გზა მესამე ათასწლეულის ლიდერობისაკენ

მოგესალმები მეგობარო!

როგორ ფიქრობ, რა არის წარმატების საიდუმლო ნებისმიერ საქმეში? რატომ აღწევენ ერთნი წარმატებას, მაშინ როცა დანარჩენები წინასწარ მარცხისთვის არიან განწირულები? რა განსხვავებაა წარმატებულსა და ხელმოცარულ ადამიანს შორის? პასუხი ცალსახაა — ეს არის ლიდერობა. სხვაობა წარმატებულსა და ხელმოცარულ ადამიანს შორის, სწორედ იმაშია, აქვს თუ არა მას ლიდერული თვისებები. ხოლო, ეს თვისებები შეუძლებელია, რომ თავისით დაგემართოს. ლიდერობა მხოლოდ ცნობიერ-ნებელობითი ძალისხმევის შედეგად ვითარდება, რადგანაც ის პოტენციურად თითოეულ ადამიანშია.

გადავწყვიტე, რომ ცოტათი მაინც გაგართო "პოლიტიკური კამასუტრისაგან", და სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გავისაუბრებთ ლიდერობაზე.

როგორ ფიქრობ, რა არის ლიდერობა? 

საზოგადოებაში საკმაოდ სტერეოტიპული და ილუზორული ხედვა არსებობს ლიდერობასთან დაკავშირებით. ადამიანები ლიდერობის ასოცირებას, მაინც და მაინც მართვასთან, პოლიტიკასთან, ბიზნესთან და ჰალსტუხთან ახდენენ, რაც საკმაოდ მცდარი მოსაზრებაა.

მოდი, პირველ რიგში ვნახოთ, თუ რას აცხადებენ "გიგანტები" ლიდერობაზე:

"მართვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც სწორად აკეთო. ლიდერობის არსი კი იმაშია, რომ — სწორად შეარჩიო ის, რაც უნდა აკეთო!" © პიტერ დრუკერი

"დღეს მსოფლიო უდიდესი ისტორიული ცვლილებების წინაშე დგას. საზოგადოება და ბიზნესი სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის და ფაქტიურად თავიდან ყალიბდება. ადამიანები იბრუნებენ ძალაუფლებას. დღეს უკვე თითოეულ ჩვენთაგანს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ცვლილება.

"შენ არ გჭირდება ტიტული იმისათვის, რომ გახდე ლიდერი! თუ ადამიანის მოწოდება მეეზოვეობაშია, მან ისე უნდა დაგავოს ქუჩა, როგორც ხატავდა მიქელანჯელო, უკრავდა ბეთჰოვენი და წერდა შექსპირი. მან იმდენად კარგად უნდა დაასუფთავოს ქუჩები, რომ ზეცისა და დედამიწის ყოველი ბინადარი შეჩერდეს და თქვას: აქ ცხოვრობს უდიდესი მეეზოვე, რომელიც უმაღლეს დონეზე ასრულებს თავის საქმეს!" © მარტინ ლუთერ კინგი

სიმამაცე არ არის შიშის არ ქონა. სიმამაცე — ეს არის ტრიუმფი შიშზე! მოიხსენი ხელბორკილები და ილიდერე. მსოფლიოს სჭირდება ლიდერები! შენ არა მხოლოდ შესაძლებლობა გაქვს, შენ აგრეთვე გაქვს პასუხისმგებლობა, რომ იყო ლიდერი იმ საქმეში, რასაც აკეთებ! არასოდეს შეგეპაროს ეჭვი, რომ გონიერ და თავდადებულ ადამიანთა მცირერიცხოვან ჯგუფს, შეუძლია შეცვალოს მსოფლიო! ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ შენ გაიღვიძო და იყო ლიდერი ტიტულების გარეშე!" © რობინ შარმა [ამონარიდი წიგნიდან: «ლიდერი ტიტულების გარეშე»]

"მართვა, წარმატების კიბეზე ასვლაზე აგებს პასუხს; ლიდერობა კი განსაზღვრავს, იმ კედელზეა თუ არა მიბჯენილი კიბე, რომელიც ამ წარმატებას უზრუნველყოფს!" © სტივენ კოვი

  • ლიდერობა — ეს ხელოვნებაა;
  • ლიდერობა — ეს დიდი ნიჭია;

რა თვისებებით გამოირჩევიან მესამე ათასწლეულის ლიდერები?

  • ისინი ერთნაირად პოზიტიურად აღიქვავენ მარცხსაც და გამარჯვებასაც;
  • ისინი აცნობიერებენ, რომ მარცხი არ არსებობს — არის მხოლოდ უკუკავშირი;
  • იმას, რასაც საშუალო სტატისტიკური ადამიანები მარცხს ეძახიან, ლიდერები გაკვეთილად აღიქვავენ;
  • მარცხი — საუკეთესო საშუალებაა, რათა დაფიქრდე, ანალიზი გააკეთო და იგივე ნაბიჯი საგრძნობლად გაუმჯობესებულად გადადგა.

ლიდერობა — 100 სართულიანი შენობაა. ამ შენობას კი ძალიან სერიოზული საძირკველი სჭირდება. ამ საძირკველის სიძლიერე პირველ რიგში ადამიანის სულიერი სამყაროს სიძლიერეზეა დამოკიდებული. 

ადამიანი პირველ რიგში სულიერად უნდა განვითარდეს. ჭეშმარიტი ლიდერი, მუდმივად არღვევს საკუთარ ფსოქოლოგიურ "კომფორტის ზონას" და ყველაფერს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე აკეთებს.

მაგრამ ამ გზაზე მდგომ ადამიანებს, აუცილებელად უნდა გვესმოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რისი გულისთვის ვარღვევთ ყოველ დღე ამ ფსიქოლოგიურ "კომფორტის ზონას"?

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მეტიც, ჩვენ მუდმივად თვალთახედვის არეალში უნდა გვყავდეს, ჩვენი გლობალური, ცხოვრებისეული მიზანი.

არსებობს ორნაირი მოტივაცია:

  • მიღების;
  • გაცემის; 

აღმოაჩინე შენი მოტივაციის წყარო.

მაგრამ გახსოვდე — "რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტს მიიღებ!"

ლიდერი არის ის, ვისაც საკუთარი თავის ეფექტურად მართვა შეუძლია. აითვისე ეს არც თუ იოლი ხელოვნება და შენ სამყაროს სულ სხვა თვალით დაინახავ.

  • ნებისმიერ ბიზნესში წარმატების მისაღწევად, მთავარია — ლიდერობის დონე;
  • შენ ვერ შეძლებ გუნდის შექმნას, თუ არ ხარ ლიდერი;
  • შენ ვერ შეძლებ გუნდის ანთებას, თუ თავად არ იწვი.

რამდენიმე დღის წინ "DBR"-ს სტუდენტებთან [არაჩვეულებრივ ადამიანებთან] ჩავატარე ტრენინგი, სახელწოდებით: "გზა მესამე ათასწლეულის ლიდერობისაკენ" და ახლა მინდა შემოგთავაზო ჩანაწერი. მართალია ჩაწერა ზედმეტად სამოყვარულო დონეზეა შესრულებული და ისეთ ხარისხს ვერ უზრუნველჰყობს, როგორიც მე მიყვარს, მაგრამ დაინტერესებული ადამიანი ყველაფერს კარგად გაიგებს.

ამ ტრენინგიდან შენ შეიტყობ:

  • ვინ არის ლიდერი?
  • ლიდერობა?! რაში მჭირდება მე ის?
  • ლიდერობის საფეხურები
  • ლიდერის ძირითადი თვისებები
  • ადგილი სადაც ლიდერები იბადებიან
  • ლიდერის გზა: იოლიდან რთულისაკენ
  • ლიდერი და გუნდი: მართვა თუ შთაგონება?
  • სად ვიპოვოთ ლიდერები?
  • როგორ ვაქციოთ ნაპერწკალი ხანძრად?

ასე, რომ კარგად მოკალათდი, მოიმარჯვე პასტა და ფურცელი, ხმას აუწიე მაღალზე და შეუდექი საქმეს wink.

P.S. სიამოვნებით გავეცნობი შენს კომენტარებს და დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებ, ასე რომ ნუ დაიზარებ და გაგვაცანი შენი მოსაზრება ლიდერობასთან დაკავშირებით.

P.S.S. შენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის!

პატივისცემით, სიყვარულითა და რწმენით GT


Tags: , , , , , , , ,

16 комментариев to “გზა მესამე ათასწლეულის ლიდერობისაკენ”

  1. ნანა:

    დიდ საქმეს აკეთებთ.იმედია მეტი და მეტი ახალგაზრდა წაიკითხავს და გააცნობიერებს თქვენს შრომას. გისურვებთ წარმატებებს

  2. მაკა:

    (Y)რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო ბევრს მიიღებ <3

  3. მეწისქვილე:

    ადამიანის ფიზიკურ,ემოციონალურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს განსაზღვრავს გენეტიკა.შეიძლება ადამიანმა ვერ ან არ განავითაროს ის ნიჭი,ის შესაძლებლები და უნარები რომელიც მას გენეტიკურად მოსდგამს,მაგრამ ის ვერასდროს ვერ მიაღწევს წარმატებას იმ მიმართულებით, რომელშიაც მას გენეტიკა ხელს არ უწყობს.ამ შეხედულების თავის მართლებად მიჩნევა გენეტიკაზე უარის თქმას ნიშნავს.თუ ადამიანს სმენა არ აქვს ის ვერასოდეს ვერ გახდება მუსიკოსი.
    თქვენ აკეთებთ კარგ საქმეს,რამეთუ ხელს უწყობთ ადამიანებს აღმოაჩინონ თავიანთ თავში ლიდერობის ნიჭი და თვისებები და ეხმარებით განავითარონ ის.

  4. ლოგიკა:

    ძალიან მაგარი (Y)

  5. მერი ბენდელიანი:

    *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO* *BRAVO*

  6. მოგესალმები გიორგი,გავეცანი და მინდა ავღნიშნო,რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები მოვისმინე, ლიდერობასთან დაკავშირებით,ჩემს საქმიანობაში ლიდერობა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მე ჩემი ლიდერული თვისების პოტენციალის განვითარებაზე ვზრუნავ,და 100% გეთანხმები,რომ ეს სწორედ არჩევანია,
    ხოლო ამის შემდეგ,კი მოდის მიზან მიმართული შრომა,სწავლა,განვითარება,სიახლეების დანერგვა,დისწიპლინა,რეჟიმი, ბრძოლის უნარიანობის ჩამოყალიბება საკუთარ თავში,სირთულეების დაძლევა და ამ ყველაფრის რეალიზება საყვარელ საქმეში,და ლიდერად აღიარებას უსიტყვოდაც მიხვდები,გაიგებ და იგრძნობ. ძალიან მაგრად მომეწონა ორ ქმნადობასთან დაკავშირებით,რომ ისაუბრე,შენს მიერ ნათქვამი ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ ეგრევე ვიგრძენი,რომ რაგაც ძალიან მნიშვნელოვანი გავიგე,ეს ძალიან მაგრად მეხმარება უკვე ჩემს საქმიანობაში. როგორ ვაქციოთ ნაპერწკალი ხანძრად?ეს მეთოდი ძალიან მაგრად მომეწონა და უკვე გამოვიყენე ერთ ჩემს ფეხბურთელთან,მე შევნიშნე რომ მის თვალებში,გულში და სულში «ცეცხლი გიზგიზებდა» და მივხდი რომ მას ახლა ერთი სული აქვს როდის გათენდება,რომ მოედანზე გავიდეს სავარჯიშოდ.

  7. გაიხარე ლაშა, უძლიერესი ადამიანი ხარ. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ამ საიტზე ვიდეო-ტრენინგებს, კითხულობს პოსტებს და ამბობს: «ვა რა კარგია»; «სრული ჭეშმარიტებაა»; «მართლაც რომ ასეა»; მაგრამ მათ ცხოვრებაში აბსოლუტურად არაფერი იცვლება, რადგანაც ყველაფერს იმ დონეზე ტოვებენ, როგორზეც იყო.

    პოსტს, ვიდეოს და ტრენინგს არაფრის შეცვლა არ შეუძლია და თუ რეალურ ცხოვრებაში არ დავნერგავთ მოსმენილს, ნანახს და წაკითხულს, კითხვა და ყურება აბსოლუტურად ტყუილი დროის კარგვა გამოდის.

    შენ კი, უკვე მერამდენედ ამტკიცებ, რომ რასაც იგებ მომენტალურად პრაქტიკაში ნერგავ და მიღებული გამოცდილებით იგებ მუშაობს რამე თუ არა. შენ არ გავხარ ადამიანების უმრავლესობას, რომელიც მთელი ცხოვრება ვარაუდობს და სწორედ ამიტომ მიიღებ იმას, რასაც ადამიანების უმრავლესობა ვერასოდეს მიიღებს.

    გისურვებ უდიდეს წარმატებას მეგობარო, შენ და შენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ ნამდვილად გაუმართლათ, რომ შენნაირი გულწრფელი და შეუპოვარი მწვრთვნელი შეხვდათ გზაზე. 😉

  8. გიორგი უღრმესი მადლობა,კიდევ ძალიან ბევრი სიახლეების სწავლას ვაპირებ რომ ყველა ის ცოდნა რასაც მივიღებ პრაქტიკაში დავნერგო,ასე რომ კიდევ ბევრ და საინტერესო სიახლეს ველი შენგან.
    მინდა რომ ფსიქოლოგია შევისწავლო მაგრად,იმ კუთხით რა თქმა უნდა რომ ჩემს საქმიანობაში გამომადგეს რას მირჩევ რა წავიკითხო,ან რამე ტრენინგი ხო არ გავიარო?მინდა ამ კუთხით ძლიერი სპეციალისტი რომ ვიყო,თან ოფიციალურად მქონდეს დამადასტურებელი დიპლომი ან ლიცენზია რომ მაქვს შესაბამისი საკითხი შესწავლილი.
    რას და როგორ მირჩევ?

  9. რაც შეეხება ფსიქოლოგიას, ახლა ძალიან მალე გამოვა ჩემი მულტიმედიური კურსი: «წარმატების ანბანი» სადაც ყველაზე გასაგებ ენაზე და ზედმეტი ფსიქო/ტექნიკურ/ჭკვიანი სიტყვებისა და ზედმეტი ლაი-ლაის გარეშე იქნება გაშიფრული ის ფსიქოლოგიური ასპექტები, რაც ადამიანს სჭირდება თვითდამკვიდრებასა და წარმატების მიღწევაში. კურსი ისე იქნება აგებული, რომ გავლის შემდეგ ჩატარდება «მინი გამოცდა» და გამოცდის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი 😉

  10. ნანა:

    ძალიან მომწონს ასეთი საიტი რომ არსებობს,მინდა მადლობა გითხრათ.

  11. ხატია:

    რა მაგარიაა, მოუთმენლად ველოდები! 🙂

  12. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    «გზა მესამე ათასწლეულის ლიდერობისაკენ» — ამ წარწერ ქვეშ განთავსებულ სურათზე, ვხედავ არაერთ გაბრწყინებულ სახეს, არ იქნებოდა ცუდი, მათ რიცხვში მეც ვყოფილიყავი, რა გზით შეიძლება მომავალში მსგავს ტრენინგზე დასწრება? =)

  13. ნატული:

    გიორგი, არ დავიღლები შენდამი მადლიერების გამოხატვით <3 ამ ასაკშიც კი ძალიან ბევრს ვსწავლობ, ვაანალიზებ და ვცდილობ მომავალშიც გამოვიყენო! წარმეტებებიიი…

  14. როდესაც სწორად ვაფასებ ჩემს ძალას და სრულქმნილებას, მაშინ ნათლად ვხედავ, რა უნდა გავაკეთო, ჩემი კეთილი მიზნის მისაღწევად. მეორე მხრივ როდესაც ვიცი ცემი ნაკლი და უძლურება, ვხედავ რას უნდა მოვერიდო, მიმაჩნია ჭკვიანია ის ადამიანი, რომელიც მიისწრაფვის იმ მიზნისაკენ, რომლის აღსრულებას შესძლებს!

  15. ყველა იდეა მიღებულია გამოცდილეიდან, ისინი სინამდვილის ასახვანია—სწორი ან დამახინჯებული!

  16. ქეთევანი:

    მე მინდა თქვენს გარემოცვაშიიი

Leave a Reply