«მარმელადის ტესტი»

რა არის "მარმელადის პრინციპი" და როგორ მოქმედებს ის თითოეული ჩვენგანის მომავალზე?

დღეს მინდა ახალ რუბრიკას ჩავუყარო საფუძველი, სახელწოდებით: "რეცენზიები დიდ წიგნებზე". ამ რუბრიკას კი გავხსნი ხოაკიმ დე პასადას და ელენ სინგერის წიგნით: "ნუ მივარდები მარმელადს", რომელმაც ძალიან სერიოზული შთაბეჭდილება და რაც უფრო მთავარია, დიდი ძვრა მოახდინა ჩემს პარადიგმაში.

ხოაკიმ დე პასადა დაიბადა ძალიან მდიდარ ოჯახში, მაგრამ მისი მოზარდობის პერიოდში, ხოაკიმის ოჯახი სრულად გაკოტრდა. შემდეგ ხოაკიმის მშობლებმა კვლავ დაიბრუნეს დაკარგული სიმდიდრდე, მაგრამ მათ ოჯახში სამუდამოდ "ჩაჯდა" გაკოტრებისა და შესაძლო სიღარიბის შიში. როგორც ხოაკიმი წერს, ამან ძალიან უარყოფითად იმოქმედა მასზე, რადგანაც მშობლებმა თავიანთი მაგალითით ძალიან ბევრი მენტალურ-ემოციონალური ბლოკი გადასცეს მას. ხოაკიმისათვის ეს იქცა დამატებით სტიმულად და ადამიანების დახმარების გზით [მშობლების დახმარების გარეშე], სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა.

წლების მანძილზე, ის ეძებდა პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  • რა განასხვავებს წარმატებულ ადამიანებს მათგან, ვისი მიღწევებიც სხვადასხვა ფაქტორების მიერ არის შეზღუდული?
  • რატომ არ ფლობს 65 წელს მიტანებული ადამიანების 90% დიდ ქონებას და რატომ არიან იძულებულები იმუშაონ მძიმედ, იყვნენ სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებული, ან ჰქონდეთ იმის იმედი, რომ შვილები დაეხმარებიან?
  • მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, რატომ აქვს უმრავლესობას ცარიელი ანგარიშები და რატომ არ აქვთ არანაირი გეგმები მომავალთან დაკავშირებით?
  • რატომ ადანაშაულებს ღარიბი ადამიანი თავის უბედურებაში მუდმივად სახელმწიფოს და საერთოდ, რატომ ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება სხვამ უნდა უზრუნველჰყოს?

"წარმატება არ არის მხოლოდ ნიჭზე და ფიზიკურ შესაძლებლობებზე დამოკიდებული!" ხოაკიმ დე პასადა

ერთხელ ხოაკიმმა სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული "მარმელადის ექსპერიმენტის" შესახებ წაიკითხა და აღმოაჩინა, რომ ამ კონცეფციაში "წარმატების ფორმულის" უმნიშვნელოვანესი ნაწილი იმალებოდა. თავის წიგნში "ნუ მივარდები მარმელადს", ის ცხოვრებისეულ მაგალითებზე აღწერს "მარმელადის პრინციპს". ეს წიგნი ემოციონალურ ინტელექტზე და ცხოვრების პროაქტიურ სტილზეა.

"ამ წიგნის დაწერისკენ მიბიძგა, დენიელ გოლმანის წიგნმა: "ემოციონალური ინტელექტი", რომელიც იყო გამოწვევა საყოველთაოდ მიღებული მტკიცებულებისა, რომ თითქოს მხოლოდ მენტალური ინტელექტია [IQ] წარმატების ინდიკატორი. გოლმანის თეორია დამეხმარა გამეცნო და შემეფასებინა დოქტორ უოლტერ მიშელის "მარმელადის ექსპერიმენტი", რომელიც 1960 წელს ჩატარდა სტენფორდის უნივერსიტეტში. ამ ორმა ნაშრომმა სრულიად შეცვალა და საგრძნობლად გააუმჯობესა ჩემი ცხოვრება. მინდა მჯეროდეს, რომ ისინი თქვენს ცხოვრებასაც გააუმჯობესებენ".

— ხოაკიმ დე პასადა

რა არის მარმელადის პრინციპი?

40 წლის წინ, ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, დოქტორ უოლტერ მიშელმა ჩაატარა ფსიქოლოგიური კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ცოდნა იმისა [ან არ ცოდნა], უარი თქვა მომენტალურ სარგებელზე და დაელოდო უფრო დიდ ჯილდოს, განსაზღვრავს ადამიანის ბედს.

ექსპერიმენტში, 600 ბავშმა მიიღო მონაწილოება, რომელთა ასაკიც 4 დან 6 წლამდე მერყეობდა. თითოეულ ბავშვს შესთავაზეს ერთი ზეფირის ნაჭერი და დაპირდნენ მეორე ზეფირის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი 15 წუთით მოითმენდნენ და არ შეჭამდნენ მათ მფლობელობაში მყოფ ზეფირს. ანუ ბავშვი, გემრიელი ზეფირით, 15 წუთით მარტო რჩებოდა ოთახში, უბრალოდ მის რეაქციებს ფსიქოლოგები კამერებით აკვირდებოდნენ.

ეს კვლევა წლების მანძილზე გრძელდებოდა. მკვლლევარებმა დაიწყეს ამ ბავშვებზე და მათ მომავალზე დაკვირვება. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს 15 წუთი და არ შეჭამეს ზეფირი, გაცილებით უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, უკეთ ამყარებდნენ ურთიერთობებს და უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესებს. საერთო ჯამში, ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს, ბევრად უფრო წარმატებულები და მდიდრები არიან დღეს, ვიდრე ისინი, რომლებმაც ვერ მოითმინეს და ექსპერიმენტატორის მოსვლამდე შეჭამეს ზეფირი.

როგორც აღმოჩნდა, ჯილდოს მომავლისთვის გადადების შესაძლებლობა, ჩვენი ხასიათის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პირდაპირ კავშირშია მომავალ მიღწევებთან და წარმატებებთან. ხშირად ჩვენ მყისიერი ჯილდოს დაკრულზე ვიწყებთ ცეკვას და არ ველოდებით იმას, რაც გვსურს სინამდვილეში.

აი ეს ექსპერიმენტიც. თუ გაინტერესებს რისკენ აქვს შენს შვილს მიდრეკილება, უყურე ამ პატარა ვიდეოს, რათა დროულად შეუწყო ხელი და დაეხმარო მას ცხოვრებასთან პროაქტიურად მიდგომის უნარის განვითარებაში:

განწირულია თუ არა ის ადამიანი, ვინც მომენტალურად ყლაპავს "მარმელადს"?

"მარმელადისთვის" წინააღმდეგობის გაწევა გაცილებით ადვილია მათთვის, ვისაც ამის გაკეთება უკვე ბავშვობაში შეეძლო. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, საკვანძო მნიშვნელობა მაინც "ამ მომენტშია". წარმატება დამოკიდებულია არა წარსულზე, არამედ იმაზე, თუ რას აკეთებ შენ დღეს იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ხვალ. ასე, რომ ცნობიერ-ნებელობითი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელია ამის შეცვლა.

"მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ, მთავარია რისკენ მიიღწვი!"

წარმატებული ადამიანების მახასიათებლები ხოაკიმ დე პასადას მიხედვით

1. წარმატებული ადამიანები ასრულებენ სიტყვას. სიტყვის კაცობა და დაპირების შესრულება [როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვასთან], წარმატებული ადამიანის ხასიათის შემადგენელი ნაწილია.

2. წარმატებული ადამიანები ფიქრობენ მომავალზე. გაიარე "მარმელადის ტესტი" უფროსებისთვის. უპასუხე კითხვას: "რა გირჩევნია — მილიონი დოლარი ახლავე, თუ ერთი დოლარი, რომელიც ყოველდღიურად ორმაგდება?" თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფირებთ, მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, შენ სულ რაღაც ერთ თვეში 500 მილიონ დოლარზე მეტი გექნება.

3. წარმატებული ადამიანები არწმუნებენ. არის 6 რამ, რაც აიძულებს ადამიანებს რამის გაკეთებას: კანონი, ფული, ფიზიკური ძალა, ემოციონალური წნეხი, სილამაზე და დარწმუნება. ყველაზე მძალვრი არის დარწმუნება. ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ადამიანებისა და გარემოებების კონტროლი. ჩვენ მხოლოდ საკუთარი ქცევის კონტროლი შეგვიძლია. ჩვენი რეაქცია ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად გარემოება. სწორედ რეაქცია და დამოკიდებულება მოქმედებს ადამიანების ქცევაზე. როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ მისაბაძ მაგალითს, ჩვენ გვიჩნდება დარწმუნების ძალა, ეს კი უძლიერესი იაღარია წარმატების მისაღწევად.

4. წარმატებულ ადამიანებს უნდათ იმის კეთება, რისი კეთებაც წარუმატებელ ადამიანებს არ უნდათ. აითვისე რთული უნარები და ახალი კომპეტენციები, უწყვეტად იმუშავე საკუთარ თავზე და შეუპოვრად იშრომე.

15 ნაბიჯი: როგორ შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისაკენ?

1. იმოქმედე "მარმელადის" გეგმის მიხედვით:

  • რა უნდა შეცვალო? რომელი სტრატეგიების რეალიზება შეგიძლია ახლავე და რისი მსხვერპლად გაღებისთვის ხარ მზად?
  • რომელია შენი ძლიერი და სუსტი მხარეები? რა და როგორ უნდა გააუმჯობესო?
  • რა არის შენი მთავარი მიზანი? განსაზღვრე მიზანი #1 და მხოლოდ მასზე მოახდინე ფოკუსირება.
  • როგორია შენი გეგმა? დაწერე გეგმა. თუ ვერ ხედავ მიზნისკენ მიმავალ გზას, შენ ვერ მიაღწევ მიზანს.

2. გახსოვდეს ფორმულა: "მიზანი + შთაგონება + მოქმედება = სულიერ სიმშვიდეს"

"ყველაფერს წყვეტს მოქმედება!"

3. ჩაიდე საფულეში წერილი საკუთარი თავისთვის "ლომი თუ ანტილოპა?":

"სადღაც აფრიკაში, ყოველ დილით იღვიძებს ანტილოპა. მან კარგად იცის, რომ უნდა ირბინოს უფრო სწრაფად, ვიდრე დარბის ყველაზე სწრაფი ლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეჭამენ. სადღაც აფრიკაში, ყოველ დილით იღვიძებს ლომი. მან კარგად იცის, რომ უნდა ირბინოს უფრო სწრაფად, ვიდრე დარბის ყველაზე ნელი ანტილოპა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილით მოკვდება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ხარ შენ — ანტილოპა, თუ ლომი. მთავარია, როდესაც ამოვა მზე, შენ მთელი ძალით გარბოდე".

4. მუდმივად იკითხე სამოტივაციო წიგნები, უსმინე აუდიოებს და უყურე ვიდეოებს.

5. დაგეგმე ნებისმიერი აქტივობები — კითხვით დაწყებული, ბარში წასვლით დამთავრებული.

6. ჩაატარე გარემოცვის რევიზია. მოახდინე ნაცნობების "მარმელადის ტესტის" მიხედვით კლასიფიცირება. "მარმელადის პრინციპი" პირად ურთიერთობებშიც მუშაობს.

7. მოახდინე გონიერი ინვესტიციები სხვა ადამიანების განვითარებაში. გააქვს ძველი ნოუთბუქი, რომელიც აღარ გჭირდება? აჩუქე ის იმას, ვისაც განვითარებაში დაეხმარება.

8. გამოიკვლიე სხვა ფინასური წყაროები. შენ უსათუოთ გაქვს ისეთი ცოდნა და უნარები, რომლებსაც შეუძლია დამატებითი შემოსავლები მოგიტანოს.

9. დაზოგე.  ნებისმიერი შემოსავლიდან დაზოგე სულ მცირე 10% და მოახდინე ამ თანხების საკუთარ მომავალში რეინვესტირება. ჩვენი კულტურა მყისიერი ჯილდოების მიღებაზეა ფოკუსირებული. მნიშვნელოვანია პრიორიტეტების გადახედვა და გადაფასება. ფულის დაზოგვის არ სურვილი, ფინანსურ მახეში ამყოფებს ადამიანებს და ამით მომავლის შიშს უნერგავს მათ და მათ შვილებს. თუ ფიქრობ, რომ არაფერი გაქვს დასაზოგი, ნუ იჩქარებ, დაითვალე შენი "არაუცილებელი" ყოფითი ხარჯები, რომელსაც წლის განმავლობაში ანხორციელებ და შენ საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებ. ეს თანხა შეგიძლია დაზოგო.  ამ ყველაფერს კი, მყისიერი ჯილდოს მიღებაზე უარის თქმა შეგაძლებინებს.

10. არაფრის მომცემი საიმიჯო ხარჯების ნაცვლად, მოახდინე საკუთარ მომავალში ინვესტირება. ბიზნესმენი მაიკლ ლებეფი გისვამს კითხვას:

"მართავ თუ არა საკუთარ ფინანსურ მომავალს? აბა დახედე, გიკეთია შენი ფინანსური მომავალი მაჯაზე, თითებზე, ყელზე? მიირთმევ მას სადილად მოდურ რესტორნებში? თუ ეწევი და სვამ შენს ფინანსურ მომავალს? უხდი თუ არა მას მეპატრონეს, როდესაც მომხიბვლელ ბინას ქირაობ ცენტრში, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სახლში მოახდინო ინვეტირება? ნივთის ნამდვილი ფასი არასოდეს წერია ეტიკეტზე. ასე რომ გახსოვდეს, ამ ფასში ასევე შედის შენი ოჯახის უზრუნველი ცხოვრება, რომელიც დროთა განმავლობაში შეეძლო მოეტანა იმ ფულს, რომელსაც შენ დღეს ხარჯავ".

11. მოეშვი "მარმელადობას" საყიდლებთან მიმართებაში.

12. დაიცავი 30 წამის წესი. ადამიანებთან ურთიერთობა — წარმატების საფუძველია. ისინი, პირველი 30 წამის განმავლობაში წყვეტენ, ღირს თუ არა შენთან საქმის დაჭერა. ამ დროში შენ უნდა მოეწონო მათ. თუ მოეწონები, ისინი პოზიტიურად აღიქვამენ ყველაფერს, რაც შენთან არის კავშირში. ფინანსური წარმატების 20% ეფუძნება ტალანტს და ცოდნას, ხოლო 80% — ურთიერთობების დამყარებისა და დარწმუნების უნარებს.

13. გამოიყენე "მარმელადის პრინციპი" გაყიდვებშიც. გამყიდველთათვის [გარკვეულწილად ყველა გამყიდვლები ვართ] "მარმელადის პრინციპი" ნიშნავს ისწავლო, თუ როგორ და როდის თქვა "კი" და როგორ და როდის თქვა "არა". ხშირად პატარა გარიგებების ქვეშ, კლიენტთა პრობლემების მთავარი ფესვი იმალება, რომელთა აღმოჩენა და გამოსავალის შეთავაზება, ბევრად უფრო დიდ კონტრაქტს მოგიტანს, ვიდრე დაზეპირებული პერეზენტაციის გამეორება.

14. შეუპოვრად შეეწინააღმდეგე "მარმელადის" დღესვე ჭამის ცდუნებას. პრაქტიკა აუცილებელია ყველა სფეროში: კვებით და საყიდლებით დაწყებული, პირადი ცხოვრებით და ფინანსებით დამთავრებული. "მარმელადის პრინციპი" სხვადასხვა დონეებზე მუშაობს: ყოფითი საკითხებით დაწყებული, ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობებს შორის არსებული სხვაობებით დამთავრებული. "მარმელადზე შეწინააღმდეგება" — ეს ცხოვრების სტილია, რომელიც დაგეხმარება ბავშვების სწორად აღზრდაში, უზრუნველგყოფს სიბერეში და წარმატებულად წარგამართიენებს ბიზნეს აწმყოში.

15. ნუ განაზოგადებ "მარმელადის პრინციპის" აზრს. ის არ მდგომარეობს საკუთარი თავის უსაზღვროდ შეზღუდვაში. თუ ვინმემ ასე გაიგო, ესეიგი არასწორად გაიგო. "მარმელადის პრინციპი" მდგომარეობს მოთმინების, შეუპოვრობის, ფოკუსისა და დისციპლინის უნარის გამძლავრებაში, რომელიც აზრიანად გატარებს შენი მიზნებისკენ მიმავალ რთულ ბილიკებზე. ეს არის ბალანსის ძიება მყისიერ და თავსმოხვეულ სურვილებსა და ნამდვილ, გრძელვადიან სურვილებს შორის.

რაც არ უნდა იყოს დრო და დრო ნებისმიერი ადამიანი ჭამს "მარმელადს". კითხვა აქ შემდეგშია როგორია შენი მომავლის ხედვა? სად იმყოფები დღეს, სად გსურს აღმოჩნდე ხვალ და რისთვის ხარ მზად შენი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე?

P.S. გაგვაცანი შენი აზრი "მარმელადის პრინციპთან" მიმართებაში. როგორი ხარ შენ? რომელია შენთვის ჩვეული პოზიცია — დღევანდელი კვერცხი, თუ ხვალინდელი ქათამი?

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი და თვლი, რომ სასარგებლო იყო, გაუზიარე მეგობრებსაც!

პატივისცემით, სიყვარულითა და რწმენით GT


Tags: , , , ,

18 комментариев to “«მარმელადის ტესტი»”

  1. tamuna:

    Dzalian saintereso da bevris momcveli postia giorgi. Titkos vinc itmenda da ijerebda sityvas im bavshvta rigshi davinaxe chemi tavi.vtvli rom warmatebuli adamiani var zogadad. Magram rac gavizarde titkos ukve dgevandel kvercxze daviwye fiqri 🙂 imitom rom aq da amjamad minda awmyos *CRAZY* gavugo gemo .xvaleze xval vifiqreb metki. Titkos drostan ertad vicvlebi.

  2. პირადად მე 15 წუთის დალოდება კი არა, «ზეფირს» მანამდე ვჭამდი სანამ წესების ახსნას მოასწრებდნენ :)ამიტომ ყოველთვის ვნანობდი რომ ვიჩქარე, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ, თუ პირობა მეცოდინებოდა, აუცილებლად მოვითმენდი 🙂 მაგრამ საკმარისი იყო კვლავ დამენახა «ზეფირი» რომ ყველაფერი მავიწყდებოდა…

    და ასე გრძელდებოდა თითქმის მთელი ცხოვრება… მანამ, სანამ ერთხელაც ზეფირის ზემდეტი დოზისგან კინაღამ წერილი არ წავიღე… და როცა გონს მოვედი, საბედნიეროდ იმ ადამიანების გარემოცვაში მოვხდი, რომლებმაც კეთილი რჩევებით მიმავხედრეს მსგავსი სულწასულობის აბსურდულობას და საკუთარი მაგალითით დამანახეს, რომ საუკეთესო, რისი გაკეთებაც ჩვენი მომავლისათვის შეგვიძლია არის ის, რომ ჩვენ თვითონ დავიწყოთ მისი შექმნა… 🙂

    და ამ ადამიანებს შორის შენ და ქეთევან გოგიაშვლს განსაკუთრებული ადგილი გიკავიათ გიორგი! ამიტომ კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ყველაფრისთვის და მათ შორის რა თქმა უნდა ამ არაჩვეულებრივი პოსტისთვისაც 🙂 <3

  3. ლაშა მამულაიშვილი:

    =) კიდე ერთი გენიალური პოსტი..
    კარგია ცხოვრებაში რაღაც-რაღაც პრიცნიპების დანერგვა.. იღვიძებ იცი რა გინდა და როგორ უნდა გაატარო ის დღე, რომ უნდა იცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით ყოველ დღე და არა მექანიკურად რომელსაც უმეტესობა 365ჯერ აკეთებს წელიწადში..

  4. ლაშა:

    ეს პოსტი ჩვენი წარმატებისთვის კარგი დამხმარე საშუალებაა,ამიტომ დიდად გმადლობთ.ვფიქრობ თუ გეგმა არ გაქვს როგორ მიაგწიო მიზანს და არ იცი,მაშინ დგევანდელი კვარცხი ჯობია.წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალინდელი ქათამი.ძალიან საინტერესო იყო.გმადლობთ 🙁

  5. გიორგი:

    საინტერესო პოსტი იყო. ამ ბავშვებზე დაკვირვებით კიდევ ერთი ფაქტი აღმოაჩინეს, ბავშვებმა რომლებმაც მოითმინეს 15 წუთი უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები იყვნენ სზრდასრულობის ასაკში ვიდრე სხვები.
    ამიტომ უნდა იმარხულოს ხოლმე ადამიანმა ბავშვობიდან… =)

  6. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    «სადღაც აფრიკაში, ყოველ დილით იღვიძებს ანტილოპა….. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ხარ შენ – ანტილოპა, თუ ლომი. მთავარია, როდესაც ამოვა მზე, შენ მთელი ძალით გარბოდე». =) ამის წაკიხვისას გამახსენდა მარკ ფიშერის წიგნიდან (მილიონერის საიდუმლო) ეს «მომენტები»: «თუ ადამიანი დროს ხარჯავს შესაფერისი პირობების მოლოდინში, მაშინ ის ვერასოდეს ვერაფერს ვერ გააკეთებს. მოქმედებისთვის იდეალური დრო ახლა დადგა!» «რათა ცხოვრება მოიწყოს, ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ მას არჩევანი არ აქვს, რომ ის კედელთანაა მიმწყვდეული. თუ მერყეობ , არ გინდა გარისკო და თავს იმშვიდებ იმით, რომ არც ეს არ გაქვს და არც ის, მაშინ ვერაფერს ვერ მიიღებ. და თუ შენ კედელთან ხარ მიმწყვდეული, თუ ყველა გასასვლელი გზა მოჭრილი გაქვს, შენ არაფერი არ დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ მობილიზყო მთელი შენი ძალები. ამ მდგომარეობაში ადამიანს მთელი თავისი არსით სწყურია ცვლილებები.» ამ პოსტის წაკითხვის და გააზრების შემდგეგ თითქოს დრომ, და მასში არსებულმა პრიორიტეტებმა დაკარგა თავისი მნიშვნლობა! მივხვდი, რომ მთავარია, მთავარი იყოს მთავარი 🙂 დიდი შთაბეჭდილება მოახდინა «ლომი თუ ანტილოპა?» წერილმა, რომელიც რათქმაუნდა შთაგონების წყაროდ იქცევა და მხოლოდ შთაბეჭდილებად არ დარჩება ! მადლობა გიორგი ამ პოსტისთვის!

  7. ინგა:

    ძალიან სასარგებლო პოსტია, ალბათ ყოველდღე უნდა გავიხსენო მაინც, თუ არ წავიკითხავ. ბავშვობაში დიდი წინააღმდეგობა მქონდა დღევანდელი კვერცხის არჩევანთან და ამის გამო დიდი და პატარა სიბრალურით მიყურებდა როგორც არც მთლად ჭკვიანს. ახლა რომ გადავხედე წარსულს, ბევრი საკვანძო მომენტი დავინახე, როდესაც ხვალინდელი ქათამი ავირჩიე და სწორადაც მოვქცულვარ. რაც შეეხება აწმყოს, აღმოვაჩინე, რომ მარმელადებზე და ტორტებზე( როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით) გადავსულვარ! გიორგის დიდი მადლობა, გამომაფხიზლა პირდაპირი მნიშვნელობით. ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია, რომ შედეგით დავტკბე დარჩენილი ცხოვრება. კიდევ ერთხელ მადლობა გიორგის,ხვიჩას და ყველა კომენტარის ავტორს, როგორც ერთი ადამიანი იტყოდა სიყვარულით და პატივისცემით!

  8. თამარ:

    გმადლობ, გიო! ბავშვების აღზრდა ზოგჯერ უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი თავის:)))) თუმცა საკუთარ თავსაც თუ ისე მიუდგები, როგორც აღსაზრდელ ბავშვს, უფრო დაგიჯერებს. მე ვიცხოვრე რამოდენიე სრულიად განსხვავებულ ეპოქაში. განსხვავებული იყო ყველაფერი — ბავშვის აღზრდის უმკაცრესი წესებიდან — აღზრდის მეთოდების არჩევანის სრულ თავისუფლებამდე; საკუთარი თავის იგნორირებიდან დაწყებული, საკუთარი შესაძლებლობების უპირობო რწმენამდე… ფულის და სიმდიდრის მიართ ყველაზე ნეგატიური მიდგომიდან დაწყებული, მის გაფეტიშებამდე. თან ამ ყველაფერს გვერდიდან კი არ ვუყურებ, ვსწავლობ, ვმონაწილეობ, ვაანალიზებ… და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებს მხოლოდ ახლა მივხვდი. და უკვე რადენიმე თვეა ამ პრინციპებს «ვტესტავ» საკუთარ თავზე:)))) შეიძლება ითქვას, ჩემი პირადი ეფექტურობის სისტემას ვქმნი, შედეგებს მომდევნო წიგნში მოგახსენებთ ალბათ, ან უფრო ადრე.
    მარმელადის პრინციპი ძალიან საინტერესოა, ისევე, როგორც პარეტოს და კიდევ უამრავის ხვა პრინციპი. და შენ უდიდესი მადლობა, იმისათვის, რომ ამდენ ცოდნას აძლევ ადამიანებს და ახალი აზროვნების განვითარებას უწყობ ხელს.
    ოღონდ ერთს დავავმატებ: ყველას თავისი რეალობა აქვს. სხვადასხვა ადამანისთვის სხვადასხვა ფასეულობა, მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს სიმდიდრესაც, წარმატებასაც, ცოდნის შეძენასაც და მარმელადსაც კი:))))) ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირ სიახლეს, სწორედ მარმელადის პრინციპით მივუდგეთ. ანუ პირდაპირ პირში კი არ ვიტაკოთ:))))) ჯერ კარგად დავათვალიეროთ, მოვსიჯოთ. იქნებ რა გემო აქვს, იქნებ საწამლავია ლამაზად შეუთული ( 21- საუკუნე «შეფუთვის» საუკუნეა და ამ საქმეს ბევრი ვირტუოზულად აკეთებს).
    მეც ქეთევანივით გამოტაცა შენი პოსტის კომენტმა:)))) როგორც ჩანს, თემა ძალიან აქტუალურია:))))
    ამ ეპოქამ სრულიად ახალი ან განახლებული ცოდნის საოცარი საცავი გაგვიხსნა. იქ ყველა გემოვნების, სტატუსის, აზროვნების, ხასიათის ადამიანი იპოვის პასუხს ( თუ ეძებს, რასაკვირველია)ახლა მთავარია ყველამ თავისი გემოვნების შესაფერის «მარმელადს
    » მიაგნოს, მოსინჯოს და როცა დრო მოვა, როცა დარწმუნდება, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, მიირთვას.
    ამ თემაზე იმიტომ გავაგრძელე საუბარი, რომ ბევრი ადამიანია ჩემს ირგვლივ ( საქართველოში არ ვგულისხმობ), იმ ბავშვებივით «მივარდება» ხოლმე ყველანაირ სიახლეს, როლებმაც 15 წუთი ვერ მოითმინეს. და მერე რჩება გულგატეხილი, დეპრესიული იმიტომ რომ ეს ის არ აღმოჩნდა, რასაც ელოდა.
    და რადგან ჩვენთან ბევრი რამ მხოლოდ ახლა შემოდის და საზოგადოება ახლა ეცნობა აზროვნების განსხვავებულ მოდელებს, წარმატების მიღწევის სხვადასხვა ტექნოლოგიას, ძალიან მინდა, რომ ვინც ამ მიმართულებით გადაწყვეტს წასვლას, სწორი არცევანი გააკეთოს.
    დარწმუნებული ვარ, ამაში მათ შენი პოსტებიც დაეხმარება.

  9. გიორგი:

    ძალიან სასარგებლო პოსტია გიორგი, მადლობა ასეთი მონდომებისთვის. საქართველოში ბევრ ადამიანს გვესაჭიროება შენი პოსტების გადაკითხვა მაინც… მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს შენთან! ის ტრენინგები ხელახლა მოგვაწოდე, ვართ ისეთი ადამიანები რომლებმაც ვერ მოვასწარით ტრენინგების ნახვა… განა დანაშაულია? რატომ გვსჯით?

  10. ხატია:

    ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას. მადლობა რომ უკვე შევისწავლე ეს პრინციპი *IN LOVE*

  11. ხათუნა მელაძე:

    ძალიან საინტერესო პოსტია გიორგი,ანტილოპა და ლომი აქტუალურია ჩემთვის,….
    ვაფასებ შენს ღვაწლს ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის.

  12. კახა:

    უმნიშვნელო რამეც მნიშვნელოვანია. მოთმინება, მოთმინება, და კვლავ მოთმინება, კარგი იყო …………

  13. როინი:

    მართლაც კარგი, სასარგებლო პოსტია გიორგი. როგორც წესი, მიზანში ზუსტად ისვრი. ასეთი მაგალითები გამოაღვიძებს ბევრს. მაგრამ ვაი რომ ვისაც არ აინტერესებს, ის არც ნახავს. ზემოთ ნიკოლოზ ქავთარაძე კომენტ-ში მარკ ფიშერის წიგნზე წერს. რაღაცნაირად მენიშნა, კარგი შედარებაა. «მილიონერის საიდუმლო» ყველამ უნდა წაიკითხოს. გენიალურად წერს (არადა ყველაფერი გენიალური მარტივია)- «რაც უფრო ძლიერია ადამიანის ხასიათი, მით უფრო დიდი ძალა აქვთ მის აზრებს»; «ის, ვინც არ იცის, სად მიდის, როგორც წესი, ვერსად ვერ ხვდება»; «ხასიათი უდრის ბედს». და ამ ყველაფერს მარმელადის პრინციპიდან გავუგრძელებდი — «მიზანი + შთაგონება + მოქმედება = სულიერ სიმშვიდეს».

  14. დაჯი:

    ამ პოსტმა ძალიან დამაფიქრა და რამდენიმე წუთია ვფიქრობ მე როგორ მოვიქცეოდი ამ ბავშვების ადგილზე მათ ასაკში. მგონი გადავრჩი:) საინტერესოსთან ერთად ძალიან საჭირო პოსტია იმისვის, რომ დავფიქრდეთ ჩვენ რას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციაში. გამახსენდა ისეთი მომენტები, როცა უკეთესის მოლოდინით მომითმენია, ისეთებიც გამახსენდა როცა ვერ მოვითმინე და ვიჩქარე. მაგრამ აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ჩვენ ხომ წინასწარ გარანტიას ვერავინ მოგვცემს იმისას, რომ «ვინც მოითმენს ის მოგებს». ზოგჯერ უკეთესის მოლოდინში შეიძლება საერთოდაც დავაგვიანოთ. მადლობა, რომ ეს თემა ასე აქტუალურად დააყენეთ, «მარმელადის პრინციპი» საუკეთესო ცხოვრებისეულ მეთოდად შეიძლება ავიღოთ. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ბევრ საინტერესო პოსტს ველით თქვენგან 🙂

  15. ფრიდონი:

    მაგარია

  16. »…მთავარია, როდესაც ამოვა მზე, შენ მთელი ძალით გარბოდე.» მაგარი იყო (υ)

  17. თიუსი:

    ინსტიტუტუ დავამთავრე და შემომთავაზეს სამსახური რომელიც ძალიან არ მხიბლავდა,უარი ვთქვი მიუხედავად იმისა რომ თუ ამწინადადებაზე დავთანხმდებოდი საცხოვრებლად ჩემი ოცნების ქალაქში დავრჩებოდი,მაგრამ უარი ვთქვი იმიტომ რომ უკეთესის მოლოდინი მქონდა.შემდედ…შემდეგ იყო ორი დეპრესიით სავსე ცხოვრება ჩემი საყვარელი ქალაქიდან შორს, სამსახურის პოვნის იმედიც მეწურებოდა და ამდროს,მივიღე შემოთავაზება რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო,ხასიათსაც სხვანაირს ითხოვდა ეგ სამსახური,მაგრამ უმუშევრობით ისე ვიყავი შეწუხებული რომ დავთანხმდი ისე, რომ არც კი ვიცოდი როგორ უნდა მემუშავა.იქ უარესი სიტუაცია დამხვდა, გოგო არ უნდოდათ სამსახურში.მე კი დანებებას არ ვაპირებდი,გოგო ვარ მაგრამ თქვენზე მეტი შემიძლიათქო თავს ვიმშვიდებდი.იყო რთული ურთიერთობები,ლამაზი სიტუაციებიც.ვისწავლე ბრძოლაც ჩემი საქმის კეთებაც და ამასობაში გავიდა 14წელი.მყავს ოჯახი და იმ ოცნების განხორციელების საშუალებაც რომელიც მქონდა 14 წლის წინ.მადლობთ თქვენ რომ არსებობთ და გვამხნევებთ.

  18. ცირა:

    მიზანი + შთაგონება + მოქმედება = სულიერ სიმშვიდეს
    სასარგებლო პოსტია ნამდვილად… არასოდეს არ ვყოფილვარ სულსწრაფი, მე მირჩევნია დღევანდელ კვერცხს, ხვალინდელი ქათამი… ღარიბი არ ვარ, მაგრამ არც მდიდარი… მე მაინც მგონია, რომ მაკლია რისკი… ის, რომ უნდა მუდმივად ვიყოთ მოქმედებაში და არ უნდა მოვდუნდეთ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ მე მაინც მგონია გარემოც უნდა იყოს საღი, ჩვენს ქვეყანაში მიაღწიო რამეს შედარებით რთულია , ვიდრე ცივილურ ევროპულ ქვეყნებში…

Leave a Reply