იგავი: «სტაფილო, კვერცხი და ყავა»

მივიდა ერთხელ მოსწავლე მასწავლებელთან და შესჩივლა:

ოსტატო, დავიღალე. ისეთი რთული ცხოვრება მაქვს, ისეთი სირთულეებისა და პრობლემების წინაშე ვდგავარ, რომ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს დინების საპირისპიროდ მივდივარ, ეს კი ძალიან მფიტავს და არაფრის ძალა აღარ მაქვს… ძალიან გთხოვ მირჩიე, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

მასწავლებელმა ყურადღებით მოუსმინა მოსწავლეს, შემდეგ კი პასუხის ნაცვლად სამი წყლით სავსე ქვაბი შემოდგა ცეცხლზე. ერთ ქვაბში სტაფილო ჩადო, მეორეში კვერცხი, მესამეში კი ყავა ჩაყარა. ცოტა ხანში ბრძენმა ქვაბებს სახურავები მოხადა, პირველი ორი ქვაბიდან ამოიღო სტაფილო და კვერცხი, მესამე ქვაბიდან ყავა ფინჯანში დაასხა და მოსწავლეს მიუბრუნდა:

— რა შეიცვალა?

— კვერცხი და სტაფილო მოიხარშა, ყავა კი წყალში გაიხსნა — უპასუხა მოსწავლემ.

— არა — ეს სიტუაციის ძალზედ ზედაპირული ჭვრეტაა, სწორედ ასე უდგება ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებას, რის გამოც ვერასოდეს ხდებიან ბედნიერები — გულისტკივილით ჩაილაპარაკა ოსტატმა.

რამდენიმე წამში კი განაგრძო: წყალი — ეს ჩვენი ცხოვრებაა, ცეცხლი არასასიამოვნო გარემოებები და ცვლილებებია, ხოლო სტაფილო, კვერცხი და ყავა კი ადამიანთა ტიპებია.

დააკვირდი — მკვრივი სტაფილო წყლის ადუღების შემდეგ დარბილდა. ასეა ამ ტიპის ადამიანიც, ის მხოლოდ ჩვეულებრივ და უსაფრთხო სიტუაციებში არის "მაგარი", რთულ პირობებში ის რბილდება და კარგავს სიმყარეს. ასეთი ადამიანი ადვილად ნებდება ცხოვრებას.

სათუთი და სუსტი კვერცხი პირიქით გამაგრდა. ამ ტიპის ადამიანი თავიდან საკმაოდ სუსტი და რბილია, თუმცა რთულ პირობებში ის მყარი და სტაბილური ხდება და ადვილად არ ნებდება ცხოვრებას.

თუ გარეგნულად შევხედავთ ორივეს, თითქოს არაფერი შეცვლილა, ისინი ისევ ისე გამოიყურებიან როგორ მოხარშვამდე, უბრალოდ მათ ძლიერი ზემოქმედების, სტრესისა და წნეხის გამო [ადუღებულ წყალში ხარშვა] სტრუქტურა შეიცვალეს. აქვე მინდა იმასაც დაუკვირდე, რომ ეს ზემოქმედება ორივესთვის ერთნაირი იყო, მაგრამ მკვრივი სტაფილო დარბილდა, სუსტი კვერცხი კი გამაგრდა.

სწორედ ასევე ხდება ადამიანებშიც, გარეგნულად ძლიერი ადამიანები, რომლებიც ასეთ ნიღაბს ირგებენ, პირველი დარტყმისთანავე ტყდებიან და ნებდებიან, სუსტები კი, პირიქით ძლიერდებიან.

— გასაგებია, ოსტატო, მაგრამ ყავა რა შუაშია აქ? — გაიკვირვა მოსწავლემ.

— ოოო! ეს ყველაზე საინტერესოა. ყავა გაიხსნა მისთვის არაკომფორტულ გარემოში და შეცვალა ის. მან უფერული და უგემური ადუღებული წყალი უგემრიელეს არომატულ სასმელად აქცია.

ცხოვრებაშიც ასეა — არიან განსაკუთრებული ადამიანები, უბრალოდ მათი რაოდენობა ძალზედ მწირია. ამ ადამიანებს არ აშინებთ პრობლემები, სირთულეები და სოციალური წნეხი. ისინი თავად ქმნიან ამინდს გარშემო. ანუ ასეთ ადამიანს მიუხედავად რთული გარემო-პირობებისა და დიდი პრობლემებისა, შეუძლია თამამად მიიღოს ცხოვრებისეული პრობლემა და საკუთარი რთული ყოფა უკეთესობისაკენ შეცვალოს.

  • ადამიანი სტაფილო ბევრს იჭიმება, მაგრამ მისი ყოფა და ცხოვრებისეული შედეგები აბსოლუტურად საპირისპიროს მეტყველებს, ვიდრე მისი სიტყვები.
  • ადამიანი კვერცხი თავიდან სუსტია, მაგრამ რამდენიმე დაცემის შემდეგ, თუ არ დანებდა ძლიერი პიროვნება ხდება.
  • ადამიანი ყავა კი, არ იცნობს ისეთ მცნებას, როგორიც არის — პრობლემა, რადგანაც ის ყოველ პრობლემაში შესაძლებლობებს ხედავს და ამოცანებად განიხილავს მათ.

P.S. რომელ კატეგორიაში ხედავ შენ დღეს თავს — ადამიანი-სტაფილო, ადამიანი-კვერცხი, თუ ადამიანი-ყავა? ცვლილებისთვის პირველი ნაბიჯია საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება და გულწრფელად აღიარება. არჩევანი შენზეა!!!

პატივისცემით, სიყვარულითა და რწმენით GT


Tags:

23 комментария to “იგავი: «სტაფილო, კვერცხი და ყავა»”

  1. ნინო:

    დავიწყებ იქიდან რომ ძალიან გამიხარდა ახალი პოსტის შეოთავაზება და ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი შედარებაა,,დავფიქრდი და ჩემს თავს შევადარებდი კვერცხს,თუმცა ბოლომდე მოხარშულს ჯერ ვერა,,მაკლია ბოლომდე სიმაგრე,,და დიდი სურვილი მაქვს ყავათაც ვიქცე თუმცა ყველაფერს დრო და სიტუაციები მოიტანს ,(სტაფილო არავითარ შემთხვევაში ,არც ვყოფილვარ და ვერც ვიქნები) დიდი მადლობა კიდევ ერთხელ http://inteleqtika.com_ს,,წარმატებები…

  2. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    მადლობა ახალი პოსტისთვის !! ამ უკანასკნელ ხანებში ჩვეულებრივზე მეტად ვუშინდებოდი პრობლემებს. და ეს პოსტი პასუხია ჩემს მდგომარეობაზე ! «ყოველ პრობლემაში შესაძლებლობებს ხედავს და ამოცანებად განიხილავს მათ» ასე თუ ვერ «გავქაჩე» თავიდანვე, ასე მაინც მოვიქცევი: «რამდენიმე დაცემის შემდეგ, თუ არ დანებდა ძლიერი პიროვნება ხდება» 🙂

  3. ხატია:

    ყავააააა 🙂

  4. ნიკოლოზ, შენ ისეთი ხარ პირველსაც გაქაჩავ 😉 მჯერა მე ამის — დაიჯერე შენც!

  5. შეკვეთა — ერთი ყავა მიღებულია *OK* კვერცხსაც ხომ არ ინებებთ? *UNKNOWN*

  6. მოხარული ვარ ნინო, რომ მოგეწონათ.

    როგორც იტყვიან: «ყველაფერი უყავესად იქნება! კვერცხიდან ყავამდე, სულ რაღაც სამი ნაბიჯიაო!» 8)

  7. მაია:

    *BRAVO*

  8. ძალიან მომეწონა ეს პოსტი გიორგი, მინდა რომ ყოველ პრობლემაში შესაძლებლობები დავინახო და ამოცანებად განვიხილო ისინი, მადლობა <3 🙂

  9. ლალი:

    ზალიან კარგი იგავია მარტლაც დამამსჰვიდა ამის წაკიტხვამ

  10. ენდი კუბლაშვილი:

    სტაფილო ვარ სამწუხაროდ, მაგრამ ერთი კარგი თვისება მაქვს, ვიცი რომ სტაფილო ვარ და არა კვერცხი და ყავა. მაქვს სურვილი არ ვიყო სტაფილო….

  11. ირა:

    კვერცხი თუ კომპლიმენტი იქნებოდა ადამიანისთვის,მართლა არ მეგონა =).
    ვაიმე თოხლო კვერცხი ვყოფილვარ.კარგი პოსტია,მომეწონა.
    აუცილებლად მაგრად მოვიხარშები ამ ცხოვრების დუღარეში.

  12. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    თქვენ იმდენს იზამთ, რომ მართლა დავიჯერებ 😀 🙂

  13. ირმა:

    მომეწონა……ამბობთ, კვერცხიდან ყავამდე სულ რაღაც სამი ნაბიჯიაო….მაგრამ საინტერესოა, სტაფილოდან- ყავამდე რამდენია.. ალბათ სტაფილო ვერასოდეს გახდება ყავა… 🙁

  14. ნათია:

    დაგესესხებით თქვენივე სიტყვებით-ცვლილებისთვის პირველი ნაბიჯია საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება და გულწრფელად აღიარება- როცა საკუთარ ნაკლს ხედავ უკვე ნახევრად ამოდიხარ ამ უარყოფითიდან მე ასე ვფიქრობ. ალბათ ადამიანმა მთავარია მოინდომოს საკუთარი თავის შეცნობა და ქცევის გაანალიზება.
    გმადლობთ საინტერესო სიახლისათვის =) .

  15. ნებისმიერს შეუძლია გახდეს ნებისმიერი 😉

  16. მარი:

    ამიტომაც მიყვარს ყავააა

  17. დავითი:

    რაც არ მკლავს ძლიერს მხდის

  18. მანანა:

    მართლაც საინტერესო ინტერპრეტაციაა!!! ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ასეთი ტიპის ადამიანებს…ვფიქრობ, რომ არასებობს გადაუჭრელი პრობლემა,მთავარია გქონდეს ჩამოყალიბებული მიზანი, გჯეროდეს შენი თავის და არ გაშინებდეს დაბრკოლებები… ცხოვრება ბრძოლაა! დიდი მადლობა ასეთი საინტერესო იგავისთვის. =D

  19. ელენე:

    სამივე,სამივეეეეე… 🙂 =)

  20. მე-კვერცხი ვარ და მინდა ყავა ვიყო:)

  21. ქეთინო:

    ვშიშობ რომ ვარ ს ტ ა ფ ი ლ ო

  22. ლია:

    ძალიან მომეწონა ეს პოსტი.

  23. ხატია:

    კიი, ომლეტის სახით 🙂

Leave a Reply