Archive for the ‘სიურპრიზი’ Category

როგორ ვაქციოთ 2015 წელი ნამდვილ შედევრად

Четверг, Декабрь 25th, 2014

2014 წელი დასასრულს უახლოვდება და მე ვმუშაობ დაუსრულებელი საქმეების დაფინალებაზე, რომლიდან მთავარიც არის 30 დღიანი ტრენინგი-პრაქტიკუმი: "ფინანსური ინტელექტი’კა". ვაანალიზებ 2014 წლის მოვლენებს, ვიღებ გაკვეთილებს, ვაკეთებ დასკვნებს, ვეძებ საუკეთესო მომენტებისა და მიღწევების ფესვს და ვხვდები, რომ — ეს იყო ყველაზე საკვანძო და გარდამტეხი წელი მთელ ჩემს ცხოვრებაში.

(далее…)

ახალი წელი ახალი პრიორიტეტებით

Вторник, Декабрь 23rd, 2014

 

 

 

 

"მთავარია მთავარი იყოს მთავარი!"

და რა არის შენს ცხოვრებაში მთავარი?

დღეს ჩვენმა "ოთხმა კვანტუმმა" ჩამაფიქრა…

კი მაგრამ — ეს ხომ 4 მამოძრავებელი ენერგიაა?

  • გონება [IQ].
  • სული [SQ].
  • ემოციები [EQ].
  • სხეული [PQ].

ესენია ენერგიები, რომლებიც ავითარებს ადამიანს და სამყაროში ამჟღავნებს, როგორც ძლიერ და წარმატებულს, ან უსუსურსა და ხელმოცარულ პიროვნებას!

მოდი სათითაოდ გავშიფროთ:

(далее…)

2013 წლის 5 გამონათება და პატარა საახალწლო ბონუსი ჩემგან

Воскресенье, Декабрь 29th, 2013

მოგესალმები მეგობარო! მინდა მოგილოცო დამდეგი ახალი წელი. დღევანდელი პოსტი 2 ნაწილად იყოფა: პირველი — ეს იქნება გასული წლის შეჯამება; ხუთი გამონათება და მცირე რჩევები ჩემგან — პირადად შენ. ხოლო, მეორე ნაწილში კი პატარა [დიდი] საჩუქარი გელოდება. ასე რომ — გირჩევ ბოლომდე ყურადღებით წაიკითხო ეს პოსტი.

მაშ ასე — დავიწყეთ: ჩავატარე წლის ტრადიციული შეჯამება და გადავწყვიტე 2013 წელს მიღებული გამონათებები გამიზიარებინა შენთვის. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ საინტერესო წელი მქონდა. ეს იყო პატარა [დიდი] გარღვევების და "მშენებლობის" დაწყების წელი.

(далее…)

აი რა არ გაძლევს ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას…

Суббота, Ноябрь 16th, 2013

სცენა ფილმიდან: "ყველაფერი სიყვარულისთვის".

მამა-შვილი დგანან ტაძარში. მამა მალე უნდა მოკვდეს. ისინი ჩუმად ლოცულობენ. შემდეგ მამა ეუბნება შვილს:

"მე არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება ის დღე, როდესაც მან უნდა დატოვოს ეს წუთისოფელი. მე მაღელვებს ის, რომ ადამიანები მაშინაც კი არ ცხოვრობენ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ისინი უარს ამბობენ და თავს ანებებენ ნამდვილ ცხოვრებას".

ეს სიმართლეა! შენ როგორ ფიქრობ, რატომ ანებებენ ადამიანები ცხოვრებას თავს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან?

(далее…)

თუ გსურს გახდე წარმატებული, მზად იყავი ამისთვის…

Среда, Октябрь 23rd, 2013

მოგესალმები მეგობარო! ეს პოსტი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისათვის ძალზედ უსიამოვნო და ხშირად შემაფერხებელ თემას ეძღვნება… და ეს თემაა — კრიტიკა. გაინტერესებს როგორ მოიქცე კრიტიკული თავდასხმების შემთხვევაში? გსუურს გაიგო, როგორი დამოკიდებულება იქონიო კრიტიკისა და კრიტიკოსების მიმართ? სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ამ პოსტში.

(далее…)

საახალწლო საჩუქარი

Воскресенье, Декабрь 30th, 2012

ამბობენ, რომ ახალწელს, თუ სწორად დაისახავ სწორ მიზანს, ის აუცილებლად აგისრულდებაო.

— გსუურს, რომ შემდეგ 2013 წელს, შენი ოცნებები და მიზნები რეალობად იქცეს?

ალბათ შენი პასუხია "კი". ჰო და, თუ ასეა, მაშინ გამოყავი ცოტა დრო და ერთ წელიწადში აღმოაჩენ, რომ შენი ოცნებები ასრულდა. მაგრამ, პირველ რიგში საჭიროა, მათი სწორად ჩაფიქრება.

(далее…)

ერთობა

Воскресенье, Октябрь 7th, 2012

ან ორიოდე სიტყვა ცხოვრების არსის შესახებ

 


"ჩვენი შესაძლებლობა და უნარი, მივაღწიოთ ერთობას არსებულ მრავალფეროვნებაში, შესანიშნავი გამოცდა იქნება ცივილიზაციისათვის!" © მაჰათმა განდი


მოგესალმები ჩემო ერთგულო მკითხველო!

ამ პოსტში მე მინდა, სამყაროს ორი პრინციპის შესახებ გაგესაუბრო, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის ორი მსოფლმხედველობა და როგორც ყოველთვის, ისინი საკმაოდ არა თანაბრად არიან გაყოფილები. პირველს [უმრავლესობა] მივყავართ ცხოვრებისეულ პრობლემებთან და მარცხებთან, ხოლო მეორე კი [უმცირესობა] პირიქით, ხელს გვიწყობს ვიპოვოთ საკუთარი თავი და შევიცნოთ ამ ცხოვრების ჭეშმარიტი არსი.

(далее…)