რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის [პოსტი #1]

 
ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა თავის მოსწავლეებს:
 
— რატომ ყვირიან ადამიანები, როცა კამათობენ?
— იმიტომ, რომ სიმშვიდეს კარგავენ,  უპასუხა ერთმა.
— კი, მაგრამ ყვირილი რა საჭიროა, თუ მეორე ადამიანი გვერდით გიდგას?  იკითხა ისევ მასწავლებელმა, ნუთუ არ შეიძლება, მას წყნარად ელაპარაკო? რა საჭიროა ყვირილი, როცა გაბრაზებული ხარ?

მოსწავლეებმა თავიანთი პასუხები შესთავაზეს, მაგრამ მასწავლებელს არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს უთხრა:
 
— როცა ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან და ჩხუბობენ, მათი გულები სცილდება ერთმანეთს. იმისთვის, რომ ეს მანძილი დაფარონ და ერთმანეთის ხმა გაიგონონ, ყვირილზე გადადიან. რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან. 
 
მომწონს ეს იგავი… ის სპეციალურად არ მთავრდება ბოლომდე, რადგან დღევანდელი პოსტის მიზანი ადამიანებს შორის ურთიერთობაა და არა მხოლოდ სიყვარული…
გაინტერესებს, რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის და რა არის ამის გამოსწორებისთვის საჭირო?
მაშინ, გაეცანი ჩვენს ახალ ვიდეოს, რომელიც სპეციალურად შენთვის მომზადდა და
ყველაფერს გაიგებ:

 

 
ყურადღება!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მინდა, გაცნობო! 30 ივლისს, "ინტელექტიკა" იწყებს 14 დღიან, უნიკალურ ონლაინ კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს]:

"ურთიერთობების ვირტუოზი"

როგორ მივიღოთ ადამიანებისგან ის, რაც გვინდა?

ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ძალიან ძლიერი კურსი. კურსის დეტალურ პროგრამას რამდენიმე დღეში იხილავ, მაგრამ ახლა მინდა, კარგი ინფორმაცია გაგაცნო.

ბუნებრივია, 2 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ – 280 ლარი. დიახ, დიახ – 14 დღიანი კურსი, სულ რაღაც 280 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი 2 კვირიანი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

ანუ, შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 30 ივლისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ – 30 ივლისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მკითხველი მოემზადოს და კარგად განეწყოს კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ – იაქტიურე.

ახლა კი, კომენტარებში უპასუხე შეკითხვას: რა არის დღეს შენთვის ყველაზე მტკივნეული ადამიანებთან ურთიერთობაში, რაც გაწუხებს და გსურს, რომ იქნეს გამოსწორებული?

შევხვდებით ხვალ.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


14 комментариев to “რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის [პოსტი #1]”

  1. ნიკა ქავთარაძე:

    ძალიან საინტერესო თემაა ურთიერთობები და ძალიან სასიხარულოა მისი «გამოჩენა.» *IN LOVE* *IN LOVE*

  2. ცისანა:

    მოგელასმებით,საერთოს ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობაც გამომდის,რადგან ყოველთვის ვიტავალისწინებ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს-ყველა განსხვავებულად ვაზროვნებთ,ანუ რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრი არსებობს.მართლა მაქვს ცხოვრებაში ისეთიფაქტები,რომ ბევრი აზრსაც მეკითხება და მართლა ითვალისწინებს.
    ჩემი კითხვაზე პასუხი იქნება შემდეგი მე ყველაზე მეტად ამ მომენტში მიჭირს ურთიერთობა ჩემს უფროს შვილთან.ჩვენი ურთიერთობა უფრო მოწესრიგებული ვიდრე მამა შვილის.მათ საერთოდ არ გამოსდით ურთიერთობა…მე ყველაფერს ვაკეტებ ჩემი მხრიდან ცალ-ცალკე,მაგრამ ეს ის არ არის რაც ნამდვილად უნდა იყოს.უფროსი ბიჭი ახლა ხდება19წლის და ძალიან დამოუკიდებელია,ჩემი მეუღლე(მამა)ძალიან დამოკიდებულად არის გაზრდილი კომპლექსების დიდ ნაკადთან ერთად.მემგონი მთავარი მიზეზი ეს უნდა იყოს კიდეც.ნამდვილად მინდა მოვისმინო თემა მშობელი და შვილის ჰარმონია

  3. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ადამიანებთან ურთიერთობაში დღესდღეობით არის ტყუილის და სხვისი შრომის არდაფასების თემა,მე რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთი გაკვეთილი მომცა ცხოვრებამ…და დღევანდელი იგავი იყო სწორედ ორშაბათის ჩემი მაგალითი,მართლა ძალიან მაინტერესებს როგორ დამთავრდება და შესაბამისად ჩემს დასასრულსაც დავწერ.მიყვარხართ!!!!!! <3

  4. აჩიკო:

    მე )

  5. მზია:

    1. ყველაზე მტკივნეულად ადამიანების მხრიდან უპასუხისმგებლობას აღვიქვამ,ეს იმდენად მაწუხებდა, რომ ყოველთვის დანაშაულის გრძნობა მიჩნდებოდა. საქმიანი ურთიერთობისას, როდესაც ორივე მხარე ვიღებთ საკუთარ თავზე გარკვეული პირობის სისრულეში მოყვანას, შენს მთელ ადამიანურ რესურსს ხარჯავ, დაუზარელად ცდილობ მიიღო საუკეთესო შედეგი და ამ დროს მეორე მხარე არ ასრულებს დანაპირებს, არადა სწორედ მის ინტერესებში შედის შედეგის მიღწევა, ეს ჩემში ძალიან დიდ გულისტკივილს და პროტესტს იწვევს. ადამიანების უმრავლესობა შენგან ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით მოელიან, რომ მათ მიერ საწყის ეტაპზე დადებული პირობა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ყველასთან არ ხდება ასე, მაგრამ ის შემთხვევებიც საკმარისია ჩემთვის, რაც გზად მხვდება. ასევე უპასუხისმგებლობა სხვისი დროის მიმართ. მადლიერი ვარ ტრენინგისთვის «მე-კონცეფცია», რომელიც ახლახან დასრულდა. რამდენიმე დღის უკან ზუსტად ამ შემთხვევასთან მქონდა შეხება და შესრულებულმა დავალებებმა მიხსნა დანაშაულის განცდისგან. აღარ მიმიცია ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც ამას ადრე ვანიჭებდი. მაინტერესებს, როგორ გავუღვივო ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა, მე ხომ მთელ ჩემს ენერგიას ვახმარ ჩემს საქმიანობას და ღამეებსაც კი ვათენებ,თუ საქმეს დასჭირდა. 2. მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მაწუხებს ესაა მეუღლესთან მუდმივი ჭიდილი იმის გამო, რომ ვერ ვუგებ და ვერ მიგებს. გასაგებია, რომ ქალი და მამაკაცი განსხვავებულად აზროვნებენ, თუმცა სადაც ურთიერთგაგებაა, ყველაფერი ჰარმონიაშია. რას ნიშნავს ის, რომ როდესაც მეუღლე სიტყვებით ძალიან დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს, მაგრამ სხეული მიპროტესტებს, სიყალბეს გრძნობს და მერე ხდება აფეთქება ჩემში. რა არის ახლა ეს სიყალბე? ის ხშირად ამბობს ისეთ რამეს,რომ მე მასიამოვნოს. ბევრ რამეს არ ვაკეთებ,არადა მინდა ამის კეთებაო.მაგ,ისეთი ფილმის ან გადაცემის ყურება, შენ რომ ატანა არ გაქვსო ან როდესაც შენ გინდა საღამოს გასვლა, გავდივართ,მაგრამ სულაც არ მსურს სეირნობა და ამას შენი ხათრით ვაკეთებო, რომ შენ არ გაწყენინო. გამოდის, რომ თამაშობს, სულერთია ასეთ გუნებაზე მყოფი ადამიანი ვერ იქნება აქ და ამჟამად.მე ღრმად ჩავედი არაცნობიერის დონეზე, ვხვდები, რაც მსურს და რაც მაღიზიანებს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ მოვიქცე მეუღლესთან დაკავშირებით. ვთხოვ ხოლმე, რომ მითხრას რა არ მოსწონს ჩემში, რას ვაკეთებ არასწორად და თუ რამეა ისეთი,შევეცდები გამოვასწოროთქო. მისმა პასუხმა გადამრია, ყველაფერი მომწონს, ყველაფერს შესანიშნავად უძღვები, მიყვარხარ და პატივს გცემო. და მაინც ვერ ვხვდები რა ფენომენია ეს ადამიანი. როგორ გავხადო ის უფრო მეტად მოტივირებული ოჯახის მიმართ. «მე ქალი ვარ» ტრენინგის პრინციპებს ვიყენებ,თუმცა მისი უყურადღებობის და დაკავებულობის გამო ხშირად ნერვები მღალატობს. რა შეიძლება იქნას ჩემი მხრიდან გამოსწორებული?

  6. შალვა:

    ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის (დასაოჯახებელისთვის) მნიშვნელოვანია საპირისპირო სქესთან ურთიერთობები:) მართალია უამრავ ლიტერატურას გავეცანი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც მეტს ვიგებ მით უფრო ვრწმუნდები რომ ამოუწურავი და უსაზღვროა ყველაფერი ეს. პრაქტიკიდან გამომდინარე პირველ რიგში ჩემს თავს შევატყე რომ არ ვიცოდი მოსმენა, ამის მიზეზი კი იყო «აქ და ამჟამად» არარსებობა. ანუ ნებისმირ დროს, მათ შორის ურთიერთობისას ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი,როდესაც რამეს მეუბნებოდნენ ჩემს სტიქიაში ვიყავი და არაადეკვატურად ვპასუხობდი, აქედან გამომდინარე არასასურველი მოსაუბრის სტატუსს ვიღებდი და ურთიერთობაც ნელნელა წყდებოდა. ამჟამად ნაწილობრივ დავძლიე ეს უყურადღებობა. ეხლა კი სხვებს ვამჩნევ «ფიქრებში ხეტიალს» და ვგრძნობ რომ არ მისმენენ.ჩემს თავსაც ისევ ბევრჯერ გამოვიჭერხოლმე ასეთ მდგომარეობაში. სწორედ უყურადღებობა და არ მოსმენა არის ყველაზე მტკივნეული ურთიერთობებში.მაგალითად როდესაც თავისთვის ძალა დამიტანებია, ვყოფილვარ «აქ და ამჟამად» , მომისმენია და შემდეგ მისაუბრია, წარმოუდგენელ შედეგებს მივაღწიე. ზოგჯერ არ მჯერახოლმე რომ ეს მე ვიყავი:) კიდევ დავრწმუნდი რომ ნებისმიერი რამის სწავლაა შესაძლებელი რასაც მოისურვებს კაცი და მინდა რომ მოსმენა ვისწავლოთ ადამიანებმა. ცხოველებს რომ დააკვირდეთ შეამჩნევთ რომ მუდმივად «აქ და ამჟამად არიან». ისინი არ დახეტიალობენ ფიქრებში, პატარა ხმაურზეც კი ყურებს ცქვეტავენ. ჩვენც ასე რომ ვიყოთ კარგი იქნება:)

  7. ლევან ლომიძე:

    მადლიერი ვარ გიო ასეთი პოსტისა და ვიდეოსთვის. რაც შემეხება მე, ჩემი მთავარი პრობლემა სითამამის ნაკლებობაა. ზოგჯერ ისე მომდის,რომ დიდი ხნის ნაცნობთანაც კი თავს შებოჭილად ვგრძნობ და ვერ ვიხსნები და ვერ ვამჟღავნებ ჩემს თავს და პიროვნებას. ყველაზე ,,მწარეა» როცა გინდა გადმოსცე ემოცია და შინაგანად ,,ვიღაც» გბოჭავს და არ გაძლევს საშუალებას იყო ის ვინც სინამდვილეში ხარ. საბედნიეროდ ეს ხშირად არ ხდება,მაგრამ ,,ის არსება» სწორედ რომ ,,საკვანძო» მომენტებში მიტევს და ცდილობს გალიაში გამომამწყვდიოს. მინდა რომ გავტეხო ამ ,,გალიის» საკეტი და აღარასოდეს შევიბოჭო საყვარელ ადამიანებთან,მეგობრებთან თუ უბრალო ნაცნობთან ურთიერთობაში. ერთხელ შენ თავად მაჩვენე მაგალითი,ურთიერთობების ვისრტუოზობისა,როცა სრულიად უცნობი დიდი ხნის მეგობარივით მიმიღე (30 დღიანი პრაქტიკუმის დასკვნითი დღე ლისის ტბაზე). აი ეს მინდოდა მეთქვა და ვეცადე გადმომეცა ის რაც მაწუხებს და ზოგჯერ რეალურ ,,პრობლემას» მიქმნის ადამიანებთან ურთიერთობაში.

  8. ნანა:

    ადამიანებთან ურთიერთობა დიდ პრობლემად მექცა. არადა ამაზეა დამოკიდებული სიმშვიდე ოჯახში და ბიზნესიც. არ ვიცი რატომ მიჭირს ასე. პრობლემები მქონდა ოჯახშიც და გარეთაც. საკმაოდ რთული ურთიერთობა მაქვს მეუღლესთან, აქ დიდი როლი ითამაშა ჩემმა დაბალმა თვთშეფასებამ, იმაზე ფიქრმა , რომ იქნებ როგორმე მოეწონოს ჩემი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და დამშვიდდეს-მეთქი. მაგრამ ბოლოს ერთ რამეს მივხვდი: მე ვერასდროს გამოვიცნობ რა ხდება მის თავში, მთავარია ვიცხოვრო ისე, როგორც მე ვთვლი ამას სწორად. მთავარია მე ვიყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ახლა მოზარდი ბიჭი მყავს, ძალიანაა მიჯაჭვული კომპიუტერს და აქედან იწყება პრობლემები ჩვენს ურთიერთობაში. თუ ვინმე მასწავლის როგორ მოვიქნიო ჯადოსნური ჯოხი, რომ ის გადაეჩვიოს ყოველივე ამას და ჩაებას ჩვეულებრივ ცხოვრების ფერხულში, მთელი სიცოცხლე მისი მადლიერი ვიქნები. რაც შეეხება ურთიერთობებს ხალხთან, საშინლად მიმძიმს. ყველა ისეა შენიღბული, ისე აქვთ შესისხლხორცებული ეს ნიღბები, რომ ამ ნიღბოსნებთან ურთიერთობა არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს. პირიქით, მაშინებს კიდეც და ჩემს თავთან ყოფნა მირჩევნია. სამსახურშიც, როცა არ ხარ მთლად რიგითი თანამშრომელი, ბევრი გეპირფერება, მლიქვნელობს, უნდა კარგად განგაწყოს მის მიმართ, მოკლედ საშინელებაა… სხვები რესურსად აღგითქვამენ… მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა ჩემშია და მე ეს მინდა გამოვასწორო. მწყურია ხალხთან თავისუფალი, დაუძაბავი ურთიერთობები. იმედი მაქვს შევძლებ სიამოვნება მივიღო ადამიანებთან ურთიერთობით და ვიცი თქვენ ამაში დამეხმარებით.

  9. tamuna:

    ადამიანებთან ურთიერთობაში ჩემი ყველაზე მტკივნეული არის ის რომ ასე მგონია მე უცხოპლანეტელი ვარ. მეც ამ თანამგზავრზე დავიბადე და ესენიც 😉 რატომ არის რომ სხვას თავისი განმტკიცებული ნიღაბი მაგრად უჭირავთ ხელში. ბოლოს ვანებებ ხოლმე თავს ასეთ ადამიანებს.

  10. მაიკო:

    მოგესალმებით ყველას. *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*
    მინდა შესავალი ასეთი გავუკეთო ჩემს პოსტკომენტარს.მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა თემასთან: რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? –––– და ვეჯახებით იმ მდგომარეობას რომ, განელდა სიყვარული. თავი იჩინა ეჭვმა %) და ერთმანეთის მხილებამ. დაბეზღებამ. დასმენამ. სხვების თავზე მაღლა დადგომის სურვილმა. *CRAZY* და ყველაზე მთავარი და საკვანძო მდგომარეობამ , როგორიც არის (გაწმენდის პროცესი ტოქსიკური ნაღმებისგან და მცდარი რწმუნებულება.)ანუ რას ვგულისხმობ ამ ორ მათგანში? –––– 1) მცდარი რწმუნებულება: ვიდრე ადამიანს რამეში დაადანაშაულებდეთ, აუცილებლად უნდა გაესაუბროთ მას, თუ კი ნამდვილ მეგობრად სთვლით და ნამდვილად გულწრფელად გსურთ ამ ადამიანის კარგი. საუბრის მომენტში, აუცილებელია რომ გამოიყენოთ სიყვარულით და გულწრფელობით გაჯერებული ტონალობა რომ, იმ ადამიანისგან ვისგანაც სიმართლის დადგენა ნამდვილად გსურთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ის აუცილებლად გაიხსნება და გულწრფელად და სიყვარულითვე გიპასუხებთ სიცხადეს. არ უნდა ჩართოთ თქვენი ემოციები და მცდარი რწმუნებულება და დასკვნები, ვიდრე ნამდვილ სიმართლეს, როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჩანდეს, არ გაარკვევთ და არ გაესაუბრებით ადამიანს გულწრფელად.
    რას აკეთებთ ამ დროს თქვენ? –––– რიყავთ გვერდზე ამ ადამიანს, ისე რომ არც კი მოგისმენიათ მისი სწორი ვერსია. უბრალოდ თქვენ , ლოგიკურად დაასკვენით რომ, თქვენ მართლები ხართ და არ ეკითხებით მოწინააღმდეგე ადგილზე მყოფ ადამიანს აზრს, ისე აკრავთ ჯვარზე. პირდაპირ გადადიხართ შეტევაზე და საახალწლო ნაძვისხესავით, ხუნძლავთ ახალ ახალი, სათამაშოებით, ანუ, თქვენს მიერ გამოგონილი ან თავად თქვენშივე არსებული სტერეოტიპებით და მანკიერებებით. და რა მოსდის ადამიანს თუ ის ძლიერი არ არის? მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა და დროთა განმავლობაში ურთულდება ცხოვრება და ურთიერთობები ადამიანებთან.
    მგონი ამაში თქვენც მეთანხმებით. მაგრამ რატომღაც თქვენ, ამაზე საერთოდაც არ ფიქრობთ,თუ რა განსაცდელში აგდებთ სხვა ადამიანს. და 2) ტოქსიკური ნაღმებისაგან გაწმენდის პროცესი.––––რას ნიშნავს ეს? –( ანუ თქვენ ისწავლეთ ტექნიკა, თუ როგორ არ უნდა სთვლიდეთ თავს დამნაშავედ. მერე რა თუ ადამიანს უკადრებელს აკადრებთ? თქვენ ხომ ტექნიკა გაქვთ და გაიწმინდებით მალე. და გადაწყვიტეთ რომ სიმართლე თქვენს მხარესაა და ამისათვის რომ ეფექტური გამოჩნდეთ უმრავლესობის თვალში, ყველა სიტყვის გამოყენების უფლება გაქვთ რომ დაადანაშაულოთ მეორე ადამიანი. თქვენ დაგავიწყდათ რომ არსებობს მეორე უნიკალური ტექნიკა: მე ვარ ოკ. შენ ხარ ოკ.)
    და მაინტერესებს კიდევ ერთი: ეს პროექტი დანაშაულებების გაღვივებას ემსახურება თუ აღმოფხვრას?
    ჰომო საპიენსი, როგორც იცით მოაზროვნე ადამიანს ნიშნავს. ჰო და აბა მითხარით, რომელი საღად მოაზროვნე ადამიანი ჩაიდენს საქციელს, რისგან გამოწვეული ემოციებითაც ცუდად გახდება? მგონი არავინ , ასე არ არის? =)

    მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. სკოლაში, დამამთავრებელ კლასში ვიყავი როდესაც ეს ინციდენტი მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტური წყობილება სუფევდა. გაკვეთილი გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც ვერ ვუთხარი მასწავლებელს თავის დროზე, ვერ მოვამზადე რამოდენიმეჯერ. ვინაიდან სანიმუშო მოსწავლე ვიყავი, მასწავლებელმა დამსაჯა და ორიანი ჩამიწერა ჟურნალში. მე რა თქმა უნდა განვიცადე ეს მდგომარეობა, მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდი. დღის ბოლოს მასწავლებელმა შენიშნა რომ ჩემს გრაფაში, ორიანის მაგივრად, წამოსკუპებული იყო ხუთიანი. 😀 საქმე ისე წავიდა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი. ვერაფრით ვერ ვამტკიცებდი ჩემს სიმართლეს რომ , მე დამნაშავე არ ვყოფილვარ და ჩემს გრაფაში მე არ ჩამიწერია ხუთიანი. საქმე უფრო შორს წავიდა ვიდრე ვინმე იფიქრებდა. ყოველ დღე განათლების სამინისტროში დამათრევდნენ და კაი პატიმარივით დაკითხვებს მიწყობდნენ. ერთი და იგივე ვერსიას 10 ჯერ მაწერინებდნენ. მოკლედ გარიცხვაზე მქონდა საქმე, მათი გადაწყვეტილებით და როგორც მაშინ მე მითხრეს, ამას აპირებდნენ. ერთადერთი ვისაც ჩემი ნამდვილად და გულწრფელად სჯეროდა ეს ჩემი მასწავლებელი და ჩემი დამრიგებელი იყო. ყველამ ზურგი მაქცია. ყველა მერიდებოდა და შორს იჭერდა თავს ჩემთან მეგობრობისგან, მაგრამ მე თავს დამნაშავედ არ ვთვლიდი, თუმცა ძალიან ცუდად ვიყავი სულიერად იმ დროს. თავს შეურაცხოფილად ვგრძნობდი და გაქრობა მინდოდა იმ არემარიდან. ძალიან ცუდია როდესაც, უარყოფით იარლიყებს მოგაკერებენ, თავიანთი მცდარი რწმუნებულებებიდან. მაგრამ მათაც ჰქონდათ თავიანთი სიმართლე, რადგან ჩემს გრაფაში ნამდვილად იჯდა ორიანის ნაცვლად ხუთიანი. მე კი ჩემს სიმართლეს ვერაფრით ვერ ვამტკიცებდი. გავიდა დრო და მოახლოვდა ბოლო ზარი. მანამდე თქვენ წარმოიდგინეთ რა ჯოჯოხეთში მიწევდა გამუდმებული ყოფნა. სადაც არავინ არ გეურთიერთება და მატრაკვეცა გამოხედვით და ზურგის შექცევით გაგრძნობინებენ რომ ,შენ დამნაშავე ხარ. ძალიან ვწუხდი გულის სიღრმეში, რომ ასეთმა წარჩინებულმა და ყველასათვის მისაღებმა და სამაგალითო მოსწავლემ, ასე ცუდად უნდა დამესრულებინა ჩემი ურთიერთდამოკიდებულება ყველასთან და გამოვმშვიდობებოდი სკოლას, ყველასაგან გარიყულმა. მაგრამ სიმართლე ბოლო დღემდე ვერავინ გაარკვია, სანამ თავად ამ ადამიანმა ვინც ეს გააკეთა არ აღიარა.
    ის თურმე ჩემი ფარული თაყვანისმცემელი ყოფილა და მას ჩაუწერია ეს ხუთიანი ჩემს გრაფაში და ბოლო დამამთავრებელ დღემდე ვერ აღიარა შიშისა და სირცხვილის გამო. ნახა თუ რა დღები გამატარეს მე სკოლაში და განათლების სამინისტროში და შეეშინდა სიმართლე ეღიარებინა ბოლო დღემდე და გაეფუჭებინა თავისი მომავალი. როდესაც მან ეს აღიარა. მე მივედი და გულში ჩავიხუტე. მასწავლებელმაც იგივე გააკეთა. მასწავლებელმა ხმამაღლაც კი თქვა რომ, მუდამ სჯეროდა ჩემი, რომ ეს ჩემი გაკეთებული არ იყო, ვინაიდან ძალიან კარგად მიცნობდა მე. ბავშვები კი რომელიც მრიყავდნენ და ჩემთან მეგობრობაზე თავს იკავებდნენ, დადუმდნენ და თავები ჩაღუნეს. მერე სათითაოდ მოვიდნენ ჩემთან და მე ყველა გულში ჩავიხუტე. უბრალოდ მათაც ჰქონდათ სიმართლე, თუმცა მათი სიმართლე ჩემს საპირისპიროდ იყო მომართული. %)

    რატომ მოვყევი ახლა ეს ისტორია: არ შეიძლება ადამიანს ერთდროულად ორი თვითშეფასება ჰქონდეს. მაღალიც და დაბალიც ერთდროულად.
    მუდამ ჩემს თავთან მიმართებაში, ვმუშაობდი დაბალი თვითშეფასების გამო და მათი აღმოფხვრის ტექნიკაზე. არასოდეს საკუთარ თავზე ტყუილი გამართლება არ მომიძებნია, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად. როცა დამნაშავე ვყოფილვარ მიღიარებია და დამიდანაშაულებია საკუთარი თავი და სასჯელიც სწორად მიმიღია. მაგრამ , როდესაც მშვიდად ვარ და თავს არ ვთვლი დამნაშავედ,თუმცა შეიძლება ბევრი რამ ჩემს წინააღმდეგაც იყოს, თუნდაც მთელი სამყარო დამიპირისპირდეს, არ ვთვლი თავს დამნაშავედ და მორჩა.

    მიუხედავად ასეთი ისტორიისა, მე უამრავი და უსაზღვრო მეგობრობა მაკავშირებს ადამიანებთან. გულწრფელად მიყვარს ყველა და ვუყვარვარ მათაც. შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ამიტომ, თუ რამის დადგენა და გარკვევა მსურს, მას ანუ იმ ადამიანს, ვისაც ვთვლი რომ ჩემთან შეცდომა დაუშვა, გულწრფელად ვუტევებ და სიყვარულით და სითბოთი სავსე ტონით ვეკითხები, თუ რატომ მოხდა ასე? რომ მან ეს შეცდომა დაუშვა. მე გულწრფელ სიმართლეს ვგებულობ და უფრო დიდი სიყვარულით ვიკრავ გულში ამ ადამიანს. შეიძლება ადამიანიები გარკვეულ მომენტში გარკვეულ ვითარებაში ვარდებოდნენ, მთავარია სიყვარულით მიდგომა და ურთიერთობების გამყარება და არა დანგრევა , ერთი ხელის მოსმით.
    ასეთ ადამიანებს კი დარწმუნებული ვარ, ვერანაირი გაწმენდითი ტექნიკა ვერ უშველით. როგორც მაია წყნეთელშია, ექვსნახვრეტიანი აგურითაც ვერ ჩამოიხეხავენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას , სანამ ჭეშმარიტ სიყვარულს და ურთიერთობებს არ ისწავლიან. *CRAZY*
    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
    რა არის დღეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, ადამიანებთან ურთიერთობაში. რა მაწუხებს და მსურს, რომ იქნეს გამოსწორებული?

    ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის არის რომ, მახსენდება ძველი ვირტუოზული ჯგუფური მდგომარეობა. ყველა ერთმანეთზე შეყვარებული , ერთმანეთზე ვლოცულობდით, ყველა ერთმანეთს ვიკრავდით გულში და ყველა ერთმანეთის პატივისცემით ვიყავით განწყობილნი. და სად გაქრა ეს ყველაფერი? ერთმანეთის თავებზე გადასვლა ძალიან კარგად შევისწავლეთ. ისე რომ საკუთარ თავებს დამნაშავეებად, არც კი ვთვლიდეთ . 😀 რა მაგარია. მისასალმებელია პირდაპირ. ვიცი, ბევრს არ ესიამოვნება ჩემი დაწერილი და მათში არსებულ ეგოს გავაღიზიანებ სასტიკად, ისე რომ შეიძლება გამოძვრნენ კომპიუტერში და გამჩეჩონ ადგილზე. მაგრამ მე მსურს ჩემს შექმნილ სტერეოტიპთან ერთად სხვების სტერეოტიპებიც დავამსხვრიო. მსურს სიმართლეს მოვხსნა პირი და სრული რეალობა ,რომელსაც ამჟამად ვხედავ გამოვააშკარავო.
    ადამიანები როდესაც სხვა ადამიანებს უპირისპირდებიან და ცდილობენ შეამკონ ამა თუ იმ სიტყვებით , მუდამ თავიანთი სათვალეებიდან იყურებიან. ისინი ხედავენ და ამკობენ იმით, მოწინააღმდეგე პიროვნებას, რომელ სათვალეებსაც თავად ატარებენ. თუ ჭუჭყიანია მათი სათვალე, ისინი ყველაგან და ყველაფერში ჭუჭყს ხედავენ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
    მე არ მაქვს მსგავსი პრობლემები და მსგავსი ურთიერთდამოკიდებულება ჩემს მეგობრებთან და თუ ჩნდება რაიმე მსგავსი, უამრავჯერ თვლაც შეიძლება ადამიანს აერიოს, გულწრფელად ვუტევებ. მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს დაკარგული ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც უსაშველოდ და უამრავჯერ ვუტევებდი. რომელიც ძალიან მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვპატიობ. გავაკეთე უამრავჯერ გულწრფელი მიტევება პატიების ტექნიკა და გარკვეულ მანძილზე მეგონა რომ მივუტევე და განვთავისუფლდი და როდესაც ჩემს მიერ გამოგონილი ახალი ტექნიკა შევიმუშავე,სწორედ მაშინ აღმოვაჩინე და მივხვდი რომ არ მიპატიებია არაფერი. პირიქით აღმოვაჩინე რომ, უზომოდ მენატრება და უზომოდ მძულს და გაურბივარ მასთან ურთიერთობის განახლებას. დღესდღეობით კი,ერთი კიდევ ახალი ტექნიკა შევქმენი ჩემთვის, (ლაბირინთი ზღაპარი და სამოთხე) *IN LOVE* %) რადგან კარგად ვიცი რომ, თუ არ მიუტევებ გულწრფელად, არასოდეს მომეტევება და ალბათ დავამარცხებ საკუთარ ეგოს და პრინციპებს მასთან მიმართებაში.
    მართალია გაგკიცხეთ ცოტა , მაგრამ მიყვარხართ ყველა განურჩევლად. *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* თქვენი მაიკო! %) *CRAZY* =)

  11. გაგაცნობთ ჩემს თავთან მუშაობის შედეგს :
    წარსული გამოცდილებიდან ჩემში არის დაგროვილი უამრავი „ნაღმი“ რომელიც არ მაძლევს საშვალებას დღეს აქ და ამჟაამად თავისუფლად ვიურთიერთო ადამიანებთან, ასევე იმ კულტურის მიერაც რომელშიც მე აღვიზარდე არის ჩემში ჩათესილი ის კომპლექსები, აკრძალვები, აზრები, არაეფექტური რწმუნებულებები რაც მიჩენს პრობლემებს აწმყოში ადამიანებთან ურთიერთობაში. მემკვიდრეობით გადმოცემულ „საჩუქარს“ გავს თითქოს ეს ყველაფერი. 🙂
    რა პრობლემებიც მაქვს დღეს ადამიანებთან ურთიერთობაში მგონია რომ ამ პრობლემების უმრავლესობას ვერც კი ვხვდები და ვაცნობიერებ ახლაც, რადგანაც არასოდეს გამომიკვლევია ეს ჩემში და არ მიფიქრია მათზე სიღრმისეულად, მიზანმიმართულად, ასევე რათქმაუნდა არც მიმუშავია ამ პრობლემების „ბუკეტის“ თავიდან მოშორებაზე არასდროს.
    ამ მომნტში რა პრობლემებსაც ვამჩნევ ჩემს თავში ადამიანებთან ურთიერთობის დროს იმას დავაფიქსირებ :
    1 — პირველი პრობლემა რომელიც ასევე შემდეგ უამრავ რობლემას წარმოქმნის გზადაგზა ეს არის, არ ვსაზვრავ თუ რა მინდა მე, რა მთავარი საზრისი აქვს ჩემს ურთიერთობას კონკრეტულ ადამიანთან, რის შედეგადაც ხდება უამრავი გადახვევა „გზიდან“- ამ საზრისიდან ურთიერთობაში რომელიც იწვევს საბოლო ჯამში მთავარ გაუგებრობებს და აბნევას. როგორც ჩემთან ისევე მასთანაც. ამ გზაზე დღეს მე დავრბივარ არაცნობიერი.
    2 — მეორე პრობლემა ეს არის ჩემს გონებაში დაბადებული აზრის სიტყვებით სწორად გადაცემა ადამიანისათვის ისე, რომ მან გაიგოს ჩემი სიტყვები ზუსტად ისე რისი თქმაც მე მინდოდა სინამდვილეში მისთვის, აქაც ხშირად ვამჩნევ პრობლემებს და იმ აცდენებს ჩემს ურთიერთობებში რომელიც მაქვს, ხშირად აღმომიჩენია რომ მე რაც ვუთხარი მოსაუბრეს მან არასწორად გაიგო ის მთავარი აზრი რომელიც მე ამ სიტყვებში ჩავდე. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ აქ პრობლემა ჩემშია. და არა მაასში.
    3 -შინაგანი ჩაკეტილობა- ანუ მე რატომღაც არ მსურს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და მათი გაცნობა ახლოს ეს ახლა წერის მომენტში აღმოვაჩინე ჩემს თავში რაც ჩემი აზრით შინაგანი ჩაკეტილობის ბრალია. შინაგანი ჩაკეტილობა კი გარემოცვის, კულტურის, დამსახურებაა 🙂 რადგანაც მე ვამჩნევ რომ ადამიანების უმეტესობას ეს ჭირს და ნიღბავენ ისინი ამას.
    4 — შებოჭილობა, დაძაბულობა ურთიერთობებისას მითუმეტეს თუ ეს მნიშნელოვანი ურთიერთობაა ჩემთვის და ასევე ჩემი საქმისთვის.
    5 — შიში- ჩემს თავს რომ დავუკვირდე ეს შეიძლება ასე გადმოვცე ჩემს შემთხვევაში : ურთიერთობის დაწყებამდე — შიში იმისა რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს როგორც მე წარმომიდგენია, მინდა, მე ვიწყებ ჩემს თავში იმ ცუდი, საშინელი კონცებციების შექმნასა და ტრიალს როგორადაც შეიძლება განვითარდეს ურთიერთობა ყველაზე უარეს შემთხვევაში შემდეგ ამ ჩემს მიერვე შექმნილ საშინელ კონცებციებს ვუმზერ მე და აქედან გამომდინარე ჩემში იბადება შიში, ურთიერთობის დაწყების. აქ მაქვს იმ ურთიეთობის ტიპებზე საუბარი რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.
    6 — ჭეშმარიტი მოსმენის არ ცოდნა- ეს ჩემთვის პრობლემურია დღეს ცუდი მოსმენის შედეგად მე ვერ ვწვდები იმ ჩემი მოსაუბრის სიტყვების საზრის ხოლო არასწორად გაგების შემდეგ ჩემთვის ფაქტიურად შეუძლებელი ხდება ეფექტური პასუხის დაბრუნება რაც იწვევს საბოლოო ჯამში არაეფექტურ ურთიერთობას მოსაუბრესთან. ხოლო აქედან იღებს სათავეს შემდეგ უამრავი პრობლემების ჯაჭვიც ჩემსა და პარტნიორის ურთიერთობაში.
    7 — სწრაფი შეფასებებისა და დასკვნების გამოტანა ურთიერთობის დროს პარტნიორზე. მასზე იარლიყების ჩამოკიდება თავიდანვე მაგ: კარგი, ცუდი … და ასე შემდეგ. რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორი და ჭეშმარიტებასთან დაშორებული აღმოჩენილა, და აღმოჩნდება ხოლმე.
    8 — ალბათ ჩემი მთავარი პრობლემას წარმოადგენს დამოკიდებულება ხალხის მიმართ, როგორც ზემოთ ავღნიშნე სწრაფად ვაკეთებ შეფასებებს და ვკიდებ იარლიკებს მათ ხოლო როდესააც აამას ვაკეთებ და ადამიანს ვნათლავ „ცუდად “ შემდეგ მიჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ რა შემთხვევაშიც მიძნელდება მასთან იმ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება რომელიც მინდა. ეს აქმადე არაცნობიერად ხდებოდა ეხლა გავაცნობიერე და იდენტიფიცირება გავუკეთე ჩემს ამ პრობლემას.
    9 — კომპლექსები — რომლებიც მრავლად მაქვს ურთიერთობებისას ნაწილს ვაცნობიერებ ნაწილს კი ვერა.
    10 — ტყუილის თქმა ურთიერთობაში — ეს მე მცირე დოზით მაგრამ მაინც მაწუხებს შიგადაშიგ და მიქმნის რა თქმა უნდა შემდეგ პრობლემებს ურთიერთობებისას. ფსიქოლოგების აზრით როდესაც ერთ ტყუილს იტყვი ეს ერთი ტყუილი რომ არ გაგიცხადდეს მისთვის კიდევ სავარაუდოდ 7 დამატებითი ტყუილის მოფიქრება გიწევს ადამიანს, მე ამას ვაცნობიერებ და ვაკონტროლებ კიდევაც ჩემს თავს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია შიგადაშიგ მაინც შემეპარება ხოლმე ტყუილი ურთიერთობისას. რადგანაც ჩემი ფასეულობა არის სიმართლე ახლა მირჩევნია ამ პრობლემას იდენტიფიცირება გავუკეთო, შემდეგ მასზე ვიმუშაო ვიდრე თავი მოვიტყუო და ვთქვა რომ ყველაფერი შესანიშნავადაა ამ თემაში, მე იმასაც ვაცნობიერებ რომ ტყუილის კულტურაში ვცხოვრობ სადაც მუდმივად და განუწყვეტლივ უმრავლესობა ადამიანებისა იტყუება და ტყუილზე აგებს ყველაფერს, მაგრამ მე სხვა არ ვარ მე, მე ვარ და ჩემი ფასეულობაა სიმართლე რომელი ფასეულობაც ჯერ კიდევ არის დასამწიფებელი.

    ამ სიის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება.. დღეს მე ჩემს თავზე ვიმუშავე, გამოვააშკარავე და თავი მოვუყარე იმ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს რომელიც მე მაქვს ურთიერთობებისას. ამით მე განვსაზღვრე ჩემი დღევანდელი ა. წერტილი იდენტიფიცირება გავუკეთე ჩემს პრობლემებს რომელიც ჩემშია და რომელიც ხელს მიშლის რომ ვიყო ურთიერთობების ვირტუოზი.
    სიყვარულითა და მადლიერებით „თეთრი ყვავი“ <3

  12. მაია:

    იმდენი რამე დაიწერა აქ ჩემი სიტყვები და მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით მეზედმეტება..საოცრად გადმოსცეს აქ მყოფმა ადამიანებმა თავიანთი შეხედულებები და გამოცდილებები..ყველა ეს გამოცდილი მაქვს და მე არ ვიცი კიდევ რა დავამატო.თვითონ ეს თემაც ძალზედ საინტერესოა..ზოგადად ვიტყვი,რომ ცხოვრებაში 2 ურთიერთსაპირისპირო შემთხვევებს და მოსაზრებებს ვაწყდები და შემდეგ უკვე ვიბნევი.პასუხის გაცემაც მიჭირს ბევრ შემთხვევაში.ჩიხში ვექცევი და გამოსავალს ვცერ ვპოულობ ან დიდხანს ვუნდები ფიქრს და შესაძლოა გადაწყვეთილებაც ისევ მცდარი მივიღო.ზოგი წერს რომ ყველაფერი უკვე კარგადაა მის ცხოვრებაში და მადლიერია თქვენი..:))არ მესმის კურსი ხომ ეხლახანს დაიწყო?ეს თემატიკაც ახალია ჯერ..ასე უცებ არის შესაძლებელი შესისხლხორცებული ჩვევების და კომპლექსების მოცილება:))თუ ასეა მაშინ ეს სასიხარულოა.თუმც ეჭვი მეპარება.:)პატივისცემით მაიკო:*

  13. ადამიანებთან ურთიერთობებში ჩემთვის მტკივნეულია არაგულწრფელობა.მქონდა პერიოდი როცა ურთიერთობების არანაირი სურვილი აღარ მქონდა. ვიყავი ჩემთვის ვწერდი და ვმუშაობდი.ჩემი პრობლემაა ის, რომ თუ ერთ ადამიანთან მაინც გამიჩნდა ურთიერთობის პრობლემა, ძალიან განვიცდი, და ცუდად ვგრძნობ თავს.

  14. გვანცა:

    ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანებთან ურთიერთობისას არის ის,რომ ბოლომდე არ ვარ გახსნილი,ვკომპლექსდები,მეშინია მათი რეაქციის.ვფიქტობ რომ საკუტარი ტავის რწმენა არ გამაჩნია…ყველაზე მეტად ამის გამოსწორებას ვისურვებდი

Leave a Reply