Archive for the ‘სპორტი’ Category

სისტემა vs ქაოსი

Суббота, Январь 24th, 2015

შესავალისმაგვარი

დღეს მინდა ჩვენი მასტერ-მაინდის კულისებში შეგაჭყიტო და გაგიზიარო პოსტი, რომელიც 3 თვის წინ, ჩვენი 40 დღიანი ჩელენჯის დროს დავწერე. ამ ჩელენჯში 40 ადამიანი ვმონაწილეობდით, მიზანი იყო თვითდისციპლინის გამომუშავება. ფოკუსის წერტილად გვქონდა 4 სფერო:

(далее…)

რწმენის ძალა

Суббота, Март 9th, 2013

"მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი". [მათ. 21,21.]

რწმენა — ეს არის ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცოცხალი და ყველაზე ურყევი მდგომარეობა, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. მხოლოდ ასეთ რწმენას შეუძლია ადამიანი ყველაზე დიდ გამარჯვებებთან მიიყვანოს. რწმენა არ არის პიროვნული თვისება ან გონებრივი განწყობა — ეს ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა — ეს არის საკუთარი სულის შეცნობა და მყარად დაჯერება იმისა, რისიც გწამს.

(далее…)

როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე? ნაწილი I

Среда, Июнь 20th, 2012

მოგესალმები ჩვენო ერთგულო მეგობარო!

სიზარმაცე! ეს სენი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და სამწუხაროდ ქართველი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილისთვის, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ შენც გიქმნის ეს მავნე სენი სხვადასხვა სახის პრობლემებს, ესეიგი ეს პოსტი ზუსტად შენთვის დაიწერა. ხოლო, თუ პირადად შენ არ უჩივი სიზარმაცეს და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს, პირველ რიგში გილოცავ, ხოლო შემდეგ კი გეტყვი: დარწმუნებული ვარ, რომ საახლობლოში უსათუოდ გეყოლება ისეთი ადამიანი (ადამიანები), ვისთვისაც აუცილებლად გამოგადგება ის პრაქტიკული რჩევები, რომელსაც ამ პოსტში წაიკითხავ.

(далее…)