ცხოვრების ექსპრეს დიაგნოსტიკა!

 

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მკითხველებო.

შეამჩნევდით, თუ რამდენი ადამიანი ჩივის და მწყრალად არის განწყობილი ამ ცხოვრების მიმართ.

კერძოდ, მათ არ მოწონთ:

  • დაბალი ხელფასი;
  • მაღალი გადასახადები;
  • არასამართლიანი არჩევნები;
  • უსამართლობა;
  • და ა.შ. მიზეზები, რომლებიც ფაქტიურად ყოველ დღე გვესმის, შეიძლება გაუთავებელი რაოდენობით ჩამოიწეროს.

ამასთანავე, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ადამიანებს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჰგონიათ, რომ ცოტას თუ მოითმენენ და აიტანენ მათთვის არასასურველ ყოფას, ცხოვრება დალაგდება და ყველაფერი თავისით  მოგვარდება.

არადა ცხოვრების ერთ-ერთი უცვლელი კანონი გვეუბნება, რომ: "თუ თქვენ იმეორებთ ერთსა და იმავე ქმედებებს, მიიღებთ ერთსა და იმავე შედეგებს!"

ვგონებ, რომ თქვენ უკვე ხვდებით საითაც მიმყავს ჩვენი დღევანდელი საუბარი… უბრალოდ ლოდინი უაზრობაა: ცხოვრება ექვემდებარება დასასრულს, ხოლო უმოქმედო მოლოდინი კი ყველა ვარიანტში არარეალიზებული დარჩება.

რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც შეიძლება ცხოვრებისა და საკუთარი გარემოცვის დადანაშაულება, მაგრამ კითხვა აქ უკვე შემდეგში მდგომარეობს: "რა აზრი აქვს ყოველივე ამას?" ცხოვრებამ ხომ უკვე ჩაიარა…

ერთადაერთი შესაძლებლობა ველოსიპედის ტარებისაგან სიამოვნების მიღებისა არის — ტარების სწავლა და ტარება! 🙂

ცხოვრებაშიც ზუსტად იგივე ნაირად ხდება. ბედნიერად და კომფორტულად ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის საჭიროა გარკვეული გზის გავლა. ხოლო ეს გზა არის რთული და ადამიანების უმეტესობისათვის  არათვალსაჩინო.

მე არაერთხელ მითქვამს ჩემს პოსტებში, რომ ცხოვრება რეალურად რთულია.

და ადრე თუ გვიან თითოეული ადამიანი აკეთებს არჩევანს:

  • ან იცხოვრონ, მილიარდობით ადამიანის მიერ შემოწმებული და დატკეპნილი, ერთი შეხედვით უსაფრთხო, ჩვეულებრივი, რუტინული ცხოვრებით… არ ჰქონდეთ დიდი ამბიციები, ჰქონდეთ შესაძლებლობა დაადანაშაულონ ირგვლივ ყველა და ყველაფერი, მაგრამ მთელი სიმკაცრით გადაიხადონ ამ ყველაფერში თავიანთი ცხოვრებისათვის (და არა არსებობისათვის) გამოყოფილი დროის რეზერუარიდან;
  • ან დაიწყონ საკუთარ თავში გარკვევა: ძიება, შეცვლა… რათა აღმოაჩინონ საკუთარ თავში ბედნიერებისა და სიამოვნების სათავე (წყარო) და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება;

მე კარგად ვიცი, შინაგანად თუ როგორ აღაშფოთებს ეს პოსტი მრავალ ადამიანს. თავად აზრი იმის შესახებ, რომ მათი ცხოვრება დამოკიდებულია მხოლოდ მათზე და მთელი პასუხისმგებლობა მათ აკისრიათ, უკვე უსიამოვნოა… იმიტომ რომ ამ სიტყვებით მე მათ სტერეოტიპებს, მათ კომფორტის ზონას ვეხები, ხოლო ეს რა თქმა უნდა უსიამოვნოა მათთვის…

…მაგრამ ყოველთვის არიან დაახლოებით 5% ადამიანებისა, რომლებიც ამ პასუხისმგებლობას სწორად და სიხარულით იღებენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ მათი ცხოვრება (აწმყო და მომავალი) მათ ხელშია და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

ვიცი, ვიცი, ვიცი, ეხლა წავა პასუხისმგებლობის ღმერთზე გადაბარება და იმის ძახილი, რომ ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებულიო, მაგრამ ამაზე ერთი მოკლე იგავით გაგცემთ პსუხს: "კაცი იხრჩობოდა და ღმერთს შეევედრა, ღმერთო გადამარჩინეო, ღმერთმა კი მიუგო, ხელი გაანძრიე და გადარჩებიო!"

ადამიანების ეს 5% ყოველთვის პოულობენ თავის თავში იმ რეალურ ძალას, რომ აღიარონ მათ ცხოვრებაში არსებული პრობლემები (ფულის უკმარისობა, ან ადამიანებთან დაულაგებელი ურთიერთობები, ან მათ მუდმივად რაიმე აღიზიანებთ და ა.შ.) და ამ ყველაფერს უწყებენ ყურებას არა როგორც პრობლემებს, არამედ როგორც ამოცანებს, რომლებიც უბრალოდ უნდა ამოხსნან.

დღეს მივიწყებულ არქივებში ვიქექებოდი და რამდენიმე ძველი ვიდეო რგოლი აღმოვაჩინე, რომელთა ყურებამაც არა მხოლოდ დიდი სიამოვნება მომანიჭა, არამედ ერთი კარგად გვარიანადაც შემაჯანჯღარა და სერიოზული პანღური ამომარტყა 🙂 (პანღური იმიტომ რომ ბოლო პერიოდია ცოტა რეჟიმიდან ამოვარდი)

ასე რომ გადავწყვიტე ეტაპობრივად ჩვენს ბლოგზე განმეთავსებინა ეს ვიდეოები და დღეს გთავაზობთ პირველ მათგანს სახელწოდებით: "დრო & ფული!

P.S. იმ 5%-ის წარმომადგენლებს, ლიდერებს, რომლებიც იღებენ ცხოვრებისაგან გამოგზავნილ გამოწვევებს, ერთ სასარგებლო საშინაო დავალებას მივცემ: ვიდეოში მოცემული ციფრებისა და მეთოდების მიხედვით, გამოითვალეთ რა ღირს თქვენი დრო? კერძოდ — რა ღირს თქვენი ერთი საათი? ამის ცოდნა აღარ მოგცემთ დროის უქმად კარგვის საშუალებას! 

P.S.S. დატოვეთ კომენტარები და განვიხილოთ ეს მეტად მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი… ნუ მოერიდებით კრიტიკას. დიდი მადლობა, რომ გვკითხულობთ!


Tags: , , ,

11 комментариев to “ცხოვრების ექსპრეს დიაგნოსტიკა!”

  1. სერგუნა ყიფშიძე:

    დიდი მადლობა ძალიან საჭირო და აუცილებელი პოსტისათვის.  გაიხარეთ! 🙂

  2. გაიხარე სერგუნ, ჩვენს მკითხველებში და ყველაზე აქტიურ კომენტატორებში ჯერ-ჯერობით შენ ლიდერობ, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა შენ! ისე უახლოეს პერიოდში სასარგებლო პრიზების გათამაშებას ვაპირებთ და თუ ამ ტემპში გააგრძელებ, აუცილებლად გაიმარჯვებ 😉

  3. საღოლ გიო ,შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი რამე გამოვიყენე შენი გამოცდილებიდან და რჩევებიდან.მადლობა რომ არ მოგიხადო ძმაო უმადური ვიქნები 🙂

  4. გაიხარე გიო, სწორედ ეგ არის ჩემი ცხოვრებისეული მოწოდება და დანიშნულებაც და მოხარული ვარ *YAHOO* , რომ თუნდაც ცოტა მაგრამ, მაინც ადამიანები რომ იზიარებენ და პრაქტიკაში იყენებენ იმ რჩევებს რომლებსაც მე ამ ბლოგის მეშვეობით ვიძლევი! *IN LOVE* 😉

  5. ლიკა:

    მე დღეს პირველად გადავაწყდი ამ საიტს, კარგ საქმეს ხართ შეჭიდებული ბიჭებო! 😉

  6. დათო:

    გიუშ კაი კაცი ხარ ძმაო გენაცვალეე…მე არ მგონია ეს ჩამოტვლილი რაღაცეები პრობლემა ეს ყველაფერი ცხოვრებას ახლაავს და საჭიროა რო ყველა ადამიანმა გადალახოს ეს რთული ზგვარიი…ბევრს უჭირს და პრობლემა გონია ვისაც არ უჭირს იმისთვის არაფერია ეს ყველაფერი…მეეც პირადად სულ არ ვუყურებ ცხოვრებაში მაგათ….იმიტო რო კაცმა სიკვდილისთვის უნდა იცოცხლოს და არა რაღაც უბრალო ბევრისთვის რთული პრობლემების მოგვარებისთვის…მტავარი ხო ის არარი რამდენს ივლის ადამიანი მთავარი ისაა რო რა ნაკვალევს დატოვებს …

  7. გოჩა:

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, არასდროს შევიკავებ თავს და არც არასოდეს დავარღვევ ტრადიციას და დიდ მადლობას გადაგიხდი……..
    პრობლემა შეიძლება იყოს ორი სახის გადალახვადი და გადაულახავი, ამ პოსტში ჩამოთვლილი ყველა საკითხი გადალახვადია თუ თუ ჩამოყალიბდები რა გინდა და როგორ მიაღწიო მას.
    მთავარI მართლაც არაა ის რომ რამდენს ივლის ადამიანი, არამედ მთავარი ისაა რა ნაკვალევს დატოვებს, ნაკვალევს კი იმით ტოვებს თუ როგორ ივლის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენვე ვიქმნით იმ პრობლემებს რაც ხელს გვიშლის კვალის დატოვებაში.
    მთავარი ფული არა არის როგორც უმეტესობას მიაჩნია, მთავარია ჩვენი სურვილი და საკუთარი შინაგანი შესაძლებლობები, რომლის ჯანსაღი გამოყენებით ავისრულებთ ოცნებებს.
    ამ პოსტში დიდი ყურადღებაა დათმობილი დროის ფასზე, რომელიც რაცარუნდა სამწუხარო იყოს ქართველების 97% არ ვიცით. საწყისისთვის ვისწავლოთ დროის ფასი, რათა შევძლოთ დრო ვამუშავოთ ჩვენზე და არა დროზე ვიმუშავოთ ჩვენ.
    მაგალითისთვის მე დროზე ვმუშაობ, მაგრამ აუცილებლად დადგება ის წუთი რის შემდეგაც ჩემზე იმუშავებს, დარჭმუნებულივარ ამაში, რადგან უკვე დაწყებული მაქვს მისი შესწავლა,მორგება, გადანაწილება და ა.შ. თქვენც იგივეს გირჩევთ, საწყისისთვის გაგიჩირდებათ, მაგრამ ……

  8. აკო:

    კარგი იყოოო მადობა დიდ წარმატებებს გისურვებთ

  9. სალომე:

    დროის უქმად კარგვაში ალბათ ჩემპიონი ვარ! თქვენ მე თვალები ამიხილეთ უკვე ბევრ რამეზე. ალბათ ბოლოში რომ გავალ(ვგულისხმობ, რომ დავეწევი მიმდინარე პოსტებს), უკვე ვირტუოზი ვიქნები!

  10. დიმიტრი:

    გიო მაგარი ხარ მეგობარო დიდი მადლობა ყველა იმ სიკეთისთვის რაც შენ ჩვენთვის თითეული ადამიანისთვის შექმენი ქმნი და შექმნი მომავალშიც ჩემთვის დიდი პატივია შენთან მეგობრობა ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ოჯახით წარმატებებს გისურვებთ

  11. ივანე ლურსმანაშვილი:

    ძალიან საინტერესო ვიდეოა. დიდიდლობა.

Leave a Reply