ოცნებიდან მიზნამდე!

დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ჩვენ ვისწავლით — ოცნებას!

შინაგანი მენტალურ-ემოციონალური არხების გასუფთავებამდე, ოცნებას არ აქვს ძალა… სწორედ მაგიტომ არის ეს ნაბიჯი მესამე და არა პირველი [ბევრი ტრენერის მიერ შემოთავაზებული სისტემისგან გასხვავებით].

შენ, ალბათ, იცი, რომ ეს რიგით მესამე პოსტია, ჩვენი 21 დღიანი კურსისთვის შემამზადებელი პოსტების სერიიდან. თუ არ გაცნობიხარ წინა პოსტებს, აუცილებლად გადადი ქვემოთ მოცემულ ლინკებზე და მხოლოდ მათი წაკითხვისა და სავარჯიშოების შესრულების შემდეგ დაუბრუნდი ამ პოსტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერანაირ შედეგს ვერ ნახავ და მორიგი ინფორმაციული ტვირთით დაიმძიმებ თავს.

პოსტი #1 >>>

პოსტი #2 >>>

დღევანდელ პოსტში მოცემული ტექნიკის შესრულების შემდეგ, შენ გაგიჩნდება ნათლად ფორმულირებული მიმართულების ხედვა, საითაც დაიწყებ მოძრაობას.

იმიტომ ვახდენ ამის ხაზგასმას, რომ როგორც აღმოჩნდა, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოცნება რაღაც ბუნდოვან, არარეალურ და ზეაღმატებულ მოვლენასთან ასოცირდება. შედეგად, ჩვენ არასოდეს ვიცით ზუსტად, ვცხოვრობთ უკვე ოცნებაში, თუ კიდევ ცოტა უნდა გავიჭირვოთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოიყურება ჩვენი ოცნება.

ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ დავეშვებით ღრუბლებიდან მიწაზე და დავიწყებთ ჩვენი ამორფული წარმოდგენების კრისტალიზებას, რომელიც გვაქვს წარმატებასთან და სიმდიდრესთან დაკავშირებით.

"ოცნებები ცხოვრებას სძენენ ინტერესსა და აზრს. ოცნება, თუ ის თანმიმდევრული და ცნობიერია, კიდევ უფრო ლამაზი ხდება მაშინ, როცა რეალურ სამყაროში მჟღავნდება!" © ანატოლი ფრანსი

ფილმში "საიდუმლო", ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ ოცნების ფორმულირების კონკრეტულ ინსტრუქციას არ გვთავაზობენ.

ამიტომ ჩვენ ახლა ავდგებით და იუველირული სიზუსტითა და თანმიმდევრულობით გავივლით ერთ-ერთ საკვანძო ნაბიჯს, რომელსაც ადამიანების მხოლოდ შემდგარი და წარმატებული  უმცირესობა აკეთებს.  ადამიანების  ხელმოცარული და ლუზერი აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს აკეთებს იმას, რასაც ახლა მე შემოგთავაზებ. ლუზერებს ფიზიკურად არ სცალიათ საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების გამომჟღავნებისა და მათი ალგორითმიზირებულ სისტემად აკინძვისთვის. ისინი აუცილებლად გამონახავენ დროს, რომ დაგცინონ, გაგაკრიტიკონ, წაიმორალისტონ, მაგრამ არასოდეს ექნებათ საკუთარ ოცნებებზე მუშაობის დრო.

მე ვიცი, შენ არ მიეკუთვნები იმ ლუზერთა რიცხვს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ "ინტელექტიკას" რესურსებს, რათა რამე "ბზარი" იპოვონ და შემდეგ ამის აფიშირებით შეძლონ დაფიქსირება და თვითდამკვიდრება.

ახლა კი, მისი უდიდებულესობა…

ტექნიკა: "ოცნების კარკასი"

ნაბიჯი #1. სურვილის განსაზღვრა

ჩვენი ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსებით ან მხოლოდ სულიერებით, ის მრავალწახნაგიანია. ნამდვილი წარმატება ნიშნავს — იყო ჰარმონიული და დაბალანსებული ყველა სფეროში. ეს აბსოლუტურად ნორმალური და რეალურია.

ამიტომ მოდი, ჩამოვწეროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური სფეროები, რომლებშიც გვინდა განვითარება:

  • პერსონალური  [სულიერ-პიროვნული] განვითარება;
  • ოჯახი და პირადი ცხოვრება;
  • ჯანმრთელობა და ფიზიკური ფორმა;
  • ადამიანებთან ურთიერთობა და დასვენება;
  • ფინანსები [ბიზნესი/კარიერა];
  • ჰობი და ცხოვრების სტილი;
  • კომფორტი.

შენ შენი პრიორიტეტებისამებრ მიუმატე ან გამოაკელი ამ სიას სფეროები.

ამასთან, ვწერთ დროის ორ განზომილებაში: მოკლევადიანი [მიმდინარე წელს] და გრძელვადიანი [5, 10, 20 წელი].

დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები, რომლებიც დაგეხმარება შენი შინაგანი, ვირტუოზული ფანტაზიის გამოთავისუფლებაში:

  • რას ინატრებდი, არანაირი შეზღუდვა რომ არ გქონდეს [დროის, ფიზიკური, ფინანსური] და მსოფლიო რესურსის მფლობელი რომ იყო?
  • რას შეიძენდი, ყველაფერს ერთი და იგივე, შენთვის ხელმისაწვდომი ფასი რომ ჰქონდეს?
  • რის მიღწევას ისურვებდი, მილიარდი დოლარი რომ გქონდეს?
  • რით დაკავდებოდი, ყოველდღიურად საარსებო პურის მოპოვების საჭიროება რომ არ გქონდეს?

ნაბიჯი #2. გასუფთავება

ახლა კი, ვიღებთ შენს მიერ, პირველ ნაბიჯში გაცემულ პასუხებს და თითეულს ვუსადაგებთ შემდეგ შეკითხვებს, რომლებსაც გულწრფელად უნდა უპასუხო [თითოეულ პუნქტს]:

  • რაში მჭირდება მე ეს?
  • რას მოუტანს სამყაროს?
  • რას მომიტანს მე?

ამ კითხვებზე გაცემულ პასუხებს წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ გარეშე, შენ ვერ შეძლებ სწორი მიზნის განსაზღვრას, რადგან დღეს ადამიანში სურვილების 99% თავსმოხვეულია და არანაირ ენერგიას და საზრისს არ მოგცემს მათ მოსაპოვებლად რბოლა.

ამ კითხვებით, ჩვენ ფაქტიურად, ვასუფთავებთ მწიფე მარცვლებს ჩენჩოებისგან. თუ კარგად იმუშავებ, დაინახავ, რა არის ნამდვილად შენი და რა — სხვა ადამიანების, სერიალებისა და წიგნების მიერ თავს მოხვეული.

როდესაც უპასუხებ ამ კითხვებს, შეეცადე, გააცნობიერო და განიცადო, თუ რა გინდა სინამდვილეში. მაგალითად, თუ შენი სურვილია ავტომობილის შეძენა, მაშინ გულწრფელად უნდა უპასუხო — კონკრეტულად, რაში გჭირდება, რა მიზნებისა და ამოცანების გადაჭრაში უნდა დაგეხმაროს ის. შესაძლოა, ის მოდელი, რომელზეც შენ ოცნებობ, საერთოდაც არ შეესაბამებოდეს შენს რეალურ მოთხოვნილებებს.

ნაბიჯი #3. კარკასი

ახლა კი, მოდი, შენი ფანტაზიები 7 საკვანძო წახნაგის მიხედვით შევამოწმოთ. ეს წახნაგებია:

  • მნიშვნელოვანი და ფასეული;
  • კონკრეტული და ფაქტობრივი;
  • გაზომვადი მენტალური სლაიდი;
  • მიღწევადი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • დროში შეზღუდული;
  • გაშალაშინებული.

მნიშვნელოვანი და ფასეული

შენი მიზანი უნდა იძლეოდეს ამომწურავ და ემოციონალურ პასუხს კითხვაზე: "რატომ არის ეს მიზანი ჩემთვის მნიშვნელოვანი?" სწორედ ეს ემოცია [მისი არსებობა] მოგცემს იმ ენერგიას, რომელიც სასწაულებს მოგახდენინებს. ამ ემოციის არ არსებობის შემთხვევაში, შენ ნაბიჯსაც არ გადადგამ, როცა სამყარო დაგტესტავს, თუ რა გამძლე მასალისგან ხარ გამოძერწილი და რამდენად მზად ხარ, გადაიხადო საფასური მიზნის მისაღწევად.

კონკრეტული და ფაქტობრივი

გახსოვდეს, რომ — ზოგადი ფრაზებიც არ მუშაობს. "მინდა, ვიყო წარმატებული" — მიზანი არ არის. ახლავე აგიხსნი, რატომაც. ალბათ, არაერთხელ გისარგებლია საძიებო სისტემით ინტერნეტში. ალბათ, სიტყვა "რელევანტურობაც" ნაცნობია შენთვის.

რელევანტურობა — ეს არის საძიებო სისტემაში შეყვანილი საკვანძო სიტყვებისა და იქ არსებული ინფორმაციის შესაბამისობის ხარისხი, ანუ ძიების ობიექტისა და საკვანძო სიტყვების თანხვედრა და მათი თახვედრის მიერ მიღებული ზუსტი თუ არაზუსტი შედეგი.

მაგალითად, სიტყვა "ვიდეო" უამრავ საიტზე გვხვდება… ამ სიტყვას აქტიურად იყენებს სხვადასხვა ინტერესის მქონე საიტი… სიტყვა "ვიდეო" შეიძლება შეგხვდეს, როგორც პოლიტიკურ, ისე სპორტულ საიტებზე. მაგრამ, როდესაც შენ წერ სიტყვა "ვიდეოს", ალბათ, რაღაც კონკრეტულს ეძებ და არა — ნებისმიერ ვიდეოს.

თუ ჩაწერ მხოლოდ "ვიდეოს", საძიებო სისტემა ამოაგდებს ყველაფერს, რაც კი ამ საკვანძო სიტყვასთანაა კავშირში, მაგრამ თუ ჩაწერ, მაგალითად: "ინტელექტიკას ვიდეო გაკვეთილები", საძიებო სისტემა სწორედ შენი მოთხოვნის რელევანტური მონაცემების ინდექსირებას მოახდენს, პირველ რიგში. ეს უკვე სულ სხვა თემაა.

იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც. შენ გინდა საკუთარი ავტომობილი? მაშინ ცოტა მეტად გაისარჯე და კონკრეტულად აღწერე. განსაზღვრე კონკრეტული მარკა, ფერი, ძრავის მოცულობა, სალონის ფერი და ა.შ.

ოცნება უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და ფაქტობრივი. ის იმდენად კონკრეტული უნდა იყოს, რომ თვალებს რომ დახუჭავ, უნდა ხედავდე საკუთარ ოცნებას, თანაც კონკრეტულ ფერებსა და ფორმებში. შენ უნდა შეგეძლოს, განიცადო ის კონკრეტული შეგრძნება, რომელსაც სიცხადეში განიცდი.

გაზომვადი მენტალური სლაიდი

სამწუხაროდ, მიზნების დასახვის უამრავი სისტემა, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ, მხოლოდ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს, ლოგიკური ნაწილის აქტივაციას ახდენს, ხოლო მარჯვენა — ვიზუალური ნაწილი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანია — ფაქტიურად, იგნორირებული რჩება. კონკრეტულობასთან იდეურად ძალიან ახლოა გაზომვადობა. როგორც ბრაიან ტრეისი ამბობს: "რაც გაზომილია, ის მიღწეულია!"

უმრავლესობას რომ ჰკითხო, გეტყვის, რომ უნდა "ბევრი ფული", მაგრამ "ბევრი" რამდენია? ის, რაც ბევრია ერთისთვის, შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს მეორეს. ამიტომ, პირველ რიგში, შენ უნდა იცოდე კონკრეტული ციფრები და ფაქტები.

მაგალითად, ბიზნეს-მიზანი შესაძლოა, ასე გამოიყურებოდეს: "საიტის ტრაფიკი გავზარდოთ დღეში 5 ათას ვიზიტორამდე. ხელმომწერთა რაოდენობა გავზარდოთ 25 ათასამდე. კონვერსია გავზარდოთ 15%-ით. საშუალო ჩეკი გავზარდოთ 15%-ით. წლის განმავლობაში, სუფთა მოგება გავზარდოთ 150%-ით".

რა თქმა უნდა, ეს მიზანი ერთგვარი ჰიპოთეზაა, რომელსაც ჯერ კიდევ დამტკიცება სჭირდება, მაგრამ ეს არის ის, რისი დათვლაც შესაძლებელია. დათვლისა და ანალიზის შემდეგ კი, ზუსტად გეცოდინება მუშაობს თუ არა ის… იმიტომ რომ, რასაც შედეგად მიიღებ, სწორედ ეგ იქნება ფაქტი, რომელიც განსაზღვრავს შენს სიზუსტესა და ძალას.

სწორედ ასეთი სიცხადეა საჭირო, მიზნისკენ სწრაფი და ეფექტურად მოძრაობისთვის. სხვა სიტყვებით, კონკრეტიკა, ფაქტობრიობა, გაზომვადობა და მენტალური სლაიდი, რომელიც საშუალებას გაძლევს, წარმოსახვაში დაინახო ყველაფერი, შენ ნებისმიერ მომენტში მოგცემს რაციონალური ანალიზისა და კორექციის საშუალებას.

სხვა შემთხვევაში, შენ ვერ შეძლებ ნათელი პასუხის გაცემას კითხვაზე: "მიაღწიე მიზანს?" ან "მიუახლოვდი მიზანს?" როცა შენი სურვილი ზოგადი და ბუნდოვანია, მაგრამ შენ შეგიძლია, ზუსტად განსაზღვრო, სად ხარ, როცა ზუსტად იცი, საით მიდიხარ.

მიღწევადი

შენი მოკლევადიანი სურვილი შენს გონებაში უნდა ეტეოდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ისურვო 10 მილიონი დოლარი ერთ დღეში, მაგრამ ამისთვის, თუ უორენ ბაფეტი არა, სულ მინიმუმ, რიჩარდ ბრენსონი მაინც უნდა იყო… მაგრამ თუ ამხელა მასშტაბები შენთვის ადრეა და ჯერ ინდ.მეწარმეც კი არ დაგირეგისტრირებია, ჰკითხე საკუთარ თავს: იტევს თუ არა შენი სულიერი, მენტალური, ემოციონალური და ფიზიკური კონტექსტი იმ ოცნებას, რომელიც გსურს.

გრძელვადიანი ოცნება შეიძლება იყოს ძალიან დიდი და მხოლოდ დროის ჩარჩოებში მოქცეული. ჩარჩოებს შენ თავად განსაზღვრავ: საკუთარი ვილა ბალის კუნძულებზე… როდის? 1 წლის, 5 წლის, თუ 10 წლის შემდეგ? რომელი უფრო რეალურია შენთვის?

ორიენტირებული შედეგზე

თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს წარჩინებით გაართმევ თავს, შენ აღარანაირი ეჭვი არ უნდა დაგრჩეს იმისა, რომ ოცნება ნამდვილად შენი, რეალური და მიღწევადია. ეჭვი და ურწმუნობა ისე გაქრება, როგორც ფანქრის მიერ გაკეთებული მკრთალი ხაზი, საშლელის გადასმის შემდეგ.

არსებობს ტექნიკა:

"გამარჯვების ნაპერწკალი"

ახალი მიზნის რეალიზების წინ, შენ უნდა დაჯდე და გაიხსენო რომელიღაც ემოციური მომენტი/მომენტები, როდესაც რაღაც კარგი ხდებოდა შენი ძალისხმევით და შედეგად, შენ იმარჯვებდი. გაიხსენე ყველა კონკრეტული დეტალი. რას ხედავდი, რა გესმოდა და რას გრძნობდი? რაც უფრო ნათელი და ემოციურად შეფერილი იქნება შენი წარმოსახვა, მით უფრო დიდ ენერგიას მიიღებ ახალი მიზნის მისაღწევად, ხოლო ენერგია — ეს ის მთავარია, რაც განსაზღვრავს, მიაღწევ თუ არა დასახულ მიზანს.

შემდეგ კი, დგები და იწყებ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, ნათლად გაზომილი და ცნობიერი ნაბიჯების გადადგმას.

დროში შეზღუდული

ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა განსაზღვრო კონკრეტული და რეალური ვადები, როდისთვისაც გსურს დასახული მიზნის მიღწევა. შემდეგ კი, დისციპლინირებულად მიყვე წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებს. ასე თუ არ მოიქცევი, შენი მენტალურ-ემოციონალური კონფიგურაცია ძალიან მალე გაქარწყლდება და დაიკარგება.

გაშალაშინება

ბოლოს კი, როდესაც თითოეულ ნაბიჯს გულწრფელად გავივლით, ვდგებით და დიდი ემოციით ვკითხულობთ ყველაფერს, რაც შევქმენით. შენი ამოცანაა, გამოააშკარაო ნეგატივი და პესიმიზმი და როგორც ხელოსანი, თავისი ბასრი შალაშინით, ზედმეტი ხიჭვებისა და სიბინძურისგან ასუფთავებს სამუშაო ხის ნაჭერს, შენც სრულად გაასუფთაო შენი ოცნება ხიჭვებისგან.

7 წლიანმა პრაქტიკამ ნათლად დამანახა, რომ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რა არ უნდა და წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რა უნდა. საუბრისას, ხშირად მესმის: "მე არ მინდა ვიყო ცუდად", "არ მინდა ვიყო ღარიბი" და ასე უსასრულობამდე… მაგრამ ეს მიზანი არ არის.

საერთოდ, ნებიმიერი წარმატება, ეს არის მოძრაობა A წერტილიდან B წერტილის მიმართულებით და ჩვენ ვერაფერს გავხდებით, თუ არ ვისწავლით ეფექტურ კომუნიცირებას საკუთარ არაცნობიერთან. სწორედ არაცნობიერი გვაძლევს ენერგიას იმისათვის, რომ წარმოუდგენლად დიდი და გამაოგნებელი ნაბიჯები გადავდგათ ცხოვრებაში… და თუ არაცნობიერისთვის საზრისი ბუნდოვანი და გაუგებარია, ის უბრალოდ, ბლოკავს და არ გვაძლევს ენერგიას… ესეც შენი სიზარმაცის, შიშის, საბოტაჟისა და მისთანების მთავარი მიზეზიიიც.

არაცნობიერს არ ესმის და საერთოდ ვერ აღიქვამს "არ" ნაწილაკს… და როდესაც შენ ამბობ: "მე არ მინდა ვიყო ცუდად", მას ესმის: "მე მინდა ვიყო ცუდად" – "არ" ნაწილაკი იფილტრება.

ასე რომ, მოგიწევს გარჯა და საკუთარი სურვილის ნეგატივისგან გაშალაშინება.

ოცნება ბიზნეს-გეგმასავითაა. კარგად დამუშავება და დეტალიზება — წარმატების გარანტია!

საკუთარი ოცნების, მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, დამუშავებით, შენ გეზრდება თავდაჯერებულობა და რესურსულ მდგომარეობაში იწყებ ოცნებისკენ მოძრაობას.

ყურადღება!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მინდა, გაცნობო! 23 ივნისს, "ინტელექტიკა" იწყებს 21 დღიან, უნიკალურ ონლაინ კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს],

"მე-კონცეფცია"

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი?

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი კურსი, რაც კი "ინტელექტიკას" აქამდე შეუქმნია. კურსის დეტალურ პროგრამას რამდენიმე დღეში იხილავ, მაგრამ ახლა მინდა, კარგი ინფორმაცია გაგაცნო.

ბუნებრივია, 3 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ – 200 ლარი. დიახ, დიახ – 21 დღიანი კურსი, სულ რაღაც 200 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

ანუ, შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 22 ივნისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ – 23 ივნისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მკითხველი მოემზადოს და კარგად განეწყოს კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ – იაქტიურე.

P.S. ამ სავარჯიშოს ეფექტურად შესასრულებლად დაგჭირდება დრო… ამიტომ გულით ჩაუჯექი და შეასრულე დავალება, ხვალ ვისწავლით, თუ როგორ უნდა სწორი ოცნების სწორად ვიზუალიზება. ჩვენ დეტალურად გავშიფრავთ, თუ რა არის ვიზუალიზაცია და რა შემთხვევაში მოქმედებს და რა შემთხვევაში არ მოქმედებს ის.

მე მჯერა, შენ შეგიძლია — დაიჯერე შენც!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


12 комментариев to “ოცნებიდან მიზნამდე!”

  1. ზამთარში,შევედი ეტალონურ მდგომარეობაში,წარმოვიდგინე როგორ მაქვს კომპუტერი,ვჯდები და ვეხმაურები გიორგი თვალაძეს,ვიმეორებდი 7 დგე. ახლა ვფიქრობ ცოტა ტელეპათიაც მოგვიხდება რომ მსგავსმა მსგავსი იცნოს და თითოეულმა თავის გულში გაიხაროს ამით,იმით რომ ჩვენ ერთ მისიას ვასრულებთ.

  2. შალვა:

    გიორგი, რაც გაგიცანი და თვალს გადევნებ სულ მაინტერესებდა წაკითხული გქონდა თუ არა «The Power Of Now», რადგან თითქმის ყველა ვიდეოში ახსენებ რომ კითხულობ ძალიან ბევრს და განსაკუთრებით ასეთი ჟანრის წიგნებს, მაგრამ ხანგრძლივი მოლოდინის განმავლობაში არ გიხსენებია ეს წიგნი. თანაც ვიცი რომ საკმაოდ ცნობილი და გავრცელებულია, ყოველშემთხვევაში საზღვარგარეთ.დავაპირე კიდეც რომ მეკითხა ამის შესახებ =) …. და აი, დღეს დილით, ვასრულებდი შენს ერთ-ერთ დავალებას «ხვალინდელი დღის გეგმას», რის მიხედვითაც დღიურში მეწერა «დავასრულო სურპრიზის კითხვა». გავაგრძელე კითხვა და ვერ წარმოიდგენ რა ვიგრძენი როცა იმ ადგილას მივედი სადაც «The Power Of Now»-ზე საუბრობდი. არაჩვეულებრივი სიხარულის გრძნობა და რაღაც დიდი ენერგია მომაწვა სხეულში. ერთი საათის განმავლობაში მაინც ვტკბებოდი ამ ენერგიით =) ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ წიგნმა, რატომღაც მეგონა რომ პირველად მარტო მე წავიკითხე საქართველოში და მინდოდა სხვებისთვისაც გამეზიარებინა, რამოდენიმე მეგობარს გავუგზავნე კიდეც მაგრამ მოგეხსენება ბევრმა არ იცის ენა, მითუმეტეს ისე რომ ინგლისურ ენაზე იკითხოს წიგნები. გამიხარდა იმიტომ რომ კიდევ უფრო დაგიახლოვდი ამ წიგნით და ვიპოვე ადამიანი რომელსაც წაკითხული აქვს ეს არაჩვეულებრივი წიგნი,შემიძლია გაგიზიარო მიღებული ემოციები. დარწმუნებული ვარ ასეთივე უნიკალური წიგნები იქნება დანარჩენები, აუცილებლად წავიკითხავ. გუშინ როცა ტექნიკა «მიტევებას» ვაკეთებდი და წავიკითხე — თუ ტირილი მოგინდა ნუ შეიკავებ მას, შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად დაგეხმარება, რატომღაც მოველოდი რომ ტირილი მომინდებოდა =) მაგრამ არ მომინდა. საერთოდ ბუნებით ვარ ისეთი რომ წყენას გულში არ ვიდებ, თანაც მახსენდება ტოლეს სიტყვები: «surrender», ანუ მიიღე ის რაც არის.

  3. ლევანი:

    გიო ზუსტად და ნათლად დავინახე ის რაც რეალჟრად ჩემია. მთელ სხეულში დამიარა საოცარმა ემოჩიამ როცა წარმოვიდგინე რომ მიზნები და ოცნებები რომლებიც ჩამოვწერე უკვე მიღწეულია. შეუძლებელია ეს ენერგია გადმოსცე. ზოგადად კონკრეტიკა ადამიანს ძალიან ბევრ რამეში ეხმარება. მითუმეტეს როცა ეს შენს შინაგან სამყაროს და მიზნებს ეხება. თუ დეტალურად,ყოველი წვრილმანის დაზისტებით და გათვალისწინებით იცი თუ რა გინდა,მის მისაღწევად სამუშაოების შესრულება არათუ უფრო მკაფიო არამედ სასიამოვნოცაა. მადლიერი ვარ გიორგი!!! <3

  4. მონიშვნები ჩემი დაკვირვებიდან:კათარზისი-ალუდას»გვთისა და კაცისა».»ცოდვილი»-გ.გეგეშიძისა…არისტოტელეს-«პოეტიკა.პრიზნაკ ჩისტოი სოვესტი-კნიაზ ნიჯარაძე(სტალინი!?). ადამიანმა დაკარგა «სუშნოსტნი ცენტრ».

  5. ანა:

    ძალიან საგულისხმო მეთოდია აგწერილი ამ პოსტში,მიზნის დაგეგმვა და თანამიმდევრობა აუცილებელია ოცნების რეალობაში გადმოსაყვანად,ამას კი ნებისყოფა სჭირდება და ფოკუსირება მიზანზე.მიზნის მიგწევასა და სურვილის ასრულების თემაზე ბევრი წიგნი წავიკითხე და ვებინარებსაც დავესწარი რუსულენოვან კოუჩებტან,მარა რატომგაც ჩემი მიზნის მიგწევა ვერ შევზელი აქამდე.რაგაცაც ალბათ არ ვაკეტებ ისე,როგოც უნდა იყოს,რომ მივიგო შედეგი,ან მარტლაც და არის ისეტი რამ,საიდუმლო,რომელსაც ვერ ჩავწვდი და ვერ გადმომყავს რეალობაში ჩემი მიზანი,უფრო მიკვირს ის ,რომ ხშირად უკუშედეგსაც კი ვიგებ.

  6. Maiko Abesadze:

    ტექნიკა: «ოცნების კარკასი» არაჩვეულებრივი პროექტია. მსგავს სწავლებებს ვერცერთი ადამიანი ვერ გაივლის ვერც სკოლებში და ვერც უმაღლეს სასწავლებლებში. იმიტომ რომ , უბრალოდ მას არ ასწავლიან. მატრიცას არ სურს ვინმეს ასწავლონ ეს ტექნიკები, რადგან მათ აწყობთ ადამიანების ეს მდგომარეობა, რაც მეტი მონა ეყოლებათ , მით მეტ დიდებას მიიღებენ.მათ აწყობთ, ადამიანს აფიქრებინონ რომ თავისუფალია, რადგან ეს მდგომარეობა დამონების ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა. მადლიერი ვარ რომ, ვეზიარე ამ ტექნიკების სიძლიერეს და ჭეშმარიტებას. მადლიერი ვარ უფლის რომ, როგორიც შემქმნა თავისუფალი და სიყვარულით სავსე, ისევ იმ საწყისებს ვუბრუნდები ამ ტექნიკების გამოყენების საშუალებით. მადლიერი ვარ უფლის რომ ინტელექტიკა არსებობს. მადლიერი ვარ , რომ როგორც იქნა ვიპოვე ჩემი საკუთარი «მე» . მადლიერი ვარ რომ გიო არსებობს, რომელმაც ეს პროექტი დაარსა და ჩაუყარა საფუძველი. მადლიერი ვარ რომ , ჩემსავით უამრავი ადამიანი დაინტერესდა და ცდილობს დაუბრუნდნენ უფლისგან ბოძებულ საწყისებს და შემოქმედებას. მ ა დ ლ ი– ე რ ი – ვ ა რ! –– რომ სამყარო ჩემშია და მე სამყაროში. *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* 😉

  7. ელენე:

    «ოცნების კარკასი» პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადო გიორგი.იმისათვის ,რომ არსებობ’ შთაგონებას,ძალას და წარმატებას გისურვებ..შენი წარმატება პირდაპირი წარმატებაა თითოეული იმ ადამიანის ,ვინც შენთან ერთად ცდილობენ იპოვნონ საკუთარი თავი და რწმენა.
    ვაღიარებ და ვიტყვი ,რომ ოცნება არ მცოდნია.მკონია მხოლოდ ილუზიები,თავს მოხვეული ილუზიები.რომლებშიც ვიკარგებოდი…ოცნება უფრო ღრმა ყოფილა,ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს. სწორად ოცნებას სჭირდება სწორად შეიცნო პირველ რიგში საკუთარი თავი.შენი ძლიერი მხარეები.მოუსმინო საკუთარ თავს და გაიგო რა უნდა მას.და არა შენს შექმნილ ილუზიებს,რომელიც ფილმებში ნანახი,წაკითხულის ან სხვების ცხოვრების წამბაძველობაა.ჩვენ ხშირად ვოცნებობთ იმაზე რაც აქვთ სხვებს.ეს ოცნება კი ძირითადად მატერიალურია.ვიცნებობთ იახტაზე,ვბაძავთ რომელიმე მსახიობს,მოდელს ან მომღერალს.წარმოვიდგენთ თავს მათ ადგილზე..ვოცნებობთ ბოლო მარკის ავტომობილებზე, სასახლეებზე…მხოლოდ იმიტომ ,რომ გვინდა ჩვენც მივიქციოთ ყურადგება.ეს ცუდი არ არის იყო.ცნობილი, მისაბაძი, მდიდარი.დადიოდე ბოლო მარკის ავტომობილით..მაგრამ ჩვენ მხოლოდ სხვისი ცხოვრების ცხოვრებით ვცოვრობთ ილუზიებში,რომელსაც არავითარი ,რწმენის,ენერგიის და მოტივაციის მოცემა და შთაგონება არ შეუძლია..მსგავსი ტექნიკა,სხვა დროსაც გამიკეთებია,მიცდია ყოველ შემთხვევაში.საინტერესო და რეალური იყო..მაშინ ეს.წვრილმანებში,ფერებში,წერილობით მქონდა გადმოცემული ყველა წვრილმანი..მაგრამ რაგაც აკლდა..აკლდა მთავარი,,ის იყო ფერებით და ნივთებით მდიდარი,მაგრამ ემოციით ღარიბი..დღეს როდესაც ავიღე პასტა და დავიწყე წერა..მთლიანად ჩემს გულის გულში ჩავედი..ჩემი ოცნება იმდენად დიდი ,და ამავდროულად იმდენად რეალური,იმდენად ჰარმონიული იყო ყველა ასპექტში,როცა მისი გაშალაშინება დავიწყე ვიწამე.დავინეახე მთელი გზა,A წერტილიდან B ბეწერტილისკენ გასავლელი..ის სულ ჩემი იყო,ჩემში იყო,ეს გზა მავსებდა,მიყვარდა,და ოცნება რომელიც დროში გავნსაზღვრე უბრალოდ უკუ კავშირი იკნება ჩემი მოგზაურობის ამ გზაზე..

  8. ia:

    madloba,madloba da madoba giorgi kidev ertxel am postistvis,am konkretuli davalebebistvis,romelmac martlac gamashalashonebina sakutari pcnebebi da konkretuli mizani damanaxa,romelic megona mqonda.sabolood gamovutydi sakutar tavs ra minda,ratom minda ristvis minda.vxvdebi rom es martlac mnishvnelovania,tumca teoriulad vici,mara praqtikuli davaleba da mushaoba sul sxva shedegebs idzleva.sulmoutmenlad veli yoveldge axal postebs da davalebebs.madloba amistvis giorgi. *IN LOVE*

  9. ცისანა:

    როცა ეს პოსტი წავიკითხე პირდაპირ საქმეზე გადავედი,კერძოდ მომეწონა პირველი კითხვა რას ვიზავდი მსოფლიო რესურსის მფლობელი,რომ ვიყო,რატომ იცით ადრე არასოდეს მიფიქრია ფართოდ ასეთი მაშტაბით და მივხვდი რომ თუ გინდა რომ ბევრი მიიღო აზროვნება უნდა გქონდეს მაზდ მის მისაღებათ.რაც მაქვს ბევრჯერ მითქვამს რომ მადლიერი ვარ ყველაფრით,მაგრამ ახლა ვხვდები რომ იმაზე მეტი სწორედაც იმიტო არ მაქვს რომ მეტს ვერ ვხედავ.
    ერთი ყველაზე მთავარი ვიცი,ამ ტრენინგს რაც გიორგი შენ შემოგვთავაზე აუცილებლად მინდა რომ დავესწრო და ვიცი რომ ის შემოთავაზევა ჩემთვის არის,რადგან დღეს მაქვს საოცარი პერიოდი სასწაულ ფინანსურ კრიზის განვიცდი..8წელი რაც ვიმუშავე საკმაოდ კარგი ფული გამოვიმუშავე ბევრი რამ შევიძინე ,მაგრამ სამწუხაროდ ამ 2წელიწადში ყველაფერი დავკარგე.ბინა,ოქრო,ბევრი ფული.მაინც მადლიერი ვიყავი ყოველთვის უფლის ,რადგან მეუღლე და 4შვილი ,ჯანმრთელად და ბედნიერად მყავდა.ბევრი რამ რასაც გიორგის პოსტებიდან ვკითხულობ უკვე გადავიტანე საკუთარ თავზე და ძალიან ახლობელია.
    ახლა ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდია ვსწავლობ როგორ ავაწყო ცხოვრება თავიდან.ბევრ რამეს ვხვდები ,მაგრამ ბევრი კიდევ მაქვს სასწავლი,ამიტომ ძალიან მინდა მოხვედრა ,რადგამ მინდა ჩემი ცხოვრება სწორად დავალახო და ჩემი გამოცდილება ყველას გაუზიარო და მათაც დავეხმარო.

  10. ნაია:

    ამ პოსტმა მოლოდინს გადააჭარბა,განსაკუთრებით ჩამაფიქრა ტექნიკის კეთებამ «ოცნების კარი». ტექნიკის გავლის შემდეგ ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ ადამიანს თავში რამდენი არასწორი აზრი უტრიალებს. ტყუილად ვიტვირთავ თურმე გონებას, არაფერი საჭირო არ ყოფილა.გონების გაწმენდიდან და დალაგებიდან იწყება ყველა სიკეთე.(რელიგიაც ამას ქადაგებს)
    თურმე სწორი ოცნებაც კი არ შემძლებია, არათუ ამ ოცნების რეალიზაცია, თუმცა არასწორი ოცნება ხომ არ რეალიზდება? ან რაღაცა სიმახინჯესთან გვექნება საქმე.
    როდესაც 2 ნაბიჯს-გასუფთავების ტექნიკას ვაკეთებდი, უკვე ვხვდებოდი რომ ზოგიერთი ოცნება არც მე მომიტანდა კარგს და არც სამყაროს. ნელ-ნელა იწმინდებოდა და ლაგდებოდა გონებაში ყველაფერი. ძალიან კარგი და სასარგებლო სავარჯიშო იყო ნამდვილად.
    რაც შეეხება პუნქტს-მიღწევადი, აქ კი რაღაც წინააღმდეგობას წავაწყდი, ვერ გავიგე კარგად. მოგმართავთ თქვენ კითხვით:
    თუ ჩემი ოცნება მიღწევადია სულიერ, მენტალურ, ემოციონალურ, ფიზიკურ დონეზე, მაგრამ იჭედები მატერიალურ კონტექსტში (რაც ჩვენი გაჭირვებაა ძირითადად), მაშინ რა ვქნათ, თავი დავანებოთ ასეთ ოცნებას, არაა მიღწევადი? როგორ განვსაზღვროთ?
    მადლობას გიხდით წინასწარ.

  11. აისი:

    ვისაც ეგ 200 ლარიც არ აქვს და უნდა? ან უბრალოდ ფიზიკურად დრო არ აქვს,ან დედამიწის სხვა მხარესაა, რა ქნას? 🙂
    ანუ წიგნად გამიცემას არ აპირებთ? მე პირადად სიამოვნებით ვიყიდდი…

Leave a Reply