№1 საფოსტო ყუთი მსოფლიოში

ჩვენი დღევანდელი პოსტი შეეხება ელექტრონული ბიზნესის ერთ-ერთ საწყისს, ელექტრონულ საფოსტო ყუთებს. უმეტეს წილად საქართველოში იყენებენ, შემდეგ საფოსტო ყუთებს: mail.ru, yahoo.com, rambler.ru, hotmeil.com, yandex.ru, inbox.ru, list.ru, bk.ru და ა.შ.

პრინციპში, სოციალურ ქსელებში დასარეგისტრირებლად და მეგობრისათვის წერილის მისაწერად, ზემოთ ჩამოთვლილი საფოსტო აგენტებიც გამოდგება, მაგრამ, რაც შეეხება ბიზნესს, კორპორატიულ დონეზე იქნება ეს, თუ ინდივიდუალურზე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება წერილების დიდმა ნაწილმა, თქვენამდე, ფიზიკურად ვერ მოაღწიონ, და ყოველივე ამაში ზემოთ ჩამოთვლილი საფოსტო ყუთები იქნებიან დამნაშავე.

ახლა მოდით გავიგოთ, პირველრიგში რატომ, ხოლო შემდეგ, რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან.

მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ვერ მოაღწიონ მნიშვნელოვანმა წერილებმა თქვენამდე, გახლავთ ის, რომ დღეს უკვე წერილების დაგზავნა გახდა ავტომატიზებული პროცესი. სვადასხვა კომპანიები, პროექტები და ინდივიდუალი მეწარმეები დიდი ხანია უკვე სარგებლობენ, ავტომატური დაგზავნებით (AutoResponder)-ებით, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი საფოსტო აგენტები არ არიან ბოლომდე პროფესიონალურად ინტეგრირებული და სინქრონიზებული ავტომატური დაგზავნების სისტემებთან.

თუნდაც მხოლოდ ამ უპირატესობის გამო, შეიძლება გაჯობონ თქვენმა კონკურენტებმა, თუ ისინი სარგებლობენ Google-ს საფოსტო ყუთ Gmail-ის მომსახურებით.

როდესაც საქმეში ერევა Google, ყველა დანარჩენ კონკურენტს უწევს გაქცევა.

რითი გამოირჩევა Google კონკურენტებისაგან?

იმით, რომ არ არიან სხვა დანარჩენებივით ხარბები.

მათი სლოგანია „ნუ იქნებით ბოროტები!“

ზუსტად ამიტომ იტვირთება მათი სასტარტო გვერდი ყველაზე სწრაფად. იგი არ არის გადატვირთული ბანერებითა და მომაბეზრებელი რეკლამებით, რომელთა ტევაც არ არის, მაგალითად mail.ru-ზე, yahoo.com-ზე და ა.შ.

მოდით განვიხილოთ Google-ს საფოსტო ყუთის Gmail-ის ძირითადი კრიტერიუმები, რითიც ჯაბნის ის თავის კონკურენტებს:

  • ყუთის მოცულობა;
  • ვებ-ინტერფეისის მოხერხებულობა;
  • კირილიცას მხარდაჭერა (დასავლურ სერვისებთან);
  • შესაძლებლობა, მიიღოთ და დაუგზავნოთ წერილები ჩვეულებრივ კლიენტებს, (მაღალპროფესიონალური ინტეგრირება ავტომატურ დაგზავნებთან);
  • სპამთან ბრძოლა;
  • დამატებითი შესაძლებლობები და მომსახურებები, რომლებიც გიადვილებთ ფოსტასთან მუშაობას, მაგალითად: ნებისმიერი ენის მთარგმნელი, ლექსიკონი, კალენდარი, ორგანაიზერი და ა.შ.

ახლა კი თქვენ გელით ძალიან სასარგებლო ვიდეოგაკვეთილი, რომელიც თვალნათლივ დაგანახებთ Gmail-ის უპირატესობებს და დაგეხმარებათ მის დაყენებაში.

 

P.S. ეს პოსტი შემთვევით არ შეგვირჩევია, (ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი) რადგან, პერსონალურად ბლოგ „ინტელექტიკას“ მკითხველისათვის, მზადდება ექსკლუზიური, ქართული ინტერნეტ სივრცისათვის უპრეცედენტო სიურპრიზი, რომლის მისაღებადაც Gmail-ის საფოსტო ყუთი ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ.

P.P.S. თუ თვლით, რომ სასარგებლო პოსტი იყო, გაუზიარეთ მეგობრებსაც, ძალა ხომ ერთობაშია.


Tags: ,

7 комментариев to “№1 საფოსტო ყუთი მსოფლიოში”

  1. ჯანო:

    ბატონო გიორგი მოხიბლული ვარ თქვენი იდეებითა და მიზანდასახულობით.
    მოხარული ვიქნები თუ გამონახავთ დროს რომ პირადად შევხვდეთ.
    ჩემს უკან ბევრი ხალხი დგას და თქვენააირი იდეების მატარებელი და წინამძღვარი გვჭირდება და არამარტო ჩვენ არამეტ მთელ საქართველოს..

    გაიხარე ჩემო კარგო ადამიანო…

  2. მოგესალმებით ბატონო ჯანო!

    ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ქართველი ადამიანის გაცნობა, რომელიც დაინტერესებულია პირადი და სულიერი ზრდით, სამწუხაროდ ასეთები ძალიან ცოტანი ვართ.

    თუ გაქვთ სურვილი ჩემთან შეხვედრის და გასაუბრების, გთხოვთ შებრძანდით განყოფილებაში «კონტაქტები» და იქ განთავსებულ e-mail-ზე მომწერეთ!

    დიდი მადლობა, ამ სიტყვებისათვის!

  3. ძალიან სასარგებლო ვიდეო გაკვეთილია. მადლობა გიორგი, რომ ეხმარებით ადამიანებს წინსვლაში

  4. სერგუნა ყიფშიძე:

    მადლობთ ესეთი კარგი პროგრამისათვის და ვიდეო გაკვეთილსათვის!

  5. კონსტანტინე:

    მაგარი პოსტია! მართლა პრაქტიკული და მოსახერხებელი ინსტრუმენტია!!!

  6. Davit Gigauri:

    magari programaa! gamomadgeba!

  7. გიორგი:

    რამოდენიმე წელია გმაილით ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მხარე ის არის, რომ აუთლუქზე მიბაა შესაძლებელი უფასოდ, აგრეთვა შესაძლებელია სხვა მისამართიდან წერილების გადმოსამისამართება, ხოლო შემდეგ იმ მისამართიდან გაგზავნა საიდანაც მოხდა წერილის გადმომისამართება. ძალიან კომფორტულია როდესაც რამოდენიმე მისამართი გაქვს, ვინაიდან ყველა წერილი მოგდის ერთ მისამართზე.

Leave a Reply