ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი!

 

 

 

გუშინ შედგა ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი. გუშინ ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენი გარემოცვის სკეპტიციზმს, ჩვენს საქმიანობასთან და ამორჩეულ, შეუცვლელ ცხოვრებისეულ კურსთან დაკავშირებით. გუშინ მე და ჩემი პარტნიორი კონსტანტინე ცირეკიძე მიწვეულები ვიყავით, მედია-კავშირ ობიექტივში, გადაცემა "ახალგაზრდული აზრი" სადაც ერთი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით მრავალ აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.

კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ:

  1. საიდან გაჩნდა ბლოგ "ინტელექტიკას" შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება ის;
  2. ჩვენი ხედვები წარმატებასთან დაკავშირებით;
  3. რატომ არის ქართველი ახლგაზრდა პასიურ მდგომარეობაში და როგორ უნდა გამოვიდეს აქედან;
  4. როგორ ვითარდება დღეს საქართველოში ტრეინინგების, ბიზნეს ტრენერებისა და "კოუჩინგის" ინსტიტუტი;
  5. ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები;

და კიდევ მრავალი საინტერესო რამ, რასაც ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერიდან შეიტყობთ.

 

P.S. სულმოუთქმელად ველით თქვენს კომენტარებს, მემგონი იმას თქმა აღარც ჭირდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თქვენი აზრი 😉


Tags: , , , , , , ,

9 комментариев to “ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი!”

  1. კარგია ძმაო ,ქების მეტი რა უნდა გითხრათ ,რაც მეტი გაღვიძბული ადამიანი იქნება ,მით მეტი სიკეთე  გაკეთდება.

  2. სასარგებლო საქმეს აკეთებთ. გისურვებთ წარმატებებს !

  3. სერგუნა ყიფშიძე:

    გაიხარეთ ბიჭებო, დალიან მომეწონა გადაცემა და თქვენი ხედვები! 🙂 ბოლომდე მიაწექით! 

  4. გიორგი და კოკა! როცა გისმენდით შევიცანი საკუთარი თავი, კერძოდ, თქვენი ტრენინგების მოსმენამდე მე ვიყავი პასიური, შეიძლება ითქვას არ მქონდა ცხოვრების  მიზანი.
    მივხვდი,რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე სინამდვილეში ვაკეთებდი, დავიწყე ცხოვრების წესის შეცვლა, სულ მოკლე ხანში გადავლახე ბევრი სირთულე და მივაღწიე გარკვეულ დონეზე წარმატებას, გავხდი ფინანსურად დამოუკიდებელი.
    მე ვურჩევდი ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი  შეცვალოს თავისი ცხოვრება და გახდეს წარმატებული, გაიარონ  ტრენინგი "წარმატების ანბანი"–ს სრული კურსი

  5. გილოცავთ ტელემედია დებიუტს და წარმატებებს გისურვებთ!..

  6. პიკუნა:

    videos ver vnaxuilob.. :((( aq deeevs?

  7. დავით კარტოზია:

    ყოჩაღ ბიჭებო! ერთი წუთითაც არ შემპარვია თქვენში ეჭვი. გაიხარეთ! გიო ყოველთვის შენს გვერძე ვარ…….

  8. ნონა დათუაშვილი:

    *THUMBS UP* განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ვიდეოს ბოლო ნაწილი! მიმაჩნია, რომ ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში,მე პირადად ეს მაძლევს იმპულს, რომ რაღაც ვაკეთო.და სწორედ ეს მომწონს ყველაზე მეტად თქვენში, რომ არ ხართ ორინტირებულები ფულის კეთებაზე ან სახელისა და დიდების მოიხვეჭაზე.იმიტორო ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში წარმავალი და ფუჭია.მთავარი კი ღმერთის, ადამინების და იმ საქმის სიყვარულია რომელსაც ვაკეთებთ. გულწრფელად გგულშემატკივრობთ, წარმატებები!

  9. სალომე:

    არ ვიცი, ამ დაგვიანებულ კომენტარებს თუ ვინმე წაიკითხავს, მაგრამ არ შემიძლია რეაგირება არ მოვახდინო!
    სამ ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა: ერთი-«კარგი ამბების დიეტა», მეორე-ის რომ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს «მკვდარსა» და «ცოცხალს» შორის ყველაზე დიდ მასწავლებლად მიიჩნევთ, და მესამე — გამაოგნა ახალმა აღმოჩენამ, რომ «ერთი ადამიანი მეორის სარკეა»! ეს დიდი ადამიანებისგან ადრეც გვსმენია, მაგრამ ახლა მივხვდი, თუ რაში მჭირდება ამის გასიგრძეგანება!

Leave a Reply