მიზნის მიღწევის უტყუარი და 100%-ით მუშა მეთოდიკა

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს უნდა გამოგიტყდეთ თქვენ და უნდა ვაღიარო, რომ მე თქვენ მიყვარხართ 🙂

დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ეხლა დაფიქრდით: „მოიცა — რაშია აქ საქმე? ეს ტყუილად სიყვარულის ახნას არ დაგვიწყებდა, ე.ი. რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ჩვენგანაც უეჭველი რაღაც უნდა“ :))

მინდა გითხრათ, რომ დიახ, ამ შემთხვევაში მე მართლაც მინდა ერთი რამ თქვენგან და ეს თქვენი წარმატება და კეთილდღეობაა. ასევე მინდა, რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გვკითხულობთ… უყურებთ და სწავლობთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილებს, ტოვებთ კომენტარებს, გვიზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს… სოციალურ ქსელებში, ჩვენი რესურსების რეკომენდაციას უწევთ თქვენს მეგობრებს და ა.შ…

ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათაც, ვისაც არ მოვწონვართ და გვაკრიტიკებს, მათ ვისაც არ სჯერა ჩვენი და ჩვენს მიერ არჩეული კურსის, არ მოწონს ჩვენი რესურსი და არავის არანაერ რეკომენდაციებს არ უწევს. დიდი მადლობა თქვენც სკეპტიკებო, თქვენ ჩვენი მოტივაციის ერთ-ერთი წყარო ხართ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენ დამატებით მუხტსა და აზარტს გვიჩენთ და ძალიან მალე ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ თქვენ ცდებოდით 🙂

ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ და უფრთხილდებით ჩვენს მკითხველებს და ძალიან გვსიამოვნებს, რომ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თქვენთვის გარკვეული ინტელექტუალური, ემოციური და ფინანსური სარგებელი მოაქვს!

გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენი შემდგომი მოქმედებები, თქვენი პირადი ცხოვრებისათვის და ასევე თქვენი ბიზნესისათვის ბევრად უფრო სასარგებლო, ფასეული და ეფექტური გახდება!

ახლა კი დიდი სიყვარულის ნიშნათ, მინდა გადმოგცეთ ჩემთვის ძალიან ღირებული საჩუქარი.

ეს არის ჩემი ვიდეო გაკვეთილი, რომელიც შევქმენი პირადი კვლევების, პრაქტიკული მოქმედების, ცდებისა და შეცდომების ხარჯზე. რაშიც ძალიან დამეხმარა და პრინციპში მიბიძგა კიდეც: პირველრიგში ჩემმა ერთმა უახლოესმა ადამიანმა, რომელსაც არ დავასახელებ, იმიტომ რომ მას ჯერ-ჯერობით წარმოდგენაც კი არა აქვს ყოველივე ამის შესახებ და მხოლოდ ამ პოსტის გაცნობის შემდეგ მიხვდება ყველაფერს.

ხოლო მეორერიგში, ასევე სერიოზული ბიძგი მომცა, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) შესწავლამ, რამაც ზემოთ ნახსენები პიროვნების ცხოვრების მიხედვით, გაჩენილი იდეის თავმოყრა, მოდელირება და შემდეგ ერთგვარ ფორმულად აკინძვა შემაძლებინა.

წინასწარ გეტყვით, რომ ეს ფორმულა დაკავშირებულია მიზანთან, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, უკვე დასახული მიზნის პროფესიონალურ და 100%-იანი ალბათობით მიღწევასთან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვისაც არ აქვს შექმნილი საკუთარი მიზნების სია, აუცილებლად ვურჩევ, პირველ რიგში გაეცნოს, ჩვენს 2 ნაწილიან პოსტს სახელწოდებით:

1.     როგორ ვაქციოთ 2012 წელი ყველაზე წარმატებულ წლად. ნაწილი 1;

2.     როგორ ვაქციოთ 2012 წელი ყველაზე წარმატებულ წლად. ნაწილი 2;

აუცილებლად გაეცანით ორივე ნაწილს თანმიმდევრულად, მიყევით მასში მოცემულ რეკომენდაციებსა და ინსტრუქციებს და მხოლოდ შემდეგ დაუბრუნდით ამ ვიდეო გაკვეთილს.

ხოლო ვინც გაეცნო ჩემს მიერ ნახსენებ პოსტებს, რომლებიც მე თანმიმდევრულად შემოგთავაზეთ  ახალ წლებზე, მას უნდა ახსოვდეს, მე დაგპირდით, რომ იქნებოდა ამ პოსტების ყველაზე მნიშვნელოვანი, დამაგვირგვინებელი ფაზა, მესამე ნაწილი.

ჰოდა ეს ვიდეო გაკვეთილი სწორედ რომ ის დამაგვირგვინებელი ფაზაა და იმ ადამიანისათვის, ვისაც არ გააჩნია მიზანი და არ იცის რა უნდა ამ ცხოვრებისაგან, არანაერ ფასეულობას არ წარმოადგენს.

ასე, რომ პირველ რიგში, აუცილებლად გაეცანით პოსტებს: როგორ ვაქციოთ 2012 წელი ყველაზე წარმატებულ წლად, პირველ და მეორე ნაწილს და მხოლოდ შემდეგ მიუბრუნდით ამ ვიდეო გაკვეთილის ყურებას, თუ რა თქმა უნდა გსურთ, რომ შედეგი მიიღოთ.

ხალტურას აზრი არ აქვს 😉

გახსოვდეთ — რასაც არ უნდა აკეთებდეთ სხვის ზურგს უკან, თქვენ ამას ღმერთის თვალწინ აკეთებთ.

იყავით მართალი საკუთარი სინდისის წინაშე. გთხოვთ იმოქმედოთ ალალად და სისტემურად და თქვენ სასწაულს იხილავთ.

ახლა კი გთხოვთ გაეცანით ამ ვიდეო გაკვეთილს და პირობას გაძლევთ, რომ თუ გაითვალისწინებთ მასში მოცემულ უიოლეს ნაბიჯებს და ცხოვრებაში პრაქტიკულად დანერგავთ, თქვენ აუცილებლად ….

P.S. აი ასეთი თეორია გამოვიყვანე საკუთარი ენერგეტიკული რესურსების მობილიზებისათვის! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს მეთოდიკა, სწორად და თანმიმდევრულად გამოყენების შემთხვევაში, 100% სიზუსტით მუშაობს! შეამოწმეთ და დარწმუნდებით!

P.P.S. სულმოუთქმელად ველი თქვენს კომენტარებს. თუ დაგაინტერესად ამ ვიდეო გაკვეთილმა და თვლით რომ სასარგებლო იყო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით!

P.P.P.S. გისურვებთ საუკეთესო განწყობას, გისურვებთ ოცნებებისა და დასახული მიზნების ასრულებას, გისურვებთ უდიდეს სიყვარულს, გისურვებთ თავისუფლებას, ბედნიერებას და კეთილდღეობას! გმადლობთ, რომ გვკითხულობთ — ჩვენ, თქვენ გვიყვარხართ!!!


Tags: , , ,

30 комментариев to “მიზნის მიღწევის უტყუარი და 100%-ით მუშა მეთოდიკა”

  1. საუკეთესო ვიდეოა — Thx!..

  2. დიდი მადლობა გიორგი, გაიხარე *THUMBS UP*

  3. 100%-იანი, გამოცდილი, გარანტირებული… ყველაზე მაგარი მეთოდია და ცხოვრებაში არაერთხელ გამომიცდია მისი გამაოგნებელი ძალა! შენ კი, გიორგი, არაჩვეულებრივად გადმოეცი მისი არსიც და დეტალებიც + საუკეთესოდ შერჩეული ტონი (ასე გააგრძელე).

    ყოჩაღ! ყოჩაღ! ყოჩაღ!

    ეს მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოპოსტია არა მარტო ამ ბლოგზე, არამედ ყველა იმ ჩანაწერს შორის, რაც კი ამ თემაზე მომისმენია (ხომ გჯერა,რომ ძალიან ბევრს მოვისმენდი :)). მოკლედ, გილოცავ, სერიოზულად გამახარე 😉 ამ ვიდეომ უკვე ჩემს ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა, სადაც (ცნობისათვის) იაფფასიანს არაფერს ვაჭაჭანებ 🙂

  4. უღრმესი მადლობა ქეთევან ასეთი გულუხვი შეფასებისათვის *ROSE* !!! შენ იცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ნებისმიერი შეფასება, მაგრამ ამ შემთხვევაში, შენი ექსპერტული თვალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

    მართლაც ძალიან შევეცადე და რაც მთავარია გაუმჯობესებულ და ოპტიმალურ მეთოდს მივაგენი, როგორც თვითონ ვიდეოკასთების ჩაწერასთან და ხარისხთან დაკავშირებით, ასევე (რაც შენც აღნიშნე) ხმის ტებრთან და თვითონ თხრობასთან დაკავშირებით!

    წინ ბევრი სიახლე და ზრდა გველოდება, რაც ძალიან მახარებს *YAHOO* !

  5. კიდევ ერთხელ, და ბევრჯერ 🙂 გამოვხატევ ჩემს კეთილგანწყობას და მადლიერებას – მიხარია, ასეთი გონიერი, მიზანდასახული და ქმედება–შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა პროფესიონალის გამოჩენა!

    მართლაც რომ ქმედითი გაკვეთილია და რეალური გასაღებია საკუთარი რწმენისა და შესაძლებლობების გახსნის თვალსაზრისით (სხვა საკითხია, რამდენად მზად დახვდება მსმენელი)…
    წარმატებებს გისურვებ! სიამოვნებით ვეცნობი ყველა შენს პოსტს და ვიხსენებ და ვიმტკიცებ ცოდნას! აი ამ ეტაპზეც, ზუსტად ამის გახსენება მჭირდებოდა – სიყვარული( მოდი პირდაპირ ვთქვათ – სექსუალური ენერგეტიკა) პირდაპირ პროპორციულია წარმატების, ფულის შემოდინების სიხშირესთან!
    გმადლობ, გიორგი! ხვალ საკუთარ თანამშრომლებს მოვასმენინებ ამ ვიდეო–გაკვეთილს და იმედია ერთად მივალთ 8 მარტის მიზნამდე! 🙂

  6. უღრმესი მადლობა ქალბატონო მაია!
    თქვენნაერი პროფესიონალის შეფასება უკვე ყველაფერს ცხადზე ცხადს ხდის 😉

  7. ლანა:

    მომეწონა, კარგი მოტივატორია საქმისთვის. ბევრს არ ვილაპარაკებ, რჩევებს მივყვები, სანამ შემართება 100%-ზეა =))

  8. მართალი ხარ ლანა! ნაკლების ლაპარაკი და მეტის კეთება ერთ-ერთი უძლიერესი ნიჭი და ხიბლია, რაც გააჩნია ადამიანს. *THUMBS UP*

    რაც შეეხება 100%-იან შემართებას, ამ შემთხვევაში ეგ არის შენი «ძაფი» და არ გაუშვა ხელიდან *BRAVO* !!!

    გისურვებ წარმატებებს 😉 !

  9. გიორგი:

    🙂

  10. გეთანხმები,გამოცდილი მაქვს მეც და მასეა..უბრალოდ,ამ ბოლო დროს მეზარება ხოლმე..

  11. რა გეზარება, ნია… სიყვარული?!

  12. უნდა დამეწერა ახლა,სიყვარულიც-მეთქი,მაგრამ ამომიტივტივდა უცებ თავში»სიტყვებს დიდი ძალა აქვსო» და გადავიფიქრე :))
    სიყვარულზე გამახსენდა,გამოვყენებ ამ მეთოდს სიყვარულისთვის,თორემ დავბერდი =))

  13. მგონი, ისევ დაგავიწყდა, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვს — აბა, რა არის, დავბერდიო, რომ წერ :))

  14. ანიე:

    მომეწონა….

  15. მისშა:

    მართლაც კარგი რცჩევა იყო და არის გადავწერე ეს ვიდეო უკვე, ბატონო გიორგი მაქვს ბიზნეს იდეა არ არსებობს საქართველოში კონკურენტი, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო არ მააქვს არანაირი განათლება ბიზნესთან დაკავშირებით, მაგრამ ფარხმალს არ ვყრიი მაინც უნდა მივაგწიო ჩემს მიზანს ვიცი ძნელი იქნება მაგრამ მაინც უნდა გავაკეთო ბევრ ადამიანს მეგობრებს და ასე შემდეგ რომ უთხარი კარგი იდეაა მაგრამ შენ ვერ გააკეთებო მაგრამ მატი აზრი არ მაინტერესებს და ეს მეტ შემარტებას მადზლევს მე ასე ვფიქრობ სულაც არაა საჩირო უმაღლეს დამთავრებული და კარგი განათლებყლი იყო რომ ბიზნესი გააკეთო მე მინდა რომ განათლებული ადამიანები ვამუშავო ჩემს სასიკეთოთ რას მეტყვიტ სჰემს სჰეხედულებაზეე?

  16. მიშა:

    ეს მარტო სიყვარულზე კი არაა საუბარი მთელი აზრია ჩადებული ცხოვრების მოდერნიზების შესახებ და დაგეგმვის შესახებ და ვფიქრობ სიყვარული აქ არაფერშაშია უბრალოდ სიყვარულის დროს როგორებიც ვართ ადამიანები ისეთივეები უნდა ვიყოთ ცხობრებაში და მიზნებისადმი

  17. მიშა:

    ბატონო გიორგი რასაც ვეძდებდი მივაგენი გაიხარეეთ ის გაკვეთილები ვნახე და 1 გაკვეილი გადმოვწერე თქვენი წიგნიც იმედი მააქვს ხვალ მეორე გაკვეთილსაც გამომიგზავნით ძალიან გამიხარდა მადლობთ

  18. თამთა:

    ძალიან კარგია,ბევრს სჭირდება ამის მოსმენა.ისე კი,ზოგჯერ როცა ერთი კონკრეული რაღაცის გაკეთებას ვიწყებდი,დაწყებიდან რამდენიმე წამში ტვინში ამომიტივტივდებოდა ხოლმე შემდეგი აზრი:,,ოჰ,არა რა,მე ხო მაინც არაფერი გამომივა(ამაში),ტყუილად თავს მაინც რაღას ვიტანჯავ,რატომ ვარ ასეთი უბედური,რა დაგიშავე ღმერთო;ერთხელ კარგ ხასიათზე დავდგე და მერე არ ჩაშხამდეს,ერთხელ მეც რაღაცა გამიხარდეს» და ა.შ.არ ვიცი რამდენად საკმარისად,მაგრამ ვცდილობ ახლა ამ ყველაფრის გამოსწორებას.არ ვიცი,როგორ უნდა დაბლოკოს ეს ადამიანმა ერთხელ და სამუდამოდ თავის ცნობიერსა და ქვეცნობიერში

  19. თამი:

    დღეს პირველად ვნახე ეს ვიდეო და ძალიან გამიხარდა რომ ვიღაცამ ჩამოაყალიბა ის რასაც ვფიქრობ და ვაკეთებ ამდენი ხანი .. მჯერა რომ ყველაფერი შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი გონებით და აზრებით. ფიზიკაშიც ხო არსებობს როდესაც ერთ ყვავილს მოწყვეტ როგორ შეიძლება იმოქმედის და ამის გამო შეიძლება მეორე ქვეყანაში იწვიმოს ,ყველფერი დაკვშირებული ამ მსოფლიოში სულიერიც და უსულოც ყველაფერს ორი მხარე აქვს რომ შეთავსებული და სრული იყოს . და თუ გვინდა რომ მსოფლიო შევცვალოთ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა შევცვალოთ დ ეს უნდა დავიწყოთ დღეს ამ წუთაც თუნდა ერთი უბრალო რამის გაკეთებით ანუ ვიპოვოთ »ძაფი» როგორც ვიდეოშია ნათვამი.:)

  20. ია:

    მოგესალმებით, ეხლა ვნახე ეს ვიდეო, კარგი გაკვეთილია, მაგრამ მე ვფიქრობ რაც არ უნდა დავისახოთ მზნად, რაც არუნდა მივყვეთ ამ გაკვეთილს ფული თუ არ გაქვს ვერაფერ გააკეთეეებ, სამწუხაროდ. თორე დიდი ხანია მიზნად დავისახე, ოცნებად და ნატვრად გადამექცა ერთი რაღაც, ტუმცა ვერ განვახორციელე. მარტო მუდმივად მაგაზე ფიქირ მიზნამდე ვერ მიგვიყვან.

  21. დავით წილოსანი:

    უდიდესი მადლობა ავტორს ამ ვიდეოსთვის!!!

  22. თამუნა:

    გიორგი, ძალიან კარგ, სასარგებლო და ჩემი აზრით ყველასთვის საინტერესო გაკვეთილებს დებ.

  23. თამარა:

    ყველაფერი წავიკითხე, მოვისმინე და გავიაზრე, დასკვნა:ცოცხლად მოსიარულე მკვდარი ვყოფილვარ… 🙁 P.S. წარმატებები

  24. თამარ:

    =) =)

  25. თამარ:

    vamakob tkvenit, gmadlobt amdeni siketistvis…….

  26. როგორც ჩანს არასწორად მოუსმინეთ და შესაბამისად არასწორადაც გაიგეთ!!! სამწუხაროა…

  27. ფატი:

    =) =) =) *IN LOVE*

  28. ფატი:

    მომეწონა…წარმატებები!!!

  29. მართლა ძალიან საინტერესო და კარგ ვიდეოებს თუ რჩევებს გვთავაზობ გიორგი შენი გვერდის და სხვადასხვა ბმულების საშუალებით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით მეც და ყველა ის ადამიანიც, ვინც მათ ეცნობა, მაგრამ ისიც არის, რომ ეს ადამიანი მზად უნდა იყოს ფიზიკურადაც და სულიერადაც მსგავსი იდეების თუ გეგმების განსახორციელებლად. ღმერთმა მოგცეს წარმატებები, წინსვლა და მიზნების მაქსიმალურად ასრულების საშუალება და კურთევა შენ; აგრეთვე ყველა იმ ადამიანს ვინც იმედით თუ რწმენით ეცნობა შენს მითითებებს და სურს, რომ უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი ყოფა!

  30. ანა:

    გამარჯობა ბატონო გიორგი. მინდა გითხრათ რომ ამგვარ რამეს ყოველთვის ვიყენებ,მართლაც დიდი ძალა აქვს და ყოველთვის ვაღწევ შედეგს,მაგრამ ახლა პრობლემა მაქვს,რომელიც ამ ყველაფერში ხელს მიშლის. ეს არის არჩევანის გაკეთება ორ ადამიანს შორის. როცა ერთი ნახევარი ერთკენ გექაჩება და მეორე მეორესკენ ამგვარი მეთოდის გამოყენება ძალას კარგავს,რადგან დარწუნებული აღარ ხარ ნამდვილად ამას გინდა მიაღწიო თუ სხვა რამეს… დიდი მადლობა.

Leave a Reply