2014 წლის ანალიზი, მიღწევები და გამონათებები

გადავწყვიტე, ეს პოსტი პერსონალურად შენ მოგიძღვნა. ვიცი, რომ შენ უკვე სადღესასწაულო განწყობა გაქვს… ალბათ, შენს სახლშიც მანდარინისა და საცივის სუნი ტრიალებს, გარშემო კი ფუსფუსი და პოზიტიური განწყობაა.

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრა, რომ ხარ ჩემი ხელმომწერი, კლიენტი, თუ პარტნიორი.

წავიდა 2014 წელი, რომელიც არც თუ ისე უბრალო, მაგრამ უდაოდ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ჩემი რჩევა იქნება, გასულ წელს შეხედო, როგორც შეუფასებელ გამოცდილებას და აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ, რაც კი მოხდა — გამოხატო მადლიერება.

ასევე, ბანალური სურვილებისა და მოძღვნების გარეშე, მინდა, მოგილოცო ახალი, 2015 წელი.

დაე, ეს წელი ყოფილიყოს საუკეთესო შენს ცხოვრებაში.

"აკეთე მხოლოდ ის, რაც მოგწონს და რისგანაც გულწრფელ სიამოვნებას იღებ. ნუ დაკარგავ დროს ტყუილად!"

ჩემის მხრივ, გეტყვი, რომ ძალიან მალე გაგახარებ ახალი და ინოვაციური პროექტებით. მე, ჩემს გუნდთან ერთად, ჩავატარე სიღრმისეული ანალიზი იმისა, რაც გავაკეთეთ 2014 წელს, გამოვააშკარავეთ სუსტი რგოლები და შევიმუშავეთ მათი დაძლევის მიზნები.

გისურვებდი, რომ შენს წარსულს არ განესაზღვროს შენი მომავალი. იოცნებე და შექმენი შენი მომავალი დღეს, აქ და ამჟამად… ახალი წელი შესანიშნავი დღეა ამის გასაკეთებლად.

გაიხედე წარსულში, რათა გააკეთო წლის შეჯამება და დაინახო, თუ როგორი გზა გამოიარე. ეს ძალიან ძლიერი და სასარგებლო სავარჯიშოა.

ახლა კი, მინდა ჩემ მიერ 2014 წელს მიღებული გამონათებები გაგიზიარო. დარწმუნებული ვარ, თუ შენთვის პერსონალური განვითარება და საყვარელ საქმეზე ბიზნესის დაწყება მნიშვნელოვანია, ეს გამონათებები ძალიან გამოგადგება.

2014 წლის 14 გამონათება

1. ყოველდღიური წერა. ეს არის უძლიერესი რამ ადამიანის გონებრივი განვითარებისთვის. ასევე, ყოველდღე წერა შესანიშნავია დისციპლინის გამოსამუშავებლად და გასაძლიერებლად. როდესაც ვწერთ, მოქმედებაში მოგვყავს სიღრმისეული აზრობრივი პროცესები და საკუთარ თავს ვეხმარებით ცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის უნარის გამრავლება-განვითარებაში. რამდენიმე თვის წინ ჩვენს "მასტერ მაინდში" გვქონდა 40 დღიანი ტრენინგი-პრაქტიკუმი, სახელწოდებით "თვითდისციპლინა 2014" და ამ პრაქტიკუმის ერთ-ერთი პრინციპი იყო, რომ მონაწილეებს ყოველდღე უნდა გვეწერა. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაცია და გამოცდილება. პირადად მე, ისეთი სიღრმეები გავხსენი საკუთარ თავში, რომ ვერც კი წარმომედგინა, თუ ადამიანს შეეძლო ასე ღრმად ჩასვლა საკუთარი ცნობიერების ფენებში… და ვიცი, რომ ეს ჯერ კიდევ "ჟურნალია". მოკლედ, ყოველდღიური წერა — ეს ძალიან მაღალი პილოტაჟია.

2. უნდა იმუშაო მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც არა მხოლოდ იწვიან იმით, რასაც აკეთებენ, არამედ — რომლებთანაც საერთო ფასეულობები გაკავშირებს. სამწუხაროდ, დღეს უმრავლესობა, ვისაც სურს დაგვანახოს, რომ თითქოს პროფესიონალია და რაღაცას აკეთებს, სინამდვილეში, აბსოლუტური დილეტანტია და ფულის მიღება, თავის კომპეტენტურად მოჩვენებით სურს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სანამ ქართულ ბაზარზე ტრენინგებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაივლიდე, კარგად დააკვირდი და საკუთარი ემოციონალური იმპულსი, ამა თუ იმ ტრენენგის ან ინფო-პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით, საღი აზრის საცერში გაცერი.

3. აუცილებელი არ არის საკუთარი საქმის ნეგატიურ მოტივაციაზე აგება. მას შესანიშნავად ჩაანაცვლებს პოზიტიური მოტივაცია… სწორედ ეს არის ბუნებრივი ადამიანის ბუნებრივი გზა. კარგი ამბავი მაქვს მათთვის, ვისაც ეშინია: საშიში და რთული იქნება, მაგრამ არა ყოველთვის. ეძებე პოზიტიური მოტივაცია — როდესაც მიიწევ რაღაცის-კენ და არა — გარბიხარ რაღაცის-გან.

4. ბიზნესის მეგობრებთან დაწყება შეცდომაა — აცხადებს სამყაროსავით ძველი პრინციპი. თურმე, ნამდვილად ღირს ამ პრინციპის გათვალისწინება, თორემ ურჩობა საბოლოო ჯამში ბევრად ძვირი გვიჯდება და როგორც წესი, ეს ძვირი, ურთიერთობების გაწყვეტით მთავრდება.

5. უნდა აკეთო მხოლოდ ის, რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. იმისათვის, რომ გაიგო, თუ რაშია შენი "გულის საქმე" — საჭიროა ჩაუღრმავდე საკუთარ თავს. როდესაც შინაგანად იგრძნობ და გამონათდება, — "აი, სწორედ ეს არის ჩემი გულის საქმე" — უნდა ადგე და დაიწყო კეთება. სწორედ მოქმედება იზიდავს საჭირო სიტუაციებსა და ადამიანებს და არა ზედმეტი ლაი-ლაი.

6. ენერგია უპირველეს ყოვლისა. როდესაც გვეჩვენება, რომ გარშემო ყველაფერი ცუდად არის, ჩვენ ამას შინაგან მდგომარეობასთან ვაკავშირებთ და ვაცხადებთ: "გარშემო ყველაფერი ცუდად არის და მეც ამიტომ ვარ ასე ცუდად". არადა, როგორც წესი, ჩვენ უბრალოდ არ გვყოფნის ენერგია. ენერგიის კლებასთან ერთად, გარშემო ყველაფერი უფერულდება. ენერგიის აღდგენასთან ერთად, ბრუნდება სიმშვიდეც. რა ფაქტორები მოქმედებენ ყველაზე მეტად ენერგიაზე? ბევრი წყალი, წუწუნა და ნეგატიური გარემოცვისგან გათავისუფლება, ჯანსაღი კვება, ძილი, ინტენსიური დასვენება, სექსი სიყვარულში, ინტენსიური მუშაობა საზრისში და ფიზიკური დატვირთვა საზრისში.

7. დაყოვნება დამღუპველია! ნებისმიერი იდეა, თუ პროექტი უნდა დაიწყო მყისვე. მოვიდა იდეა? მორჩა — დავიწყეთ კეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ არაფერს გააკეთებ ზედმეტი ლაი-ლაის გარდა. საბოლოო ჯამში — ეს არაფერია, გარდა უაზროდ დროისა და აზრების ფლანგვისა.

8. დოგმების, სტერეოტიპებისა და ტრადიციების ეჭვქვეშ დაყენება და განულება. მხოლოდ ამის შემდეგ გვეძლევა ნამდვილი და არაშაბლონური არჩევანი იმისა, თუ რისი გვწამდეს და საით მივდიოდეთ. განულებამდე, ნებისმიერი რწმენა მექანიკურია, რადგან ის ჩვენ ისტაფეტით გადმოგვეცა და ცნობიერად არ აგვირჩევია. მე და ნატამ გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ ისეთ ტრადიციაზე, როგორიცაა — ახალი წლის ქართული ტრადიციული, მძიმე საჭმელებით "დაგრუზული" სუფრა. ჩვენ უარი ვთქვით ახალი წლის ღამეს მძიმე საკვების მიღებაზე და სხვა ზედმეტ, გონებისა და სხეულისთვის ზიანის მომტან "მოძრაობებზე". არავისთვის მორალის კითხვას არ ვაპირებ და არც ვინმეს გადაკეთებას ვცდილობ… ეს მხოლოდ ჩემი არჩევანია და უბრალოდ ვახმოვანებ. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ოჯახში ახალ წელს აღარანაირი საცივი, გოჭი, მალადეც-ხალადეცი და მსგავსი მძიმე საჭმელები აღარ იქნება, ეგრევე სიმშვიდე და სიმსუბუქე მოვიდა ჩვენთან… სუფრა ლამაზი ტკბილეულითა და მსუბუქი საჭმელებით მოირთო. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავამარტივოთ ეს ტრადიცია და როცა მძიმე საკვების მიღება მოგვინდება, რესტორანს მივმართოთ.

9. ალკოჰოლს არ მოაქვს სიამოვნება. ერთხელაც დგება მომენტი, როცა ადამიანი აცნობიერებს ამას. ეს ცნობიერების კონტექსტის ზრდასთან ერთად მოდის. შენ თავს ანებებ არა იმიტომ, რომ ვალდებული ან იძულებული ხარ, არამედ იმიტომ, რომ ქრება მიზეზი. დღეს შენ ჩვევის გამო სვამ, შემდეგ კი ცუდად ხდები. ეს ვიწრო ცნობიერების კონტექსტზე და ჩამოუყალიბებელ ხასიათის ეთიკაზე მეტყველებს. ვისაც ნაპოვნი აქვს "გულის საქმე", აუცილებლად გაივლის ამ ეტაპს, იმიტომ რომ ეს გონივრულია. უკვე რამდენიმე წელია აღარ ვსვამ — საერთოდ აღარ ვსვამ… და ეს იმხელა სიამოვნებას და ენერგიას მაძლევს, მეტი რომ არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მსმელი არასოდეს ვყოფილვარ, თავიდან მაინც გამიჭირდა… მაგრამ პირველი კაიფი მას შემდეგ მოვიდა, რაც ნათლად დავინახე, თუ რა ემართება შეზარხოშებულ კაცს [ქალსაც] დალევის შემდეგ. პირველი სიტყვები, რაც საკუთარ თავს ვუთხარი ასე ჟღერდა: "ყოჩაღ, გიო, აი თურმე როგორი უნდა გამხდარიყავი შენც და არც კი გცოდნოდა, რომ ასეთი ხარ… ახლა კი ხარ ფხიზლად და ცნობიერად… და ეს შესანიშნავია". მოკლედ, ამის და კიდევ იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ არანორმირებული [ტრადიციული] დალევა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისა და საყვარელი ადამიანების ნერვული სისტემისთვის, განვიზრახე საერთოდ აღარ დავლიო.

10. ჩვენი საქმის ფასეულობას განსაზღვრავს იმ ადამიანების დონე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მასში. ჩვენ გვგონია, რომ თავიდან უნდა იყოს "საკეთებელი", შემდეგ კი გამოჩნდება "გამკეთებელიც". არადა, თურმე ყველაფერი პირიქითაა. თავიდან უნდა იყოს "გამკეთებელი" და შემდეგ "საკეთებელი". ძლიერი "გამკეთებლებით", რასაც არ უნდა მოკიდო ხელი და სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც სწორ ადგილას მიხვალ და მაღალ დონეზე გააკეთებ. ბიზნესში, თითოეული "თავის გულის საქმეს" უნდა აკეთებდეს. თუ ადამიანი არ აკეთებს "თავის გულის საქმეს" — ჩვენი მადლიერი ვალდებულებაა — გავათავისუფლოთ ის ამ საქმიდან.

11. სანამ ყველაზე ძლიერი ხარ საქმეში, მანამ ყველაზე სუსტი ხარ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებ საკუთარ სისუსტეს და პარტნიორების ძალით მოახდენ მის კომპენსირებას, შენ მოიპოვებ სტაბილურ სიმძლავრეს. ნამდვილი ძალა — შენი გუნდის სუპერშესაძლებლობებშია. ღირსეული გუნდის ფორმირებისთვის, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გათვალისწინება: პირველი ფაქტორი — პარტნიორი უნდა იყოს "ნომერი ერთი" თავის საქმეში. "ნომერი ერთი" კარგისგან ერთი თვისებით განსხვავდება… და ეს თვისებაა — თვითსწავლებადობა. ის ისევე იზრდება, როგორც შენ. მეორე ფაქტორი — პარტნიორის ხასიათის ეთიკა. რაც უფრო მეტად ალალი ხარ შენს სისუსტეებში, მით მეტად უყვარხართ. ანუ, სანამ არ მოიხსნი გვირგვინს, მესამე ათასწლეულის ბიზნესმენობაზე შეგიძლია არც კი იოცნებო… გვირგვინის მოხსნა კი, პერსონალური განვითარების გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია!

12. ყველა პრობლემა უნდა აღიქვა, როგორც ნორმა. რაც მეტი პრობლემაა ბიზნესში, მით უკეთესია. პრობლემები — ეს არის ამოცანები, რომელთა უკანაც შესაძლებლობები დგას. პრობლემის არსებობა, აჩენს აზროვნების იმპულსს, რათა დაფიქრდე და გაიგო, თუ როგორ უნდა გადაჭრა ის. ეს თემა აქტუალურია როგორც ბიზნესში, ასევე ცხოვრებაშიც. ადამიანი, რომლის პრობლემაც ყველასთვის თვალსაჩინოა, როგორც წესი, არ აღიარებს მას. რაც უფრო მეტ პრობლემას აცნობიერებ, მით უფრო სწრაფად ვითარდები, მაგრამ ნუ მიიტან მათ გულთან ახლოს. ინტერესით დააკვირდი მათ, როგორც მწევრებს, რომლებიც გეხმარებიან ნადირის კვალზე დადგომაში. როდესაც პრობლემა ხდება ნორმა, სანერვიულოც აღარაფერია.

13. პრობლემები და ფული, მიდიან და მოდიან, ურთიერთობები კი რჩება. პირველ წრეში ურთიერთობა — მთავარი ფასეულობაა. ოჯახი და გუნდი… მე მათ ერთად ვწერ, იმიტომ რომ გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან. გუნდი — მეორე ოჯახია, რომელთანაც ყოველდღე ურთიერთობ. როდესაც ოჯახი და გუნდი ბედნიერია, შენ იღებ ენერგეტიკულ მუხტს.

14. მამაკაცის დონეს გვიჩვენებს არა მისი საქმე და მიღწევები, არამედ — მის გვერდით მდგომი ქალი. ზუსტად იგივე ხდება საპირისპირო შემთხვევაშიც.

P.S. ერთი წლის წინ, ის, რასაც მივაღწიე 2014-ში, ძალიან რთულად და მიუღწევლად მეჩვენებოდა. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით იოლი აღმოჩნდა. იოცნებე, განვითარდი პერსონალურად, იპოვე შენი გულის საქმე, შეიძინე მენტორი — გზამკვლევი, რომელმაც უკვე მიიღო ის, რაც შენ გინდა, დაუჯერე მას ყველაფერში, შექმენი სტრატეგია, დაისახე მიზნები, დაგეგმე და გადახტი ამ განუსაზღვრელობის ოკეანეში თავით. აი, ეს არის ნამდვილი ლიდერის გზა, რომელზეც მხოლოდ ერთეულები დადიან და ამ ერთეულებიდან ერთ-ერთი იქნები შენ.

მე მჯერა ამის, დაიჯერე შენც!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT 


Tags: , , , , , , ,

6 комментариев to “2014 წლის ანალიზი, მიღწევები და გამონათებები”

  1. ნიკა ქავთარაძე:

    მეც გილოცავ 2015 წელს *IN LOVE*
    მეექვსე გამონათება უმაგრესი იყო! და ეს ციტატა: «სწორედ მოქმედება იზიდავს საჭირო სიტუაციებსა და ადამიანებს და არა ზედმეტი ლაი-ლაი»
    მადლიერი ვარ ასეთი ძლიერი პოსტისთვის *IN LOVE* *IN LOVE*

  2. ლაშა:

    მარტლაც თვითგანვითარების გარეშე რთულია წარმატება საკუთარ საქმიანობაში და ნებისმიერში.მადლიერები უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის და მოვიზიდავთ იმ კარგს რისთვისაც ვართ მადლიერი უფრო მეტად.მადლობ გიორგი შენი გამოცდილების გაზიარებისთვის.მეცმინდა გავაკეთო გასული წლის ანალიზი.სამწუხაროდ ჯერ არ გამიკეთებია.

  3. მაიკო აბესაძე:

    მადლიერი ვარ გიო. ძალიან დამაფიქრებელი სიტყვებია. %) =-O გული ამიძგერდა უცნაურად. =) *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* (პირველი, მეორე, მეათე და მეთორმეტე) ძალიან მომეწონა. ვირჩევ რომ დავნერგო ეს ტვისებები ჩემში. *IN LOVE*

  4. ხათუნა:

    ჩემთვის მეშვიდეა მნიშვნელოვანი.მადლი არ მოგიშალოს უფალამა, გიორგი!

  5. ნიკოლოზი:

    1.,,თვითდისციპლინა, ყოველდღიური წერა – ეს ძალიან მაღალი პილოტაჟია.
    7. დაყოვნება დამღუპველია! ნებისმიერი იდეა, თუ პროექტი უნდა დაიწყო მყისვე. მოვიდა იდეა? მორჩა – დავიწყეთ კეთება, რაც უფრო ნაკლების კეთება იცის ადამიანმა, მით უფრო მეტად ფიქრობს და ჰგონია, რომ იცის.
    5. უნდა აკეთო მხოლოდ ის, რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. იმისათვის, რომ გაიგო, თუ რაშია შენი «გულის საქმე».»
    ჩემი აზრით, ძირითადად აი ეს პოსტულატებია უდავო წარმატების გარანტია, დანარჩენს უკვე საქმე გაგაცნობიერებინებს.სწორი ანალიზია, მადლობთ გიორგი.

  6. IRMA:

    Irma Amirajibi · Momavlis skola
    1) «gisurvebdi,rom shens warsuls ar ganesazgvros sheni momavali!»(ara da yvela chveni warsulidan movdivart!,shesabamisad warsuli mogvyveba,da momavals axali furclidan vegar viwyebt!ubralob shegvidzlia-tavi movityuot da davmshviddet!… )2)-kargad daakvirdi da sakutari emocionaluri impulsi———sagi azris sacershi gaceri! «(es martlac didi shegonebaa ,rac dagvexmareba daumaxinjebeli momavliken swori nabijebis gadadgmashi//i)3 )unda aketo mxolod is ,rac siamovnebas ganichebs—— unda adge da keteba daiwyo! «— KARGAD GIFIQRIAT.TITQOS YVELAFERI IDEALURIA MAGRAM, XSIRAD AM YVELAFRIS MIGWEVA ,DADZLEVA -SXVISI BEDNIEREBIS XARJZE XDEBA,rogor movaxerxot ,rom es ubedureba davinaxot da ar chavidinot?! RAC SHEEXEBA SUFRAS,SWORED ROM TRADICIISTVIS MIGIGNIAT! ARCERTI MARXVULI OJAXI AR IMDZIMEBS TAVS MALADEC- XALADECIT….! ANU UKVE TRADICIAM DA TANAC DZALIAN DIDMA— «GVISHVELA !» 4) «adamiani,romlis problema yvelastvis tvalsachinoa,rogorc wesi-ar agiarebs mas!»»- amit ki yvelaferi tqvit!.me vfiqrob-UBEDUREBA AMIS SHEMDEG IWYEBA SWORED-ROM-«problema xdeba —norma!!!»— ise,qalebs ki bevri ram dzalgvidzs! mainc mgonia tqveneuli filosofia isev tqvenive wesebs ewinaagmgegeba-am yvelafers cocxali magalitit bedniereba ar unda moqondes!!!! mec visurveb gvecxovros:-rwmenit,sinanulit,siyvarulita da madlierebit! gilocavt axal wels!

Leave a Reply