რასაც დასთესავ — იმას მოიმკი

მოგესალმები მეგობარო! დღეს ჩვენ ცნობიერზე და ქვეცნობიერზე გავისაუბრებთ. ეს არის ორი სამყარო, რომელთა ურთიერთქმედებაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად მიაღწევ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს. თუ ამ ბლოგის აქტიური მკითხველი ხარ, მაშინ, შენ უკვე უნდა გქონდეს ცხოვრების მთავარი მიზანი [საზრისი], რომელიც გამოძრავებს და შინაგანი ნატურალური ენერგიით გამარაგებს. ხოლო, იმისათვის, რომ სწრაფად შეძლო დასახული მიზნების მიღწევა, აუცილებელია გესმოდეს, თუ როგორ ფუნქციონირებს შენი ცნობიერი და ქვეცნობიერი.


"მიზნის მიღწევა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მისი არსებობა!" © GT


ჩვენი გონება ორი სამყაროსგან შედგება, ესენია: ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო. ასევე, ისინი შეგვიძლია ცნობიერ და ქვეცნობიერ გონებად მოვიხსენიოთ. ცნობიერი — ეს გონების პატარა ნაწილია, რომელსაც სრულად აკონტროლებს ადამიანი. ყველა ჩვენი ფიქრი, იდეა და აზრი, სწორედ ცნობიერი გონების დონეზე ხდება.

ცნობიერი გონება პასუხს აგებს შენს:

  • ფიქრებზე;
  • გადაწყვეტილებებზე;
  • მოქმედებებზე;
  • ლოგიკურ აზროვნებაზე;
  • საკუთარი თავისა და სხვების აღქმაზე;
  • და ა.შ.

ცნობიერი — ეს არის გონების ნაწილი, რომლითაც შენ ფიქრობ. აი მაგალითად ახლა, შენ კითხულობ ამ პოსტს, აანალიზებ მას, ახდენ მის, სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებას, რაღაცას ეთანხმები, რაღაცას არა — და ყოველივე ამას შენი ცნობიერი გონება აკეთებს.

ცნობიერი გონება — ეს არის შენი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება გარესამყაროსთან ურთიერთობაში. შენ არ გაქვს წვდომა საკუთარ ქვეცნობიერთან და მითუმეტეს არ გაქვს წვდომა საკუთარ სულთან და სამყაროსთან [თუმცა შეგიძლია]. მაგრამ, ცნობიერების მეშვეობით, შენ შეგიძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინო მათზე.

ბუნებრივია შენ გაგიჩნდა კითხვა: როგორ?

შენ თავად ირჩევ რაზე იფიქრო!

თუ ერთი და იგივე აზრი, მუდმივად მეორდება შენს ცნობიერ გონებაში, ის ინაცვლებს ქვეცნობიერში და მის მართველობაში გადადის. ფაქტიურად, ცნობიერი — ეს არის გონების სივრცე, რომელიც ახალ ან ძველ, უბრალოდ შეცვლილ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს ქვეცნობიერში.

ჩვენი ქვეცნობიერი დიდ საცავს წააგავს, რომელიც ინახავს ყველაფერს, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება ჩვენს თავს. შენ არაფერი გავიწყდება, ეს ყველაფერი შენს ქვეცნობიერში ილექება. უბრალოდ იმ მიზეზის გამო ვერ იხსენებ ხოლმე რაღაცას, რომ შენ არ შეგიძლია [არ იცი როგორ] ქვეცნობიერიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება.

მოდი მოვიყვანოთ მაგალითი: დაუშვათ შენ ცხოვრობ საკუთარ სახლში, რომელიც საკმაოდ დიდია მოცულობით და რომელსაც ძალიან დიდი სარდაფი აქვს. სახლში ინახავ ყველა საჭირო და აუცილებელ ნივთს, რომლებსაც აქტიურად იყენებ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: კომპიუტერი, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ, — ეს ის ნივთებია, რომელსაც აქტიურად იყენებ და უვლი მათ.

ნივთები, რომლებსაც არ იყენებ, სარდაფში ჩაგაქვს. მაგალითად: ბავშვების ციგა და თხილამურები — ისინი მხოლოდ ზამთარში გჭირდება. ძველი ტელევიზორი, რომლის გადაგდებაც თან გენანება, მაგრამ სახლში არ გჭირდება და არც არასოდეს დაგჭირდება wink. და ა.შ. მოცემულ მაგალითში, სახლი — შენი ცნობიერი გონებაა, ხოლო სარდაფი — შენი ქვეცნობიერია. ამ შემთხვევაში, სხვაობა იმაშია, რომ შენი სარდაფის სივრცე შეზღუდულია, ხოლო ქვეცნობიერს საზღვრები არ გააჩნია.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ მთელს „ხარა-ხურას“ სახლში გააჩერებ?

დროთა განმავლობაში ეს „ხარა-ხურა“ ისე დაგროვდება, რომ შენ იქ უბრალოდ ვეღარ შეძლებ ცხოვრებას. ზუსტად ასევეა ცნობიერი გონებაც, რასაც არ იყენებ, ინაცვლებს სარდაფში. მაგრამ სარდაფი იმდენად დიდია, რომ ძალიან ხშირად შენ ვერ პოულობ იმას, რასაც ეძებ.

ასევე, ჩვენი ქვეცნობიერი, პასუხს აგებს ჩვენს განწობებზე და რწმუნებულებებზე. როდესაც გარკვეული მოქმედება, აზრი თუ ემოცია, მეორდება ხშირად, ის გადაეცემა ქვეცნობიერს და ხვდება მის მიერ სრულად კონტროლირებადი. მაგალითად: ველოსოპედის ტარების ცოდნა, თხილამურებზე დგომა, ბურთის კენწლვა, საჭმლის კეთება და ა.შ. სწავლის დროს, ცნობიერი გონება სრულად არის ფოკუსირებული უცხო ნაბიჯების გონებაში რეგისტრირებაზე და ამ ყველაფრის დამახსოვრების პროცესზე.

გახსოვს, როგორ სწავლობდი უცხო ენას?

შენ იმახსოვრებდი თითოეულ სიტყვას, სწავლობდი წესებს და ა.შ. დროთა განმავლობაში მიღებული ცოდნა ინაცვლებდა ქვეცნობიერში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დგება, მომენტი, როცა შენ უკვე აღარ შეგიძლია ახსნა, თუ როგორ აკეთებ ასე აუღელვებლად და იოლად იმას, რასაც აკეთებ. შენ უბრალოდ იცი! აბა სცადე და აუხსენი ადამიანს, რომელმაც არ იცის ველოსიპედის ტარება, თუ როგორ ატარებ შენ… მსგავს შემთხვევაში შენ აუცილებლად გაიფიქრებ: „უბრალოდ ვჯდები და მივდივარ“. ის კი ჯდება და ეცემა.

ვფოქრობ, რომ სარდაფისა და ჩვევების ფუნქციებს კარგად გავართვით თავი. ახლა კი მოდი ქვეცნობიერის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე გადავიდეთ, რომელიც, როგორც უკვე გითხარი ჩვენს რწმუნებულებებზეც აგებს პასუხს.

რწმუნებულება — ეს არის ჩვეულებრივი აზრი, რომელიც ხშირი გამეორების მეშვეობით, იმდენად ღრმად ჩაჯდა შენს ქვეცნობიერში, რომ ის შენს უტყუარ რწმუნებულებად იქცა.

რწმუნებულება — ეს არის ის, რაშიც შენ ხარ დარწმუნებული!

მაგალითად: 2 ადამიანი წაიკითხავს ამ პოსტს, ერთი 100%-ით დარწმუნებული იქნება, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა, მეორე კი 100%-ით დარწმუნებული იქნება, რომ — ეს ნამდვილად ასეა.

— რომელია მართალი?

— ორივე!

— საიდან გამომდინარე ხდება ასე?

— მათი რწმუნებულებებიდან!

— საიდან ჩნდება რწმუნებულებები?

— ცხოვრებისეული გამოცდილებიდან [მაგრამ — ეს სულ სხვა პოსტის თემაა].


"თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ, თქვენ ორივე შემთხვევაში მართალი ხართ!" © ჰენრი ფორდი


ქვეცნობიერი, შენს ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ ათასობით ასეთ რწმუნებულებას ინახავს. რწმუნებულება ძალიან სერიოზულად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე.

ქვეცნობიერი პირდაპირ ეკონტაქტება სამყაროს. სწორედ ქვეცნობიერი აგზავნის სამყაროში, ჩვენი რწმუნებულებებისა და ღრმად ჩაპროგრამებული განწყობების მეშვეობით იმას, რაც ჩვენ გვინდა და არ გვინდა.

წარმოიდგინე, დღეში ცნობიერებაში დაახლოებით ორმოცდაათი ათასი აზრის გაელვება ხდება, სამყარო თითოეულ მათგანზე, რომ ახდენდეს რეაგირებას, დედამიწაზე სრული ქაოსი დაისადგურებდა. ხოლო, ასე სამყარომ ქვეცნობიერს გადააბარა მნიშვნელოვანი აზრების შერჩევის ეს ფუნქცია.

და საბოლოო ჯამში, რას ვღებულობთ? 

ადამიანი, რომელშიც ღრმად არის ჩამჯდარი ისეთი ტოქსიკური აზრი, როგორიცაა მაგალითად: „მე არაფერში არ მიმართლებს“, ის მუდმივი უიღბლობისთვის და მარცხისთვის არის განწირული. მისი ქვეცნობიერი ყოველ წამს ამ ტოქსიკური აზრის ტრანლირებას ახდენს სამყაროში, სამყარო კი რეალობად გარდაქმნის ამ ადამიანის აზრებს, რათა ის მის რწმუნებულებას შეესაბამებოდეს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, სანამ არ შეიცვლის თავის ტოქსიკურ რწმუნებულებებს, ის განწირულია.

მოდი ვნახოთ, რას აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელი ბიზნესმენი, ბიზნეს ტრენერი და მულტიმილიონერი, ჰარვ ეკერი, თავის გენიალურ წიგნში: „იფიქრე როგორც მილიონერი“.

რა განსხვავებაა მდიდარსა და ღარიბ ადამიანებს შორის?

პირველ რიგში აზროვნება! მდიდარი ადამიანის ქვეცნობიერი მუდმივად ახდენს სამყაროში შემდეგი აზრის ტრანსლირებას: „მე მდიდარი ვარ“, ხოლო ღარიბი ადამიანის ქვეცნობიერი კი, ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს — ის მთელი ემოციით აცხადებს: „მე ღარიბი ვარ“.

თქვენ იკითხავთ: დღეს თუ მე ღარიბი ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ გავმდიდრდე, როგორ უნდა მოვიქცე?

აზროვნება უნდა შეიცვალოთ! ქვეცნობიერში შემდეგი აზრის პროგრამირება უნდა მოახდინოთ: „მე მდიდარი ვარ“ და ეს უნდა გააკეთოთ მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ამჟამად ეს მტკიცებულება სიმართლეს. თქვენი ქვეცნობიერი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს რეალურ მოვლენებსა და წარმოსახვას — და ეს ფუნქცია შემთხვევით არ აქვს მას. გამოიყენეთ ეს ფუნქცია, რათა თვითშთაგონების გზით, დააჯეროთ თქვენი ქვეცნობიერი, რომ თქვენ ხართ წარმატებული და მდიდარი ადამიანი.

— ჰარვ ეკერი


"თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ!" © ნაპოლეონ ჰილი


რეზიუმე

შენი ქვეცობიერი — საინფორმაციო ფილტრია. ის ფილტრავს ინფორმაციას და ქვეცნობიერის „ფაილებში“ არეგისტრირებს მათ. ფილტრაცია ხორციელდება შენი რწმუნებულებების საფუძველზე. ავიღოთ მდიდარი და ღარიბი ადამიანის მაგალითი: ღარიბი ადამიანის ქვეცნობიერი, მხოლოდ სიღარიბესთან დაკავშირებულ ინფორმაციას არეგისტრირებს და ამ ინფორმაციის ცნობიერ გონებასთან წვდომას უზრუნველყოფს, ხოლო წარმატებასთან და სიმდიდრესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ფილტრავს და მათ უკუგდებას ახდენს.

შესაბამისად, ასეთი ადამიანი „თვალახვეულია“. ის უბრალოდ ვერ ხედავს იმ იდეებს, რომლებსაც ის შეეძლო ექცია წარმატებულ და მდიდარ ადამიანად. ის გარშემო მხოლოდ გაჭირვებას, ტანჯვას და სიღარიბეს ხედავს, იმიტომ რომ მისი ტოქსიკური რწმუნებულებებიდან და ღრმად პროგრამირებული განწყობებიდან გამომდინარე, მისი გონება სწორედ ამ გრძნობებზე არის ფოკუსირებული. მდიდარი ადამიანი მუდმივად სიუხვესა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ხედავს გარშემო, იმიტომ რომ მისი ქვეცნობიერი სწორედ ამ ინფორმაციას აფიქსირებს და გადასცემს ცნობიერ გონებას, რომელიც თავის მხრივ ქმნის მოქმედების იმპულსს და ამ ადამიანის მოქმედება ნაყოფიერი ხდება. ის ახდენს ნეგატივისა და პესიმიზმის შემცველი ინფორმაციის ფილტრაციას და მხოლოდ წარმატებაზე, სიუხვეზე და შედეგზეა ფოკუსირებული.

P.S. რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორია შენი რწმუნებულებები? აუცილებლად გაგვიზიარე შენი მოსაზრება კომენტარებში.

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი და თვლი, რომ შენი მეგობრებისთვისაც სასარგებლო იქნება, აუცილებლად გაუზიარე მათ სოციალური ქსელების მეშვეობით.

P.P.P.S. რომელი თემა არის შენთვის ყველაზე აქტუალური? რა თემაზე გსურს, რომ დავწეროთ პოსტი? გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარებში და გამოვლენილი თემებიდან, ყველაზე აქტუალურს მივუძღვნით შემდეგ პოსტს.

მე მჯერა შენი — დაიჯერე შენც! GT


Tags: , , , , , , , , ,

13 комментариев to “რასაც დასთესავ — იმას მოიმკი”

  1. ძალიან მაგარიაა, მაგრად მომეწონა ეს პოსტი და აღმოვაჩინე რომ მართლაც ასეა, ის გემართება რაზეც ფიქრობ!

  2. სრული სიმართლეა. მიყვარხართ და გაფასებთ <3
    თემას წავიკითხავდი დროის ფაქტორის შესახებ როგორ შევათავსო სამსახური, საყვარელი საქმე და ასევე ვისაწავლო რაც შეიძლება მეტი პროფესიული წინსვლისთვის.

  3. ლია:

    მე მომწონს თქვენი პოსტები

  4. გიო:

    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო პოსტებისთვის. თქვენი ყველა პოსტი ძალიან მომწონს *IN LOVE* მინდა ერთი ჩემი პრობლემის შესახებ გიამბოთ: როდესაც მიზნისკენ მივისწრაფი და ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა მისი მიღწევისთვის დრო და დრო მეუფლება აზრი, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა და თავი უნდა დავანებო ამ ყველაფერს, ანუ საქმის დაწყებიდან უმოკლეს დროში ენთუზიაზმი მელევა 🙁 შედეგად დიდს არაფერს ვაკეთებ. მჯერა რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევ, მაგრამ მარტო თავდაჯერებულობა რას მიშველის თუ საქმე ბოლომდე არ მივიყვანე. იქნებ შემდეგი პოსტი ენთუზიაზმს მიუძღვნათ =)

  5. ნინო:

    100%-ით ვეთანხმები პოსტში გადმოცემულ აზრს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე! აბსოლუტურად ყველაფერი მიღწევადია, რისი წარმოსახვაც ადამიანს გონებაში შეუძლია. ცხადია, შესაბამისი ტექნიკის ფლობა კიდევ უფრო აადვილებს მიზნის მიღწევას.
    გმადლობ, გიორგი, ერთიმეორეზე უკეთესი პოსტებისთვის!

  6. ეთერი:

    ძალიან მომეწონა,დამაფიქრა

  7. ბიბო:

    ნამდვილად ყველაფერი საინტერესოა, უბრალოდ ერთი კითხვა გამიჩნდა, თუ ადამიანი ღარიბია დაბადებიდან და ის მუდმივად ასეთ პირობებში ცხოვრობს, მისი ქვეცნობიერი მუდმივად ახდენს ამ აზრის ტრანსლირებას «მე ღარიბი ვარ» ამ ადამიანს არ აქვს ისეთი განათლება და თუნდაც სურვილი რაიმე ლიტერატურის წვდომის, ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით და მუდმივად პესიმისტური აზრებით რომ ის ღარიბია და მორჩა, არაფერი იცვლება მის ცხოვრებაში, ყველაფერი უაზრობაა მაგრამ აგრძელებს ცხოვრებას, იმედია მიმიხვდით აზრს თუ კარგად ჩამოვაყალიბე 😀 , ანუ ეს ადამიანი განწირულია? მისი ცხოვრება არასოდეს შეიცვლება? ანუ მისი წარმატება სამყაროში მხოლოდ ქვეცნობიერზეა დამოკიდებული?

  8. თთჯ:

    დამაიმედებელი და ოპტიმისტური ინფორმაციაა.
    ჩემს შემთხვევაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როდესაც სამყაროში მესიჯების გაგზავნა-დაბრუნებასთან მივედი, ფანტასტიკის სფეროდ იქცა პოსტი.
    მე არ მჯერა 🙂
    (და ე.ი. შესაბამისად არც არასდროს მეყოლება ის რენჯ-როვერი)

  9. ძაან საინტერესოა ,მგონი მარტლა ასეა რასაც ფიქრობ ის ხვდება წილად .

  10. გიორგი:

    ძან მომეწონა ეს თემა

  11. სრულად ვეტანხმებიი ამ პოსტს ვინაიდან იმას რასაც ირეწმუნებ და დაიჯერებ იმას ცხოვრებასჰიც ატარებ და ტუუ ატარებ ცხოვრებასჰიი რპაქტიკულიი სჰეხებაც გაქვს და ტუ რამეს აკეტებ და ტან გჯერა ამის სჰენიი ფსიქოლოგიაც ასე ყალიბდება და ტავდაჯერებუილი ხდებიი იმ კონკრეტუილ საქციელსჰიი და წარმატების და მიხწევებს მხოლოდ ტავდაჯერებულობისადა მიზანდასახულობიოს ასევე რწმენისდ როო სჰენ ეს სჰეგიცლია ამის ხარჯზე ყვეკლაფერს ახწევ… მტავარია იპოვოო გზა იმისა ტუუ როგორ ირწმუნოო და დააჯეროო ტავს როო შენ ეს შეგიცლია…. ადამიანებმა სჰევიცანიტმატერია რომელზეც ვცხოვრობტ და ვარსებოვბტ და არამარტოო ჰვენ გავცდიტ საკუტარ სამყაროს და სჰევიცანიტ გარე სამყაროო მტვარე მარსიი კომოსიი ერტიი სიტყვიტ მაგრამ გვიჯირს საკუტარიი თავის შეცნობა… დაწერეტ ის ტუუ როგორ სჰევეწიინაგმდეგოდ ფიქრებს რომელიც ხელს გვისჰლის ქვეცნობიოერის წვდომასჰიიიი////…

  12. მამუკა:

    მადლობთ

  13. ეს ასეა,ფიქრი მატერიალიზდება,ყურადგებას+ენერგია.რასაც დავთეს,ის დამიბრუნდება ბუმერანგივით.

Leave a Reply