„რამდენს იწონის ერთი ჭიქა წყალი?“

 

პროფესორმა თავისი ლექცია დაიწყო იმით, რომ აიღო ხელში ჭიქა, რომელშიც ესხა მცირეოდენი წყალი, ასწია ეს ჭიქა მაღლა ისე, რომ ყველას კარგად დაენახა და სტუდენტებს ჰკითხა:

— როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?…

სტუდენტებს მომენტალურად დაეტყოთ გამოცოცხლება და აუდიტორიაშიც ჩურჩულის ხმა გაისმა.

დაახლოებით 200 გრამი!

არა ალბათ უფრო 300 გრამი იქნება!

შეიძლება 500-იც კი იყოს!

ისმოდა სხვადასხვა მხრიდან პასუხები.

მე სანამ არ ავწონი, ნამდვილად ვერ გავიგებ, თუ რამდენს იწონის ეს ჭიქა, განაცხადა პროფესორმა. მაგრამ ახლა ეს საჭირო ნამდვილად არ არის.

ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს:

— რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე ეს ჭიქა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე მეჭირება?

არაფერი! უპასუხეს სტუდენტებმა.

სწორია, ნამდვილად არაფერი საშიში არ მოხდება, უპასუხა პროფესორმა.

— რა მოხდება, თუ მე ასე გაჭიმული ხელით ეს ჭიქა, მაგალითად, ერთი-ორი საათის განმავლობაში მეჭირება?

ხელი დაგეღლებათ!

— და რა მოხდება, თუ მთელი დღის განმავლობაში ასე მეჭირება?

ჯერ აგტკივდებათ, შემდეგ ხელში გრძნობას დაკარგავთ, სახსრები დაგეჭიმებათ, დაგეჭიმებათ კუნთები და პარალიჩი დაგეწყებათ. შეიძლება სასწარაფოს გამოძახებაც კი დაგჭირდეთ, ისმოდა უწყვეტი პასუხები აუდიტორიის სხვადასხვა კუთხიდან.

— თქვენი აზრით ჭიქის სიმძიმე მოიმატებს, იმის გამო, რომ მე ის მთელი დღის განმავლობაში, ზემოთ ხელ გაშვერილი მეჭირება?

არა! უპასუხეს გადაჭრით სტუდენტებმა!

მაგრამ, ამავე დროს თითოეული მადგანის სახეზე აშკარა გაუგებრობა იკითხებოდა, იდენად რამდენადაც, ისინი ვერ ხვდებოდნენ, თუ რისი თქმა უნდოდა ამით მათთვის პროფესორს.

— რისი გაკეთებაა საჭირო ყოველივე ამის გამოსასწორებლად? იკითხა პროფესორმა.

უბრალოდ დადგით ჭიქა მაგიდაზე და ყველაფერი გამოსწორდება, მხიარულად უპასუხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

მართალია! სიხარულით მიუგო პროფესორმა.

სწორედ ასე ხდება ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულესთან მიმართებაშიც.

იფიქრე ნებისმიერ პრობლემაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში და ეს პრობლემა განუყრელი მეგობარივით შენს გვერდით დადგება.

იფიქრე მასზე, რამდენიმე საათის განმავლობაში და ის დაიწებს შენს ჩათრევას.

ხოლო თუ იფიქრებ მასზე მთელი დღის განმავლობაში, ის მოახდენს შენს აბსოლუტურ პარალიზებას. შენ პრობლემის გარდა ვერაფერს ვეღარ დაინახავ და თავიდან ბოლომდე ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდები, სადაც მსგავსი იზიდავს მსგავსს.

რა თქმა უნდა, შეიძლება იფიქრო პრობლემებზე, მაგრამ, როგორც წესი ამ შემთხვევაში შენ წინ ვერ წაიწევ. როგორც ჭიქის შემთხვევაში იყო — მისი „წონა“ ამით არ შემცირდება.

პრობლემასთან გამკლავების ერთადერთი იარაღი, ეს — მოქმედებაა. როდესაც შენ მოქმედებ, პრობლემაზე ფიქრის დრო არ გაქვს და შესაბამისად, შენს ირგვლივ ცვლილებები იწყება.

ხოლო, როგორც ნეგატიურ შემთხვევაში, ისევე პოზიტიურშიც — მსგავსი იზიდავს მსგავს და უცებ შენ აღმოაჩენ, რომ თურმე პრობლემა გაქრა.

ახლა კი ერთი საიდუმლო მინდა გაგანდოთ, რომელსაც თუ კარგად გააცნობიერებთ, ძალიან ბევრს მოიგებთ ცხოვრებაში.

როგორც ყველაფერი გენიალური, ეს საიდუმლოც ძალიან უბრალოა, ასე რომ კარგად დაუკვირდით, რათა საფუძვლიანად შეიცნოთ იგი.

ოდნავ ზევით მე გითხარით, რომ მოქმედების შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ თურმე პრობლემა გამქრალა თქო.

გახსოვდეთ, რომ გარე პრობლემა არ არსებობს და არც არასოდეს არ არსებობდა, ის თქვენს თავში გაჩნდა და როგორც კი თქვენ მას სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ და სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე გადაიტანეთ ყურადღება, ის ზუსტად ისევე გაქრა, როგორც გაჩნდა.

ნუ გეშინიათ პრობლემების! შეიცვალეთ მათ მიმართ დამოკიდებულება და აღმოაჩენთ, რომ ისინი პირიქით, თქვენი მეგობრები და მოკავშირეები არიან, იმიტომ რომ სწორედ პრობლემებისა და ბარიერების გადალახვის შემდეგ ვვითარდებით და ვძლიერდებით ჩვენ.

შუალედი არ არსებობს — თუ თქვენ არ ვითარდებით, ესეიგი დეგრადაციას განიცდით!

— მოგეცა პრობლემა?

შესანიშნავია! ესეიგი შენ მისი გადაჭრა შეგიძლია და აქ გამონაკლისი არ არსებობს — ეს სამყაროს კანონია — ეს ჩვენი შემოქმედის ნებაა. თითოეულ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს, რომელიც მან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდა იტვირთოს და ეს ჯვარი, მკაცრად არის მორგებული ამ ადამიანის ბეჭებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ, შემოქმედი არ მოგივლენთ ისეთ პრობლემას, რომლის გადაჭრაც არ შეგეძლიათ და თქვენ თუ ამას "აქ და ამჟამად" ვერ ხვდებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არ არის.

მაგალითად, თქვენ იმასაც ვერ ხვდებით, თუ როგორ დაფრინავს თვითმფრინავი, როგორ მუშაობს ტელეფონი, ინტერნეტი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ გაძლევთ იმის საბაბს, რომ არ ისარგებლოთ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილით?…

ასევეა სამყაროს კანონებიც — შეიცანი იწამე ისარგებლე!

P.S. პრობლემა უნდა მოაგვარო. არანაერი აზრი არ აქვს გულზე დაკიდებული ლოდების თრევას, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შენს პარალიზებას ახდენენ;

P.P.S. დამერწმუნე რომ ამ სენით მრავალი ადამიანი იტანჯება. ამ პოსტმა კი შეიძლება მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გარკვეულ რაოდენობაზე, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ გთხოვ გაუზიარე ის შენს მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით;

P.P.P.S. ასევე მადლიერი ვიქნები, თუ საკუთარ აზრსაც გაგვიზიარებ ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დამოკიდებულება გაქვს პრობლემებთან? როგორ უმკლავდები მათ? საერთოდ უმკლავდები, თუ მძიმე ტვირთად დაატარებ წლების მანძილზე? წინასწარ დიდი მადლობა!


Tags: , , ,

34 комментария to “„რამდენს იწონის ერთი ჭიქა წყალი?“”

  1. მე ვიწყებ იმ წუთში ფიქრს როგორ გამოვიდე ამ პრობლემიდან.უფრო მობილიზებული ვხდები.

  2. ირინა:

    ძალიან საინტერესო იყო… მეც მჯერა რომ პრობლემის გადალახვა უფრო გვაძლიერებს და არ უნდა შევშინდეთ ამ დროს, გარდა ამისა ბუნებითაც უნდა იყო ოპტიმისტი, მე ოპტიმისტი ვარ. ისიც მჯერა რომ პოზიტიური პოზიტიურს მიიზიდავს , ნეგატიური კი ნეგატიურს! 🙂

  3. დავითი:

    მშვენიერია ….. ნუ, ჩემ შემთხვევაში ცოტა რთულადაა საქმე 🙂 საკითხს მეტად მნიშვნელოვნად ვუდგები, მაშინაც კი როდესაც არც ისეთი მნიშვნელოვანია. ვიკვლევ პრობლემის წარმოშობის მოტივებს და ვიკვლევ მასში ჩემი მხრიდან წვლილის შეტანის მიზეზებს… პარალელურად ვცდილობ გამოსწორებას ნელ–ნელა და თანმიმდევრულად. გამოკვლევის შედეგად თუ დავასკვენი, რომ პრობლემა მოუგვარებელია და აღდგენას არ ექვემდებარება ამ შემთხვევაში კი ვცდილობ დავაიგნორო და დავიხნა თავი მასზე ფიქრისგან… მეტ-ნაკლებად გამომდის (გააჩნია პრობლემის სიძლიერესაც) 🙂

  4. დავით შესანიშნავია, შენს შემთხვევას პრობლემაში ჩარჩენა ნამდვილად არ ქვია, ეს ანალიზი და მის გადასაჭრელად გარკვეული ზომების მიღებაა (ე.ი. მოქმედება) რაც ძალიან მაგარი და მისასალმებელია! *THUMBS UP*

  5. წავიკითხე თქვენი წერილი, რომელიც e-mail-ზე მომწერეთ და მინდა გითრათ, რომ ნამდვილად სამაგალითო ადამიანი ხართ! ხოლო ასე გაგრძელების შემთხვევაში კი, თქვენ დიდი მომავალი გელით *OK*

  6. მშვენიერია, ასეც უნდა იყოს!!!

  7. პრობლემების გადაჭრის კიდევ ერთი კარგი მეთოდი არსებობს — სხვებს დაეხმარო იგივე პრობლემის მოგვარებაში. არ ვიცი — როგორ, მაგრამ მუშაობს კი 🙂 მგონი, დამეთანხმები, გიორგი…

  8. რა თქმა უნდა გეთანხმები ქეთევან!
    აქ «გაცემა მიღების» პრინციპი მოდის მოქმედებაში და სხვების პრობლემების გადაჭრით შენი პრობლემებიც იჭრება!

    მაგალითად გუშინ შენ, შენი მორალური მხარდაჭერით (რაც ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანია)ჩემი პრობლემა გადაჭერი, ხოლო ეს კი აუცილებლად ერთი-ათად უკან დაგიბრუნდება! 😉

  9. გიორგი, არ ვიცი სხვებს უთქვამთ თუ არა, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გითხრა. იცი, რა არის შენი ყველაზე ძვირფასი თვისება, რომელიც ათასობით ადამიანისგან გამოგარჩევს იმიტომ, რომ ყოველთვის იყო და ახლაც სანთლითაა საძებარი? — მადლიერების გრძნობა და გულწრფელი აღტაცების უნარი. ეს ისეთი იშვიათი რამაა… დარწმუნებული ვარ, შენს შემთხვევაშიც უპრობლემოდ იმუშავებს «ბუმერანგის პრინციპი», რაც ნამდვილად ძალიან გამახარებს 🙂

  10. კიდევ ერთხელ და მარადჟამს მადლიერი ვარ ქეთევან!!! *ROSE* *IN LOVE* *ROSE*

  11. ხვიჩა მებონია:

    შესანიშნავია გიორგი! მარტივად და გასაგებად გადმოცემული კიდევ ერთი ჭეშმარიტება!

    თუ ჩვენ გვგონია რომ გვაქვს პრობლემა, ეს ნაწილობრივ ასეც არის, ოღონდ პრობლემაა არა ის ფაქტი, მოვლენა თუ შემთხვევა რომელიც გვაშფოთებს, არამედ მასზე ჩვენი ასეთი რეაქცია და თუ ჩვენ ვისწავლით ვმართოთ ჩვენი აზროვნება ჩვენ შევძლებთ «ვმართოთ» ჩვენი მომავალიც 🙂

  12. მადლობა ხვიჩა!

    ძალიან მაგარი განმარტება იყო!

  13. პიკუნა:

    საინტერესო იყო… დავფიქრდი…დავლაგდი…დამეხმარა…:)))

  14. mzia nachkebia:

    სალამი გიორგი! სწორედ თქვენმა ტრენინგებმა მასწავლა პრობლემებთან გამკლავება! საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა მათ მოსაგვარებლად!

  15. შალვა:

    დალიან საინტერესოა გიორგი .მე უმნიშვნელოც კი მძაბავს ცხოვრებაში ნების მიერი პრობლემა ჩემტვის ძაან მნიშვნელოვანია და ძაან პრობლემას მიქმნის და გამუდმებით მაგაზე ვპიქრობ კვირაობით და თვეობით მაგის მეტს არაპერს ვაკეთებ რო იტყვიან პარალიზებულივარ მთლიანად და მერე რაგაც დოზით შიშიც ჩდება დროის მერე და ვერ გამოვედი ამდგომარეობიდან მთელი ცხოვრება ამის გამო სხვა პოზიტიურ საქმეს ვცეგარ ვაკეთებ .მადლობას გიხდი ამ საინტერესო და მნიშვნელოვან თემისთვის ასეტი თემა ყოველთვის ძალას მატებს . 😉 😉 😉

  16. ელისო:

    გჯეროდეს საკუთარი თავის და ყველაფერს შეძლებ!

  17. ნაია:

    ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი იგავი იყო…მეც ვფიქრობ რომ არ არსებოს ისეთი პრობლემა და მდგომარეობა საიდანც გამოსავალი არ შეიძლება მოიძებნოს..უბალორ მონდომება ამისთვის საჭიროო..ზედაპირულად საუბარი ცოტა ადვილია ხოლმე,სანამ პრობლემას უშუალოდ არ შეხვდები….მაგრამ ყოველთვის უნდა ეცადო მოიკრიფო ძალა ამ პრობლემის დასძლევად..მთვარია გჯეროდეს და გწამდეს…
    p.s. მიხარია რომ არსებობს საქართველოში ასეთი საიტი…პირადად მე ბევრჯერ დამხმარებია ეს პოსტები თუ ვიდეოები დავფიქრებულიყავი რა უნდა გავაკეთო რომ უკეთესი იყოს ჩემი ცხოვრება…მადლობა იმ ადამიანებს ვინც ამ ყველაფერზე მუშაობს

  18. გიორგი:

    dzaan didi madloba vinc am postebs wers! ugrmesi madlobaaaaaaaaa

  19. ნანუკა:

    მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს, ამას ძალიან მალე გადავჭრი, სულ რამდენიმე დღეში და მაქვს რამდენიმე მიზანი, რომლებსაც ძალიან მალე განვახორციელებ და ბედნიერი ვიქნები, ძალიან კარგი «იგავ-არაკია»:) შემართებითი.

  20. პრობლემები ძალას უფრო და უფრო იკრებენ 21-საუკუნეში, ისინი სწორედ იმიტო არსებობენ რომ ადამიანმა სწორად შეაფასოს და გადაჭრას.გონება რომელიც საღად აზროვნებს ყოველთვის გაუმკლავდება ყველანაერ განსაცდელს და რათქმაუნდა პრობლემას….

  21. პრობლემა კიბოს გავს თავშივე თუ არ მოაგვარე,იზრდება და ვითარდება

  22. ნოდარი:

    აკეთე ის,რისიც ყველაზე მეტად გეშინია,,,მოინდომე გულით და შეუძლებელს შეძლებ!!!!!

  23. სოფო:

    გმადლობთ რომ ასეთი საიტი თქვენი დამსახურებით არსებობს :)) ძალიან ბევრს ვსწავლობ, მე პირადად და ალბათ დანარჩენებიიც.

  24. ცირა ჯგერენაია:

    აბსოლიტურად გეთანხმბით ყველაფერში, რადგან მეც მაგ თეორიით ვცხოვრობ და იგივეს ვეუბნები ჩემს ახლობელ ადამიანებსაც… თქვენნაირი ადამიანები ამრავლოს ღმერთმა და ბედნიერება იქნება მუდმივად ჩვენი თანამგზავრი…. =)

  25. ირაკლი:

    მე არ ვხმარობ სიტყვა «პრობლემას». მე ვიცი სიტყვა «წინააღმდგეობა, რომელიც უნდა დავძლიო», ან «გამოწვევა, რომელიც უნდა მივიღო», ან «შენიღბული შესაძლებლობა». ასე, რომ, რაც უფრო დიდია «პრობლემა» მით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს ნიშნავს, რომ მეძლევა საშუალება ერთი ნაბიჯით წავიწიო წინ (სულიერად და მატერიალურად).

  26. ზვიად ნოდია:

    ადამიანი შედგება სული-სამშვინველი-სხეულისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ სათითაოდ თავ-თავის «პრობლემებს» გვიქმნიან თითოეული მათგანი და მათი მიმართება-მიზიდულობა-მაგნეტიზმი წუთისოფლის საცდურებთან, რაში «გასაჭედადაც» დემონები გვეჩალიჩებიან(ღვთის ანგელოზნი კი გვშველიან, თუკი სულიერად ვემეგობრებით!)… ანუ, ხილულის და უხილავის და ორთავ სოფლის მთლიანობის კონტექსტია გასათვალისწიბებელი; მაშასადამე, გააჩნია «პრობლემას», რომელსაც წმინდანები თავად ეძებდნენ და «პრობლემას», რომელსაც არამარტო ხორცის, არამედ სულის დაღუპვაც ძალუძს. ასე მაგალითად, ჩვენი უფროსი ძმები(ნოესმიერი, სემი) ებრაელები, ერთის მხრივ ქრისტეს მოციქულნი არიან, მეორეს მხრივ(ანუ, ამ ერის ორი სხვადასხვა ნაწილი) კი – ჯვარმცმელნი და ანტიქრისტეს მომლოდინენი, რაც მთავარია და «მიმზიდველი», დედამიწაზე(ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ზეციური სამოთხის «ვიზა»-ზე ეზრუნათ)აშენებენ(სულიერ გზას აცდენილნი)სამოთხეს, სადაც თავად გაბატონდებიან(სულ ცოტა ხნით)და სხვა დანარჩენ «გოი ერებს» იმსახურებენ, ვითარცა «რჩეული ერი»(რჩეულნი იყვნენ, მანამდე, სანამ ღვთისგან აღთქმულ მაცხოვარს არ აცვამდნენ ჯვარს)… ეს მიაჩნიათ ახლანდელებს(ყველანაირი გაგებით) გამორჩეულობად და ბიძინამაც ასე განსაჯა-»ყველაზე ჭკვიანი ერია»-ო. მართლმადიდებლებს ჭკვიანობა მოწამეობა ეგონათ და ამიტომაც არ უზრუნიათ წუთისოფლის ბრძნობისთვის, თორემ ახლანდელებს(ტვინშებრუნებულებს)არ ეტყობათ, განა, არავისზე «ნაკლებობა»?… ერთი სიტყვით-გააჩნია რა პრობლემის მოცილებას ცდილობ და რას იტოვებ, როგორც ჯვარცმას, ოღონდ, წუთისოფლის ბრძენი კი არა ქრისტეში ბრძენი უნდა იყო, რომ ამას მიხვდე, მაგრამ… სადაა რო… ვინაა რო?…

  27. ზვიად ნოდია:

    აქ უპრიანია გავიხსენოთ ცხენზე მჯდარი წმიდა გიორგის ხატის ეტიმოლოგია: მხედარი გააზრებულია, როგორც სული, რომელიც მართავს ხორცს-ცხენს და ამიტომაც ერევა ეშმაკს და მის საქმეებს.

  28. ეტო:

    დზალიან მომეწონა.ნერვებს ამჰვიდებს. 🙁 🙁 *IN LOVE* %) *CRAZY*

    ]:->

  29. დავით ი:

    ვეთანხმები იმას, რომ პრობლემაზე დიდხნიანი ფიქრი არასწორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ დაუფიქრებლად უნდა გადავწყვიტოთ რაიმე. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ და შემდეგ მთავარზე, მოქმედებაზე გადავიდეთ, თუმცა, ამავდროულად, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა პრობლემა ინდივიდუალურია ანუ გააჩნია რასთან გვაქვს საქმე, ზოგს ასე უნდა მივუდგეთ და ზოგს ისე.
    ყველაფერს ერთი გასაღებით ვერ გავაღებთ!!!

  30. Li Ko:

    მართალია, პოზიტიური მიდგომით, ყოველთვის ვიპოვით გამოსავალს.

  31. ადვილია ესე თავისუფლად იმ პრობლემებზე საუბარი, რომლებიც არ არის განსაკუთრებულად მძიმე და ერთი-ორი უმნიშვნელო მოქმედებით ან, თუნდაც, გააზრებით, მაგ პრობლემას მოაგვარებ და დაივიწყებ; მაგრამ კაცს ცხოვრებაში შეიძლება ისეთი ხარისხის და ისეთი სიმძლავრის პრობლემა ან განსაცდელი გადაეყაროს თავს, რომ ვერც სხვის გამოცდილებას გამოიყენებს, ვერც სხვა ადამიანი შეძლებს მისთვის რაიმე საგულისხმო რჩევის მიცემას, და მას, მხოლოდ მოთმინებისა და უკთესობისკენ ცვლილბების იმედით-ღა შეუძლია გააგრძელოს მისი ცხოვრება…

  32. მართალია ყველა პრობლემა ერთნაირად მტკივნეული არ არის მაგრამ მუდმივად ნერვიულობა გამოსავალი არ არის.ძლიერები უნდა ვიყოთ და დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ ამ დროს საღად აზროვნების უნარს ვკარგავთ .. …..

  33. გიორგი:

    არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, არსებობენ მოუხერხებელი ადამიანები..არ არსებობს პრობლემები როცა არსებობს მისი დაძლევის გზა!

Leave a Reply