ნუ გეშინია — მეც მეშინია

"მხდალს ეშინია და არ აკეთებს. მამაცს ეშინია და აკეთებს!"

ჩვენ დავბრუნდით! როგორ მომნატრებია აქაურობა 😉

დღევანდელ პოსტში ჩვენ შევისწავლით შიშის ბუნებას, საკუთარ თავში მოვახდენთ მის იდენტიფიცირებას და შემდეგ თავის კუთვნილ ადგილს მივუჩენთ მას. მაგრამ, ვიდრე ამას გავაკეთებდეთ, პირველ რიგში მაინტერესებს შენი ხედვა: როგორ ფიქრობ — რა არის შიში? როგორ გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა? როგორ შეგიძლია აღწერო ის? ძალიან გთხოვ, ვიდრე განაგრძობ კთხვას, აუცილებლად უპასუხე ამ შეკითხვას [თუნდაც გულში].

რაც უფრო აქტიური იქნები, მით უკეთესია შენი ცნობიერების კონტექსტის გაზრდისათვის.

"ნუ გეშინია შიშის — ის სასარგებლოა!" © სემუელ ბაუმი

ახლა კი მოდი გავარკვიოთ. შიში, ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს როგორც ხელის შემშლელი, ასევე ხელის შემწყობი და წარმატების მომტანიც.  

სანამ გავარკვევდეთ შიშის რაობას, მოდი ჯერ გავიგოთ რისი გვეშინია. ყველაზე გავრცელებული შიშებია:

  • პუბლიკის წინაშე გამოსვლის შიში;
  • დაცინვის შიში;
  • წარუმატებლობის შიში;
  • სიახლის შიში;
  • უარის მიღების შიში;
  • გაკრიტიკების შიში;
  • სიკვდილის შიში.

აი, სწორედ ესენია შიშის ყველაზე გავრცელებული სახეობები. კითხვა შემდეგში მდგომარეობს: შეგვიძლია თუ არა მათი დამარცხება? პასუხი ცალსახაა — არა! დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყველას ეშინია. შიში — ეს არის გარდაუვალი ემოცია. შიში — ინსტინქტია. აბსოლუტურად ყველას ეშინია და თუნდაც ამ ფაქტის გაცნობიერება უკვე უპირატესობაა.

რატომ არის ამ ფაქტის გაცნობიერება უპირატესობა?

იმიტომ რომ, როდესაც პუბლიკის წინაშე გამოვდივართ, უკვე ვიცით, რომ ჩვენ ვდგავართ სამასი ადამიანის წინ, რომლებსაც ეშინიათ. თითოეულ მათგანს ეშინია, შენ კი ეს იცი! როდესაც  უცხო ადამიანთან ერთად მგზავრობ ლიფტით და ის თვალს გარიდებს, გახსოვდეს — მას ეშინია. [არ მინდა, რომ  არასწორად გამიგო. აქ ის არ იგულისხმება, რომ ამ ადამიანს მაინც და მაინც შენი ეშინია და იმიტომ გარიდებს თვალს, თუმცა არც ეს არის გამორიცხული]. პოლიციელს ბოროტმოქმედის ეშინია. ყველას თავის შიშები აქვს და უკვე თავად ეს ფაქტი უნდა გვეხმარებოდეს ჩვენ.

შიში — ეს არის, ერთგვარ ემბრიონალურ მდგომარეობაში მყოფი, ადამიანის გონებაში და სხეულში აკუმულირებული ენერგია და ჩვენ შეგვიძლია ან ვემსახუროთ მას, ან ვაიძულოთ, რომ აქეთ გვემსახუროს ის ჩვენ. პირადად მე შიშს ვეძახი ბონუსს… და ახლავე გაგიშიფრავ, თუ რაში მდგომარეობს სიტყვა ბონუსის მნიშვნელობა. ამისათვის, მოდი პატარა მაგალითი მოვიყვანოთ.

წარმოიდგინე შემდეგი სითუვეიშენი: დაუშვათ ახალბედა ბიზნესმენი ხარ და პოტენციურ კლიენტთან გიწევს დარეკვა საქმიანი შეთავაზებისათვის. შენ ამ ადამიანს საერთოდ არ იცნობ, რის გამოც გაქვს შინაგანი წინააღმდეგობა. [თუ გსურს, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღო ამ პოსტისგან, შეეცადე მსგავსი სიტუაცია გაიხსენო შენი ცხოვრებიდან და თანაც გაიხსენე ის ემოცია, როცა რაღაც უნდა გააკეთო და შინაგანი წინააღმდეგობა გაქვს]. მოკლედ, შენ უნდა დაურეკო პოტენციურ კლიენტს და გაქვს შიში, რომელი შიშიც არ გაძლევს ამ ზარის განხორციელების საშუალებას. როდესაც მსგავს სახეს აძლევ სიტუაციას, შენ გაუცნობიერებელ დონეზე, ისე რომ საკუთარ თავთან არ გაქვს დიალოგი, 99% შემთხვევაში არ ანხორციელებ ამ ზარს, ან თუ ანხორციელებ, იმდენად დაჭიმული და დაძაბული ხარ, რომ ეს ზარი წინასწარ მარცხისთვის არის განწირული.

რა ხდება ამ შემთხვევაში?

რა და ეს აკუმულირებული ენერგია გბოჭავს და არ გაძლევს თვითრეალიზების შესაძლებლობას. ანუ ეს ენერგია შენს საწინააღდეგოდ მუშაობს. ყველაზე გასაოცარი აქ კი ის არის, რომ სწორედ შენ უწყობ ამ ენერგიას ხელს, რომ შენს საწინააღმდეგოდ იმუშაოს. ხოლო, თუ ეს ასეა, ესეიგი შესაძლებელია ისიც, რომ ამ ენერგიამ, პირიქით, შენს სასიკეთოდ იმუშავოს. თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ 100%-იდან 1%-იც კი არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ შენი შიში გამართლდეს.

და გაინტერესებს რატომ?

იმიტომ რომ შენ ფიზიკურად ვერ შეძლებ მის დასაბუთებას. შენ რომ უბრალოდ ადგე და საკუთარ თავს ჰკითხო: რისი მეშინია მე? შეიძლება სიცილით მოკვდე, იმიტომ რომ შენ ვერ შეძლებ საკუთარი შიშის დასაბუთებას. ადამიანი, რომელსაც შენ ურეკავ, ყურმილში ვერ გამოძვრება და ვერ შეგჭამს, ან რაიმე სასწაულს ვერ დაგმართებს. აქედან გამომდინარე, შენ რომ უბრალოდ ადგე და საკუთარ თავს ჰკითხო: რისი მეშინია მე? აბსოლუტურად ყველაფერი გაირკვევა. მაგრამ შენ ამას არ აკეთებ, იმიტომ რომ შენ ხომ "კაი ტიპი" ხარ?! შენ არ აღიარებ, რომ გეშინია. შენ არ აღიარებ, რომ ავტოპილოტზე ცხოვრობ. ამით კი, შენი შინაგანი წინააღმდეგობა იკვებება და უფრო ძლიერდება… დიახ, დიახ — შენი შინაგანი წინააღმდეგობა სწორედ შენი შიშით და უარყოფითი ენერგიით იკვებება, რისთვისაც შენ გიწევს შრომა და აი ასე ტრიალებ და ბრუნავ შენი ბატონისთვის მთელი ცხოვრება.

ახლა კი, მოდი მეორე ვარიანტი განვიხილოთ, სადაც მე ვთქვი, რომ შიში არის ბონუსი. როდესაც დაუპირისპირდები ამ შიშს და დარეკავ — ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ — შენ აღმოაჩენ, რომ არც არავინ გამოძვრება ყურმილში და არ შეგჭამს და შიშის მიმართულებით წასვლით, შენ პირიქით, გაცილებით უფრო მეტ სარგებელს ნახავ.

რაში მდგომარეობს ეს სარგებელი?

  • შიშის ილუზორულობის გაცნობიერება;
  • კომუნიკაციური უნარჩვევების გაღრმავება;
  • გარიგების წარმატებით დასრულება;
  • შეიძლება იმ ადამიანისგან გახვიდე ვინმე ისეთ პიროვნებაზე, რომელმაც შენი საქმიანობა და საერთოდ მთელი ცხოვრება, განვითარების გაცილებით მაღალ დონეზე გაიყვანოს.

ანუ შენ უნდა გააცნობიერო, რომ ეს შიში შენი გონების ფანტომია და 99% შემთხვევაში მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და თუ პირიქით წახვალ ამ შიშზე, როდესაც პირისპირ შეხვდები და გადალახავ მას, ეს აკუმულირებული ენერგია, პირიქით შენზე დაიწყებს მუშაობას ბონუსად.

"ჩვენი მღელვარება ოთხმოცდაათი პროცენტით უკავშირდება იმას, რაც არასოდეს მოხდება!" © მარგარეტ ტეჩერი

და რახან ამ თემას შევეხეთ, მოდი გაცნობიერების და გაუცნობიერებლობის თემა კიდევ უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ: შიში შეუძლებელია არსებობდეს მომენტში აქ და ამჟამად. შიში მხოლოდ წარსულ გამოცდილებაში და მომავალ აბსტრაქციაში ცხოვრობს. ანუ, შენ გეშინია რაღაცის, რაც ილუზორულია. შენ შეიძლება წარსულში რაღაც ცუდი გადაგხდა თავს და ახლა იმ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომავალში ილუზორული და აბსოლუტურად გაურკვეველი სურათის პროეცირებას ახდენ, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, 99% შემთხვევაში საერთოდ არ მოხდება. შენ კი, ამ 1%-ი სისულელის გამო, ხელიდან უშვებ 99% შესაძლებლობას.

ასე რომ, როდესაც აღმოჩნდები ამ ამბივალენტურ მდგომარეობაში, გაიხსენე ბონუსები, გაიხსენე, რომ მომენტში აქ და ამჟამად შიში არ არსებობს და გამოდი ტრანსიდან. გაააქტიურე თვითცნობიერება, ავტოპილოტის ნაცვლად ცნობიერი გადაწყვეტილება მიიღე და ნახავ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

P.S. შიში ეს არის ემბრიონალურ მდგომარეობაში მყოფი, შენს გონებაში და სხეულში აკუმულირებული ენერგია, და პირიქით თუ წახვალ ამ შიშზე, ეს ენერგია შენს სასიკეთოთ დაიწყებს მოქმედებას. ხოლო, თუ არ წახვალ მასზე, ეს შენი შინაგანი წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება, იმიტომ რომ ის ამით იკვებება.

P.P.S. ველოდები შენს კომენტარს. თუ მოგეწონა პოსტი — შეგიძლია მეგობრებსაც გაუზიარო. წინასწარ დიდი მადლობა 😉

პატივისცემით, სიყვარულითა და რწმენით GT


Tags: , ,

17 комментариев to “ნუ გეშინია — მეც მეშინია”

  1. ხატია:

    კითხვისას ჩავთვალე, რომ კონკრეტულად ჩემთვის იყო დაწერილი, მადლობა გიორგი 🙂

  2. admin:

    პერსონალურად შენთვის დავწერე ხატი 😉

  3. იმიტომ რომ პერსონალურად შენთვის დავწერე ხატი 🙂

    ეს პოსტი აბსოლუტურად ყველა «დედამიწელს» ეხება. სხვა საკითხია ვინ აღიარებს და ვინ არა, მაგრამ შეხებით — ყველას გვეხება! 😉

  4. ძაან კარგი პოსტი იყო ..

  5. ადმინ ამპოსტზე ერთი სტატია გამახსენდა რომელზეც გუგლით საკვანძო სიტყვით «მეტაკოგნიცია «გავედი იქ ნახაზზე სამიწრეიყო ერთმანეთში ჩასმული (პირველი წრე რომელშიც ეწერა კომფორტის ზონა , მეორეში სტრესის და მესამეში პანიკის იგივე შიშის ).. კომფორტის ზონიდან ესორი ზონა რო გადაგველახა» ამზონაზე» ინფორმაციით უნდა ავღჩურვილიყავით და ისე გავსულიყავით ფონს..

  6. შიშებთან ბრძოლას აზრი არა აქვს. საჭიროა მათი მართვა ვისწავლოთ 🙂

    უღრმესი მადლობა გიორგი!

  7. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    შესანიშნავი პოსტია, მადლობა ამისთვის !!

  8. ვახტანგი:

    დიდი მადლობა, ბატონო გიორგი! შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ეს პოსტი 🙂

  9. ხატია:

    დიდი მადლობაა, ვინც ვაღიარებთ გაგვატარეეთ 🙂

  10. ელეონორა:

    ბავშვობაში ყოველთვის ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი ამ გრზნობას, გავიზარდე და ვეგარ ვახერხებ, ის უფრო ხშირად ბრძანებლობს…
    თქვენ მაინც დამეხმარეთ, მადლობ

  11. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის 🙂

  12. ქეთა:

    შიშიიი ?? აუხსნელია ჩემი აზრით, დაუდგენელი და ამოუცნობია. ისე კი საინტერესოა რა არის შიში. ამ სიტყვის განმარტება მაინტერესებს. დაახლოებით > შიში არის ადამიანის სულში მიძინებული გრძნობა რომელიც მომენტალურად იღვიძებს მაშინ როცა შენთვის არასასიამოვნო რამ ხდება. ეს არის ძალიან ძლიერი გრძნობა რომელმაც შეიძლება შეგიბყროს და არასასიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოს.

  13. დიდი მადლობა გიორგი

  14. ვანო:

    დიდი მადლობა ასეთი პოსტისთვის. ბევრს დაეხმარება ეს დარწმუნებული ვარ მათ შორის მეც. *BRAVO* *BRAVO* *BRAVO*

  15. @= <<— აი ამის ხმაზე რომ უეცრად გული მისდის ადამიანებს ამას რა ახსნა აქვს ?

Leave a Reply