როგორ მივაღწიოთ მიზნებს ადამიანების დახმარებით? [პოსტი #5]

ეს რიგით მეოთხე პოსტია, ჩვენი რუბრიკიდან: "ურთიერთობების ვირტუოზი". ამიტომ, თუ არ გაცნობიხარ წინა ვიდეოებსა და პოსტებს, აუცილებლად გადადი ქვევით მოცემულ ბმულებზე და თანმიმდევრულად გაეცანი ყველას:

პოსტი #1 >>>

ახლა კი ყოველგვარი პრელუდიების გარეშე, გთავაზობ ვიდეოს, რომელშიც "ნეთვორქინგზე" გვექნება საუბარი >>>

გადადი ბმულზე და გააფორმე ხელმოწერა: http://inteleqtika.biz/webinar ამ შემთხვევაში, ხვალ, 28 ივლისს, შენს პირად მეილზე, გარანტირებულად მიიღებ წერილს, რომელშიც ვებინარის ოთახის ბმული იქნება. წერილს მიიღებ ვებინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე. ვებინარი დაიწყება – 22:00 სთ-ზე.

საკონკურსო დავალება:

1. კომენტარებში დაწერე შენი 3-5 მიზანი, რომლებსაც 1-2 წელიწადში გსურს, მიაღწიო [მიზნები უნდა იყოს შენი].

2. დაწერე ხედვა. როგორი ადამიანების გაცნობა გჭირდება შენი მიზნის მისაღწევად?

3. რა რესურსები გჭირდება მიზნის მისაღწევად?

მაინც ვიმეორებ ბმულს, რომელიც დაგეხმარება უფასოდ მოხვდე, ჩვენი ფასიანი კურსის პირველ მოდულზე: http://inteleqtika.biz/webinar

შევხვდებით ხვალ, ვებინარზე.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart

 


5 комментариев to “როგორ მივაღწიოთ მიზნებს ადამიანების დახმარებით? [პოსტი #5]”

  1. ცისანა:

    მოგესლმებით დიდი სიყვარულით!მადლობა გიორგი,რომ კიდევ ერთხელ შემახსენე ჩემი მიზნები.
    მთავარი მიზანი 1წლის
    1-2016წლის ივლისისათვის- მე მყავს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეუღლე (ამისათვის ყველაფერს ვაკეთბ და მზად ვარ მეტის გასაკეთებლად)შედეგები უკვე მაქვს.ძალიან მჭირდება მისი გვერდში დგომა შემდეგი მიზნების ასრულებაში,რადგან ბიზნესი გვაქს საერთო ერთ ნომერზე ვმუშაობთ ქსელურ მარკეტინგში.
    2-2016წლის ივლისის დასაწყისში მაქვს 4-22%სამენეჯერო სტრუქტურა(ახლა მაქვ2)ხელფასი მაქვს4000ლარი.(დღეს მაქვს500ლარი)უკვე შევქმენი დიდ ფორმატზე ჩემი სტრუქტურის მაკეტი თავისი სურათებით.
    3-2016წლის აგვისტოში მეუღლესთან და გუნდთან ერთად მივდივარ ოქროს კომფერენციაზე
    4-2017წლის ბოლოს მაქვს 6-22%სამენეჯერო სტრუქტურა-ხელფასი 6000ლარი
    5-2017წლის შემოდგომაზე მაქვს ჩემი საკუთარი სახლი (მაკეტზე ვმუშაობ)

    როგორი ადამიანები მჭირდება ამ მიზნების მისაღწევად?
    პირველ რიგში ამ ადმიანებს აუცილებლად უნდა სჭირდებოდეთ დამატებითი შემოსავალი,ქონდეს თავისი პატარა მიზანი,პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს მოცემულ დავალებებს და ყოველ დღე მიზნის მისაღწევად პატარა ნაბიჯს დგავდეს(ერთი სიტყვით თვითონ უნდა მაწუხებდეს)
    რა რესურსები მჭირდება ამისათვის?
    პირველ როგში საკუთარი თვით განვითარება და წესრიგი საქმეში,სამუშაო სისტემა(რომელზეც ახლა ვმუშაობ).მინდა შევქმნა»ბიზნეს სკოლა» სადაც ყველა დაინტერესებული პირი შეისწავლის დეტალურად ყველა წვრილმანს და გადავიტან აქცენტს მათ პროფესიონალიზმზე.თანა მოაზრეები უკვე მყავს ანუ ის ადამიანები ვინც სკოლაში ასწავლიან,რადგან მათაც დაეხმარებათ ეს სკოლა წინსვლაში.დავიწყე უკვე ასეთი ადამიანების მოძებნა და მინდა რომ ძიების ყველა მეთოდი გამოვიყენო ჯერჯერობით იტერნეტს ვერ ვიყენებ და მინდა სისტემა შევქმნა მოწვევეის და სწავლებაც მოვახერხო ინტერნეტით

  2. ლევან ლომიძე:

    როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემას შეეხე გიორგი. რაც შეეხება ჩემს მიზნებს. ძალიან ბევრი მიფიქრია ამ თემაზე,ჩემს მიზნებზე,მათი მიღწევის გზებზე,იმ ადამიანებზე,რომლებიც გახდებიან ჩემი დიდი გუნდის წევრები. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო პირდაპირ საქმეზე გადავალ — ჩემი ნომერ პირველი მიზანი არის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელო ლონდონის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო კურსზე.მომავალი პროფესიიდან გამომდინარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროს დეტალურად,ხარისხიანად და შედეგიანად გავეცნო. ეს უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ორმოცდაათეულშია,რაც მეტყველებს მის რეიტინგზე და რაც მთავარია სწავლის ხარისხზე. რაც შეეხება ხედვას,ლონდონის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემს თავს ვხედავ მაღალკვალიფიცირებულ,პროფესიონალ მენეჯერად,რომელიც იბრძვის საკუთარი და მისთვის მნიშვნელოვანი,ასევე თავისი კომპანიის წარმატებისათვის. მაგრამ ბუნებრივია ამას მარტო ვერ ვიზამ,ამისთვის მჭირდებიან ადამიანები,რომლებიც დამეხმაებიან ინგლისური ენი ხარისხიანად შესწავლაში,ასევე ისინი ვინც ვისაც აქვს გარკვეული გამოცდილება უცხოეთში სწავლის.რესურსები — იმის და მიუხედავად რომ ორი წელი მაქვს რეზერვში საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია მზადება სწორედ ახლა დავიწყო. სწავლის ღირებულება დაახლოებით ოცდაათი ათასი დოლარია,რის გამოც ვფიქრობ და ვგეგმავ მონაწილეობა მივიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში რათა სრული დაფინანსება მოვიპოვო სასწავლებად.სწავლის ლონდონში გასაგრძელებლად ბუნებრივია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა დამჭირდება,რაც უკვე დაწყებული მაქვს.
    ჩემი მეორე მიზანი პიროვნული განვითარებაა,რომელიც პირველ მიზანსაც მოიცავს ნაწილობრივ. მიზნად მაქვს დასახული ვიყო შემდგარი პიროვნება არა ნარტო პროფესიული თვალსაზრისით არამედ სულიერი,ფიზიკური,ემოციური და მენტალური სახითაც. ხედვა — რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი თავი წარმომიდგენია პიროვნებად,რომელიც ,,ჯანმრთელია» ზემოთ აღნიშნული ოთხი პრინციპის გათვალისწინებით,ადამიანად რომელუც ეფექტურად იყენებს ყველანაირ რესურსს რათა მისი მიზნები მიზნებად არ დარჩეს და იხილონ მზის სინათლე.რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარება — ამ ყველაფრის ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალა გიორგი თვალაძე და გუნდი ,,ინტელექტიკაა». ეს ადამიანები შრომობენ და იბრძვიან იმისთვის,რათა შეცვალონ ადამიანთა ცხოვრება. ფაქტია რომ ,,ინტელექტიკას» ,,სახელოსნოში» საუკეთესო ქმნილებები იქმნება და ვაპირებ ძალიან ბევრი რამ ვისწავლო ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისგან. რესურსი- ესენია ტრენინგ-კურსების,მასტერკალსების,ვებინარების გავლა,ასევე თემატური წიგნების კითხვა
    ჩემი მესამე,მაგრამ ვიტყვი რომ მთელი ცხოვრების მამოძრავებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი საკუთარი კომპანიის შექმნაა,რომელიც დაკავებული იქნება ავტომობილების მოდერნიზაციით,ასევე საავტომობილო კულტურის ასამაღლებლად რიგი პროექტების ორგანიზებით. იმდენად მბიშვნელოვანია ეს თემა ჩემთვის,რომ პირველი ორი მიზანი მესამე მიზნის ასე ვთქვათ შემადგენელი ნაწილია. სკოლის დრიოდან არ მაქვს მოსვენება და ვოცნებობდი მქონოდა კომპანია რომელიც სხვების ავტომობილებს ,,გაალამაზებდა». შემდეგ ოცნება მიზნად იქცა და დაიწყო გზა რომელიც ამ კომპანიამდე მიდის. ერთ-ერთ სტუდენტურ პროექტში ჩემმა იდეამ ავტომობილების სახელოსნოს შესახებ მესამე ადგილი მომიტანა. ამან უფრო მეტი სტიმული მომცა რომ ჩემი ოცნება და მიზანი რეალობად ვაქციო. ხედვა — იმისათვის რომ ამ კომპანიამ დღის სინათლე იხილოს ბუნებრივია დამჭირდება მრავალი ადამიანის დახმარება. პირველ რიგში ესენი არიან საავტომობილო სფეროში გამოცდილი ადამიანები,რომლებიც წლებია მუშაობენ ამ სფეროში,მეორე კატეგორა ადამიანები არიან რომლებიც გამოცდილნი არიან ბიზნესის კეთებით და ამ სფეორში გარკვეული წარმატებაც აქვთ და მესამე და ყველაზე მთავარი,ეს არის გუნდი. გუნდი რომელიც იქნება ერთი ოჯახი და რომელიც იბრძოლებს წარმატებისთვის,გუნდი რომლის ერთადერთი მიზანი რაღაც ახლის,განსაკუთრებულის შექმნა და საკუთარი საქმის სიყვარული იქნება. რესურსი — პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საავტომობილო სფეროში ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა,რომელიც ნაწილობრივ მაქვს. მეორე და არანეკლებ მნიშვნელოვანი არის დაფინანსება,ბიუჯეტი რომელიც საჭირო იქნება როგორც ორგანიზაციული,ასევე ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად.

    ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. უუუუჰ გენაცვალე გიორგი,რომ მოვიქოქე ვეღარ გავჩერდი,რადგან ნამდვილმა ,,მე»-მ გაიღვიძა და წარმოაჩინა საკუთარი თავი. მადლიერი ვარ ასეთი მაგარი თემის წარმოჩენისთვის

  3. ინგა:

    ჩემი მიზნები მართლაც რომ სულ არეულ დარეულია,,მაგრამ რაც ეს ტრენინგები გავიარე ნელ-ნელა ვყალიბდები,,აზრები ლაგდება..გიო არიცი როგორი მადლიერი ვარ,,ჰაერივით მჭირდება მეორე ტრენინგიც,,,ჩემი მიზანია ამ ორ წელიწდში 1.შევიძინო ბინა.2.გავხსნა ჩემი პროფესიით სკოლა.3.შევქმნა ოჯახი.. ბინის შეძენისთვის უნდა გავაორმაგო შემოსავალი,აქედან გამომდინარე უნდა გავხსნა სკოლა ..აქ მჭირდება ადამიანები რომლებიც ამ სფეროში იქნებიან,კიდევ მჭირდება ადამიანი ვინც რეკლამირებას გამიკეთებს,რესურსები….მჯირდება ფართი,მაგიდები,საჭირო ინვენტარი.მოზიდვა მოსწავლეების.ასევე თანხის შეგროვება ან ბანკის მეშვეობით სესხის გამოტანა..რაც შეეხება მესამე მიზანს ვფიქრობ რომ ამას უკვე ვაკეთებ.თვითგანვითარება რაც მეხმარება საღაზროვნებაში,თავდაჯერებულობაში ,რაც დამეხმარება რომ ადვილად გავიცნო ადამიანები.

  4. გვანცა:

    როგორც ყოველთვის საკმაოდ საინტერესო თემებზე საუბრობ გიორგი, მე კი კომენტარი არასოდეს გამიკეთები და სწორედ დღეს მომინდა კომენტარის გაკეთება, რადგანაც სწორედ ამ თემამ შემახსენა ჩემი მივიწყებული მიზანი (რომელიც მივიწყებული მქონდა ბოლო დროს დატვირთულ რეჟიმში მუშაობის გამო), სწორედ ამ ვიდეომ შემახსენა რომ, ყოველი წუთი ძვირფასია და დროის დაკარვა არ შეიძლება, უარი უნდა ვთქვა სიზარმაცეზე, შიშზე და ვიმოქმედო.
    დადგა დრო ჩემს მიზანს დფავუბრუნდე — ბიზნეს იდეას, რომლის მიზანიც არ არის უშუალოდ მოგების მიღება და რომელიც საზოგადოებისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება.
    შეიძლება უცნაურია მაგრამ უკვე ვიცი რა ნაბაიჯიც უნდა გადავდგა პირველი.
    ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ამომიტივტივდა გონებაში ის ახლობელი პიროვნებები, რომელებიც მსგავსი სფეროთი არიან დაკავებულნი და საჭიროების შემთხვევაში დამეხმარებიან და თავიანთ ცოდნასაც გამიზიარებენ. მთავარი დავიწყო, არიან ადამიანები რომლებიც მხარში ამომიდგებიან, გამაჩნია რესურსი და რატომ არ უნდა გამოვიყენო?! ნუთუ შიშის გამო?! და მაინცმართალი ხარ, ერთი წამით რომ დავფიქრდეთ რომელი შიშის, იმ შიშის რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ?!
    მოკლედ მადლობა გიორგი რომ კიდევ ერთხელ გამომაფხიზლე! =)
    ვიწყებ მოქმედებას!..

  5. გვანცა:

    კიდევ აუცილებლად უნდა ავღნიშნო ინერნეტის მნიშვნელობა,რომელსაც ადრე სულ სხვა დანიშნულება ქონდა ჩემს ცხოვრებაში, ეხლა კი რადიკალურად შეიცვალა ჩემი შეხედულება ინტერნეტისადმი, გავაცნობიერე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტს ბიზნესისთვისაც, უამრავი საჭირო მასალის მოძიებაცაა შესაძლებელი, თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ ინტერნეტი ყველაფერი არ არის,მაგრამ ინტერნეტის გარეშე ბიზნესიც არაფერია =)

Leave a Reply