Archive for the ‘«Powerful Inteleqtual Team»’ Category

პიროვნული განვითარება საქართველოში

Вторник, Май 15th, 2012

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მკითხველო!

— როგორ მიდის შენი საქმეები?

ძალიან მაინტერესებს შენი მოსაზრება შემდეგ საკითხთან დაკავშირებით:

— როგორ ფიქრობ, საქართველოში პიროვნული ზრდის ინდუსტრია, რატომ არ ვითარდება?

— ადამიანების უდიდეს ნაწილს, რატომ არ აქვს მიდრეკილება პიროვნული განვითარებისა და პროფესიონალიზმისკენ და რატომ სჯერდებიან ისეთ პროფესიებს, რომელიც მხოლოდ მათ არსებობას უზრუნველჰყოფს?

(далее…)

Facebook Business Case

Четверг, Февраль 23rd, 2012

მოგესალმებით მეგობრებო!

როგორ ხდება — ევოლუცია, პროგრესი, წინსვლა, ზრდა და განვითარება?

მოდით ამ კითხვაზე, დღევანდელი პოსტის მაგალითით შევეცდები პასუხის გაცემას.

თავიდან გამიჩნდა იდეა, შეგვექმნა რუბრიკა: "ბიზნეს-ქეისი".

შემდეგ, გაჩნდა იდეა შეგვექმნა: "დონალდ ტრამპის ბიზნეს-ქეისი". ამ იდეის "Min Map"-ში სტრუქტურირებისა და დაგეგმარების შემდეგ,  ჩვენი ვიდეო მარკეტინგის საამქროში ქაჩნდა პირველი ვიდეო, სახელწოდებით: "დონალდ ტრამპის ბიზნეს-ქეისი", რამაც საფუძველი ჩაუყარა და მატერიალიზებული გახადა ერთ დროს უბრალო იდეა (ფანტაზია, ჰაერი). აი ასე შეიქმნა რუბრიკა: "ბიზნეს-ქეისი".

(далее…)

მიზნის მიღწევის უტყუარი და 100%-ით მუშა მეთოდიკა

Суббота, Февраль 11th, 2012

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს უნდა გამოგიტყდეთ თქვენ და უნდა ვაღიარო, რომ მე თქვენ მიყვარხართ 🙂

დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ეხლა დაფიქრდით: „მოიცა — რაშია აქ საქმე? ეს ტყუილად სიყვარულის ახნას არ დაგვიწყებდა, ე.ი. რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ჩვენგანაც უეჭველი რაღაც უნდა“ :))

მინდა გითხრათ, რომ დიახ, ამ შემთხვევაში მე მართლაც მინდა ერთი რამ თქვენგან და ეს თქვენი წარმატება და კეთილდღეობაა. ასევე მინდა, რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გვკითხულობთ… უყურებთ და სწავლობთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილებს, ტოვებთ კომენტარებს, გვიზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს… სოციალურ ქსელებში, ჩვენი რესურსების რეკომენდაციას უწევთ თქვენს მეგობრებს და ა.შ…

(далее…)

მორიგი ახალი რუბრიკა: «ბიზნეს-ქეისი»

Пятница, Январь 27th, 2012

 

 

მოგესალმები! ბოლო პოსტის შემდეგ ცოტა ხანგრძლივი პაუზა კი გამოგვივიდა, მაგრამ საპატიო მიზეზებიც არსებობს. პრინციპში მიზეზი ყოველთვის არსებობს იმისათვის, რომ ჩვენი პაუზები, უმოქმედობები და პასიურობები გავამრთლოთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, სულ სხვა რამ იყო მიზეზი. მიზეზი კი იყო ის, რომ ჩვენ 2012 წელი, ძალიან აქტიური მოქმედებებით დავიწყეთ და ამ 27 დღეში იმდენი რამის გაკეთება შევძელით, რომ უკვე მცირე ანალიზის გაკეთებაც კი შეიძლება. ჩვენი ჯგუფი, "Powerful Inteleqtual Team" რამდენიმე სერიოზულ პროექტზე ვმუშაობთ, რომლებიც მართლაც ახალ სინათლეს შემოიტანენ ქართულ ბიზნეს რეალობაში.

(далее…)