რა უშლის ხელს «საიდუმლოს» ამოქმედებას?

გუშინდელ პოსტში, ჩვენ საბოლოოდ გავარკვიეთ, თუ რატომ არ გამოგვდის თავისუფლად ოცნება… მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გვაფერხებს და გვიხერგავს მადლისკენ მიმავალი ენერგიის არხს.

თუ არ წაგიკითხავს გუშინდელი პოსტი, აუცილებლად გაეცანი მას, თორემ ისე, ამ პოსტის წაკითხვას აზრი არ ექნება.

პოსტი #1 >>

ფილმ "საიდუმლოს" ავტორები ხშირად ახსენებენ ფილმში ისეთ მომენტს, როგორიცაა მადლიერება.

სამწუხაროდ, უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს ამ მდგომარეობის სრულფასოვან ძალასა და არსს. მიაქციე ყურადღება — მე ვთქვი: მდგომარეობა და არა — სიტყვა. დიახ, მადლიერება, პირველ რიგში, მდგომარეობაა… ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ, მექანიკურია და არანაირი ძალა და მადლი არ აქვს.

მადლიერების მდგომარეობა — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საიდუმლო მიზიდულობის კანონის მოქმედებაში მოსაყვანად.

მადლიერება — ეს არის საშუალება, აიძულო სასწაულს, თავისთავად მოხდეს!

შესაძლოა, შენ აქაც შემომედაო და მითხრა: "კი მაგრამ, თუ გარშემო ყველაფერი ცუდადაა, როგორ უნდა ვიყო მადლიერი? თუ სულიერად ცუდად ვარ, როგორ შეიძლება, ვიყო მადლიერი? თუ გარშემო უსამართლობაა, როგორ ვიყო მადლიერი? თუ უამრავი მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომდის, როგორ ვიყო მადლიერი?"

თუ მხოლოდ მონეტის ერთ მხარეს შევხედავთ, შენ მართალი ხარ. მსგავს სიტუაციებში, მადლიერება არაგულწრფელი გამოდის და ერთგვარ მაზოხიზმს ემსგავსება. როდესაც ადამიანს რაღაც აწუხებს, ან ტკივა, ის ვერ ხედავს მადლიერების გამოხატვის მიზეზს — მით უმეტეს, აუცილებლობას.

მაგრამ მონეტას ხომ მეორე მხარეც აქვს?! აქაც ელემენტარულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე. ისეთი დიდი ადამიანები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: ექვთიმე თაყაიშვილი, მაჰათმა განდი, ვაჟა ფშაველა, ნელსონ მანდელა, ილია ჭავჭავაძე, დედა ტერეზა და სხვები… წარმოუდგენელი და ერთი შეხედვით, გაუსაძლისი სირთულეების გადალახვის მიუხედავად, გამოხატავდნენ მადლიერებას. ისინი მადლიერებას გამოხატავდნენ არა თავად ტკივილის, არამედ მიღებული გამოცდილების გამო.

სინამდვილეში, რა არის ტკივილი?

ტკივილი — ეს არის ნიშანი, ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ დროა, რაღაც შეცვალო შენში და შენს გარშემო.

უნდა უმკურნალო თავად დაავადებას, მის ფესვს, ცენტრალურ მიზეზს და არა — სიმპტომებს!

თუ ხეს ფოთლები უხმება, მკურნალობა ფესვიდან უნდა დაიწყო და არა — ფოთლებიდან!

თუ რკინას ჟანგი გაუჩნდა, საჭიროა, რკინის ჟანგისგან სრული გასუფთავება და არა — მისი გადაღებვა!

ზუსტად იგივე პრინციპები მოქმედებს ადამიანის პერსონალურ განვითარებაშიც. წარმატებისთვის, ცვლილებები უნდა მოხდეს პიროვნების შინაგან, ყველაზე ღრმა წერტილში, სახელწოდებით: თვითიდენტურობა, იგივე "მე-კონცეფცია"… და არა სიტყვების მექანიკური განმეორებით, რომელსაც კი იმეორებ, მაგრამ არ გესმის, რადგან მდგომარეობაში არ ყოფნის გამო, ვერ განიცდი.

პერსონალური განვითარების რამდენიმე გზა არსებობს… არის ხანგრძლივი გზები, რომელი გზებიდანაც უმრავლესობა, უბრალოდ, ილუზია და განვითარების იმიტაციაა… მაგალითად, გზა, რომელსაც დღეს ცნობიერად თუ არაცნობიერად ირჩევს ადამიანების უმრავლესობა ჩემს გარშემო [განსაკუთრებით, ქალები].

ეს ილუზორული გზაა — არასისტემური განვითარება. ყველა წიგნის იმპულსურად კითხვა, ვიდეოების მოსმენა, ვებინარების გავლა [განსაკუთრებით, უფასო] და ა.შ. ანუ, ადამიანს თან უნდა რაღაცის შეცვლა, მაგრამ ყოველივე ამის პასიურ მდგომარეობაში მიღება სურს. მას არ უნდა დისკომფორტული ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული საფასურის გადახდა სისტემურ და ალგორითმიზირებულ სწავლებაში ჩასართველად. ეს განწირული მდგომარეობაა, მაგრამ ალბათ, უმრავლესობისთვის საჭიროც.

ასევე, ხანგრძლივი გზებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს — პოზიტიური განწყობის შექმნა, აუტოტრენინგები, მედიტაცია-აფირმაციები, ფსიქოლოგთან მუშაობა და ა.შ.

მაგრამ არსებობს ბევრად მართალი და ბრძნული გზაც: დანაშაულის გრძნობის, სირცხვილისა და წყენისგან გათავისფლება.

ამ შემთხვევაში, მადლმოსილი სულის ფრთები წარმოუდგენელი სისწრაფითა და მოცულობით იშლება.

სწორედ ამას ემსახურება ჩვენი 21 დღიანი ონლაინ-კურსი: "მე-კონცეფცია": ვინ ვარ მე და როგორ შევიყვარო საკუთარი თავი?

ეს მტკივნეული გაკვეთილია, მაგრამ თუ არ გაივლი მას, შეგიძლია, დაივიწყო შენი ოცნებების შესახებ.

ვინც აირჩია ხოხვა, ის ვერასოდეს შეძლებს ფრენას!

მიტევების [გაშვების} საკითხს ვერცერთმა ნამდვილად განვითარებულმა და განსხივოსნებულმა ადამიანმა აუარა გვერდი, რადგან პერსონალური განვითარება შეუძლებელი და წარმოუდგენელია მიტევების გარეშე.

ერთი შეხედვით, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდეს, რომ თითქოს ოცნების რეალიზებასა და მიტევებას არაფერი აქვთ საერთო, არადა მათ მრავალი საერთო აქვთ და პირდაპირ კავშირშიც კი არიან ერთმანეთთან.

წყენის გულში ჩადება და მასთან ერთად ცხოვრება დამღუპველია. ის პირდაპირ და საკმაოდ უარყოფითადაც აისახება შენს ჯანმრთელობაზე, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის გულს, კუჭს, სასუნთქ არხებსა და სხვა ორგანოებს.

რაც უფრო მეტია ადამიანში წყენა და მრისხანება, მით ნაკლებია მისი შანსები წარმატების მიღწევასთან დაკავშირებით… და მნიშვნელობა არ აქვს, სად და რას მოღვაწეობს ადამიანი… ეს მდგომარეობაა, რომელიც ყველგან მოქმედებს: ბიზნესი, კარიერა, პირადი ცხოვრება და ა.შ.

ადამიანს, რომელშიც ჭარბად არის წყენა, უბრალოდ, არ შეუძლია, იყოს ადეკვატური. წყენას თავისი მეხსიერება გააჩნია, რაც ადამიანს წყვეტს აწმყოსგან. ამ მდგომარეობაში, ადამიანი მოყვარეს მტრად აღიქვამს, მტერს კი — მოყვარედ… რადგან მოყვარე სიმართლეს ეუბნება მას, რომელი სიმართლეც მის ილუზორულ და სუბიექტურ მთლიანობას ეხება და არღვევს… ხოლო მტერი მისნაირია, მასაც ილუზორული და სუბიექტური რეალობა აქვს და ასე, ერთმანეთისთვის დათვური სამსახურის გაწევით, კვებავენ და ასაზრდოებენ ერთმანეთს.

ვფიქრობ, თუ რამდენიმე წუთით გამოხვალ კონცეპტუალური ჩარჩოდან და აწმყოში გააანალიზებ ამ სიტყვებს, გადახედავ შენს განვლილ ცხოვრებას, შენც შეძლებ, მიიღო დამადასტურებელი შინაგანი უკუკავშირი ამ მოსაზრების უტყუარობასთან დაკავშირებით.

როგორი "გამართლებულიც" არ უნდა იყოს წყენა, ის შიგნიდან გხრავს და განადგურებს შენ. სწორედ ის ხერგავს შემოქმედებითი ენერგიის თავისუფალ დინებას შენში… სამაგიეროდ, იზიდავს იმას, რასაც გაურბიხარ.

აქ საფუარის პრინციპი მოქმედებს: რასაც აკვირდები, ის მრავლდება!

შენ შესაძლოა, "მტრად" აღმიქვა ახლა [მე ხომ გამხელ?!] და შემომედაო: "რა სისულელეა, რა შუაშია აქ წყენა? რა კავშირი აქვს ჩემს წარმატებასთან იმას, რომ ვერ ვპატიობ დედას… ის ხომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, წლების მანძილზე მცემდა და მსჯიდა მე?"

ასე აზროვნება და ცხოვრება დიდი შეცდომაა!

არ მიტევება — ეს მონობის ერთ-ერთი ფორმაა!

არსებობს წინაღობა, რომელიც ხელს გვიშლის მიტევებაში… ეს არის გაუგებრობა.

ჩვენ ვფიქრობთ: მან მაწყენინა და ახლა მე ვილოცო მისთვის? არავითარ შემთხვევაში!!!

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიტევება, პირველ რიგში, იმისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვინც გვაწყენინა, ვიდრე ჩვენთვის.

ეს დიდი შეცდომაა!

ადამიანმა, რომელმაც გვაწყენინა [მშობელი, ნათესავი, მეგობარი, კოლეგა…] ძალიან მალე დაივიწყა ამ ყველაფრის შესახებ. ეს ჩვენ ვკარგავთ მოსვენებას და მრისხანებისგან ადგილს ვერ ვპოულობთ. აქედან დასკვნა — როგორი რეაქციაც არ უნდა გვქონდეს წყენაზე, ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, მივაყენოთ იმაზე დიდი ზიანი ადამიანს, რომელმაც გვაწყენინა, ვიდრე ვაყენებთ საკუთარ თავს.

ახლა კი, ერთი საიდუმლო მინდა გაგანდო, რომლის შესახებ დაავიწყდათ, ეხსენებინათ ფილმ "საიდუმლოს" შემქმნელებს:

"მიტევება ტკივილებისა და შინაგანი სიმძიმისგან გათავისუფლებს და გაძლევს სულიერ თავისუფლებას, რათა შეხვიდე მადლიერების მდგომარეობაში და ამ ერთადერთი გზით გახსნა მადლის არხი, რომელიც "ზე-ცნობიერთან" გაკავშირებს შენ".

მიანდე ღმერთს იმ ადამიანების ბედი, რომლებმაც გაწყენინეს — ის დამოუკიდებლად, შენი ეგოს გარეშე, შეძლებს ამ საკითხებთან გამკლავებას… და გახსოვდეს, რომ საკუთარ თავისუფლებაზე, მშვიდობასა და სულიერ ჯანმრთელობაზე მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი.

ამის გაკეთება შესაძლებელია და აუცილებელიც!

ეს შენი გზაა, იმიტომ რომ — შენი გზა რომ არ იყოს, შენ უბრალოდ, არ წაიკითხავდი ამ პოსტს.

ნუ დაუცდი განსაკუთრებულ შთაგონებას, თორემ მთელი ცხოვრება ტყუილად მოგიწევს ცდა. შენ, უბრალოდ, უნდა მოიკრიბო ძალა და გადადგა ნაბიჯი — ახლავე. ამისათვის რამდენიმე საათით განმარტოება დაგჭირდება… აჩუქე საკუთარ თავს ეს დრო… დამიჯერე — არ წააგებ. ეს არა მხოლოდ შენს წარმატებაში ინვეტირებული დრო და ენერგია იქნება, არამედ — შენს ჯანმრთელობაშიც.

ნუ დაელოდები განსაკუთრებულ მომენტს მისატევებლად — ის არ დადგება. რატომ? იმიტომ რომ ყველა მომენტი განსაკუთრებულია და რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადება, როგორც წესი, იმიტომ ხდება ხოლმე, რომ ამით ჩვენ აქ და ამჟამად გავურბივართ პასუხისმგებლობას — და არა იმიტომ, რომ ვითომ რამეს ველოდებით. გადაწყვიტე ამის გაკეთება და უბრალოდ, გააკეთე.

"ჭეშმარიტი მიტევება — ეს არის ხიდი, რომლითაც ვთავისუფლდებით დანაშაულის გრძნობისა და შიშისგან. სწორედ ეს ხიდი გვეხმარება, განვიცადოთ სამოთხე დედამიწაზე!" © ჯერალდ იამპოლსკი

ტექნიკა: "მიტევება"

რამდენიმე საათით განმარტოვდი, აიღე დიდი ფურცელი და კალამი და შეუდექი საქმეს. რამდენად სერიოზული ან არასერიოზული დამოკიდებულებაც გექნება ამ ტექნიკის მიმართ, იმდენად ეფექტურ ან არაეფექტურ შედეგს მოგცემს ის. ფაქტიურად, აქაც, ისევე, როგორც ყველაფერში, ყველაფერი შენს დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული.

გისურვებ წარმატებას. მე ვიცი — შენ შეგიძლია!

1. პირველ რიგში, აღიარე საკუთარი ტკივილი და წყენა. თუ მიტევება გულის-გულში არ ჩაწვდება შენს ემოციებს, ესეიგი ის არ არის სრული, ასე რომ, იყავი გაბედული და ნუ დამალავ ტკივილს.

2. თუ მორწმუნე ადამიანი ხარ, შენთვის უფრო ადვილი იქნება, შესთხოვო ღმერთს, გაგახსენოს ყველა ის ადამიანი, რომლებსაც უნდა მიუტევო. როდესაც დაიწყებ ლოცვას, შენ აუცილებლად აწმყოში უნდა იყო და ღმერთი დაგეხმარება იმ ადამიანებისა და მომენტების წამოწევაში, რომლებიც შესაძლოა, აღარც კი გახსოვს. ნება მიეცი უხილავ ძალას, გააკეთოს თავისი საქმე და ნუ შეუშლი მას ხელს. იმ შემთხვევაშიც მიენდე მას, თუ ტკივილს განიცდი. ტკივილი — საუკეთესო ინდიკატორი იქნება, რომ სწორად მუშაობ. გახსოვდეს, რომ შემოქმედს უნდა, თავისუფალი იყო.

თუ არ გწამს ღმერთის, უბრალოდ, შეეცადე მოახდინო აზრებზე კონცენტრაცია. გონებრივად გაიარე მთელი გზა შენი ბავშვობიდან დღემდე.

როდესაც სიის შედგენაზე დაიწყებ მუშაობას, ნუ შეეცდები, ახსნა იმ ადამიანის ქცევა, რომელმაც გაწყენინა… იყავი ნეიტრალური დამკვირვებელი და ნუ გააკეთებ შეფასებებს.

გახსოვდეს: მიტევება შენს ტკივილთანაა კავშირში და არა იმ ადამიანის ქცევასთან, რომელმაც გაწყენინა. დადებითი განცდები დროთა განმავლობაში მოვა… მთავარია, ახლა შენს წარსულ მეხსიარებას გამოაცალო ნეგატიური ენერგია.

3. გაიხსენე სახელები, რომლებიც შენს მეხსიერებაშია ბლოკირებული. ამ სავარჯიშოზე, ადამიანების დაახლოებით 95%-ს, პირველ რიგში, მშობლები ახსენდება. შემდეგი ადამიანი, რომელიც ბლოკირებულია მეხსიერებაში და აქედან გამომდინარე გაუცნობიერებელი და არაიდენტიფიცირებულია — ხარ თავად შენ. რატომაა საკუთარი თავის მიტევება აუცილებელი? იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ არ შეუძლია საკუთარ ცუდად ყოფნაში ღმერთის ან ვინმე სხვის დადანაშაულება, ის იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას. ამ დროს, სიღრმისეულ, ქვეცნობიერ დონეზე კეთდება დასკვნა: "მე არ ვარ საკმარისად კარგი!" "მე არ ვიმსახურებ ბედნიერებას!" და ა.შ. წყენისა და დადანაშაულების მესამე ობიექტს ხშირად წარმოადგენს ღმერთი. ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა: "რა დავაშავე, ღმერთო?" "რატომ მაინც და მაინც მე?" "ყველაფერი უბედურება ხომ მე უნდა დამემართოს?!" და სხვა… სწორედ ღმერთის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებია და ადამიანი, ისე, რომ ვერც აცნობიერებს, ღმერთს ადანაშაულებს თავის ცუდად ყოფნაში. ასე რომ, დამნაშავეთა სიის შედგენისას, თუ იგრძნობ შინაგანად ამ უკუკავშირს, ღმერთიც ჩაწერე მიტევების სიაში… ნუ შეგეშინდება, ნამდვილად არ დაისჯები ამისთვის. თუ რამეა, მე დამაბრალე.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომაა მიტევება, პირველ რიგში, საჭირო შენთვის და არა — სხვისთვის. ღმერთს არ სჭირდება შენი მიტევება და ლოცვა… ეს შენ და მხოლოდ შენ გჭირდება ამ მენტალურ-ემოციონალური ტვირთისგან გათავისუფლება.

მოკლედ, ასე გაიხსენე აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომლებმაც გაწყენინეს და ჩამოწერე ისინი ერთ გრძელ სვეტად. პირველ სვეტში ჩაწერე სახელი, მეორეში ის გულისტკენა, რომელიც ამ ადამიანმა მოგაყენა.

4. მესამე სვეტი იქნება მიტევების სვეტი, სადაც ჩაწერ: "მე ვპატიობ [სახელი], რაც მან [მისი საქციელი — წყენა] ჩაიდინა და გთხოვ, ღმერთო, გამათავისუფლო იმ ტკივილისგან, რომელიც მან მომაყენა".

თუ არ გწამს ღმერთის, მაშინ ფრაზა ასეთი იყოს: "მე ვპატიობ [სახელი], რაც მან [მისი საქციელი — წყენა] ჩაიდინა და მადლიერებით ვიღებ იმ ტკივილისგან გათავისუფლებას, რომელიც მან მომაყენა".

5. არავითარ შემთხვევაში, არ თქვა: "ღმერთო, დამეხმარე მიტევებაში" ან "ღმერთო, მომეცი ძალა, რომ მივუტევო", რადგან ამით საკუთარი უმწეობის მანიფესტირებას ახდენ და სრულ პასუხისმგებლობას ღმერთს აბარებ. ღმერთი უკვე დაგეხმარა შენ, როდესაც მოგავლინა, მოგცა გონი, ძალა და თავისუფალი არჩევანი. ახლა შენი გამოღვიძებისა და მოქმედების დროა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგეხმარება ის. ასევე, არ თქვა: "ღმერთო, მე მინდა მივუტევო", იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, შენ გაურბიხარ არჩევანს, რომელიც შენი და მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა.

6. თუ მორწმუნე ხარ, გამოხატე სრული მადლიერება ღმერთის წინაშე იმისათვის, რომ ესმის შენი და პასუხობს შენს ლოცვებს.

7. და ბოლოს, დახედე შენს მიერ შექმნილ სიას, განიცადე ეს მომენტი ემოციურად, შეეცადე, რომ ეს ემოცია იყოს მაქსიმალურად მძაფრი და ნამდვილი… თუ ტირილი მოგინდა, ნუ შეაკავებ მას, შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენად დაგეხმარება ის. შემდეგ კი, როდესაც სრულად განიცდი თითოეულ ნაბიჯს, მოუკიდე ცეცხლი ამ ფურცელს და დააკვირდი, თუ როგორ იწვის, იფერფლება და ქრება შენი წყენა… წყენა, რომელსაც წლების მანძილზე ატარებდი.

პრინციპში, სულ ეს იყო. თუ გულით გააკეთებ ამ ტექნიკას, გავა სულ ცოტა დრო და სიმძიმე გაქრება. შენთვის საერთოდ აღარ იქნება რთული იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელზე გაფიქრებაც კი გთრგუნავდა.

სწორედ ეს არის საფასური, რომლის სრულფასოვანი გადახდაც საშუალებას მოგცემს, გულწრფელად შეძლო მადლიერების მდგომარეობაში შესვლა.

4 ჯადოსნური სიტყვა დაგეხმარება ამის გაკეთებაში… და ეს სიტყვებია: "მადლიერი ვარ, იმისთვის, რომ…"

წარმოთქვი ეს 4 საკურნებელი სიტყვა და გამოხატე მადლიერება ახლავე იმისთვის, რაც უკვე გაქვს… დამიჯერე, შენ უამრავი მიზეზი გაქვს, რომ იყო მადლიერი და თავისუფალი. ასევე, გამოხატე მადლიერება იმისთვის, რომ რაღაცისკენ მიიღწვი… ეს ორი მადლიერება დაგანახებს იმ არაჩვეულებრივ სხვაობას, რომელიც მათ შორისაა.

დღეიდან, დაიწყე სიტყვებზე დაკვირვება… ამ ტექნიკას, ჩემს კურსში — "წარმატების ანბანი" დავარქვი: ტექნიკა — "დაუკვირდი ბაზარს"… ჰოდა, შენც დაუკვირდი ბაზარს და ნაცვლად სიტყვებისა: "მე წარმატებული ვარ", "მე ჯანმრთელი ვარ" ან "მე მდიდარი ვარ", მოახდინე სიტყვების შემდეგნაირი ფორმულირება: "მადლიერი ვარ, უფალო, რომ მაძლევ კიდევ უფრო დიდ წარმატებას", "მადლიერი ვარ, უფალო, რომ ვარ კიდევ უფრო ჯანმრთელი", "მადლიერი ვარ, უფალო, რომ მაძლევ კიდევ უფრო მეტ სიმდიდრეს".

სიტყვები — "კიდევ უფრო მეტი" ასრულებს ჯადოსნურ საქმეს… პირველ რიგში, ახდენს იმის აღიარებასა და მიღებას, რომ შენში უკვე არის წარმატება, ჯანმრთელობა და სიმდიდრე, რისთვისაც გამოთქვამ მადლიერებას და შემდეგ ახდენს მანიფესტირებას, რომ შენ მზად ხარ, მიიღო და დაიტიო კიდევ უფრო მეტი წარმატება, სიმდიდრე და ჯანმრთელობა. ესეც შენი საიდუმლო.

ყველაფერი გენიალური უბრალოა!

არ უგულებელყო ეს საიდუმლო იმის გამო, რომ ის ძალიან უბრალოდ გამოიყურება. მადლიერებას მიუდექი სერიოზულად, მაგრამ გახსოვდეს, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მდგომარეობა და არა — სიტყვები.

სიტყვებს მდგომარეობის გარეშე არანაირი აზრი და ძალა არ აქვს!

თუ არ ხარ მადლიერების გამოხატვას მიჩვეული, ისარგებლე რჩევებით, რომლებსაც ფილმ "საიდუმლოს" ავტორები გთავაზობენ. აქ იგულისხმება მანიშნებელი სიმბოლოები… ფილმში ასეთ სიმბოლოს პატარა რიყის ქვა წარმოადგენს… შეგიძლია, ისეთი მანიშნებელი სიმბოლო ამოარჩიო, რაც შენთვის იქნება ახლო და მოსახერხებელი.

ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, თუ რაიმე უჩვეულო იგრძენი, ესეიგი პროცესი დაიწყო. თუ ვერ იგრძენი, ესეიგი ჯერ შენთვის ადრეა სიღრმეში შემოცურვა.

ყურადღება!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მინდა, გაცნობო! 23 ივნისს, "ინტელექტიკა" იწყებს 21 დღიან, უნიკალურ ონლაინ კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს],

"მე-კონცეფცია"

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი?

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი კურსი, რაც კი "ინტელექტიკას" აქამდე შეუქმნია. კურსის დეტალურ პროგრამას რამდენიმე დღეში იხილავ, მაგრამ ახლა მინდა, კარგი ინფორმაცია გაგაცნო.

ბუნებრივია, 3 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ – 200 ლარი. დიახ, დიახ – 21 დღიანი კურსი, სულ რაღაც 200 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

ანუ, შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 22 ივნისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ – 23 ივნისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მკითხველი მოემზადოს და კარგად განეწყოს კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ – იაქტიურე.

დღევანდელი პოსტის მიწურულს კი, ძალიან მაინტერესებს, თუ იგრძენი მადლიერების სიხარული?

P.S. თუ დღეს სწორად იმუშავებ მოცემულ დავალებაზე, მაშინ ხვალინდელი პოსტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება შენთვის, რადგან სწორედ ხვალიდან დავიწყებთ სწორად ოცნების სწავლას, რათა მიზიდულობის კანონმა იმუშაოს.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


Tags: , , , , ,

22 комментария to “რა უშლის ხელს «საიდუმლოს» ამოქმედებას?”

  1. მადლიერების სავარჯიშომ დამანახა რომ მდიდარი ვარ,გმერთისგან საჩუქრებით განებივრებული,მადლიერი ვარ იმ განვლილი გზისათვის რამაც დგემდე მომიყვანა,და აწმყოსათვის,მადლიერება გამოვხატე თუარა თითქოს სხვა ველში აგმოვჩნდი და სხვა ხედვა გამეხსნა.შინაგანმა სიმხურვალემ და ღელვამ ამიტანა,სითბო თავში ავიდა და მომიცვა სიმშიდემ.მადლიერი ყოველთვის ვიყავი მაგრამ ამ სავარჯიშომ რეალური ცვლილება მოახდინა ჩემს ცნობიერებაზე და სხეულშიც.

  2. tamar chitadze:

    პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლობა გადავიხადო იცი რისთვის? როცა გადაწყვიტე ყოფილიყავი ის ვინც ხარ……პირადად ჩემთვის მიძინებული მე გამოსაფხიზლებლად დაგემგზავრე…უფალმა მიბოძა ეს სიმდიდრე თქვენთან რომ მოვხვდი…ვერ წარმოიდგენ ამ ყველაფერს აკეთებ და ვერ ხვდები რას რა ქვია, რამდენ რამეზე მომიწია დაფიქრება ჩემს ცხოვრებაში რატომ მეძლევა ამდენი საჩუქარი…მე მართლი გითხრათ მიტევების მაგალითი ვარ მაგრამ ამ პოსტში სხვანაირად დავინახე წყენის მიტევება უცნაური განცდა დამეუფლა პრაქტიკულად რომ მივყევი და წარმოვიდგინე მიტევების პროცესი თითქოს რაღაცისგან ვიცლებოდი. მინდა კიდევ თავიდან გავიარო მგონი რომ კიდე სხვა რაღაც მაკლია და მივიღებ…მოკლედ ჩემთვის საყვარელ სამყაროში აღმოვჩნდი რისთვისაც გულწრფელად მადლიერი ვარ…. დიდი სიყვარულით თ.ჩიტაძე *IN LOVE* *IN LOVE*

  3. გმადლობთ. ეს ყველაფერი თითქოს ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ ამავდროულად რაღაც ახალი შევიძინე.გამახსენდა ჩემი ლექსი ,, უფალო მიბოძე სულგრძელობა»

    გულში დაიბუდა სევდამ,ჭრილობა ვიგრძენი სულში,
    თითქოს მეცლებაო მიწა,უფალო ჩამიკარი გულში.

    ნუგეშად მომესმა ლოცვა , ჩემი საყვარელი მოძღვრის,
    ღმერთმა შეუნდოსო იმას, ვისგანაც ტკივილი მოდის.

    ღმერთო შეგგვინდე ყველას, განკურნე ნატკენი სული.
    როგორც პატრიარქი გვლოცავს, მოგვმადლე გონიერი გული.

  4. შალვა:

    მოგესალმები გიორგი! =) რამოდენიმე თვეა ვადევნებ თვალს შენს ვიდეოებს,პოსტებს, საიტს, ვკითხულობ წიგნს «სურპრიზი»-ს, გაფაციცებული ვარ რაიმე არ გამომრჩეს შენი გამოქვეყნებული. სიმართლე გითხრა ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები სხვა რამ მოახდინა, სანამ შენზე გავიგებდი რამეს. მივაგენი უნიკალურ ელექტრონული წიგნების საიტს, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ — წავიკითხე რამოდენიმე წიგნი და… მეგონა რომ ჩემზე მორიდებული, წყნარი და გაუბედავი ადამიანი არ არსებობდა, ახლა კი მაგ წიგნების მეშვეობით მგონია რომ ჩემზე კარგად ურთიერთობა არავინ არ იცის =) ზუსტად მახსოვს: ერთ დღეს დათრგუნული,ურთიერთობების არმქონე, დეპრესიული, არაფრის ხალისის მქონე ადამიანი ვიყავი და მეორე დღეს, უეცრად, როგორც ცა და დედამიწა განსხვავდება ერთმანეთისგან ისე შეტრიალდა ყველაფერი. კიარ დავდიოდი, დავფრინავდი, ქუჩაში რომ გამოვდიოდი თავი «ყოვლისშემძლე ბრიუსი» მეგონა. აი ამის შემდეგ ვირწმუნე რა ძალა აქვს თვითგანათლებას, თვითმასწავლებელ წიგნებს,ქოუჩინგს, საკუთარ რწმენას,აზრებს,ქცევებს… მომეცა ცხოვრების ხალისი, გამეხსნა ახალი შესაძლებლობები, აღმოვაჩინე სხვადასხვა ნიჭი,ფართოდ გაშალა ფრთები ფანტაზიამ, იმდენად ავღფრთოვანდი რომ ერთ-ერთი წიგნი ვთარგმნე კიდეც,(რაღაც დოზით პატარა ოცნებაც კი იყო ჩემი წიგნების თარგმნა), დავწერე პატარა წიგნი, გაგიცანი შენ, სულ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო კარგი ამბების შემოდინება ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ადამიანს შინაგანად უნდა უნდოდეს ცვლილებების მოხდენა საკუთარ ცხოვრებაში — ჩემს მეგობარს ვაჩვენე ის წიგნი და დღემდე ვეხვეწები წაიკითხოს 😀 შემთხვევითობა არ არის ამის შემდეგ შენ რომ გაგიცანი. უკვე ჩაქნეული მქონდა ბავშვობის ოცნებაზე ხელი,წარმოუდგენლად მიმაჩნდა და აი შენც გამოჩნდი, ეხლა უკვე დავიწყე თვითოეული ნაბიჯის გადადგმა მიზნისკენ და დარწმუნებული ვარ გამომოვა. არ ვიცოდი რისი მიღწევა მინდოდა ცხოვრებაში, ახლა ვიცი, ისე მიდის ყველაფერი რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი =) ძალიან მიხარია რომ თანამოაზრე შევიძინე შენი სახით))

  5. საიდუმლოს ამოქმედებას ხელს უშლის ქაოტური მდგომარეობა ტვინში და ნანატრის მომავალ დროში წარმოდგენა.

  6. ხელს უშლის საძირკველში ჩამდგარი წყალი,ჯერ უნდა დავიცალოთ ძვრლი ჭუჭყისგან და დავიწყოთ ახლის შენება.

  7. მარი:

    არა, ისედაც ვიცოდი რომ ბოღმა ვიყავი, მაგრამ გიორგი შენ დამანახე რომ ეს არის ის ტვირთი რასაც დავათრევ და რაც სულ უკან წარსულში მექაჩება და სულ ახლიდან და სულ უფრო მძაფრად განვიცდი ყველა წყენას და დამცირებას.
    დღესვე ვიღებ დიიიდ ფურცელს და ვწერ იმას რაც მანამდე უნდა გავანადგურო, ვიდრე მე მომიღებს ბოლოს.
    წარსულის ლანდები უნდა გავაქრო და ამისთვის დიდი მადლობა შენ.
    მერე კიდევ ეს უმადურობის განცდა ცხოვრების, შემოქმედის, ყველას და საკუთარი თავის მიმართ 🙁 არადა რეალურად რომ ავიღო ჩემი ცხოვრების სურათი, საწუწუნოდ არ მაქვს საქმე, უბრალოდ წუწუნი ჩემი ჰობია, რომელმაც ოცნებაც ჩაანაცვლა და ფიქრიც.
    the secret კიდევ ერთხლ უნდა ვნახო და აღმოვაჩინო ჩემში ის პოტენციალი რაც რეალურად მაქვს და არ ვიყენებ.
    თვითშეფასება?! 0…
    საკუთარ ძალებში მუდამ ეჭვი მეპარება, რაღაცაზე მუშაობას დაიწყებ ენთუზიაზმით და ეგრევე ერევა ოჯახი, სამეგობრო და ა.შ ვაიმე ეს არ გამოგივა, მოიცა შეიცვალოს მთვრობა, ის ეს და მეც ვნებდები!
    ხოდა ეხლა ვისწავლი დუმილს და უბრალოდ კეთებას!

    მადლობა კიდევ ერთხელ! 🙂

  8. ნანა ეხვაია:

    წავიკითხე, შევასრულე, დავწერე და დაცწვი….ძალიან დავიღალე შესვენებებით მტელი დღე მოვუნდი,ძალები გამომეცალა. ადამიანი არ იყო, ვისგანაც თუნდაც მცირეოდენი წყენა არ მქონოდა გულში,ნაწყენი ვიყავი მიშაზეც, თბილისელებზეც, ახლობლებზეც, ნათესავებზეც /ჯერჯერობით თქვენზე არ ვარ ნაწყენი, ესეც მხოლოდ იმიტომ რომ ახლოს არ გიცნობთ %) / ასეა საქმეები.მჯერა რომ აღარ ვიქნები აღარავისზე ნაწყენი. მინდა ვიყო მშვიდი და ბედნიერი. წარმატებული და უფრო ჭკვიანი,ვიდრე ვარ ახლა , ამჟამად.ველოდები შემდეგ პოსტებს სულმოუტქმელად

  9. დიმიტრი:

    მართმადიდებლობასთან მიმართებაში როგორ ხართ? ცხოვრების საზრისი განღმრთობა, უფალთან ერთობა გახლავთ, რომელშიც ადამიანი სრულად ამჟღავნებს თავის თავს, ემსგავსება უფალს.მხოლოდ უფალთან არის ჭეშმარიტი ბედნიერება და თავისუფლება. ჩვენს რელიგიას თავისი ასკეზა აქვს, სადაც მთავარია ლოცვა (ისიხია) და მარხვა.თქვენ რასაც წერთ ყველაფერი გენიალურია და მართლა მუშაობს, საკუთარი პატარა გამოცდილებან ვიცი, მაგრამ კარაგად ვერ გავიგე თქვენი დამოკიდებულება ჩვენი რელიგიისადმი. მე ის მაბრკოლებს რომ, მიზანად გაქვთ დასახული წარმატება, თავისუფლება, ბედნიერება და უფალი სადღა არის? ანუ ეს ცხოვრება გვეძლევა იმისთის, რომ ქრისტე ვიპოვოთ და თუ ჩვენ ღმერთი იმისთვის გვჭირდება, რომ დაგვხემაროს წარმატების მიღწევაში, ეს მე სწორად არ მიმაჩნია.რა აზრი აქვს ცხოვრებას, რაც არ უნდა წარმატბული ვიყო( იქნება ეს კარიერა, პიროვნული წარმატება და ა.შ)თუ უფალთან არ მიმიყვნას? შეიძლება მე ვერ გამოვიტანე სწორი დასკვნა თქვენი პოსტებიდან. თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ.

  10. ელენე:

    მიტევება და მადლიერება…
    ორი აუცილებლობა,სიმშვიდის,სიმსუბუქის და ბედნიერებისთვის,როცა ამით ცხოვრებას იწყებ შენ,უკვე აღარ გჭირდება ბედნიერების ლოდინი ,წარმატების ლოდინი , სასწაულები შენს სულში ხდება,, ვერ ვიტყვი,რომ ეს ჩემში ბუნებრივად არისთქო, მაგრამ მე ამ ტექნიკას დიდი ხანია ვიყენებ.ცოტა შეცვლილი სახით ,მაგრამ დაახლოებით იგივეს. მე უკვე აღმოჩენილი მაქვს და საკუთარ თავზე დატესტილი მადლიერების ძალა.(ერთხელ მომერიდა ჩემი დაქალისთვის მეთხოვა წამყოლოდა რაგაც საქმეზე,რადგან ბოლო დგეებში სულ ჩემს გვერდით იყო, რაგაცეებიი მქონდა საყიდელი და ვიფიქრე , გავაკეთებდი ჩემს საქმეს ვიყიდდი რაც მჭირდებოდა და შემდეგ ტაქვსს ავიყვანდი.როდესაც მაღაზიიდან უამრავი და მძიმე ჩანთებით დაღლილი გამოვედი ტაქსი ახლოს არსად იყო. და საშინელი მრისხანება დავიწყე,წუწუნი,»მე ხომ ბედი არაფერში მაქვშთქო»ამის გაფიქრებაზე უსიამოვნო ემოცია დამეუფლა,გავჩერდი გამეღიმა და ჩემს თავს მიუბრუნდი.. რა უმადური ხართქო, იმის ნაცვლად მადლობელი იყო რომ შეგიძლია ეს საქმე დაიწყო, გააკეთო, გაქვს საშვალება წახვიდე და ეს ყველაფერი იყოდო,დგაXარ და ილანძგები იმის გამო რომ ტაქსი არ დაგხვდათქო. დავაწყვე ჩანთები და მთელი გულით მომიდა მელოცა, იმდენად გულწრფელად რომ ცრემლები წამომივიდა»ღმერთო შემინდე ჩემი უმადურება და მადლობა ,რომ მომეცი საშვალება ეს ყველაფერი გამეკეტებათქო»არმახსოვს კიდევ რას ვამბობდი,,უბრალოდ ვგრძნობდი მადლიერებას.. ამ მდგომარეობიდან მანქანის მუხრუჭების ხმამ გამომიყვანა.რომელმაც ჩემს ფეხებთან გააჩერა, და მესმის ჩემი დაქალის ხმა» ტელეფონს რატომ არ პასუხობ.გირეკავ რამდენი ხანია უცჰემოდ რატომ წამოდი ,მაგ ყველაფერს მარტო როგორ წამოიგებდიოო. ეს იყო ემოცია ,რომელსაც ვერ გადმოვცემ,, მთელ სხეულში რაგაც აუხსნელი ვიგრძენი,ის ვერ მიხვდა,,მე კი ვაცნობიერებდი ,,იმ სასწაულს ,,რომელიც იმ წამებში ხდებოდა, ვაცნობიერებდი მადლიერების ძალას, დადებითი ემოციების ძალას.)ამის შემდეგ დავიწყე დავაფასო ის რაც მაქვს ,როდესაც გულწრფელად ვახერხებ ამას ,,მაშინ ბედნიერი ვარ,თუმცა მინდა უფრო ხშირად განვიცადო ეს მდგომარეობა,მადლიერება..
    რაც შეეხება მიტევებას,, როდესაც დავალებას ვასრულებდი …დიდხანს ვწერდი, ბევრი გავაცნობიერე..გავიხსენე ყველა ის ადამინი ,ვინც ჩემს მეხსიერებას ბავშვობიდან ახსოვდა.. უცნაური იყო ,რომ ადამინები რომლების მიერ მოყენებული წყენა ჩემს შორეულ ბავშვობაში იყო.. უფრო მეტად მახსოვდნენ,და უფრო მძაფრად. ვინებთანაც აღარანაირი კონტაქტი აღარ მაქვს ,ვიდრე ისენი ვინც უკვე ჩამოყალიბებულს და დიდის მაწყენინეს.. ზოგს უბრალოდ ვაპატიე, ზოგთან მიმართებაში გამიჩნდა სურვილი დამელოცა ისენი ,და მეთქვა რომ ,მიყვარდნენ..ზოგის მიმართ მადლიერებსი განცდა გამიჩნდა,როდესაც მათი წყენა გადავწყვიტე გამეშვა ჩემგან ,,მათგან დამრჩა ლამაზი მოგონებები ,რომელსაც აქამდე ვერც კი ვამჩნევდი და თითქოს აგარც მახსოვდა,, რადგან მათი სახელი მხოლოდ წყენასთან მაკავშირებდა. დღეს და უკვე დიდი ხანია,რომ ადამიანებს ,ბოდიშსაც უხდი და მადლობასაც ვეუბნები , ვპატიობ კიდეც ,თუნდაც ვთვლიდე რომ საერთოდ არ ვარ დამნაშავე..უბრალოდ ვცდილოდბ აგარ დავიტოვო ადამიანებთან ღია ანგარიშები ,მითუმეტეს უარყოფითი.თან ყოველთვის ვცდილობ,საკუთარი შეცდომები გავაანალიზო ,რადგან ვინმე მაწყენინა ,ცუდად მომექცა ამის საშვალება მე მივეცი, ამიტომ მარტო ის არ არის დამნაშავე, და რომც იყოს,მე მის მაგივრად არ შემიძლია უკეთესობისკენ და გამოსწორებისკენ შევცვალო,რამე,,მხოლოდ ჩემი გავლენის ზონა ექვემდებარება ჩემს გავლენას,ამიტომ ვცდილობ ჩემს თავზე ვიმუშაო,და არასდროს ვიყო მსხვერპლის პოზიციაში..არამედ ყველაფიდან ვისწავლო,მივიღო გამოცდილება და ვიყო ბევრად უფრო ლაღი,ბევრად უფრო გაცნობიერებული.Bევრად უფრო ბედნიერი,ბევრად უფრო მშვიდი, ბევრად უფრო წარმატებული და ბევრად უფრო ძლიერი .ბევრად უფრო ჯამრთელი და ბევრად უფრო მდიდარი.. მადლობა ინტელექტიკას და გიორგის კიდევ ერთხელ იმისთვის რომ მეხმარებიან ამ ყველაფრის გაცნობიერებაში

  11. მეხმარები ძალიან რომ ვიყო თავდაჯერებული ,და ვიყო ის ვინც რეალურად ვარ და გავათავისუფლო საკუთარი მე იდიოტური კომპლექსებისგან !!! მადლობა რომ გადაწყვიტე ამ საქმის კეთება …ჩვენთვის საჭირო ადამიანი ხარფ და ასეე შენთვისაც ძალიან საჭიროები ვართ ვიცი…ეს ცხოვრების წესია !!! ერთად უკეთესია ..შენი ვებინარები მაძლევს ნებას ვიყო თავისუფალი

  12. ია:

    კომენტარები დავტოვე და აქ რატომ არ ჩანს ვერ მივხვდი?

  13. =) დამბურძგლა . წინასწარ ვიგრძენი რომ დამბურძგლავდა .

  14. Maiko Abesadze:

    დიმიტრი შენს კომენტარს ვეხმაურები იმიტომ რომ , დიდ უზუსტობას ვხედავ. შენ ერთ მომენტში, მართმადიდებლობაზე ანუ იგივე ( რელიგიაზე) საუბრობ და მეორე მომენტში კი უფალზე. ეს შენი კომენტარის ფრაზებია და სრულ სიმართლეს ამბობ. (ცხოვრების საზრისი განღმრთობა, უფალთან ერთობა გახლავთ, რომელშიც ადამიანი სრულად ამჟღავნებს თავის თავს, ემსგავსება უფალს. მხოლოდ უფალთან არის ჭეშმარიტი ბედნიერება და თავისუფლება.) მაგრამ მაინტერესებს , შენი აზრით სხვა რელიგიის ადამიანები გეენის ცეცხლისთვის არიან განწირულები? უფალი ხომ ერთია. მე როგორც ვიცი ყველა რელიგიის ადამიანი ლოცულობს და მარხულობს. გარდა ამისა , ღმერთი რატომ უნდა ვეძებოთ ჩვენ? თუ კი თავად უფალმა ასე მოინდომა და თავის სახად და ხატად შეგვქმნა? გამოდის რომ უფალი ჩვენშია. არ მეთანხმები? ––– ბიბლიიდან მახსენდება ერთი იგავი: როდესაც უფალი იძახის! – ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში.

    ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.

    როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.

    მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი?

    ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას.

    მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ.

    აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში.
    ეს იგავი იმიტომ მოვიყვანე რომ, თუ კი ეს ღვარძლი ჩვენშია და ვცდილობთ ამ ღვარძლიდან განთავისუფლებას და მათ აღმოფხვრას, ეს რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართმადიდებლობას? განა უფალი ამას არ მოგვიწოდებს?
    ჩვენს ჯგუფში, უმრავლესობა მართმადიდებელი მრევლია. და ვისაც არ სწამდა აქამდე, ან მცირედ მორწმუნე იყო, ყველა უფლის გზას და რწმენას შეუერთდა. ეს არის გზა, რომელიც უფალთან მიგიყვანთ, ეს სწორედ ის არის, რასაც ნამდვილად ეძებთ.
    როგორც ვიცი თავად იესო ქრისტე, დურგალი იყო.
    შენ შეიძლება წარმატებული მეეზოვე იყო, ან კიდევ მეხანძრე, ან კიდევ სხვა და სხვა პროფესიის ადამიანი და გიყვარდეს ის საქმე რასაც ემსახურები. ნუ გააფეტიშებ შენს წარმატებას, აკეთე შენი საყვარელი საქმე, მთლი ენთუზიზმით და სიყვარულით და უფალიც მაშინვე შენთან გაჩნდება. ჩვენ ღმერთი არ გვჭირდება იმისთვის რომ წარმატებაში დაგვეხმაროს. ჩვენ ის ღვარძლი უნდა აღმოვფხვრათ ჩვენგან რომელიც ჩვენდა დაუკითხავად ჩათესეს და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მივცეთ უფალს ჩვენში. ჩვენ ჩვენში უნდა განვადიდოთ სული წმინდა, უფალი და იესო ქრისტე და არ მივცეთ უფლება ღვარძლმა დათრგუნოს და სარეველასავით მოედოს ჩვენს სულს. იყავი თავმდაბალი და აკეთე შენი საყვარელი საქმე სიყვარულით. თორემ ეს იგივეა რასაც გარყვნილობა ჰქვია, მეძავი ხორცს ყიდის და ადამიანი რომელიც საყვარელ საქმეს არ ემსახურება, სულს.
    ისიხია ეს ბერძნული სიტყვაა და სიჩუმეს ნიშნავს. რატომ არ გამოიყენე ქართული სიტყვა? განა ჩვენი დალოცვილი ენა , ბერძნულზე ნაკლებია? აი ამიტომ დავწერე ეს ყველაფერი რომ, ხალხს მოსწონს თამაში და არა ჭეშმარიტებაში ნამდვილი მეს პოვნა. ხალხი თამაშობს რელიგიურობას, განვითარების და ცოდნის გამომზეურება გაფეტიშებას. იმიტომ რომ სხვაზე მაღლა დადგეს. ასეთ ადამიანებს კი მხოლოდ ლოცვა და მარხვა არ უშველის, სანამ ღვარძლს არ აღმოფხვრიან საკუთარი თავისგან. არ შეიძლება ნარ ეკალთან, ვარდი და ია ხარობდეს. ეს სამყაროს პრინციპებია და არა ჩემი. სანამ არ გაიწმინდები მთლიანად ღვარძლისგან, რაც საკმაო დროს მოითხოვს და ნებისყოფას, მანამდე ჭეშმარიტებას და უფლის გზას ვერ იხილავ, თუნდაც მუცლით იხოხო, იმარხულო და ილოცო.

  15. ანა:

    მართლაც,ადამიანმა თავისუფლების შეგრძნება შინაგანი გათავისუფლებით უნდა დაიწყოს,მოიშოროს ყველა ბორკილი,რომელიც წარსულში აბრუნებს.წარსულში ყურება კი წინსვლას უსლის ხელს,ეს მეთოდი დროდადრო უნდა გაიმეოროს ადამიანმა,რომ არ დაგროვდეს ის ნაგავი, რომელიც თრგუნავს განვითარებას.ისე ყოველი ახალი საქმის წამოწყებისას უნდა გადავამოწმოთ ჩვენი წარსული და კორექტივები შევიტანოთ ვიზუალურ დონეზე.მადლობა,გიორგი,შენი პოსტები ყოველთვის დროულია და მეხმარება განვეწყო საჭირო სიხშირეზე. =)

  16. ნანა:

    შალვა, თუ შეიძლება გვითხარით მაგ წიგნების საიტის ლინკი, კონკრეტულად რომელ წიგნებმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება.

  17. შალვა:

    რათქმაუნდა, დიდი სიამოვნებით)))http://www.free-ebooks.net self-improvement კატეგორიას აირჩევ და იქ არის უამრავი წიგნი. კონკრეტულად, ერთ-ერთი არის «The flirting playbook» რომელიც შეგიძლიათ ქართულადაც წაიკითხოთ. უფრო ბიჭებს გამოადგებათ.))) აი მისი ლინკი: https://saba.com.ge/books/details/2753/ფლირტის-ხრიკები

  18. ცისანა:

    მადლობა უფალს სწორედ ამსათვის ,რომ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სწორედ ის პერიოდი რომელსაც ველოდი.მე ერთი ვიცი გიორგი ,რომ ეს აქტივობები რომელიც,შემოგთავაზე ვიცი,რომ ჩემთვის არის….საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა მესწავლა საკუთარი თავის სიყვარული,მოყვასის სიყვარული და ყველაზე მთავარი პატიება.პატიება ბოლომდე თანაც ისე,რომ ვისაც აპატიე ისე უნდა აპატიო,რომ ამ ადამიანის მიმართ,არა სიბრალულის,არამედ დიდი სიყვარული იგძნო.პირველ რიგში ეს შეგრძნება საოცარ სულიერ სიმდიდრეს და საოცარ სულიერ სიმშვიდეს განიჭებს.
    საოცარია კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო,რომ ეს ყველაფერი მინდოდა დამეწერა და ჩემი გამოცდილება ყვეასათვის გამეზიარებინა,ვფიქრობდი როგორ და რა ფორმით მიმეწოდებინა მსმენელისათვის და კიდევ ერთხელ მადლობა უფალს იმისათვის რომ გიორგი თვალაძე გავიცანი და დავიმეგობრე,კიდევ ერთი თანა მოაზრე და საუკეთესო სპიკერი.მადლობა უფალს კიდევ იმისათვის რომ ზუსტი ფორმულირებით და სულის სიღრმეში ჩაწდომით გვაწვდი ყველა სიტყვას.
    ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით როგორ გამოვცადე საკუთარ თავზე როგორ ვაპატიო და საერთოდ როგორ ვისწავლე მიტევება…

  19. ნაია:

    უპირველესად მადლობა მინდა გადავუხადო ჯგუფს-ინტელექტიკა, რომ მემეცა საშუალება გამეცნო საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები; რომლებიც რატომღაც ძალიან აქტიურად წამოვიდნენ ჩემს გონებაში, თითქოს რაღაცა უნდა შეიცვალოს,ახროვნების გადატრიალება უნდა მოხდეს. მოკლედ, თავს უფლებას მივცემ გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები.
    მეტი წესრიგისათვის წერილებს დავნომრავ, თუმცა თემატურად ისინი ერთ საკითხს განავრცობენ.
    1. მადლიერება, ეს სიტყვა თითქოს პირველად არ გთქვი და არც პირველად გავიგონე, ჩვენი პატრიარქი ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ვიყოთ ყველაფრის მადლიერი, ყოველ დიდლით წარმოვთქვათ მადლობა კიდევ ერთი გათენებული დღისათვის. ვამბობ კიდევაც, მაგრამ,,,
    ზოგჯერ მეწყება აზრის გაორება, მართლა ვარ კი მადლიერი? მხოლოდ სიტყვების დაზეპირებით ხომ შემოვიფარგლები?!
    ზოგჯერ მეუბნება მეორე «მე»: შენი სიტყვები არაა გულწრფელი, შენ არა ხარ მადლიერი, შენ დრტვინავ ბევრი პრობლემის გამო და, უფრო მეტიც, განაწყენებული და უკმაყოფილო ხარ. ან რატომ უნდა ვიყო მადლიერი, როცა თავს სხვას, ჩემს ტოლ-სწორს ვადარებ და ვღელავ?
    ეს სწორედ ის კითხვებია, რომლის პასუხსაც თქვენგან მოველი.

  20. ნაია:

    2. მიტევება
    ვერცერთი აღმსარებელი ვერ აუვლის გვერდს ამ საკითხს, თუ მოყვასს არ მიუტევე წყენა მაშ შენი აღსარება რას ემსახურება?! ვამბობთ აღსარებაში, რომ მივუტევებ, და იმ წუთში მართლა გულწრფელად გვჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. თუმცა გადის დრო და ის განცდა ისევ გეუფლება, ანუ ისევ გახსენებს თავს წყენა. მაშ რა ვქნათ? ისევ ვაღიარებთ, ისევ გვეუფლება და ასე გადის დრო. იქნებ ცოტა ხსვანაირადაა საქმე. იქნებ არასწორად ვფიქრობთ, ან რაღაცას სწორად ვერ ვაცნობიერებთ? მინდა დავივიწყო უსიამოვნება, რომელიც პირველ რიგში მე მიწამლავს გულს როცა მახსენდება. (იქნებ იმას საერთოდაც აღარ ახსოვს?! დიდი შანსია რომ არ ახსოვს)მაგრამ ვერ ვივიწყებ. ზოგჯერ კი გადაეყრება დავიწყების ფერფლი, მაგრამ ზოგჯერ ისევ გაღვივდება ხოლმე, როგორც ნაცარში დამალული ცეცხლი,,, მაგრამ ერთი კი ცხადია, დრო მაინც აფერმკრთალებს წყენას, ზოგჯერ უბრალოდ ფაქტს იხსენებ და აღარც ბრაზდები. ის ფაქტებიც უნდა ამოვაგდო გონებიდან თქვენი დახმარებით. რად უნდა გონებას, რისთვის ინახავს? რისი მომტანია? ვფიქრობ კარგი არაფრის.
    ერთი ფაქტი მახსოვს მაგალითისთვის: ჩემი ოჯახის წევრი იხსენებდა უსიამოვნო ამბავს, რომელიც ნათესავთან გადახდა. თან არც ისეთი მნიშვნელოვანი რამ იყო. მერე მივხვდი, რომ ამ ამბავს ყვებოდა 15-20 წელი, სულ ყვებოდა, როცა კი ამის საშუალება მიეცემოდა. მივხვდი რომ ეს უკვე აკვიატებული მდგომარეობა იყო. ეს კი ნებისმიერს შეიძლება დაგვემართოს, თუ დროულად არ შევცვალეთ აზროვნება.

  21. ნაია:

    *ROSE* 3. წყენა და შემოქმედებითი აზროვნება.
    წყენა გხრას ადამიანს, გიხრავს გულს და გონებას. ეს შეიძლება შევადარო პატარა ჭიას, ავეჯში რომ დაიბუდებს ხოლმე. თიტქოს ძალიან პატარაა, ხშირად ვერც ვხედავთ, ვერც ხელს ვკიდებთ, მაგრამ დიდი ზიანის მოტანა კი ძალუძს. შეუჩნდება ადამიანს ეს მღრღნელი და ისე გამოხრავს, რომ ტავადაც ვერ გაიგებს. ხშირად გარვიძებისტანავე მაგხენდება წყენა, რომელიც დიდი ხნის წინ იყო. ხედავთ სადამდე შეიძლება ჩავიდეს ეს მღრღნელი?! ადამიანი ხომ სიხარულისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის არის შექმნილი. ის ხომ შემოქმედებითი ენერგიითა და თანდაყოლილი შესაძლებლობებითაა დაჯილდოვებული? მაშ რატომ უნდა შევახვრევინო თავი ამ პარაზიტს? ის დრო, ის ფიქრი, ის კოგნიტური ენერგია, რომელიც ამ დროს იხარჯება საქმეს უნდა მოვახმარო. უნდა ვამბობ, მაგრამ თავის დაღწევა არაა ადვილი. თუმცა ერთი რამ უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი დახმარებით ეს გავაცნობიერე. მადლობა თქვენ! *ROSE*

  22. ნაია:

    4.ტექნიკა მიტევება,,,
    თქვენი მიმართულება იმითაა ჩემთვის საინტერესო, რომ გვაწვდით არამარტო თეორიულ მასალას, არამედ გვაძლევთ საშუალებას პრაქტიკული სავარჯოშოებისას. რაც ვფიქრობ არანაკლები შედეგის მომტანია, თუ არა მეტის. თითქოს თეორიულად ეს უკვე ვიცით, სხვაგანაც წაგვიკითხავს, მოგვისმენია,,, ტექნიკამ კი სხვა რამ დამაძლევინა ჩემში.
    მე-4 პუნქტის წერის დროს, როდესაც ვავსებდი გულისტკენის სვეტს, მოდიოდა აზრი, რომ მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, არცკი უწყენინებია,,, და მისი საქციელი, რომელიც უსიამოვნოდ მახსენდებოდა, მხოლოდ ჩემი არასწორი ქმედებით იყო განპირობებული,,, და მოდიოდა ის 4 ჯადოსნური სიტყვა:მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდა, და მე დავინახე ჩემი თავი, ჩემს თავში სისუსტე,უგუნურება. ამაზე კარგი ტექნიკა რა გინდა: ანტიკური ხანიდან ამას ჩასძახიან ადამიანს:»შეიცან თავი შენი!»
    მადლობა ტქვენ ამიასათვის!

Leave a Reply