მიზეზი #5 – «ძლიერი კაცები დინოზავრებივით გადაშენდნენ»?

სად იმალებიან და რატომ ვერ ვპოულობთ ძლიერ კაცებს?

შენც ფიქრობ, რომ "ძლიერი კაცები გადაშენდნენ და აღარ არიან?" ან მართლა აღარ არიან, თუ დაიმალნენ სადმე და ჩვენ ვერ ვპოულობთ? smiley ან როგორები ვიყოთ ჩვენ, რომ ძლიერი კაცები მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში?

სანამ ამ პოსტს წაიკითხავდე, გადადი აქ მითითებულ ბმულებზე და წაიკითხე ჩემი წინა პოსტები, სადაც ქალების ტიპებია გამოკვეთილი, რადგან დღევანდელი პოსტი მთლიანად აწყობილია წინა პოსტებში განხილულ ტიპებზე და შენ, უბრალოდ, ვერ გაიგებ პოსტის არსს, თუ არ გაეცნობი წინებს… ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დახმარებით განსაზღვრო, თუ რომელი ტიპის ქალებს მიეკუთვნები და საიდან უნდა დაიწყო ცვლილებები, რომ შენი ადგილი იპოვო "იდეალური ურთერთობების ფაზლში" და გადადგა ნაბიჯები, რომლებიც სულ მალე უკეთესობისკენ შეცვლის შენს რეალობას…

პოსტი #1 >>

პოსტი #2 >>

პოსტი #3 >>

პოსტი #4 >>

ახლა კი, დავუბრუნდეთ ამ პოსტს…

როგორ ფიქრობ, რა სარგებლობა მოაქვს შენს ცხოვრებაში კაცს? wink

რატომ გვჭირდება ასე ძალიან ერთმანეთი და რატომ ვერ ვძლებთ მათთან ურთიერთობის გარეშე, მაშინაც კი, როცა გვეჩვენება, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და ლამის "ხელჩართული ბრძოლა" გვაქვს გაჩაღებული მათთან, იმის დასამტკიცებლად, რომ "ყველაფერი მათი ბრალია?"

ალბათ, შენც უამრავი სტატუსი თუ პოსტი წაგიკითხავს ქალებისა და კაცების შესახებ, რომელსაც ქვემოთ, კომენტარებში, მთელი შეტაკებები ახლავს ქალებსა და მამაკაცებს შორის, რომელთაგან ერთი სქესი ამტკიცებს, რომ ყველაფერი კაცების ბრალია, მეორე კი — ქალებს გვიმისამართებს მთელ პასუხისმგებლობას…

ვინ სად და რა დოზამდეა მართალი, საკითხავი აი, ეს არის wink

ალბათ, წაგიკითხავს ან სკოლაში გისწავლია იგავი, რომელშიც მეფესთან მივიდა ორი მომჩივანი მეზობელი და სამართალ სთხოვა… მეფემ მოუსმინა ერთს და უთხრა: შენ ხარო მართალი… შემდეგ მოუსმინა მეორეს და მიუგო — შენც მართალი ხარო… გვერდით მდგარი ვეზირი უხერხულად შეიშმუშნა და მეფეს ყურში ჩასჩურჩულა: მეფეო, როგორ შეიძლება, ორივე მართალი იყოს? შეხედა მეფემ ვეზირს და უთხრა: შენც მართალი ხარო… cheeky

ჰოდა, ჩვენს შემთხვევაშიც, ერთადერთი ჭეშმარიტება და ალბათ უბედურებაც ისაა, რომ ორივე მხარე მართალია cheeky

კაცები გვედავებიან, რომ საკმარისად ტკბილები და ალერსიანები არ ვართ, ქალები საპასუხოდ ვეტაკებით, რომ ისინი არ გვაძლევენ სწორედ იმდენ სითბოსა და სიყვარულს, რომ დაგვატკბონ და დაგვათბონ… ისინი გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ გავხდით ძლიერები და აღარ გვაქვს ქალური სინაზე, ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ სწორედ კაცები დასუსტდნენ და "ძლიერები დინოზავრებივით გადაშენდნენ" და სწორედ ამ მიზეზით გვიწევს, ვიყოთ ძლიერები…

მოკლედ, პოლემიკა გრძელდება, გრძელდება და არ ილევა, როგორც კამათი იმის შესახებ, ქათამი უფრო ადრე შეიქმნა თუ კვერცხი…

სანამ ქალის წინა პოსტებში განხილული ტიპებიდან გავარკვევთ მიზეზებს, რატომ ვერ იზიდავს თითოეული ტიპი გვერდით ძლიერ მამაკაცს, მოდი, შევეცადოთ და ვუპასუხოთ კითხვას: როგორია ძლიერი მამაკაცი?

საკუთარ თავს თუ ჩაუღრმავდები და ჩაეკითხები, მიხვდები, რომ წარმოდგენაც არ გაქვს, რას ეძახი ძლიერ მამაკაცს, ან გაქვს, მაგრამ ბუნდოვანი და ზოგადი…

ვინ არის შენთვის ძლიერი მამაკაცი?

ვინც სხვასთან შედარებით უფრო მეტადაა "დაკუნთული"? ვინც ფინანსურადაა ძლიერი? ვისი სიტყვაც გარშემო კანონია ყველასთვის? ვინც თავდაუზოგავად მიიწევს დასახული მიზნისკენ და ბოლოს აუცილებლად აღწევს მას? ვინ და როგორია შენს წარმოდგენაში ძლიერი მამაკაცი???

მოდი, "ჩამოვყაროთ" ძლიერი კაცის ძირითადი მახასიათებლები და მერე ვიფიქროთ გზებზე, როგორ მოვიზიდოთ ისინი ჩვენს ცხოვრებაში, თორემ თუკი ჩვენვე არ გვეცოდინება, ვისი მოზიდვა გვინდა, დამიჯერე, ყველანაირს მივიღებთ, მათ გარდა…

მაშ, ასე — კაცებო, გვიფრთხილდით cheeky

ძლიერი კაცის მახასიათებლები:

  • ძლიერი დასაყრდენი ქალისთვის;
  • ზურგი, რომლის გვერდითაც თავს დაცულად გრძნობ;
  • აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • აქვს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • აქვს ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • აქვს საკუთარი აზრი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია დედის, ძმაკაცების, სოციუმის მოსაზრებებისგან;
  • ჭკვიანი (ესეც სადაოა, რას ვეძახით ჭკვიანს indecision);
  • ჯენტლმენი;
  • გმირი — საყვარელი ქალისთვის;
  • მომთმენი;
  • მიზანსწრაფული;
  • შემოქმედებითი;
  • რომანტიული;
  • ყურადღებიანი;
  • თბილი და მოსიყვარულე;
  • ხელგაშლილი და გულგაშლილი blush;
  • კეთილი…

დამიჯერე, რომ გავაგრძელო წერა, შუაღამემდე ვერ მოვრჩები, იმდენი რამ გვინდა, რომ ჩვენს გვერდით მყოფ ძლიერ კაცს ახასიათებდეს, გაგრძელებას შენს ფანტაზიას მივანდობ, რადგან ჩვენ ყველას ჩვენი საზომები გვაქვს… და ჩვენ წილ ძლიერ კაცებს თავად ვქმნით ჯერ წარმოსახვაში და შემდეგ კი — რეალობაში…

პირადად ჩემთვის, ძლიერია მამაკაცი, რომელშიც მაღალია პერსონალური განვითარების მაჩვენებელი და ის დღითიდღე იზრდება და იზრდება… ასეთ კაცს აღარ უნდა შენი კუდში დევნა და ძახილი — ე, ბიჭო, გაძლიერდიო cheeky ასეთ მამაკაცს თავად ერთვება "ჯიპიესი", რა სიტუაციაში როგორ მოგექცეს, რომ მის გვერდით თავი მუდმივად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნო… ასეთი კაცი ყველა სიტუაციაში, ყველა ბედნიერებისა თუ უბედობის ჟამს შენს გვერდითაა და შენი ფარია და არა — შენს საწინააღმდეგოდ მოღერებული ხმალი…

დავუბრუნდეთ ქალების ტიპებს და განვიხილოთ მიზეზები, რატომ ვერ იზიდავენ ისინი ძლიერ მამაკაცებს…

დავიწყოთ…

"პრინცი ქალები"

არც სუსტ, არც ძლიერ, არც "ასეთ" და არც "ისეთ" მამაკაცს, საბოლოო ჯამში, არ სურს, უყვარდეს "პრინცი" [კაცური ქალი] და უფრთხილდებოდეს მას… სიმართლე გითხრა და, მას ვერც კი წარმოუდგენია, რაში გჭირდება შენ საერთოდ ის და ქვეცნობიერად გაურბის იმ "უფუნქციობას" და საკუთარი მამაკაცური საწყისის "დაჩლუნგებას", რაც შენ გვერდით ელის… მას ელემენტარულად, არც კი ერთვება "ჯიპიესი", როგორ იურთიერთოს ასეთი ტიპის ქალთან… მან უკვე მიიღო სიგნალი, რომ ქალი თავად აგვარებს ყველა მცირე თუ დიდ პრობლემას, რაც მის ცხოვრებაში ჩნდება, ჰოდა, აბა, თუ საჭირო არ ყოფილა მისი მამაკაცური სიძლიერე, რა აზრი აქვს შენთან ცხოვრებას? გულის სიღრმეში, ყველა მამაკაცს აქვს მოთხოვნილება, იყოს "გმირი" ქალისთვის… ჰოდა, სამწუხაროდ, "პრინცი" ქალები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ და ამით განიზიდავენ კიდეც მათ…

"სუსტი ქალები"

(აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ სუსტში არ იგულისხმება ქალის ბუნებრივი სისუსტე და სინაზე, გადახედე წინა პოსტს და გაიგებ, რას ვგულისხმობთ "სუსტ ქალში")

"სუსტ ქალებს" იმდენად დაბალი თვითშეფასება აქვთ და იმდენად ღრმადაა მათში გამჯდარი რწმუნებულება, რომ "ისინი არ არიან სიყვარულის ღირსები" და რომ "ყველა კაცი ერთნაირია" და მათ ოდესმე "აუცილებლად მოატყუებენ ან მიატოვებენ", რომ რომელ ძლიერ კაცებზეა საუბარი…

ძირითადად, ისინი სწორედ ასეთ "უსინდისო" და არასერიოზულ კაცებს იზიდავენ, რადგან თავიანთი რწმუნებულებებით მთელი ცხოვრება, თითქოს, სწორედ მათ "ელოდებიან"… ძლიერი კაცი უეცრად რომც გამოჩნდეს ჰორიზონტზე და ჩაერთოს "ჯიპიესი", რომ ასეთი ქალი "გადასარჩენია" და მისი "გმირობის ჩადენის დროა", სუსტი ქალი თავად მოუწყობს საბოტაჟს საკუთარ თავსაც და ამ ურთერთობასაც და ვერ შეინარჩუნებს მას…

"მამიკოს პრინცესები"

მამიკოს გოგოები იმდენად არიან განებივრებული ოჯახში და იმდენად ელიან "მამის მსგავს პრინცს", რომ ხშირად რჩებათ მხედველობის ზონიდან კაცები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ძლიერი კაცის სტატუსსა და პატივისცემას… ძირითად შემთხვევებში, ასეთი ქალების გარშემო ჩნდებიან ძლიერი კაცები, მაგრამ როგორც კი მათი სიძლიერე ეჭვქვეშ დადგება თუნდაც იმ მიზეზით, რომ "ბოტასზე შავი წინდა ეცვა" cheeky, ან რამე მაგდაგვარი, ისინი თავქუდმოგლეჯილები გაურბიან ჭირვეულ პრინცესებს.

"არ შემდგარი პრინცესები"

ისევე, როგორც "პრინცების" კატეგორიაში მყოფი ქალების შემთხვევაში, ეს ტიპიც მამაკაცურ საწყისებზე ვითარდება და კიდევ უარესი, ამასთან, დაბალი თვითშეფასებაც აქვს… ის მიეჩვია ოჯახში სტატუსისთვის ბრძოლას და ახლა ყოველ მამაკაცში, ქვეცნობიერად, მორიგ მეტოქეს ხედავს, რომელსაც აუცილებლად უნდა შეეჯიბროს, რომ არ დაიჩაგროს… ასეთი ტიპის ქალები, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მუდმივად "თავს იცავენ", რომ ამქვეყნად ვერცერთმა კაცმა შეძლოს მათი დაჩაგვრა და ეს "მუდმივად" მართლა მუდმივად ხდება, ანუ იმ შემთხვევებშიც კი, როცა საერთოდ არ არის საჭირო და გამართლებული ეს "თავდაცვა"…

მათ სულ ეჩვენებათ, რომ თავისუფლებას უზღუდავენ და აქედან გამომდინარე, შეყვარებულმა თუ ქმარმა სულ უწყინარად და უბრალოდაც რომ სთხოვოს, შენთან ერთად მინდა საღამოს გატარება და იქნებ დღეს მეგობართან წასვლის ნაცვლად, ერთად კინოში წავიდეთო, მას აუცილებლად მოეჩვენება, რომ ზღუდავენ და დაქალთან არ უშვებენ… მოკლედ, ასე "აფრთხობს" ეს ტიპი მამაკაცების უმრავლესობას…

ალბათ, გაგიჩნდა ბუნებრივი შეკითხვა:

როგორი უნდა იყო მაინც, რომ ძლიერი კაცი მოიზიდო? რო — გო — რი???

ამაზე პასუხს მიიღებ ხვალინდელ და ამ ეტაპზე, დასკვნით პოსტში, სადაც ჩვენ ერთად გამოვიყვანთ ნამდვილი ქალის ფორმულას, რომელიც თავისუფლად იზიდავს და ქმნის ძლიერ მამაკაცებს!!!

16 აპრილს კი, ვებინარზე — "მე ქალი ვარ", შენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს გააკეთებ იმისათვის, რომ შენი რეალობა შეცვალო და გახდე ნამდვილი ქალი, რომლისთვისაც ძლიერ მამაკაცს ცხოვრება უღირს…

ასე რომ, თუ ჯერ არ გაგივლია რეგისტრაცია ვებინარზე, გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე, გაიარე უმარტივესი პროცედურა და გააფორმე ხელმოწერა: http://inteleqtika.biz/webinar

P.S. დაელოდე ჩემს ხვალინდელ, დასკვნით პოსტს, მანამ კი კომენტარებში დაწერე, ვინ არის და როგორია შენთვის ძლიერი მამაკაცი…

თუ მოგეწონა პოსტი, გაუზიარე მეგობრებსაც…

სიყვარულით, ნატა თვალაძე [NT]


Tags: , , , ,

One Response to “მიზეზი #5 – «ძლიერი კაცები დინოზავრებივით გადაშენდნენ»?”

  1. ჩემი აზრით ეს ღირებულებების აღრევამ გამოიწვია გაუკუღამრთება ქალისაც და კაცისაც და კიდევ მოძველებულ ტრადიციებს ჩაბღაუჭებულმა და სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანების პრობლემა უნდა იყოს ეს.

Leave a Reply