Archive for the ‘პირდაპირი საუბრები’ Category

საახალწლო საჩუქარი

Воскресенье, Декабрь 30th, 2012

ამბობენ, რომ ახალწელს, თუ სწორად დაისახავ სწორ მიზანს, ის აუცილებლად აგისრულდებაო.

— გსუურს, რომ შემდეგ 2013 წელს, შენი ოცნებები და მიზნები რეალობად იქცეს?

ალბათ შენი პასუხია "კი". ჰო და, თუ ასეა, მაშინ გამოყავი ცოტა დრო და ერთ წელიწადში აღმოაჩენ, რომ შენი ოცნებები ასრულდა. მაგრამ, პირველ რიგში საჭიროა, მათი სწორად ჩაფიქრება.

(далее…)

როგორ მოვიშოროთ კომპლექსები?

Понедельник, Ноябрь 12th, 2012

მოგესალმები მეგობარო!

ჩვენს რუბრიკაში: პირდაპირი საუბრები, მრავალი კითხვა დაგროვდა, ხოლო ყველაზე მეტი მოთხოვნა კომპლექსების დაძლევაზე და სირცხვილისგან განთავისუფლებაზე იყო, ასე რომ გადავწყვიტე ეს პატარა პოსტი დამეწერა. ასევე გადავწყვიტე ჩვენი გუნდური ტრენინგიდან ერთი პატარა ვიდეო დანართიც გამეკეთებინა, სადაც სწორედ კომპლექსებზე და მათი მოგვარების ორიგინალურ ხერხებზეა საუბარი.

დაწყებული საკუთარი თავის, სიტყვებისა და ქცევების ურწმუნობით, არასრულფასოვნების კომპლექსით დამთავრებული, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იატანჯება სხვადასხვა სახის კომპლექსებისგან. ერთ დროს, მეც მათ რიგებში ვიყავი, ასე რომ ეს საკმაოდ ნაცნობი თემაა ჩემთვის და რახან მე შევძელი ამ სენისგან განკურნება, დამერწმუნე, რომ თუ კარგად მოინდომებ — შეძლებ შენც.

(далее…)

სამი გზა

Пятница, Сентябрь 14th, 2012

მოგესალმები ჩემო ერთგულო და საყვარელო მეგობარო!

— რა იქნება, ადამიანი ორგანიზმის გადიდებულ უჯრედს, ხოლო მთელი ჩვენი პლანეტა კი, ამ ორგანიზმს რომ შევადაროთ?

დააკვირდი ამ ორ ფოტოს, ერთ-ერთი მათგანი [მარცხენა ფოტო] უმძლავრესი მიკროსკოპითაა გადაღებული და მასზე ადამიანის ტვინის უჯრედებია გამოსახული. ხოლო, მეორე სურათზე ჩვენი პლანეტაა გამოსახული — გადაღებულია ტელესკოპით "Hubble Space Telescope, HST".

(далее…)

დავიწყებული განცდა

Понедельник, Сентябрь 10th, 2012

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მკითხველო!

დღეს მინდა შემოგთავაზო სტატია, რომელში მოცემული თემაც ძალიან მაწუხებს. ეს უბრალო სტატია არ არის, მისი წაკითხვის შემდეგ შენ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს მძინარეს ცივი წყალი გადაგასხეს და ისე გამოგაღვიძეს. ამ სტატიის გაცნობიერების შემდეგ, შენ ვეღარ შეძლებ ისევე იმ ცხოვრების გაგრძელებას, რომლითაც აქამდე ცხოვრობდი [თუ რა თქმა უნდა შეგნებულად არ აირჩევ სიყალბეში ცხოვრებას]. შენი ცხოვრება შეიცვლება, იმიტომ რომ შენი შინაგანი სამყარო აბსოლუტურად სხვანაირი გახდება…

(далее…)

როგორ იცნობ საკუთარ თავს?

Понедельник, Март 26th, 2012

მოგესალმები ჩემო ერთგულო მეგობარო!

დღეს მინდა, უმნიშვნელოვანეს თემაზე გაგესაუბრო და ჩემი პრაქტიკული მოქმედებების შედეგად მიღებული და დაგროვილი გამოცდილება გაგიზიარო.

(далее…)

როდის არის საუკეთესო დრო, მოქმედების დასაწყებად?

Пятница, Март 23rd, 2012

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მეგობარო. წინა პოსტმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა, რაც ნათლად მეტყველებს მის აქტუალურობასა და პოპულარობაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მათ, ვინც გაეცნო მას და საკუთარი აზრი, კომენტარებში დააფიქსირა. მადლობელი ვარ მათიც, ვინც გაეცნო, მოიწონა და სოციალური ქსელების მეშვეობით მეგობრებს გაუზიარა. და ასევე, მინდა მადლობა უთხრა მათაც, ვინც გაეცნო, მაგრამ არც კომენტარი დატოვა, არც მოიწონა და არც მეგობრებს არ გაუზიარა :). ე.ი. გამოდის რომ, ერთადერთი მათ არ უხდი მადლობას, ვინც საერთოდ არ გაცნობია ამ პოსტს, პრინციპში, მემგონი, მათ არც ეკუთვნით ეს მადლობა 😉

(далее…)

ხარისხიანი ენერგიის წყარო

Среда, Февраль 1st, 2012

 

მოგესალმები ძვირფასო მკითხველო!

დღეს 1 თებერვალია, თვის დასაწყისი. წუსტად ახლა მოვრჩი გასული თვის ანალიზს, შევადგინე მომდევნო თვის სტრატეგიული გეგმა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, თუ რის ხარჯზე აღწევენ მაღალ შედეგებს წარმატებული ადამიანები.

(далее…)