ნამდვილი ქალის ფორმულა

აიი, დადგა ჩვენი პოსტების სერიიდან — "მე ქალი ვარ" — ბოლო, დასკვნითი პოსტის დროც…

წინა პოსტებში გამოვიყვანეთ ქალთა ტიპები და დავინახეთ, თუ რატომ ვერ იზიდავს თითოეული მათგანი გვერდით ძლიერ მამაკაცს… თუ შენ ჯერ არ წაგიკითავს წინა პოსტები, მაშინ უცებ გადადი ქვემოთ მითითებულ ბმულებზე, გაეცანი მათ და მერე შემოგვიერთდი, რომ ერთად საზეიმოდ გამოვიყვანოთ ნამდვილი ქალის ფორმულა… ქალის, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება…

პოსტი #1 >>

პოსტი #2 >>

პოსტი #3 >>

პოსტი #4 >>

პოსტი #5 >>

ახლა კი დავუბრუნდეთ დღევანდელ პოსტს და პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ საკუთარ თავს ვუთხრათ სიმართლე! არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიმართლე მოგვეწონება თუ არა, ჩვენი ეგო დაეთანხმება თუ არა, სიმართლე ხომ იმიტომაა სიმართლე, რომ ჩვენი მოსაზრებებისა და დადასტურებების გარეშეც მართალია cheeky

ჰოდა, აი, საკვანძო სიმართლეც, რომელზეც შეიძლება გიფიქრია, ან არც კი გიფიქრია:

ძლიერ კაცებს ვქმნით ჩვენ და მხოლოდ ჩვენ და თუკი დღეს შენს გვერდით არ დგას, შენი წარმოდგენით, ძლიერი მამაკაცი, ე.ი. არ იცი, რას ნიშნავს, იყო ნამდვილი ქალი… ქალი, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება!!!

სულ რომ ამ სიტყვების მთქმელის კოცონზე დაწვა მოგინდეს და ამ ყველაფერს სისულელე უწოდო, ფაქტი ერთია — შენ ან ხარ ბედნიერი შენი მამაკაცის გვერდით, ან — არა…

თუ ბედნიერი ხარ და თვლი, რომ გვერდით შენი საოცნებო პრინცი გყავს, მთელი გულითა და სულით გილოცავ, თუ არა და — მაინც გილოცავ, იმიტომ, რომ თუკი შენს თავს ახლა მაინც გამოუტყდები, რომ აქამდე აზრზეც არ იყავი, სად გეპოვა კითხვებზე პასუხები და რა შეგეცვალა შენს თავში თუ სხვაში, რომ მიგეღო საოცნებო ურთიერთობები და ცხოვრება, ახლა სურვილისა და ცნობიერი მიდგომის შემთხვევაში, შენ ძალიან ახლოს ხარ მიზანთან…

ხოლო თუ მაინც სისულელედ გეჩვენება ეს ყოველივე, მაშინ მიიღე შენი ცხოვრება ისეთად, როგორიცაა და არასოდეს, არასოდეს იწუწუნო, რომ რაღაც ისე ვერ არის, რომ მამაკაცები სათანადოდ არ გაფასებენ, რომ სხვებს უფრო მეტად უმართლებთ… რადგან უმართლებს მას, ვინც ამართლებსო, ნათქვამია…

 ჰოდა, მოდი, ასეთი "მუდამ მართალი" ქალები დავტოვოთ იქ, სადაც არიან და ჩვენ კი ეს პოსტიც და ჩვენი მთელი სიყვარული და ყურადღებაც მივუძღვნათ მათ, ვისაც ნამდვილი ცვლილებები სწყურია და არა "10 რჩევა, როგორ დაიყენო თმა, რომ მამაკაცს ერთი დღით მაინც მოანდომო შენთან ურთიერთობა"…

ნამდვილი ქალის ფორმულა

თუ უკვე გადადგი პირველი ნაბიჯი და გამოუტყდი შენს თავს, რომ არ იცი, როგორია ნამდვილი ქალი და როგორ იზიდავს ან ქმნის ძლიერ მამაკაცს, მაშინ მოდი, ახლა ერთად გამოვიყვანოთ მისი ფორმულა და დავინახოთ, როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ გვერდით "უნდა, თუ არ უნდა", indecision სულ იყოს ძლიერი მამაკაცი…

ვებინარზე ამას უკეთ დაინახავ და აღიქვამ, მაგრამ მოდი, ცოტათი აქაც შევეხოთ ამ საკითხს…

გავიხსენოთ, რა ახასიათებდა ჩვენს მიერ წინა პოსტებში განხილულ, ქალების თითოეულ ტიპს:

"პრინცი ქალები"  — უკიდურესი მამაკაცურობა და მაღალი თვითშეფასება;

"მამიკოს პრინცესები" — უკიდურესი ქალურობა და მაღალი თვითშეფასება;

"არ შემდგარი პრინცესები" — უკიდურესი მამაკაცურობა და დაბალი თვითშეფასება;

"სუსტი ქალები" — უკიდურესი ქალურობა და დაბალი თვითშეფასება.

რას ნიშნავს აქ სიტყვა — უკიდურესი?

როგორც იცი, ან ჯერ არ იცი, ყველა ადამიანში არის 2 საწყისი — ქალური და მამაკაცური… ამაზე ვრცლად ვებინარზეც ვისაუბრებთ, ამიტომ აქ აღარ განვმარტავ… უკიდურესი პოზიცია ნიშნავს, რომ არ ხდება შინაგანი ბალანსი ამ ორ საწყისს შორის და ხდება ე.წ. ექსტრაპოლაცია, ანუ ერთი რომელიმეს მიმართულებით უკიდურესი გადახრა, სადაც მაქსიმალურად ითრგუნება მეორე, ნაკლებ პრიორიტეტული საწყისი…

"პრინცი ქალები" და "არ შემდგარი პრინცესები" ექსტრაპოლაციას ახდენენ მამაკაცურ საწყისში და "მეასე" პლანზე გადააქვთ — ქალური… ისინი ცხოვრობენ და მოქმედებენ, როგორც ცხოვრობს და მოქმედებს მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა და მიაჩნიათ, რომ ეს გზაა სწორი, რადგან სხვა შემთხვევაში, დაიჩაგრებიან მამაკაცთან შედარებით… მაგრამ მათ მთავარ შეცდომას წარმოადგენს ის, რომ ისინი ალტერნატივად ხედავენ მხოლოდ უკიდურეს ქალურობას, სადაც მართლაც ხდება ქალის "დაკნინება" და საერთოდ არ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ოქროს შუალედი — ანუ ბალანსი ქალურ და მამაკაცურ საწყისებს შორის…

რა ხდება "სუსტი ქალებისა" და "მამიკოს პრინცესების" შემთხვევაში? მათ, პირიქით, აღზრდის მეთოდიდან გამომდინარე, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ არსებობს მათში მამაკაცური საწყისიც და მისი წარმატებით გამოყენების შემთხვევაში, პირველს შეუძლია, გამოვიდეს "მსხვერპლის" მდგომარეობიდან და თავად გახდეს საკუთარი ცხოვრების შემოქმედი და სცენარისტი, მეორეს კი შეუძლია, გამოვიდეს "ვარდისფერი ილუზიიდან", სადაც მამიკოსნაირი უნაკლო პრინცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელმა მიიღოს მისი ხელი და გული და თავადაც გადადგას მყარი ნაბიჯები იდეალური ურთიერთობის შესაქმნელად…

ახლა კი, ორიოდე სიტყვა თვითშეფასებაზეც…

როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვთქვით, მაღალი თვითშეფასებაც სინამდვილეში, დაბალი თვითშეფასებაა და ადეკვატურ რეალობასა და თვითშეფასებასთან არაფერი აქვს საერთო… შესაბამისად, არცერთ ზემოთ მოყვანილ ტიპს არ აქვს ადეკვატური არც თვითშეფასება და არც რეალობის აღქმა და სწორედ ამიტომ ცხოვრება მათ ახვედრებს სწორედ ისეთ სიტუაციებში, საიდანაც მათ უნდა გამოიტანონ გაკვეთილი, რომ რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ და გაკეთებამდე კი — ვერ აცნობიერებენ… სამწუხაროდ, უმრავლესობას არ შეუძლია, მიიღოს ეს მესიჯი სამყაროსგან და სწორედ ამის გამო, ხდება მათი პრობლემებისა და უბედობების კოპირება და კოპირება… როგორც სკოლაშია, იმდენჯერ გამოგყვება საშემოდგომო, სანამ ერთხელაც არ ჩააბარებ მას, მანამ კი ვერ გადადიხარ კლასიდან — კლასში… ჰოდა, ცხოვრებაც ხომ დიდი სკოლაა, სადაც ყოველწამს თუ არ იზრდები, ბრუნდები იქ, საიდანაც დაიწყე…

ახლა კი, მივედით ნამდვილი ქალის ფორმულამდე:

ნამდვილი ქალი = მამაკაცური საწყისი + ქალური საწყისი + ადეკვატური თვითშეფასება

კარგად დაიმახსოვრე ეს ფორმულა და გააცნობიერე, რომელი ინგრედიენტი გაკლია იმისათვის, რომ იყო ნამდვილი ქალი, რომელსაც აღარ დაჭირდება ძლიერი მამაკაცის მოსაძებნად დიდი ძალისხმევა, აღარ მოუწევს შინაგანი ბრძოლების გადალახვა, რომ დაიწყოს ახალი ურთიერთობები, ან გააუმჯობესოს არსებული… ქალი, რომელიც თავისუფალი იქნება ყველა არასაჭირო და ტოქსიკური რწმუნებულებისგან და იმოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ წინ და არავითარ შემთხვევაში, უკან…

ნამდვილი ქალი — არასოდეს დაიჩაგრება მამაკაცის მიერ… მან იცის თავისი თავის ფასი (ადეკვატური თვითშეფასება აქვს), შესაბამისად, მამაკაცებიც აფასებენ მას, მან იცის, რომ ბედნიერებისთვის სჭირდება ძლიერი მამაკაცი, რომ მის გვერდით უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი, ის იმდენად მოქნილი და ლაღია ურთიერთობებში, რომ იზიდავს და ინარჩუნებს სასურველ ურთიერთობას და ყოველდღიურად აფერადებს მას… ნამდვილმა ქალმა ზუსტად იცის, სად თქვას "არა" (გამოიყენოს მამაკაცური საწყისი) და სად დაეთანხმოს საყვარელ მამაკაცს (გამოიყენოს ქალური საწყისი)…

ჰოდა, როცა იცი, სად გაქვს "ხარვეზი", რომელი მაჩვენებელია ამ სამიდან დაუბალანსებელი და კონკრეტულად რომელზე უნდა დაიწყო მუშაობა, ჩათვალე, რომ სიცხადე შემოვიდა შენს ცხოვრებაში და საქმის 50% უკვე გაკეთებულია… ახლა მეორე 50% უნდა გააკეთო შენ და მხოლოდ და მხოლოდ შენ, რომ შეცვალო შენი რეალობა…

ხოლო თუ გიჩნდება ბუნებრივი კითხვები: როგორ? და საიდან დავიწყო? ამაში "ინტელექტიკა" დაგეხმარება, პირველ რიგში, ხვალინდელ უფასო ვებინარზე "მე ქალი ვარ" და მერე კი მთელი თავისი პროექტების ჯაჭვით, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის შეიქმნა და რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში…

ჩვენ დაგეხმარებით კონკრეტულად შენი პრობლემისა და შემთხვევის დიაგნოსტირებაში, სუსტი რგოლის აღმოჩენაში და ბოლოს, მასზე მიზანმიმართულ მუშაობაში, რომ უმოკლეს პერიოდში და უმტკივნეულოდ გაიარო გზა ნამდვილ ქალამდე, შეცვალო შენი რეალობა და გახდე ქალი, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება…

ასე რომ, თუ ჯერ არ გაგივლია რეგისტრაცია ვებინარზე, გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე, გაიარე უმარტივესი პროცედურა და გააფორმე ხელმოწერა: http://inteleqtika.biz/webinar

ახლა კი გემშვიდობები ხვალამდე… და გპირდები, რომ ხვალინდელი ვებინარი კიდევ უფრო გაზრდის შენს ხედვას ამ საკითხებთან მიმართებაში და რომ შენ დაინახავ გზას, რომელიც შენი საოცნებო ცხოვრებისკენ მიდის…

P.S. თუ მოგეწონა პოსტი გამოგვეხმაურე კომენტარებში და გაუზიარე მეგობრებსაც…

შევხვდებით ხვალ, ვებინარზე…

მე მჯერა, შენ გამოგივა, დაიჯერე შენც!!!

სიყვარულით, ნატა თვალაძე


Tags: , , ,

2 комментария to “ნამდვილი ქალის ფორმულა”

  1. დიანა:

    ზოგადი, მაგრამ კარგი პოსტია. სიმართლესთან ახლოს დგას ეს ყველაფერი 🙂

Leave a Reply