ემოციონალური ინტელექტის როლი ურთიერთობებში [პოსტი #2]

გუშინდელ პოსტში, ჩვენ ვისაუბრეთ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე. ეს, რიგით მეორე პოსტია, ჩვენი 7 დღიანი პოსტების სერიიდან: "ურთიერთობების ვირტუოზი". თუ არ გაცნობიხარ გუშინდელ პოსტს, აუცილებლად გადადი ქვემოთ მოცემულ ლინკზე და აუცილებლა გაიგე მიზეზი, თუ რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის:

პოსტი #1 >>>
 
დღეს კი მინდა ვისაუბროთ იმ ძირითად მიზეზზე, რომელიც იწვევს ამ პრობლემებს.
 
ამიტომ, აღარ დავხარჯავ შენს ძვირფას დროს… გაეცანი ამ პატარა ვიდეოს და გაიგე, რა იწვევს ურთიერთობებში გაუგებრობებს, კონფლიქტებსა და სკანდალებს >>>

ყურადღება!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მინდა, გაცნობო!

30 ივლისს, "ინტელექტიკა" იწყებს 14 დღიან, უნიკალურ ონლაინ კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს]:

"ურთიერთობების ვირტუოზი"

როგორ მივიღოთ ადამიანებისგან ის, რაც გვინდა?

ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ძალიან ძლიერი კურსი. კურსის დეტალურ პროგრამას რამდენიმე დღეში იხილავ, მაგრამ ახლა მინდა, კარგი ინფორმაცია გაგაცნო.

ბუნებრივია, 2 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ – 280 ლარი. დიახ, დიახ – 14 დღიანი კურსი, სულ რაღაც 280 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი 2 კვირიანი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

ანუ, შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 30 ივლისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ – 30 ივლისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მკითხველი მოემზადოს და კარგად განეწყოს კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ – იაქტიურე.

ახლა კი, კომენტარებში უპასუხე შეკითხვას: სად ხედავ თავს ემოციონალური ინტელექტის კვადრანტში?

შევხვდებით ხვალ.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


Tags: ,

12 комментариев to “ემოციონალური ინტელექტის როლი ურთიერთობებში [პოსტი #2]”

  1. მოგესალმებით, ხშირად ვეცნობი თქვენს კურსს მინდა გითხრათ ,რომ ბევრი რამ რაც ვნახე და მოვისმინე მომეწონა და გამომადგა კიდეც. წინასწარ უნდა გითხრათ ,რომ ვარ მასწავლებელი ტექნიკური საგნის მე ვიტყოდი საგნების რადგან ორ საგანს ვასწავლი სკოლაში .შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ გეტყვით რომ ჩემს შემთხვევაში პირიქით არის სწორედ,რომ ვარ ძალიან მომთხოვნი ჩემი თავის მიმართ დაუზოგავი, სწორედ მგონია ეგ მიშლის ხელს ვიყო ყველასთვის მისაღები თითქოს მგონია ყველა გამირბის, ცდილობს ჩემთან დაიკავოს დისტანცია, მხოლოდ რჩევისთვის და დახმარებისთვის ვჭირდებით. მგონია სამსახურში, რომ ვიგვიანებდე პირადი პრობლემების გამო ხშირად ვაცდენდე ვერ ვაბამდე თავს ჩემს საქმეს მაჩინ ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება რატომღაც მგონია ჩემს ირგვლივ მყოფეBს სიამოვნებთ სხვისი თანაგრძნობა,ურჩევნიათ იყო მათზე დამოკიდებული სულ რაღაცას თხოვდე, იწუწუნო ამიტომ მგონია ჩემი შემთხვევა ამ კვადრატებში ვერ ჯდება ან მე ვერ ვხვდები სად ვეძებო ჩემი თავი მანდ .
    არ მინდა შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მქონდეს მაგრამ ფაქტია , სკოლაში მხოლოდ მე ვარ სერთიფიცირებული, ამასთან ერთად ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია არა მარტო იმიტომ რომ თავს ვირჩენ ამითი ჩემი აბითურიენტებიდან 30 პროვენტი ნაცნობების და ახლობლების ბავშვებია რომელთაც ანაზღაურების გარეშე ვამეცადინებ რაც სიამოვნებას მანიჭებს ვინაიდან მიბრუნდება მათივე წარმატებით რაც უზომოდ მახარებს.

  2. ცისანა:

    მოგესალმებით დიდი სიყვარულით.
    კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,რომ ძალიან საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმფორმაცია მოგვაწოდა გიორგიმ,რისთვისაც უდიდესი მადლობა.
    რაც შეეხება კვადრანტს სად ვიმყოფები?ნამდვილად გავლილი მაქვს პირველი დონე და ნამდვილად ვიცი ჩემი ფასეულებობი და ნამდვილად ვიცი ვინ ვარ და რას ვაკეთებ.მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე,ვიძენ ახალ უნარებს,თუმცა ეს ყველაფერი არ არის.ამის შემდეგ მართლა გადავედი დისციპლინაზე,რადგან თუ ეს არ გაგაჩნია შენი არავის არ ჯერა და არავინ არ გისმენს,ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას გძელვადიანი და მოკლევდიანი გეგმებით და ამას ხმამაღლა ვაჟღერაბ ,რადგან უფრო მეტი დიდსციპლინით და პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს საქმეს,ემპათიაშიც ნამდვილად ვიმყოფები და ნამდვილად მაქვს ეფექტური მართვაც ,მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის საკმარისი.ჩემი დასახული 1წლიანი გეგმისათვის მჭირდება უფრო მეტი მართვა თანამოაზრეების,რომლებიც სიხარულით შეასრულებენ მათთვის დასახულ მიზანს ,რომელიც მიმიყვანს ჩემი მიზნის ასასრულებლად.ამაზე პირადათ მე დამოუკიდებლად ვმუშაობი და გიორგი სათანადო დროს გამოჩნდი.ჩემს ქვეცნობიერთან ვმუშაობ იმ იმფორმაციის მიწოდებაზე რა მინდა მქონდეს 1წლის მერე და ამ სამუშაო პროცესში გიორგიმ შემოგვთავაზა ჩემთვის უდაოს საჭირო თემა ეფექტური მართვა,რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,მე უკვე ვხვდები რომ ქვეცნობიერი უკვე იწყებს მუშაობას……მადლობა ღმერთს!მადლობა გიოოო…

  3. აჩიკო:

    პას

  4. მზია:

    ჩემს შემთხვევაში ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში მაქვს. წლების განმავლობაში პრაქტიკაში ვახორციელებდი ამ კვადრანტში მოცემული პერსონალური განვითარების სხვადასხვა ეტაპების გავლას და ასევე სოციუმთან ჩემს ურთიერთობებზე და შეხედულებებზე დაკვირვებას, ურთიერთობისას წარმოქმნილი სირთულეებისა თუ მომხდარი ფაქტების გაანალიზებას. ნებისმიერი სახის ურთიერთობა, მოკლევადიანი თუ ხანგრძლივი, საქმიანი თუ მეგობრული, მაძლევდა და მაძლევს ძალიან ღირებულ გამოცდილებას. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანთა ფსიქოტიპი, მსურდა ჩავწვდომოდი მათ გრძნობებს, მათ შეხედულებებს,იმისდა მიუხედავად ვეთანხმებოდი თუ არა. ჩემთვის უფრო საინტერესო ის იყო, თუ რატომ ჰქონდა ესა თუ ის ფასეულობა ამოჩემებული ადამიანს და რატომ აზროვნებდა ჩემგან განსხვავებულად. ბუნებრივია,თუ ადამიანთა შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით,მაგრამ უწევთ საქმიანი თუ სხვა სახის ურთიერთობა, ჩემთვის მნიშვნელოვანია საკითხის მოგვარება დიპლომატიის გზით.წლების მანძილზე მართალია ადამიანი არის და რჩება ისეთი, როგორიც შექმნა ღმერთმა ბუნებით, მაგრამ პირადად მე ბევრ საკითხზე შემეცვალა წარმოდგენა და თვითშემეცნებითა და თვითგანვითარების გზით შევეცადე ადამიანებისთვის შემეხედა ასე:მე ვარ OK და შენც ხარ OK. წლების წინ კი მხოლოდ მე ვიყავი OK და აქ ჩნდებოდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობები. რა თქმა უნდა, უამრავი რამ მაქვს გადასახედი და დასახვეწი.ვთვლი, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემი ყველაზე უმთავრესი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტად განვავითარო და დავხვეწო თვითმენეჯმენტი. თვითცნობიერებაში საკმაოდ კარგი ხედვა მაქვს, ასე 70% მაქვს ათვისებული და პრაქტიკაში დანერგილი. აგრეთვე დახვეწას ვსაჭიროებ სოციალური ცნობიერებისა და სოციალური მენეჯმენტის სექტორებში. მართალია, ადამიანი სხვის მაგივრად ვერ იგრძნობს რამეს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ გავიზიარო თანამოსაუბრის აზრი,შეხედულებები, თანავუგრძნო და მოვუსმინო. მე ვარ უცხო ენების სპეციალისტი და ყოველ ჯერზე, როდესაც მხვდება მოწოდების დონეზე მყოფი მოსწავლე, თავდაუზოგავად ვშრომობთ ორივე და ვიღებთ როგორც კარგ შედეგებს, აგრეთვე ამ ურთიერთობიდან მონიჭებულ სიხარულის წუთებს. როდესაც გულით გიყვარს შენი საქმე, ცდილობ, რომ სხვებს არამარტო შენი ცოდნა გადასცე, არამედ აჩუქო და განაცდევინო შენთან ურთიერთობისას წარმოშობილი სიხარული.ჩემთვის ყოველთვის ესაა პრიორიტეტი, რომ ადამიანმა ჩემთან თავი გახსნილად და კომფორტულად იგრძნოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩემთვის სულერთი ნამდვილად არაა თუ რა დამოკიდებულება მაქვს სხვა ადმიანებთან და რას გრძნობენ ისინი ჩემს მიმართ.

  5. ინგა:

    ამ ეტაპზე ვფიქრობ ,რომ ჩემი თვითგანვითარება დიდი დოზით არა მაგრამ,რაც ერთი თვის მანძილზე გავიარე უფრო ამაღლდა..ჩემდა გასაკვირად თვითდისციპლინა თავისთავად ჩამომიყალიბდა,,მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩემთვის,,სამუშაო ბევრი მაქვს..მესამე სექტორში ვხედავ ჩემს თავს,,,იმიტომ რომ სულ მეფიქრება ხოლმე ეს ადამიანი რატომ მომექცა ან რატომ იქცევა ასე..საერთოდ არ მიყვარს კონფლიქტი,,არ მიმყავს ჩემი თავი მაქამდე,,სამაგიეროდ მერე ჩემს თავს ვუბრაზდები,ვნერვიულობ…ჩემს შემთხვევაში მაქვს სალონი სადაც ოთხი ადამიანი ვართ წილში,ანუ უფროსი..ძალიან კარგები არიან მაგრამ რთულია შენი აზრი გაიტანო,,ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს…და საქმეც ფუჭდება,,,მინდა რომ გავიარო ეს კურსი რითაც განვიმტკიცებ ჩემს თვითგანვითარებას,,დავინახავ ჩემს შესაძლებლობებს დავალებებში..გიო იკვე აღარ ვიცი რამდენი მადლობა გადაგიხადო….

  6. ლევან ლომიძე:

    როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემას შეეხე გიო. ამ ოთხი კვადრატიდან მეტ-ნაკლებად ოთხივეში ამოვიცანი თავი,თუმცა ჩემი თავი პირველსა და მეორე (ვერტიკალურად) კვადრატებს შორის ,,გაჩხერილი» დავინახე. შეიძლება მთლად კორექტულად არ ჟღერს,მაგრამ სწორედ ეს სიტყვა განმარტავს ჩემს ამჟამინდელ მენტალურ მდგომარეობას.გათენდება ერთი ჩვეულებრივი დღე და ვფიქრობ რა გავაკეთო ახალი და კარგი ჩემთვისაც და გარშემომყოფებისთვუსაც,თუმცა გათენდება მეორე დღეც და ყველაფრის სურვილი მეკარგება ამქვეყნად. სწორედ ეს ვიგულისხმე ,,გაჩხერილში». გიო შენ თქვი,რომ თუ ადამიანი პირველ კვადრატში მოიაზრებს თავს შეუძლებელია social. სვეტში საქმე კარგად მისდიოდეს. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ამ მხრივ საქმე ცუდად მაქვს. ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს ვისთანაც მინდება ვიყო ნამდვილი და ღვთის წყალობით დადებითი გრძნონებისა და ემოციების გადაცემა არ მიჭირს. მაგრამ ეს ის არ არის რა ,,დონეზეც» მინდა ვიყო და სწორედ ამის გასაღებს ვხედავ ამ ტრენინგში.

  7. შალვა:

    ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, პირველ ნაწილში საერთოდ წარმოდგენაც კი არ მქონდა რა იყო ურთიერთობა. უცხო ადამიანს რომ ვხედავდი ვიმალებოდი, თავს ვარიდებდი. ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავთან. ასეთმა ქმედებამ შემიყვანა უარეს ჩიხში. ყველანაირ პოტენციურ ურთიერთობაზე უარს ვამბობდი. ჩამომიყალიბდა აზრი რომ რაიმე ფიზიკური ნაკლი მქონდა. საკუთარი თვითშეფასება ნულის ტოლი, არცკი ნული… მინუსებში 🙂 ასევე უსუსური ფასეულობები და რწმუნებულებები. ასეთი მდგომარეობიდან ერთბაშად გადავედი სრულიად საპირისპიროში, ანუ ცხოვრების მეორე ნაწილში. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ურთიერთობებში, დავძლიე, დავძლიე ურთიერთობების შიში. დავიწყე ურთიერთობების «პრაქტიკა». გოგოსთან, ბიჭთან, ქალთან, კაცთან, მოხუცთან, ბავშვთან. ნორმალური ადამიანისთვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთი ურთიერთობები, მაგრამ ჩემთვის დიდი მიღწევა იყო. ნელნელა საკუთარმა თვითშეფასებამ ზრდა დაიწყო, წლების მანძილზე გაბატონებულმა აზრმა «მე არავის ვჭირდები, უშნო ვარ, არ შემიძლია ურთიერთობა» დაიწყო გაფერმკრთალება. ჩამომიყალიბდა ჯანსაღი ღირებულებები და ფასეულობები. ჩემთვის ერთგვარი რუკა აღმოჩნდა ეს ვიდეო რადგან დავინახე ჩემი თავი, თუ როგორ გავდიოდი თვითოეულ ურთიერთობების ეტაპებს და დავინახე დაახლოებით რომელ ნაწილში ვარ:) ვერ ვიტყვი რომ ამოწურული მაქვს თვითცნობიერების სექტორი მაგრამ ვიცი რომ მანდ არ ვარ გაჩერებული. გავლილი მაქვს თვითდისციპლინის სექტორიც (ბავშვობიდან მიჩვეული ვარ საკუთარი თავის დისციპლინას) და გაჩერებული ვარ სოციალური ცნობიერების ნაწილში. ჩემი თავი შევნიშნე სოციალურ მენეჯმენტის ნაწილშიც მაგრამ ძალიან მცირე დოზით და მეგობრების წრეში:) ძალიან მსიამოვნებს როდესაც რჩევებს ვაძლევ მეგობრებს:) მინდა მეტი შევიტყო ამ ბოლო სექტორზე, რათქმაუნდა დადებითი მიმართულებით და არა ვინმეს მართვაზე და მინდა გავხდე ურთიერთობების ვირტუოზი:) (ხედავთ რამდენად გაზრდილი მაქვს თვითშეფასება?! 😀 ) 😉

  8. მაიკო:

    ამ ვიდეო რგოლის მოსმენის შემდეგ, დავუფიქრდი ჩემს შინაგან მდგომარეობას და მე ვფიქრობ რომ, გარკვეულწილად ვფლობ : პირველ, მეორე და მესამე სექტორებს. თუმცა აქაც არის მცირეოდენი შენიშვნები, რომელსაც მე ვხვდები და ვაცნობიერებ, სად და რატომ ვუშვებ შეცდომებს. რისთვისაც მესაჭიროება დისციპლინებული მუშაობა საკუთარ თავთან და არა ისე რომ, დღეს გავაკეთო ტექნიკა და ხვალ ჩავაგდო, მერე ზეგ ისევ გავაკეთო და მერე ორი დღე დავისვენო და ჩავაგდო.
    მე ვირჩევ ტექნიკებს უფრო თამაშის და მხიარული შეჯიბრის სახე ჰქონდეს საკუთარ თავთან, ვიდრე მკაცრი მოთხოვნების და დამსჯელი სახე. სიხარულით, სიყვარულით და ჰარმონიით უფრო ეფექტური გამომდის, საკუთარ თავზე გაწეული მუშაობის შედეგი. მეოთხეს რაც შეეხება, ( სოციალ მენეჯმენტი) როდესაც ღრმად დავუფიქრდი, საერთოდ არ მაქვს სურვილი თუნდაც მცირე დოზით რომ, კარგად ან ცუდად ვმართო ადამიანები.საერთოდ არ მაქვს სურვილი რომ ავტორიტეტი ვიყო. შეიძლება ეს ცუდია და სწორედ ეს მიშლის ხელს, ეფექტურად განვითარებაში. მაგრამ, აი აქ მექმნება მცირე შეფერხება და მომენტალურად ვიწყებ ფიქრს, ნამდვილად მსურს რომ ვმართო ადამიანები, ან სიყვარულით, ხალისით და თამაშით, და ვასწავლო მათ რაიმე. ან კიდევ დიქტატორობით და საზოგადოების მართვის სადავეების მყარად ხელში ჭერით?
    არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ. აი აქ დავიჭირე ჩემი თავი, კიდევ ბევრ შეუცნობელ მხარეში, რომელიც აზრად არც არასდროს არ მომსვლია რომ,ამ მხარეზე სიღრმისეულად უნდა მეფიქრა. და ამ ფიქრმა ისევ პირველ სექტორთან დამაბრუნა. =-O %) *IN LOVE* *CRAZY* ანუ საკუთარი თავის კარგად არ შეცნობამ.

  9. განვიხილავ სათითაოდ და თანმიმდევრულად :

    თვით-ცნობიერება — ამ სექტორში არ მაქვს ნათლად ფორმულირებული და ფურცელზე დაფიქსირებული ის ჩემი პრინციპები ფასეულობები ღირებულებები ძლიერი მხარეები და სხვაა რომელზეც დაყრდნობითაც გადავაადგილდები ცხოვრებაში, ეს არის მოცემულობა რომელიც უნდა შეივსოს სიცხადით. ამ სექტორში მაქვს საინტერესო სამუშაოები ჩასატარებელი ჩემს თავთან და ცნობიერება შესატანი მასში. რასაც ეფექტურად ემსახურება კურსი „წარმატების ანბანი“. საკუთარი თავის შეცნობა საინტერესო პროცესია.
    თვით-მენეჯმენტი — იქიდან გამომდინარე რომ პირველ სექტორში ვარ არასაკმარისად ცნობიერი, მაქვს პატარა პრობლემები, მაგრამ მაინც მაქვს საკუთარი თავის მართვასთან, თვითდისციპლინასთან. ეს ბუნებრივიცაა რადგანაც პირველ სექტორში არ ვარ საკმარისად ცნობიერი და ეს იწვევს შეფერხებებს 2 სექტორში. რაც აისახება კეთების და შემდეგ ფლობის დონეზეც არაეფექტურად.
    სოციალური ცნობიერება- იქიდან გამომდინარე რომ კარგად არ ვიცნობ საკუთარ თავს გამომდინარე იქიდან რომ არასაკმარისად ცნობიერი ვარ და თვითდისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები მხვდება, მე მითუმეტეს ვერ ვიქნები სოციალურ ცნობიერებაში ცნობიერი, და ვერ შევხედავ სხვისი თვალით სიტუაციას ისე და იმ სიცხადით როგორც შესაძლებელი იქნებოდა მე, რომ საკმარისად ცნობიერი ვიყო.
    სოციალური მენეჯმენტი — ამ სექტორში არ ვარ არადა ამ სექტორის ათვისებისკენ მივიღრწვი. და რატო არ ვარ ახლა ამ სექტორში ? — იმიტომ რომ არ მაქვს დახურული წინა სამი კვადრანტი და მაქვს პრობლემები თითოეულში რა ძირითად პრობლემებზეც მე უკვე მქონდა საუბარი ჩემს თავთან და რომელი პრობლემებიც გუშინდელი პოსტის ქვეშ კომენტარებში დავაფიქსირე. ანუ ერთგვარი ანალიზი, რომ ჩავატარო მე განვსაზღვრე თუ საით მივდივარ რა არის ჩემი მიზანი ესაა- ურთიერთობების ვირტუოზი სოციალურ მენეჯმენტში — ასევე გავაცნობიერე გზა რომელიც მინდა გავიარო და მივიდე ამ დონემდე. ასევე განვსაზღვრე ის საბაზისო მთავარი პრობლემები რა პრობლემებიც მაქვს ამ გზაზე მე და რა პრობლემებიც მიშლის ხელს რომ ვიყო ურთიერთობების ვირტუოზი. ახლა კი კონკრეტული მეთოდები მჭირდება, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრა ჩემს თავში. და ასევე ცნობიერების გაფართოვება ამ მიმართულებით. სანამ არ ვიმუშავებ ამ 3 კვადრანტზე და არ გავცნობიერდები, ჩემი მხრიდან უგუნურება და არაცნობიერი გადაწყვეტილება იქნება პირდაპირ სოციალურ მენეჯმენტში-გადახტომა, რადგანაც მე ჩემს თავთან არ ვიქნები მართალი. ეს გავს სახლის შენების დაწყებას პირდაპირ მე-3 სართულიდან ყოველგვარი ფუნდამენტის და 1 — 2 სართულის გარეშე, ესე არაეფექტურად ნამდვილად არ მოქმედებს ნამდვილი ვირტუოზი, ლიდერი.
    ხოლო რაც შეეხება კითხვას თუ სად ვხედავ ჩემს თავში ძირითად პრობლემებს ამ ემოციონალური კვადრანტის მიხედვით ? მე გავაცნობიერე, რომ 1 — 2 — 3 ში! რომლის მოგვარების შემდეგ მე გადავალ 4 — კვადრანტში და ვიქნები ურთიერთობების ვირტუოზი სოციალურ მენეჯმენტში.
    სიყვარულით და მადლიერებით „ თეთრი ყვავი “ <3

  10. მაია:

    ოთხივე სექტორი ხელახლა გასავლელი მაქვს 🙁 განსაკუთებით ბოლო 2 სექტორი..ცხოვრებას მარტივად შეხედეო და ეს რაღაცა ძაან ხომ არ არის გაწელილი და გართულებული?:))ამდენი ფიქრით დავოსდები..ტვინი ამიდუღდება და უფრო ვერაფერს გავარკვევ..ცოტა არ იყოს დავიბენი:((მაპატიეთ..ვცდილობ გავერკვე. :-! *IN LOVE*

  11. მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, პრობლემა თითქმის ყველა სექტორში მაქვს.

  12. ნანა:

    ეს თემა რომ არ მაინტერესებდეს, ახლა ნამდვილად აქ არ ვიქნებოდი, ღამის ორი საათია და აქ ვარ. ამ კვანდრანტმა ყველაფერი მარტივად და გასაგებად ამიხსნა. მე კონცეფციაში მე შეძლებისდაგვარად ვიმუშავე საკუთარ თავთან, დავიწყე დაკვირვება საკუთარ თავზე, ვაკვირდები შეგრძნებებს სხეულის დონეზე, ეს შეგრძნებები უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე სიტყვების რახუნი თავში. ეს უფრო მეტ ინფორმაციას მაწვდის, მაფიქრებს და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს. ვაკვირდები ყურადღებით სხვა ადამიანებსაც, რას ფიქრობენ, რა უნდათ, როგორ აზროვნებენ. პირველ კვანდრანტში გარკვეული ძვრები და ცვლილებები დაიწყო ჩემში. ვაღიარებ , რომ სულიერად სულ სხვა ადამიანი ვარ. დავძლიე გარკვეული წინააღმდაგობები, გადავლახე გარკვეული სულიერი სისუსტეეები, გავხდი უფრო თავდაჯერებული, ამიმაღლდა თვითშეფასებაც. მე ვიცი და ვგრძნობ, რომ ეს ასეა. მაგრამ ეს ყველაფერი სიახლეა ჩემი სხეულისთვის და ცნობიერებისთვის, ამიტომ ვიცი ,რომ ამას განმტკიცება სჭირდება, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა ეს ყოველივე დაიჯეროს და ავტოპილოტზე დაიწყოს მუშაობა. ამას კი სჭირდება თვითდისციპლინა.ამ მხრივ კი სხეული მეწინააღმდეგება, მოუცლელია, დროს ვერ პოულობს და ასე შემდეგ.მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ უკან დაბრუნებას არ ვაპირებ, ვმუშაობ საკუთარ თავთან.მას შემდეგ ,რაც ეს კურსი გავიარე, ვერ ვიტყვი ,რომ ამან დადებითად არ იმოქმედა ურთიერთობებზეც, კი ვაღიარებ, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილემს. ეს მიზერია და მინდა განვითარება და წინ წასვლა. ახლა უფრო მეტად მენდობიან, მაგრამ ეს მინიმუმია და მე მაქსიმუმი მინდა მივიღო ამ კუსისგან. გიორგი თავად განსაზღვრეთ რამდენი პროცენტით დავხურე პირველი კვადრატი, მეორეში ვარ და აულილებლად გადავალ მესამეში და მეოთხეშიც. ჩემი ამ კურსზე მოხვედრის მიზანიც ეს არის =) =) *IN LOVE*

Leave a Reply