Archive for the ‘ინტელექტი’ Category

გვეშველება რამე? :-)

Суббота, Июнь 9th, 2012

მოგესალმები "ინტელექტიკა"-ს ერთგულო მკითხველო!

— როგორ მიდის შენი საქმეები?

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გაქვს!

მე და ჩემს გუნდს ძალიან გვაწუხებს ჩვენი, ქართველების ფსიქოლოგიური მდგომარეობა (რეაქტიურობა — ინედეფრენტულობა, ინერტულობა, პასიურობა, მსხვერპლის სინდრომი, სულიერ/მატერიალური სიღარიბე და ა.შ) და აბსოლუტურად ყველანაირ პრობლემას, რაც ჩვენს თავს ხდება, ჩვენს გონებრივ განწყობას, ანუ არასწორ პარადიგმას (მსოფლმხედველობას) მივაწერთ.

— ნეტავ რაშია საქმე?

— რატომ არის მდიდრებსა და ღარიბებს შორის (აქ მხოლოდ მატერიალური სიმდიდრე არ იგულისხმება) ამხელა უფსკრული?

მოდი ვნახოთ რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო დონის ქართველი ფსიქოლოგი — დიმიტრი უზნაძე!

(далее…)

Google Business Case

Вторник, Март 6th, 2012

მოგესალმებით მეგობრებო!

დღეს ჩვენს რუბრიკაში: "ბიზნეს-ქეისი", დაპირებისამებრ მორიგი ახალი ვიდეო პრეზენტაცია მომზადდა, კერძოდ კი: "Google Business Case".

ჩვენს ბლოგზე Google-სთან დაკავშირებული პოსტი პირველი არ არის. თუ გახსოვთ, როდესაც ჩვენი ბლოგი "ინტელექტიკა" ახალი გახსნილი იყო, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიდეო გაკვეთილი სწორედ Google-ზე შემოგთავაზეთ, სახელწოდებით: "№1 საფოსტო ყუთი მსოფლიოში", სადაც მიუხედავად სასარგებლო ინფორმაციისა კარგად ჩანს ჩემი ახალბედობა და გამოუცდელობა 😉

(далее…)

მიზნის მიღწევის უტყუარი და 100%-ით მუშა მეთოდიკა

Суббота, Февраль 11th, 2012

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს უნდა გამოგიტყდეთ თქვენ და უნდა ვაღიარო, რომ მე თქვენ მიყვარხართ 🙂

დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ეხლა დაფიქრდით: „მოიცა — რაშია აქ საქმე? ეს ტყუილად სიყვარულის ახნას არ დაგვიწყებდა, ე.ი. რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ჩვენგანაც უეჭველი რაღაც უნდა“ :))

მინდა გითხრათ, რომ დიახ, ამ შემთხვევაში მე მართლაც მინდა ერთი რამ თქვენგან და ეს თქვენი წარმატება და კეთილდღეობაა. ასევე მინდა, რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გვკითხულობთ… უყურებთ და სწავლობთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილებს, ტოვებთ კომენტარებს, გვიზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს… სოციალურ ქსელებში, ჩვენი რესურსების რეკომენდაციას უწევთ თქვენს მეგობრებს და ა.შ…

(далее…)

ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი!

Вторник, Ноябрь 29th, 2011

 

 

 

გუშინ შედგა ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი. გუშინ ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენი გარემოცვის სკეპტიციზმს, ჩვენს საქმიანობასთან და ამორჩეულ, შეუცვლელ ცხოვრებისეულ კურსთან დაკავშირებით. გუშინ მე და ჩემი პარტნიორი კონსტანტინე ცირეკიძე მიწვეულები ვიყავით, მედია-კავშირ ობიექტივში, გადაცემა "ახალგაზრდული აზრი" სადაც ერთი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით მრავალ აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.

კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ:

  1. საიდან გაჩნდა ბლოგ "ინტელექტიკას" შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება ის;
  2. ჩვენი ხედვები წარმატებასთან დაკავშირებით;
  3. რატომ არის ქართველი ახლგაზრდა პასიურ მდგომარეობაში და როგორ უნდა გამოვიდეს აქედან;
  4. როგორ ვითარდება დღეს საქართველოში ტრეინინგების, ბიზნეს ტრენერებისა და "კოუჩინგის" ინსტიტუტი;
  5. ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები;

და კიდევ მრავალი საინტერესო რამ, რასაც ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერიდან შეიტყობთ.

(далее…)

იგავი ფანქარზე

Среда, Июнь 29th, 2011


შვილიშვილი აკვირდება, ბაბუას, რომელიც წერილს წერს, და ეკითხება:

—       რას წერ ბაბუ, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს? იქნებ ჩემს შესახებ წერ?

ბაბუამ შეწყვიტა წერა და ღიმილით უპასუხა შვილიშვილს:

—       შენ გამოიცანი, მე შენს შესახებ ვწერ. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რას ვწერ მე, არამედ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილია, რომ როდესაც შენ გაიზრდები, გახდე ისეთი, როგორიც აი ეს ფანქარია…

ბავშვმა ცნობისმოყვარე თვალებით შეათვალიერა ფანქარი, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია.

—       ეს ზუსტად ისეთი ფანქარია, როგორებიც მე ბევრეჯერ მინახავს, წამოიძახა გაუგებრობაში მყოფმა შვილიშვილმა!
(далее…)

რა არის ინტელექტი?

Вторник, Май 31st, 2011

მოგესალმები მეგობარო! ეს ჩვენი რიგით მეორე პოსტია და ის, ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ არა მმხოლოდ ჩვენთვის, უაღრესად აქტუალურ თემას ეხება, კერძოდ — ინტელექტს, მის მნიშვნელობას და უკიდეგანო შესაძლებლობებს.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ კითხულობ ამ პოსტს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დაინტერესებული ხართ საკუთარი ინტელექტის განვითარებით. სამწუხაროდ ბევრს არ აინტერესებს, ან არ შეუძლია გაიგოს აზროვნებისა და მისი განვითარების პროფესიონალური მეთოდები, რომელთაც ძალუძთ ადამიანი შესაძლებლობების ახალ, უმაღლეს დონეზე გაიყვანონ.

(далее…)