მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ იღებ სასურველს

მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოსტის შემოთავაზება მქონდა დღეს გეგმაში, გადავწყვიტე, შემეცვალა სტრატეგია, რის მიზეზსაც ახლავე აგისხნი.

ჩვენ სამი ნაბიჯი უკვე გადავდგით შენი გამარჯვებისკენ… მაგრამ ალბათ, გრძნობ, რომ შემოთავაზებული უნიკალური ტექნიკების მიუხედავად, რომლებიც, თუ გულწრფელად იმუშავე, აუცილებლად მოგცემდა ემოციონალურ უკუკავშირს, მაინც ვერაა რაღაც ისე, როგორც შენ გინდა.

შენ მიიღე უნიკალური ინფორმაცია, რომელშიც ერთი შეხედვით, არის გამოსავალი, მაგრამ სრულფასოვნად მაინც ვერ ახერხებ მათთან ეფექტურად მუშაობას. თუ იქნები გულწრფელი და აღიარებ, აუცილებლად აღმოაჩენ, რომ ზუსტად იგივე რამ ხდება, როდესაც სხვადასხვა სასარგებლო წიგნებს, ტრენინგებსა და ვებინარებს გადიხარ.

სწორედ ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ დღეს მთავარ და სიღრმისეულ საიდუმლოს ავხადოთ ფარდა, რომელიც წარმოადგენს იმ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც არ გაძლევს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის საშუალებას.

პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააცნობიერო, ის არის, რომ შენი მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაში არ არის და აქედან გამომდინარე, ვერც ჭარბი ინფორმაციის მიღებით შეძლებ პრობლემიდან გამოსვლას.

თვალსაჩინო მაგალითისთვის, დღევანდელი პოსტით, მინდა, ჩვენი ერთგული მკითხველის, ანას კომენტარს ვუპასუხო ვრცლად და ამით დავსვათ მთავარი წერტილი.

გუშინდელ პოსტზე ანამ შემდეგი კომენტარი დატოვა:

ძალიან საგულისხმო მეთოდია აღწერილი ამ პოსტში, მიზნის დაგეგმვა და თანამიმდევრობა აუცილებელია ოცნების რეალობაში გადმოსაყვანად, ამას კი ნებისყოფა სჭირდება და ფოკუსირება მიზანზე. მიზნის მიღწევასა და სურვილის ასრულების თემაზე ბევრი წიგნი წავიკითხე და ვებინარებსაც დავესწარი რუსულენოვან კოუჩებთან, მაგრამ რატომღაც ჩემი მიზნის მიღწევა ვერ შევძელი აქამდე. რაღაცას ალბათ არ ვაკეთებ ისე, როგოც უნდა იყოს, რომ მივიღო შედეგი, ან მართლაც და არის ისეთი რამ, საიდუმლო, რომელსაც ვერ ჩავწვდი და ვერ გადმომყავს რეალობაში ჩემი მიზანი, უფრო მიკვირს ის ,რომ ხშირად უკუშედეგსაც კი ვიღებ.

ამ კომენტარში ძალიან ბევრი ისეთი რამ იკვეთება, რის გამოც გადავწყვიტე ამ ვრცელი პოსტის დაწერა, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლიერებას გამოვხატავ ანას მიმართ.

როგორც კომენტარიდან ჩანს, ანა საკმაოდ დიდ ინფორმაციას იღებს "მიზნის მიღწევისა და სურვილების ასრულების" თემაზე… მაგრამ რატომღაც, საკუთარი მიზნების ასრულება მან ვერ შეძლო აქამდე. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ანას შემდეგი სიტყვები: რაღაცას ალბათ, არ ვაკეთებ ისე, რომ მივიღო შედეგი… ან მართლაც არის ისეთი საიდუმლო, რომელსაც ვერ ჩავწვდი… უფრო მიკვირს ის, რომ ხშირად უკუშედეგსაც კი ვიღებ…

ამ პოსტში შევეცდები, ამომწურავად ვუპასუხო ანას კომენტარს და ამით მოვახდინოთ ადამიანების უმრავლესობის პრობლემის ყველაზე სიღრმისეული და ცენტრალური მიზეზის იდენტიფიცირება… რათა ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, თუ სად უნდა ვთხაროთ.

ადამიანი ჩარჩოში

შენ, ალბათ, გსურს, რომ მეტს გამოიმუშავებდე, გქონდეს ჰარმონიული და დაბალანსებული ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, სიყვარული და გაგება სუფევდეს შენს ოჯახში, იყო ჯანმრთელი და გქონდეს მეტი ენერგია შემოქმედებისა და განვითარებისათვის…

ალბათ, არ არსებობს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც არ უნდა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი… შენ გინდა და გარკვეულწილად, მზადაც ხარ… მაგრამ! რაღაც გაფერხებს.

ალბათ, მომგებიანია, იფიქრო [და უმრავლესობა ასეც ფიქრობს], რომ გამოსავალი ინფორმაციის ფლობაშია, მაგრამ ეს მთალად ასეც არ არის. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა — მთავარი.

თუ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობ რაღაცის შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოგდის, ამ პრობლემის საკვანძო მიზეზს — არა რაღაცის არ ცოდნა და ინფორმაციის ნაკლებობა, არამედ პირიქით — შენი ცოდნა წარმოადგენს!

ცოდნა იმის შესახებ, როგორცაა რაღაც მოწყობილი — შენი რწმუნებულებაა — სტერეოტიპული და შემზღუდველი რწმუნებულება.

ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ხელს უფრო ადვილად დათმობს, ვიდრე საკუთარ სტერეოტიპულ რწმუნებულებაზე იტყვის უარს!

"იქონიეთ სიმამაცე — შეცვალოთ თქვენი რწმუნებულებები!" © ირვინ იალომი

მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნეები სააუკუნეების მანძილზე გადმოგვცემენ და პირადი მაგალითით ამტკიცებენ, რომ — სამყარო უნიკალური შესაძლებლობებითაა სავსე. სამყაროში არ არსებობს შეზღუდვა. აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა თავშია!

ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია სირაქლემის პოზაში ცხოვრება, არადა სამყარო ეუბნება მათ: "მეგობარო, აჰა, აიღე… შენ იმსახურებ ამას!" ის კი პასუხობს: "კი მაგრამ…"

გახსოვდეს, ყველაფერი, რაც მოყვება სიტყვას "მაგრამ" — ეს არის შეზღუდვა [მაგრამ, რატომღაც, საკუთარი მიზნების მიღწევა ვერ შევძელი აქამდე! — ანა]

შემზღუდველი რწმუნებულება ჩრდილავს შესაძლებლობას… უფრო სწორედ — ყლაპავს!

ახლა კი, მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, სადაც მჟღავნდება შემზღუდველი რწმუნებულება:

საქმის გადადება. შენ ნათლად აცნობიერებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგა, მაგრამ ნაცვლად ამისა, შენ "ხვალისთვის" დებ საქმეებს და არამნიშვნელოვანი მოქმედებებით ირთობ თავს.

წამოწყებული საქმის მიტოვება. შენ საკმაოდ იოლად და ენთუზიაზმით იწყებ ახალ პროექტებს, მაგრამ როგორც წესი, არ მიგყავს ისინი ლოგიკურ დასასრულამდე.

არ გამომივა. შენ განიცდი შიშებს და არ არსებულ "ბზარებს" ეძებ ახალ შესაძლებლობებში.

ეჭვი. ხშირად შენ არ გჯერა საკუთარი ძალების. ფიქრობ, რომ — ეს შენთვის არ არის.

დანაშაულის გრძნობა. ხშირად შენ განიცდი დანაშაულის გრძნობას და თვლი, რომ — არ იმსახურებ ამას.

უხილავი კედელი. შენ გსურს მეტის მიღწევა. მაგრამ! თითქოს უხილავი კედელი აღიმართება ხოლმე შენს წინ და მიუხედავად სასოწარკვეთილი მოქმედებისა და ბრძოლისა, შენ ვერაფრით ახერხებ ამ კედლის განგრევას.

იმედგაცრუება. სერიოზული მცდელობებისა და ბრძოლის შემდეგ, შენ იმედები გიცრუვდება და ხელებს უშვებ.

ემოციონალური კარუსელი. აქტიური საქმიანობის პერიოდს ხშირად ფრუსტრაცია და შინაგანი სიცარიელე ანაცვლებს, როდესაც შენ აბსოლუტურად არაფრის კეთების სურვილი და თავი აღარ გაქვს.

შინაგანი კონფლიქტი. შენ ხშირად აცნობიერებ, რომ უცბად ინტენსიურ შინაგან დიალოგში შედიხარ საკუთარ თავთან, სადაც — ერთი ნაწილი აკრიტიკებს და სასტიკად განიკითხავს მეორეს.

"რწმუნებულებებს ერთი უცნაური თავისებურება ახასიათებთ… ისინი ხლართავენ და ართულებენ ჩვენს ცხოვრებას, არ გვაძლევენ რა მოქნილობისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, მაგრამ ასევე, ისინი წარმოადგენენ ჩვენს სულიერ ჩონჩხს… და თქვენ გიცდიათ ჩონჩხის გარეშე სიარული?" © ტიბორ ფიშერი

ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა:

  • შესაძლებელია შემზღუდველი რწმუნებულებებისგან გათავისუფლება, რომლებიც გვაფერხებენ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?
  • შესაძლებელია საკუთარი ტვინის ცნობიერად გადაპროგრამება და ძველი შემზღუდველი რწმუნებულებების ახლებით ჩანაცვლება?
  • შეიძლება, ცვლილების პროცესი იყოს შედარებით იოლი და უბრალო, თუ აუცილებლად უნდა ვიწვალოთ და ვიტანჯოთ?

თითოეულ კითხვაზე ვუპასუხებ ურყევი დამაჯერებლობით:

კი! შესაძლებელია! უბრალოდ, იმ შემთხვევაში, თუ გამოვიყენებთ სწორ მეთოდს, რომელიც დროისა და კონკრეტული ადამიანების მიერ არის შემოწმებული, რომელი ადამიანებიდანაც ერთ-ერთი — მე ვარ!

ახლა კი, მოდი, შევხედოთ რწმუნებულებებთან მუშაობის ტრადიციულ მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ ფსიქოლოგობი და სხვადასხვა ტრენერები საქართველოში.

1. გააცნობიერე შენი შემზღუდველი რწმუნებულებები;

2. სანაცვლოდ მოიფიქრე პოზიტიური მტკიცებულება;

3. დაიწყე ყოველდღიური ვიზუალიზირება და ვერბალური გამეორება [აფირმაცია].

ალბათ, შენც გიცდია ასეთი მიდგომა [მე მრავალჯერ] და მზად ვარ ვიწინასწარმეტყველო, რომ სრული ფიასკო განიცადე.

იცი, რატომ?

ამის სამი საკვანძო მიზეზი არსებობს:

1. ყველაზე ძლიერი რწმუნებულებები ჩვენი არაცნობიერის სიღრმეში ცხოვრობენ. ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენს მიერ მიღებულ ან მისაღებ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ისინი არაცნობიერში არიან, ჩვენ უბრალოდ, ვერ ვაცნობიერებთ მათ. ტრენერების უმრავლესობა არ თუ ვერ ითვალისწინებს ამ საკვანძო მომენტს.

2. ძლიერი რწმუნებულება აუცილებლად ძლიერ ემოციასთანაა კავშირში და შეუძლებელია, გაანეიტრალო რწმუნებულება, თუ არ გადაჭრი "ჭიპლარს" შენს რწმუნებულებასა და მის მშობელ ემოციას შორის.

3. რწმუნებულების გრძელვადიანი ჩანაცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ცვლილება ბევრად უფრო ღრმა, ცენტრალურ დონეზე ხდება, ვიდრე იმყოფება თავად ეს რწმუნებულება. ეს არის "მე-კონცეფცია" იმისა, როგორც შენ აღიქვამ საკუთარ თავს. სხვა სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი რწმუნებულება და ემოცია — შენი პიროვნების ნაწილი გახდეს.

"რწმუნებულებები ზღუდავენ ჩვენს ტერიტორიას. ჩვენ ვებღაუჭებით მათ და ვერ გავდივართ ჩიხიდან… ჩვენ თავად ვქმნით გალიას და შემდეგ ვიჯერებთ, რომ ის რეალურია. სინამდვილეში, ჩვენ გვზღუდავს მხოლოდ ის, რაშიც დავარწმუნეთ საკუთარი თავი. თითოეული ადამიანი თავად განსაზღვრავს, თუ რა სიღრმეზე იცუროს და შედეგად, ცხოვრებისგან იღებს იმას, რაც შეუკვეთა!" © ენდრიუ მეტიუზი

მე შევქმენი 21 დღიანი, საავტორო ონლაინ-ტრენინგი: "მე-კონცეფცია" ვინ ვარ მე და როგორ შევიყვარო საკუთარი თავი? სადაც ჩვენ, 21 დღის განმავლობაში, ამომწურავად ვიმუშავებთ შემდეგი მიმართულებით:

ეს არის გზა, რომელიც იძლევა პასუხს კითხვაზე: რატომ არ აქვს აზრი ინფორმაციის მიღებას და რატომ არ იცვლება არაფერი, მიუხედავად სერიოზული მცდელობებისა და ბრძოლისა?

სანამ არ მოახდენ ცვლილებას ყველაზე სიღრმისეულ დონეზე, შენს "მე-კონცეფციაში", მანამ ვერ შეძლებ განსაკუთრებული ცვლილებების მოხდენას ცხოვრებაში და ნებისმიერი ცვლილება ძალიან ახლო და თითქმის იდენტური იქნება შენი წარსული გამოცდილებისა, რადგან ის, როგორიც შენ დღეს ხარ და რაც გაქვს, შენი რწმუნებულებების პირდაპირი და მთავარი დამსახურებაა.

ყურადღება!

შენ ალბათ უკვე იცი, რომ 23 ივნისს, "ინტელექტიკა" იწყებს 21 დღიან, უნიკალურ ონლაინ-კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს],

"მე-კონცეფცია"

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი?

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი კურსი, რაც კი "ინტელექტიკას" აქამდე შეუქმნია.

ბუნებრივია, 3 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ – 200 ლარი. დიახ, დიახ – 21 დღიანი კურსი, სულ რაღაც 200 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 22 ივნისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ – 23 ივნისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მოემზადო და კარგად განეწყო კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ – იაქტიურე.

ახლა კი, გადადი ამ ბმულზე და გაეცანი ჩვენი 21 დღიანი, უნიკალური ტრენინგის პროგრამას >>> http://self.inteleqtika.biz/

P.S. გული მიგრძნობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას, სასწაულ გადატრიალებას მოახდენენ ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ უდიდეს სიტყვას იტვიან საქართველოსა და მთლიანად, მსოფლიოს გაუმჯობესების საქმეში.

მე მჯერა, შენ შეგიძლია – დაიჯერე შენც!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


10 комментариев to “მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ იღებ სასურველს”

  1. მართალი ხართ გიორგი,ეს არის ნეგატიური პარადიგმა-მხოლოდ ცოდნა და უმოქმედობა,უფსკრული ცოდნასა და ქმედებას შორის.აუცილებლად ვიმოქმედებ თქვენი პოსტების თანახმად.

  2. ლევანი:

    ჩემთვის ძალიან ნაცნობ და გამოცდილ საკითხს შეეხე გიორგი. შენს სიტყვებში ჩემი თავი ამოვიცანი. აი თუნდაც ,, შენ საკმაოდ იოლად და ენთუზიაზმით იწყებ ახალ პროექტებს, მაგრამ როგორც წესი, არ მიგყავს ისინი ლოგიკურ დასასრულამდე.» სწორედ რწმუნებულებები არ მაძლევს ბევრი ისეთი საქმის გაკეთების საშუალებას რომლის გაკეთება არათუ გამოსადეგი არამედ პროცესიც კი სასიამოვნოა ჩემთვის,მაჰრამ ღატომღაც თითქმის ყვეკა წამოწყება ან კვდება ან ,,ორშაბათამდე» გადადის. მადლიერი ვარ გიორგი ასეთი სიღრმისეული პოსტისთვის.

  3. ინგა:

    ამომწურავად არ მაქვს გააზრებული რწმუნებულებები,მაგრამ ძალიან მაქვს სურვილი აღმოვაჩინო ჩემს თავში …..გიორგი მართლაც რომ შესანიშნავი პროექტია….გავაკეტე ეს პოსტებიც…..ეხლა მაინტერესებს რატომ მაქვს შიში იმისა ვაითუ ვერ შევძლო,,ისიც ვიცი,რომ შევზლებ ,მაგრამ რაგაც მბოჭავს,,,ფული არაფერ შუაშია….რაგაცას მოვიკლებ,,ეს პრობლემაა არაა ჩემთვის..შიში მაქვს,ან სირცხვილი გრძნობა ვაითუ ვერ გავაკეთებ…და კიდევ გავიარო ეს კველაფერი და ცხოვრებაში ვერ განვახორციელო…იცი ეს ყველაფერი რომ დავწერე ამ წუტას მივხვდი რომ აუცილებლად უნდა შემოგიერთდეთ,,,,არა ძალიან მჭირდებით,,,,

  4. ეს ყველაფერი ჩვეულებასაც ჰგავს,ვეჩვევით იმას რასთან ერთადაც გავიზარდეთ,როგორებათ აღვიქვავთ თავს და ჩვენს შესაძლებლობებს,ყველაზე ძნელი კი სწორედ ჩვევის შეცვლაა,ამიტომ დიდი ნებისყოფით უნდა შევუდგე პრაქტიკულ სამუშაოს,და საწყისი წერტილიდან ვიწყებ ხელახალ შენებას,უკვე იმ პიროვნების,ვინც მინდა.

  5. შალვა:

    პირადად ჩემში პოზიტიური ცვლილებები მაშინ დაიწყო როდესაც გადავაბიჯე საკუთარ შემზღუდველ რწმუნებულებებს. ჩემს შემთხვევაში ეს იყო საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები. ვერცკი წარმომედგინა როგორ უნდა მივსულიყავი ნებისმიერ უცხო მანდილოსანთან, ვინც კი მომესურვებოდა და ნებისმიერ თემაზე დამეწყო საუბარი. ჩემს ასეთ გაუბედავობას და სიმორცხვეს გენეტიკას და აღზრდას ვაბრალებდი. ამავდროულად, მაშინ როცა არ მქონდა არანაირი ურთიერთობა არავისთან, მეგონა რომ ფიზიკური აღნაგობის ბრალი იყო, საკუთარი თავის კომპლექსები მქონდა, ვფიქრიოდი რომ გარეგნულად არ მოვწონდი გოგოებს.როდესაც გავეცანი ლიტერატურას ურთიერთობების შესახებ, ერთ-ერთ მათგანში ეწერა ასეთი რამ: ნუ დააბრალებ საკუთარ წარუმატებლობას ურთიერთობებში მშობლებს,საკუთარ თავს,ნუ ჩათვლი რომ ეს ყველაფერი გენეტიკის ან სხვა რამის ბრალია, უბრალოდ შენთვის ეს არავის უსწავლებია! მე ვისწავლე ურთიერთობები, დავრწმუნდი რომ გარეგნობა არაფერ შუაშია. პირველად როცა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდა გადავწყვიტე 40 წუთზე მეტი ვფიქრობდი მივსულიყავი თუ არა და გამოვლაპარაკებოდი გოგოს. როგორც იქნა გავბედე,რაღაც ორი სიტყვა წავილუღლუღე, ვკანკალებდი მაგრამ მაინც გავბედე 😀 შედეგს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. აი მაგ დღიდან დავიწყე ახალი ცხოვრება, გავლაღდი, არამხოლოდ ურთიერთობებში გამეხსნა შესაძლებლობები, არამედ ყველაფერში. ჩემი თავის რწმენა ვიპოვე,(და არა დამიბრუნდა)! სულ სხვა სამყარო აღმოვაჩინე. ჩემთვის ვინმეს რომ მოეტანა წიგნი და ეთქვა აი აქ ყველაფერი წერია ურთიერთობებზე, აქ ყველაფერი წერია იმაზე რაც შენ გსურს, უბრალოდ არ წავიკითხავდი, რომც წამეკითხა და ძალიანაც მომწონებოდა «ჯიბრით» არ შევასრულებდი იქ მოცემულ რჩევებს და იცით რატომ? იმიტომ რომ «სხვამ» სულ სხვა ადამიანმა მომიტანა ეს და მიღწეული წარმატებაც იმ «სხვას» დაბრალდებოდა. ეს იყო ჩემი კიდევ ერთი შემზღუდველი რწმუნებულება. მე ჩემით მივაგენი (და ვთვლიდი რომ შემთხვევით) ისეთ წიგნებს რომლებმაც შემცვალეს უკეთესობისკენ. ახლა კი ცნობიერად ვიცი რომ, როცა ვინმე ენთუზიაზმით მეუბნება რამეზე კარგიაო, ღირს გემო გაუსინჯო. და თუნდაც შინაგან წინააღმდეგობას ვგრძნობდე «არა, არგინდა, თავი დაანებე, მერე სულ უნდა გაყვედროს რომ მე გაგასინჯე», ცნობიერად და გამიზნულად მაინც ვცდი. მაგალითად მე ეხლა თვალდახუჭული ვენდობი გიორგის (მაგრამ 1% ეჭვი მაინც მეპარება ქვეცნობიერად, იქნებ საკუთარი მიზნებისთვის უნდა ჩემი გამოყენება, იქნებ სადღაც სექტაში უნდა ჩემი ჩათრევა 😀 , ცოტა ფრთხილად იყავი) ესენია ჩემი შემზღუდველი რწმუნებულებები რომლებზეც ჩემი ცნობიერით ვიმარჯვებ. ალბად უმეტესობა ადამიანების ასეა, არუნდათ სხვებისგან ისწავლონ და ამიტომ ვერ აღწევენ წარმატებას =)

  6. ელენე:

    აზრები ,ფიქრები და რწმუნებულებები,რომელთა გავლენითაც ყალიბდება ჩვენი პარადიგმა,ჩვენი თვალთახედვის და აღქმის არეალი.საზღვრები ჩვენი შესაძლებლობების,უფრო სწორედ საზღვრები ,სადაც გამომწყვდეული გვყავს საკუთარი შესაძლებლობები..კიდევ ერთხელ უბრუნდები ჩემს საყვარელ ფრაზად ქცეულ სიტყვებს»ჩვენ ვხედავთ სამყაროს არა ისე ,როგორიც არის,არამედ როგორებიც ვართ ჩვენ».სწორედ იგივეს ვიტყვი ჩვენს შესაძლებლობებძზე..ადამიანი თავად აგებს საკუთარი თავის გარშემო ღობეებს, მთელი რიგი «არ შეიძლება», «არ შემიძლია»- საგან. შემდეგ კი იჭყიტება ამ ღობიდან და შურს მათი, ვინც თავისუფალია! © ალექსანდრ სვიაში…ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ტრენინგი,რომ შენი დახმარებით ჩავიდე ჩემი პარადიგმის სიღრმეებში და მოვახდინო იკ ის საბაზისო ცვლილებები,პირველ რიგში აღმოვაჩინო დაავადების ფესვები ,და შემდეგ აღმოვფხვრა ..შევქმნა ახალი პარადიგმა ,რომლეიც არათუ შემზღუდავას არამედ პირიქით დამეხმარება საკუთარი თავისა მაქსიმალურად რეალიზებაში…ბევრი ცვლილება მოხდა ჩემში იმ მცირე პერიოდში რაც ინტელექტიკა აღმოვაჩინე…მე დავიჯერე სასწაულების თქვენთან ერთად <3 მიყვარხართ

  7. თიკა:

    გიორგი, ძალიან საინტერესო პროექტს იწყებთ ნამდვილად, უბრალოდ აღნიშნიშნულ საათებში ფიზიკურად ვერანაირად ვერ მოვახერხებ, რომ შემოგიერთდეთ. იქნებ იყოს შესაძლებელი ტრენინგის ჩანაწერების მაგალითად ელ. ფოსტაზე გამოგზავნა?

  8. ცისანა:

    რწმუნებულებეს რაც შეეხება მართლა მაქვს შესაცვლელი..ჩემი ლოაილური ხასიეთის გამო საქმე ბევრჯერ გამიფუჭებია და მერე მივმხვდარვარ რომ ,საქმეს არ უყვარს და არ უხდება ლოიალურობა.საქმეში არსებოს ორი სიტყვა ან კი ან არა.საქმეს არ უხდება გადადება და პერიოდულობა.საქმეს რომ დაიწყებ ის ბოლომდე უნდა მიიყვანო და ახალი ისე უნდა დაიწყო,ამას უნდა აკეთენდე სისტემატიურად.ვისწავე მოთხოვნა,რომელიც ძალიან მიჭირდა და ჯერ კიდევ მიჭირს,მაგრამ სასწაული შეგრძნებაა რასაც ითხოვ სწორედაც რომ ის გაქვს…..ახლა მაქვს ზუსტად ის პერიოდი როგორ მივიღო ყველაფერი სრულად რაც მინდა,რთულია მაგრამ ამას მე აუცილელად გავაკეთებ..
    მე მოვხვდები ამ ტრენინგზე და ყველაფერს რასაც ვისწავლი ცხოვრებაში გამოვიყენებ,რათა სხვასაც ვასწავლო….

  9. ia:

    ai kidev erti agmochena sakutar tavshu! elenesgan gansxvavebit,me ki vagwev mizans,magram es mizani an kraxit mtavrdeba,an ise ar aris rogorc me minda da yoveltvis michndeboda kitxva sakutar tavtan,ra iyo amis mizezi.zustad vicodi rom sakutari piqris da qmedebebi iyo,magram konkretulad ra,ai amas ver vxvdebodi da ai es mizezic vipove am postis meshveobit.,,rwmunebulebebs erti ucnauri tavisebureba axasiatebt…isini xlartaven da artuleben chvens cxovrebas»! zustad is rwmunebulebebi,echvi da shishi mixlartaven im gzas,romelsac bolomde mivyavar miznis bolomde,romelma mizanmac unda momanichos sruli bednierebis gancda! bednieri var,rom vipove chemshi es,madlobeli var giorgi sheni,rom momeca amis sashualeba.saswaulia samyaro da misi kanonzomiereba rom sachiro dros gvedzleva shansi imistvis rom gamoviyenot tuki amas davinaxavt! madloba upals,madloba giorgis da madloba samyatos yvelapristvis!

  10. ნატა თვალაძე:

    თიკა, ვებინარის ჩანაწერები გაკეთდება და ყველა მონაწილეს გადაეცემა, ასე რომ, თავისუფლად შეგიძლია, შემოუერთდე ჩვენს ჯგუფს <3

Leave a Reply