებელთან და შესჩივლა:

ოსტატო, დავიღალე. ისეთი რთული ცხოვრება მაქვს, ისეთი სირთულეებისა და პრობლემების წინაშე ვდგავარ, რომ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს დინების საპირისპიროდ მივდივარ, ეს კი ძალიან მფიტავს და არაფრის ძალა აღარ მაქვს… ძალიან გთხოვ მირჩიე, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

(далее…)

როგორ შევქმნათ სასურველი რეალობა?

Пятница, Февраль 22nd, 2013

მოგესალმები, ჩემო ძვირფასო და ერთგულო მკითხველო. დღეს, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე მინდა გაგესაუბრო.


თუ თავად არ მართავ საკუთარ რეალობას, ის იწყებს შენს მართვას!“ © ვადიმ ზელანდი


ძალიან მაინტერესებს, გაქვს თუ არა განსაზღვრული შენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

პრობლემა იმაშია, რომ ადამიანების უმრავლესობამ საერთოდ არ იციან რა უნდათ, სამაგიეროთ, მათ ზუსტად იციან რა არ უნდათ.

  • მე არ მინდა მქონდეს ასეთი დაბალი ხელფასი!
  • „მე არ მინდა ვიყო მსუქანი!“
  • „მე არ მინდა ვიყო ცუდათ!“
  • „მე არ მინდა ეს მთავრობა!“
  • „მე არ მინდა მყავდეს ასეთი გარემოცვა!“
  • და ა.შ.

სამყაროსთვის არ არსებობს ნეგატივი და პოზიტივი. სამყაროსთვის არ არსებობს სიკეთე და ბოროტება. სამყაროსთვის არ არსებობობს კარგი და ცუდი — არის მხოლოდ ის, რისიც შენ გჯერა!

(далее…)

იგავი: «ისიამოვნეთ თქვენი ჩაით»

Вторник, Июль 3rd, 2012

კურსდამთავრებულთა ჯგუფი, რომლებმაც წარჩინებულად დაამთავრეს  უმაღლესი სასაწავლებელი და შესანიშნავი კარიერა მოიწყვეს, ესტუმრნენ თავიანთ საყვარელ პროფესორს. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ საუბარი მათ საქმიანობასა და სამსახურს შეეხო, კურსდამთავრებულები ერთი მეორეს მიყოლებით ყვებოდნენ თავიანთი ცხოვრებისეული სირთულეებისა და პრობლემების შესახებ და პროფესორის წინაშე თავიანთ დიდ უკმაყოფილებას აფიქსირებდნენ. პროფესორი კი, ხმა ამოუღებლად იჯდა და მთელი გულისყურით უსმენდა თითოეულ ისტორიას, რომელსაც მისი ყოფილი სტუდენტები ყვებოდნენ.

(далее…)

იგავი: «დაკარგვა და აღმოჩენა»

Воскресенье, Апрель 22nd, 2012

შუა ოკეანეში გემმა განიცადა კატასტროფა და ერთი პატარა კუნძულის მახლობლად ჩაიძირა. ამ საშინელ კატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. ეს იყო ახალგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მან მიცურა კუნძულამდე და ულამაზესი ქვიშის სანაპიროზე ჩამოჯდა იმ იმედით, რომ მაშველები მალე შეიტყობდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ და აუცილებლად გადაარჩენდნენ მას. თავიდან ის ბედნიერი იყო იმის გამო, რომ გადარჩა.

(далее…)

იგავი: «ორ მეგობარზე»

Четверг, Апрель 5th, 2012

ერთხელ ორი მეგობარი ციხიდან გაიქცა. მათ, სამშვიდობოზე გასასვლელად ძალიან დიდი უდაბნო უნდა გადაელახათ. გადიოდა დღეები, მეგობრები შეუპოვრად მიიწევდნენ წინ, მაგრამ უდაბნო არ თავდებოდა.

ერთხელ მეგობრებმა წაიკამათეს და ერთმა მეორეს მწარე სილა გააწნა. მისმა მეგობარმა მწარე ტკივილი განიცადა, მაგრამ არაფერი არ თქვა.

(далее…)

იგავი: «ბედნიერებაზე»

Суббота, Март 17th, 2012

ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:

(далее…)

„რამდენს იწონის ერთი ჭიქა წყალი?“

Пятница, Март 16th, 2012

 

პროფესორმა თავისი ლექცია დაიწყო იმით, რომ აიღო ხელში ჭიქა, რომელშიც ესხა მცირეოდენი წყალი, ასწია ეს ჭიქა მაღლა ისე, რომ ყველას კარგად დაენახა და სტუდენტებს ჰკითხა:

— როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?…

(далее…)

გჯეროდეს საკუთარი თავის და არასოდეს დანებდე

Понедельник, Декабрь 12th, 2011

ერთხელ მეგობრებმა გადაწყვიტეს შეჯიბრი მოეწყოთ. მათი მიზანი იყო სოფელში ყველაზე მაღალი მთის მწვერვალის დალაშქვრა. ვინც პირველი მიაღწევდა მწვერვალამდე გამარჯვებულიც ის გახდებოდა.

ძალიან ბევრი მაყურებელი შეიკრიბა მთის ძირში, რომელთაც შეჯიბრის ყურებისა და მონაწილეების დაცინვის მწველი სურვილი ჰქონდათ… 

შეჯიბრი დაიწყო…

სიმართლე იმაში მდგომარეობდა, რომ მაყურებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიზანს ვერც ერთი მათგანი ვერ მიაღწევდა.

(далее…)

იგავი ფანქარზე

Среда, Июнь 29th, 2011


შვილიშვილი აკვირდება, ბაბუას, რომელიც წერილს წერს, და ეკითხება:

—       რას წერ ბაბუ, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს? იქნებ ჩემს შესახებ წერ?

ბაბუამ შეწყვიტა წერა და ღიმილით უპასუხა შვილიშვილს:

—       შენ გამოიცანი, მე შენს შესახებ ვწერ. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რას ვწერ მე, არამედ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილია, რომ როდესაც შენ გაიზრდები, გახდე ისეთი, როგორიც აი ეს ფანქარია…

ბავშვმა ცნობისმოყვარე თვალებით შეათვალიერა ფანქარი, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია.

—       ეს ზუსტად ისეთი ფანქარია, როგორებიც მე ბევრეჯერ მინახავს, წამოიძახა გაუგებრობაში მყოფმა შვილიშვილმა!
(далее…)