Facebook Timeline

 

მიყვარს სიახლეები და დარწმუნებული ვარ, რომ შენც არ ხარ მათ მიმართ გულგრილი, ხოლო იმაში 100%-ით დარწმუნებული ვარ და ალბათ არც შენ შემეკამათები, რომ ჩვენი ძვირფასი facebook-ის შემქმნელ მარკ ცუკერბერგსაც ძალიან უყვარს სიახლეები და ინოვაციური სიურპრიზების მოწყობა თავისი ძვირფასი კლიენტებისათვის, რომელთა რიგებშიც აბსოლუტურად დამსახურებულად ვიკავებთ საპატიო ადგილებს მეც და შენც 😉

მემგონი საკმარისია ჩემი "ლირიკული" შესავალი და ჯობია საქმეზე გადავიდეთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ამ მსოფლიო გლობალიზაციისა და ბიზნესის ტურბულენტურად განვითარების პერიოდში, ახერხებენ სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო დღევანდელ ინფორმაციულ ერაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ტექნოლოგიები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ (რაღა თქმა უნდა პიროვნების შემდეგ. აქ საკვანძო სიტყვას პიროვნება წარმოადგენს და არა ადამიანი)

ამ მხრივ facebook-მა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესის კეთებისათვის (თუ რა თქმა უნდა ადამიანმა იცის სწორად მუშაობა) უძლიერეს ინსტრუმენტად მოგვევლინა. მაგალითად ერთი თვის განმავლობაში facebook-ის მეშვეობით ჩემს ბიზნესს უკვე ორი ადამიანი შემოუერთდა. ასევე ერთი თვის განმავლობაში, ჩემს ტრენინგზე "წარმატების ანბანი" 12 ადამიანი დარეგისტრირდა და კიდევ რამდენიმე კანდიდატთან მაქვს შეხვედრები დანიშნული. 

და ეს ყველაფერი აბსოლუტურად უფასოდ. ახლა კი თავად განსაჯე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენი ძვირფასი facebook-ი.

სწორედ ამიტომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, ვერც ერთ მის მიერ შემოთავაზებულ სიახლეს გულ გრილად გვერდს ვერ უვლის, აქ იგულისხმებიან, როგორც ახალგაზრდა გართობისა და "ლაზღანდარობის" მოყვარული თინეიჯერები, ისე სერიოზული ბიზნესმენები და ახლა უკვე პოლიტიკოსებიცცც.

Facebook Timeline არის ახალი პროფილი, რომელიც მრავალ საინტერესო და სასარგებლო, დახვეწილ და გაუმჯობესებულ სიახლეებს გვთავაზობს. არ მინდა უმეცრებაში ჩამეთვალოს და დეტალების ახსნისაგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ გუშინ დავაყენე და ჯერ-ჯერობით გაცნობისა და ათვისების პროცესში ვიმყოფები.

შენ კი ისღა დაგრჩენია, ჩართო ვიდეოგაკვეთილი და კონსტანტინე ცირეკიძესთან ერთად შეცვალო შენი ძველი პროფილი ახლით.

ეს ის ლინკია რომელზე გადასვლითაც იწყება ყველაფერი 🙂 რაღას ელოდები დააჭირე 🙂  https://developers.facebook.com/apps

P.S.  მოგეწონა ვიდეოგაკვეთილი? გსუურს რომ შენმა მეგობრებმაც შეცვალონ თავიანთი პროფილები? მაშინ გაუზიარე მათაც სოციალური ქსელების მეშვეობით.


Tags: , ,

7 комментариев to “Facebook Timeline”

  1. ქეთევან გოგიაშვილი:

    აღარც კი მახსოვს,  facebook-ის გარეშე როგორ ვცხოვრობდით, როგორ ვურთიერთობდით, როგორ ვმუშაობდით ))) მადლობა, გიორგი, საინტერესო გაკვეთილია.

  2. გეთანხმები ქეთევან facebook-მა ძალიან სერიოზული პოზიცია დაიჭირა დღეს ნებისმიერი საქმიანი ადამიანის ცხოვრებაში (განსაკუთრებით info biz-ში). 
    ისე რა აზრის ხარ timeline-ზე?
     

  3. კოკა, ყოჩაღ კარგი ვიდეოგაკვეთილია და ხმის ტემბრიც გაქვს საკმაოდ კარგი. თუ მოახერხებ უფრო ხშირად გამოჩნდი ხოლმე : ) 

  4. მადლობა გიორგი! აუცილებლად მოვახერხებ:)))

  5. ანუკი:

    samcuxarod ver davayene.. novoe prilodjeniazerom gadavedi >>>Прежде чем разрешить Вам сделать это, нам надо проверить Вашу учётную запись. Пожалуйста, удостоверьте её подлинность, введя свой мобильный телефон или кредитная карта. ai amas micers da ars nishnavs??? 

  6. წარწერას введя свой мобильный телефон-ს დააჭირეთ და გაგეხსნებათ პატარა ოთკუთხედი ფანჯარა, სადაც ჩაწერთ თქვენს მობილურ ტელეფონის ნომერს და დააწვებით გაშვებას… რამდენიმე წამში მობილერზე მიიღებთ SMS-ს და იქ მოცემულ კოდს შეიყვანთ იმ ახალ გრაფაში, რომელიც მობილურის ნომრის გაშვების შემდეგ გაგეხსნებათ და სულ ეგ არის!!! <<<გისურვებთ წარმატებას>>>

  7. ანუკი:

    didi madloba daxmarebistvis. save and finish-s rom davachire, profilis ganaxlebisas is inpormacia ar amomigdo da shevcherdi am etapze rogor moviqce? gmadlob

Leave a Reply