რა საერთოა შენსა და ფენოვან ხაჭაპურს შორის? :-)

უცნაური სათაურია ხომ?

არადა, ძალიან ბევრი რამ გაქვთ საერთო — შენ და ფენოვან ხაჭაპურს. ახლავე აგიხსნი ყველაფერს.

დღეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი გვექნება. ეს, რიგით მეექვსე პოსტია, ჩვენი 7 დღიანი პოსტების სერიიდან: "როგორ ვაქციოთ ოცნება რეალობად?" თუ არ გაცნობიხარ წინა პოსტებს, აუცილებლად გადადი ქვემოთ მოცემულ ლინკებზე და თანმიმდევრულად გაიარე ისინი:

პოსტი #1 >>>

პოსტი #2 >>>

პოსტი #3 >>>

პოსტი #4 >>>

პოსტი #5 >>>

ახლა კი, იმისათვის, რომ გაიგო, თუ რა საერთო გაქვთ შენ და ფენოვან ხაჭაპურს, ჩართე ვიდეო და ყურადღებით მომისმინე:

აუცილებლად უნდა შეგახსენო, რომ 23 ივნისს, "ინტელექტიკა" იწყებს 21 დღიან, უნიკალურ ონლაინ-კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს]:

"მე-კონცეფცია"

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი?

გარდა იმისა, რომ ეს ჩემი ბოლო ტრენინგი იქნება პერსონალური განვითარების ნიშაში და ვაპირებ მთელი ჩემი გული და სული ჩავდო მასში, ასევე, გადავწყვიტე ვუპასუხო ყველა ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვას, რაც კი უკანასკნელი 7 წლის მანძილზე მიმიღია ჩემი მკითხველისგან.

დიახ, მე ვაგროვებ კითხვებს, ვსწავლობ მათ სემანტიკურ საზრისს და შემდეგ ვქმნი პროექტებს, რომელიც ჩემი მკითხველის სიღრმისეულ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზეა მორგებული. ეს პრინციპია!

დიდი შანსია, ამ კითხვებში შენი კითხვაც მოხვდეს, თუ რა თქმა უნდა, ოდესმე დაგისვამს ჩემთვის კითხვა… მოკლედ, წინ სერიოზული მოგზაურობა გველის, ასე, რომ შეიკარი ღვედი და მოემზადე.

ახლა კი, გადადი ამ ბმულზე, გაეცანი ჩვენი 21 დღიანი, უნიკალური ტრენინგის პროგრამას და შემოგვიერთდი >>> http://self.inteleqtika.biz/

P.S. გული მიგრძნობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას, სასწაულ გადატრიალებას მოახდენენ საკუთარ თავში და ძალიან მინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო შენ.

არ დაგავიწყდეს კომენტარის დატოვება ხაჭაპურთან დაკავშირებით wink

გისურვებ წარმატებას!

მე მჯერა  შენ შეგიძლია!

დაიჯერე შენც!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


7 комментариев to “რა საერთოა შენსა და ფენოვან ხაჭაპურს შორის? :-)”

  1. ხაჭაპურთან დაკავშირებით სრულიად გეთანხმები,ოღონდ ერთი კითხვა გამიჩნდა,ოშოს რომ ვკითხულობდი,დიდი გადატრიალება მოხდა ჩემში,პირველი რაც ვიგრძენი ეს იყო»დაბრუნება ჩემს თავთან»ოშომ სწორედ იმ მარცვლიდან დაიწყო ჩემი მკურნალობა,რასაც ჩემი თვითაღქმა ჰქვია,ანუ მე მეორედ დავიბადე.ნეტავ რატომ?

  2. ცისანა:

    მე ვიცი ერთი და ყველაზე მთავარი,რაც მინდა ყოველთვის მაქვს,არ ვიცი,როგორ მაგრამ აუცილებლად მჭირდება ეს ტრენინგი,არ ვიცი საიდან მაგრამ მე მოვხვდები აქ,რადგან ცხოვრება რომელიც უნდა დავიწყო ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყო ამ ტრენინგით.გიორგი მადლობა პირველროგში იმისთვის,რომ ეს ტრენინგი ტარდება ჩემთვის.

  3. ელენე:

    მართლაც, ასე ძალიან დიდი მსგავსებაა ხაჭაპურსა და ჩვენს შორის.. ხაჭაპურში რაც მეტად გემრიელ ყველს ჩავდებთ (ID) მით უფრო გემრიელი საჭმელი იქნება,, გამონათებაა არის ეს ვიდეო კიდევ ერთი ჩემს გონებაში.როდესაც შენს მოსმენას ვიწყებ ,,ვცდილობ გავანულო ყველა ცოდნა,ყველა ინფორმაცია და უბრალოდ შევისრუტო გავაცნობიერო და დავნერგო ჩემში ის ცოდნა და გამოცდილება რასაც გვიზიარებ.თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი გაწყობილი,ვცდილობდი,რაგაც დამეჭირა ,რასაც საფუძვლიანი მიზეზით არ დავეთანხმებოდი.მაგრამ ფაქტებმაა და პრაქტიკამ დამანახა ის ცვლილებები ჩემში..რასაც არ შემიძლია დავეთანხმო… «ნამდვილი ცვლილებები შიგნიდან გარეთ ხდება» შენ კი გულის გულში ჩადიხარ . ეს ჩემი ტრენინგია’

  4. ანა:

    ფენოვან ხაჭაპურთან შედარება საინტერესოდ არის წარმოდგენილი ამ ვიდეოში.აკრძალვები და მცდარი რწმუნებულებებით სავსეა ჩემი, ასე ვთქვათ, ძირითადი შრე,მითუმეტეს რომ ;საბჭოთა ბავშვი; ვარ.დაბალი თვითშეფასება აუცილებელი მოთხოვნა იყო ჩემს ბავშვობაში მშობლებისაგან და მასწავლებლებისაგან,გამორჩეულობა არ იყო მისაღები საზოგადოებისთის.ეს რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაივლიდა. საზოგადოებაც,რომელთანაც მე მიხდებოდა ცხოვრება, ერთნაირი იდეებით იყვნენ დაპროგრამებულები.მე მართლა მეგონა რომ სხვანაირი ცხოვრება უბრალოდ არ არსებობდა და ეს იყო რაც იყო.რადგან უკვე გავიგე,რომ ეს ძირითადი შრე ბავშვობაში ყალიბდება,მაშინ რა გასაკვირია,გადაპროგრამირება დამჭირდება.

  5. ლევანი:

    როგორც წინა პოსტებზე დავპოსტე,მეგონა რომ ჩემზე საუბრობდი 🙂 მართლაც რამდენ ტრენინგს დავსწრებივარ ანდაც რამდენი წიგნი წამიკითხავს ამ თემაზე მაგრამ ფაქღს ვერ ვცვლი და მართლაც მოჯადოებულ წრეზე დავდივარ. ჩემთვის სასირცხვილო ისაა,რომ ის გასაღები ხელში მიჭირავს,რომელიც თავისუფლებისკენ და უდიდესი წარმატებისკენ აღებს ფართო კარებს და ვერ ან არ ვუყენებ ამ შესაძლებლონას ( წარმატების ანბანზე მაქვს საუბარი,რომელიც ვერა და ვერ ან არ დამისრულებია) . სხვა ამრა არის ეს თუ არა მლჰადოებული წრე. გიორგი,როგორც ყოველთვის ათიანში გაარტყი და ჩემი ვითომ მეგობარი ,,მეორე მე» გააღიზიანე. ზუსტად იმ ადჰილს შეეხე რისი შეცვლას არათუ სასურველი არამედ სასიცოხლოა. უხარე გიორგი და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის.

  6. შალვა:

    სწავლის პროცესში ყველაზე ძალიან მიყვარს მაგალითების მოსმენა =) ფაქტიურად თუ რამეს ვსწავლობ ეს ხდება მაშინ როდესაც მოყვანილ მაგალითს მოვუსმენ, დავფიქრდები და ვაღიარებ რომ «დიახ, ეს ნამდვილად ასეა». დანარჩენი მიღებული ინფორმაცია მეტ ნაკლებად მამახსოვრდება. სწორედ ამიტომ აქვს პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა.

  7. ელენე:

    მთელი ცხვრება ადამიანი ისწრაფვის შეიცნოს სამყარო,მოიპოვოს ინფორმაციები ყველაფერზე რაც მის გარშემო ხდება,თუნდაც მისი მეზბლის»ქეთინოს»ცხოვრების და ოაჯახური მდგომარეობის შესახებ ..ყველა სფეროში გვაქვს ცნობისმოყვარეობა გაცხოველებული.გარდა საკუთარი თავისა..რადგან გვგონია,რომ საკუთარ თავს ისედაც ვიცნობთ,საკუთარ თავს ვაიგივებთ,იმ აზრებთან რწმუნებულებებთან და იმპულსებთან ,,რომელთა გავლენითაც რეაქტიულად ვმოქმედებთ,, იშვიათად თუ ჩაუღრმავდებით ჩვენს სიტყვებს,ჩვენს საქციელებს,ჩვენს ფიქრებს.ისინი ჩვენში საიდან ,მოდიან..მაგალითად ..რაღაცამ ჩვენი სიხარული ან გაბრაზება გამოიწვია,არაქვს მნიშვნელობა ცუდმა თუ კარგმა.ჩვენ უბრალოდ ვგრძნობთ ემოციას და ვმოქმედებთ,ამ ემოციიდან გამომდინარე.. ზოგს სხვისი ცუდი ახარებს და ზოგს სხვისი კარგი.» არ არსებობს ცუდი, არის მარტო ის რაც შენში იწვევს გაბრაზებას. არ არსებობს კარგი, არის მარტო ის რაც შენ გახარებს»..როცა საკუთარ თავში ვიწყებ ჩაღრმავებას იქ უკვე მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან,, ოოო მაშინ კი რამდენ არასწორს აღმოვაჩენთ,რამდენ დამალულს, რამდენი რამ არ ჯდება და მიუღებელია..და მაშინვე გავერიდებით ხოლმე.გვირჩევნია ისევ სხვებზე გადავერთოთ,რელიგია,პოლიტიკა,შოუბიზნესი …უამრავი რამ რაზეც შეგვიძლია გულწრფელად ვისაუბროთ ,ვიმსჯელოთ ვიკამათოთ..რატომ?იმ უბრალო მიზეზის გამო რომ «ლოგიკურად და ბრძნულად აზროვნება ადვილია ბევრად ვიდრე ქმედება»ამიტომ ჩვენს როგორც წესი ადვილს ვირჩევთ.. იმისათვის,რომ დაიწყო ქმედება შენი ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე,შენი აღქმა და თეორიები გახადო ქმედითი არ გყოფნის ძალა..ხშირად გვსმენია სიტყვები და მეც ბევრჯერ მითქვამს,მინდა ისე ვიცხოვრო,როგორადაც მე მინდა..როგორადაც მე ვთვლი სწორად..და მაინც სიტყვები უფრო ბევრია ვიდრე შედეგები…პირველ პოსტში გავეცანი»ჩემი მანიფესტი»ოო როგორ მომეწონა..რამდენჯერმე წავიკითხე,,ჩემს ფეისბუქის გვერდზეც დავდე და მის მერეც ბევრჯერ წავიკითხე,, როგორ მინდა ისეთი ვიყო ,,ისე მიყვარდეს საკუთარი თავი ,რომ არ მაკანკალებდეს,იმსი გაფიქრებაზე,თუ როგორ მიმიღებს ის ადამიანები ,რომლებიც მიყვარს.მე ხომ მთელი ცხოვრება ყალბი ვიყავი,შემკული უამრავი ნიღბით,შექმნილი «პიროვნული იმიჯით,რომელიც კომფორტულად უნდა მორგებოდა»იმ გარემოცვას რომელშიდაც ვიზრდებოდი,რომელიც ამავე ყალბი ნიღბით შევიძინე, და შევქმენი..მაგრამ სულ განვიცდიდი შინაგან სტრეს,შინაგან დისკომფორტს .ეხლაც მეტნაკლებლად…და ბოლოს დავიღალე,ჩავიკეტე …მაგრამ ,სხვებისგან განმარტოებამ არ შეცვალა არაფერი,მე ისევ იმ ნიღბით ვიყავი…
    მიუხედავად იმისა რომ ასაკით სრულწლოვანი ვარ,,შინაგანად ისევ იმ პტარა ბავშვად დავრჩი,რომელიც უნებლიეთ შემახსენებს ხომლმე თავს ,როცა ვხუმრობ,ვცელქობ,ვცეკვავ ვთამაშობ..მაშინ ვგრძნობ როგორ გამიტაცებს ხოლმე ეს ბავში ,და როგორ სიმსუბუქეს განვიცდი ..სწორედ იმას შესწევს ძალა აღმოაჩინოს სილამაზე იქ სადაც სხვები ვერ ხედავენ,სწორედ ეს ბავშვია თავისი ბავშვური ცნობისმოყვარეობით ,რომელიც სულ სიახლეებისკენ მექაჩება.ხშირად ვივიწყებ მის არსებობას,როდესაც გადატვირული უამრავი ფიქრით,პრობლემით გაბრუებული ინერციულად მივექანები,,მაშინ ჩემში არსებული ბავშვი შეშინებული მოწყენილი და დათრგუნულია,როცა ის ცუდად არის მე ვკარგავ ცხოვრებსი ხალისს..,,ის გვიწყოობს საბოტაჟს ყოველთვის როცა ჩვენ ვცდილობთ შევიცვალოთ.მას აშინებს ცვლილებეი,ისევე როგორც აშინებს სიყვარულის ნაკლებობა,ყურადგების და სითბოს გარეშე დარჩენა, აშინებს რომ არ უგულებელყონ,რომ არ მიატოვონ..
    მას შემდეგ რაც ის ვიპოვნე,, ვცდილობ უფრო მეტი დრო დაუთმო,უფრო მეტი მოუსმინო ,ველაპარაკო დაუყვავო მოვეფერო,ჩემს ოცნებებზე მოუყვე,,იმ სიახლეებზე რაც მინდა,, მოვამზადო ცვლილებებისთვის,რომ აგარ მომიწყოს საბოტაჟი,უფრო მეტად ვისწავლო მისი ენა და მისი მოსმენა,როცა მე და ის ერთი მთლიანობა გავხდებით,მჯერავს რომ მხოლოდ მაშინ აღარ შემაშინებს სხვების აზრები..ამ ვებინარიდან მე ველი ,კიდევ უფრო ახლოს გავიცნობ ჩემში მცხოვრებ პატარა ბავშვს,და შევძლებ უკეთ გაუგო,რადგან მიუხედავად იმისა თუ რამდენი ვიცი,რამდენი მესმის და რამინდა გავაკეთო ჩემს ყველა ქმედებას ის ბავში წარმართავს..

Leave a Reply