Archive for the ‘ინფო ბიზნესი’ Category

2014 წლის ანალიზი, მიღწევები და გამონათებები

Четверг, Январь 1st, 2015

გადავწყვიტე, ეს პოსტი პერსონალურად შენ მოგიძღვნა. ვიცი, რომ შენ უკვე სადღესასწაულო განწყობა გაქვს… ალბათ, შენს სახლშიც მანდარინისა და საცივის სუნი ტრიალებს, გარშემო კი ფუსფუსი და პოზიტიური განწყობაა.

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრა, რომ ხარ ჩემი ხელმომწერი, კლიენტი, თუ პარტნიორი.

(далее…)

პრინციპები: წარმატებული ადამიანების პერსონალური კომპასი

Пятница, Июль 13th, 2012

მოგესალმები მეგობარო!

— როგორ მიდის შენი საქმეები?

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გაქვს!

დღეს ძალიან სერიოზულ თემას მინდა შევეხო. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და ადამიანების უმრავლესობა დროს ტარებაზე, გართობაზე და დასვენებაზე ფიქრობს, მე და ჩემი გუნდი "Powerful Inteleqtual Team"-ი კვირაში სამჯერ ტრენინგებს გავდივართ, ორჯერ ცოცხალ რეჟიმში, ხოლო ერთხელ ინტერნეტის მეშვეობით, ვებინარების სახით.

— იცი რატომ გიყვები ყოველივე ამას? იმიტომ კი არა, რომ ტრაბახით თავი მოგაწონო, არამედ იმიტომ, რომ შენთვის უფრო ადვილად გასაგები გახდეს ჩვენი პრინციპები, უშუალოდ რასაც ეძღვნება ჩვენი დღევანდელი პოსტი.

ანუ, ჩვენი ერთ-ერთი პრინციპია — პროფესიონალიზმი!!! ხოლო პროფესიონალიზმი სწავლისა და პრაქტიკული მოქმედებების ხარჯზე გვეძლევა. ამიტომ, საუკეთესო დროა, ისწავლო და იმოქმედო მაშინ, როდესაც სხვები (მათ შორის კონკურენტები) ერთობიან, ირუჯებიან და ისვენებენ.

(далее…)

Google Business Case

Вторник, Март 6th, 2012

მოგესალმებით მეგობრებო!

დღეს ჩვენს რუბრიკაში: "ბიზნეს-ქეისი", დაპირებისამებრ მორიგი ახალი ვიდეო პრეზენტაცია მომზადდა, კერძოდ კი: "Google Business Case".

ჩვენს ბლოგზე Google-სთან დაკავშირებული პოსტი პირველი არ არის. თუ გახსოვთ, როდესაც ჩვენი ბლოგი "ინტელექტიკა" ახალი გახსნილი იყო, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიდეო გაკვეთილი სწორედ Google-ზე შემოგთავაზეთ, სახელწოდებით: "№1 საფოსტო ყუთი მსოფლიოში", სადაც მიუხედავად სასარგებლო ინფორმაციისა კარგად ჩანს ჩემი ახალბედობა და გამოუცდელობა 😉

(далее…)

საუკეთესო მოტივაცია მათთვის, ვისაც საკუთარი ინტერნეტ ბიზნესის დაწყება უნდა

Среда, Февраль 15th, 2012

ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე…

ისინი გეტყვიან, რომ ეს ბიზნესი სათქვენო არ არის;

ისინი გეტყვიან, რომ ხალხს ფული არ აქვს;

ისინი გეტყვიან, რომ თქვენ ამისათვის ძალიან ახალგაზრდა ან პირიქით ძალიან მოხუცი ხართ;

ისინი გეტყვიან: „ჯერ შენ შეგხედავთ ერთი რამდენს იშოვი (ირონია) და შემდეგ დავფიქრდები“;

ისინი გეტყვიან, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის;

(далее…)