ქ. თბილისი 17 ოქტომბერი

ინტელექტიკა და Nx წარმოგიდგენთ ერთდღიან ცოცხალ მასტერ-კლასს:

"საჯარო გამოსვლების ხელოვნება"

როგორ მოვახდინოთ ადამიანებზე ზეგავლენა, დავარწმუნოთ ისინი და გავზარდოთ შემოსავლები

გაიგე მეტი მონაწილეობის მიღება!

თუ თქვენს საჯარო გამოსვლებს დამაჯერებლობა აკლია, ან შიშის გამო საერთოდ არ გამოდიხართ აუდიტორიის წინაშე, მაშინ ყურადღებით გაეცანით ამ გვერდზე მოცემულ ინფორმაციას და გაიგებთ, როგორ გახდეთ პროფესიონალი ორატორი.



ნამდვილად არ გეტყვით, რომ ეს საქართველოში ერთადერთი კურსია, სადაც საჯარო გამოსვლებს ასწავლიან, იმიტომ, რომ საჯარო გამოსვლების კურსები უკვე მრავლადაა...

მაგრამ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთადერთი კურსია, სადაც ონლაინ და ოფლაინ გამოსვლებს და რაც მთავარია, ამ გამოსვლების კონკრეტული ფაქტით, ანუ გაყიდვებით დაგვირგვინებას ისწავლით.

ასევე, ეს ერთადერთი კურსია, სადაც ვიდეო-პრეზენტაციის უმაღლეს დონეზე შედგენას და მისი დამაჯერებლად ჩაწერის უნარს შეიძენთ.

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ წარმატებული ადამიანების უმრავლესობა კარგი ორატორია.

ამერიკელებს, საინტერესო გამოსვლებზე ერთი ასეთი გამოთქმა აქვთ:
«I was sitting on the edge of the chair»
ეს ნიშნავს: «მე სკამის კიდეზე ვიჯექი», ანუ «ისეთი კონცენტრირებული ვიყავი, რომ ერთი აზრის გამოტოვებისაც მეშინოდა».


მაგრამ, როგორც წესი, მსმენელს სურვილი აქვს, მიეყრდნოს სკამის საზურგეს და გონებრივად თავის საზრუნავებში დარჩეს.

აუდიტორიის ჩართულობაზე ზეგავლენის მოხდენა კი 100% თქვენს ხელშია!

იმისათვის, რომ თქვენი გამოსვლები მსმენელისთვის არ იყოს დროისა და ენერგიის ფუჭი კარგვა, მრავალი პროფესიონალური ტექნიკის შესწავლაა საჭირო.

თავიანთი პრაქტიკის განმავლობაში, ბიზნესმენებმა და კომპანია "ინტელექტიკას" დამფუძნებლებმა, გიორგი თვალაძემ და მურად ბართიშვილმა, უამრავ ასეთ ტექნიკას მოუყარეს თავი.

მასტერ-კლასის მონაწილეები თავიანთ განკარგულებაში მიიღებენ ამ ტექნიკებს და მათი პრაქტიკაში დანერგვის მარტივ ალგორითმს.

კერძოდ: თქვენ გაიცნობთ რიტორიკულ ილეთებს და სთორითელინგს - ეს საჯარო გამოსვლების უმაღლესი პილოტაჟია.

ორატორის ერთ-ერთ საკვანძო უნარს წარმოადგენს დარბაზის "დაჭერა", ამიტომ მასტერ-კლასი, ფაქტიურად, სრულად ინტერაქტიული და დინამიური იქნება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სპიკერები, არამედ - მთელი დარბაზი.

Content Img Left

ვისთვის არის ეს მასტერ-კლასი?

ვიდრე ამ კითხვაზე ვუპასუხებდე, მინდა ერთი მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო: ეს მასტერ-კლასი არის ჩვენი გრძელვადიანი კურსის შესავალი ნაწილი... მასტერ-კლასზე თქვენ მიიღებთ კონცეპტუალურ ხედვას და ემოციონალურ ბიძგს, ხოლო გრძელვადიან კურსზე კი - საჯარო გამოსვლებისა და გაყიდვების მაღალეფექტურ უნარებს.

ეს კურსი არის:

Person Img

სტუდენტებისთვის - ეს არის თქვენი შესაძლებლობა, ეზიაროთ საჯარო გამოსვლების ახლებურ, უნიკალურ მოდელს, შექმნათ თქვენი უნიკალური, ინდივიდუალური სტილი და აქტიურად მოახდინოთ ამ სტილის ბაზარზე პოზიციონირება.

Person Img

MLM მეწარმეებისთვის - მეგობრებო, მერწმუნეთ, ეს კურსი თქვენთვის მართლაც მისწრება და აღმოჩენაა, რადგან კურსის გავლის შემდეგ, თქვენ ენთუზიაზმით დაიწყებთ პრეზენტაციებისა და რანდევუების ჩატარებას... და რაც მთავარია, ამას გააკეთებთ სწორად, რადგან თქვენ გექნებათ ის აუცილებელი უნარები, რომლებიც გამოსვლების სტრუქტურის, ეფექტური გაყიდვებისა და დიდი გუნდის შექმნაში დაგეხმარებათ.

Person Img

ინტერნეტ მეწარმეებისთვის - კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ ვებინარებისა და ვიდეო-კონფერენციების ეფექტურად ჩატარებას, ასევე, განივითარებთ ვიდეო-მარკეტინგისა და გაყიდვების საკვანძო უნარებს.

Person Img

TOP მენეჯერებისთვის - ლაპარაკისა და ურთიერთობის გარეშე, შეუძლებელია მართვა. თქვენ შეიძენთ ზეგავლენის მოხდენის, დარწმუნების, მოლაპარაკებების უნარ-ჩვევებს, ასევე, საგრძნობლად შეამცირებთ შინაგან ფსიქოლოგიურ კონფლიქტსა და სტრესებს.

Person Img

გაყიდვების მენეჯერებისთვის - გაყიდვები - ეს 100% ურთიერთობაა. კურსის გავლის შემდეგ, თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მდგომარეობას და გაზრდით გაყიდვებს. კლიენტები სიამოვნებით დაიწყებენ თქვენგან შეძენას და კვლავ დაბრუნდებიან, თანაც დაბრუნდებიან - ახალ კლიენტებთან ერთად.

Person Img

მოქმედი თუ მომავალი პოლიტიკოსებისთვის - კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეიძენთ საჯარო გამოსვლების ახალ უნარებს და ფურცლის ნაცვლად, ხალხთან დაიწყებთ ლაპარაკს.

მარკეტოლოგების, ბრენდ-მენეჯერების, კერძო მეწარმეების, ხელმძღვანელებისა და ბიზნესის მფლობელთათვის - კურსის გავლის შემდეგ, თქვენ ეფექტურად ჩაატარებთ თანამშრომლების მამოტივირებელ თათბირებს და მარტივად მოახდენთ მათ წინაშე კომპანიის ფასეულობებისა და ხედვის ტრანსლირებას.

მასტერ-კლასს გაუძღვებიან:


გიორგი თვალაძე - პრაქტიკული სწავლების მომხრე ბიზნესმენი, კომპანია "ინტელექტიკას" დამფუძნებელი. ბოლო 8 წლის მანძილზე, ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული ცოცხალი მასტერკლასი და ტრენინგი, მათ შორის, წამყვან ქართულ უნივერსიტეტებში, 400-ზე მეტი ვებინარი და ათეულობით ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგი. გიორგი არის 9 ონლაინ-კურსისა და 5 წიგნის ავტორი. მის საქმიანობაში საჯარო გამოსვლებს საკვანძო ადგილი უკავია. იგი არის გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ღრმად სწამს, რომ თუ მთავარი იქნება მთავარი, ნებისმიერი შეძლებს გახდეს ნებისმიერი.



მურად ბართიშვილი - პრაქტიკოსი ბიზნესმენი. თავისი კარიერის მანძილზე 50-ზე მეტი ცოცხალი და 300-მდე ონლაინ სემინარი აქვს ჩატარებული. მისი ვიდეო-ტრენინგები YouTube-ზე 50.000 ადამიანს აქვს ნანახი. 2014 წელს დააფუძნა პროექტი ბიზნეს-სტარტი, რომლის ფარგლებში 60-მდე ადამიანმა ნულიდან დაიწყო საკუთარი ბიზნესი. ის დარწმუნებულია, რომ დღევანდელ რეალობაში, ყველა დიდი წარმატება სწორად საჯარო გამოსვლებზე გადის.