დავიწყებული განცდა

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მკითხველო!

დღეს მინდა შემოგთავაზო სტატია, რომელში მოცემული თემაც ძალიან მაწუხებს. ეს უბრალო სტატია არ არის, მისი წაკითხვის შემდეგ შენ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს მძინარეს ცივი წყალი გადაგასხეს და ისე გამოგაღვიძეს. ამ სტატიის გაცნობიერების შემდეგ, შენ ვეღარ შეძლებ ისევე იმ ცხოვრების გაგრძელებას, რომლითაც აქამდე ცხოვრობდი [თუ რა თქმა უნდა შეგნებულად არ აირჩევ სიყალბეში ცხოვრებას]. შენი ცხოვრება შეიცვლება, იმიტომ რომ შენი შინაგანი სამყარო აბსოლუტურად სხვანაირი გახდება…

დღეს მინდა გაგესაუბრო ისეთ გრძნობაზე, რომლის ხსენებაც ჩვენს საზოგადოებაში მიუღებელია [თუ მიუღებელი არა, დავიწყებული და ფეხქვეშ გათელილი ნამდვილად არის]. ამ გრძნობას ღირსება ეწოდება. დღეს ღირსება დავიწყებას მიეცა და იგი სხვა გრძნობით ჩანაცვლდა, სახელწოდებით "საზოგადოებრივი აზრი" [დასტური — შექება].

სწორედ ამ ორ გრძნობას შორის არის მოქცეული ჩვენი [ჩემი და შენი] თავისუფლება.

ღირსება — ეს არის გრძნობა, რომელიც მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს გააჩნიათ. ამ სტატიაში მე დეტალურად ავღწერ ღირსების გრძნობის დავიწყებასთან და მასთან მიზან მიმართულ ბრძოლასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხოლო, ყოველივე ზემოთ ხსენებულის გამოსაკვლევად, ჩვენ შორეულ ისტორიაში მოგვიწევს გამგზავრება.

მონობა 

ძველ დროში ადამიანის ღირსება და თავსუფლება სერიოზულად ილახებოდა, მაგრამ ადრე ეს გაცილებით უხეში ფორმებით ხდებოდა, ვიდრე ხდება ახლა. ადრე მონებს ბორკილებს ადებდნენ და მათრახ მომარჯვებულ ზედამხედველებს უჩენდნენ. მონა იძულებული იყო, რომ ნებისმიერი ბრძანება შეესრულებინა… წინააღმდეგ შემთხვევაში მწარე გაროზგვა არ ასცდებოდა მას. დროთა განმავლობაში, მონებს, რომლებიც კარგი ქცევით გამოიჩენდნენ თავს, ბორკილებს ხსნიდნენ და მათ შეეძლოთ ზედამხედველის გარეშე ემოქმედათ. ერთი შეხედვით, ისინი აღარ გავდნენ ბორკილ დადებულ მონებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც ედოთ უხილავი ბორკილები: მათ კარგად იცოდნენ, რომ თუ სხვაგვარად მოიქცეოდნენ, ამას სასტიკი დასჯა მოყვებოდა.

 

მონათმფლობელობის განვითარების შემდეგი ეტაპი — ბატონყმობა იყო. ადამიანებს შეეძლოთ ემუშავათ, ეკეთებინათ რაც სურდათ, მაგრამ — ეს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი მიწათმფლობელებს ეკუთვნოდათ. აქ შემდეგი პრინციპი მოქმედებდა: გშია? იცეკვე! [ანუ იმუშავე].

წარსულში მთელი მონათმფლობელური სისტემა დაფუძნებული იყო ძალადობაზე: ადამიანები, რომლებიც "ცხვირს გამოყოფდნენ", ფიზიკურად ისჯებოდნენ. მაგრამ მეოცე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა…

ახლა კი მოდი ე.წ. "თავისუფალ საზოგადოებაზე" გავისაუბროთ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს. თანამედროვე საზოგადოებაში, ადამიანების დასამორჩილებლად გაცილებით უფრო მზაკვრული და ფარული ტექნოლოგიები გამოიყენება.

შეფასებითი სისტემა სკოლებში 

— როგორ ასწავლიან ბავშვებს სკოლაში? 

უყვებიან ბევრი ფაქტების შესახებ და შემდეგ სთხოვენ ამ ფაქტების დამახსოვრებას. ის ბავშვები, რომლებიც კარგად იმახსოვრებენ ფაქტებს, იღებენ ჯილდოს — "ხუთიანს". ხოლო, ის ბავშვები, რომლებიც ცუდად სწავლობენ, იღებენ — "ორიანს". ამ შემთხვევაში შემოქმედებითი აზროვნება ფაქტიურად არ ვითარდება, ბავშვებს თერთმეტი წლის განმავლობაში ასწავლიან: თუ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან, მიიღებ "ორცხობილას", თუ არ გააკეთებ, მიიღებ "მათრახს".

შეფასებითი სისტემა უმაღლეს სასწავლებლებში 

აქაც ფაქტიურად იგივე გრძელდება კიდევ 5 წლის განმავლობაში. აქ ადამიანს სისხლს უსხამენ და შთააგონებენ, თუ რა პროფესიით უნდა იმუშაოს მან მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. …და აქაც სწორედ "ორცხობილისა და მათრახის" პრინციპის წახალისება ხდება. ფაქტიურად თექვსმეტი წლის განმავლობაში სიტყვაც კი არ არის ნახსენები ისეთ ფუნდამენტალურ პრინციპებზე, როგორებიცაა: ღირსება, პასუხისმგებლობა, თავისუფლება და ა.შ.

ამით მე არ ვაცხადებ, რომ საგანმანათლებლო სისტემის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ იმას მთელს ხმაზე ვიძახი, რომ ის სერიოზულ რეფორმას საჭიროებს.

სამსახური

მას შემდეგ, რაც 16 წლიანი სწავლის შემდეგ, ადამიანს ჩამოუყალიბდება შესაბამისი პარადიგმა, მან უნდა დაიწყოს მუშაობა. სამსახურში ადამიანს ძირითადად ტვირთავენ ვალდებულებებით, რომლებიც მან უნდა შეასრულოს. შეასრულებს — მიიღებს "ორცხობილას", არ შეასრულებს მიიღებს — "მათრახს". აქ შეიძლება ავღნიშნოთ ერთი დადებითი ფაქტი: დღეს უკვე ბევრ ორგანიზაციაში მიესალმებიან ინიციატივას, პასუხისმგებლობას და ლიდერულ თვისებებს, რაც ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში ადამიანს უკვე შეუძლია, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯის გამო დამსახურებულად გაუჩნდეს საკუთარი ღირსების განცდა, მაგრამ სამწუხაროდ 16 წლიანი მიზანმიმართული "ზომბირების" შემდეგ, ყველას არ შეუძლია ამ ფუფუნების უფლება მისცეს საკუთარ თავს.

კინომატოგრაფია 

ტელევიზორი — "ფსიქოტრონული იარაღი", მას კიდევ — "ზომბირების ყუთს" ეძახიან, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ვინმე თუ სწავლობს სიღრმისეულად ამ ზომბირების მექანიზმს.

ძირითადად ფილმები სულ ერთი და იგივე სცენარის მიხედვით ვითარდება: გმირი, რომელიც, ცხოვრობს ღარიბ, მაგრამ ალალ-მართალ ოჯახში, მთელი ფილმის განმავლობაში აწყდება უსამართლობებს და არაფერში არ უმართლებს. მაგრამ შემდეგ ხდება სასწაული და დასასრულს ის მაინც იღებს "ორცხობილას". ამასთან ეს გმირი არ ფლობს განსაკუთრებულ ცოდნას, ნიჭსა და უნარებს, რომლებსაც ის შეეძლოთ დიდ წარმატებასთან მიეყვანათ.

კლასიკური მაგალითია: მხ. ფილმი "ადამიანი ობობა". მთავარი გმირი პიტერ პარკერი, ფილმის დასაწყისში ერთი საწყალი ობოლი ბიჭია, რომელსაც ყველა დასცინის და აბუჩად იგდებს. მაგრამ მოულოდნელად ის იღებს სუპერ-ძალას და კრიმინალური სამყაროს რისხვად გვევლინება.

ასეთი ფილმები ძირითადად ახალგაზრდა ბიჭებზეა გათვლილი. მსგავსი შინაარსის ფილმის შემდეგ ნათლად შეიძლება შემდეგი პარალელის გავლება: შეიძლება იყო არარაობა, არ აკეთო არაფერი და შენ მაინც მიიღებ დადებით შედეგს.

მაგრამ ცხოვრებაში ნამდვილად არ ხდება ასე. ცხოვრებაში უნდა იყო მამაცი, უნდა გაგაჩნდეს ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, უნდა იყო შეუპოვარი, შეგეძლოს სიტუაციის ანალიზი, გქონდეს სტრატეგიული აზროვნება, უნდა იყო დაკავებული სპორტით, არ ეკარებოდე სიგარეტს, "ალკოშხამს" და "ნარკოშხამს" თუ რა თქმა უნდა გაქვს სურვილი და ამბიცია დღევანდელი რეალობის გმირი გახდე. ხოლო, ამ ფილმების გმირებს საერთოდ არ გააჩნიათ მსგავსი თვისებები და შესაბამისად არც ამ ფილმების მოყვარულები მიისწრაფვიან რაიმე განსაკუთრებულისკენ.

— ნეტავ რატომ?

— რას გვასწავლიან მსგავსი სცენარის მქონე ფილმები?

ეს არის ემოციებითა და ეფექტებით შენიღბული "ზომბირება", ანუ პროგრამირება, ისინი შთააგონებენ ადამიანს, რომ შეგიძლია იცხოვრო, როგორც ბოლო დონის ხელმოცარულმა, უპასუხისმგებლო, ზარმაცმა "ნაგავმა" და ბოლოს მაინც მიიღებ ჯილდოს.

ეს უდიდესი ტყუილია!

ახლა მოდი გავისაუბროთ იმ გმირებზე, რომლებიც დადებით თვისებებს ფლობენ. ესენი არიან ბოევიკების გმირები, მათ აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ: სიმამაცე, სახელი, ღირსება და ძალაუფლება, ისინი ებრძვიან უსამართლობას და ბოროტებას. მაგრამ აქაც არის ერთი დიდი "მაგრამ": ისნი ადამიანებს კლავენ. აქ კი იკვრება შემდეგი "ზომბირების" ჯაჭვი: თუ გსურს, რომ დაემსგავსო ბოევიკების გმირებს, მოგიწევს გახდე მკვლელი. ეს კი ცოტა ვინმეს თუ მოუნდება, ანუ გაბედავს. გამოდის, რომ ეს კიდევ ერთი დიდი ტყუილი და მითია: ის ვინც არის ძლიერი და მამაცი — არის მკვლელი. ეს ასე არ არის!

განსაკუთრებული ნეგატიური პროგრამირების შემცველობით ჰოლივუდური ფილმები გამოირჩევა, ამიტომ გირჩევ, რომ კარგად დააკვირდე და ისე ამოარჩიო ფილმები, რომლების ყურებასაც გადაწყვეტ.

საინფორმაციო გამოშვებები 

შენის ნებართვით ამ თემას გაკვრით შევეხები, იმიტომ რომ ამ საკითხისა და მისი მავნებლობის შესახებ ამომწურავად საუბარს ერთი სტატია ნამდვილად არ ეყოფა. ჩემი აზრით ვინც ამ საინფორმაციო პროგრამებს ქმნის, ის დანაშაულის სიმძიმით არაფრთ განსხვავდება სისხლის სამართლის დამნაშავისგან, უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ ბოროტმოქმედი კრიმინალი ფიზიკურ დანაშაულს ჩადის, ხოლო ესენი კი მენტალურ და სულიერ დონეზე ანადგურებენ ადამიანს. ხოლო, რაც შეეხებათ შემსრულებლებს, ისინი უბრალო ზემოქმედების ობიექტები არიან, მათი უმრავლესობა თავადაც კი ვერ აცნობიერებს იმას, თუ რას აკეთებს. მე არც ამ შემთხვევაში გამოვდივარ და არ ვაცხადებ, რომ ადამიანების ინფორმირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, ნამდვილად არ არის ინფორმირება — ეს დანაშაულია.

[მე უკვე სამი წელია, რაც საერთოდ აღარ უყურებ «ზომბირების ყუთს» და შენ ვერ წარმოიდგენ, თუ როგორ დაისვენა და განთავისუფლდა ჩემი ცნობიერება, ყოველგარი ზედმეტი და ვიღაცის ინტერესების გამო შეთითხნული «ინფო-ნაგვისგან»]

დასკვნა: სისტემა მიზანმიმართულად ახშობს ღირსების განცდას ადამიანში და ნერგავს და აღვივებს შეფასებისა და შექების გრძნობას.


ჩვენ გვწვრთნიან, როგორც ძაღლებს!


— როგორი შეიძლება იყოს ადამიანის ქცევა მსგავსი დამუშავების შემდეგ?

ადამიანებს აღარ შეუძლიათ "ლაიკების" გარეშე ცხოვრება. დღეს უკვე ჩვეულებრივი საშუალო მოქალაქიდან დაწყებული, სასულიერო პირებითა და პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველა შეფასებებსა და "ლაიკებს" იხვეწება. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებშია ჩართული და საკუთარი სურათებისა და ვიდეოების ატვირთვაში და სხვების განახლებების განხილვაში ატარებენ უძვირფასესსა და უმნიშვნელოვანეს საათებს, დღეებს, კვირებს, თვეებსა და წლებს.

ძალიან ბევრი ადამიანი იძენს ისეთ ძვირიან ნივთებს, რომლის შეძენის შესაძლებლობაც არ გააჩნიათ მათ. მაგალითად, ისინი კრედიტით იძენენ ძალიან ძვირიან ავტომობილებს და შემდეგ წლების მანძილზე მუშაობენ იმის გამო, რომ საკუთარი "ღირსების განცდის" შესაგრძნობად აღებული ვალები დაფარონ — ღირსების განცდისა, რომელიც ამ შემთხვევაში მოჩვენებითი და ყალბია.

სწორედ მოაზროვნე ადამიანები — წლების მანძილზე იბრძვიან, რომ დაიმსახურონ და მოიპოვონ უფლებები, მაგალითად პატივისცემა და ღირსება.

არასწორედ მოაზროვნე ადამიანები — მთელი ცხოვრება სხვებისგან ელიან შეფასებას, დასტურს და თანხმობას. ეს კი, თავისუფლად შეიძლება შევადაროთ მონის საქციელს, რომელიც ცდილობს, რომ თავისი ბატონის კეთილგანწყობა მოიპოვოს და "ორცხობილა" მიიღოს.

მონას არ გააჩნია ღირსებისა და საკუთარი მოქმედების გამო გაჩენილი დამსახურებული სიამაყის გრძნობა — მონა ყოველთვის ზედამხედველს ეძებს, რათა მან, მისი შრომა შეაფასოს. თანამედროვე ცხოვრებაში ზედამხედველად შეიძლება მოვიხსენიოთ: უფროსი, დირექტორი, მასწავლებელი, დამრიგებელი, მშობლები, მეგობრები, ნაცნობები და ა.შ.

თუ ადამიანი მიმართულია ვინმესთვის რამის დამტკიცებისკენ, მაშინ ეს გამომჟღავნდება როგორც ყალბი იმიჯი. ასეთი ადამიანი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს ამ ყალბი იმიჯის შექმნაზე და ძალიან ცოტა დროს უთმობს ნამდვილად მნიშვნელოვან და სასარგებლო მოქმედებებს. აქედან გამომდინარე კი, მის მიერ ყალბი იმიჯის შექმნაში ინვესტირებული დრო და ენერგია, ძალიან მოკლევადიან და უსუსურ შედეგს იძლევა. 

იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი საზოგადოებრივ აზრზე და დასტურზეა დამოკიდებული, შედეგი ყოველთვის არასერიოზულია.

რეზიუმე: ისწავლე და გაიღვივე საკუთარი ღირსების განცდა. მიუხედავად პატარა მიღწევებისა, შეაქე და დააჯილდოვე საკუთარი თავი. გაიხსენე ეს დავიწყებული განცდა! დაიწყე პატარიდან და მას შემდეგ, როგორც კი რამეს გააკეთებ, ნუ დაელოდები სხვისგან შექებას, დასტურს და შეფასებას, ამის ნაცვლად განიცადე ღირსებისა და სიამაყის გრძნობა, რადგანაც შენ იმოქმედე და რაღაც ფასეული გააკეთე.


"დამარცხება არაფერია. მხნეობაა საჭირო, რომ თავიდან ლაფი მოიცილო!" © ჩარლზ ჩაპლინი


P.S. ძალიან მაინტერესებს შენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე რომ გთხოვ — ნუ დაიზარებ კომენტარის დატოვებას და ღირსეულად და თამამად გამოთქვი საკუთარი აზრი… ნუ მოერიდები კრიტიკასაც, შენ ხომ უკვე იცი, რომ ჩვენ არ გვთრგუნავს კრიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფლები ვართ 😉

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი — გაუზიარე მეგობრებსაც!!!

წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით — გიორგი თვალაძე!


Tags: , , , , ,

34 комментария to “დავიწყებული განცდა”

  1. გოჩა დავითაძე:

    მადლობა გიორგი, კარგი ადამიანი ხარ და რაც მთავარია ,, საჭირო»
    ნამდვილად მეგონა რომ ბევრ რამეს ვხვდებოდი, ბევრს ვაკეთებდი, ბევრს ვასწავლიდი მაგრამ მთავარი მეთვითონ არ მცოდნია,
    რაკარგადაა აღწერილი მთელი რიგი შეცდომების ციკლი რომელიც რამდენი წლისაც ხარ იმდენხანს გრძელდებოდა და თუ რამეს არ შეცვლი მთელი ცხოვრება გაგრძელდება.
    ,,საჭირო» იმიტომაც გიწოდე რომ ნამდვილად გვჭირდება დახმარება თორემ ცუდ დღეში ვართ, არა მხოლოდ მე არამედ ჩემს ირგვლივ ვინცაა ყველა.ყველა. ყველა….. :((((((
    ძალიან მომეწონა ღირსებისა და პასუხისმგებლობისკენ რომ მოგვიწოდე,
    იმიჯის შექმნაზე დიდი ხანია რაც ვზრუნავ, ე.წ. ,,ორცხობილის» მიღებისთვის ბევრს ვშრომობ, ცუდ საქმეს ნამდვილად არ ვაკეთებ მაგრამ საკუთარი თავის ფასი მავიწყდება, ხშირშემთხვევაში სიტყვიერად ვცემ პატივს საქმით კი მოვიკოჭლებ.
    მადლობა გიორგი, კარგი კაცი ხარ

  2. ივანე საჯაია:

    ძალიან კარგი პოსტია, მე მაგალითად ტელევიზორს საერთოდ აღარ შევეხები, კომპიუტერს მეტნაკლებად. ასევე მომეწონა სწავლაზე გეთანხმები ბევრი რამეა შესაცვლელი. სხვათAშორის ჩემი თავიც ბევრჯერ ვიპოვე ამ პოსტში. რავიცი დიდი მადლობა რომ არსებობ და წერ 🙂 .. სხვა რა მეთქმის

  3. ივანე საჯაია:

    კიდევ ძალიან მომწონს თქვენი სურათბი… ძალიან მაგარია … (ერთი ორს ავიგებ თქვენის ნებართვით :))

  4. გიორგი:

    მოგესალმებით, ძვირფასო ავტორო და სიახლის მაძიებელო მკითხველო.
    კაცობრიობა ყოველთვის განიცდიდა თავისუფალი (თავისუფლებაში არ ვგულისხმობ ზნეობის ნორმების უგულვებელმყოფ ინდივიდებს)ადამიანების ნაკლებობას. ყოველ ეპოქაში იყვნენ გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვეს ჩვენს ისტორიაში. ისინი საზოგდოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ, განსხვავებული ისტორიული ცნობიერების და მენტალიტეტის მატარებელნი იყვნენ, მაგრამ მათ ერთი გამაერთიანენბელი ნიშანთვისება გააჩნდათ-თავისუფალი ადამიანები იყვნენ. თავისუფალი: მამონას (ფულის ტრფილი)მონობისგან, მუცლის (უზომო ჭამა-სმა)მონობისგან, პატივმოყვარეობისგან, სექსუალური აღვირახსნილობისგან, და სხვა ჯურის ფობიებისგან.
    მათი საქმიანობა იყო მოწოდება, მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანთა მასის, თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებაში ტრანსფორმაციისათვის.
    მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, კაცობრიობის უგულისყურობის და დაუდევრობის, ან ეგებ ასეთი კატეგორიის ადამიანთა სიმცირის გამო, მათი ხმა იყო ვითარცა საყვირი მღაღადებელთა უდაბნოსა შინა.
    კაცობრიობა მიექანება დაღუპვისაკენ. დრო კი ძალიან ცოტა დარჩა, რათა ადამიანთა მოდგმამ გაისიგრძეგანოს თავისი დანიშნულება, დაამსხვრიოს მონობის ბორკილი და ამით მიუახლოვდეს თავის შემოქმედს.
    ამიტომ ყველას მოგიწოდებთ! საკუთარი მონური მიდრეკილებების უარყოფით და სრულყოფისკენ სწრაფვით დავიწყოთ ჩვენი დაბინძურებული სულიერი და ინტელექტუალური გარემოს გასუფთავება, რითაც საბოლოოდ საწინდარს დაუდებთ საქართველოს გაბრწყინებას.

  5. მარიამი:

    აბსოლუტური სიმართლეა. ძალიან სამწუხაროა რომ ცდილობენ ჩვენზე, ადამიანებზე ასეთ ზემოქმედებას და უხვად გვამარაგებენ ნაგვით, რომელიც დაუზოგავად ებრძვის ჩვენი ტალანტის განვითარებას,რომელიც გვიხშობს თავისუფლებას, რომელიც დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო გვინგრევს ცხოვრებას, რომელიც სინამდვილეში საოცრად მშვენიერია.
    მე პირადად საშინლად არ მიყვარს «ზომბირების ყუთი» .

  6. მშვენიერი პოსტია. რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის მართვას ეს კიდევ დახვეწის პროცესშია და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანთა გამოცდილების და ასევე ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ამ კუთხით მუშაობა უფრო აქტუალური ხდება….
    მომავალი მარკეტინგის, პიარის და რეკლამისაა, სადაც თვითეული მათგანი ცდილობას საზოგადოებირივი აზრის შეცნობას და მართვას. (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ კოკრეტული საკითხისადმი საზოგადოებრივი აზრთა ჩამოყალიბებსას).

  7. ნატული:

    გიორგი, უპირველესად მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადო იმ ყველაფრისათვის რაც შენით ,,სათაურდება» და აღიქმება! გულწრფელად მიხარია შენი და ,,შენნაირი» ადამიანების არსებობა! მართალია ახალი არაფერი წამიკითხავს, მაგრამ ნამდვილად საჭიროა ზემოთ აღნიშნულ თემებზე აქცენტის გაკეთება, და არა მარტო ეს… მოკლედ, პირადად ჩემთვის: ,,ზნეობა და ღირსება»- აი ეს არის სტატუსი ადამიანისა! მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს!!!

  8. მაკა:

    მოგესალმებით ამ პოსტმა ძალიან დამაფიქრა, ბევრ რამეში გეთანხმებით, მაგრამ ყველაფერში არა და რადგანაც თქვენ გვთხოვთ დაგვეფიქსირებინა საკუთარი აზრი, მეც გადავწყვიტე გამოგხმაურებოდით.
    თქვენ ამბობთ რომ უმეტესობა ,,LIKE»-ებს ელოდება. უეტესობა კი არა, ჩემი აზრით მთელი კაცობრიობა ასეა, ყველა საკუთარი ღმერთის ,,LIKE»-ებს ელის. ასე რომ არ იყოს ქვეყანაზე სიკეთე და თვით სიყვარულიც არ იქნებოდა, ასე რომ ყველა ღვთის მონები გამოვდივართ… ბავშვი მშობლის ,,LIKE’-ს რომ არ ელოდეს, მეცადინეობითთ თავს რატო შეიწუხებს? ადგება, გარეთ გავა და თავის თანატოლებთან ითამაშებს შეუსვენებლივ, ან თუნდაც სარკის წინ იტრილებს საათობით… ასევე თქვენ ამბობთ ადამიანმა თავი უნდა შეიქოს წვილმან მიღწევაზეც კი… გამოდის რომ მე იმითაც კმაყოფილი უნდა ვიყო იმით რასაც მივაღწიე,, სახელდობრ იმით რომ მე კომპიუტერი შევისწავლე და ეხლა ამ პოსტს ვბეჭდავ, ასე რომ იყოს დავვჯდებოდი, მთელი დღეები ჩემ წინსვლაზე ვიფიქრებდი და მეტ არაფერს არ გავაკეთებდი.:))))) მე კი მინდა მეტს მივაღწიო… ვფიქრობ ადამიანი საკუთარი მიღწევებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მას გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე თვითონ წამოუდგენია ჩემი აზრი ესაა, არ ვიცი, შეიძლება ვცდები =)

  9. დავით წილოსანი:

    ჩემი აზრით აქედან წარმოდგება შემდეგ ყველა უბედურება ადამიანს სურს რომ იყოს მნიშვნელოვანი სხვებისათვის ამიტომ ზოგი ხდება განგსტერი ზოგი მკვლელი…..
    ამიტომ არის ჩემი აზრით გარყვნილება და პორნო საიტი მსოფლიოში რადგან ხალხი სხვის შეფასებას ელის საზოგადოეი კი კაენის შთამომავალია და შური და ბოღმაც უდევს გულში ამიტომ იღებს ყველაფერი ცუდი ხელშეწყობას. აღზრდა არის ყველაფრის სათავე…
    ასე რომ ამ პოსტს 100%-ით ვეთანხმები

  10. საინტერესო ხედვაა!მომეწონა!მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად არის აზრი გადმოცემული.

  11. ანიე:

    მიხაროდა სტატიებს აქტიურად დებდით. მუდმივ ტონუსში მამყოფებდა. ისე ეხლა უფრო მეტს ვსწვლობ გამოცდილების საფუძველზე.. ისე ეს «ლაიქების» პრინციპი თვითონ აღმოვაჩინე ცოტა ხნის წინ და თავად გავაცნობიერე ის რაზეც ამ პოსტში საუბრობთ. ზომბირების ყუთზეც დიდი ხნის წინ ვთქვი უარი. მოკლედ «შექებას» და «ორცხობილას» ვიმსახურებ ))) .. მომეწონა კარგი იყო. აი გავაზიარე კიდეც.

  12. ეკატერინე:

    ადამიანი არ არის სრულყოფილი. ზოგს შეიძლება ჰქონდეს ღირსება, ფლობდეს საკუთარ თავს და ემოციებს, მაგრამ მაინც იყოს დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე. იყო თავისუფალი, ნიშნავს არ გქონდეს ოჯახი, არ გყავდეს შვილები, არ გაგაჩნდეს ისეთი მოთხოვნილებები, რაც მოიტანა ცივილიზაციამ. ანუ უნდა ცხოვრობდე შიშველი სამოთხეში ადამ და ევასავით, თუმცა არც ისინი იყვნენ მთლად თავისუფალნი. მათაც ჰქონდათ შიში ”რას იტყვის უფალი”. თანაც ღირსებას და თავისუფლებას ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური მნიშვნელობა აქვს. ანუ ეს საკამათო თემაა…

  13. ზვიად კ.:

    მე პირველ რიგში მადლობელი ვარ რათა ასეთი საჭირო და სასარგებლო გვერდი რომ არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეზე, რამეთუ ინტელექტუალური გვერდების ძალიან დიდ დეფიციტს განვიცდით. ხშირად ვიყენებ ამ გვერდს და რასაც ვეთანხმები მეტ ნაკლებად ვიწონებ ხოლმე.
    ამ პოსტმა ძალიან ჩამაფიქრა, მაგრამ დასკვნა და აზრი ვერ გამოვიტანე. ჩემი აზრით ეს პრობლემა ძალიან ფილოსოფიურია და არარეალურია. LIKE-ები და ორცხობილა ოდითგანვე იყო, რაც კაცობრიობა არსებობს და ასეც გაგრძელდება რადგან LIKE-ები და ორცხობილები ამოძრავებთ და სტიმულს აძლევთ, ეს თუგიდ ლიდერი იყოს და თუგინდ მიმყოლი. ტერმინი თავისუფლება ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვა გვარად ესმის. ზოგისათვის ეს შიშველი სიარულია და საყოველთაოდ მიღებული საზოგადოებრივი აზრის არაფრად ჩაგდებაა, ზოგისათვის კი ეს ჯუნგლის კანონია და რაც/ვინც წინ გადაეღობება უნდა გაანადგუროს, ზოგისთვისაც კი ასკეტური ცხოვრებაა და ასე შემდეგ.
    ძალიან მომეწონა სწორად და არასწორად მოაზროვნე ადამიანების ფორმულები და ვეთანხმები. რაც შეეხება ზომბირების ყუთს ესეც ინდივიდუალურია. ის ვინც ამას იყენებს ეს იმას ნიშნავს ალბათ, რომ ეს მას სჭირდება (ანუ სხვა რამ არაა). მე მაგალითად იშვიათად ვიყენებ და ვცდილობ სასარგებლო ამოვიღო იქედან და საჭირო. რა თქმა უნდა ყველა ასე ცდილობს რომ მისთვის კარგი რამ გააკეთოს 😀
    დიდი მადლობა პოსტისათვის *OK*

  14. gigi:

    arc televizors vuyureb skolashic pormalurad viare mara atestati avige da umagleshi vswavlob mara mteli zapxuli dge da game ezoshi var pexburts vtamshob socialur qselebshic ishviatad var mara am statiam mainc magrdznobina tavi damcirebulad da sheizleba ragacac shevcvalo madloba 🙂

  15. ნონა დათუაშვილი:

    პირველ რიგში მადლობა მორიგი საინტერესო სტატიისთვის! შეიძლება გიორგი თქვენ სტატიებში ყვეფარს არ დაეთანხმოს ადამიანი(ეს ნორმალურიცაა),მაგრამ მათი მთავარი პლუსი იმაში მდგომარეობს,რომ ისინი აუცილებლად დაგვაფიქრებენ რაღაცაზე და ეს რაღაცა საკუთარი თავი და ჩვენი ცხოვრებაა.მეც ესე მომივიდა როცა წინამდებარე სტატია წავიკითხე..თუმცა ყველაფერს ვერ დავეთანხმე..
    ეჭვგარეშეა ადამიანს ღირსების გრძნობა უნდა გააჩნდეს,მაგრამ თავისუფლება და ღირსება არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში.ადამიანი არ შეიძლება აზრობრივად აბსოლუტურად თავისუფალი იყოს,ის უნდა მიყვებოდეს და ემორჩილებოდეს უპირველესად ღვთის დოგმებს.შემდეგ მშობლის რჩევა-დარიგებას,იმიტორო ჩვენ ვიცით-თუ ჩვენ ვაწყეინებთ ჩვენ მშობლებს ამით ღმერთსაც ვაწყეინებთ! ის რასაც დღეს თავისუფლებას ეძახიან ადამიანის გარყვნა მოქავს და კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დღეს ზუსტად სულიერი დაცემს პირასაა მისული!
    დავეთანხმები კომენტატორს — ზვიადი კ.-ს და კომენტატორს მაკას-«თქვენ ამბობთ რომ უმეტესობა ,,LIKE»-ებს ელოდება. უმეტესობა კი არა, ჩემი აზრით მთელი კაცობრიობა ასეა, ყველა საკუთარი ღმერთის LIKE»-ებს ელის. ასე რომ არ იყოს ქვეყანაზე სიკეთე და თვით სიყვარულიც არ იქნებოდა, ასე რომ ყველა ღვთის მონები გამოვდივართ… ბავშვი მშობლის ,,LIKE’-ს რომ არ ელოდეს, მეცადინეობით თავს რატო შეიწუხებს? ადგება, გარეთ გავა და თავის თანატოლებთან ითამაშებს შეუსვენებლივ, ან თუნდაც სარკის წინ იტრილებს საათობით… ასევე თქვენ ამბობთ ადამიანმა თავი უნდა შეიქოს წვილმან მიღწევაზეც კი… გამოდის რომ მე იმითაც კმაყოფილი უნდა ვიყო იმით რასაც მივაღწიე,, სახელდობრ იმით რომ მე კომპიუტერი შევისწავლე და ეხლა ამ პოსტს ვბეჭდავ, ასე რომ იყოს დავჯდებოდი,მთელი დღეები ჩემ წინსვლაზე ვიფიქრებდი და მეტ არაფერს არ გავაკეთებდი.:)))))»
    და ბოლოს, ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი და ამიტომ დავასრულებ — ცხოვრება მშვენიერია,იმიტორო ის ღმერთმა გვაჩუქა და მხოლოდ შენზეა ადამიანო დამოკიდებული როგორ განკარგავ მას!

  16. ვაჟა:

    სტატია ძალიან მომეწონა, თუმცა არა მგონია რომ ამას ვინმე შეგნებულად აკეთებდეს. უბრალოდ ყველა (ტელევიზია, უმაღლესი სასწავლებელი, ჰოლივუდი, სახელმწიფო და სხვ.) იმას აკეთებს რაც მისთისაა უკეთესი, თუმცა ამით შედეგი ნამდვილად არ იცვლება და ადამიანთა ინტერესები ფეხქვეშ ითელება. როგორც სტატიის ავტორი ამბობს ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათზე დაბლა მდგომთ მართავდნენ და ზოგჯერ საკუთარი ინტერესებისთვისაც იყენებდნენ. სამწუხაროა, მაგრამ არა მგონია რომ ეს ოდესმე შეიცვალოს და მგონი ამ სტატიის მიზანიც ისაა, რომ არჩევანი გავაკეთოთ თავისუფალ ადამიანსა და მონას შორის.

  17. თუ სრულიად მარტივად ვიტყვით, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან იმის გაკეთება, რაც უნდა გააკეთონ, ისე გაკეთება, როგორც უნდა გააკეთონ, და ამ უნარის წყალობიტ ისინი უმკლავდებიან თავიანთ საქმეებს სხვებზე უკეთესად. კერძოდ, წარმატებულები, ბედნიერები და კარგები თავიანთ დროს იყენებენ გაცილებით უკეთესად, ვიდრე საშუალონი. მე კი დღემდე „ საშუალოზე დაბალ“ დონეზე ვიყავი, და ღრმად დამიმკვიდრდა წარმოდგენა საკუთარ წარუმატებულობაზე. ისევე, როგოეც მრავალნი, დარწმუნებული ვიყავი იმ ადამიანების რეალურ უპირატესობაზე, რომლებიც უკეთესად მუშაობენ. და აი ეხლახან გავიგე, რომ, შეიძლება ვცდები: თავისთავად ისინი არ არიან ჩემზე უკეთესები, უბრალოდ მათ მოქმედებათა სხვა წესი აქვთ, რომელიც მათ შეისწავლეს, — მაშასადამე, მეც შემიძლია ვისწავლო! 2012 წელი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემთვის ბედნიერად დაიწყო «ამას კი არც თუ ისე ბევრისგან გაიგებ დღეს » ეს კი არის 21 საუკუნის ლიდერი კომპანია ელეკტრონულ ინდუსტრიაში ჩემი მიზნების რეალური ასრულების პერსპეკტივა ქსელურ ბიზნესში დაავინახე. სოლიდური და ღირსეული ანაზღაურება მაქ, Yოველკვირეული
    შემოსავალი და ყოველ თვე ვაორმაგებ რაც მთავარია…….. ყველას ვურცჰევ სჰეიცვალოს ძველი შეხედულება და წაიკითხოს სპენსერ ჯონსონის ვინ მომთაცა ყველი. ცვლილებებს აჰყევით და შეიცვალეთ რომ დროს არ ჩამორჩეთ.

    «თუ პატარა ცვლილებებს შეამჩნევ დროულად, დიდი ცვლილებები აღარ იქნება დამაბნეველი! «

  18. შორს ნებაყოფლობითი მონობა…!
    სამსახური _ სახლი, სამსახური _სახლი.
    9:00 დან 18:00 მდე. აი ეს არის ჩემი აზრით ნებაყოფლობითი მონობა. არ მეთანხმებით ?????

  19. სტატია შესანიშნავია.ვერ მოვითმინე კომენტარი არ დამეწერა.სკოლა (ორცხობილას და მათრახის პრინციპით დავამთავრე) მაგრამ რაც არ მინდოდა მაინც არ ვაკეთებდი ამის გამო საკმაოდ კარგადაც ვისჯებოდი,ერთმა სკოლში ისიც კი მითხრა (მასწავლებელმა) უნიჭო ხარო და უტვინოო( მათემატიკაში მოვისუსტებდი) გაგიჭირდება ესე ცხოვრება და როგორიც სხვები არიან ისეთი იყავიო. რათქმაუნდა ეს წინადადება დავიმახსოვრე რომ ყოველთვის გამხსენებოდა როცა მოვდუნდებოდი, ინსტიტუტში ჩავაბარე და მალევე მივხვდი რომ იმედები გამიცრუვდა ცოდნის მიღების მაგივრად ვჩლუნგდებოდი, მივატოვე ინსტიტუტი მშობლების უკითხავად და გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა. მინდოდა გამომეცადა ჩემი თავი, მინდოდა მომნატრებოდა რომ სიყვარული მეტად დამეფასებია, მინდოდა ცუდიც მენახა რომ კარგის ფასი მცოდნოდა.დღესდღეობით ვარ 30 წლის ვცხოვრობ და ვმუშაობ იტალიაში ვფლობ 8 ენას და ვოცნებობ საქართველოში ცხოვრებაზე რომელიც ალბათ მალე ამისრულდება.

  20. ზვიად კ.:

    დიდებულია, განსაკუთრებით ბოლო აბზაცი.

  21. დარეჯანი:

    მომეწონს შენი პოსტები გიორგი, ახალს ველოდები

  22. დათო:

    სტატიის ბოლოს თქვენც ლაიქებს ითხოვთ 🙂

  23. ნინო:

    «ამით მე არ ვაცხადებ, რომ საგანმანათლებლო სისტემის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ იმას მთელს ხმაზე ვიძახი, რომ ის სერიოზულ რეფორმას საჭიროებს.» -თქვენი სიტყვების პასუხი მაიტერესებს როგორ წარმოგიდგენიათ ეს რეფორმა?

  24. გიორგი:

    სრული სიმართლეააა

  25. ნიკოლოზი:

    გმადლობთ, თქვენ ისაუბრეთ შესანიშნავ თემაზე,მე გეთანხმები რომ ადამიანი არ უნდა ემონებოდეს მეორე ადამიანს,არამედ ემორჩილებოდეს ოღონდ საკუთარი ტავისუფალი ნებით. მონობა და მორჩილება სხვადასხვა საკითხია. ხოლო მონობა მხოლოდ ღმრთისა გვმართებს. პატივისცემით_ მონა უფლისა ნიკოლოზი.

  26. პანდა:

    სტატიას ნამდვილად არაფერი დაეწუნება და მინდა სიამაყით ვთქვა რომ ნამდვილად შორს ვარ მონობისგან. მეტიც, ამ სტატიას რაღაცეებს დავამატებდი, მაგრამ ამით ნამდვილად არ ვაკნინებ ამ სტატიის სიძლიერეს. *THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP*

  27. ლევან:

    მართლაც საინტერსო სტატიაა. ძალიან ბევრმა ადამინმა უნდა წიკიტხოს ეს და გაიზროს.

  28. ქართლოსი:

    მშვენიერი სტატიაა,მაგრამ ჩემისაზრით ზედმეტად აკადემიური და განყენებული…სისტემა თავისი ხელმძღვანელობით ზუსტად მაგ ყალბი კატეგორიებით ხელმძღვანელობს და ამ, თავის მიერ დაწესებული ყალბი კატეგორიების შეუსრულებლობისთვის — სჯის. თუ შენ ასე არ ფიქრობ — შენ არასწორად აზროვნებ,თუ შენ ასე არ აზროვნებ — შენ არასწორად ასწავლი…შენ ფულს გიხდიან, რომ შენ ასწავლო ბავშვებს მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია…დ.ა.შ.მაგრამ ავიწდებათ, რომ მშობლების,პედაგოგების და მთელი საზოგადოების მთავარი მიზანია აღზარდოს წესიერი, პატიოსანი,აღზრდილი, მაღალი ადამიანური მორალის მქონე საზოგადოების ღირსეული წევრი, რომელსაც კარგად ეცოდინება მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და სხვა მეცნიერებები…უნდა შეიცვალოს შრომის კანონი(ისესხონ ევროპელებისგან),უნდა გადაფასდეს ფასეულობები და შეფასების კრიტერიუმები, შეიქმნას ნორმალური მატერიალური ბაზა და შეეკითხონ, რიგით პრაქტიკოს პედაგოგებს — როგორ ხედავენ ისინი ამ საკითხების უკეთესად გადაწყვეტის გზებს…

  29. ძალიან კარგი სტატიაა. კარგი იქნება თუ ამას თვითოეული ადამიანი წაიკითხავს და გაითვალისწინებს.

  30. ნიკოლოზ:

    «აქ» მრავლადაა «დადებითი» კომენტარი,რომლის უმეტესობასაც ვეთანხმები, თუმცა თქვენ თქვით: «ნუ მოერიდები კრიტიკასაც» ასე რომ!»ადამიანებს აღარ შეუძლიათ «ლაიკების» გარეშე ცხოვრება. დღეს უკვე ჩვეულებრივი საშუალო მოქალაქიდან დაწყებული, სასულიერო პირებითა და პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველა შეფასებებსა და «ლაიკებს» იხვეწება». თქვენი პოსტის ბოლოს კი წერია:»გაუზიარე მეგობრებსაც!!!» აქ მთავარს დავაკვირდეთ: «გ ა უ ზ ი ა რ ე თ !!!!!!!!»(არ აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით, ეს თხოვნა, ხვეწნა თუ ბრძანება იქნება) თქვენ ამას «აკრიტიკებთ» და თან მოგეხსენებათ შემდეგი:»არ ეძებო სამართალი სხვაში, თუ იგი არ არის შენში.

  31. ნიკოლოზ, რა სამწუხაროა, რომ ყველაფერს ისე იგებთ როგორც გაწყობთ. რთულია ყველას შენი სტილისა და რწმუნებულებების შესახებ უხსნა. კარგი იქნება ცოტა სემანტიკა გვესმოდეს და სტროფებს შორის კითხვაც ვიცოდეთ. აქ ფეისბუქის «ლაიკებზე» საერთოდ არ არის საუბარი [რაც თქვენ გაიგეთ]… და რომც იყოს, მოწოდება მოქმედებაზე და ლაიკების ხვეწნა, მაინც ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა..

    სამწუხაროა, თუ ამხელა პოსტში, მხოლოდ ამან მიიპყრო თქვენი ყურადღება და მხოლოდ ამაზე მოახდინეთ აქცენტირება, რადგანაც საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ — ვაშლის ანალოგია რომ მოვიყვანოთ, მხოლოდ ვაშლის ყუნწია 😉

  32. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    ერთ წელს ბევრი არ აკლია, რაც მე «ეგ» კომენტარი დავწერე, იმის თქმა მინდა, რომ ამ დროის მანძილზე ისე შეიცვალა ჩემი აზროვნება, როგორც არასდროს (რა თქმა უნდა პოზიტივისკენ) :)რომც იყოს სადავო, (თქვენი კომენტარიდან შანსი არ დამიტოვეთ) კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ უსამართლობა იქნება, ახლა ფაქტობრივად სხვა ადამიანი ვარ. (ზოგჯერ ვაშლსაც ვხედავ და თუ ძალიან მოვინდომე ვაშლის ხესაც:)) მადლობა იმისათვის რომ გამოეხმაურეთ მას, მიუხედავად იმისა, რომ «ბევრი» თვე გავიდა !

  33. IA MAMULADძE:

    ES STATIA RATOMGAC SEQTANTEBIS QADAGEBAS UFRO GAVS …… ERTI MXRIV TITKOS C TAVISUFLEBAZE DA GIRSEBAZE GVELAPARAKEBIAN.MEORE MXRIV ISE CDILOBEN RO MAT AZREBS DAGVAMONON ROM AMAS BEVRI STATIIS CAMKITXVELI VERC KI XDEBA.KVELA IMISATVIS VART ROM CHVEN SAKMES PROFESIULAD,CVANI NEBIT DAVEUFLOT DA AMIT SXVAS SIKETE DA DAXMAREBA GAVUCIOT….RAXAN DIREKTORI GVKAVS AN GARKVEUL SHIDA CESEBS VEKVEMDEBAREBIT SULAC AR NISHNAVS ROM GIRSEBA ARA GVAK AN VIGACIS MONEBI VART.KVELAZE METAD XALXZE AZREBIS TAVS MOXVEVA TKVEN GINDAT ….

Leave a Reply