პიროვნული განვითარება საქართველოში

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მკითხველო!

— როგორ მიდის შენი საქმეები?

ძალიან მაინტერესებს შენი მოსაზრება შემდეგ საკითხთან დაკავშირებით:

— როგორ ფიქრობ, საქართველოში პიროვნული ზრდის ინდუსტრია, რატომ არ ვითარდება?

— ადამიანების უდიდეს ნაწილს, რატომ არ აქვს მიდრეკილება პიროვნული განვითარებისა და პროფესიონალიზმისკენ და რატომ სჯერდებიან ისეთ პროფესიებს, რომელიც მხოლოდ მათ არსებობას უზრუნველჰყოფს?

მე უკვე 3 წელია, რაც პიროვნულ/სულიერი განვითარებით ვარ დაკავებული და ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალყურს მოვლენების განვითარებას მსოფლიო ბაზარზე, ხოლო ისეთი ინდეფერენტულობა, როგორიც ხდება საქართველოში (განსაკუთრებით ახალგაზრდობაში) არ ხდება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში.

რუსეთში და უკრაინაში უკვე დიდი ხანია ბუმია ამ მხრივ (ამერიკაზე და ევროპაზე ხმააას არ ამოვიღებ). მე უკვე მყავს რამდენიმე რუსი მეგობარი (პარტნიორი), ასევე მასწავლებლები, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ვსწავლობ და მომავალშიც სიამოვნებით ვისწავლი, ხოლო ამ ჩემი სამწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში შევნიშნე, რომ რაც იქ უკვე კარგახნის მობეზრებული და მოდიდან გამოსულია, აქ ჯერ არც კი გაუგიათ.

ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. ისინი მუდამ პოზიტიურები, ენერგიულები და თვალებ ანთებულები დადიან, მათი ასაკია 17, 22, 25, 29 … ისინი ისახავენ მიზნებს, ადგენენ გეგმებს, დადიან ტრენინგებზე და სემინარებზე, ქმნიან გუნდებს, შეუპოვრად და მუხლჩაუხრელად მოქმედებენ, ამრავლებენ აქტივებს და ქმნიან შემოსავლის წყაროებს.

პირადად ჩემი მხრიდან შეუძლებელია, რომ ამას უდიდესი პატივისცემისა და ემოციის გარეშე უყურო, მაგრამ ასევე შეუძლებელია, რომ არ გამიჩნდეს უდიდესი კითხვის ნიშანი, რომელიც უკვე დიდი ხანია გაჩენილია და დღეს ამ პოსტის სახით გადმოვეცი, უფროსწორედ ამ კითხვით მოგმართავ შენ!

— რატომ?

— რატომ ხდება ასე?

— რატომ არ აინტერესებს ქართველი ადამიანების უდიდეს ნაწილს პიროვნული განვითარება?

— რატომ ვიღვიძებთ ჩვენ ყველაზე გვიან?

ჩემო ძვირფასო მეგობარო, თითოეულ ჩვენგანს გვესაჭიროება მუდმივი განვითარება, რათა შევძლოთ პიროვნული ზრდა. განათლების ტრადიციული სისტემა სამწუხაროდ არ იძლევა საჭირო უნარების განვითარების საშუალებას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში ზრდასრული ადამიანისთვის.

უმეტესობა კი, უმაღლესის დამთავრების შემდეგ საერთოდ წყვეტს საკუთარ განვითარებაზე ფიქრს და ზრუნვას.

ხოლო, როგორც უთქვამს პიტერ დრუკერს: "თუ არ ვითარდები, დეგრადაციას განიცდი!"    

ადამიანები ყოველ დღე დადიან სამსახურში. სამსახურში, რომელსაც ვერ იტანენ და აკეთებენ საქმეს, რომელიც წლების მანძილზე ყელში აქვთ ამოსული. ეს ადამიანები, სახლში სტრესებთან ერთად ბრუნდებიან. დილას ისევ იგივე, იღვიძებენ და "უნდას" პატივისცემით მიიწევენ ისევ იქ, სადაც ნადგურდება მათი ოცნებები და იწყება მწარე რეალობა.

მიაქციე ყურადღება სიტყვას — მწარე რეალობა!

ეს არის ცხოვრების "სტილი", სადავ ყველა მომდევნო დღე, მათემატიკური სიზუსტით, ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო წინა დღე, ხოლო მსგავსი "სტილით" ცხოვრება ხელს უწყობს ჩაკეტილი წრის შექმნას (მსგავსი იზიდავს მსგავს) და ადამიანს ისღა დარჩენია, იმედი იქონიოს, რომ ოდესღაც ის დააგროვებს ფულს (ოღონდ როდის და როგორ არ იცის) და დაისვენებს. ყოველივე ამას კი მოსდევს პენსია და ხელიდან გაშვებული საუკეთესო წლების გაცნობიერებისგან გამოწვეული  ტკივილი.

— მტკივნეული ისტორიაა ხომ?

გეთანხმები! ეს არის ისტორია, რომელიც ელოდება სწორედ იმ ახალგაზრდობაში ინდეფერენტული და უპასუხისმგებლო ცხოვრების "სტილით" მცხოვრებ ადამიანებს, რომლებზეც ამ პოსტში ვსაუბრობთ.

— და მაინ, რა უბიძგებს ადამიანებს აქეთკენ?

— ჩვენ ხომ აბსოლუტურად ყველა ბედნიერები და თავისუფლები დავიბადეთ?

— ჩვენ ხომ მკვეთრი და ნათელი ფერებით ნახატი ფანტაზიისა და შესაძლებლობების მქონე  ბავშვები ვიყავით?

ერთნი  შემოიფარგლებიან იმ ცოდნით, რომელიც მათ ცხოვრების განმავლობაში მიიღეს, მეორენი კი აფართოვებენ თავიან ჰორიზონტებს და იწყებენ "თავისუფალი ცხოვრების სტილით" ცხოვრებას. რათქმაუნდა პიროვნული ზრდა გულისხმობს, საკუთარი თავის, შიშების, წარსულში შეძენილი გამოცდილებისა და ამის გამო შექმნილი წინააღმდეგობების დაძლევას, მაგრამ თვითგანვითარება არის ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილება და მისი რეალიზების შემთხვევაში, ის ახდენს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის კომპენსირებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი (არარეალიზების) ჩნდება გაღიზიანება, კონფლიკტები, დეპრესია, ენეგიისა და ძალების უკმარისობა, დაავადებები და "სწრაფი ფინიში".

— რატომ არ აქცევს ყურადღებას ქართველების უდიდესი ნაწილი პიროვნულ განვითარებას?

ეს კითხვა მაქვს მე თითოეულ ამ პოსტის წამკითხველ ადამიანთან, მაგრამ მოდი სანამ მათ აზრს მოვისმენდეთ, მე ჩემ აზრს გეტყვი.

ჩემი აზრით ეს ხდება, რამდენიმე მიზეზის გამო!

ადამიანების ფსიქოტიპები:

1. ისინი ამბობენ: "ჩემმა მატარებელმა უკვე ჩაიარა", დავიღალე, სადღა შემიძლია და ა.შ. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებაა და მეტი არაფერი (თუ რათმაუნდა ამას 70 წელს გადაცილებული ადამიანი არ ამბობს). მე ძალიან ბევერ ინფორმაციას ვეცნობი და ზუსტად ვიცი, რომ არსებობს მრავალი ფაქტი იმისა, როდესაც ადამიანები 60 წლის ასაკშიც კი იწყებენ ცხოვრების შეცვლას, იწყებენ ბიზნესებს, იწყებენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას და შეუპოვრად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ;

2. გულგრილობა საკუთარი თავის მიმართ. მე მათ შევარქვი: "ხვალისტები". ისინი ამბობენ, დღეს მოვწევ ბოლო ღერს და ხვალიდან აღარ ვეწევი; ხვალიდან აღარ შენჭამ 7 სთ-ის შემდეგ; ხვალიდან, ხვალიდან, ხვალიდან…… მაგრამ ხვალ გრძელდება ისევ ის, რაც ხდებოდა დღეს — ჩაკეტილი წრე. (ერთ დროს, მეც "ხვალისტების" გუნდში ვთამაშობდი, ამიტომ მე ნუ მეტყვი, რომ აქედან თავის დაღწევა შეუძლებელია).

3. ჩაკეტილები. ამათაც მოუფიქრე კარგი სახელი: "მევიცისტები". ისინი ჩაკეთილები არიან ყოველგვარი სიახლის მიღებისაგან, აცხადებენ, რომ ყველაფერი იციან, მაგრამ რატომღაც მათი ცოდნა დადებითად არ აისახება მათ ცხოვრებაზე. აქ კი მე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს. აი ისიც: მხოლოდ ცოდნა გამოსავალი არ არის. ნებისმიერმა ჭარბწონიანმა ადამიანმა იცის, როგორ გახდეს, მაგრამ რატომღაც ვერ ხდება. ნეტავ რატომ?

4. კომფორტის ზონა. ამათაც მოუფიქრე კარგი სახელი: "კომფორტისტები". ამ ადამიანებმა შეიქმნეს საკუთარი უსაფრთხო ზონა და წლების განმავლობაში ცხოვრობენ იქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მართლა კომფორტში არიან და აწყობთ თავიანთი ცხოვრების სტილი. სულაც არა. მათი ამოცნობა ძალიან იოლია, ისინი ძალიან ბევრს წუწუნებენ და საკუთარ ცუდ ცხოვრებას, გარე ფაქტორებს აბრალებენ. ეს ადამიანები წელიწადში ერთ დღეს ცხოვრობენ, უბრალოდ ამას 365 ჯერ აკეთებენ. ისინი არიან ჩაკეტილები ყოველგვარი სიახლის მიმართ და არასოდეს რისკავენ;

5. კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სენის ბუკეტი ერთად სჭირთ და ამ გაუჩერებელ კარუსელში ცხოვრობენ;

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობს, რომ საერთო სურათის შესაქმნელად ესეც საკმარისია. თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს, ისინი ცხოვრობენ არაცნობიერ მდგომარეობაში, შეიძლება ითქვას, რომ მათ "სძინავთ".

ბევრი არა, მაგრამ მაინც დარჩნენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც შინაგანად დღემდე სჯერა, რომ ბედნიერება არ გამქრალა, ისინი ოცნებობენ იმ დღეზე, როდესაც იცხოვრებენ სიუხით აღსავსე სიხარულში, სიყვარულში, სიმდიდრეში, გაცნობიერებულობაში და ჰარმონიაში.

მე უკვე ვწერდი იმის შესახებ, რომ დღევანდელ ქართულ რეალობაში ცვლილებები შესაძლებელია პიროვნული განვითარებისა და საკუთარი აზროვნების შეცვლის გზით. რაც შეეხება შემოსავლის წყაროს, მისი შექმნაც სულ თავისუფლად არის შესაძლებელი, მთავარია მოინდომოს ადამიანმა.

მაგრამ, აზროვნების შეცვლის გარეშე — ეს შეუძლებელია.

ადამიანები ინტერნეტს დროის ფლანგვის ინსტრუმენტად, რომ არ იყენებდნენ, შეამჩნევდნენ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს დღეს მათ ინტერნეტი და ახალი ტექნოლოგიები. ამას პირველ რიგში დანახვა სჭირდება, ხოლო შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება, ძალღონის მოკრებვა და შეუპოვარი სვლა დასახული მიზნის მიმართულებით.

მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით წასულ ადამიენებს წინ სერიოზული გამოცდები და სირთულეები ელოდებათ (პირადი გამოცდილებიდან გეუბნები), იმტომ რომ მათთვის ბავშვობაში არ უსწავლებიათ ნამდვილი წარმატების სტრატეგიები.

პიროვნული განვითარებისაკენ მიმავალი გზა იძლევა იმ ცოდნას, რომელიც ყველანაირი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება ადამიანს. სხვადასხვა ტრენინგები, სპეციალური ლიტერატურა, ვებინარები და ა.შ. დღეს უკვე მრავალი საშუალება არსებობს ადამიანის განვითარებისათვის და ჩემი აზრით ქართველებს, სწორედ აქ გვხვდება მთავარი ბარიერი — სიზარმაცე და შინაგანი კომფლიქტი, სწორედ ეს ახდენს იმ ონკანის გადაკეტვას, საიდანაც მოედინება ენერგია ოცნებისა და მიზნების რეალიზებისთვის.

მიუხედავად ამისა, მსგავსი ტექნოლოგიები არსებობს და ადამიანები მათი დახმარებით უდიდეს წარმატებებს აღწევენ.

— როგორ ვაქციოთ ყოველივე ეს რეალობად შენთვის?

გაანალიზე საკუთარი ცხოვრება! გაეცი წერილობითი პასუხები შემდეგ კითხვებზე:

— რა გაკმაყოფილებს საკუთარ ცხოვრებაში?

— რა არ გაკმაყოფილებს?

— რას დატოვებდი?

— რას შეცვლიდი?

— როგორი პიროვნება გინდა იყო 5 წლის შემდეგ?

— როგორი პიროვნება გინდა იყო 10 წლის შემდეგ?

— რისი გაკეთება დაგჭირდება, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო?

დაიწყე ცვლა დღესვე! შექმენი შენი წარმატების დღიური და ყოველდღიურად აწარმოე ის. ყოველ საღამოს ჩაიწერე დღის მიღწევები, ჩაიწერე ყველაზე უმნიშვნელო მიღწევებიც კი და 21 დღეში შენი თვითშეფასება იმდენად გაიზრდება, რომ საკუთარ თავს ვერ იცნობ. იყავი ყოველდღე უკეთესი და შენს წარმატების დღიურში მოაწყვე შეჯიბრი საკუთარ თავთან, სახელწოდებით: "დღეს უკეთესი ვარ, ვიდრე გუშინ".

წარმოიდგინე ექსკალატორი, რომელიც შენს საწინააღმდეგოდ მოძრაობს. იმისათვის, რომ ზევით ახვიდე (იქ სადაც არწივნი ფრენენ) საჭიროა ძალისხმევა, თორემ უკან ჩახვალ.

დაისახე დიდი მიზანი და შენ ბევრად უფრო სწრაფად იმოძრავებ! სწრაფად  მოძრაობით კი სწრაფად განვითარდები! ხოლო, რაც უფრო ვითარდება ადამიანი, მით უფრო იკლებს ექსკალატორის წინააღმდეგობა.

პიროვნული ზრდა გულისხმობს მუდმივ განვითარებას! ამიტომ, შეიცვალე აზროვნება სპეციალური ლიტერატურის დახმარებით, ისწავლე მათგან, ვინც უკვე შეძლო ცხოვრების შეცვლა, ისწავლე ექსპერტებისგან, დაესწარი ტრენინგებს, სემინარებს, ჩაერთე ონლაინ ვებინარებში, იკითხე პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული საიტები და ბლოგები, უსმინე აუდიო კურსებს და ნუ შეწყვიტავ ზრდას.

საწყის ეტაპზე თვეში, რომ მხოლოდ ერთი წიგნი წაიკითხო (პირადად მე 4-5 წიგნს ვკითხულობ), წელიწადში 12 წიგნი გამოგივა. მაგრამ, აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ რასაც მოისმენ, წაიკითხავ და გაივლი, მომენტალურად პრაქტიკად აქციე!

რათქმაუნდა პიროვნული ზრდა არც თუ ისე იოლია და მეტსაც გეტყვი, პიროვნული ზრდა — რთულია! მაგრამ, დამიჯერე, რომ არარეალიზებული და უღიმღამო ცხოვრება — ბევრად უფრო რთულია! ნამდვილად ღირს ამ ფასის გადახდა, იმიტომ რომ გაწეული შრომის შემდეგ ისეთი შესანიშნავი გრძნობა გეუფლება, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი სირთულისა და გადახდილი ფასის კომპენსირებას ახდენს, ხოლო ეს ხდება იმიტომ, რომ შენ ხდები ძლიერი და თავისუფალი პიროვნება!

— გახსოვს, როგორ დავიწყე ეს პოსტი?

მე განვაცხადე, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ნაკლებად სწრაფი ტემპებით ხდება ზრდა და განვითარება თქო. ხოლო ნაკლები ტემპებით იმას ნიშნავს, რომ პატარა პულსაცია მაინც არის, რომელიც 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან სერიოზულ გულისცემად გადაიქცევა!

ახლა კი, შენის ნებართვით, მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დაბალი აქტივობის მიუხედავად, არ ყრის ფარხმალს, ბოლომდე იბრძვის და "ჯეო-ნეტის" პიროვნული გავითარების თითქმის ცარიელ ნიშაში, ქმნის გაზაფხულის სასიამოვნო ამინდს!!!

უღრმესი მადლობა მეგობრებო, სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც მაინც შეძლებს და გამოაღვიძებს ღრმად ჩაძინებულ ქართველებს.

ახლა კი შენთან მექნება პატარა თხოვნა:

ძალიან გთხოვ, ესტუმრე თითოეულ საიტს, იქ შენ ბევრი სასარგებლო მასალა დაგხვდება. ასევე არ დაიზარო და მათი ფეისბუქის პეიჯზე დააჭირე მოწონებას, რომელიც თითოეულ ბლოგში, შენგან მარჯვენა მხარეს, ვიჯეტში არის განთავსებული. მოწონების შემდეგ, შენს ფეისბუქზე შესვლისას შეიტყობ ხოლმე მათი განახლებების შესახებს. თუ მეგობრებსაც გაუზიარებს, ძალიან კარგს იზამ, ეს იქნება შენი მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც ისინი თითოეული ჩვენგანისთვის სწევენ.

მე კი დასასრულს, ჩემს ერთ-ერთ დევიზს გაჩუქებ:

"იყავი ჩემპიონი მაშინაც კი, როდესაც ვერავინ გხედავს!"

P.S. ძალიან მაინტერესებს შენი მოსაზრება, ქართველების "პიროვნული განვითარების" მიმართ არსებულ ინერტულობასთან დაკავშირებით. ასევე მაინტერესებს შენი აზრი, რატომ არის ქართველების დიდი უმრავლესობა ასეთი  რეაქტიური? კრიტიკას მივესალმები, ასე რომ არ დამზოგო! 😉

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი აუცილებლად გაუზიარე შენს მეგობრებსაც, რა იცი ვის როგორ გამოადგება! წინასწარ უღრმესი მადლობა! სიყვარულით გიორგი თვალაძე!


Tags: ,

39 комментариев to “პიროვნული განვითარება საქართველოში”

  1. «ხვალისტები», «მევიცისტები», «კომფორტისტები»… :)))))) ძალიან მაგარია! თან რა ზუსტი დიაგნოზებია 🙂 შენ მიზეზის შესახებ კითხულობ, გიო… პასუხიც სწორედ ამ სახელების სიუხვეშია ანუ ყველას ინდივიდუალური მიზეზი აქვს და ამ მიზეზებიდან ყველაზე სერიოზულები ჩამოთვალე კიდეც შენს პოსტში.

    ჩემი მხრიდან დავამატებდი «შიშისტებს» («მიშისტებში» არავის აერიოს :D) — ადამიანებს, რომლებიც ყველაზე დამთრგუნველი გრძნობის — შიშის გავლენის ქვეშ იმყოფებიან იმდენად, რომ იგი მოქმედების უნარს უკარგავს. არადა, კარგად რომ გაიაზრო… ერთადერთი, რისიც ნამდვილად უნდა გეშინოდეს, თვითონ შიშია.

    პიროვნულ განვითარებას რაც შეეხება, საქართველოში მხოლოდ იმიტომ არაა მასზე თვალსაჩინო მოთხოვნილება, რომ ყველა საკმარისზე მეტად განვითარებულად თვლის თავს 🙂 ამაში ცუდი არაფერია და არავის გაკრიტიკებას არ ვაპირებ, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: მაშ, რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა ურთიერთობებში, საქმიანობაში,ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობის მხრივ? პიროვნული ჰარმონიის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მსგავსი სირთულეები, წესით და რიგით, არ უნდა აწუხებდეს. თუ ვცდები?

  2. არ დამიმთავრებია 🙂 მადლობა მინდოდა გადამეხადა, გიორგი, იმისათვის, რომ არასოდეს გავიწყდება ადამიანები, რომლებიც, შენი აზრით, სასარგებლო საქმეს აკეთებენ და იმისთვისაც, რომ, პირადად, მე ასეთი ადამიანების რიცხვს მიმაკუთვნებ 🙂 უკვე აღარ გაგიკვირდება ალბათ, თუ გეტყვი, რომ რესურსების მობილიზაციის მიზნით ზუსტად ასეთი ჩამონათვალის გაკეთებას ვაპირებდი საკუთარ ბლოგზე… იცი, მე მგონი, ერთმანეთის საინფორმაციო ველთან გვაქვს წვდომა, მაგრამ რა გზით, რა საშუალებებით, მართლა არ ვიცი %)

  3. აი მესმის კომენტარი(ები)- ერთი კარგი პოსტი გამოვიდოდა 😉

    რაც შეეხება საინფორმაციო ველს, გეთანხმები! ვგონებ რომ ეს არის ის რაც მსგავს, მსგავსისკენ უბიძგებს, ანუ «Law of Attraction» 😉

  4. საინტერესო სადისკუსიო თემაა, ჩემთვისაც საინტეროსა ხალხის მოსაზრება.

    ჩემი აზრი კი ასეთია.

    პიროვნული განვითარების ეს სტილი რომელსაც ახლა ჩვენ ვსწავლობთ, ევროპაშიც «ახალია» ჩვენი ისტორიიდან და თავმოყვარეობიდან გამომდინარე სათანადოდ ვერ ავყევით განვითარებას, ვგულისხმობ კომუნისტურ პერიოდს, იქ ცხოვრება ბევრად «მარტივი იყო» იმედია მიხვდით რსასაც ვგულისხმობ.
    თუმცა ისტყვით ალბათ რუსებმა როგორღა მოახერხეს ამ კუთხით წინსვლაო, როგორდა მათ გონიერება გამოიჩინეს. ავიღოთ პატარა მაგალითი

    საპჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის განათლების სისტემაში აქტიური ცვლილებებ დაიწყეს, ამერიკელებისგან გადმოიღეს სწავლების ახლებური მეთოდები, ჩვენკიდე აგერ მერამდენე წელია სასკოლო წიგნები ვერ დაგვიწერია, ყოველ წელიწადს ახალი წიგნებით ვხვდებით, არავის გამოცდილებას არ ვითვალისწინებთ. ფაქტი ფაქტია.

    საბჭოეთმა დაგვიტოვა ასევე ერთფეროვნებაც, გვეშინია ვიყოთ განსხვავებულნი, მივუყებით ცხოვრების დინებას. გვეშინია კითხვის დასმა «რატომ? » «რატომ ვაკეთებთ ამას?»

    დავანებოთ ამ თემას თავი.

    ჩემის აზრით უფრო ღრმა პრობლემა იმალება იმაში რომ ჩვენ გავურბივართ საკუთარ თავს, გვეშინია მასთან მარტო დარჩენა. შევიხედოთ ოჯახებში, მუდმივად ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი. მანქანაში რადიო, თინეიჯერების ყურებში კი განუწყვეტელი მუსიკა. გვეშინია საკუთარი სინდისის. ბოდიშს ვიხდი თუ ჩემი სათქმელი გაუგებრად გამოხატე.

    სად არი გამოსავალი?

    ჩემი პირადი მაგალითით, ვიტყვი რომ უბრალოდ ახალგაზრდებს უნდა გავაგებინოთ «თავისუფალი სტილის აზროვნებაზე» არჩევანს კი თავად გააკეთებს. მე სიამოვნებით დავუდგები მხარში იმ ადამიანებს ვსაც სურვილი აქვს ეს სტილი ხალხში გავრცელოს, მიუხედავად იმისა რომ მეც პიონერად ვითვლები.

    მადლობთ

  5. დიდი მადლობა დავით ასეთი შინაარსიანი უკუკავშირისთვის!

    რაც შეეხება იმ ნაწილს სადაც საბჭოთა კავშირის განათლების სისტემას შეეხე, მაგასთან დაკავშირებით გეტყვი, რომ ჩემს პოსტში მე რუსეთის განათლების სისტემა ნამდვილად არ მიგულისხმია და ის ადამიანები, ვინც მე აქ მოვიხსენიე, ზუსტად ვიცი და პირადად მომისმენია, რომ თავადაც საკმაოდ ცუდად მოიხსენიებენ თავიანთ ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემას. მე აქ ინდივიდუალური მიმართულება «თვითგანათლება» ვიგულისხმე, რომელიც ჩვენთან შედარებით, რუსეთში და უკრაინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული!

    ამ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები (მაგ. რობერტ კიოსაკი, დენ კენედი, სტივენ კოვი და ა.შ) ამერიკაშიც უარყოფითათ მოიხსენიებენ ტრადიციულ საგანმანათლებლო სისტემას!!!

    ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემა ძალიან მაგრად და რაც მთავარია სნაიპერული სიზუსტით გადმოეცი… *THUMBS UP*

    ხოლო, რაც შეეხება ადამიანების ყურამდე ინფორმაციის მიტანას, სწორედ მაგას ვაკეთებთ და რაც უფრო მეტი სახად მოაზროვნე ადამიანი შემოუერთდება ამ ჩვენს წამოწყებას და აქტიურად ამოგვიდგება მხარში, მით უფრო მალე მივაღწევთ დასახულ მიზანს! 😉

  6. მგონი მარკ ტვენის სიტყვებია: «სიგიჟე — ეს არის ყოველდღე აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგებს!»

    ჩვენ ძალზე ღრმად და მასიურად მოგვიცვა ამ სიგიჟემ და მისგან განკურნების პროცესი რომ დაიწყოს ადამიანში, ჯერ მან უნდა აღიაროს ის, რაც სჭირს! ეს კი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ძალზე მტკივნეულია.

    ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მან მაქსიმალურად უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება და კომფორტი. ამის გამო მთელი ძალებით ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ახალი,უჩვეულო და დისკომფორტის შემქნელია. ამიტომ საჭიროა, ცნობიერების გავლით, შეგნებული, მიზანმიმართული და მუდმივი ზემოქმედება ქვეცნობიერზე, რათა მასში მოხდეს გარდატეხა სასურველი მიმართულებით!

    ეს შესანიშნავი პოსტი და მთლიანად შენი და შენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების მოღვაწეობა, გიორგი, ამ ზემოქმედების არაჩვეულებრივი საშუალება და მაგალითია! უღრმესი მადლობა თქვენ რომ ასეთ საჭირო და სასარგებლო საქმეს აკეთებთ, მადლობა ყველა მკითხველს, რომლებიც სიხარულით და გახსნილად ხვდებიან «გაზაფხულის ამ სასიამოვნო ამინდს!»

    და უღრმესი მადლობა აგრეთვე იმისთვის, რომ მეც ამ ამინდის შემქმნელთა სიაში მასახელებ! ვღებულობ ამ დიდ პატივს როგორც ავანსად გაცემულ შეფასებას და გპირდები, რომ არ დაგაღალატებ! 🙂

  7. ძალიან მაგარი კომენტარია ხვიჩა, დიდი მადლობა! განსაკუთრებით შუა ნაწილში გაკეთებული ლაკონური განმარტება მომეწონა, სადაც ადამიანის ტვინის, ცნობიერისა და ქვეცნობიერის ურთიერთკავშირს შეეხე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს და შევქმნით სასურველ კლიმატს ქართველების პიროვნულ განვითარებაში! *DRINK*

  8. გამარჯობა გიორგი,პირველ რიგში მადლობა რომ შენს სტატიაში მომიხსენიე და რეალურად ხედავ და აფასებ სიტოაციას.ჩემი აზრით ზოგადად ადამიანის ფსიქოლოგია, რომ გონია სხვა თავისზე დაბლა დგას და მას როგორ უნდა მოუსმინის ,მისგან როგორ უნდა ისწავლოს ის ხომ ერთადერთია ! :),ასეთი ხალხი თვითონაც კარგავს და სხვასაც აკარგვინებს შანსებს რომელსაც ცხოვრება აძლევს.სამაგიეროთ რამდენი მკითხველი ყავს პორნო საიტებს რამდენი მაყურებელი ყავს პრიმიტიული ვიდეოებს, და გადავხედოთ იმ საიტებს და ბლოგებს რომლებიც რაღაცას ასწავლის თუნდაც მიზერულს.ესეთი ხალხი არ იყენებს იმას რაც ღმერთმა მისცა და ჩემი პირადი მოსაზრებით არც იმას გამოიყენებს რასაც უბრალო მოკვდავი ადამიანები აძლევენ. ხო და რაც შეეხება იმ უმცირესობას ვისაც უნდა რომ თავისი შემოქმედებით სხვას რამე აჩუქოს ,შენვე
    თქვი რომ ძალიან ცოთა ხართ ამიტომ რაიმე საერთო უნდა გააკეთოთ ,ერთეულები ომს ვერ მოიგებენ.

  9. შალვა:

    ახალ გაზრდებ დალიან ხშირ შემტხვევაში უშლიან ასაკოვანი ხალხი რო ჩვენ დროს არხდებოდა და ასე არ გააკეტონ რო რამე არ გააკეთონ თავისუპალ ნებას უკარგავენ იმიტომ რო მატზე არიან დამოკიდებულნი ფინანსურად თუ სხვა რამიან საცხოვრებლი იდულებული დაუჯერონ სხვა რაგზააქვტ .ერტგვარი ზაწოლაა და მაგიტომ არ აკეტებენ ბევრ რამეს MEღE KOMPLEQშEBI DA შEDEGI

  10. კახა სვანი:

    მადლობა არაჩვეულებრივი პოსტისთვის.

    რაც შეეხება საქართველოში პიროვნული ინდუსტრიის განვითარებას. პოსტში კარგად ჩანს ის ასპექტები, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების განვითარებას. რადგან წარმოიშვა განვითარების საკითხი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არის ამ მხრივ.
    მიმაჩნია, მხოლოდ ერთეულები ვერ ახერხებენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის მუდამ ცდილობს შექმნას ახალი საკუთარ თავში. ბევრი მუშაობს განვითარებაზე.

    და ვინც არ ცდილობს განაახლოს საკუთარი აზრები, შეცვალოს ქცევები დადებითისკენ, ისინი თვითნებურად რჩებიან ერთ ეტაპზე. ზუსტად არ ვიცი, შესაძლოა ეს გარე ფაქტორების გამო ხდება, მაგრამ, ყოველთვის, ყველა პირობებში უნდა შეგვეძლოს განვითარება.

    საბოლოოდ, არ შევიქმნი ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოში პიროვნულობა ვერ ვითარდება. საერთო ფონზე საკმაოდ კარგადაც მიმდინარეობს განვითარების ეტაპები, ჩვენ უბრალოდ ალბათ ვერ ვამჩნევთ აშკარად მას.

  11. ნათია:

    მშვენიერი და რაც მთავარია ძალზე დროული პოსტია.საჭირო და აუცილებელია, რომ ეს და მსგავსი თემები აქტუალური გახდეს. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიცნოს, რასაც შესაბამისი შედეგი აუცილებლად მოყვება.ყველაზე ცოტა დაფიქრდებიან მაინც =)
    რაც შეეხება მიზეზებს,საკმაოდ კარგად გაქვთ პრობლემები დანახული, როგორც თქვენ ასევე კომენტარების ავტორებს.აქ აღარეფერს დავამატებდი =)
    როგორ შეიძლება ამას ეშველოს?
    ვფიქრობ,პირველ რიგში რაც შეიძლება მეტი პოსტი უნდა გაჩნდეს და გავრცელდეს.
    ძალიან მიხარია, რომ გამოჩნდით მეგობრებთან ერთად =) . ველით სიახლეებს

  12. გაიხარე გია, ყველაფერში 100%-ით გეთანხმები! რაც შეეხება მარტო ომის მოგებას, ხომ ხედავ, რომ უკვე მარტო აღარ ვართ და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვმრავლდებით, ასე რომ ჩვენი განზრახვებისა და მიზნების ეკოლოგიურობიდან გამომდინარე, სიმართლე აუცილებლად იზეიმებს!

  13. შალვა დიდი მადლობა ხშირად, რომ გვსტუმრობ, ეცნობი ჩვენს მასალებს და კომენტარებში საკუთარ აზრს აფიქსირებ!

  14. კეთილი იყოს კახა შენი კომენტარი ჩვენს ბლოგზე 🙂

    ისე ოპტიმისტურად და კარგად გადმოსცემ საკუთარ მოსაზრებებს, რომ ერთი თხოვნა გამიჩნდა შენთან: «ნუ დაიზარებ და ხშირად გამოთქვი ხოლმე საკუთარი მოსაზრება ჩვენს პოსტებზე კომენტარებში!» 😉

    ხოლო, რაც შეეხება შენი კომენტარის დასკვნით ნაწილს, ნეტავ ჩვენ ვერ ვამჩნევდეს და ხალხი მართლა მიისწრაფვოდეს პიროვნული განვითარებისკენ! მაგრამ….. 🙁

  15. ძალიან დიდი მადლობა ნათია ამ სიტყვებისთვის და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისთვის!

    რაც შეგვეხება ჩვენ, ნამდვილად არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას და ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე მივიყვანთ წამოწყებულ საქმეს. საიდუმლოდ გეტყვით, რომ ჩვენი ბლოგის მკითხველს წინ წარმოუდგენელი სიახლეები ელოდება, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ შედგენილი, კონკრეტული სტრატეგიის მიხედვით ვმოქმედებთ! ახალი პოსტები, ვიდეო გაკვეთილები, კონკურსები, online ვებინარები, offline ტრენინგები, უფასო და ფასიანი კურსები, უფასო და ფასიანი წიგნები და კიდევ მრავალი გამაოგნებელი სიურპრიზი ნამდვილად არ მოკლდება ჩვენს მკითხველს, ასე რომ არ დაგვივიწყოთ და ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე! 😉

  16. ლელა:

    რატომ ვართ ქართველები პიროვნული განვითარების მიმართ ასეთი ინერტულები და როგორ შეიძლება მოიძებნოს მსგავსი სიტუაციდან არტერნატიული გამოსავალი? სულ მარტივად, ამ კითხვაშია ისევ პასუხი აი როგორ უნდა დავსვათ კითხვა?რატომ ვარ პიროვნული განვითარების მიმართ ასეთი ინერტული და როგორ შემიზლია მსგავსი სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვო? ასე რომ დაიწყებს ყველა ფიქრს ეს უკვე გამოსავლის ძიების პირველი ნაბიჯია. ყველაზე მარტივი და ყველაზე მნიშნელოვანი.

  17. ქეთევან:

    ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა,ან უნდა იყოს ადამიანი და განვითარდეს,თავისი ნიჭი და უნარები განავითაროს ან ცხოველის დონეზე დარჩეს,-მე რელიგიური კუთხით აღვიქვავ.ჩვენ დროში ძნელია პიროვნული განვითარების გაგება,რადგან სასკოლო და სახელმწიფო რეფორმები იქითკენ არიან მიმართულები, რომ ადამიანები ზომბირებად აქციონ.თუმცა ადამიანის ნაწილი არსებობს,ვისაც აინტერესებს და ეძებს ჭეშმარიტებას,ღმერთს და ამის შედეგად ზრუნავს თავის პიროვნულ განვითარებაზე.

  18. ნელი:

    პიროვნული განვითარების დიდი ბაზა აქვს ქართველებს მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორებია სიზარმაცე, ამპარტავნება(მევიცისტობა) და სამწუხაროდ აღზრდის პათოლოგია. ბავშვობიდან ქვეცნობიერი არის დატვირთული უამრავი კომპლექსებით, რომელთაც ჭირდება აღმოფხვრა… ამას კი გიორგი
    შენს მიერ წამოწყებული საქმის აქტუალური დანერგვა თუ უშველის მხოლოდ. დიდი მადლობა ამისათვის. მე ვფიქრობ ასთი ტრენინგები სავალდებულო უნდა გახდეს უმაგლეს სასწავლებლებში და სკოლებშიც კი.

  19. მარიკა:

    გიორგი, მადლობა ასეთი საინტერესო პოსტისთვის. ჩემი აზრით პიროვნული განვითარებისთვის ქართველებს «არ სცალიათ». ისინი ორიენტირებული არიან ცხოვრებუსეულ პრობლემებზე, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ თუ მენტალიტეტი არ შეცვალეს, ცხოვრებაც არ შეიცვლება. ვერ მიხვედრის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენს აზროვნებას ბლოკავს სხვადასხვა მანკიერება: ამპარტავნება, შიში, ხიბლი, ანგარება, შური, სასოწარკვეთა და ასე შემდეგ. ზოგიერთი მხოლოდ უკიდურესი გამწარებისას მოდის გონს, ზოგს ღმერთი უნათებს გონებას, ზოგი კი რჩება იგივე მდგომარეობაში. საბოლოო ჯამში განვითარების არ სურვილი ავადმყოფობაა, ზოგჯერ ნებაყოფლობითიც.

  20. ნოდარი:

    მოგესალმებით,ცოტა დაგვიანებით(არ ვიმყოფებოდი ქალაქში) ვკითხულობ ამ საოცარ სტატიას…თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროში გაივლის დარწმუნებული ვარ…ტიპების კლასიფიკაციაზე ზედმეტია საუბარი…შეუდარებელია…ყველა ადამიანმა ეს იცი უბრალოდ თქვენ და ახლა უკვე ჩვენც თქვენთან ერთად ხმამაღლა ვსაუბრობთ ამაზე…ამაზე საუბრის დაწყებაც კი უკვე პოზოტიურად განმაწყობს მომავლისადმი…მადლობა თქვენ…

  21. გოჩა:

    გამარჯობატ მეგობრებო, დზალიან დიდი მადლობა რომ სასჰუალებას მადზლევტ გამოვფხიზლდე და სჰევცვალო ცჰემი აზროვნება, დამოკიდებულება და საერტოდ ცხოვრება, უამრავი მიზანი და ოცნება მქონდა მაგრამ ახლა ახალი სჰეხედულებები, მიზნები, ახალი სჰემარტება ცჰამომიყალიბდა, იმაზე აღარ ვკარგავ დროს რაც არაა მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში, არც იმაზე ვკარგავ დროს და ენერგიას რისი შეცვლაც აღარ შეიძლება, ერტი სიტყვით ახალ ბირთვათ ვყალიბდები და ვიმზადებ ნიადაგს რათა წარმატებას მივცე საშუალება დამიპყროს, რაც როგორც თქვენ აღნიშნეთ უფრო რთულია ვიდრე წარმოგიდგენიათო 🙂 ყველაფერს იმას ვერ ვაკეთებ რა დავალებებსაც მაძლევდი, რასაც დროდადრო აუცილებლად შევასრულებ და ამით მაინც დაგიფასებ იმ დიდ შრომას და კეთილ საქმეს რასაც თქვენ მიკეთებთ. გაიხარეთ მეგობრებო, ღმერთი იყოს თქვნი მფარველი

  22. ლაშა:

    მადლობა გიორგი ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი პოსტია. ეს კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანისთვის რთულია, რადგან ჩეენ ხომ ქართველები ვართ და თქვენ როგორც თქვით სწორედ ჩვენ გვაწუხებს ეს პრობლემა. ჩემი აზრით პრობლემა ჩვენს მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ ქართველებს ბავშვობიდან მოგვსდევს ეს უსაქმურობა რომელიც ხელს გვიშლის პიროვნულ განვითარებაში. ელემენტარული ავიღოთ ეგრეთწოდებულ ბირჟაზე დროის ფლანგვა, სწორედ მსგავსი გარემოებები გვიშლის ხელს პიროვნულ განვითარებაში, მეტიც ბირჟა კეტავს ადამიანს, საზღვრებს აწესებს რადგან შენც ისთი უნდა იყო როგორიც ისინი არიან! და როგორი არიან? უსაქმურები.. არის თუ არა ეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში? არ არის! ხალხმა რაც დრო დააფასა მსგავსი პრობლემები ნელ ნელა გაქრა. ჩვენ თუ დროის სწორად მართვას ვისწავლით და მიზნებს დავისახავთ ყველაპერი კარგად იქნება. ნება არ უნდა მივცეთ რაგაც გარემოებებს ხელი შეგვიშალოს, ჩვენ ალბათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ცოტა მეტიც რომ წარმატებას მივაღწიოთ და დამერწმუნეთ ამის გაკეთება დგეს 21-ე საუკუნეში, კომუნიკაციის ეპოქაში არც თუ ისე ძნელია.

  23. Anonym:

    გამარჯობა, ძალიან მომეწონა თემა ზუსტად არის აღწერილი ყველაფერი :))) .. მე აქ მყოფებში შეიძლება ყველაზე პატარაც კი ვიყო მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან რაც ჩანს იმას დავწერ 🙂

    ჩემი აზრით ადამიანების «ჩამორჩენილობა» არის პირდაპირ კავშირში თავისუფლებასთან დაკავშირებული. დებილი დებილს პოულობს და ისინი კიდე თავისნაირებს:( შემდეგ ესენი ზეწოლას ახდენენ რაღაც ადამიანებზე რომლებიც რაღაც დოზით ვითარდებიან და მათში კლავენ განივითარების სურვილს და ხდიან თავისნაირს. ყველაზე ცუდი ამაში კიდევ ის არის, რომ არავის არ უნდა თავისი «უკანალი» გაანძრიოს სანამ თვითონ მას არ შეეხებიან ხოლო, როცა მას შეეხებიან უკვე გვიან არის.
    კიდევ ის რომ მათ არ სურთ გაიგონ რა არის ახალი იქნებ მოეწონოთ? .. ებღაუჭებიან თავიანთ სწორ თუ არასწორ აზრს და არ სურთ გაიგონ სხვისი მოსაზრება.

    » ხოლო რამაც ქართველების ჩამორჩენილობა გამოიწვია ეს დღEს და გუშინ არ დაწყებულა ეს საუკუნეების წინ დაიწყო დდა გრძელდება იმიტომ, რომ არავინ ხმას არ იღებს. და რათქმა უნდა საბჭოთა კავშირს მიუძღვის ჩვენს ჩამორჩენილობაში 90% წვრილი (თუ ამას უკვე წვრილი ქვია :D). ჩამორჩა ჩვენი მშობლები ახლა მათ უნდათ, რომ ჩვენც იქ დაგვტოვონ სადაც არიან და როდესაც ისმენენ ახალგაზრდა ადამიანის აზრს მას უზდელად შერაცხავენ ხოლმე ან ენაგატლეკილად და კიდე რავიცი 🙂 ამ მომენტისთვის ლექსიკონს ამოწურავენ ხოლმე.

  24. გვანცა:

    ძალიან მაგარია, არა მარტო გიორგის საუბარი განვითარებაზე არამედ ყველა კომენტარი ძალიან საინტერესოა… ძალიან, ძალიან მომწონს ის რასაც თქვენ ყველა ერთად აკეთებთ! ასეთი ბრძნული და კარგი კომენტარის დაწერა ჯერ ალბათ გამიჩირდება, მაგრამ რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ყველა ძალიან მაგრები ხართ!!! 😡

  25. სოფია:

    1. რატომ არ ვითარდება საქართველოში პიროვნული განვითარების ინდუსტრია?
    ამის მიზეზი ალბათ არის ის, რომ ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს ფანტასტიკის ჯანრს, ან ზღაპარს უფრო გავს, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს ( მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი სწორედ რომ პირდაპირ კაავშირშია რეალობასთან), ასევე ალბათ არ აქვთ საკუთარი თავის რწმენა, ფიქრობენ უკვე გვიანია ყველაფრის შეცვლა და ა.შ,

    2. რაც შეეხება მეორე კითხვას, ალბათ იმიტომ სჯერდებიან იმ პროფესიებს რომლებითაც არსებობაა შესაძლებელი, რომ ჩვენს სინამდვილეში ყველა გზა მაინც მატერიალურ კეთილდღეობამდე მიდის, ადამიანები ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებითაც შეიძლება ,,ფულის შოვნა”, ჩვენთან თვითგადარჩენის ინსტიქტი უფრო მძლავრობს.

    3. რაც შეეხება იმას თუ რატომ არ ცდილობენ ადამიანები განვითარდნენ პიროვნულად, ალბათ ფიქრობენ, რომ ადამიანს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღარ სჭირდება სწავლა და განვითარება, ან უბრალოდ იმდენად არიან დაკავებულები თვითგადარჩენისთვის ბრძოლით, რომ ამაზე აღარ ფიქრობენ.

  26. ვახო ბოჭორიშვილი:

    მადლობთ ძალიან კარგი პოსტი იყო და რაც მთავარია მე გეთანხმებით პიროვნული განვითარება საქართველოში ძალიან დაბალია სწორედ თვენაირი ადამიანები თუ შეუწყობენ ხელს ამ პრობლემის მოგვარებაში, მართალია მარტო თქვენ ვერაფერს გახდებით თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდა და არ დაინახა თუ რახდება რეალობაში, სანამ არ მიხვდებიან რომ ყველაფერი არ დამთავრებულა და ცხოვრება მშვენიერია, მე მაინც დიდი იმედი მაქვს რომ ეს მოგვარდება და პიროვნული განვითარების დონე მალე შეიცვლება.
    სულ რამდენიმე დღეა რაც აქ შემოგიერთდით და რამოდენიმე პოსტის წაკითხვის შემდეგ სტიმული მომეცა და ჩემ საქმიანობას ორჯერ უფრო შემართებით და ხალისით მივუდექი ხოლო ჩემი საქმიანობა ისევ და ისევ სწავლაა.
    მადლობათ რომ ესეთ საქმეს ეწევით, წარმატებებს გისურვებთ!

  27. ლაშა:

    მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ჯერჯერობით არაა იმდენად ცნობილი პიროვნული განვითარების შესახებ. ჯერ კიდევ საქართველოშ მიაჩნიათ, რომ წარმატების მთავარი წყარო არის უნივერსიტეტში შესწავლა იმ პროფესიისა რომელიც სურთ. ადამიანებს არა აქვთ გაცნობიერებული, რომ წარმატებისთვის და ბედნიერი ცხოვრებისთვის აუცილებელია პიროვნული ზრდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუკი თქვენ მოაწყობთ უფასო საჯარო ლექციებს, სადაც ისაუბრებთ პიროვნული ზრდის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით დაინტერესდებიან ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც უკვე მუშაობენ და დამოუკიდებელნი არიან. მე გირჩევდით სწორედ საჯარო ლექციების კურსის დაწყებას, და ამითი მოთხოვნა გაცილებით გაიზრდება.

    რაც შეეხება იმას, რომ ადამიანები სჯერედებიან მხოლოდ იმ პროფესიებს, რომლებიც მხოლოდ მათ არსებობას უზრუნველყოფენ. ეს ადამიანთა უმრავლეს შემთხვევაში ასეა, რადგან ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ თავი ნაკლებად შეიწუხონ და უფრო იოლად ნაკლები ფული იშოვონ, რომელიც მხოლოდ არსებობისთვისაა საკმარისი.
    რაც შეეხება პირადად ჩემს წარმოდგენას პიროვნულ განვითარებაზე, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩემთვის, როგორც ჰაერი და წყალი. პიროვნულ განვითარებაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ფინანსური წარმატება და ასევე პირადი ბედნიერებაც კი. აქედან გამომდინარე მე ყოველნაირად შევეცდები რომ გავაკეთო მაქსიმუმი პიროვნული განვითარებისთვის.
    თქვენ კი დიდ მადლობას გიხდით, რომ მომეცით საშუალება ჩემი პიროვნული განვითარებისთვის.

  28. თამრი:

    გამარჯობათ, ბატონო გიორგი უღრმესი მადლობა ასეტი საინტერესო და საჭირო პოსტის დაარსებისთვის…ის რაც თქვენ გადმოეცით მინდა გითხრატ რომ სრული რეალობაა სამწუხაროდ..და საქართველოს მოსახლეობის ალბათ 60%ამ რეალობაში ცხოვრობს.და მე დავამატებდი კომპლექსსს და შიშის ფაქტორს…და კიდევ ერტი რამ ბატონო გიორგი დალიან მნისჰვნელოვანია ხელი შეუწყოთ პიროვნების სწორად ჩამოყალიბებას…თავისუპლების სინდრომის სწორად გაგებას…

  29. ნინი:

    არა ქეთევან არ ცდებით,უბრალოდ ვფიქრობ ადამიანები მიჩვეულები ყვნენ,სხვისი კარნახით ცხოვრებას სამწუხაროდ და ეხლა გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად გაუჭირდათ და შეაშინათ კიდეც ,მაგრამ ნელ-ნელა ეს მდგომარეობა გამოსწორდება და დაწყებულია ეს პროცესიც საბედნიეროდ

  30. ღმერთმა ქნას, ნინი. უბრალოდ, რაღაცნაირად გაგვიჭიანურდა.

  31. ხათუნა:

    ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, მომწონს ეს თემა საქართველოშიც თუ გახდება აქტუალური.

  32. ეს მართლა დიდი პრობლემაა საქართველოში, ჩემი აზრით ეს პრობლემა ერთ დღეში ვერ მოგვარდება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ თუ ადამიანი მოინდომებს და მიზანს დაისახავს აუცილებლად მიაღწევს. მაგალითად მე ჩემი პიროვნების და მიზნების განვითარებისთვის ევროპაში ვარ, ვმუშაობ და ვცდილობ ვისწავლო ის რომ დროს არასდროს ჩამოვრჩე.

  33. მიხარია რომ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ამ სტატიას. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო მაქვს გამოხმაურებისათვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ საქართველოში დიდი ხანია მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც სწორედ ეს მიმართულება დაისახეს მიზნად — არაფორმალური განათლების ცენტრი «მზიანი სახლი» წლების მანძილზე ატარებს პიროვნული ზრდის ტრენინგებს, სამწუხაროდ ძლიან მცირე მასშტაბებში, მაგრამ მაინც. აუცილებლად დავუბრუნდები ამ გვერდს მოგვიანებით და მოგიყვებით ჩვენი გამოცდილების შესახებ 🙂

  34. მირზა:

    თემა აქტუალური და დროულია 🙂 მიზეზები არა იმდენად ინდივიდუალურია ( თუმცა რა თქმა უნდა არის) რამდენადაც ზოგადი, ეს არის სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ცხოვრების სტილი. ძალიან ბევრი დამოკიდებულია უფროს თაობაზე. შვილი (მომავალი) უნდა აღზარდო არა მარტო გაზარდო. ერთერთი მიზეზი კიდევ რაც ხელს უშლის როგორც პიროვნულ ასევე მთლიანი საზოგადოების განვითარებას არის ფობია — შიში ახლის, განსხვავებულის (სამწუხაროდ ეს ზის ჩვენს მენტალიტეტში). მოდით ნუ დავხუჭავთ თვალებს და მოვისმინოთ განსხვავებული აზრებიც და შეხედულებებიც, ვიკითხოთ, ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. ისტორიები კიდევ ბევჯერ გადაიწერება.

  35. ეკოტერინე:

    გამარჯობა გიორგი,როგორც ყოველთვის საინტერესო და აქტუალური თემა გაქვს.ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან «უკლებლივ» ნაცნობია ყველა :-[ მაგრამ რამოდენიმე მართლაც მაქვს დაძლეული საკუთარ თავზე «ჩაკეტილი მუშაობით».მაგრამ ამას იმდენი დრო მოვანდომე,სრულად რომ «განვიკურნო» ალბათ ერთი ცხოვრება არ მეყოფა *UNKNOWN* ასეთ პოსტებს კატალიზატორის ფუნქცია აქვს ჩემთვის.საბედნიეროდ შენ აქტიურად აწვდი ახალ-ახალ «საკვებს» =) შენს მკითხველს (თუ როგორ ვთქვა არ ვიცი) მიხარია რომ ასეთი მონდომებით ზრუნავ ამაზე. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო,დაგეხმარო,გავავრცელო და რაც შეიძლება მეტ ადამიანს წავაკითხო.ცნობიერებაში აუცილებლად დაილექება და თავის საქმეს გააკეთებს თუნდაც ერთხელ გააზრებული.შენ სიმღერა არ დაიზარო და სოფელი აუცილებლად აშენდება!! =) *THUMBS UP*

  36. თამარი:

    ჩემს პატარა აზრსაც მივამატებდი გიორგი : მე ვფიქრობ რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეშინია — იყოს ბედნიერი, ვერ ბედავს ან ეშინია იყოს უფრო „დიდი“ „მოზრდილი“ რადგან როგორც ფიზიკურად,ისე სულიერად და გონიერადაც ხომ უნდა იზრდებოდეს ადამიანი , ხომ უნდა ვითარდებოდეს ? იმ „დიდობას“ და პ.განვითარებას თავისი პასუხისმგებლობა ახლავს და ამიტომ ურჩევნიათ იყვნენ ისევ „პატარები“ ამას რა თქმა უნდა კომფორტისტებთან მივყავართ 🙂
    ძალიან ბევრს უნდა რომ იყოს ბედნიერი და მდიდარი მაგალითად,მაგრამ ეშინია ბედნიერების… „აუუ რამდენი ვიცინე, დედაა,ხომ არ ვიტირებ ნეტა? “ „ვაიმე რა კარგად მიმდის საქმე, რამე ხომ არ მელოდება?“ ხომ გსმენიათ ბევრჯერ? ის სიცილიც კი ზედმეტად ეჩვენება თავის თავისთვის…ის ბევრი ფული (თუ ჩაუვარდა ხელში) უცებ ხელის ჭუჭყი გონია და უაზროდ,უმისამართოდ ფანტავს….
    ამიტომ ეს ყველაფერი მგონია რომ ქვეცნობიერების და ყალიბების, იმ პარადიგმების ბრალია რომლებიც უფროსმა თაობამ ჩამოგვიყალიბა…სულ სხვას ვთხოვეთ და ვეხვეწეთ,(დედას ან მამას)…ყოველთვის იმიტომ ვისწავლეთ რომ მასწავლებელს შევექეთ და 5 იანი დაეწერა,იყო 2ოსანი და იყო 5 ოსანი… ჩვენ ხომ ყველანი „მკვეთრი და ნათელი ფერებით ნახატი ფანტაზიისა და შესაძლებლობების მქონე ბავშვები ვიყავით“?
    ვფიქრობ ამის და კიდევ ბევრი რამის გამო,რაც თქვენ იცით და ჩვენ არ ვიცით 🙂 და ცდილობთ ჩვენამდე მიოტანით ძალიან ბევრი მიზეზია,რის გამოც მეცოდება ზოგიერთი ჩემი თანამემამულე 🙁
    რა დასამალია და მეც ასე ვიყავი…მაგრამ როცა ვაღიარე რომ ეს არის ჩემი პრობლემა,მასინ მომეშვა ჯაჭვები 🙂

  37. სოფია:

    ძალაინ ბედნიერი ვარ რომ გიპოვეთ…მიხარია რომ საქართველოშიც არსებობენ ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია ისე როგორც ჩვენ გვინდა და დაიმსხვრა ის აზრი ,»რაც გიწერია ვერ აცდები» «ეს ჩემი ბედია»….იმდენ საინტერესო მასალებს წავაწყდი აგარ ვიცი საიდან დავიწყო…გაიხარეთ და მადლობა რომ არსებობთ..

  38. GAMARJOBAT, MSHVENIERI DA AUCILEBELI SAQME ARIS TQVENS MIER CAMOCYEBULI RAC AUCILEBELIA DA ARAVIN ARSAD AR ASCAVLIS MOZARDEBS DA ASEVE UPROSEBSAC. PIROVNUL GANVITAREBAS DA URTIERTDAMOKIDEBULEBIS SCAVLAS AUCILEBLAD GANSAZGVRAVS — SULIEREBA DA SULIERI AGZRDA. SAQARTVELOSHIC UAMRAVI MAGALITIA IMIS TU ROGOR DA RANAIRAD SHEIDZLEBA GAXDE CARMATEBULI TUMCA IGIVE JIM RONI, RENDI GEIJI. TONI ROBINSI TAVIANTI TRENINGEBIT UDIDES SARGEBELS MOUTANS VISAC UKVE GADACYVETILI AQVT SHEMOGIERTDNEN TQVEN DA SHEICVALON IS CXOVREBIS DA AZROVNEBIS CESI RAC AMJAMAD UMETESOBAS GAAACHNIA. DIDI DA RTULI GAMOCVEVIS CINASHE XART MAGRAM UDUDESI CARMATEBEBI GELODEBAT —DAMIJERET!

  39. ცისნამი:

    სრულიად გეთანხმები გიორგი,დღეს პიროვნული დანვითარება სასწრაფოდ გვჭირდება.უღრმესი მადლობა რომ არსებობთ…

Leave a Reply