მე დავანებე სიგარეტს თავი 16 397 ლარის გულისათვის!

მოგესალმები ძვიეფასო მკითხველო.

ახლა კი მინდა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ვიდეო რგოლი შემოგთავაზო. ეს ვიდეო ჩავწერე დაახლოებით ორი წლის უკან, ეს თვითონ ვიდეოს ხარისხზე, ჩემს ახალბედობაზე და გამოუცდელობაზეც კარგად ჩანს, მაგრამ რაც შეეხება თვითონ თემას, ყურების შემდეგ დამერწმუნები, რომ დღესაც ძალზედ აქტუალურია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აქტუალურად დარჩება.

მოდი სანამ ჩემი პირველი შედევრის ყურებაზე გადახვიდოდე :), ერთ შეკითხვას დაგისვამ:

— შენ ეწევი სიგარეტს?

თუ შენი პასუხია "დიახ", მაშინ ჩემი ჭკუის დარიგება იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ მავნებელია სიგარეტის მოწევა შენი ჯანმრთელობისათვის და ასევე, რამხელა ზიანს აყენებ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს მაგ ქმედებით, შენთვის არც სიახლე და არც საინტერესო არ იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ხარჯები, რასაც ყოველ თვიურად ნებაყოფლობით თვითმკვლელობაში იხდი და ასევე, რა თანხის დაზოგვაც შეგიძლია შენი და შენიანების ჯანმრთელობის ხარჯზე, დათვლილი არ გექნება.

ასე, რომ ყურადღებით უყურე ჩემს პირველ ვიდეო რგოლს და თუ ისარგებლებ მასში მოცემული ელემენტარული და მარტივი ფორმულით, პირობას გაძლევ, რომ ორმხრივად მოგებული დარჩები!

P.S. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს კიდევ ერთ სასარგებლო დავალებას მივცემ: დაადგინეთ რამდენს იხდით ყოველდღიურად სიგარეტში, შემდეგ გამოითვალეთ რა თანხა გამოდის თვეში, შემდეგ დაანებეთ სიგარეტს თავი (ეს უადვილესია), შემდეგ გახსენით სპეციალური ანაბარი ბანკში და ყოველ თვიურად მოახდინეთ ამ თანხის ინვესტირება… დამიჯერეთ, ძალიან მალე თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით! <<<როგორც ყოველთვის რჩევა პირადი გამოცდილებიდან>>>

P.S.S. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? დატოვეთ კომენტარები, დაგვისვით შეკითხვები და ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ 😉

P.S.S.S. "მწეველი ადამიანი ვერასოდეს ვერ მოახდენს სულიერ ტრანსფორმაციას!" (გიორგი თვალაძე)


Tags: , , ,

6 комментариев to “მე დავანებე სიგარეტს თავი 16 397 ლარის გულისათვის!”

  1. ვახო:

    კარგია მაგრამ ძალიან უინტერესოდ ლაპარაკობთ ყველა ვიდეოში. საწყენად ნუ მიიღებთ.

  2. მე არასოდეს არ უყურებ, მაგალითად ისეთ ფილმს, რომელიც მოსაწყენია და/ან არ მომწონს 😉  
    გამოსავალი ძალიან მარტივია ვახო — "არ უყუროთ"!!! მაგრამ თქვენ კი ყველა ვიდეოს უყურეთ 🙂
     

  3. სალიტო:

    *BRAVO* :-*

  4. გოგა:

    ძალიან კარგი რჩევაა მწეველებისთვის, მეც ზუსტად მასე დავთვალე სიგარეტთან დაკავშირებული ჩემი ხარჯები და მივხვდი რომ სისულელეა შენი შემოსავლების ჰაერში გაბოლება და 4 წლის წინ დავანებე თავი, რა თქმა უნდა ნებისყოფით და არავითარიუ მედიკამენტებით. ასევე ეკლესია და უფლის რწმენა დამეხმარა პირველ რიგში ამ მავნე ჩვევის გადაგდებაში…

  5. სალომეე:

    ვაიმეე რა მაგარიი ტიპიი ხარ :DDD ძაან დამაჯერებლად საუბრობს რას ეჩით :)))))))

  6. სალომე:

    მე დიდი მწეველი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ თუნდაც «აქა-იქა მწეველობაც» მავნე ჩვევად მქონდა ქცეული, ასე 20 წლის წინ. იმ დროს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი და ერთი სულიერი რჩევა მივიღე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის: თურმე, როცა ეწევი, მფარველი ანგელოზი გშორდება!!!!!!! ეს იმას ნიშნავს, რომ დაუცველი რჩები!!! დაუცველი რჩება შენი გონება, შენი სხეული, შენი ზრახვები… მე ისე მიყვარს ჩემი მფარველი ანგელოზი. ეს რომ გავიგე, ძალიან შემეშინდა მისი დაკარგვის და სამუდამოდ მოვიშორე თავიდან ეს მავნე ჩვევა! თან გულში ჩემს ანგელოზს ვეფერებოდი, ამ საზიზღრობის გულისთვის შენ როგორ დაგთმობ-მეთქი! ვისურვებდი, რომ ამ ამბის მოსმენის მერე, ყველას ჩემნაირი რეაქცია ჰქონდეს.

Leave a Reply