«მენტალური საკანი» და «მაზოხიზმის კიბე»

დღევანდელი პოსტით მინდა ჩემს მიერ პერსონალურ განვითარებაში რამდენიმე წლიანი პრაქტიკის, დაკვირვებისა და გაკეთებული აღმოჩენების მცირე ანალიზი და შეჯამება შემოგთავაზო.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩემში საკმაოდ დაგროვდა, შეიძლება ითქვას დამწიფდა კონტენტი და სწორედ ამიტომ, გადავწვიტე დამეწერა "მენტალური საკნისა და მაზოხიზმის კიბის" შესახებ. ჩემი დაკვირვებით, სწორედ ისინი უჩენენ ყველაზე დიდ თავსატეხს ადამიანებს, უბრალოდ, ისინი იმდენად შენიღბულები არიან, რომ ადამიანების უმრავლესობა საერთოდ ვერ ამჩნევს მათ.

შენ ალბათ იცი, რომ ბოლო ერთი წელია, საკმაოდ მჭიდროდ ვმუშაობ ადამიანების ვიწრო სეგმენტთან, რომელთათვისაც პერსონალური განვითარება, #1 პრიორიტეტია. ჩვენ შევქმენით, საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა ერთობა, რომელსაც ვუწოდეთ "ვირტუოზების საზოგადოება" [ამაზე ცალკე პოსტს ვამზადებ, რომელსაც ამ დღეებში შემოგთავაზებ].

ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დამიგროვდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა, როგორ, რატომ და რისთვის ამოძრავებს ადამიანს. მაგრამ, მოძრაობაზე მკვეთრად, გამოიკვეთა ის ფაქტორები, თუ რა, როგორ და რატომ უშლის ადამიანს ხელს, თავისი ერთ-ერთი საკვანძო დანიშნულების, ანუ პერსონალური განვითარებისა და ბედნიერების განცდის რეალიზებაში.

ეს არის "მენტალური საკანი" და "მაზოხიზმის კიბე".

თუ ყურადღებით, ცნობიერ მდგომარეობაში წაიკითხავ ამ პოსტს და გულწრფელად მიუდგები ჩემს მიერ მოცემულ რეკომენდაციებს, შენ გაგიჩნდება შანსი, რომ სამუდამოდ მოგეხსნას ეს პრობლემა.

მაშ ასე, გადავდივართ საყოველთაოდ გავრცელებული მახის აღწერაზე, რომელსაც მე, "მენტალური საკანი" ვუწოდე.

"მენტალური საკანი"

"მენტალურ საკანს" რამდენიმე ბადრაგი ყავს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით იცავენ იმ პატიმარს, რომელიც ზის შიგნით. რა თქმა უნდა, ეს პატიმარი შენ ხარ, ხოლო, რაც შეეხება ბადრაგებს, ესენი არიან:

  • ემოციონალური ნაღმები.
  • ტოქსიკური რწმუნებულებები.
  • თვითიდენტურობა.

ისინი, სამივე მჭიდრო ურთიერთქმედებაში არიან, შეიძლება ითქვას, რომ ისინი კვებავენ ერთმანეთს. ასევე, სწორედ ისინი არიან "მაზოხიზმის კიბის" შემოქმედი "მშობლები", რომელზეც ამ პოსტის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ.

რა არის ემოციონალური ნაღმი?

ემოციონალური ნაღმი — ეს არის ჩვენი კურსის: "წარმატების ანბანის" ტერმინი და სინამდვილეში ნიშნავს იმ ფსიქოლოგიურ კვანძს, რომელიც სხვადასხვა სტრესული სიტუაციების გამო, ადამიანში ჩნდება და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ბუდდება.

ყველაფერი ჩვეულებრივი ემოციით იწყება.

მაგალითად: შვილის ცუდი საქციელის გამო სკოლის დირექტორმა დაგიბარა; ან შენმა ხელქვეითმა არ შეასრულა მნიშვნელოვანი ამოცანა; ან ქუჩაში მანქანამ დიდ გუბეში სწრაფად გაიარა და გაგწუწა და ა.შ.

თითქოს სიტუაციები სხვადასხვაა, შენი რეაქცია მათზე კი ერთია — შენ ღიზიანდები, ანუ ნეგატიურ ემოციას განიცდი. შენმა ორგანიზმმა, ისე, რომ საერთოდ არ ითხოვა შენგან არავითარი ნებართვა, ავტომატურად მოახდინა სიტუაციაზე რეაგირება და გაზარდა გაღიზიანების დონე.

რატომ მოიქცა ის ასე?

პასუხი თვალსაჩინოა: იმიტომ რომ შენ რაღაცას არასწორად აკეთებ, ის კი გეხმარება, იპოვო არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამომწვევი მიზეზი… შემდეგ კი ადგე და გამოასწორო.

მოკლედ, რომ ვთქვათ — რეალობა არ დაემთხვა შენს მოლოდინს და შენმა ორგანიზმა, ყოველგვარი ნებართვისა და ცნობიერი ჩარევის გარეშე, გადაგიყვანა ის აღგზნებულ მდგომარეობაში.

რატომ მოხდა ეს?

იმიტომ რომ ადგე, წახვიდე და რეალობა შენს მოლოდინს დაუქვემდებარო!

ემოცია — ეს არის ორგანიზმის ენერგეტიკული რეაქცია, როდესაც რეალობასა და მოლოდინს შორის შეუსაბამობა ჩნდება, ანუ ე.წ. კონგრუენტობა ირღვევა.

ემოციონალური რეაგირების დროს, ეს ენერგია ახდენს ფოკუსირებას და უზრუნველგვყობს მოქმედების [ან უმოქმედობის] მზადყოფნით. ამ პროცესების შედეგად, ორგანიზმში იცვლება სისხლის ქიმიური შემადგენლობა და მასში ხდება საჭირო ჰორმონებისა და სხვა ნივთიერებების გატყორცნა.

არსებობს რეაგირების ალგორითმი: როდესაც რაღაც გარე სტიმული ხდება, ჩვენ ვრეაგირებთ, ანუ გამოვყობთ ემოციას. ყოველივე ეს ხდება არა სტიქიურად, არამედ უმარტივესი ალგორითმის მიხედვით.

როგორ ჩნდება სიხარული?

თუ რეალობა დაემთხვა ჩვენს მოლოდინს, ან საერთოდ გადააჭარბა მას, ჩვენი ორგანიზმი ავტომატურად გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩვენ ვეძახით სიხარულს, ან აღფრთოვანებას.

ამონარიდი, კურსიდან: "წარმატების ანბანი"

როგორ ჩნდება მრისხანება? 

თუ რეალობა არ დაემთხვა ჩვენს მოლოდინს, მაშინ ჩვენი ქვეცნობიერის ოპერატიული განყოფილება, წამის მემილიონედში შეაფასებს შეგვიაძლია თუ არა გავლენა მოვახდინოთ და ჩვენს მოლოდინებს დავუქვემდებაროთ რეალობა. თუ ქვეცნობიერი მიდის დასკვნამდე, რომ ჩვენ შეგვიძლია მომხდარ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა, ანუ თუ ჩვენ ძლიერი თვითშეფასება და გრავიტაციული ველი გვაქვს, მაშინ მას ჩვენი ორგანიზმი მომატებული ენერგეტიკის რეჟიმში გადაჰყავს, რასაც ადამიანების უმრავლესობა ნეგატიურ ემოციებს უწოდებენ. არადა არავითარი ნეგატიური ეს ემოცია არ არის, საერთოდ ნეგატიური ემოცია არ არსებობს, არსებობს ნეგატიური პარადიგმა, რომელიც გრემლინის მეშვეობით შეფასებით იარლიყებს კიდებს ყველაფერს, რაც მისი ყურადღების არეალში ექცევა.

არადა ეს მდგომარეობა საკუთარი განზრახვით ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭიროა, იმიტომ რომ როდესაც რეალობა შორდება ჩვენს მოლოდინებს, ორგანიზმი აქტიურდება და გვაძლევს ენერგიას, რათა აღვადგინოთ წონასწორობა, რომელიც ჩვენს რწმუნებულებათა სისტემაში ბუდობს. რამდენად მართალია ჩვენი რწმუნებულება ეგ სხვა საქმეა, მაგრამ იმ მომენტში რახან გვაქვს მსგავსი მოლოდინი, ესეიგი ჩვენ დარწმუნებულები ვართ მის სისწორეში.

თუ აღზრდის მიერ მიღებული ცოდნიდან, ან შიშებიდან გამომდინარე, არ ვიყენებთ ორგანიზმის მიერ აღგზნებულობის დროს გამოყოფილ ენერგიას და ვახშობთ მას, ის ენერგეტიკულ მუხტად ბუდდება ჩვენს სხეულში და შედეგად ჩნდება ემოციონალური ნაღმი.

თითოეული ემოციონალური ნაღმი წარმოადგენს რომელიღაც შინაგანი რწმუნებულების თავისებურ საყრდენს და როდესაც ჩვენ ვცდილობთ ამ ტოქსიკური რწმუნებულების შეცვლას, სწორედ ამ წარსულში დაგროვილ ემოციონალურ ნაღმებს ვაწყდებით, რომლებსაც ძალზედ ღრმად აქვთ გადგმული ფესვები და მათ, ინტენეტში მოძიებული აფერმაციების გაუაზრებელი და მექანიკური განმეორებით ძვრასაც კი ვერ ვუზამთ.

ასევე, ემოციონალური ნაღმები და რწმუნებულებები მჭიდრო კავშირში არიან ჩვენს ფსიქო-კიბერნეტიკულ მექანიზმთან, ანუ თვითიდენტურობასთან.

ფსიქო-კიბერნეტიკული მექანიზმი მოქმედებს რეტიკულარულად აქტივირებად სისტემასთან ერთად, რომლებიც ერთად წარმოადგენენ კონტროლის სისტემას და ავრცელებენ იმპულსს ჩვენს მიღმა.

ამერიკელმა ბიზნესმენმა, მწერალმა და ტრენერმა, მულტიმილიონერმა, ჰარვ ეკერმა, ფსიქო-კიბერნეტიკულ სისტემას "თერმოსტატი" უწოდა. ჰარვ ეკერი წლების მანძილზე ეხმარება ადამიანებს "ფინანსური თერმოსტატის" გადაპროგრამებაში.

ის აცხადებს, რომ ფინანსური "თერმოსტატი" ყველას თავისებურად აქვს დამონტაჟებული. ვიღაცას 100 ლარზე, ვიღაცას მილიონზე, ვიღაცას საერთოდ ნულზე და სანამ ჩვენ მიზანმიმართულად არ ავდგებით და არ გადავაპროგრამებთ ამ "ფინანსურ თერმოსტატს", მანამდე არ შეიცვლება არაფერი. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ადამიანის თვითიდენტურობასთან დაკავშირებით. ანუ ვინც როგორ აღიქვავს საკუთარ თავს, სწორედ ისე მიეგება.

"თერმოსტატი" რა თქმა უნდა მეტაფორაა, მაგრამ მართლაც შესანიშნავად ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ფსიქო-კიბერნეტიკული მექანიზმი.

რა არის "თერმოსტატი"?

ის მონტაჟდება სახლში… დაუშვათ შენ აყენებ მას 25 გრადუსზე, და თუ ოთახში ტემპერატურა მოიმატებს და 25 გრადუსზე მაღლა ავა, თერმოსტატი ავტომატურად ჩართავს კონდენციონერს და ტემპერატურას კვლავ 25 გრადუსამდე დაიყვანს. თუ მაგალითად ტემპერატურა პირიქით დაიკლებს, თერმოსტატი უკვე გამათბობელს ჩართავს და ტემპერატურას კვლავ 25 გრადუსამდე აწევს.

აი რაღაც ამდაგვარი მექანიზმი გვაქვს ქვეცნობიერში, ანუ ფსიქო-კიბერნეტიკული მექანიზმი.

როგორც კი იწყებ რაღაცაზე ფიქრს ან კეთებას, რაც არ შედის შენი გავლენის ზონაში, შენი ფსოქო-კიბერნეტიკული მექანიზმი გზავნის ქიმიურ ნივთიერებას — ერთგვარ სიგნალს — რასაც ტვინი აღიქვამს, როგორც განგაშის ზარს, ანუ სიგნალს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ…

და რას ვგრძნობთ ამ დროს ჩვენ?

ამ დროს ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ დისკომფორტს, შიშს, სიზარმაცეს, შებოჭილობას, კომპლექსს, უხასიათობას და ა.შ. სინამდვილეში ეს ჩვენი ფსიქო-კიბერნეტიკული სისტემაა, სწორედ ის გვამყოფებს ჩვეულ კომფორტის ზონაში და არ გვაძლევს მკვდარი წერტილიდან გამოსვლის საშუალებას.

ნებელობითი ძალისხმევის შედეგად, რომც გამოხვიდე ჩვეული კომფორტის ზონიდან და რაიმე ახლის კეთება დაიწყო, შენი ფსიქო-კიბერნეტიკული სისტემა მაინც უკან დაგაბრუნებს, როგორც თერმოსტატის მაგალითში იყო მოყვანილი და ეს შენ უკვე მრავალჯერ განგიცდია.

გაიხსენე შენი ნებისმიერი ვოიაჟი, რაც კონკრეტული ქცევითი მოდელის შეცვლასთან იყო დაკავშირებული და მიხვდები რაზეც გესაუბრები. მაგალითად სიგარეტზე თავის დანებება, ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყება, საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ ჭამა და ა.შ.

ეს იმიტომ ხდება ასე, რომ შენი ფსიქო-კიბერნეტიკული მექანიზმი, მჭიდრო კავშირში იმყოფება შენს რეტიკულარულ სისტემასთან, ანუ შენ სწორედ იმ უარყოფითთან ხარ რეზონანსში, რასაც წლების მანძილზე აძლიერებდი და მის მოშორებას განსხვავებული და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება — მაგალითად კურსი: "წარმატების ანბანი".

შენივე სიტყვები გყიდიან შენ!

იცი, რომ სიტყვები, რომელსაც შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებ, პირდაპირ დემონსტრირებას ახდენს იმისა, რაც ხდება შენს შინაგან სამყაროში?

მე ხშირად ვიღებ სხვადასხვა ხასიათის წერილებს ჩივილებით. ამ წერილებში თავიდან მიდის გარემოებების აღწერა… აი, რაღაც მსგავსი ხასიათის:

  • ძალიან ბევრს ვმუშაობ და ცოტას მიხდიან.
  • სამსახურიდან გამათავისუფლეს.
  • ჩემი ქმარი ლოთია.
  • ჩემი უფროსი იდიოტია.
  • და ა.შ.

წერილების უმრავლესობა სწორედ ასე იწყება. ხოლო, შემდეგ კი ასე გრძელდება:

  • ამიტომ ცუდად ვარ.
  • გაღიზიანებული ვარ.
  • დეპრესიაში ვარ.
  • უბედური ვარ.
  • და ა.შ.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია აქ უჩვეულო, მაგრამ, თუ ყურადღებით დააკვირდები, შეამჩნევ, რომ ჩვენ აქ ლოგიკურ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. ფრაზის დასაწყისი და ბოლო, აბსოლუტურად არაკონგრუენტულები არიან, ანუ მათ შორის დარღვეულია ლოგიკური და გონივრული კავშირი.

ამის შემჩნევა ადვილი გახდება, თუ პატარა ექსპერიმენტს მივმართავთ და სხვადასხვა ვარიანტებს გადავანაცვლებთ. მაგალითად:

  • სამსახურიდან გამომიშვეს, ამიტომ მხოლოდ სტაფილოს ვჭამ.
  • ჩემი ქმარი ლოთია, ამიტომ მე ვუყურე ფილმს მატრიცა.
  • ჩემი უფროსი იდიოტია, ამიტომ მე ვჯდები დიეტაზე.

ყურადღება მიაქციე სხვისი ქცევის აღწერას მარცხენა მხარეს, მარჯვნივ კი შენს რეაქციას ამ ყველაფერთან მიმართებაში. პირველი ნახევარი აბსოლუტურად არანაირ გავლენას არ ახდენს მეორეზე. 

მოდი განვიხილოთ სხვა ვარიანტი:

  • კოსმოსში ცივა, ამიტომ მე ცუდად ვარ.
  • ადუღებული წყალი ცხელია, ამიტომ მე გაღიზიანებული ვარ.
  • წვიმის შემდეგ სოკოები ამოვიდნენ, ამიტომ მე დეპრესიაში ვარ.

ამ შემთხვევაში მარცხნივ ხდება გარემოებების აღწერა, მარჯვნივ კი შენი ემოციონალური რეაქცია — იგივე არჩევანი.

რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი სასაცილოდ ჩანს, არადა სინამდვილეში — სატირალია, რადგან ეს ყველაფერი ადამიანების [მათ შორის შენიც] ყოველდღიური ცხოვრებაა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანი ნამდვილ განცდებს აქსოვს ამ სიტყვებში… ის ქმნის მენტალურ კონცეფციებს და თავის ყოველდღიურობაში იყენებს იმას, რასაც, რომ ჩაუღრმავდეს და გაანალიზოს, ვერ დაასაბუთებს, იმიტომ რომ…

რაშია ამ მახის მიზეზი? მიზეზი შემდეგშია:

"მაზოხიზმის კიბე"

"ადამიანს, რომელიც ცნობიერად, თუ არაცნობიერად უარს ამბობს პერსონალურ განვითარებაზე, დაცემის შიში უქრება, რადგან დაცემულის დაგდება შეუძლებელია!" GT

ასევე, მინდა კიდევ ერთი ჩემი დაკვირვების შესახებ მოგიყვე. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ზრდა და განვითარება და სკოლისა და უმაღლესის დამთავრების შემდეგ, აღაც კი იხედებიან წიგნებისა და ტრენინგებისკენ, ერთი [და არა მხოლოდ ერთი] საერთო მახასიათებელი აქვთ. როდესაც ისინი იგებენ რაიმე მოვლენის ან ფაქტის შესახებ, ისინი ამ ფაქტს წარმოიდგენენ, შემდეგ კი ინტერპრეტირებენ, რომ თურმე შეიძლებოდა ეს ყველაფერი სხვაგვარადაც მომხდარიყო, ანუ არა ისე, როგორც უკვე მოხდა.

თუ ვიზუალურად წარმოვიდგენთ ამ ყველაფერს, დავინახავთ, რომ ადამიანი, მენტალურად, მომხდარზე ერთი საფეხურით მაღლა აყენებს საკუთარ თავს და იწყებს ნერვიულობას იმის გამო, თუ რა შეიძლება მომხდარიყო კიდევ ერთი საფეხურით მაღლა. აი სწორედ ეს არის "მაზოხიზმის კიბე".

მოდი მოვიყვანოთ მაგალითი:

  • საფეხური #1 [რეალობა]: "მე გამათავისუფლეს სამსახურიდან", არადა შემეძლო ვმდგარიყავი საფეხურზე #2: "მე არ გამათავისუფლეს სამსახურიდან".
  • საფეხური #1 [რეალობა]: "მე ცოტას მიხდიან", არადა შემეძლო ვმდგარიყავი საფეხურზე #2: "მე ცოტათი მეტს მიხდიან".

როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს არის ადამიანების გაღიზიანების მიზეზი. ისინი განიცდიან არა იმის გამო, რაც არის, არამედ იმის გამო, რომ თურმე შეიძლება უკეთესადაც ყოფილიყო.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს სურვილი აუხდება?

რა და ის კიდევ შემოახტება თავის საყვარელ "მაზოხიზმის კიბეს":

  • საფეხური #1 [რეალობა]: "მე არ გამათავისუფლეს სამსახურიდან", არადა შემეძლო ვმდგარიყავი საფეხურზე #2: "მე დამაწინაურეს".
  • საფეხური #1 [რეალობა]: "მე ცოტათი მეტს მიხდიან", არადა შემეძლო ვმდგარიყავი საფეხურზე #2: "მე ორჯერ მეტს მიხდიან".

მაზოხიზმის კიბე არ მთავრდება!!!

აქ კი ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: როგორღა და როდისღა უნდა იყოს ასე მოაზროვნე ადამიანი ბედნიერი? როდის უნდა დატკბეს ბუნების მშვენიერებით? როდის უნდა ჩაიძიროს თავისი საყვარელი ადამიანის გარემოცვაში ისე, რომ არ იფიქროს გადასახადებზე და პრობლემებზე? როდისღა უნდა დატკბეს თავისი შვილის პატარა, თუ დიდი მიღწევებით? როდის, როდის, როდის???

ასე რომ გამოდი "მენტალური საკნიდან" და ნუღარასოდეს ახვალ "მაზოხიზმის კიბეზე", არასოდეს შეედარო სხვას და მიიღე ის, რაც ხდება… მხოლოდ ასე შეძლებ ცვლილებების შეტანას ცხოვრებაში… აი ეს არის ვირტუოზული პარადიგმა. 

და თუ მართლა გსურს ამ სენისგან გათავისუფლება, ესეიგი შენ "წარმატების ანბანი" გჭირდება. გააფორმე ხელმოწერა >>>ამ დაგზავნაზე ახლავე<<< და მიიღე სპეციალური წინადადება, რომელიც, ხელმოწერის გაფორმებიდან, მხოლოდ 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.

"გიხაროდეს და მიიღე ყველაფერი, რაც ხდება ცხოვრებაში, რადგან სწორედ  ეს არის ცხოვრება!"

P.S. თუ მოგეწონა პოსტი, დატოვე კომენტარი, გაგვაცანი შენი აზრი "მენტალურ საკანთან" და "მაზოხიზმის კიბესთან" დაკავშირებით. როგორ უმკლავდები მათ? რა მეთოდებს იყენებ? ამ დღეებში ამ თემის კიდევ უფრო გავრცობას ვაპირებ, ამიტომ გაუზიარე ის მეგობრებს, დააჭირე მოწონებებს, გაზიარებებს, დატოვე კომენტარი… შენი უკუკავშირი პირდაპირი დასტური იქნება ჩემთვის, რომ მოგეწონა და მეც სიამოვნებით შემოგთავაზებ ამ პოსტის გაგრძელებას.

P.P.S. თუ აქტუალურია შენთვის ეს თემა, გამოიწერე ჩემი >>>უფასო ვიდეო-გაკვეთილი და სპეც-რაპორტი<<<, სადაც საკმაოდ სიღრმისეულად არის გაშიფრული ეს თემა.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT


Tags: , , ,

One Response to “«მენტალური საკანი» და «მაზოხიზმის კიბე»”

  1. ნიკა ქავთარაძე:

    ძალიან დიდი მადლობა გიო *IN LOVE* უძლიერესი პოსტია.
    ეს ნაწილი საკმაოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს: «როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანი ნამდვილ განცდებს აქსოვს ამ სიტყვებში… ის ქმნის მენტალურ კონცეფციებს და თავის ყოველდღიურობაში იყენებს იმას, რასაც, რომ ჩაუღრმავდეს და გაანალიზოს, ვერ დაასაბუთებს, იმიტომ რომ…»
    ეს კი ძალიან საინტერესოა, როცა ადამიანი არ არსებულზე ნერვიულობს: «როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს არის ადამიანების გაღიზიანების მიზეზი. ისინი განიცდიან არა იმის გამო, რაც არის, არამედ იმის გამო, რომ თურმე შეიძლება უკეთესადაც ყოფილიყო»
    ეს სიტყვები კი «გვირგვინია» ამ პოტის =) : «»გიხაროდეს და მიიღე ყველაფერი, რაც ხდება ცხოვრებაში, რადგან სწორედ ეს არის ცხოვრება!»»
    *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*

Leave a Reply