რატომ არ მუშაობს ფილმი «საიდუმლო» [The Secret]?

რამდენიმე წლის წინ, დღის სინათლე იხილა დოკუმენტურმა ფილმმა "საიდუმლო", რომელმაც სერიოზული ფურორი მოახდინა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც… შეიქმნა განცდა, თითქოს ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო — შენ ოღონდ ისურვე და მოგეცემა.

არც თუ დიდი დროის გასვლა დასჭირდა იმის გაგებას, რომ რეალობაში ყველაფერი მთლად ისეც არ იყო, როგორც ლამაზი ეკრანიდან ჩანდა. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო — ადამიანები, რომლებსაც რაღაც გამოუვიდათ  და ადამიანები, რომლებსაც არაფერი გამოუვიდათ [აბსოლუტური უმრავლესობა].

როგორ შეიძლება, ასე მომხდარიყო? თუ ეს ბუნების კანონია, როგორც ფილმის შემქმნელები გვიმტკიცებენ, რატომ ვერ მიიღო 80%-მა საწყისი ეიფორიის, იმედისა და შემდეგ იმედგაცრუების გარდა ვერაფერი? არ არსებობს ბუნების კანონები მსგავსი ცდომილებებით! ბუნების კანონი ყოველთვის მათემატიკური სიზუსტით მუშაობს!

მეორეს მხრივ, თუ სასურველი შედეგი, თუნდაც 5% შემთხვევაში მეორდება, ესეიგი კანონი მუშაობს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში.

რა შემთხვევებში?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხი იქნება ჩვენი რამდენიმე დღიანი ურთიერთობის მიზანი და მე დაგანახებ, რომ პრობლემა კანონში კი არა — შენშია… და იმისათვის, რომ კანონი ამოქმედდეს, რაღაც კონკრეტული უნდა შეიცვალოს შენში.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ფილმი გადაღებულია ამერიკელების მიერ და ის მათ კონკრეტულ გამოცდილებას ეყრდნობა. მე არ ვამბობ, რომ ვინმე ნაკლებად განვითარებულია და არ ვახდენ ერების ინტელექტუალური განვითარების შედარებას. უბრალოდ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ რადიკალურად გავნსხვავდებით — მენტალურ, ემოციონალურ და სულიერ დონეზე…

ჩვენ განსხვავებული ისტორიები, რწმენა-წარმოდგენები და სამყაროს აღქმის რუკები გვაქვს. ის, რაც ამერიკელებისთვის თავისთავად ცხადი და თვალსაჩინოა, ქართველმა უნდა დაამტკიცოს და რწმენაში გამყარდეს.

რატომ ვსაუბრობ ამაზე?

მინდა, გააცნობიერო რომ ეს ფილმი, პირველ რიგში, წარმატებული მარკეტინგული პროექტი — ე.წ. პრეზენტაცია იყო, სადაც საკვანძო მომენტები დაფარულია. ასევე, ამერიკელებმა ბევრი რამ არ განმარტეს, რადგან როგორც უკვე ზევით ავღნიშნე — ის, რაც ჩვენთვის დამტკიცებას საჭიროებს, მათთვის თავისთავად ცხადი და თვალსაჩინოა. მათთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მომენტია ის, რაზეც ჩვენ საერთოდ არც კი დავფიქრებულვართ.

ამერიკელებისგან განსხვავებით, ჩვენ ძალიან დიდი ტრავმები გვაქვს გამოვლილი, ასევე, გასათვალისწინებელია ცხოვრების ხარისხი და დონე. თითოეული ინდივიდის პარადიგმა პოსტ საბჭოთა სივრცესა და ამერიკაში — ორი აბსოლუტურად განსხვავებული პარადიგმაა.

ჩვენი რამდენიმედღიანი ურთიერთობის განმავლობაში, მე არაერთხელ დავუბრუნდები ამ თემას.

ახლა კი, მოდი, შენს ოცნებებზე გავისაუბროთ.

მე აქტიურად ვმუშაობ ადამიანებთან და სამწუხაროდ, ერთი საკვანძო და ალბათ, რაღაც დოზით განმსაზღვრელი დეტალი შევნიშნე… უმრავლესობას არ შეუძლია, საკუთარ თავს მისცეს ისეთი ფუფუნების უფლება, როგორიცაა ოცნება.

შენ შესაძლოა, შემომედაო და მითხრა: რა სისულელეა, ყველა ოცნებობს… დღეს საქართველოში ოცნება ტრენდშია, მათ მეოცნებეებსაც კი ეძახიან. გეთანხმები, მაგრამ მე ახლა ფანტაზიებზე არ ვსაუბრობ…

მთავარ პრობლემას და განსხვავებას ჩვენსა და ამერიკელებს შორის წარმოადგენს ის, რომ ჩვენ დანაშაულის გრძნობა და დაბალი თვითშეფასება გვაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვოცნებობთ, ჩვენ არასწორად ვაკეთებთ ამას. ჩვენ ვოცნებობთ ვარსკვლავებზე და ეს ოცნება დროსა და სივრცეშია დაკარგული. მას არ აქვს პოზიტიური და ემოციონალურად შეფერილი მუხტი, რომელიც კონკრეტულ დროსთან და ნაბიჯებთან არის მიბმული.

მე ახლა ვსაუბრობ ისეთ ნივთებზე, რომელთა ფლობაც გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია ამაზე ოცნების უფლება მივცეთ საკუთარ თავს. ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ბავშვობიდან დაგვაპროგრამეს, ვიყოთ მოკრძალებულები, ღარიბები, არ გამოვირჩეოდეთ ერთფეროვანი მასისგან, ვიყოთ წყნარები და ა.შ.

სინამდვილეში, ეს მენტალურ-ემოციონალური კონცეფციები, ე.წ. სტერეოტიპები — ჩვენი ბუნებიდან კი არ მოდის, არამედ ამის მთავარ მიზეზს საბჭოთა პერიოდი წარმოადგენს. მაშინ არ შეიძლებოდა, ყოფილიყავი თამამი, უფრო სწორად, ეს საშიში იყო. იმ დროში გამორჩეულობა მხოლოდ ერთს ნიშნავდა — უკეთეს შემთხვევაში დაპატიმრებას, უარეს შემთხვევაში გადასახლებას და უფრო უარეს შემთხვევაში დახვრეტას.

სახელმწიფო ახდენდა საზოგადოების სიღარიბეზე პროგრამირებას. მიმდინარეობდა აქტიური პროპაგანდა, რომ სიმდიდრე აფუჭებს ადამიანს [აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პროპაგანდის ავტორები და აღმასრულებლები, რატომღაც, თავად ნამდვილად არ ცხოვრობდნენ ხელმომჭირნედ].

მშობლები მთელი ძალებით ცდილობდნენ, დაეცვათ და გადაერჩინათ თავიანთი შვილები, ასწავლიდნენ რა, "ცხვირის არ გამოყოფას".

დრო შეიცვალა — რწმუნებულებები და სტერეოტიპები კი დარჩა!

ჩვენ დღემდე გვეშინია, გვინდოდეს ის, რაც ნამდვილად გვინდა. გვეშინია, რომ ადამიანები განგვიკითხავენ, გვეშინია შინაგანი მოსამართლის, იმიტომ რომ ღრმად გვწამს: ჩვენ არ გვიწერია, გვქონდეს ის, რაც გვინდა!

  • ჩვენს ქვეყანაში ეს შეუძლებელია!
  • ჩემს ვითარებაში ეს არ გამოვა!
  • ჩემი განათლებით ამას ვერასოდეს მივაღწევ!
  • ამ დროში ეს წარმოუდგენელია!
  • და ა.შ.

შედეგად, გვაბადია ის, რაც გვაბადია… და ეს ყველაფერი ჩვენი ნაბადია!

სინამდვილეში, იმისათვის, რომ მოქმედებაში მოვიდეს მიზიდულობის კანონი, თანმიმდევრულობაა საჭირო. მიზიდულობის კანონი არ არის პირველადი… ის, თავის მხრივ, სხვა კანონს მოჰყავს მოქმედებაში… და ეს კანონია — რწმენა!

შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ!

თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ: ადამიანს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ ის, რისიც უპირობოდ სჯერა!

შენ ახლა მეტყვი: "მე მჯერა მიზიდულობის კანონის!"

მეც მჯერა — არასერიოზული იქნებოდა იმის არ დაჯერება, რაც თვალსაჩინო და თავისთავად ცხადია.

მაგრამ მთავარი აქ სულ სხვა რამაა… გჯერა თუ არა იმის, რომ იმსახურებ ბოლო მოდელის მერსედესს და არა ჟიგულის ან საერთოდ, ველოსიპედს? აი, რაშია საქმე.

და თანაც იმსახურებ ახლავე, რამდენიმე თვეში და არა 30 წლის შემდეგ, როცა ხელფასს დააგროვებ, ან კრედიტს აიღებ?

შეგიძლია, თამამად დაწერო, რომ სამ თვეში ივლი ბოლო მოდელის მერსედესით და ერთი წამით ეჭვიც არ შეგეპაროს ამაში? დაწერო ისე, როგორც მაღაზიაში წასვლის წინ წერ საყიდლების სიას და არცერთი წამით შეგაქვს ეჭვი იმაში, რომ პურს, შაქარს, არაჟანს, ყველს, მაკარონს და ხორცს იყიდი?

არადა, მთავარი პრობლემა სწორედ აქ იმალება.

ახლა მოდი, კიდევ მივუბრუნდეთ გახმაურებულ ფილმს — "საიდუმლო". გაიხსენე ამ ფილმის მთავარი გმირები: ჯეკ კენფილდი, ჯონ ასარაფი, ბობ პროქტორი, ლიზა ნიკოლსი, მაიკლ დული და სხვები… გაიხსენე, გაიხსენე… დააკვირდი იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვებიან საიდუმლოს შესახებ. რა მომენტში იმუშავა მათთვის მიზიდულობის კანონმა? კი, მათ საწყის ეტაპზე ეპარებოდათ ეჭვი… და ეს ნორმალურია… მაგრამ! მათ ეჭვი ეპარებოდათ მიზიდულობის კანონში.

მაგრამ, არცერთ მათგანს, ერთი წამითაც კი არ შეპარვია ეჭვი იმაში, ჰქონდათ თუ არა იმის მიღების უფლება, რისი მიღებაც გულით სურდათ.

აი, მივადექით მთავარს. სწორედ საკუთარი თვითიდენტურობა, ე.წ. "მე-კონცეფცია" განსაზღვრავს იმას, რასაც ვიღებთ, ან არ ვიღებთ ცხოვრებაში.

სწორედ ამაშია საკვანძო განსხვავება დასავლეთსა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს შორის.

ჩვენ გვაქვს ქვეცნობიერი დანაშაულის გრძნობა. აქ საკვანძო სიტყვას წარმოადგენს — ქვეცნობიერი. ანუ ის არ არის გაცნობიერებული და ჩვენ თანდაყოლილად ვთვლით, რომ არ ვიმსახურებთ ბედნიერებას. შესაბამისად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რომელი ნაბიჯებიც ბედნიერებისკენაა მიმართული, საბოტაჟს ვუწყობთ საკუთარ თავს.

სწორედ ესაა საკვანძო მიზეზი იმისა, რატომაც გავიჭედეთ ამ მოჯადოებულ წრეში… და უაზრობაა, იოცნებო ფუფუნებაზე, რომანიკასა და სიყვარულზე, თუ შინაგანად ჯერ კიდევ არ მიგიცია საკუთარი თავისთვის უფლება, რომ გსურდეს ეს ყველაფერი.

ეს არის საკუთარი თავის დაფასების საწყისი, რომ შენ გაქვს უფლება, იყო ისეთი, როგორიც გსურს იყო, აკეთო ის, რაც გსურს აკეთო და ფლობდე იმას, რისი ფლობაც გსურს.

შენ გაქვს უფლება — იყო შინაგანად თავისუფალი, რომლის გარეშეც შენს სულს არ შეუძლია ფრენა და ქმნადობა. შენ გაქვს უფლება, ფლობდე. შენ გაქვს უფლება, გიყვარდეს და უყვარდეთ… შენ გაქვს უფლება… შენ იმსახურებ…

საკუთარი თავის მიღება და დაფასება — ეს არის მთავარი. ეს არის შინაგანი მანიშნებელი იმისა, რომ შენ იცი საკუთარი თავი, აცნობიერებ ღვთაებრივ არსს შენში, აფასებ მას და მიყვები საკუთარ გულისხმას.

ეს გულისხმა არ შეიძლება ეფუძნებოდეს შიშს, ეს სტერეოტიპი, ცრურწმენა და ტყუილია… შიში არ შეიქმს სიყვარულს, შიში შეიქმს უფრო დიდ შიშს. სიყვარულს შეიქმს ცნობიერება, რომელიც მხოლოდ აწმყოშია, ხოლო შიში არ არსებობს აწმყოში, ის კონცეფციაა, რომელიც წარსულ გამოცდილებას ეყრდნობა… აქედან შეკითხვა: როგორ შეიძლება, შიშზე დაფუძნებულმა კონცეფციამ, რომელიც არ იმყოფება აწმყოში, შვას სიყვარული?

ამის ჩაწვდომას ელემენტარული აზროვნება სჭირდება და მეტი არაფერი.

საკუთარი თავის დაფასების საფუძველს წარმოადგენს ნდობა. ნდობა საკუთარი გონების, ემოციების, სხეულისა და სულის, რასაც მოაქვს მთლიანობა. მთლიანობას კი, თავის მხრივ, მოაქვს რწმენა და თავდაჯერებულობა იმისა, რომ შენ იმსახურებ ბედნიერებას. ეს სწორედ ის სტადიაა, როდესაც ადამიანს ადეკვატური თვითშეფასება უჩნდება და იწყებს მის თანახმად ცხოვრებას.

ადეკვატური თვითშეფასება უდიდეს გავლენას ახდენს საქმიანობის ყველა სფეროზე. გამოიყოფა 4 საკვანძო სფერო, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ესენია:

  • ჯანმრთელობა;
  • ურთიერთობები;
  • ფინანსები;
  • პერსონალური განვითარება.

ადეკვატური თვითშეფასების შემთხვევაში, შენ ეფექტურად მუშაობ და შენი ფინანსები იზრდება. ეფექტურად ურთიერთობ ადამიანებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან… ასევე, იწყებ პერსონალურ განვითარებას, რაც თავის მხრივ, იწყებს შენი ცნობიერების კონტექსტის გაფართოებას და შედეგად, შენ იწყებ საკუთარ სხეულზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ჯანსაღი და ადეკვატური თვითშეფასება ასოცირდება ცნობიერ მდგომარეობასთან, წარმატებასთან, შემოქმედებასთან, დამოუკიდებლობასთან, მოქნილობასთან, ცვლილებების მართვის შესაძლებლობასთან, ხედვის განვითარებასთან, საკუთარი შეცდომების აღიარების შესაძლებლობასთან, კეთილგანწყობასთან, ემპათიისა და სინერგიისკენ სწრაფვასთან.

დაბალი თვითშეფასება ასოცირდება ძილთან, სამყაროს კანონებისა და საკუთარი მოქმედებების საბოტაჟთან, შიშთან, ქაოსთან, სტრესთან, კონფლიქტებთან, პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილებების მიღებისგან გაქცევასთან, სხვების კრიტიკასა და განკითხვასთან, წარუმატებლობასთან, იმედგაცრუებასთან.

რაც უფრო ადეკვატურია თვითშეფასება, მით უფრო ადვილად აღწევ მიზნებს.

რაც უფრო დაბალია თვითშეფასება, მით უფრო დაბალია ოცნებებიც და ძალზე სტესული და წარმოუდგენელია მიზნისკენ სვლა და მიღწევა.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ენერგიის მაქსიმუმს ხარჯავს, მინიმალური შედეგის მისაღებად.

ადეკვატური თვითშეფასების მქონე ადამიანი ენერგიის მინიმუმს ხარჯავს, მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

თვითგანადგურების სქემა, რომელსაც დაბალი თვითშეფასება შობს, ასე გამოიყურება:

"თუ მე ვიცი, რომ ჩები ხვედრი უბედურებაა, ესეიგი მე არ უნდა მივცე რეალურ ცხოვრებას ჩემი მოხიბვლის საშუალება. მე უარი უნდა ვთქვა იმ შანსებზე, რომლებსაც ცხოვრება მიგზავნის ბედნიერებისათვის. მე არ უნდა მოვერგო რეალობას. ეს რეალობა უნდა მოერგოს ჩემს "ცოდნას". მე შემიძლია, ვიბრძოლო საკუთარი ბედნიერებისთვის, ვიკითხო შესაბამისი წიგნები, მონაწილეობა მივიღო ტრენინგებსა და ვებინარებში, თუ მათი მიზანი იქნება  — მომავალში მაქციოს ბედნირად. არა დღეს, არა აქ და არა ამჟამად, არამედ მერე, ოდესღაც — მომავალში".

მომენტალური ბედნიერების ალბათობა ძალიან გაშინებს შენ. როგორც კი რაიმე სიახლე და განვითარების პერსპექტივა ჩნდება შენს ცხოვრებაში, მომენტალურად ირთვება შინაგანი ხმა და გეუბნება:

"მე არ ვიმსახურებ ამას. ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამით მე მშობლებს გავანაწყენებ. ადამიანებს შეშურდებათ ჩემი და შევზიზღდები. ბედნიერება — ეს მხოლოდ ილუზიაა. ყველა უბედურია და რატომ უნდა ვიყო მე ბედნიერი?"

თუ ეს შენი რწმუნებულებებია და ჯერ არ მოგბეზრდა ისინი [ანუ არ ხარ მზად მათ შესაცვლელად] — ნუღარ წაიკითხავ ჩემს პოსტებს, ნუღარ უყურებ ვიდეოებს INTELEQTIKA TV-ზე, გააუქმე ხელმოწერა ინტელექტიკას დაგზავნებზე და ნუ დაესწრები ჩვენს ტრენინგებს… ეს ყველაფერი შენთვის არ არის.

ხოლო თუ უკვე აცნობიერებ, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და ცხოვრების შეცვლის დროა, თუ გსურს, ბედნიერება და წარმატება, არა ოდესღაც, არამედ ახლა, აქ და ამჟამად — მაშინ გააკეთე შემდეგი სავარჯიშო.

აქ და ამჟამად! ახლავე! ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხე ქვევით მოცემული სიტყვები და დააკვირდი შენს შინაგან შეგრძნებებს.

თუ არ გააკეთებ ამ სავარჯიშოს, ნუ გექნება ცვლილებების იმედი, იმიტომ რომ ის არ მოხდება — არასდროს! რამდენი ტრენინგიც არ უნდა გაიარო და რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხო, განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება შენს ცხოვრებაში.

მიიღე და შეიყვარე საკუთარი თავი!

ტექნიკა: "ჩემი მანიფესტი!"

  • მე შემოქმედის ხატად და მსგავსად ვარ შექმნილი! მე არ ვარ ღმერთი, მაგრამ მისი არსის ნაწილი ჩემშია!
  • მე ვიღებ საკუთარ თავს, როგორც შემოქმედის უნიკალური ქმნილება, როგორც მისი ექსკლუზიური პროექტი, რომლის ანალოგიც მეორე არ არსებობს სამყაროში.
  • მე ვარ ზეციერისა და მიწიერის კონტაქტის წერტილი, რომელიც კონკრეტული მისიის აღსასრულებლად მოვიდა ამ ქვეყანაზე!
  • მე ვიღებ, მიყვარს და ვაფასებ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ვარ!
  • მე მნიშვნელოვანი პიროვნება ვარ, უსაზღვრო პოტენციალითა და შესაძლებლობებით.
  • მე ვაცნობიერებ საკუთარ ნაკლოვანებებს, ვიღებ მათ და მათთან ერთად ვაფასებ საკუთარ თავს.
  • მე მიყვარს საკუთარი თავი!
  • მე შემიძლია, იმიტომ რომ ვიცი, რომ შემიძლია!
  • მე ვარ შექმნილი ხატად და მსგავსად შემოქმედისა, ამიტომ მეც შემიძლია შექმნა!
  • მე წარმატებაზე ვარ დაპროგრამებული!
  • მე ვირტუოზი ვარ!
  • მე მჯერა, რომ გამარჯვებული ვარ!
  • ღმერთთან ერთად — მე ყველაფერი შემიძლია!
  • ჩემი რწმუნებულებათა სისტემა უსაზღვრო შესაძლებლობებს ეფუძნება!
  • მე სამყაროს შემოქმედის ხატად და მსგავსად ვარ შექმნილი, ამიტომ — მე შემიძლია! მე შემიძლია! მე შემიძლია!
  • მე ვარ ძლიერი! მე არ მეშინია რისკისა და შესაძლებლობების გამოყენების!
  • მე ვამჯობინებ, ვცადო და განვიცადო მარცხი, ვიდრე წარმატებით ვაკეთო არაფერი!
  • მე მჯერა წარმატების! მე მიყვარს და მჯერა ადამიანების! მე მიყვარს წარმატება! ადამიანებს ვუყვარვარ და მენდობიან მე! წარმატებას ვუყვარვარ მე!
  • მე ვაფასებ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ვაცნობიერებ, რომ შექმნილი ვარ ხატად და მსგავსად შემოქმედისა და საკუთარი თავის არ დაფასებით, შეურაცხვყოფ შემოქმედს ჩემში.
  • მე ბევრი ძლიერი მხარე, თვისება და შესაძლებლობა მაქვს და ყოველთვის, ჩემს ფიქრებში, შთავაგონებ და წარმატებაზე განვაწყობ საკუთარ თავს. მე ვირჩევ, სწორედ ამაზე მოვახდინო ფოკუსირება!
  • მე მაქვს არჩევანი და თავად ვწყვეტ, თუ როგორი დამოკიდებულება მექნება ცხოვრების მიმართ!
  • ყოველი ახალი დღე — ახალი შესაძლებლობებისა და გამარჯვებების დღეა.
  • მე ყოველდღე ვირჩევ ვიყო უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ!
  • დღეს მე ვირჩევ, უარი ვუთხრა წარსულ ეჭვებს, ბრძოლასა და მღელვარებას!
  • არავინაა იდეალური — მათ შორის, მეც! ყველას აქვს ნაკლოვანებები და პრობლემები და მე ვირჩევ, მივიღო საკუთარი თავი, ჩემი სხეული და არასრულყოფილება. მე ვაუმჯობესებ იმას, რაზეც მაქვს გავლენა და სრულად და მშვიდობით ვიღებ იმ მხარეებს, რომლებიც არ ექვემდებარება ჩემი გავლენის ზონას. მე მიყვარს და ვიღებ საკუთარ თავს, იმიტომ რომ შექმნილი ვარ ხატად და მსგავსად შემოქმედისა.
  • მე ღირსეული პიროვნება ვარ. მე ვგრძნობ საკუთარ ფასეულობას და ეს გრძნობა არავიზე დამოკიდებული არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან სხვები, მე თავისუფალი ვარ სასოწარკვეთილი აუცილებლობისგან, სხვებში ვეძებო საკუთარი მნიშვნელობა და ფასეულობა. მე ღირსეული და მთლიანი პიროვნება ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი.
  • მე ვახდენ ინვეტირებას საკუთარ თავში. მე ვიმსახურებ ამას. ჩემი პერსონალური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა ჩემს ცხოვრებაში, რადგან უკვე კარგად გავაცნობიერე, რომ როგორიც ვარ მე, სწორედ ისეთია ჩემი ცხოვრებაც! მე არ მაკანკალებს იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემს პერსონალურ განვითარებაში ფულისა და დროის ინვეტირება მოვახდინო! მე შემწევს ძალა, გავუმკლავდე ინვესტირების სტადიას, რათა შედეგად, დავტკბე მიღებული ნაყოფით.
  • როგორც ათლეტი, რომელიც საკუთარი თავის შეცოდების გარეშე ვარჯიშობს, ასევე, მეც ვირჩევ, გადავიხადო საფასური, რათა გავხდე საუკეთესო მე, ისეთი, როგორიც ჩაიფიქრა შემოქმედმა, როდესაც მქმნიდა თავის ხატად და მსგავსად!

თუ არ გააკეთე ეს სავარჯიშო, მაშინ გთხოვ, დაივიწყო ინტელექტიკას არსებობის შესახებ… გააუქმე ყველა ხელმოწერა ჩვენს დაგზავნებზე და ნუღარ შემოხვალ ამ ბლოგზე, რადგან ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით შენ.

ხოლო თუ გააკეთე, მაშინ ხვალ გაიგებ, თუ ვინ და როგორ გიხერგავს ენერგიის არხს, რომელი არხიდანაც შეგიძლია, მიიღო ყველაფერი, რაც კი მოგინდება. ხვალ ჩვენ, ასევე, ვისაუბრებთ, თუ როგორ გავასუფთაოთ ეს არხი, რათა ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს და ზედმეტი ბრძოლისა და ტანჯვის გარეშე შეძლო სასურველის მიღება.

ყურადღება!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მინდა, გაცნობო! 23 ივნისს, "ინტელექტიკა" იწყებს 21 დღიან, უნიკალურ ონლაინ კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს],

"მე-კონცეფცია"

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი?

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი კურსი, რაც კი "ინტელექტიკას" აქამდე შეუქმნია. კურსის დეტალურ პროგრამას რამდენიმე დღეში იხილავ, მაგრამ ახლა მინდა, კარგი ინფორმაცია გაგაცნო.

ბუნებრივია, 3 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ — 200 ლარი. დიახ, დიახ — 21 დღიანი კურსი, სულ რაღაც 200 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

ანუ, შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 22 ივნისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ — 23 ივნისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მკითხველი მოემზადოს და კარგად განეწყოს კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ — იაქტიურე.

შევხვდებით ხვალ.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT


Tags: , , , ,

24 комментария to “რატომ არ მუშაობს ფილმი «საიდუმლო» [The Secret]?”

  1. მაკა:

    Gიორგი სიმარტლე გიტხრა Mას შEმდეგ რაც მ. Fილმ სეკრეტს ვუყურე Dიდი ცვლილებები დაიწყო ჩEმს ცხოვრებაშI.ითXოვე გჯეროდეს დ. Mიიგე.სწორედ Eს რწმენაა ყველაზე რტული შEსასრულებელი..ტვითსეფასებიდან იწყება ყველაფერი.საკუთAრი ზალების რწმენიდან.მე Mწამს ერტი.თAვის გადაკვლა არაფერს არ სჩIრდება ძAლიან.უბრალოდ Yოველ დგე რომ პატარა Nაბიჯები გადადგა მიზნისკენ Aი ბოლოს ნახავ შEდეგს..გეთAნხმები. … ღOცა ყავა უნდა Aდამიანს ინატრებს უცებ Mოდის.5წუტიც ა. შცირდება.აი Aსე უნდა სჯეროდეს Aდამიანს რომ ის მერსედესსაც იოლად დაეუფლება ტ. Nამდვილად ძLიერ სურს.მიუღჭEველი არაფერია.მტებს Gადააბრუნებ ტუ გინდა.

  2. მაია:

    საინტერესო და გასააზრებელია

  3. ხატია:

    ვაა გიო, ძაან ღრმა პოსტია, იცი როგორი შეგრძნებები გამიჩინა? თავიდან რომ მქონდა შენს პოსტებზე. სასიამოვნო სიახლეები რომლის მიღებაც არა თუ მინდოდა და მჯეროდა, არამედ მწყუროდა და სულმოუთქმელად ვეწაფებოდი. იმასაც დავაკვირდი, რომ ამ დროის განმავლობაში რაც ვურთიერთობ ინტელექტიკასთან საკმაოდ გაზრდილა ჩემი ცნობიერება და ახლა უკეთ ვიგებ სიღრმეებს, ყოველშემთხვევაში ჩემს სიღრმეებს ვპოულობ. ახლა ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ და მიყვარხართ ყველა, ინტელექტიკას გუნდი — სინერგიული სიყვარულით. :*
    რაც შეეხება 21დღიან კურსს, ჯერ მართალია პირობები არ ვიცი, მაგრამ არც ის ვიცი მე რამდენად შევძლებ ამ პერიოდში (ჩემი «კიკინოს» მოლოდინში) ამიტომ ველოდები პირობებს და გადავწყვეტ რამდენად შეესაბამება ჩემს შესაძლებლობებს.

  4. ინგა:

    წავიკიტხე ხმამაღლა,,თითქოს ზედაპირულად გამოვტქვამდი სიტყვებს…დამეუფლა შეგრძნება იმისა რომ უფრო გრძნობით,უფრო გააზრებით გამომეთქვა,,,,,მინდა რომ შევიყვარო თავი ჩემი…..

  5. ანა:

    ისეთი შემართებით წავიკითხე.ვიგრძენი სიტყვების სიძლიერე და მომავლის რწმენა,დარწმუნებული ვარ ამიხდება ოცნება!!! O=) *BRAVO*

  6. ანა:

    ფილმი;საიდუმლო;შესანიშნავად გადმოგვცემს ვიზუალიზაციის საიდუმლოს,ადამიანი თუ სწორად და გულდასმით მოეკიდება,მჯერა რომ მიიგებს შედეგს,მარა ჩვეშია პრობლემა,ერთხელ ან ორჯერ გავაკეთეთ ვიზუალიზაცია , არ მივიგეთ შედეგი და რწმენაც დაიკარგა,არ ვაგრძელებთ მუშაობას შედეგის მიგებამდე,ან გვეზარება და მერე იყოს…მარტო ფილმის ყურება არაფერს შეცვლის,ალბათ ამიტომაც ჩემს შემთხვევაშიც ფილმი ;საიდუმლო; არ მუშაობს.

  7. ჯერ კარგად ვერ ვერკვევი ინტერნეტ სივრცეში და თუ სწორად გავიგე,იმ შეგონებებზეა საუბარი,მცნებებს რომ ჰგავს?თუ ასეა…ამის განცდა რომ გვთიური ნაპერწკალი და დიდი პოტენციალი არის როგორც ყველა თითოეულში ასევე ჩემში მაქვს,და არ მაქვს გამბედაობა გადავდგა მყარი ნაბიჯი გაუკვალავ გზისკენ,საოცრებაა თქვენნაირი შინაგანათლების და განვითარებული ადამიანის პოვნა ჩემს გზაზე,თქვენ უკვე ხართ ჩემი მენტორი ან «მასტერი».მე მზად ვარ გადავდგა ნაბიჯი «უცნობში»,განვვითარდე ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით,გავაცნობიერო რომ ვარ ლომი ცხვრების გაზრდილი და ერთი მაგრად DAVIGღIALO…

  8. რაც შეეხება ფილმ»სეკრეტს»ჩემთვის ბავშვობის ყველა ზგაპარი რაგაცის მიმანიშნებელია,დასიფრული ცოდნაა.და საერთოდ ყველგან და ყველაფერში რაგაც მინიშნებას თუ ერთ საერთო ჭეშმარიტებას ვხედავ.ფხიზელი დავიბადე,შემდეგ მიმაძინეს,ეხლა კვლავ გამოვფხიზლდი და ვეძებ ჩემს დაკარგულ ბუნებას,და ეს ძიება მტკივნეულია,ბედნიერი ვარ მაგრამ ვიცი მთავარი არ განმიცდია,არმინდა ბოლოწამს მივხვდე და ვთქვა»გმერთოჩემო,ესხომ სულ ჩემთან იყო დავერ ვხედავდი,არ მივიGე ის,ჩემი ცხოვრება,არ გავაკეთე გასაკეთებელი». ჩემთვის ყველაზე ძნელი ჩემი გზის პოვნა აგმოჩნდა. ხოლო ირგვლივმყოფთათვის ვიტყვი,რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი საწარმოს ჭანჭიკები.

  9. ენერგიის მიზნისკენ მიმართვა,ძლიერი ნების ყოფა და დაჯერება იმისა რომ შესრულდება,მუშაობს,ნებისყოფის გამომუშავებას დიდი შრომა უნდა,მე პრაქტიკა მჭირდება და ვხედავ გიორგი,თქვენთან სევიძენ ამას,თანმიმდევრული სამუშაოებით,ჩემი ბუნებრივი თუ შეძენილი ცოდნის დალაგებას და რეალურ,შედეგიან საქმედ ქცევას შევძლებ.მჭირდება მწვრთნელი,მასწავლებელი.

  10. რატომ არ მუშაობს,ანუ მუშაობს,ცჰვენ გვინდა ავამუშაოდ პოზიტიურად.მიზეზი: 1. ჩვევა ნეგატიურზე ფიქრისა ჯიუტია. 2.სუსტი ნებისყოფა ხელს გვიშლის თავის ფლობაში. 3? ჯერ არ ვარ მზად და სკეპტიკურად ვუყურებ ამას.

  11. მარი:

    მე პირადად ძალიან ცუდად ვარ დაპროგრამებული, მშობლების, სკოლის, უნივერსიტეტის, სამსახურის , საზოგადოების და ა.შ მიერ და ამ ბოლოს დავფიქრდი და მივხვდი რომ მე ვინ ვარ საერთოდ არ ვიცი, სად ვარ და რატომ ვცხოვრობ ასე რობოტივიტ, რატომ არის დანაშაული იყო შენ. მაგრამ ეს მე იმდენად გაუცხოვდა ჩემგან და იმდენად დაითრგუნა რომ მიჭირს საკუთარი ტყავიდან გამოსვლა მზის შუქზე. ვცდილობ ჩემი ტექნიკები შევქმნა და პირველი რაც მომინდა არის რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე, იგივე «უკვდავებაზე» ვიზრუნო. ვიკვებო სწორად , ვიარო ფეხით სუფთა ჯჰაერზე და ა.შ
    მეორე : ურთიერთობებს რაც შეეხება მიხვდი რომ საჭიროა საჭირო ხალხთან ახლოს ყოფნა, ვისგანაც შეგიძლია რაღაც ისწვლო და თანამოაზრეები იყოთ, ზედმეტი ხალხისგან უნდა გათავისუფლდე და უაზრო ოდესღაც მეგობრული ურთიერთობები ჩაიხსნა. ის სადღაც დროშია გაიჭედა და თუ განვითარება არ აქვს ამ კავშირებს , საჭიროც არ უნდა იყოს ალბათ.
    მესამე ფინასები !!! ოოო… არ ვიცი საიდან და როგორ !?
    მეოთხე პერსონალური განვითარება, და აქვე დროის დეფიციტი 🙁 მინდა დრო რომ ვიკითხო, ფული რომ რაც მაინტერესებს ის ვისწავლო და ა.შ

    პ/ს ალბათ მთავარია გინდოდეს და გჯეროდეს რომ გამოვა, მე ჯერ ვგრძნობ რომ სურვილი მომაწვა შევცვალო ჩემი ცხოვრება და იმედი მაქვს უფლის და საკუთარი შესაძლებლობების! )

  12. მაია:

    ს ყველაფერი, რაც ახლა წავიკითხე დიდი სტიმულია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანისთვის, ვინც აცნობიერებს წარმატების საიდუმლოს. მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ფარხმალს არასდროს ვყრი, ყოველთვის წინ მივიწევ იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან გამიმართლებს. ვინმე აუცილებლად მომცემს შანს, რომ განვითარდე ჩემი პროფესიით და გავხდე წარმატებული…

  13. არაჩვეულებრივი განმარტებაა!სიღრმისეული და ძალიან კომპეტენტური. წარმომიდგენია ოცდაერთდღიანი კურსი რა იქნება! მხოლოდ 2–3 წელია, რაც ბატონები: გიორგი თვალაძე, ხვიჩა მებონია, რამაზ გიგაური გავიცანი ონლაინ 🙂 მათ მომცეს საშუალება დავინტერესებულიყავი ქვანტური ფიზიკით, პიროვნული განვითარებით და ჩემი პროფესიის ( უცხო ენათა სპეციალისტი ვარ) წყალობით კიდე მუდმივად ვკითხულობდა ვუსმენ რამდენიმე ენაზე ამ თემაზე შექმნილ ვიდეო გაკვეთილებს,კონფერენციების ვიდეო ჩანაწერებს, ხმოვან წიგნებსა თუ ა. შ. ძალაუნებურად გიხდება შედარება მათი აზრების, მათი მეთოდების და მოქმედების სტილის, თითქმის ყველა უცხოელი ქოუჩი თუ მენტორი ერთ აზრზეა: უპირველესია რწმენა, ვიზუალიზაცია და მოქმედება…ამ სიტყვების სრული გაგებით… ბევრი მენტორი მხოლოდ თეორიით შემოიფარგლება და გაკვეთილივით გასწავლის რა და როგორ. ეს კარგია, მაგრამ მხოლოდ მათი მოსმენა თუ პოსტების კითხვა გაზარმაცებულ ადამიანს ვერ შველის, პრაქტიკული მუშაობაა საჭირო, რაც ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, ძალისხმევას კი ადამიანებში სიზარმაცე სჭარბობს, ამიტომ ბატონი გიორგის პრაქტიკული ტრენინგ–სემინარები პირდაპირ მისწრებაა, გინდა არ გინდა ჩართული ხარ, იძულებული ხარ გააკეთო, იძულებული ხარ სძლიო სიზარმაცეს, სძლიო ცუდს შენში ანუ სძლიო საკუთარ თავს. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ არ აძლევთ ადამიანებს მოდუნების საშუალებას. წარმატებებს გისურვებთ, ვირტუოზებო.

  14. ელენე:

    გაცნობიერება
    ეს ალბად პირველი ნაბიჯს ჰგავს ბავშვისას ,რომლიც ცდილობს ისწავლოს სიარული,,,,,ბავშვის ,რომელიც უკვე იწყებს გააცნობიერებას ,რომ გადაადგილება «ფორთხვის გარეშე»უფრო ადვილია,,,გაცნობიერებიდან იწყება მისი მცდელობა ადგეს , საკუთარ ძალებს დაეყრდნოს, და ისე გადაადგილდეს…ჩვენ არ გვახსოვს რას ვგრდძნობდით მაშინ ,როდესაც საკუთარ ფეხებზე დაყრდნობას ვცდილობდით.ალბად იმიტომ რომ,ჩვენ ეს გვინდოდა ,უნდოდა ჩვენს შინაგან მეს,ჩვენს სულს,ის ისწრაფიდა,,გადაედგა პირველი ნაბიჯები,,, ის მან შეძლო იმიტომ ,რომ მისი აზროვნება ჯერ კიდევ არ იყო მოწამლული,თავს მოხვეული რწმუნებულებებით,ის უსმენდა საკუთარ შინაგან ხმას..ეცემოდა ,,მაგრამ ისევ დგებოდა, ზოგჯერ შინდებოდა, რაღაც მომენტში უარსაც ამბობდა თავიდან ეცადა, მაგრამ მისი მწველი სურვილი უფრო ძლიერი იყო.მან იცოდა,რომ ეს გამოუვიდოდა..იმიტომ რომ ხედავდა მის გარშემო მოსიარულე მის მსგავს არსებებს….და სჯეროდა რომ ეს შესაძლებელი იყო..ხშირად მიფიქრია ,მის გარშემო ,რომ არ ყოფილიყვნენ ადამიანები ,რომლებიც საკუთარ ფეხებს ,სიარულისთვის იყენებდნე და არა ფორთხისთვის ,,მაშინ მასში შეიძლება გაჩენილყო სურვილი ,მაგრამ არ ერწმუნა ,,და რამდენიმე დაცემსი შემდეგ შეგუებოდა ,იმ აზრს რომ სიარული ეს მისთვის არ არის.
    დღეს ისევ ის პატარა ბავშვი მგონია ჩემი თავი,რომელსაც უნდა საკუთარ ფეხებს დაეყრდნოს და არ იფორთხოს, მაგრამ ეხლა ყველაფერი უფრო რთულად არის..რადგა ჩემი გონება დაპროგრამებულია,, ჩემში ჩანერგილია რწმუნებულებები, რა შემიძლია,რის უფლება მაქვს, სად არის ჩემი საზღვრები, საკუთარ თავის შეფასებას ვახდენ , ჩემი იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე რომელიც გაცნობიერებული მაქვს,და დანერგილი დაკანონებული და ჩაბეჭდილი.. ამიტომ ,,მთელი ცხოვრება ვცდილობდი ,, არა უფრო სწორად ვიბრძოდი ,რომ ეს რწმუნებულებები ბოლომდე დამეცვა,, უფრო მეტიც ,როდესაც რომელიე მათგანზე გადასვლას გავბედავდი.,რაც ძირითადად მაშინ ხდებოდა ,როცა რაგაც ჩემს თავზე კონტროლს მაკარგვინებდა, და მაიძულებდა შაბლონიდან გადამეხვია, საშინელი მტანჯველი სასოწარკვეთილება მიპყრობდა,საკუთარ თავს შეუბრალებლად ვსჯიდი და ვტანჯავდი…მეგონად ,რომ ვგღალატობდი საკუთარ თავს, საყვარელ ადამინებს იმედს ვუცრუებდი, რომ არ ვამართლებდი მათ მოლოდინებს, და ამან მომიტანა საშინელი სტრესი, სურვილი ,გაქცევის, დამალვის, რომელიმე გამოქვაბულში ჩაკეტვის,სადაც ვერავინ მომაგნებდა და ვერავინ შეძლებდა შეემჩნია ჩემში ეს მკეთროვანებები….საკუთარი თავის შეფასება სრულიად მკონდა მინდობილი ,თუ რას იფიქრებდნენ ჩემზე სხვები, დიახ მათი გადასაწყვეტი იყო ,,როგორი ვიყავი მე, რას ვიმსახურებდი და რას არა.
    ვიტანჯებოდი ..საკუთარი თავი ჩაგდებული მყავდა ,დამახინჯებული წარმოდგენებისგან შექმნილ დილეგში,რომელსაც ჯალათი ყოველ დღე უფრო და უფრო შეუბრალებლად ტანჯავდა,და ეს ჯალათიც ისევ მე ვიყავი..
    მხოლოდ მას შემდეგ,როდესაც ჩავთვალე რომ დასაკარგი აგარაფერი მქონდა, როდესაც დავიღალეე საკანში ყოფნით,როდესაც ბოლომდე დავეცი.ვიგრძენი შინაგანი სიმშვიდე,ვიგრძენი სიმსუბუქე,გავაცნობიერე რომ აღარ მაკანკალებდა სხვების აზრებზე.მე ისინი უკვე დავკარგე. მხოლოდ ამის შევხედე შევძელი შემეხედა საკუთარი თავისათვის. და მეთქვა,რომ დიახ,ეს შენ ხარ, ცუდიც და კარგიც,და რადგან ცოცხალი ხარ ვალდებული ხარ იცხოვრო.(ეს ,სამწუხაროდ, ერთი სიუციდის უშედეგო მცდელობის დროს გავაცნობიერე)მივხვდი ,რომ მე რაგაც სხვა მიზნით,ვიყავი აქ სამყაროში ,რომ მქონდა მისია,არა გლობალური,არა, უბრალოდ რაგაც უნდა აღმომეჩინა .უნდა მეპოვნა, უნდა ჩავწვდომოდი..
    გადავწყვიტე თავიდან დამეწყო,მაგრამ რატომგაც იგივე წრეს ვხედავდი,იგივე წრეს,,ჩავფიქრდი..
    ალბათ ყველა ჩვენთაგანს გვითამაშია კომპიუტერში თამაში,როდესაც ჩვენ პულტით ვმართავთ,ჩვენს გმირს,როგორი კარაგადაც არ უნდა ვიცოდეთ და რამდენჯერაც არ უნდა გვქონდეს ნათამაშები იგივე თამაში,ჩვენს გმირს არ შეუძლია რაგაც ახალის გაკეთება,რატომ?იმიტომ რომ ის დაპროგრამებულია მხოლოდ იმაზე რასაც თამაშის ინსტრუქციაში წერია.ამიტომ იმისათვის ,რომ მან ახალი თვისებები შეიძინოს, აუცილებელია ცვლილებების შეტანა მსი პროგრამაში,,…დიდხანს ვფიქრობდი… ვფიქრობდი იმაზე .თუ ვინ დამაპროგრამა, ,, რათქმაუნდა ოჯახმა, სკოლამ,სასწავლებელმა, რელიგიამ, საზოგადოებამ,რომელიც ჩემს გარშემო იყვნენ,დავიწყე დავკვირვებოდი ჩემს პროგრამისტებს, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებოდნენ ,ჩემგან,არც მათი ცხოვრებიტ და არც მათი შესაძლებლობებით… ოო ღმერთო… შენ ხომ როცა მქმნიდი, ჩემში ხომ მიბოძე თავისუფალი სული …და მე რატომ მივეცი სხვებს უფლება იმისა ,რომ მათ ის ეკონტროლებინათ?
    ჩემი პროგრამების ჩიპი,თავიდან უნდა დავაპროგრამო,თორემ აზრი არ აქვს წრეზე სიარულს სადაც ყოველი დღე ერათმანეთს ემსგავსება.იგივე პრობლემები, იგივე ჩიხები…იგივე «მე»
    როცა ეს გადავწყვიტე ,სიმსუბუქე ვიგრძენი…იმედი საკუთარი თავის მიმართ სიყვარული ,, მას შემდეგ ბევრი რამ შევცვალე, ჩემში,,ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი.მაგრამ…ეს ძველი რწმუნებულებები,რაც მეტად ვებრძვი მათ,მით მეტად მტკივნეულად მებღაუჭებიან,, თითოეული მათგანის სრულიად მოგლეჯვას ჩემი ნაწილიც მიყვება,,არ არის ნამდვილად ადვილი ,მაგრამ თითოეული მათგანის მოშორების შემდეგ ,, მეტ სიმსუბუქეს ვგრძნობ, მეტ სიმშვიდეს ,და ცხოვრებაც თავისით იცვლის ძველ კალაპოტს.. ეს მანიფესტი კი ძალიან ძვირფასია უკვე ჩემთვის ,,ვიცი უკვე თუ რამდენი ძალისხმევა სჭირდება ყოველი ახალი ფაილის ჩაპროგრამებას, მაგრამ მეღიმება… ეს ყველაზე სასიამოვნო ბრძოლაა რომლისთვისაც ტკივილიც კი სიამოვნებაა,, სადაც ყოველი ახალი გამარჯვება ხელახლა დაბადებას უდრის… მადლობა გიო.. შენთან და ინტელექტიკასთან ურთიერთობა ამ ბრძოლაში ძალიან მეხმარება

  15. ნანა ეხვაია:

    გიოოოოორგიიიი, რატომ ახდენთ ამდენ სასწაულს, ვერ ვასწრებ დავიტიო %) ჩემი სულის სიქრმეში რა ხდება და რა მჭირდება ზუსტად გამოიცნობთ ხოლმე. მჭირდება, მჭირდება, მჭირდება ეს ყველაფერი. დავიგალე სულელური თვითშეფასებით,გავიზარდო მინდა , მინდა სიხარული და ბედნიერება მომქონდეს ადამიანებისთვის და არა წუწუნი, უხასიათობა, ჩენი ავადმყოფობები. დავღალე ყველა… მინდა ვიყო სრული, ვითარც მამა ჩვენი სრულ არს მინდა ისე განვვითარდე ,რომ უფალს არ დავშორდე. მინდა ჩემი ფასეულობების ბორბალი სრულად და თავისუფლად მოძრაობდეს, ხრიგინ-ხრიგინის გარეშე. ეს შესაძლებელია, მე ვიცი ეს შემიძლია. ეს ტურმე შესაძლებელიაააა რა მაგარიაააააა მიყვარხართ ყველანიიიი

  16. tamar chitadze:

    გიორგი მადლიერი ვარ.უძლიერესი პოსტია, ძალიან ძლიერმა განცდამ შემიპყრო.მე როცა ფილმს ვუყურე მეტნაკლებად იმუშავა.თუმცა მაშინ მეგონა რომ სრულად ჩავწვდი ეხლა რაც დეტალურად მივყვებით კიდევ ბევრ რამეს ვწვდები სიღრმეებში….მინდა გაგიმხილოთ,რომ მე ამ ყვესლაფერ მეტწილად ვალკეთებდი ოღონდ გათვითცნობიერებუგათვითცნობიერებულილად არა,მთელი გრძნობით მქონდა წარმოდგენილი ის სამუშაო გარემო სადაც ეხლა,მყავს ისეთი მეუღლე ვიზუალურადაც როგორსაც ჩემს წარმოსახვაში ვხატავდი,შეიძლება გაგეღიმოთ მაგრამ ეს რეალობაა, ისე ვგრძნობდი მაშინ ამას მეგონა უკვა ასე იყო…..აღარ გავაგრძელებ უამრაია ასეთი ჩემს ცხოვრებაში,ბებო მეოცნებეს მეძახდა რომ უყვებოდი ხოლმე ჩემმს ფიქრებს….ნეტავ ცოცხალი იყოს ვაჩვენო შედეგი ეს ხუმრობით….. ფილმის შემდეგ მივხვდი და გავაცნობიერე უკეთ რომ მეფიქრა სად ვიქნებოდიიიიიიიი…..მე ამ ყველაფერს კარგი გაგებით ოჯახს ვაბრალებ მამა გარკვეულ ასაკამდე ლაღად მზრდიდა და შედეგად თავისუფლება მივიღე საკუთარ მეს ბევრი რამის უფლებას ვაძლევდიდა ვაძლევ კიდეც,მაგრამ ისე არ გამიგოთ,რომ მე არ მჭრდება დახვეწა ქმედების გარემოებამ მეც მომიწამლა გარკვეულ წილად თვისებები.უპისველესად სამსახურმა გამინადგურა თვითშეფასება და ესაა მთავარი ამოცანა ჩემი…მინდა ვიმუშაო წორად, მივიღო ინტელექტიკიდან სწორედ ის რასაც ის ემსახურება «ჩვენ შევცვლით სამყაროს»…ბოლოს მინდა ერთ მონაწილეს გამოვეხმაურო ბავშვობა გაიხსენა ელენემ. სიარულთან და პირველ ნაბიჯებთან ქონდა საუბარი. ელენე ისიც წარმოიდგინე როცანაბიჯებისთვის უამრავ რისკზე მივდიოდით გარემოცვა როგორ «გვბალეშიკობდა» ერთი სული ქონდათ დროზე დაგვეწყო სიარული წელი სტკოდა თითოეულს ჩვენი ტარებით საერთოდ არ უფიქრიათ ჩვენს თავისუფლებაზე…ამიტოომაა ასე დაბიძურებული ჩვენი «ქვეცნობიერიიიი»….კიდევ ერთხელ და არა ერთჯერ უფალს, შემდეგ ყველას უდიდესი მადლობააა აქ მოხვედრისთვის.

  17. ნინო:

    მართლაც სასწაულებს ახდენთ გიორგი,თითქოს ჩემი სულის სიღრმეში მახედებთ, მიღვიძებთ შინაგან ხმას,საკუთარ მე-სთან ბრძოლის სურვილს,ვცდილობ ყველა პოსტი გულდასმით და ყურადღებით წავიკითხო.გავიაზრო და საკუთარ თავთან ვიმუშაო.მე ოპტიმისტი ვარ მაგრამ არის რაღაც ფაქტორები რომელიც ხელ მიშლის გეგმებისა და ოცნებების განხორცილებაში იმიტო რო პრობლება ჩემშია .ვაღიარებ რთულია იმ თავს მოხვეული სულელური რწმუნებეულებებისგან და შიშისგან გათავისუფლება,რაც პატარაობდან მოგვდევს, მაგრამ უდიდესი მადლიერი ვარ თკვენი რადგან მოდუნების და ფარხმალის დაყრის საშუალებას არ გვაძლევთ *IN LOVE* თქვენი წყალობით ვასწავლობ საკუთარი თავის შეყვარებას და მიღებას.ფილმს აუცილებლად ვნახავ .მადლობთ

  18. ნამდვილად საკმაოდ წარმატებული და ძალიან მაღალ დონემდე განვითარებული ინდივიდი ვიყავი, რომელსაც ერთდროულად 3 და 4 სამსახური თუ საქმე მქონდა; ამავე დროს, მეგობარი გოგონებიც მყავდა არაერთი, ერთ-ერთის ცოლად მოყვანასაც ვგეგმავდი დღე-დღეზე, მაგრამ მოულოდნელად, ამ უმოწყალო ცხოვრებამ დიდი განსაცდელი დაუშვა ჩემზე 2001 წლის ბოლოსკენ, ავტოკატასტროფაში მოვყევი, სერიოზულად დამიზიანდა გონება, იმ დროს არსებული ყველა სამსახური დავკარგე, მეგობარი გოგონებიც, ბუნებრივია, თავისი გზით წავიდნენ. ის გოგონა, რომელიც ვახსენე, რომ ცოლად მოყვანას ვაპირებდი-თქო, ბოლომდე ცდილობდა ჩემთან ემეგობრა, მაგრამ მე შემეცოდა, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან დიდი დრო დამჭიდებოდა იმ ცუდი ფიზ-მდგომარეობიდან გამოსასვლელად, და ამიტომ ვუთხარი, რომ აღარ მიყვარხარ, კარგად იყავი-მეთქი. ახლა ის კარგადაა, თავის ქმარ-შვილი ყავს, რაც მე ძალიანაც მახარებს; მის ჩემს ცხოვრებაში გამოჩენამდე არსებული უფრო ძველი მეგობარიც გათხოვილია და ოჯახითაა, ესეც მახარებს 😀
    უბრალოდ ერთი პრობლემაა; მე ვეღარ განვვითარდი თავს დარტყმული უბედურების შემდეგ და ახლაც არ ვიცი, თუ რას როგორ მოვახერხებ.
    თავის დროზე ვუნდერკინდი, მაგარი წარმატებული და კიდევ უფრო მეტად პერსპექტიული ახალგაზრდა დღეს დავრჩი პირში ჩალაგამოვლებულივით =)
    დღესაც ვცდილობ და მინდა, რომ რაღაც საზრიანი და სასარგებლო გავაკეთო, ოღონდ მხოლოდ სუფთა საქმე და სუფთა ხელებით. ვნახოთ რა როგრო გამოვა!!!

  19. რამდჯიშოენჯერმე წავიკითხე ეს სავარჯიშო. და კიდე მჭირდება ბევრჯერ წაკითხვა. გმადლობთ.

  20. ცისანა:

    მე ვამჯობინებ, ვცადო და განვიცადო მარცხი, ვიდრე წარმატებით ვაკეთო არაფერი!მე ვახდენ ინვეტირებას საკუთარ თავში. მე ვიმსახურებ ამას. ჩემი პერსონალური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა ჩემს ცხოვრებაში, რადგან უკვე კარგად გავაცნობიერე, რომ როგორიც ვარ მე, სწორედ ისეთია ჩემი ცხოვრებაც! მე არ მაკანკალებს იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემს პერსონალურ განვითარებაში ფულისა და დროის ინვეტირება მოვახდინო! მე შემწევს ძალა, გავუმკლავდე ინვესტირების სტადიას, რათა შედეგად, დავტკბე მიღებული ნაყოფით.და გიორგი ამისათვის ძალიან მჭირდება ეს ტრენინგი,ძალიან,ძალიან და ძალიან…ეს ვაკანსია ვიცი,რომ ჩემიააააააააააააააააააააააა

  21. ნაია:

    მოგესალმებით!
    ერთი წლის წინ ვნახე ფილმი «საიდუმლო». თავდაპირველად ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებულიც კი დავრჩი. რამდენჯერმე კოდევ ვნახე. მინდოდა მესწავლა განსხვავებული ფიქრი და აზროვნება, მაგრამ… მივხვდი რომ ეს ჩემთვის არ იყო,ან რაღაც მიშლიდა ხელს, ან ჩვენს სინამდვილეს არ ერგებოადა. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ კი უფრო გამიადვილდა მიზეზების გააზრება.მადლობა თქვენ!
    პოსტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მაფიქრებს და მაძლევს მსჯელობის საშუალებას:
    ფილმი გადაღებულია ამერიკელების მიერ და მატზეა. მათშეძლეს ეს, ჩვენ კი გვიჭირს.
    ამის მიზეზი მრავალი რამაა. უპირველესი-ენა და შესაბამისი აზროვნება. ენა როგორც სამყაროს ამგები საშუალება. ეს ძალზედ რთული და საინტერესო საკითხია. პროფესიონალიზმს მოითხოვს. ამერიკელი ახალი საკითხის გააზრების შემდეგ ამბობს: აი სიი. მე ვხედავ. ანუ გავიგე. ქართველი ამბობს: გასაგებია, მესმის. ე.ი. ქართველის აზროვნება სმენასთანაა ასოცირებული, ამერიკელის თვალთან.იქ სხვანაირადაა სქესისა და პირის გააზრების საკითხიც.
    ქართველი მენტალურად სხვა პიროვნებადაა ჩამოყალიბებული. მათ არც კი ესმით მეზობლობა, მეგობრობა, სტუმარ- მასპინძლობა. უფროს- უმცროსობა. მშობლებს სიბერეში მოხუცთა თავშესაფარში «აბინავებენ» და ასე იხდიან ვალს მათ წინაშე. იქნებ სიტყვა ვალიც არ ესმით, რა ვალი მაქვს მშობლების წინაშე?!
    ქართველი კი მოხუც მშობელს თვალისჩინივით უვლის და ამით მაგალითს აძლევს მომავალ თაობას.
    ის უფრო პრაგმატულია, მომხმარებლური ფსიქიკის მატარებელია, უნდა ის რასაც გამოიყენებს, რაც გამოადგება. ქართველი კი არ თუ ვერ აკეთებს ამას, არ აძლევს ბუნება ამის საშუალებას. ქართველს უყვარს და არ სჭირდება. ხომაა განსხვავება?
    ქაართველი ემოციურია, მგრძნობიარე, ხშირად რეაქტიული და გაუწონასწორებელი. ერისთვის დამახასიათებელი რამაა, და არა ცალკეული პიროვნებისთვის.
    მეტად ამბიციურია, ყველას პირველობა გვინდა, შრომა კი რამდენიმეს.
    წარსული კი დიდებული გვაქვს, მაგრამ აწმყო ძალიან მძიმე. წარსულს მივტირით და მომავალზე ვოცნებობთ, წარსულსა და მომავალს შორის კი ხიდი არ გაიდება. აწმყოდანაა საქმე საკეთებელი. აქ და ახლა გვიჭირს ყოფნა. დაკვირვება, კვლევა… ამერიკელები კვლევებში პირველ ადგილზე არიან.
    ერთიც ძალიან მნიშვნელოვანი: რუსეთის იმპერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველს თავისი სახე დაეკარგა, რაც კარგი და ძვირფასი გვქონდა ყველაფერი წაგვართვა. მოკლედ ძალზედ ტრამვირებული და გადაგვარებული ხალხი ვართ ახლა. მონური ფსიქოლოგიით მომართული. დაბეჩავებული. ამ და კიდევ მარავალი ფაქტორით განვსხვავდებით ეს 2 ერი ერთმანეთისგან.
    ცალკე მინდა შევეხო ბავშვის აღზრდას და განათლებას.

  22. ნაია:

    ეროვნული და პიროვნული თავისუფლება.
    თემა უაღრესად მწვავე და საჭირბოროტოა. აბსოლიტურ უმრავლესობას პიროვნული თავისუფლება გაიგივებული აქვს ეროვნულ თავისუფლებასთან. მთელის ნაწილი ჰგონია,ეს კი რა თქმა უნდა, საშიში შეცდომაა.ეროვნული თავისუფლება პიროვნულს მოწყვეტილი შეიძლება ერთგვარ კერპთაყვანისმცემლობასაც შეედაროს. (წყარო: ჯ. ქარჩხაძის პუბლიცისტიკა)
    პიროვნული თავისუფლებისკენ მიდის გაზა, რომელსაც ინტელექტიკა მიჰკვალავს და ჩვენც შეძლებისდაგვარად მივყვებით. კარგადა გაცნობიერებული ის, რომ უნდა გავთავისუფლდეთ ათასი შხამიანი და შემბოჭველი განცდებისგან.მხოლოდ ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანს შეუძლია ცხოვრების შეცვლა, ზურგში გამართვა და მზისთვის თვალის გასწორება. ამაში ვერ დამეხმარა ვერც სკოლა და ვერც უმაღლესი, ახლა თქვენსკენ წამოვედი დიდი იმედებით. არ გამიცრუოთ მოლოდინი! 🙂

  23. ნაია:

    ცაკლე მინდა აღზრდის ტრაგედიას შევეხო. კერძოდ სკოლას.მით უფრო დიდი ხანია უშუალო შეხება მაქვს მასთან.
    მოვიხმობ დიდი გერმანელი პოეტის რაინერ მარია რილკეს სიტყვებს, რომელიც მან დაწერა 20 საუკუნის დასაწყისში.
    «რაც ყოველ ეპოქას ძალიან ენატრება და სწყურია-ესაა დიდი, განსხვავებული პიროვნებები.რადგან მათშია მომავალი. მაგრამ სკოლა გამიზნული ბრძოლაა პიროვნების წინააღმდეგ. იგი არად აგდებს ცალკეულ პიროვნებას, მის სურვილებასა და ნატვრა-ოცნებებს. თავის ამოცანად მიაჩნია ის, რომ ეს ცალკეული ბრბოს დონეზე დაწნიხოს.
    ყოველი დიდი პიროვნება სკოლის წყალობიათ კი არა, სკოლის მიუხედავად ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ბავშვს ერთხელაც არ ათქმევინებენ რა სურს, რა აწუხებს, რა ეიმედება, ამის სანაცვლოდ მას იყენებენ მზამზარეული ფრაზებისა და ფორმულების რეპროდუქტორად,,, სკოლისეული სიტყვათრახარუხი ნორჩ სულებს ნაცრის წვიმასავით დასდის თავზე და მათ სულებს მარხავს»
    ხედავთ, როგორი სულისშემძვრელი სურათია?! საქართველოში დღესაც ასეა, უფრო უარესად. ლოგოშიზოფრენია დაეწყებათ ბავშვებს საცაა.ყველა ეს უბედურება ხომ სამუდამოდ რცება ადამიანის თავში?
    ამერიკაში? არა ბატონო! სულ სხვანაირი სკოლებია, სულ სხვანაირი. მე თავად ვმუშაობ ამერიკულ პროექტში ტრენერად და ვიცი თუ როგორ ურჩევენ მასალას, მასწავლებელს, რაოდენობას, სახელმძღვანელოს და აფსოლიტურად ყველაფერს, რომ ბავშვი დათრგუნული კი არა სრულფასოვნების განცდით გაიზარდოს.
    ესეც შენი ფილმ საიდუმლოს ერთერ და მატავარი მიზეზი.სკოლაში პიროვნების აღზრდა.
    იქნებ ჩვენ შევცვალოთ რაიმე. იქნებ სკოლებიდან დავიწყოთ, პედაგოგებიდან. ამას თავად ჯგუფის ხელმძრვანელები იფიქრებენ.

  24. ნაია:

    დაბალი და არაადეკვატური შეფასება
    როგორც მეუბნებიან, საკუთარ თავს არარდეკვატურად ვაფასებ. ვერასოდეს ვერ ვიჯერებ რომ მე საქმე კარგად, წარმატებით გამომივა. ხშირად დიდი და რთული საქმე დამიძლევია, შედეგიც კარგი დამდგარა, მაგრამ ეს წარმატება ჩემი თავისთვის არ მიმიწერია, საკუთარ თავსაც არ ვუტყდები, არა თუ სხვასთან გამოვიყენო ეს სატრაბახოდ. ტრაბახის რა მოგახსენოთ, მაგრამ ხომ უნდა მქონდეს ადეკვატური თვითშეფასება? როგორც თქვენი სწავლებიდან გავიგე,ამას განაპირობებს დაბალი თვითშეფასების გრძნობა. არსად არ გვასწავლიდნენ ამ საკითხებს, როგორც ჩანს არც თანდაყოლილი ალღო აღმომაჩნდა ამისა და აი, შედეგიც. ახლა ვიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას. ამ ასაკში, თუმცა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს! იმედია ამაში თქვენ დამეხმარებით.
    დაბალი თვითშეფასების «წყალობითაა», რომ დღეს საქართელოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაავადებულია ნევროზით. ურთიერთობები ძალიან დაძაბულია და თითქმის არშემდგარი. ადამიანს ვეღარ დაელაპარაკები. ვერც უცხოს და ვერც ახლობელს. სამომავლო საქმეზე აღარავინ საუბრობს, ყველგან ყოფით პრობლემებია მნიშვნელოვანი.
    გვინდა პერსონალური განვითარება, მაგრამ ვერ ვახერხებთ, გვინდა დავტოვოთ ძველი პერანგი, მაგრამ ვერ ვტოვებთ. ტკივილიანი აღმოჩნდა ეს გზა.

Leave a Reply