რა გიშლის ხელს საკუთარი ქალურობის სრულად რეალიზებაში?

გუშინდელ პოსტში ვისაუბრეთ მაქსველ მოლცის ფსიქოკიბერნეტიკასა და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. დღევანდელი პოსტიც, შეიძლება ითქვას, რომ მისი გაგრძელებაა და ძალიან ავსებს მას, ამიტომ მოდი, ზედმეტი პრელუდიების გარეშე, შევუდგეთ საქმეს.

  • ძალიან გამხდარი ხარ, თუ პირიქით, ძალიან მსუქანი?
  • ძალიან მაღალი ხარ, თუ პირიქით, ძალიან დაბალი?
  • გრძელი ცხვირი გაქვს, თუ პირიქით, მოკლე?
  • პატარა მკერდი გაქვს, თუ პირიქით, ძალიან დიდი?

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან, რომელიმე მაინც არის შენზე, გილოცავ — შენ ადამიანი ხარ.

ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი, რომელიც არ მოგვწონს… მიუხედავად იმისა, რომ რაღაც არ გვაკმაყოფილებს ჩვენს გარეგნობასა თუ ჯანმრთელობაში, ჩვენ არ გვინდა, გავაცნობიეროთ ერთი საკვანძო ჭეშმარიტება:

ეს არავის ანაღვლებს!

[რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა].

რატომ მიიღწვის ადამიანი ლამაზად ჩაცმისკენ? ის ფიქრობს, რომ გარშემო ყველა მას უყურებს… მას ჰგონია, რომ ყველა მასზე ფიქრობს და აფასებს მას.

ჩვენ მუდმივად დავფრინავთ საკუთარ ფიქრებში და ვფიქრობთ — პრობლემებზე, ოცნებებზე, იდეებზე… ყველაზე ხშირად კი, უბრალოდ, ვიჭედებით სივრცეში, სახელწოდებით "სიშტერე" და წარმოვიდგენთ ათასგვარ შტერობას, რომელიც არასოდეს მოხდება.

შენ ხომ არ დადიხარ ქუჩებში და არ აფასებ ყოველ შემხვედრს? იმედია, არ ფიქრობ: "ეს საზიზღარი ადამიანია და დღეს განსაკუთრებით საშინლად აცვია"... ხომ არ იქცევი ასე?

არა… და იცი რატომ? იმიტომ რომ — შენ ეს არ განაღვლებს.

გინდა, ძალიან მაგარი საიდუმლო გაგიმხილო? უბრალოდ, გამომდინარე იქედან, რომ ეს საიდუმლოც ისევე, როგორც ყველაფერი გენიალური, უბრალოა, ადამიანების უმრავლესობა, ამ უბრალოების გამო, ვერ იგებს მას, ამიტომ შენც რომ იგივე არ მოგივიდეს, ცოტა სხვანაირად გეტყვი — მწარედ:

სინამდვილეში — შენ გკიდია ყველა და ყველას კიდიხარ შენ!

მაგრამ რატომღაც, შენ გგონია, რომ სხვები "სხვანაირები" არიან… რომ ისინი ფიქრობენ და გაფასებენ შენ.

არა! მათ კიდიათ.

შენი დეფექტები და სხვა "მენტალური ნალექი", რომლებიც არ გაძლევენ წარმატების მიღწევის საშუალებას, მხოლოდ შენს თავში ცხოვრობენ. სხვებს კი მაგრად კიდიათ.

მაგრამ…

შენი ამჟამინდელი აზროვნება — შენი ბრალი არ არის.

შენ არ ხარ დამნაშავე იმაში, როგორც დღეს ფიქრობ. სერიოზულად.

შენ, უბრალოდ, ასე გასწავლეს. შესაძლოა, შენ მოუსმინე მშობლების საუბარს… და თანაც არაერთხელ… შემდეგ კი გააკეთე "ტოქსიკური დასკვნები"… რაც ღრმად ჩაჯდა შენს ქვეცნობიერში და შენი "მე"-ს ნაწილად იქცა… დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ შენ, შესაძლოა, საერთოდ აღარც კი გახსოვს, თუ როდის და რა ვითარებაში გააკეთე ეს დასკვნები, ისინი შენი პიროვნების შემადგენელი ნაწილები გახდნენ და ბარიერებს გიქმნიან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

შესაძლოა, ბავშვობაში გზღუდავდნენ და გიშვებდნენ ოთახიდან, როდესაც ტელევიზორში თუნდაც მსუბუქი ეროტიული სცენა გამოჩნდებოდა… მაგრამ არავინ რეაგირებდა მაშინ, თუ იმავე ტელევიზორში ძალადობისა და აგრესიის სცენები ჩაირთვებოდა. შედეგად, შენ გააკეთე ქვეცნობიერი დასკვნები, რომ სექსი გარყვნილებაა, ძალადობა და აგრესია კი — მოსულა. შესაძლოა, შენ ხედავდი და მონაწილე იყავი მუდმივი ოჯახური კონფლიქტებისა და დაძაბულობისა და ა.შ. დრამებს რა გამოლევს ოჯახში.

გეცნობა?

ამ ყველაფერმა ფუნდამენტალურად იმოქმედა შენზე და შენს აზროვნებაზე… და დღეს, შენს მიერ ბავშვობაში გაკეთებული დასკვნები ძალიან სერიოზულად გზღუდავს და გიშლის ხელს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში.

ტექნიკა: "ფსიქო-სკალპელი"

ახლა კი, მოდი, პატარა პრაქტიკა გავაკეთოთ.

გაიხსენე შენი ნაკლი, რომელიც გზღუდავს და მოსვენებას გიკარგავს. სწორედ მას დავამუშავებთ ახლა. აიღე ეგ ნაკლი და დაწერე ფურცელზე.

შემდეგ მიმოიხედე გარშემო… გაიხსენე ადამიანები — წარმატებული ადამიანები… და ფურცელზე შეუდექი შემდეგი პრაქტიკის გაკეთებას.

დაწერე:

ძალიან ბევრი ადამიანი ___________ [ჩასვი აქ შენი ნაკლი] გახდა წარმატებული და პოპულარული… მათ იღებენ ფილმებში… გამოდიან დიდი აუდიტორიების წინაშე… და მათ საერთოდ აღარ უშლის ხელს თავიანთი ნაკლი.

მაგალითისთვის:

ძალიან ბევრი ადამიანი, დიდი ცხვირით [მაგ. ბარბარა სტრეიზანდი], გახდა წარმატებული და პოპულარული…

ძალიან ბევრი ადამიანი ___________ [ჩასვი აქ შენი ნაკლი] გათხოვდა ღირსეულ მამაკაცზე [ან მოიყვანა ულამაზესი ცოლი] და ცხოვრობს ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრებით.

იპოვე ფაქტები — კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ფაქტები…

ძალიან ბევრი ადამიანი ___________ [ჩასვი აქ შენი ნაკლი] გამოიმუშავებს მილიონობით დოლარს.

ეს ადამიანები არაფრით გამოირჩევიან შენგან. ისინი ზუსტად ისე იღვიძებენ დილას და ზუსტად ისეთივე ტვინი უდევთ თავში, როგორიც — შენ. ისინი ზუსტად შენნაირი ადამიანები არიან. უბრალოდ, მათ შეცვალეს საკუთარი აზროვნება — გააფართოვეს ცნობიერების კონტექსტი. მორჩა!

და ასეთი მაგალითები — უამრავია.

იმისათვის, რომ დაინახო, უბრალოდ, კარგად უნდა მიმოიხედო გარშემო.

გააცნობიერე და მიიღე ეს. ამ შემთხვევაში, შენ ძალიან გაგიადვილდება მოძრაობა და ახალი მწვერვალების დალაშქვრა.

ეს იმდენად უბრალოა [და მალე შენ ამას თავად განიცდი], რომ ხანდახან დაჯერებაც კი რთულია. სწორედ ამიტომ, ადამიანების უმრავლესობა არასოდეს გააკეთებს ამას, იმიტომ რომ უმრავლესობა სტანდარტულად აზროვნებს, ამას კი არასტანდარტული აზროვნება და როგორც სტივ ჯობსი ამბობს — ჭკუიდან გადასვლა სჭირდება.

"ვერავინ და ვერაფერი გადაგვარჩენს, თუ ცოტათი მაინც არ გადავალთ ჭკუიდან!" © სტივ ჯობსი

დაე, ეს გახდეს შენი უპირატოსობა და "ოქროს გასაღები", რომელიც ყველაზე მთავარი და ულევი სივრცის — სიმდიდრისა და ბედნიერების კარს აღებს.

თუ გსურს, საკუთარი აზროვნების გადაპროგრამება და ამ ყველაფრის შენს ცხოვრებაში პრაქტიკულად დანერგვა… თუ გსურს, რომ ამაში კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები დაგეხმარონ, რომლებმაც თავად გაიარეს ეს გზა… თუ გსურს, შენი აზროვნება აქციო წარმატებისა და ბედნიერების მაგნიტად… მაშინ 9 მაისს, 13:00 სთ-ზე, შემოგვიერთდი ტრენინგზე: "მე ქალი ვარ".

პირველმა ტრენინგმა დაგვანახა, რომ მიუხედავად სასარგებლო კონტენტისა, ტრენინგს საკვანძო ელემენტები აკლდა და ჩვენ არათუ დავამატეთ ეს ელემენტები, არამედ ფასიც კი ხელმისაწვდომი გავხადეთ…

ამიტომ, გელოდებით ტრენინგზე. შემიძლია, თამამად განგიცხადო, რომ ამ ტრენინგის გამოტოვება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება შენს პერსონალურ განვითარებაში.

ახლა კი, კომენტარებში გაგვიზიარე შენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით და თუ მოგეწონა პოსტი, მეგობრებსაც გაუზიარე.

P.S. ხვალინდელ პოსტში, ერთ-ერთ საკვანძო საკითხს შევეხები და შევეცდები გავაშიშვლო ისეთი ტაბუირებული თემა, როგორიცაა — სექსი. როგორც აღმოჩნდა საქართველოში ძალიან ბნელა სექსის ირგვლი და ოჯახური კონფლიქტებისა და გაუგებრობების ერთ-ერთ მთავარ ფესვს სწორედ სექსუალური უმეცრება წარმოადგენს… მაგრამ ამ თემაზე უფრო დეტალურად ხვალ ვისაუბრებ.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


Tags: , ,

Leave a Reply