მე ქალი ვარ

ქალი, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება

ისტორიაში არსებობენ ქალები, რომელთა გამოც მამაკაცები გმირობებს სჩადიან, ომებს იწყებენ, თავს სწირავენ, აკეთებენ უამრავ სისულელეს და უბრალოდ, "აღმერთებენ" მათ…

ამავდროულად, არსებობენ ქალები, რომლებიც თავს სწირავენ სიყვარულს, ხშირად კი უიღბლო და ცალმხრივ სიყვარულსაც… ასეთი ქალები მუდამ ჩრდილში რჩებიან და ხშირად მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობილი მათი არსებობის შესახებ, როცა ტრაგიკულ დასასრულამდე მიჰყავთ საკუთარი ცხოვრება…

რა აერთიანებს და განასხვავებს ამ ქალებს და რატომ ხდება, რომ ხშირად ის, ვინც მზადაა ყველაფერი გასცეს, სანაცვლოდ იღებს არაფერს და პირიქით?

ალბათ, შენც უამრავი თუ არა, ერთი ისტორია მაინც გქონია, რომელმაც დიიდიი კითხვის ნიშანი გააჩინა შენს ცხოვრებაში… რატომ? ან რატომ არ? რატომ მე? ან რატომ მე არ?

ბავშვობაში თითქმის ყველა ქალი ოცნებობს, გახდეს პრინცესა და "ფეხშიშველი" გაჰყვეს თავის პრინცს, რომელთან ერთადაც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს… ყველა ქალს უნდა, მისთვის გმირობებს სჩადიოდნენ და ამას მთელი სამყარო თუ არა, რამდენიმე დაქალი მაინც ხედავდეს და სადღაც, გულის სიღრმეში შურდეს მისი…

მერე კი ვიზრდებით და ვხვდებით, რომ ზოგჯერ პრინცები საერთოდ არ მოდიან, არც ცხენებზე და არც მანქანებზე ამხედრებულები… ხშირად კი საერთოდ, ფეხითაც კი არ მოდიან… smiley

მაშინ, როცა შენს მეზობელ „არც ისე გადასარევ და გულწრფელად რომ ვთქვათ, „რა მოსწონთ მასში“ გოგოსთვის რომელიღაც "პრინცმა" ლამის "ნახევარი სამეფო დათმოს"

ჰოდა, რა გაკლია შენ? რატომ არ მუშაობს შენთვის სამყაროს პრინციპი — რასაცა გასცემ, შენიაო, ან რა ვერ გაეცი ისეთი, რომ უკან აღარაფრით გიბრუნდება? რა იცის შენმა მეზობელმა ისეთი, რაც არ იცი შენ და რას აკეთებს ისეთს, რაც შენ დღემდე არა და არ გამოგდის???

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შენ ერთი მარტივი ჭეშმარიტება არ იცი და არ იცი მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის არასოდეს მოუციათ მზერის ეს კუთხე. ეს მარტივი ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ კითხვებზე პასუხები შენშია, შენ კი სულ ამაოდ გადაქექე მერამდენე ჟურნალი და პოსტი იმისათვის, რომ მიგეღო "10 რჩევა, რომელიც საოცნებო ქალად გაქცევს"

არადა საოცნებო ქალი შენშია და ის დაბადებიდან, ბუნებრივად ზის იქ, შენს გულში, მშვიდად და ელოდება, როდის მიხვდები და აღმოაჩენ მის არსებობას, როდის გახსნი მის უამრავ უნიკალურ შესაძლებლობას… შენ კი ცხოვრება ისე გაგყავს, ერთხელაც კი არ ეკითხები მას ამის შესახებ… ჰოდა, ახლა იცოდე — ქალი, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს და რომლისთვისაც მამაკაცები ამქვეყნად ყველა შესაძლებელსა თუ შეუძლებელს აკეთებენ, შენ გყავს ცხრაკლიტულში დამალული…

მოდი, ახლავე ერთად დავიწყოთ მისი გათავისუფლება…

16 აპრილს "ინტელექტიკა" სპეციალურად შენთვის ჩაატარებს უფასო ვებინარს — "მე ქალი ვარ"… მანამ კი მე, რამდენიმე დღის განმავლობაში, შენთან ერთად ყოველდღიურად განვიხილავ თითო საკვანძო მიზეზს, რომლის გამოც შენ ვერ ხსნი საკუთარ "ქალურობას", ვერ "ჩადიხარ" შენს ქალურ საწყისებთან და შედეგად, ვერ იზიდავ ვერც უფლისწულებს და ვერც…

მაშ, ასე — მიზეზი #1 — პრინცები არ ქორწინდებიან პრინცებზე!!!

მართალია, ბოლო დროის სტატისტიკა, ამ საკითხთან მიმართებაში, ცოტა შეიცვალა smiley, მაგრამ მოდი, ჩვენ შენს საოცნებო უფლისწულებზე ვისაუბროთ…

პრინცებს, როგორც წესი, უყვარდებათ პრინცესები, რომლებიც არიან — ქალები… და არა — ქალის ჰაბიტუსის მქონე მამაკაცები…

შესაძლოა, ახლა შენ გაგაკვირვა და ცოტათი გაგაღიზიანა ამ მიზეზმა, თუმცა თუკი კარგად დაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ საზოგადოება, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ, გამოხატულად პატრიარქალურია და ბავშვობიდან ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ იყო ქალი — ეს რაღაცით არა მომგებიანია, ამიტომ ქვეცნობიერად ვცდილობთ, შევეჯიბროთ და გავუსწროთ კაცებს და თუ ვერ გავუსწრებთ, მაქსიმალურად მაინც მივემსგავსოთ მათ — სოციალური სტატუსით, მიღწევებით და ა.შ. და ხშირად ისეც აღმოჩნდება ხოლმე, რომ მარტო "პასპორტის" არ-არსებობა თუ გამოგვარჩევს მათგან… რაც თავის მხრივ, მამაკაცებს კი არ იზიდავს, არამედ აფრთხობს — სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით…

ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ქალებისა და საკუთარი თავის აღქმის 2 სტერეოტიპული შეხედულება: ძლიერი და სუსტი ქალი… და ჩვენ, მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, მაქსიმალურად ვცდილობთ, გავექცეთ "სუსტი ქალის" იარლიყს და გადავინაცვლოთ "ძლიერი ქალების" ნუსხაში… არადა, ერთი მნიშვნელოვანი რამ გვრჩება მხედველობის ზონიდან — სინამდვილეში, ჩვენ ვერ ვხდებით "ძლიერი ქალები", ჩვენ ვხდებით "ძლიერი კაცები", რომლებსაც კაცები გაურბიან…

ძლიერმა ქალმა იცის, როგორ მიაღწიოს სასურველს, როგორ მოიყვანოს თავისი ფეხით ნებისმიერი კუთხიდან, ნებისმიერი პრინცი, როგორ მიიღოს მისი "სამეფოც" და როგორ გახდეს უძლიერესი "დედა-დედოფალიც"… ჰოდა, თუკი ახლა ყველაფერი გაქვს, საყვარელი მამაკაცის გარდა, რომელიც შენს გამო სასწაულებს სჩადის, შენ არ ხარ "ძლიერი ქალი", შენ "ძლიერი კაცი" ხარ… თუმცა ამაში არაფერია ტრაგიკული და ამის გამოსწორებაც საკმაოდ მარტივია — თუკი მიიღებ შენს "შინაგან ქალს" და დაიწყებ მის გამოვლენაზე მუშაობას…

დამიჯერე, მე გავდივარ გზას "ძლიერი კაციდან" — "ძლიერ ქალამდე" — და ეს პროცესი, თავიდან თუ ცოტათი უსიამოვნოა, დღითიდღე სულ უფრო და უფრო სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი ხდება… სულ მალე იგრძნობ, რომ ნამდვილი ბედნიერება და თავისუფლება იწყება მაშინ, როცა შენში აღვიძებ ქალურ საწყისებს და მაქსიმალურად გამოხატავ მას… სწორედ აქ იწყება თავგადასავლები, ამ დროს იზიდავ მაგნიტივით სასურველ მამაკაცს და ამ დროს ხდები ქალი, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს…

ამ მიზეზზე დაფიქრება მაშინაც ღირს, თუ შენ უკვე გაქვს ოჯახი, მაგრამ კმაყოფილი და ბედნიერი არ ხარ შენი ურთიერთობებით… სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირია ოჯახები, რომლებშიც სწორედ ამ, მუდმივად შეუმჩნეველი და შენიღბული მიზეზის გამო ხდება კონფლიქტები ცოლ-ქმარს შორის და ზღაპრული სიყვარულიც ფანჯრებიდან მიფრინავს ჩვენს ცრემლებთან და მოგონებებთან ერთად…

როცა ცოლი — "კაცია" და კაცურ საწყისებს მეტად ავითარებს, ვიდრე ქალურს, ქმარსა და მას შორის იწყება ქვეცნობიერი შეჯიბრი და პაექრობა — ემოციონალურ, მენტალურ, თუ უბრალოდ, მატერიალურ დონეზე… კაცი — ბუნებით გაცილებით ხისტია და ასე ვთქვათ, "რქებით" აწვება მეუღლეს და საკუთარ პოზიციას… თუ ძლიერი რქები აღმოაჩნდა, გაგთელავს და გადაგივლის — და სამწუხაროდ, ხშირად გვინახავს ქალები, რომლებიც ასეთი გათელვის მსხვერპლნი ხდებიან… თუ შენ აჯობე და "რქები მოამტვრიე", გადის დრო და თავად აღარ გაკმაყოფილებს ეს "რქებ-მომტვრეული" მამაკაცი, რადგან მას რქებთან ერთად ტყდება იმ საგმირო საქმეებისა და სასწაულების ჩადენის ძალა, თავდაჯერება და გამბედაობა, რაც შენს გამო უნდა ჩაედინა… ჰოდა, კვლავ შენ რჩები წაგებული და იმედგაცრუებული…

იყო ძლიერი ქალი, არ ნიშნავს, იყო შენი მეორე ნახევრისთვის ძლიერი მეტოქე — არამედ ნიშნავს იმას, რომ შენ ძლიერი "ფერდინანდის" ძლიერი მხედარი ხარ და ერთად თქვენ ვერაფერი მოგერევათ ამქვეყნად…

მოკლედ, დაფიქრდი და აირჩიე, ვინ გინდა იყო შენი მეუღლისთვის და თუ არ გაკმაყოფილებს დღევანდელი რეალობა, არც მაგაზე იდარდო, რადგან ამქვეყნად ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუკი საკუთარი თავიდან დავიწყებთ…

დღევანდელ პოსტს აქ დავასრულებ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და ჩვენ მომდევნო პოსტში განვიხილავთ კიდევ ერთ მიზეზსა და კონკრეტულ რჩევას, როგორ გახდე ძლიერი და თავისუფალი ქალი… ქალი, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს…

P.S. შეგახსენებ, რომ 16 აპრილს "ინტელექტიკა" სპეციალურად შენთვის ჩაატარებს უფასო ვებინარს — "მე ქალი ვარ"… მანამ კი, დაელოდე ჩემს ხვალინდელ პოსტს და ერთად მივმართოთ შენი რეალობა — შენი საოცნებო ცხოვრებისკენ…

P.P.S. გთხოვ, კომენტარებში გამოთქვა შენი მოსაზრება, რამდენად საინტერესო და აქტუალურია ეს თემა შენთვის და თუ არიან შენს გარემოცვაში ქალები, რომლებიც სწორედ ამ მიზეზით იტანჯებიან და ვერ ცხოვრობენ საოცნებო ცხოვრებით…

სიყვარულით, ნატა თვალაძე [NT]


Tags: , ,

24 комментария to “მე ქალი ვარ”

  1. ნინო:

    ჩემთვის ძალიან აქტუალურია ეს თემას და ძლიან დიდი მადლოა უნდა გადაგიხადო ამ პოსტისთვის და მომავალი ვებინარისთვის,,,, საერთოდ როგორც ვიცით ქალს და მამაკაცსაც დაბადებიდანვე ააქვთ საკუთარი კოდი,,, ქალური კოდი და მამაკაცირი კოდი,,,, (არა, არანაირი ეშმაკისეული და ნუმერული არ არის,),,ეს კოდი როგორც >>გენეტიკა»‘ ისეთ გავლენახს ახდენს და უფრო მეტსაც ადამიანის ცხოვრებაში,,,და მე ვფიქრობ უფრო მზაფრად ქართველე მამაკაცებსია ეს კოდი გააქტიურეული,,აბა დაუკვირდით ,,როდესაც ქართველ ქალს რაიმე სახით ამცირებენ ან ჩაგრავენ და მის გვერით ქართველი (ნამდვილი და არა <,გეი"") მამაკაცია ,,,რატომ იცავს ის მას? რატომ ესარჩლება? რატომ ააქვს მას საპასუხო რეაქცია ამ ქალის დამცირებისას? და ხშირად ისე ხდება რომ ამ კაცს არაფერი საერთო არ ააქვს ამ ქალთან,, , მინდა ვთქვა რო, ის მისი არც დაა ,არც მეუღლე,არც ნათესავი ,, , თუმცა ასეთ შემთხვევაში ხომ საერთოდ მხეცი ხდება მამაკაცი, ასეთ შემთხვევაში ეს ხდება მათ გაუცნოიერებლად. არ გქონიათ შემთხვევა რომ სულ უცხო მამაკაცს დაუცვია უცხო ქალი (ნამდვილი) ? და რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ მასში იმ დროს ის კოდი ახდენს გავლენას და მამაკაცის სახით ავლენს რეაქციას ,,ფაქტიურად ის საკუთარ დანიშნულებას იცავს ,,,, და ხომ ვერ მეტვით ზუსტად რა დროს ხდება ეს მოვლენა? იცით რა დროს?როდესაც მამაკაცი გრძნობს ნამდვილ ქალს,,,, როდესაც იმ ქალში მისი კოდის მაჩვენებელი არ არის მამაკაცის კოდს მიახლოებული,,,ზუსტად რომ ვთქვა არ არიან "'მამაკაცური ქალები"' ,,,არიან ბუნებრივი ქალები და აი რატომაც ხდებიან მათვის მამაკაცები გმირები და რატომ სცადიან გმირობას,, როდესაც ქალი ტავის კოდის ნიშნულს გადაცდება ის ვერ აკონტროლებს ურთიერთობას პარტნიორთან ,,და ემსგავსდება მამაკაცს,, და აი რატომ მოსდით უთანხმოება და ჩხუბი.დაფიქრეულხართ ამაზე…ეს ჩვენდა გაუცნობიერებლად ხდება ,, უბრალოდ ბუნება არ არ დაუსჰვებს ამისთანა რამეს რომ მამაკაცი (ქალ_მამაკაცს ვგულისხმობ) მამაკაცტან ჰარმონიაში შევიდეს,,,მე ამის მჯერა,,,ჰოდა ქალებო ,,ვიყოთ ბუნებრივები,ნუ გადავცდეით ამ ჩვენ ქალურ კოდს და გმირებიც გამოჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში,,, მოუსმინეთ ბუნებას და იყავით ბუნებასთან ჰარმონიაში,,,, მეც დიდი ხანი ვფიქროდი რომ ქალი მამაკაცის თანასწორია ,,ყველაფრით ,,,თუმცააააა,,,უკვე საკმაო ხანია ეს გავაცნოიერე,,,ვისწავლე,,გადავხედე ჩემს სეცდომებს და შედეგებს და ვისწავლე რომ ქალის ქალობა მის ბუნებრიობაშია ,,,, მის ქალურობაში,,,, მადლო გიორგი ამ თემის ასე მაშტაბურად გავრცობისთვის.. 🙂

  2. ნინი:

    დიდი ხანია ასეთი საინტერესო სტატია არ შემხვედერია კონკრეტულად ამ თემის შესახებ.. მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო დღის რჩევებს.საკმაოდ დიდია ასეთი ქალების რიცხვი ჩემს ირგვლივ და ბევრ კითხვაზე პასუხს ვერც მე ვცემ საკუთარ თავს.. დიდი მადლობა თქვენ ერთობ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებებისთვის.

  3. ნატა თვალაძე:

    მადლობა თქვენ, ნინი, რომ ჩვენთან ხართ, დიდი სიამოვნებით გელით ვებინარზეც 🙂

  4. ვერა:

    სრული სიმართლეა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ ძლიერი ქალ-კაცების 😀 პრობლემა გვაქ… სუსტი კაცები გვყავს მრავლად

  5. დიანა:

    საინტერესოა და ვეთანხმები, თუმცა, ამ სტატიაში ახალი არაფერი აღმომიჩენია.

  6. თეა:

    აქტუალური თემაა! ძალიან ძნელია ოქროს შუალედის პოვნა… როგორ ვიპოვოთ?! რომ არც გადათელილი იყოს ქალი — «ძლიერი რქებით» და არც რქამომტვრეული მამაკაცი უნდა ქალს მის გვერდით… როგორ ვიყო «0», რომელიც «1»-ს მარჯვნიდა ეწერება და «10»-ად აქცევს??? დიდი ინტერესით ველი შემდგომ პოსტებს და ვებინარს.რომელ საათზეა?

  7. სალომე:

    ამ ვებინარს, და საერთოდ ამ თემის გარშემო ტრენინგებს დიდი ხანია ველოდი!
    გაიხარე, გიო, რომ ამის დროც გამონახე! *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*
    რომ იცოდე, 16 აპრილი რა დღეააა!…

  8. თამარი:

    ნატა დიიიდი ხანია ამ თემაზე შეძლებისდაგვარად ვსაუბრობ, ჩემს აზრს გამოვხატავ , მაგრამ უმრავლესობის პასუხი ასეთია: ოოო, შენ გაგიმართლა და იმიტომ ამბობ მასე 😉

    დიდი სიამოვნებით დავპატიჟებ ჩემს ირგვლივ არსებულ ყველა ქალს. . .ყველას. . . მე არ მიჯერებენ იქნებ შენ დაგიჯერონ 🙂 ჩემო , ამ საქმისთვის დაბადებულო «ქალო»

    გეძახის შენი მისია

  9. თამარი:

    » გეძახის მისია » ხო ნატ? 🙂
    შენ ხარ ქალი რომლის მისიაც მგონი ეს არის 🙂
    ამაზე შენი ლამაზი ცხოვრებაც მეტყველებს.
    თუ ვინმეს ვიცნობ ყველას დავპატიჟებ ამ ვებინარზე. ჩემი არ ჯერათ და იქნებ შენ დაგიჯერონ 😉

    მიყვარხარ ცნობიერო «ქალო»
    მე ქართული ლექსიკონიდან «ქალბატონი» სიყვის ამოღების მომხრე ვარ.

  10. keti:

    Saintereso statiaa getanxmebit

  11. ნატა თვალაძე:

    თამუს ♥♥♥ გენაცვალე შენ :* :* :*

  12. nini:

    martlac rom dzalian sainteresoa,radgan arseboben martlac qalebis umetesoba vinc mistvis sasurvel bijs elodebian cxovrebashi da carmatebas ver axerxeben da mec vitvlebi mat shoris

  13. თაკო:

    ძალიან დიდი მადლობა პოსტის ავტორს, თითოეულმა ქალმა ვინც თვისი თავი იცნო ე.წ. ძლიერ ქალში,შესაძლოა ქვეცნობიერ დონეზე იცოდა მწარე სიმართლე, მაგრამ ამის ხმამაგლა გაჟღერება და რეალობასთან პირისპირ შეჯახება, სხვა რაკურსით დანახვა სწორედ რომ დროული იყო, რადგან ვისაც ჭეშმარიტად სურს ე.წ.ძლიერი კაცობიდან ძლიერ ქალობად ტრანსფორაცია აუცილებლდ გაიზიარებს პოსტის ავტორის მოსაზრებებს, იდეებს, კეთილ რჩევებს…პირადად მე გულწრფელად ვუხდი მადლობს დ ველი გაგრძელებას..

  14. ნატა თვალაძე:

    მადლობა თქვენ, თაკო, სიამოვნებით გელით ვებინარზე <3

  15. ნატა თვალაძე:

    ნინი, გელით ვებინარზე, ერთად დავიწყოთ სასიამოვნო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში 😉 <3

  16. ნატა თვალაძე:

    მადლობა, ქეთი, გელით ვებინარზე 😉 <3

  17. ნინო:

    მოუთმენლად ველოდები ვებინარს, იქნებ გავხდე ცოტა სუსტი 🙂

  18. მარი:

    ნატა, წავიკითხე და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეც ძლიერი კაცი ვარ,ამ მოსაზრებას კი მეტად მიმყარებს ის ფაქტი, რომ უკვე სამმა ძალიან ახლო მეგობარმა (ბიჭმა)მითხრა, -მარი ,რა ცუდია რომ ქალად დაიბადე, ძლიერი ხარ და ღრმა ანალიზი გიყვარს და ა.შ, კარგი მამაკაცი იქნებოდი! კომპლიმენტად ვერ მივიღე და შინაგანად პროტესტი გამიჩნდა, თუმცა სამეგობრო (დაქალები)მამშვიდებენ, მაგარი შეფასებაა რას წუწუნებო! 🙁 მოკლდ 16 ში მეც მოვივარ 🙂 სიამოვნებით მოვისმენ თქვენ აზრს, მივიღებ და ვეცდები გამოვიდე ნაჭუჭუდან. ვგრძნობ მე ვერ გავთავისუფლდი სტერეოტიპების, კომპლექსებისა და საკუთარი ბორკილებისგან. მინდა ვიყო ძლიერი ქალი! ხელპ…

  19. ნინო:

    ჩემთვის ეს თემა საინტერესოა და მნიშვნელოვანი, მაქვს ბევრი კითხვა რომელზეც პასუხს ვერ ვპოულობ, სიამოვნებით დაველოდები ვებინარს =)

  20. ნინო:

    ნატა უგრმესი მადლობა მეც ძლიერ კაცობას ვაპირებდი და უკვე აგარ მინდაა

  21. თამუნა:

    საინტერესო სტატიაა და პირველ რიგში მადლობას გიდით ამისთვის. შემდეგ კი მინდა სულ მოკლედ ჩემი ისტორია გიამბოთ 🙂 21 წლისამ ვიპოვე ისეთი მამაკაცი,რომელაც ახასიათებდა ყველა ის თვისება,რომ მეკითხებოდნენ იდეალური მამაკაცის კრიტერიუმები ჩამოთვალეო 🙂 თუმცა იმდენად ვიყავი სწავლაში და კარიერის მოწყობაში გადავარდნილი ვერც კი შევამჩნიე თანდათან როგორ შემიყვარდა. მე ყველა ის სასიამოვნო წუთი,განცდა სიხარული თუ გრძნობა განვიცადე, რაც კი ზღაპრულ «ლავ სთორებს» ახლავს თან,მერე მივხვდი რომ ეს საჩუქარი იყო და არანაირი კარიერისთვის ამ ძღვენზე უარი არ უნდა მეთქვა.გადავწყვიტე ამეღო ტაიმ-აუტი,23 წლისამ ოჯახი შევქმენი, უნივერსიტეტი დავამთავრე.24წლისას ულამაზესი შვილი და გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავს,ოჯახში ჰარმონია და სრული ბალანსია უფლება-მოვალეობების მხრივ.რაც შეეხება სწავლა-განათლებას,კარიერას და სამსახურს 25 წლიდან გავაგრძელებ,გავაგრძელებთ ასევე ოცნებების ასრულებას,ახლა უკვე ერთად. 🙂 … მე ვარ ძლიერი ქალი,მაგრამ მყავს საიმედო დასაყრდენი თუ სუსტად ვიგრძნობ თავს ოდესმე. ცხოვრება ხშირად გვთავაზობს სიურპრიზებს,გვაძლევს შანსებს და ჩვენ უნდა შევძლოთ «დავიჭიროთ წამი». ქალებმა ვიცოდეთ საკუთარი თავის,შრომის,მოვალეობის ფასი და «ვაიძულოთ» (ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით)მამაკაცები დააფასონ ჩვენი ღირსებები. P.s. მაპატიეთ თუ სიტყვა გამიგრძელდა 🙂

  22. ნატა თვალაძე:

    😀 ნინო <3 <3 <3

  23. ნატა თვალაძე:

    თამუნა, თქვენი კომენტარი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ბოლო პოსტის მიხედვით, ნამდვილი ქალი ხართ, რომელმაც შეძლო და დააბალანსა ქალური და მამაკაცური საწყისი… ამასთან, იცით, რომ გააგრძელებთ წინსვლას და თვითშეფასებაც ადეკვატური გაქვთ… სწორედ ეს არის ნამდვილი ქალის გზა და ძალიან მიხარია, რომ ბედნიერი ხართ… და ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენი «ნამდვილი ქალის ფორმულა» სწორია 😉 <3 <3 <3

  24. თამუნა:

    გაიხარეთ,თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით ჩემი პიროვნების ზრდაში 🙂 <3 <3 <3

Leave a Reply