ცნობიერების 5 ფენა

კიდევ ერთი პოსტი, ჩვენი "მასტერ-მაინდის" დახურული ჯგუფიდან.

დღეს მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი შემოგთავაზო, რომელსაც გუშინ დილის ხუთ საათამდე ვწერდი. ეს პოსტი ექსკლუზიურად ახალბედა ვირტუოზებისთვის დავწერე, თუმცა არც ძველბედა ვირტუოზებისთვის იქნება ურიგო, რადგან მასში ჩაქსოვილია მთელი ჩემი შვიდწლიანი გამოცდილება. 

ასევე, აქ მაქსიმალურად გავამარტივე ისეთი უნივერსალური და ფუნდამენტალური საკითხები, როგორიცაა — სამყარო, ცნობიერება, სისტემა, ადამიანი, ბუნების ენერგოინფორმაციული ველი [ზე ცნობიერი], მესამე ათასწლეულის ლიდერის [ჰომონოვუსის] ეკო-სისტემა, შემოქმედება, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ეფექტური გრადაცია და ნამდვილი წარმატება.

მოკლედ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი და შემდეგ, კომენტარებში გამოთქვით თქვენი მოსაზრებები.

სამწუხაროდ უმრავლესობისთვის 2015 წელი, 2014 წლის ფერმკრთალი ასლი იქნება, მაგრამ არა შენთვის, იმიტომ რომ ამ პოსტიდან შენ შეიტყობ, როგორ აქციო ახალი წელი, ჭეშმარიტად ახლად.

სანამ ცნობიერების 5 საბაზისო პრინციპის განხილვაზე გადავიდოდეთ, ჯერ მინდა შეგახსენო, თუ რა არის ცნობიერება.

თუ ავიღებთ სიტყვას ცნობიერება და გავშიფრავთ, მივიღებთ შემდეგ სურათს:

ცნობ-იერ-ება… სადაც, ფესვს წარმოადგენს ცნობა და იერი, ანუ რაღავის ცოდნა, გაგება და იერსახის მიცემა.

როდესაც ჩვენ ვუყურებთ მცენარეს და კარგად ვაკვირდებით, ჩვენ ვაცნობიერებთ მას, ანუ ვიღებთ ცნობას იმის შესახებ, თუ რა არის ეს.

როდესაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას საკუთარ თავს, შინაგან სამყაროში მივმართავთ ცნობიერებას და ვიწყებთ დაკვირვებას — ფიქრებზე, გრძნობებზე, ემოციებზე, — ჩვენ ვიღებთ ცნობას იმის შესახებ, რაც ხდება ჩვენში… ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენი შინაგანი სამყაროს კონტექსტს — შემადგენელს.

ეს ცნობიერების ყველაზე უბრალო და საბაზისო განმარტებაა.

ცნობიერება — ეს არის ის, რაც გვაძლევს ცნობას, მაგრამ ეს სიმართლის მხოლოდ ერთი ნაწილია…

მეორე ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერება — ასევე, არის ის ძალა, რომელიც გვეხმარება ყველა იმ ობიექტის შექმნაში, რომლებსაც ვაკვირდებით ჩვენს შიგნით, თუ გარეთ.

მეოცე საუკუნის მიწურულს, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ცნობიერებას გააჩნია ქმნადი და ორგანიზებადი ძალა.

თუ ნამდვილად იცი რაღაც, ესეიგი შეგიძლია!

ცნობიერება და შესაძლებლობა განუყოფელია და წარმოადგენს ერთ მთლიანს.

ცნობიერება = ცოდნას!

თუ გაქვს სრული ცოდნა მხატვრობაზე, ესეიგი შენ შეგიძლია ხატვა. თუ ფლობ ცოდნას მშენებლობაზე, შენ შეგიძლია აშენო დიდი და ლამაზი სახლები. თუ იცი — ესეიგი შეგიძლია.

ცოდნა = შესაძლებლობას!

ეს პრინციპია… და ის, რაც შენ შეგიძლია დღეს — იყო, აკეთო, ფლობდე — წარმოადგენს, პირდაპირ ანარეკლს იმისა, თუ რა და როგორ მდგომარეობაშია შენი ცნობიერების კონტექსტი.

ანუ, ცნობა და გაგება საკუთარი თავისა [თვითიდენტურობა] და საერთოდ აღქმა სამყაროსი, აირეკლება შენს წარსულ და მიმდინარე შესაძლებლობებზე.

დააკვირდი იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია ამჟამად… ეს სწორედ შენი ამჟამინდელი ცნობიერების მდგომარეობის პირდაპირი ანარეკლია და ცნობიერებასთან მუშაობის მიზანია — მისი განვითარებით გაიზარდოს შენი შესაძლებლობები.

რაც უფრო ფართოა ცნობიერების კონტექსტი, მით უფრო მეტი ხარ, მეტის კეთება შეგიძლია და მეტს ფლობ. ეს პირდაპირი დამოკიდებულებაა.

ახლა კი მოდი გადავიდეთ ცნობიერების 5 საბაზისო პრინციპის შესწავლაზე.

1. პირველი პრინციპი — ეს არის თვითცნობიერება. ეს ყველაზე საბაზისო პრინციპია და თუ ის არ მოგვყავს მოქმედებაში, ესეიგი შენს ცხოვრებაში არაფერი ხდება. ანუ არ ხდება ის, რაც შენ გსურს, რომ ხდებოდეს. თვითცნობიერების გარეშე, არ არსებობს ჰარმონია ბუნების კანონებთან და შემოქმედებით ძალასთან, შენ უბრალოდ არ გაქვს ენერგია, რომ მიიღო ცნობიერი გადაწყვეტილება.

წარმოიდგინე კომპიუტერი, რომელიც არ არის მიერთებული ინტერნეტთან. ალბათ დამეთანხმები, რომ ასეთ შემთხვევაში კომპიუტერის შესაძლებლობები მინიმალურია, მაგრამ, თუ ამ კომპიუტერს მივაერთდებთ ინტერნეტთან, მისი შესაძლებლობები სწრაფად გაიზრდება. ამ კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს მთელი სამყარო თვალწინ ეშლება… მას შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოძიება და სხვა უამრავი რამ. თუ ამ კომპიუტერს კვლავ გამოვრთავთ ინტერნეტიდან, მისი შესაძლებლობები მყისვე შეიზღუდება და მხოლოდ იმ შესაძლებლობებით შემოიფარგლება, რაც მის ოპერატიულ მეხსიერებაშია.

ზუსტად იგივე რამ ხდება ადამიანშიც… თუ ჩვენ არ ვისწავლეთ ცნობიერების საკუთარ თავთან მიერთება და დაკვირვება, ჩვენი შესაძლებლობებიც ისეთივე შეზღუდული იქნება, როგორიც ინტერნეტის გარეშე დარჩენილი კომპიუტერის.

თვითცნობიერების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია ვხედავდეთ იმას, რაც გარშემო ხდება და ვრეაგირებდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია ვქმნიდეთ ამ რეალობას, არ შეგვიძლია გამოვხატოთ და შიგნიდან გარეთ გამოვიტანოთ ის, რაზეც ვფიქრობთ. ეს იმიტომ ხდება, რომ თვითცნობიერების გარეშე, ჩვენ არ ვართ კავშირში წყაროსთან.

სწორედ წყაროსთან გვაერთებს პირველი პრინციპი — თვითცნობიერება.

2. მეორე პრინციპი — ეს არის თვითცნობიერება აქტივობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, შენ არ კარგავ კავშირს ენერგიის წყაროსთან, ანუ უმაღლეს საზრისთან [ზე ცნობიერებასთან]. რასაც არ უნდა აკეთებდე, შენ მუდმივად შეერთებული ხარ სამყაროს ინტერნეტთან და უწყვეტად იღებ ინფორმაციას, რომელიც გჭირდება მომენტში აქ და ამჟამად.

ეს უკვე ის სტადიაა, როცა სრულად იწყებ სურათის დანახვას და მოქმედებ სტრატეგიულად.

თვითცნობიერება აქტივობაში, სხვა სიტყვებით შეგვიძლია ასე გამოვხატოთ — "მოძრაობა სიმშვიდეში" [ნაკადის მდგომარეობა].

ძველი ფილოსოფოსები სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ამ პრინციპს — მოძრაობა სიმშვიდეში.

როდესაც ადამიანი მშვიდი და აუღელვებელია, მას შეუძლია იყოს ყველაზე ეფექტური. ვფიქრობ, რომ ფილმი "გრავიტაცია" ამ პრინციპის ნათელი დემონსტრირებაა, როცა ჯორჯ კლუნის გმირი, მიუხედავად გარდაუვალი სიკვდილისა, პანიკაში ჩავარდნის ნაცვლად, ისეთ მშვიდ და გაწონასწორებულ მითითებებს აძლევს სანდრა ბალოკის გმირს, რომ მისი მითითებები და მოტივაციაც გადაარჩენს მას… თვითონ კი ღია კოსმოსში გაფრინდება და დაიღუპება.

"ყველაზე სწრაფად მფრინავი ისარი, ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაშია!" ჩინური სიბრძნე

სიმშვიდე — ეს არის ეფექტური ქცევისა და მოქმედების საფუძველი.

როდესაც კარგავ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობას, შენი მოქმედებების ეფექტურობა სუსტდება, მცირდება და ბოლოს საერთოდ ქრება.

3. მესამე პრინციპი ასე ჟღერს — სიტყვა და ფორმა ურთიერთკავშირში.

აზრი + სიტყვა + სახელი + ქმედება = ფორმას.

რა სიტყვა? ნებისმიერი!

რას ნიშნავს სახელი? აბსოლუტურად ყველაფერს შეგვიძლია დავარქვათ სახელი, ანუ დავასათაუროთ.

ხოლო სამყაროს ენერგოსაინფორმაციო ველში, არსებობს ცოდნა — სრული ინფორმაცია ყველა აზრის, სიტყვის და სახელის შესახებ.

სწორედ ბუნების ერთიანი ველი, შენს მიერ გაგზავნილი იმპულსების შედეგად გისრულებს შეკვეთას და ქმნის ფორმას.

რაც არ უნდა ისურვო, როგორი შედეგების მიღებაც არ უნდა გინდოდეს, რა მოვლენებშიც არ უნდა გსურდეს აღმოჩენა, ნებისმიერ მოვლენას და სიტუაციას მიესადაგება სიტყვა, ანუ ყველაფერს აქვს სახელი… და მეცნიერების თანახმად, რომელიც საბაზისო ენერგო ინფორმაციული ველის შესწავლით იყო და არის დაკავებული, ეს ველი ფლობს სრულ ინფორმაციას ამ ობიექტის შესახებ.

სიტყვა, იგივე სახელი ფლობს ინფორმაციას — ცნობას, ფორმის შესახებ!

სახელი ფლობს ცნობას იმ ობიექტის შესახებ, რასაც ეს სახელი ნიშნავს!

მაგალითად, სახელი — საზამთრო ფლობს ინფორმაციას საზამთროს შესახებ.

სახელი — ფული ფლობს ინფორმაციას ფულის შესახებ.

"მინდა მქონდეს ფული" — ამ "სახელში" სრულად არის ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შენ გქონდეს ფული… ანუ შენ შეგიძლია სახელიდან გადახვიდე ფორმაში.

მოკლედ, რაც არ უნდა განიზრახო, აბსოლუტურად ყველაფერს აქვს სახელი… ამ პრინციპის მოქმედებაში მოყვანის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ შენ საკუთარ ცნობიერებაში, არ ახმოვანებ რეგულარულ საფუძველზე იმას, რაც განიზრახე, რომ მიიღო და განიცადო, ეს იმას ნიშნავს, რომ წყაროში უშვებ ურთიერთგამომრიცხავ და საწინააღმდეგო სახელებს, რის შედეგედაც იქმნება ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ.

შენს თავში ქაოსია… შენ ხან ერთზე ფიქრობ, ხან მეორეზე და ხან მეოცეზე…

შენ არ ქმნი მკვეთრ სიგნალს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნებოდა შენარჩუნებული და დაიცავდა საკუთარ ინტერესებს შთაგონებაზე და მოტივაციაზე.

არადა, როდესაც გარკვეული რეგულარობით, უშვებ ერთი და იგივე სიგნალს და ის არ ირევა სხვა საწინააღმდეგო სიგნალებში, შენ იწყებ დანახვას, თუ როგორ ახდენს შენი ცნობიერება, უნივერსალურ ცნობიერებასთან ჰარმონიაში შესვლას და იქმნება სინერგია, რომლის შედეგად ხდება შენი ზრახვის კონფიგურირება და სრუქტურირება, შენს ცხოვრებაში კი, უკვე ფორმის სახით შემოდის ის რეალიზებული სახელი, რომელსაც ახმოვანებდი.

სახელი და ფორმა ურთიერთკავშირშია!

4. მეოთხე პრინციპი — ეს არის განულების, ან ცნობიერების გასუფთავების პრინციპი. ჩვენი ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ მუდმივად ვაგროვებთ გამოცდილებას. ჯერ რაღაცას განვიცდით, შემდეგ ეს განცდები და ემოციები — გამოცდილებად იქცევა. ამ გამოცდილებას აქვს თავისებურება, არა მხოლოდ გაგვამდიდროს ახალი გაკვეთილებით, არამედ, ის ხშირად შლაკებით ავსებს ჩვენს ცნობიერებას, რის გამოც სრული ქაოსი და გაუგებრობა იქმნება.

წარსული გამოცდილების შლაკები — ეს არის, რაც გვიშლის ხელს სიახლისა და უნიკალურობის დანახვაში. თუ შენ ცნობიერად არ მოახდენ ცნობიერების განულებას, შენ უბრალოდ ვერ დაინახავ ახალი დღის ახალ და ფართო შესაძლებლობებს.

ყველაზე უბრალო მაგალითი იმისა, როდესაც შენ გაანულე შენი ცნობიერება, ეს არის, როცა გულწრფელად ეუბნები საკუთარ თავს — "მე არ ვიცი, თუ რა მოხდება ახლა".

როდესაც შენ არ იცი, თუ რა მოხდება ახლა, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შენ განხსნილი ხარ ნებისმიერი ახალი შესაძლებლობისთვის. როცა არ იცი რა შეიძლება მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციურად შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ხოლო, თუ რა რეალიზდება შენს ცხოვრებაში, ეს უკვე შენი მოქმედების ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

მხოლოდ ის არ კმარა, რომ იყო გახსნილი ნებისმიერი შესაძლებლობისთვის, კიდევ ეფექტური მოქმედებაა საჭირო.

მაგრამ, ეფექტური მოქმედება შეუძლებელია, სუფთა და განულებული ცნობიერების გარეშე, იმიტომ რომ შენ განპირობებული წარსული გამოცდილება, შლაკები და ტოქსიკური რწმუნებულებები გზღუდავენ.

როდესაც ამბობ: "მე ვიცი", ამით შენ თავად ზღუდავ და ამ ცოდნის მარწუხებში აქცევ იმ საზღვრების არეალს, რომელიც სინამდვილეში შეგიძლია უკიდეგანო იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ არცოდნის, ნულოვანი სტადიის დონეზეა შესაძლებელი.

სწორედ შენი მოლოდიენბია ამ შესაძლებლობების მარწუხებში მოქცევა და მათი სულ უფრო და უფრო შევიწროება. ის, რასაც შენ ელოდები, ქმნის შენი პიროვნული მასშტაბისხელა საზღვრებს, რომელი საზღვრებიც მთლიანად ბარიერებისა და ბლოკ-პოსტებისაგან შედგება.

ამით შენ თავად ფილტრავ ახალ შესაძლებლობებს, რადგან მიდრეკილი ხარ, მიიღო ის და მხოლოდ ის, რასაც ელოდები… ხოლო როგორც წესი უმრავლესობის ცხოვრებაში, ეს "ის" ნეგატიური, ქაოტური და შეშინებული წარსული გამოცდილების მიერ არის განპირობებული.

შენ ავტოპილოტზე მოძრაობ და აკეთებ ყველაფერს, რომ შენი სამყარო ემთხვეოდეს შენს მოლოდინებს.

5. მეხუთე პრინციპი — ასე ჟღრს, "ყველაფერი ყველაფერში", ანუ ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ შენი სხეულის, ემოციების, გონებისა [მიკრო ცნობიერება] და სულის [მაკრო ცნობიერება] კავშირზე.

ყველაფერი მოქმედებს ყველაფერზე. შენი სხეულის მდგომარეობა, მოქმედებს შენს ემოციებზე, ემოციები მოქმედებს გონებაზე, გონება აგზავნის სიგნალებს მაკრო კოსმოსში, გაგზავნილი სიგნალი იღებს და იძლევა უკუკავშირს, რომელიც მოქმედებს სხეულზე და ასე მიდის ახალი წრე.

როდესაც ვიღაც გეუბნება — "მე შენ მიყვარხარ", შენში ფიზიოლოგიურ დონეზე იწყება განსხვავებული პროცესები… ხოლო როცა გეუბნებიან — "ვერ გიტან", იქმნება აბსოლუტურად განსხვავებული ბიო-ფიზიოლოგოგიური პროცესები. ბიოქიმია მომენტალურად რეაგირებს ნებისმიერ სიტყვაზე.

ზუსტად იგივეა მაკრო კოსმოსშიც, იმიტომ რომ, როგორც სხეული, მაკრო კოსმოსიც სისტემა და ცოცხალი ორგანიზმია.

შენი ცნობიერების მდგომარეობა — ეს არის ანარეკლი იმისა, რასაც გრძნობ და განიცდი ფიზიკურ და ემოციონალურ დონეზე. თუ შენ ცნობიერად არ დაიწყებ საკუთარ სხეულზე და ემოციებზე მუშაობას, შენი ცნობიერების მდგომარეობა არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ იყო შემოქმედი პიროვნება — ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით.

აი რას ნიშნავს პრინციპი — ყველაფერი ყველაფერში.

როგორ დავნერგოთ ეს პრინციპები ცხოვრებაში, რათა შევქმნათ ცხოვრებისა და განვითარების ეტაპობრივი გეგმა?

ამას გავიგებთ კურსიდან: "წარმატების ანბანი".

"წარმატების ანბანი" — ეს არის შემოქმედების უნივერსიტეტი, რომელიც მოწადინებულ ადამიანს ეხმარება — ზრახვითი კონფიგურაციის შექმნის გზით, ცნობიერების კონტექსტის გაფართოებაში.

 ვირტუოზებო — ძველებო და ახლებო, გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ განხილვაში და ბიძგი მივცეთ ჩვენი ცნობიერების გაფართოებას.

სანამ უმრავლესობა ჭამს, სვამს და ალკოჰოლით იწამლავს თავს, ვირტუოზები ვვითარდებით. რა შეიძლება იყოს ამაზე მაგარი?!

P.S. ახლა კი მოგმართავ შენ — მკითხველო, რომელიც ამ პოსტს უკვე "ინტელექტიკას" ბლოგზე კითხულობ. შენ შეგიძლია საჩუქრად მიიღო კურსი "წარმატების ანბანი", სხვა უამრავ ბონუსთან ერთად, თუ კვირას, 13:00 სთ-ზე დაესწრები ჩვენს ცოცხალ ტრენინგს: >>> ტრანსფორმაცია 2015 <<<

P.P.S. შენ შეიძლება წაიკითხე ახლა ეს პოსტი და ფიქრობ, რომ მე არ ვარ მისი ავტორი, რადგან ვერ იჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემი დაწერილია… მაგრამ, შენ აუცილებლად გაგიქარწყლდება ეჭვები, როდესაც გვესტუმრები ცოცხალ ტრენინგზე და ნახავ, რომ მე, ამ და კიდევ სხვა, ბევრად ურო ძირეულ თემას, ყოველგვარი კონსპექტებისა და სლაიდების გარეშე, მხოლოდ მარკერით ხელში, მარტივ მამრავლებად დავშლი შენს თვალწინ და პერსონალური განვითარების ისეთ უნიკალურ სისტემას შემოგთავაზებ, რომელსაც, პირობას გაძლევ, რომ საქართველოში სხვაგან ვერსად ნახავ.

აი, ასეთი დარწმუნებული ვარ საკუთარ "პროდუქტში". ეს მართლაც უნიკალური ტრენინგია, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო შენ. დრო მცირდება, ფასი იზრდება, ასე რომ იჩქარე.

ამომწურავ ინფორმაციას გაეცნობი აქ: >>> ტრანსფორმაცია 2015 <<<

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT


Tags:

Leave a Reply