იდეალური მოქმედების ფორმულა

რა როლი უკავია შენს ცხოვრებაში ფულს? ზედმეტად დიდ ძალებს ხარჯავ ფულის გამომუშავებისთვის? რამდენად მოტივირებული ხარ, როცა ახალი ჰორიზონტები იშლება შენს წინაშე? შეგიძლია სარისკო ნაბიჯის გადადგმა დიდი ფულის გულისთვის?

ამ კითხვებს ყველა თავისებურ პასუხს გასცემს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია — შენ ვერ შეძლებ დიდი ფულის გამომუშავებას, დიდი მოტივაციის გარეშე. დიდ მოტივაციას კი, დიდი საზრისი და აჩქარება სჭირდება.

მოდი, ამ პოსტში ვივარაუდოთ, რომ უკვე გაქვს დიდი მოტივაცია და გადაწყვიტე აჩქარება. ახლა შენთვის აუცილებელია იმის გაგება, რომ "ინტელექტიკას" ტექნოლოგიების მიხედვით, აჩაქარებას სამი ვექტორი განსაზღვრავს: ფაქტი, სიზუსტე და ძალა.

ფაქტი — ეს არის თანხა, რომელსაც გამოიმუშავებ. მნიშვნელობა არ აქვს, კმაყოფილი ხარ შენი შემოსავლებით, თუ არა. ფაქტი ისაა, რომ შენ თანხმობა განაცხადე და ზუსტად მაგდენად გაყიდე საკუთარი დრო, ენერგია, ცოდნა და უნარები. მოკლედ — ეს ფაქტია!

სიზუსტე — ეს არის შესაძლებლობა, მოახდინო იმ იდეის [ჰიპოთეზის] გენერირება, რომელიც მოგცემს საჭირო შედეგს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლიც საშუალებას მოგცემს, მაქსიმალური სიზუსტის შემთხვევაში, გააორმაგო სისწრაფე. როგორ ფიქრობ, არსებობს ისეთი კომბინაცია, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, ნულიდან, ყოველგვარი სასტარტო კაპიტალის გარეშე, $1 000 000 გამოიმუშაო? კი, 100%-ით არსებობს! სად? უბრალოდ, მოძებნა სჭირდება. მაგალითად, საფონდო ბირჟაზე. შენ ვერ ხედავ ასეთ კომბინაციებს, ამიტომაც არ შეგიძლია მათი გამოყენება, მაგრამ როდესაც მოძრაობას იწყებ, ხშირად აცნობიერებ: "ეს ხომ ასეთი ადვილი ყოფილა! როგორ ვერ ვხვდებოდი ადრე?!"

რა ავითარებს სიზუსტეს? შეცდომები. დიახ, შენ გული გწყდება, რომ გენიალურმა სვლამ არ გაამართლა, მაგრამ შენ მაინც მიიღე შედეგი: შენი სიზუსტე გაიზარდა.

ძალა — ეს არის შესაძლებლობა, მოაწყო ისე, რომ შენი ნება-სურვილისამებრ ხდებოდეს. ძალა იმისთვის არის საჭირო, რომ დაამტკიცო ჰიპოთეზა. ხანდახან შენ ხელიდან უშვებ იდეალურ ჰიპოთეზას არა იმიტომ, რომ ის ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ახდენ მის დამახინჯებას და არ შეგიძლია მისი შედეგამდე მითრევა. შენ ახლა ატრიალებ ძალიან პატარა, უსუსურ ჰიპოთეზებს. ისინი იმდენად უსუსურები არიან, რომ ვერ ცვლიან ფაქტს. შენ ერთ თვეს ანდომებ სამსახურში სიარულს, რათა თვის ბოლოს მიიღო თანხა, რომელიც, თუ ჯანსაღად შევხედავთ რეალობას თვალებში — ყოველდღე შეგიძლია, გამოიმუშაო. ადამიანების უმრავლესობა ისეთი მოქმედებებითაა დაკავებული, რომელი მოქმედებებიც პირდაპირ გავლენას არ ახდენენ ფულზე, შემდეგ კი წუწუნებენ ფულის სიმცირის გამო.

რატომ ხარჯავ ენერგიას ისეთ ამოცანებზე, რომლებიც არავითარ გავლენას არ ახდენენ ფაქტზე?

არის კიდევ მეორე, უარესი ვარიანტიც: ნებისმიერ ფიტნეს-დარბაზში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სჯერათ საკუთარი სუპერმენობის და მომენტალურად არაადეკვატურ წონას ეჭიდებიან. როგორც წესი, ასეთი რამ ერთხელ და უკანასკნელად ხდება ხოლმე.

ბიზნესშიც არიან ასეთი არაადეკვატები. ისინი აცხადებენ: არ მაინტერესებს, რომ არასაკმარისად ძლიერი და ზუსტი ვარ, უნდა ითამაშო დიდი კუშებით, დააგირაო ბინა, წახვიდე თურქეთში ან ჩინეთში, ჩამოიტანო საქონელი, იქირაო ფართი და წავიდა ბიზნესიიი… შენც ფიქრობ ასეთ მიდგომაზე? მაშინ მოემზადე, რომ ეს ჰიპოთეზა მოგკლავს.

თუ გსურს, მსგავს სიტუაციას განსაკუთრებული მსხვერპლის გარეშე გაართვა თავი, გახსოვდეს: ფიტნეს-დარბაზში ძალას მაშინ ავითარებ, როდესაც იმ წონაზე ოდნავ მეტს იღებ, ვიდრე შეგიძლია… და როცა დაძლევ ამ წონას, გადადიხარ მომდევნო წონაზე.

ძალას იმ ჰიპოთეზის რეალიზება ზრდის, რომელიც შენი შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფება. ეს სწორედ ის ჰიპოთეზაა, რომელიც დიდი ხანია გიწვევს და შენ იცი, რა უნდა გააკეთო, მაგრამ გეშინია. გეშინია დარეკვის, ახალი თანამშრომლის დაქირავების, ძველი სამსახურიდან წამოსვლის…

შენი იდეალური მოქმედება ყოველთვის ზღვარზე იმყოფება. განსაზღვრე ეს ზღვარი და იმოძრავე მისკენ.

ახლა კი, მინდა შემოგთავაზო ვიდეო, სახელწოდებით: "Money Making vs Bullshiting — ანუ იდეალური მოქმედების ფორმულა"რომელიც რამდენიმე თვის წინ Nx-ში ჩავწერე. ამ ვიდეოში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ.

P.S. თუ საინტერესოა შენთვის ფულის თემა და გსურს კიდევ უფრო ღრმად გავშალოთ, ეს საზოგადოების მიერ ტაბუირებული თემა, გამოგვეხმაურე კომენტარებში და შემდეგ პოსტებში უფრო საინტერესო და სიღრმისეულ თემებს შემოგთავაზებ.

შენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT


Tags: , ,

Leave a Reply